ჟურნალისტის დღიურები ხობიდან - ანუ თბილისი-ხობი-თბილისი
ვიცი რას დაწერს ან გააშუქებს ხობის მე-5 საერთაშორისო ფესტივლის შესახებ სატელევიზო მედია, მაგრამ პირადად მე მომინდა, რომ საორგანიზაციო ქაოსის გამო მომხდარი კულრიოზული დღიურები ქრონოლოგიურად შემოგთავაზოთ, ალბათ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ნებისმიერი მედია-საშუალება ღონისძიებას მაინც დადებითად შეაფასებს (და დავეთანხმები კიდეც), ჩვენ კი ცოტას გაგახალისებთ. . .
დღე 1-ლი (16 სექტემბერი) - უკვე მე-5 ფესტივალია ამ ადგილიდან ჟურნალისტებით და მონაწილეებით დატვირთული ავტობუსები ხობისკენ იღებენ გეზს, ეს ადგილი კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობის წინა მოედანია, სადაც საქველმოქმედო ფონდ “ხობის” ოფისია განთავსებული. თუმცა ამჯერად მხოლოდ ჟურნალისტთა გარკვეულ რაოდენობას, უფრო კონკრეტულად კი ყველა მინუს სამი :) (“რუსთავი 2” “1-ლი არხი” “იმედი”) გვიწევს შეკრება, რადგან მათ საკუთარი რეგიონალური ბიუროები აქვთ ადგილზე.
დათქმულ დროს 09:30 საათზე რათქმაუნდა არავინ მოვიდა :) რადგან ჟურნლისტთა უმეტესობა მაინც ქართველია, თუმცა 10:00-ზე ყველა ადგილზე იყო, მაგრამ რატომ გავიდა ავტობუსი 11:30-ზე ვერავინ გაიგო :)
ტრადიცილი მედია გადაძახილ-გადმოძახილები, ახლების გაცნობა, ძველების მოკითხვა, ამბების გახსენება და ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერები, თანაც იქ სადაც ჟურნალ “სარკის” ფოტორეპორტიორი ალეკო შარვაძეა ვიღა კითხულობს პირველი ხმა ვინ იქნებაო? :)
ასე სიმღერ-სიმღერით 30 ჟურნალისტით სავსე ავტობუსი ხობში შევიდა. მე როგორც ვეტერან ჟურნალისტი, რომელიც ამდენი წელია უკვე ამ ფესტივალს ვაშუქებ სულ ქება-დიდებაში ვიყავი ხობელების და უფრო კონკრეტულად კი ფესტივალის ორგანიზატორების, (სტაფს რომ ეძახიან დღეს), ვაქე და ვადიდე ეს ხალხი ჩემს კოლეგებთან :) და მედია-ცენტრში შესულებს პირველი რეაქცია რაც ქონდათ - უი, რა კარგიაო! ეს იყო, რადგან სამუშაო პირობები იდეალური დაგვხვდა, მაგრამ ეს მხოლოდ “მედია-ცენტრში”, რადგან დღის განმავლობაში თავი იჩინა ორგანიზატორთა მხრიდან რამდენიმე უყურადღებო მანევრმა ჟურნალისტთა ამ ჯგუფის მიმართ, მაგრამ ეგ არაფერი ამხელა ფესტივალზე ყველაფერი ხდება და ჟურნალისტებს უარესებიც გვინახავს, თუმცა. .
ახლა სასაცილოდ გვახსენდება, მაგრამ ის ღამე ალბათ ყველამ ტკბილ-მწარედ გადაიტანა, როცა მხიარულ ჟურნალისტთა 25 კაციანი ჯგუფი ღამის პირველ საათზე მოსასვენებლად გაეშურა და იმით ბედნიერები, რომ 25-ვე ერთად ვიქნებოდით ანაკლიის ცნობილ და გრანდიოზულ სასტუმროში, სამარშუტო ტაქსში სიმღერა და ხალისი არ დაგვიკლია, მაგრამ ჩვენი გიდის მიერ გაჟღერებულმა სასწრაფო ცნობამ, რომ უკაცრავად ახლა დამირეკეს ანაკლიის სასტუმროში ადგილები არ ყოფილა და ზუგდიდის სასტუმროში განგათავსებთო, ცოტა ტონუსი დააგდო :) - ღამის 3 საათზე აღმოჩნდა, რომ მეგრულ ოჯახებში გადანაწილბაზე ყოფილა საუბარი და არა იმაზე რა განწყობითაც მედია დაიძრა მოსასვენებლად :), აქ უკვე მსოფლიოში ყველაზე “კლეოზნი” პროფესიის :) წარმომადგენლებმა გაჭედეს და :) დაიწყო რაც დაიწყო - მოკლედ დილის 05:15 საათზე ხობელების დილის სტუმრობა მოგვიხდა დაძინების და მოსვენების მცდელობამაც რათქმაუნდა ცუდად ჩაიარა, რამეთუ დილის 10:30 საათზე წამოგვყარეს - ღონისძიებებია გასაშუქებელიო :)
.
დღე მე-2 (17 სექტემბერი): - თვალებდასიებული, მთელი ღამის ნათრევ-ნაჯლაგუნევი, დაღლილი ჟურნალისტები კვლავ საორგანიზაციო ქაოსის მსხვერპლნი გავხდით და უპატრონოდ დარჩენილებმა საკუთარი თავის მიხედვა თვად დავიწყეთ :) რაც ამ პროფესიის ხალხს არცთუისე ცუდად გამოგვდის.
მაგრამ ჩვენს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც პროტესტის გამო დილითვე მოითხოვა ხობიდან გამგზავრების უზრუნველყოფა და გამოჩენილი უყურადღებობა პირად შეურაწყოფად ჩათვალა, - მაგრამ უმეტესობამ ბოლომდე დარჩენა და ყველაფრის გაშუქება გადავწყვიტეთ, მაგრამ დამაგვირგვინებელი იყო 25 მშიერ-მწყურვალი, დაღლილ-უძილარი ჟურნალისტის თავდასხმა :) სოფელ ხეთაში გამართულ გრანდიოზულ ბანკეტზე, როცა დაუპატიჟებელი სტუმრები თავზე დავადექით მოქეიფეებს და შევახსენეთ - უკაცრავად ჩვენც აქა ვართ :), ერთი ჩვენი მეგობარი ამბობდა - მთელი სუფრა გაშეშდა ისე დემონსტრაციულად შემოაჭერით მაგიდებს შორის, ჩვენ გვეგონა ლეიბორისტებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შუა ქეიფის დროსო :)
შეწუხდა გოდერძი ბუკია, დაიბნა კაცი - მე მგონია, რომ უკმაყოფილო არაფრით ხართო, რა უყურადღებობაზე მელაპარაკებითო?! - აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ხდებოდა და სულ სხვას უყვებოდნენ ფესტივალის ორგანიზატორს, შეწუხდა “რუსთავი 2”-ის რეგიონალური ბიუროს ჟურნალისტი ემა გოგოხიაც - ჩემს კოლეგებს ასე მოქცევას როგორ უბედავთო? დატრიალდა და მისდგა-მოსდგა იქაურობას :) - არადა, მერე ამ 25 ჟურნალისტს ჩვენ თავზე გვეცინებოდა: - მგონი ჩვენ გამოვედით სუფრისა და კარგი სასტუმროს მათხოვრებიო, - არადა საქმე მხოლოდ უყურადღებობაში იყო, თორემ ნადვილ ჟურნალისტს არც კომფორტის და არც ღრეობის მოთხოვნა ნადვილად არ აქვს!
ამ დღეს სახლებში ღამის 3 საათზე შუკა-შუკა და ორღობეებში ძლივს მოლასლასე დიდმა ავტობუსმა ჩამოგვარიგა.
დღე მე-3 (18 სექტემბერი): - ლაპარაკი რად უნდა იმას, რომ ამ ფესტივალმა ძალიან, ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა და აქვე ვიტყვი, რომ სხვა რეგიონების დეპუტატები იქნება თუ მეცენატები თუ მიბაძავენ გოდერძი ბუკიას არ აწყენთ, ბოლო-ბოლო არც კახეთს, არც იმერეთს, არც გურიას და არცერთ სხვა რეგიონს არ გაუჭირდება საკუთარი ფოლკლორის სახალხოდ გამოტანა.
მოკლედ, იმ უამრავ ღონისძიებათა შორის რომელიც ამ ფესტივალზე ჩატარდა დამაგვირგვინებელი სწორედ 18-ის საღამოს გალა-კონცერტი იყო, რომელსაც უბრალოდ ეს 25 ჟურნალისტი ფიზიკურად ვეღარ დაესწრო - გადაღლილობა, უყურადღებობით გულდაწყვეტა და არამობილიზებული დამოკიდებულება საბაბი გახდა იმისა, რომ ჩვენი ავტობუსი 13:00-ზე უკვე თბილისისკენ დაიძრა და ფესტივალის მთავარი დღე უყურადღებოდ დატოვა.
მიუხედავად ამისა, დღეს ყველას ყველაფერი ღიმილით გვახსენდება, რადგან ჩვენც ადამიანები ვართ და ფესტივალის ორგანიზატორებიც, მაგრამ პროფესიონალი კადრები მართლა დეფიციტია, ეს ფაქტია - კარგი სტაფი ყველაფერს ნიშნავს, გოდერძი ბუკია და მარინა მიქაია მარტო ვერაფერს გააკეთებენ, თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მართლაც ღირსეულ ბევრ სტუმარს შორის უამრავი “ნე სჩივო ნე სტავო” ტიპებიც აღმოვაჩინეთ და იმასაც, რომ ერთ დაპატიჟებულს “უპრაგონოდ” სამი-ოთხი მომყოლი სტუმარი ყავდა (გაუთვალისწინებელი) აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ არ რჩებოდა ჟურნალისტებისთვის ადგილი თუნდაც მასობრივი ბანკეტების დროს სუფრასთან :) - წინა ფესტივალებიდან გამომდინარე, ალბათ ხმა გავარდა - ეს, რა მაგარი რამე ხდება თურმე ხობშიო და მოწვეულმა სტუმრებმაც თავხედურად და უკითხავად (!) იწყეს საძმაკაცოების მოპატიჟება,
მეგრელი კაცი კი, იცით ალბათ - სტუმრის სტუმარს სახლიდან ვერ გააგდებს და სუფრიდან ვერ ააყენებს, - უკაცრავად თქვენ, რომ ზიხართ არაფრისმქანისი და არაფრის მომტანი, ეს ადგილი იმ ჟურნალისტისაა ჩვენ, რომ გვეხმარება და გვაპიარებს და თუ შეიძლება მისი კუთვნილი ადგილი დაუთმეთო, - ვერ იზავს ამას მასპინძელი, ამიტომაც გულწრფელად გითხრათ პირდად მე მესმის ორგანიზატორთა ასეთი ქაოსი, ამგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი მომავალ მე-6 ფესტივალზე ამ ხარვეზსაც გამოასწორებენ, აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ 2013 წელიც. . .
გზად არარსებული სასტუმროსაკენ :) - ერთად ყოფნის ბედნიერებით ამღერებული ჟურნალისტური "მარშუტკა"
მიუხედავად ყველაფრისა, ჟურნალისტებს მაინც შერჩათ გართობის სტიმული - გამგეობის ფოიეში :)
ჟურნალისტები მორიგი მითითების მოლოდინში - ახლა სად მივდივართ?
ჟურნალისტები ხობის მონასტრის გზაზე - სულიერი განტვირთვის რამდენიმე წუთი
პრეზიდენტი ძუკუ ლოლუას მუზეუმს ინტერესით ათვალიერებს და საინტერესო კითხვებსაც სვამს
პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდა ხობელ მომღერალს ვარსკვლავობისკენ სიტყვიერად გზა გაუხსნა
დათო ბაქრაძეს ლამის ზონარშეხსნილი სპორტული კედები :)
ჯამლეთ ხუხაშვილის და დათო ბაქრაძის შეხვედრა ხობის ცენტრში
წინა ფესტივალისგან განსხვავებით 2011 წლის ფესტივალზე ხობის ცენტრი განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა
დადგმული არ გეგონოთ :) - ამ მეგრელმა ქალბატონმა იმდენი ლოცა დავით ბაქრაძე, 10% რომ მიუვიდეს საკმარისია :)
ხობის ცენტრში გამოფენა-გაყიდვებიც უხვად შეინიშნებოდა