დაუმესიჯე შენს რჩეულს

mtavari
xobi2011
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
jurnali VARSKVLAVEBI
zveli NEWS
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
tv
datove chanaceri
kontaqti
აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!

მზე, წვიმა და ქარი - ხობი

ხობის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი წარმატებით დასრულდა

2003 წელს ბიზნესმენმა, პარლამენტარმა გოდერძი ბუკიამ ერთ კარ საქმეს ჩაუყარა საფუძველი, დაარსა “მეგრული სიმღერის, ხობის საერთაშორისო ფესტივალი”, რომელსაც ყოველ მეორე წელს მასპინძლობენ ხობელები და რომლის სტუმართა სია ხანდახან 800 ადამიანსაც აღწევდა (წინა წლებში).

გოდერძი ბუკიას ფონდის თაოსნობითვე, ამ ფესტივალის ფარგლებში გამოიცა ოთხ ტომიანი მონოგრაფია “ქართული სიმღერის ოსტატები”, “ქართული ხალხური მუსიკის” სანოტო კრებულის სამტომეული, “მეგრული პოეზიის კრებული”, აუდიო-პროდუქცია, გაიხსნა ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული ხალხური სიმღერის მუზეუმი, ვილენ მარდალეიშვილის ავტორობით ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიასადმი მიძღვნილი საიუბილეო წიგნი “იცოცხლე მაესტრო” (რჩეული სიმღერების დისკით), მეგრულ-აფხაზური სიმღერების რჩეული კომპატქ-დისკზე და უამრავზე-უამრავი სხვა გამოცემები, რომლებიც სხვა თუ არაფერი ისტორიას შეუნახავს იმას, რა სიმდიდრეც ჩვენ გაგვაჩნია.

რაც შეეხება თავად ფესტივალს - მაღალ დონეზე ორგანიზებული ღონისძიება 19 სექტემბერს დაიწყო ხობში, სადაც დილიდან გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გამოიდარა და მზემ სტუმრები უჩვეულო სითბოთი გაახარა, - სწორედ იმ საღამოს ხობის რაიონის სოფელ ხეთაში კონცერტი იმართებოდა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ესწრებოდა, რომელსაც უნდა აღინიშნოს, რომ მთელი კონცერტის მსვლელობას, ღია ცის ქვეშ ბოლომდე დაესწრო, მანმადე კი, გზად ზუგდიდი-ცაიშის გზასაყართან ორსაათიანი ლოდინით დაუღალავი (!) ხალხი დალოცა.

ჩამოთვლა იმ კოლექტივებისა, რომლებმაც აღნიშნულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა შორს წაგვიყვანდა, მაგრამ უდაოდ აღსანიშნავია ანსამბლი “რუსთავი” რომელმაც დახურა ხეთის ღია საკონცერტო სცენაზე ის საღამო, სტუმარი თურქეთიდან ბაიარ შაჰინი, რომელსაც აპლოდისმენტები არ დაკლებია მაყურებლისგან და უნიკალური ტრიო - გომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი და ანზორ ერქომაიშვილი, რომლებმაც შეასრულეს კომპოზიტორ გომარ სიხარულიძის “ჩქიმი ჯიმა ძუკუ ლოლუა” დაწერილი ლოტბარ კიწი გეეგჭკორის ლექსზე.

ანზორ ერქომაიშვილი, მარიკა კვალიაშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ნუნუ დუღაშვილი, რუსუდან ხორავა - ვის არ ნახავდით, ვისთან უშუალო შეხების საშუალება არ მოგეცემოდათ იმ დღეებში, დიდ ხალთან, დიდ ადამიანებთან, პიროვნებებთან რომლებმაც თავისი სიტყვა უკვე თქვეს ქართული კულტურის განვითარებაში.
.

ერთი სანახავი იყო მეორე დღის კონცერტი ხობის ცენტრში, რომელიც გენა მამედოვის, უნიკალური სასცენო აპარატურის წყალობით უმაღლეს დონეზე ჩატარდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - მიუხედავად თავსხმა წვიმისა, ხალხს ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან, რადგან არც ისე ხშირად აქვს ხობში, უბრალო ადამიანს ბედნიერება იმისა, რომ სცენაზე იხილოს ბესო კალანდაძე, მანანა თოდაძე და თანამედროვე ესტრადის ვარსკვლავები - დუეტი “ჯორჯია”, რუსეთში გადახვეწილი დათო ხუჯაძე და სხვანი და სხვანი.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ეკონომიკური კრიზისის დროს ვერ მოხერხდა სხვა უმარავი მონაწილის მოწვევა ამ ფესტივალზე სამეგრელოში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ 2011 წელს, როცა “ხობის საერთასორისო მე-5 საიუბულეო ფესტივალს” გავაშუქებთ - გაცილებით დიდ და სახალისო ფოტო-რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ. და ბოლოს, ჩვენის მხრივ უდიდეს მადლობას ვუხდით გოდერძი ბუკიას მეგობრობისთვის, ამ კარგი საქმის კეთებისთვის და იმისთვის, რომ ის ექსკლუზიურად გაგვეცნო დანარჩენი საქართველოსა და დანარჩენი მსოფლიოსათვის.

ძუკუ ლოლუას სახლ-მუზეუმის ეზოში, ხობში

gadacera akrzalulia

ძუკუ ლოლუას სახლ-მუზეუმის ფოიე, ხობში

gadacera akrzalulia

პატრიარქს ხალხი ზუგდიდი-ცაიშის გზასაყარზე. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ შეხვდა

gadacera akrzalulia

პატრიარქს ხალხი ზუგდიდი-ცაიშის გზასაყარზე. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ შეხვდა

gadacera akrzalulia

ლეგენდარული კომპოზიტორები ძუკუ ლოლუას მუზეუმის ეზოში, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი

gadacera akrzalulia

ელიზა და თემო ბოჯგუები მოსკოვიდან სპევიალურად ჩამოვიდნენ ხობის ფესტივალისთვის

gadacera akrzalulia

თემურ წიკლაური და ჯემალ ბაღაშვილი პროგრამას ათანხმებენ

gadacera akrzalulia

ძველი "ივერიელი" მანანა თოდაძე უმაღლეს ფორმაშია

gadacera akrzalulia

ჟურნალისტები დადიანის საასხლეში, სპეციალურად შეუშვეს ღვთისმშობლის კვართის სანახავად

gadacera akrzalulia

ზუგდიდში დღემდე შემორჩა უკანასკნელი მოჰიკან-ოპოზიციონერების კარვები, ეულად მდგარნი

gadacera akrzalulia

პატრიარქს სამეგრელოში ახალ რეზიდენციას უშენებენ

gadacera akrzalulia

უხოელი სტუმრები მეგრულად ამღერდნენ და ტაშიც დაიმსახურეს

gadacera akrzalulia

ჟურნალისტმა ვილენ მარდალეიშვილმა თავის სადღეგრძელოებით სტუმრები ასიამოვნა

gadacera akrzalulia

გოდერძი ბუკია და ზაზა გოროზია ფესტივალის დასასრულის ბოლოს, სუფრაზე

gadacera akrzalulia

ჯემალ ბაღაშვილი, ბუთხუზ ბასილაიასადმი მიძღვნილი კონცერტის რეჟისორი იყო

gadacera akrzalulia

ხუჯაძე, გოდერძი ბუკიამ მოსკოვიდან სპეციალურად მოიწვია, უკვე მეორედ

gadacera akrzalulia

ორად-ორი მეგობარი, ორი ჯუჯა... იყვნენ, ვახო ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი

gadacera akrzalulia

თიკა ფაცაცია და ზურაბ შარია დასკვნითი კონცერტის წამყვანები იყვნენ

gadacera akrzalulia

"ივერილები" - ხობელების წინაშე

gadacera akrzalulia

ხობელები - "ივერიელების" წინაშე

gadacera akrzalulia

რატი და მაკა ფესტივალზე

gadacera akrzalulia

ბაიარ შაჰინი - თურქი ლაზი

gadacera akrzalulia

დათო ხუჯაძე და გელა გოგოხია მისი პროდუსერი ქართულ სუფრაზე

gadacera akrzalulia

გომარ სიხარულიძე, თემურ ქევხიშვილი და ანზორ ერქომაიშვილი

gadacera akrzalulia

პატრიარქი ხალხთან ერთად სოფელ ხეთაში, პირველი დღის ბოლოს

gadacera akrzalulia

"ივერიელები" დასკვნითი კონცერტის ფინალში, მეორე დღეის ბოლო

gadacera akrzalulia

შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22