baner02
mtavari
28-e konkursi
mega2017
BESO CHUBINIDZE
BESO CHUBINIDZE
93388
misis deda 2
პირისპირ
2015-16 clis ambebi
POTO PAPARACI
sabavshvo konkursi
bechdviti interviuebi
SPEC reportajebi
DJ max carmogidgent
აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!

რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი ვიქნებით

მცირე ისტორია და განახლებადი ფოტოები

1992 წლის 10 ნოემბრიდან, საქართველოში პირველი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ახალგაზრდული გამოცემის დაბადება დაიწყო… ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ამ ჯერ კიდევ უსახელო გაზეთისთვის პირველი ინტერვიუ, ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ლიდერ გიორგი ჭანტურიასთან ჩაიწერა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შტაბში, რუსთაველის გამზირზე. დიახ, ეს იყო 1992 წელს, ახალგაზრდა ენთუზიასტთა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში მაშინ ჯერ კიდევ პირველ კურსელი, 17 წლის ბესიკ ჩუბინიძე ჩაუდგა … ასე დაიწყო პირველი ქართული დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთის დაბადება, რომემაც დღის სინათლე 1993 წლის 1 თებერვალს გაზეთ “კოქტეილის” სახით და სახელით იხილა! ხომ გაგიგონიათ - კარგად დაწყებაა მთავარი, თორემ მერე წყალივით მიდისო :) თუმცა ეს მთლად ცარიელ ინტელექტუალურ საძირკველზე არ მომხდარა, ყველაფერ ამას წინ უძღოდა 1988 წლიდან ბესიკ ჩუბინიძის მიერ გამოცემული ხელნაწერი (და შემდეგ ქსეროქსით გამრავლებული) ჟურნალების გამოცემა, რომელიც მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერებსაც კი ჰქონდათ გამოწერილი, ხელნაწერი ჟურნალები რომელშიც უტყუარი და ფაქტებზე დაყრდნობილი მასალები - ხელით, ლამაზი კალიგრაფიით იწერებოდა, იკინძებოდა, იხატებოდა და მერე ქსეროქსით მრავლდებოდა, მაშინდელ ეროვნულ პარტიებს ურიგდებოდა მიტინგებსა და დემონსტრაციებზე, ხელნაწერი ჟურნალები რომელთა სახელმრავალფეროვნება დიდი იყო ჟურნალ “ილია”-დან დაწყებული ჟურნალ “გულნადებით” დამთავრებული! ეს მცირე შესავალი მხოლოდ იმისთვის, რომ იცოდეთ რა ბაზაზე დაიბადა 1996 წლის 24 მაისს პირველი თინეიჯერული, პერიოდული დამოუკიდებელი ქართული ესტრადის (!) მხარდამჭერი ჟურნალი “ვარსკვლავები”. დიახ ეს იყო 10-ოდ წლის წინ და მას შემდეგ მრავალჭირვარამ გამოვლილმა ჟურნალმა დღეს - ახალი თაობის, მომავლის საქმის კიდევ ერთი პირველი ნაბიჯი გადადგა და დღეს ის პერიოდული, ინტერნეტ-გამოცემის სახით მოგვევლინა, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას რომ ბეჭდვითი მედიის სახით ჟურნალი “ვარსკვლავები” აღარ იარსებებს! - იარსებებს, მაგრამ ინტერნეტ-ჟურნალის სახით - “ვარსკვლავები”, ისე როგორც ყველაფერში, აქაც პირველი ჭრის ფანჯარას! ჟურნალმა “ვარსკვლავებმა” შექმნა პირველი ქართული ფან-კლუბები, მან წარუდგინა პირველმა და პირველად ქართველ ახალგაზრდობას დღეს არსებული თითქმის ყველა პოპულარული თანამედროვე ჯგუფი, “ვარსკვლავები” იყო პირველი რომელმაც ხმამაღლა გაბედა და თქვა - რუსული და უცხოური ესტრადის პროპაგანდაზე უარი და იგი ქართულით ჩაანაცვლა, ამ ჟურნალმა დაარსა პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი, პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონილაი “მეგა”, რომელმაც მიუხედავად უდაოდ დიდი სკანდალების, უდაოდ დიდი ბრძოლისა, ომისა და ხელშემშლელი პირობებისა - ყველაზე მთავარს - დროს გაუძლო და 2007 წლის გაზაფხულისთვის ის უკვე მე-8 ჩატარდება საქართველოში! ამ ჟურნალის უდაოდ დიდი ხელშეწყობით აიტაცა საქართველოს მთელმა (!) მოსახლეობამ (და არა მარტო ახალგაზრდობამ) 15 აპრილის - სიყვარულის დღედ გადაქცევის ბესიკ ჩუბინიძის იდეა! და აგერ უკვე დღემდე და მომავალში, 1994 წლიდან ეს თარიღი ყოველ წელს, შეხსენებისა და რეკლამის გარეშე ყველა ქართულ ოჯახში აღინიშნება, მათ შორის სოხუმში, სადაც 2000 წელს 15 აპრილს მიიწვიეს იდეის ავტორი ამ დღის აღნიშვნის ახალგაზრდულ ცერემონიალზე! ეს ის ჟურნალი და მისი ხელმძღვანელია, რომელიც ჟენევის მე-7 საერთაშორისო ცერემონიალზე ნომინაციაში ”ახალგაზრდული სწრაფვა მიზნებისსაკენ და ახალი იდეებისთვის” ოქროს ნომინაციაში გამარჯვებულად აღიარეს. ამ ჟურნალის საშუალებით და დახმარებით გახდა ძალიან ბევრი ქართული ესტრადის ტიტულოვანი ვარსკვლავი, ამ ჟურნალმა ერთადერთმა გააკეთა ძველი და ახალი თაობის პირველი სინთეზი, უარი თქვა გამეფებულ, დამანგრეველ “სასტავებად” დაყოფაზე და ერთმანეთის გევრდით დააყენა სცენაზე მერაბ სეფაშვილი და ბედინა, ტრიო “სიმი” და ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”, თემურ წიკლაური და ჯაბა ქარსელაძე, “ვარსკვლავებმა” მოსპო სტერეოტიპი, რომ ისინი ერთ სცენაზე არ უნდა იდგნენ - ისინი ერთი საქართველოს შვილები არიან, მათ ერთი მაგრამ სხვადასხვა თაობის მსმენელი ყავთ და მათი განზოგადოება, პრესტიჟულებად, ელიტარებად, “სასტავებად” და “გოიმობად” ზოგადად ქართული ესტრადის და ცნობიერების დანგრევაა! ისინი უნდა იდგნენ გვერდიგვერდ - რომელს მოუსმენს მსმენელი აირჩევს! ამიტომაც “ვარსკვლავებმა” გაბედა და გვერდიგვერდ დააყენა ერთმანეთთან როკი და რეპი, ჯაზი და პოპი, ეს ჟურნალი და მისი კოლექტივი არასოდეს მორიდებია, არაპოპულარულ და სარისკო ნაბიჯებს, მან პირველმა შემოიტანა ქართულ მუსიკალურ პრესაში მუსიკათმცოდნის, პროფესიონალის მიერ კრიტიკა! ამ ჟურნალმა თქვა უარი პირველად სიყალბის წერაზე, ამ ჟურნალმა იწინასწარმეტყველა ქართული შოუ-ბიზნესის მიწისძვრა და ის, მოხდა… დღეს, თქვენ ამ ჟურნალის მიერ შექმნილ პირველი, პერიოდული ინეტრენეტ-გამოცემის მცდელობას ათვალიერებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია - მომავალი? მომავალი აუცილებლად იქნება! გმადლობთ ყველას ვინც ამ საიტს ათვალიერებთ, ავად თუ კარგად აფასებთ და იყენებთ რამეში! გმადლობთ ყველას ვინც 10 წლის განმავლობაში ჟურნალ “ვარსკვლავებს” სხვადასხვა თაობით ედგა გვერდში და კითხულობდა მას! გმადლობთ ყველას - ვისაც ჩვენი გაკეთებული საქმეები მოგწონთ და გმადლობთ ყველას, ვისაც არ მოგწონთ, უკეთესი თქვენ გაგეკეთებინოთ…:) პატივისცემით ინეტრნეტ-ტელევიზია „ვარსკვლავების“ ადმინისტრაცია, 2007 წელი

"ვარსკვლავების" "გიჟები" გუდაურში

gadacera akrzalulia

"ვარსკვლავების" "ჭკვიანები" ანანურში

gadacera akrzalulia

მორიგი "მეგას" წინ დანიშნული პრესკონფერენციის დროს

gadacera akrzalulia

რედაქციის მიერ ორგანიზებული მინი-საფეხბურთო ტურნირის დროს მატჩი "ქუჩის ბიჭებთან"

gadacera akrzalulia

1993 წლამდე გამომავალი ჟურნალები

gadacera akrzalulia

1988 წლის ხელნაწერი ჟურნალები

gadacera akrzalulia

2005 წლის საერთაშორისო ჯილდო - ახალი იდეებისა და სწრაფვა სრულყოფისაკენ

gadacera akrzalulia

მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალის სარეკლამო აფიშები

gadacera akrzalulia

რედაქციის მაგიდა სადაც ყველა სტუმრობდა, ბუბა კიკაბიძედან და ნანი ბრეგვაძიდან დაწყებული

gadacera akrzalulia

კომპიუტერი რომელზეც უკვე წლებია კეთდება ჟურნალ "ვარსკვლავების" მაკეტი და მზადდება ტირაჟირებისთვის

gadacera akrzalulia

"ვარსკვლავების" ფან-კლუბის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ლელა წურწუმიასთან

gadacera akrzalulia

"ვარსკვლავების" ბოლო თაობის თანამშრომელი "გიჟი" თინეიჯერი გოგო-ბიჭები

gadacera akrzalulia

"ვარსკვლავების" რომელიღაც წლის დაბადების დღის აღნიშვნა შინაურულად

gadacera akrzalulia

ჩვენი მარად გაუცინარი ხელმწიფე და მამა-მარჩენალი, ჩვენი "მოზგი" თვით ბესო...

gadacera akrzalulia

ასე თენდებოდა ბევრი ღამე, რათა მეორე დღეს ახალგაზრდობას "ვარსკვლავები" მზად ჩაბარებოდა

gadacera akrzalulia

"ვარსკვლავები" - პირველი ჟურნალი რომელსაც კითხულობდა და ელოდა ყველა თაობა

gadacera akrzalulia

დრო როდესაც ჟურნალს ხელიდან იტაცებდნენ

gadacera akrzalulia

რომელიღაც მორიგი "ვარსკვლავური" აქციის შემდეგ

gadacera akrzalulia

ოთარ კიკილაშვილი - ჟურნალ "ვარსკვლავების" პირველი ტექნიკური რედაქტორი 1996 წელს და ინტერნეტ-ჟურნალ "ვარსკვლავების" პირველი ვებ-ოპერატორი 2002 წელს

gadacera akrzalulia

ჟურნალისტის ერთი ჩვეულებრივი დღე - ინტერვიუ ტელეკომპანია "მაესტროსთვის"

gadacera akrzalulia

შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22