თუ გვერდი გახსნას აგვიანებს, მიეცით "რეფრეში" და დაელოდეთ 15 წამით * * * აკრძალულია რომელიმე ფოტოს ან ტექსტის შეუთანხმებლად სხვაგან გამოქვეყნება!!!
mtavari
2014 clis ambebi
2013 clis ambebi
2012 clis ambebi
2011 clis ambebi
2010 clis ambebi
2009 clis ambebi
2007 news
2006 news
jurnali VARSKVLAVEBI
me-16 konkursi
jurnali VARSKVLAVEBI
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
datove chanaceri
kontaqti

23.12.2008 საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალი წარმატებით დაგვირგვინდა

მიუხედავდ უდიდესი წინააღმდეგობებისა, მიუხედავად საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალის ჩატარების თარიღის რამდენჯერმე ცვლილებისა, მიუხედავად ქართული შოუ-ბიზნესის საღათას ძილისა, მიუხედავად უსპონსორობისა, მიუხედავად ექსტრემალური სიტუაციისა და მიუხედავად კიდევ ბევრი ნეგატიური მოვლენისა – “მეგა” 2008 წლის 22 დეკემბერს მაინც ჩატარდა და ჩატარდა მაღალორგანიზებულად, დახვეწილად, ტრადიციული სკანდალების, დაუგეგმავი სახალისო შოუს და თვით ცრემლების ფონზეც კი, მაგრამ ამჯერად ეს ცრემლები არა რომელიმე ნომინაციაში გამარჯვების ან თუნდაც, დამარცხების ბრალი იყო, არამედ – იმ პატრიოტული სულისკვეთებისა, იმ მუხტისა და იმ ენერგიისაა რაც მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დარბაზში ტრიალებდა სადაც ერთად ისხდნენ ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, უბრალო მაყურებლები, ჟურნალისტები, კოდორისა და ცხინვალის რეგიონიდან დაზარალებულები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დაჯგუფების მებრძოლბი - ქართველი ჯარისკაცები) (ვრცელი მასალა და ფოტო-რეპორტაჟი იხილეთ რუბრიკაში “რეპორტაჟები” – დააწკაპუნეთ და გადადით ლინკით)

07.12.2008 ოპერისა და ბალეტის თეატრმა დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლა

ოპერისა და ბალეტის თეატრში რუსული ინტერვენციის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს უმასპინძლეს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მეუღლისა და ნინო ანანიაშვილის ფონდის, ასევე ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოების ორგანიზებით, ბავშვებმა ''ბიზეს ვარიაციები'' იხილეს. ''ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ვიცით რო მათ, განსაკუთრებით ბავშვებმა, აგვისტოს თვეში რთული პერიოდი გადაიტანეს. ჩვენი სურვილია, მათი ცხოვრება ცოტათი მაინც გავალამაზოთ,'' - განაცხადა აშშ-ს ელჩის მეუღლემ მარიელა კატარინა ტეფტმა. მოზარდებისთვის საჩუქრები კოკა კოლამ და მაგდონალდსმაც მოამზადეს.ბავშვების რაიონებიდან ჩამოყვანაში ქველმოქმედებს დღეს თბილისი მერია დაეხმარა. ("რუსთავი-2")

06.12.2008 მხიარულთა და საზრიანთა კლუბი "პილპილ მოყრილი" დაგვიბრუნდა - რეპორტაჟი სამედიცინო უნივერსიტეტიდან

რუსული ჩექმა ქართული შემოქმედებითი აქტივაციის კატალიზატორი აღმოჩნდა. იგი თითქმის ყველა სფეროს განიხილვის საკითხი გახდა, რა თქმა უნდა შესაბამისი კუთხით. შოუ-ბიზნესში ჩამოწოლილი სიჩუმეც ახალი ჟღერადობით დაირღვა და ყველა ამ სიახლის მთავარი თემა აგვისტოს ცნობილი მოვლენები გახდა. მაგრამ ჩვენმა მტერმა და ისევ რუსმა უყურა ამ ცხოვრებას სულ სერიოზული თვალით! :) სწორედ ამ სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდით 27-28 ნოემბერს, როდესაც დაახლოებით წელიწადნახევრიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა, ე.წ. KBH-მა ახალი ძალებით და ენერგიით შეგვაძლებინა იუმორის თვალით დაგვენახა ეს სევდიანი დღეებიც კი. (ჩვენი ჟურნალისტის, ხატია ყაულაშვილის რეპორტაჟი იხილეთ აქვე)

05.12.2008 ცუცა კაპანაძე მანჰეტენის ქართულ თეატრში მოღვაწეობს

პოპულარული ქართველი მსახიობი, ქართველებისთვის უსაყვარლესი ცუცა კაპანაძე უკვე ერთი წელიწადია შეერთებულ შტატებში გაერიდა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ, ყველანაირად ცუდ სიტუაციას და ამჟამად ის, ნიუ-იურიკში, მანჰეტენზე, სექტემბრის თვეში გახნილი პირველი ქართული თეატრის მსახიობია, პარალელურ რეჟიმში მოღვაწეობს ასევე ცნობილი ქართველი მსახიობის, უკვე ემიგრანტის - ხათუნა იოსელიანის მიერ, ამერიკაში დაარსებულ საბავშვო დასსთან, სადაც ის პედაგოგია და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, დამატებით უვლის და ზრდის მეგობრის ბავშვებს, რაზეც ჟურნალისტებთან საუბრისას ცუცა ხუმრობს, რომ - ჩემი შვილების აღზრდა არ მეღირსა და ამიტომაც სხვისი შვილების გამზრდელი ვარო! 14 სექტემბერს მანჰეტენზე ქართული თეატრის გახსნაში (თეატრმა პრემიერაზე ოტია იოსელიანის “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი” წარმოადგინა) ყველაზე დიდი წვლილი ამერიკელ მეცენატ ვიქტორ სირელსონს მიუძღვის, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს და უკვე 10 წელია ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ “მოცეკვავე წეროს” ხელმძღვანელობს. პრემიერას გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. ცუცა საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ დროებით აპირებს, ისიც მშობლიური - ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის გერმანიაში და მონაკოში დაგეგმილი გასტროლების გამო, თანაც თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ცუცა მალე “გრინ ქარდის” მფლობელი გახდება, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს მერამდენე ნიჭიერ ემიგრანტს და დაკარგულ ხელოვანს მიიღებს საქართველო!

03.12.2008 ნინო ქათამაძე აქტიურად მოღვაწეობს

საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “საუკეთესო ვოკალისტის” პრემიის მფლობელი, მომღერალი ნინო ქათამაძე ბავშვის გაჩენის მერეც არ წყვეტს აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას და საქართველოს საზღვრებს გარეთ განაგრძობს სოლო-კონცერტების ჩატარებას. ცოტახნის წინ, მომღერალი თბილისს სტუმრობდა, სადაც თავისი რიგით მესამე ალბომის “ლურჯის” პრეზენტაცია გამართა (შეგახსენებთ, რომ ნინოს უკვე აქვს ორი სოლო ალბომი “შავი” და “თეთრი”), ხოლო რამდენმე დღის წინ კი, ნინო ქათამაძე ნიცაში გაემგზავრა მორიგი სოლო-კონცერტის ჩასატარებლად, საიდანაც ის პეტერბურგში გადავა ასევე სოლო-კონცერტის გასამართად. სხვათაშორის როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რუსეთში ნინო ქათამაძე ერთ-ერთი ძვირადღირებული მომღერალია და ამბობენ, მისი სოლო-კონცერტის პირდაპირი ჰონორარი დაახლოებით 10.000 ევროს შეადგენს, ფაქტია, რომ ქართველ შემსრულებელზე მოთხოვნა რუსეთში, ამ სახელმწიფოს მხრიდან, აგვისტოში საქართველოს დაბომბვის შემდეგაც კი, არ შესუსტებულა.

02.12.2008 დათო ხუჯაძე მოსკოვში მუშაობას აგრძელებს

პოპულარული ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე, პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ-ჯერობით მას რაიმე კონკრეტული პრობლემა რუსთში კონცერტების გამართვისა, არ შექმნია, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ უბრალოდ კონცერტების რაოდენობამ დაიკლო, რადგან სხვა თუ არაფერი დათოს სიმღერების 50% რეპერტუარში მაინც ქართულ ენაზე სრულდება. - ჩემთვის ქართულ ენაზე სიმღერა ჯერ-ჯერობით არავის აუკრძალავს (აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველ მომღერალს, რუსული ესტრადის ნადვილ ვარსკვლავს თამრიკო გვერდწითელს, რამდენიმე კონცერტზე უკვე მოსთხოვეს რეპერტუარიდან ქართული სიმღერების ამოღება) და თუ ამას გააკეთებენ იძულებული ვიქნები, რომ მოსკოვიდან სამუშაოდ ევროპაში გადავიდე, იქაც მაქვს არხები და იქაც მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემს საქმეში ხელს შემიწყობენ, მაგრამ ვიმეორებ – მე მოსკოვში ვარ და აქ განვაგრძობ მუშაობას! ვემზადები ახალი ალბომის გამოსაცემად და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა 2009 წლის დასაწყისში ეს ალბომიც გამოვა და ვიმედოვნებ წინა ალბომებივით წარმატებული იქნება.

02.12.2008 ქეთი მელუას საქველმოქმედო ტურნე, რუსული აგრესიის დროს დაზარებულ ქართველთათვის

ევროპის კონტინეტზე ყველაზე შემოსავლიანი მომღერალი ქართველი ქალბატონი ქეთი მელუა (მისმა შემოსავლებმა ბოლო რეიტინგების მიხედვით 18 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა და ოფიციალურ მილიონერ მომღერალ ქალთა 30-ეულში მე-17 ადგილზეა) საკუთარი თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდნენ, ფართომასშტაბიან საქველმოქმედო, ხანგრძლივ, ევროპულ ტურნეს მიუნხენიდან იწყებს და დასკვნით ეტაპს, თბილისში დაგეგმილი კონცერტით დაასრულებს. შეგროვილ თანხას, რომელიც სავარაუდოდ არც ისე მცირე იქნება, ქეთი მელუა სპეციალურად შექმნილ ფონდში ჩარიცხავს და ამით საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს მოიხდის ქვეყნის წინაშე. მომღერლის მიერ დაგეგმილ ტურნეს, უკვე მოყვა სასიამოვნო გამოხმაურება, ევროპაში მცხოვრები ქართველებისგან, რომლებიც აპირებენ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატონ ქეთის და იმ ხალხის მიმართ, რომლის დახმარებასაც პოპულარული მომღერალი აპირებს.

01.12.2008 ნეკა სებისკვერაძე ფარულად გათხოვდა

ქართველი მომღერალი, მაგრამ მკვდარი შოუ-ბიზნესის პირობებში საზოგადოებრივ საქმიანოაში თავისთავად გადასული ნეკა სებისკვერაძე გათხოვდა. მერიის კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მშვენიერი გოგონაა და თავისთავად ეს ფაქტი არც არავის გაუკვირდებოდა და მთელი გულითა და სულითაც ვულოცავთ ნეკას ამ ნაბიჯს, მაგრამ გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ საზოგადოებისთვის იმდენად ფარულად და ჩუმად მოხდა ეს ქორწინება, რომ არათუ ჟურნალისტებთან კომენტარები, არამედ მის ბევრ ახლო მეგობარსაც კი, ეკრძალება თურმე ამ ფაქტის გამომზეურება. ნეკა ამჟამად საქორწინო მოგზაურობაშია, მოსკოვში (!) და მასთან დაკავშირება იქ კი არა, აქაც კი ჭირს ხოლმე კომენტარისთვის, ამიტომ მხოლოდ ჭორებად გავრცელებულ ინფორმაციას გაწვდით, რომ ქორწინების გასაიდუმლოების ერთადერთი მიზეზი ის “აღმოვაჩინეთ”, რომ სიძე – საქართველოს ხელისუფლების მიერ, ერის მტრად შერისხული ასლან აბაშიძის (რომელიც მოსკოვში ემალება ნაციონალურ ხელისუფლებას) ძმისშვილი ყოფილა.

30.11.2008 ლალი მოროშკინამ დაბადების დღე სტრიპტიზ-კლუბში გადაიხადა

პოპულარულმა ქალბატონმა რიგით 39-ე დაბადების დღე მეგობრის, კარატის ფედერაციის პრეზიდენტის კახა ბასილიას კუთვნილ სტრიპტიზ-კლუბ “პრემიერში” გადაიხადა, ყოფილ ტელეწამყვანს, ამჯერად კი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით დაკავებულ ლალის, არც კი უცდია ასაკის დაფარვა, რადგან თავადაც კარგად იცის, რომ ასაკის შესაბამისზე გაცილებით ახალგაზრდად, ლამაზად და სექსუალურად გამოიყურება. სტუმართა შორის ტრადიციულად ბევრი ნაცნობი სახე იყო - მარინა სალუქვაძე, კაბუ, გივი სიხარულიძე (რომელიც ლალის დაბადების დღეებზე ყოველთვის თამადის სტატუსს ითავსებს ხოლმე), დათო გომართელი, რომა რცხილაძე, მასეტრო მორისი და სხვები და სხვები, თვალში საცემი კი ის იყო, რომ ლალის დაბადების დღეზე მისი ყოფილი მეუღლეც მშვენივრად გრძნობდა თავს და მას და ლალის აშკარად მეგობრული ურთიერთობა ეტყობოდათ. მხიარულ წვეულებას რათქმაუნდა არც სახალისო სტრიპტიზის გარეშე ჩაუვლია და სტუმრები პროფესიონალმა სტრიპტიზიორებამა გვარიანად გაახალისეს, იუბილეს არც ლამაზი და გემრიელი ტორტი დაჰკლებია, რომელსაც სხვათაშორის 39-ს მაგივრად 9 სანთელი ამშვენებდა.

30.11.2008 პრეზიდენტი 'ბზიკებს' ღირსების ორდენებით დააჯილდოებს

საბავშვო ევროვიზაში გამარჯვებულ ”ბზიკებს” დღეს საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დაააჯილდოვებს. პრეზიდენტმა პატარებს გამარჯვება პირადად მიულოცა და საჩუქრად ველოსიპედები გადასცა. კვიპროსში გამართულ მსოფლიო კონკურსზე ქართულმა ანსამბლმა ორიგინალური სიმღერა შეასრულა და თხუთმეტ კონკურენტს შორის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

29.11.2008 ნინა: - ქართველ კაცებს გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. რაღაც უნდათ და თვითონაც ვერ იგებენ რა

ქართველ მამაკაცებს გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. რაღაც უნდათ და თვითონაც ვერ იგებენ რა, ასე ფიქრობს სკანდალურად პოპულარული ქართველი მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც თამამად აცხადებს, რომ - მთელი ცხოვრება, რომ გადაყვე სინანულს, აზრი არ აქვს. ისედაც ცოტა ხანს ვცხოვრბთ ადამიანებიო! ჩვენი ჟურნალისტი ნანიკო ჯოხაძე ნინას რამდენიმე დღის წინ შეხვდა და ბევრ საინტერესო და პიკანტურ თემებზე ესაუბრა, როგორც ჩანს მომღერლისთვის ქართველი მამაკაცები იმდენად მძიმეები არიან, რომ, თავადაც ირთულებენ ცხოვრებას და ქალსაც ურთულებენ. მომღერალი საკუთარი ვიზუალობის შეცვლაზეც ფიქრობს. თუმცა, უშედეგოდ. პლასტიკურ ქირურგთან ცხვირის ოპერაციაზე მისული ნინა უკან გამოაბრუნეს. თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

28.11.2008 “პატარა მის-ევრაზია 2008”

2008 წლის 15-20 დეკემბერს ეგვიპტის ქალაქ ხურგადაში გაიმართება ბავშვთა საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტების ფესტივალი “პატარა მის-ევრაზია 2008”. ფესტივალი ეგვიპტეში უკვე მეორედ იმართება და მასპინძლობს ევრაზიის 35 ქვეყნის წარმომადგენელ გოგონებს, რომელთა ასაკია 5 დან 15 წლამდე. ბავშვები ფესტივალზე მშობლებისა და ნაციონალური დირექტორების თანხლებით ჩამოდიან. მონაწილეებს მრავალი საინტერესო ღონიძიება ელით: - ფესტივალის საზეიმო გახსნა - მონაწილე ქვეყნების ოფიციალური ჰიმნების თანხლებით, სუვენირების გაცვლის საღამო, პოპულარული დიზაინერების კოლექციის ჩვენება, ფოტო-გამოფენა, ექსკურსია პირამიდებისა და სფინქსის მოსანახულებლად, რეპეტიციები და თავად გალა-შოუც, რომელიც წითელი ზღვის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ფესტივალის ყველაზე სახალისო მომენტია მშობლების კონკურსი:M- მონაწილეთა დედები, მამები, ბებიები თუ ბაბუები, რომლებიც ღონისძიების სტუმრები არიან, წინასწარ მომზადებული საკონცერტო ნომრებით: - ცეკვა, სიმღერა, აკრობატიკა, ბალეტი - მოკლედ, ვისაც რა შეუძლია, თავისი კოსტუმებით და მუსიკალური გაფორმებით წარდგება მაყურებლის წინაშე. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ამ კონკურსში თავის (საშუალო) ასაკობრივ კატეგორიაში გრან-პრი დაიმსახურა 11 წლის რუსთაველმა გოგონამ თამარ მაისურაძემ, სუპერ გრან-პრი კი, აიღო თათარსტანის 8 წლის წარმომადგენელმა ქრისტინა საზონოვამ.

27.11.2008 სოსო ჯინჯიხაშვილის “ებრაული ანთოლოგია”

ქართველმა-ებრაელმა, 16 წლის მომღერალმა სოსო ჯინჯიხაშვილმა რამდენიმე დღის უკან ლიტერატურულ არტ-კაფე “ქარავანში” საკუთარი რედაქტორობით გამოცემული წიგნის “ებრაული ანთოლოგიის” პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვან ისტორიულ მეგობრობას მიუღვნა. არტ-კაფეშივე გაიმართა სოსოს კლიპის “ხოტბა იერუშალაიმ” პრეზენტაცია, რომლის რეჟისორი პოპულარული ქართული სერიალის “ჩვენი ოფისის” ერთ-ერთი მთვარი გმირი, მსახიობი თაკო აბაშიძეა. მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა მთელმა საღამომ, რომელსაც სოსოსთან ერთად მისი უფროსი მეგობრებიც უძღვებოდნენ, ადამიანები რომლებმაც აღნიშნული წიგნის გამოცმაშიც შეიტანეს წვლილი. პრეზენტაციას ესწრებოდა თბილისის მერიის ღონისძიებათა მოწყობის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილიც, - შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მომღერალი შარშან საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების მე-8 ცერემონიალზე ერთ-ერთი პრესტიჟული ნომინაციის “თინეიჯერების სიმპათიის” ტიტულის მფოლბელი გახდა ტ/კ. “1 სტერეოს” გამოკითხვებით. “ვარსკვლავები” წარმატებებს უსურვებს ახალგაზრდა შემოქმედს და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს სოსოს.

23.11.2008 რაულ ქირია სიმღერის პრეზენტაცია ტელე-არხზე შედგება

აფხაზეთის მედია ცენტრის ხელმძღვანელი რაულ ქირია თავისი სიმღერის “უშენოდ” გარემიქსებულ ვარიანტზე მუშაობს. როგორც მან “ვარსკვლავებს” განუცხადა, პირველი ცდის მიუხედავად, სიმღერა მსმენელების ვიწრო წრეში პოპულარულია. “ - არცერთ კონცერტზე გამოსვლა არ მომდომებია პოლიტიკური იმიჯის გამო, თუმცა შესაძლოა ეტიკეტი დავარღვიო და საახალწლო კონცერტზე მივიღო მონაწილეობა, თუმცა გეგმაში მაქვს, რომ ახალ წელს ევროპაში შევხდე, ამის გამო შესაძლოა რომელიმე არხის საახალწლო პროექტში მოვაწყო პრეზენტაცია” - განაცხადა რაულ ქირიამ. მისი პირველი სიმღერა პაატა ფაცურიას სტუდიაში დაახლოებით ერთი წლის წინ ჩაიწერა, ამჟამად კი იგი გარემიქსებაზე მუშაობს და პრეზენტაციაც უკვე ფართო აუდიტორიისათვის მოეწყობა.

21.11.2008 ნანა ცინცაძის “სევდიანი მუხამბაზი” რუსთაველებისთვის

სტუდია “თბილისმა” პოეტ ნანა ცინცაძის ლექსებზე შექმნილი ქალაქური სიმღერების თავმოყრა ერთ ალბომში შეძლო და სახელად “სევდიანი მუხაბმაზი” უწოდა და მისი პრეზენტაცია ქალაქ რუსთავის მაყურებლებისთვის მოაწყო თეატრის დარბაზში. საღამოს თავად ნანა ცინცაძე უძღვებოდა, მონაწილეობას კი, ქართული ესტრადის ვარკვლავები ღებულობდნენ – ზურა დოიჯაშვილი, ეკა კვალიაშვილი, მერაბ სეფაშვილი, ნინო ჩხეიძე და სხვები. საღამო ქალაქის მერმა მამუკა ჩიქოვანმა გახსნა და ის თანაქალაქელებს მიუძღვნა, სხვათაშორის დისკი მეტად ორიგინალურად – მსახიობ გურამ ჯაშის მიერ “ქსოვრელების” შესრულებით მუსიკის ფონზე ნანა ცინცაძის ლექსით იწყება, დისკში შესულია ლილიკო ნემსაძის, ჯემალ სეფიაშვილის, ნოდარ ნიკოლაიშვილის და სხვა ქართველ კომპოზიტორთა მუსიკაზე შექმნილი სიმღერები. (მოამზადა კაკო სოფრომაძემ)

20.11.2008 ნინო ძოწენიძის ახალი კლიპი

როგორც იქნა გამოჩნდა ერთი ქართველი მომღერალი, რომელმაც ქართული შოუ-ბიზნესის კომის პერიოდშიც კი, გაბედა და ახალი ნამუშევარი წარუდგინა საზოგადოებას და სხვათაშორის არცთუ ურიგო კლიპის სახით, მეტად უცნაური სახელით “დავიღალე” და მეტად უცხო პრეზენტაციით, რომელიც ნინო ძოწენიძემ (ერთდროს პოპულარული სიმღერის “შინამანაკენას” შემსრულებელმა) ჟურნალისტებისთვის საკუთარი მეუღლის ხმის ჩამწერ სტუდიაში მოაწყო. კლიპის, მუსიკის და ტექსტის ავტორიც ნინოს მეუღლე გიგა კუხიანიძეა, თუმცა კლიპის შექმნაში დიდი წვლილი რეჟისორ გიგა აგლაძესაც მიუძღვის, რომელიც სხვათაშორის თავისმხრივ მუსიკოსია და ერთ დროს აჩი ფურცელაძესთან ერთად ჯგუფ “ვინდში” უკრავდა. კლიპი ვიზუალურ ეფექტზეა გათვლილი, ნინო ოთხი სხვადასხვა კოსტიუმითაა წარმოდგენილი და ამერიკულ ე.წ. ჯენიფერ ლოპესულ სტილშია გადაღებული, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ – გამართლებულია. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარი ჯერ კიდევ ივნისში იყო მზად, ცნობილი მოვლენების გამო მისი პრეზენტაცია ამ დრომდე გადაიდო და მხოლოდ ვიწრო წრეში, ჟურნალისტებისთვის შედგა, თუმცა მას ნინოს რამდენიმე მომღერალი მეგობარი ესწრებოდა, თამთა ჭელიძე, ვერიკო ტურაშვილი. . . (მოამზადა ხატია ყაულაშვილმა)

19.11.2008 “გასერნება ყარაბახში 2”-ის გადაღებები დაიწყო

2005 წელს ამ ფილმს გამოსვლისთანავე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. აკა მორჩილაძისა და ირაკლი სოლომონაშვილის სცენარით შექმნილმა ქართულმა მატვრულმა ფილმმა ფესტივალ “კინოშოკზე” გრანპრიც მოიპოვა და მას მერე ფილმი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. 11 ნოემბერს კი, ლევან კორინთელისა და არჩილ გელოვანის პროდიუსერობით რეჟისორმა ვანო ბურდულმა “ყარაბახის” მეორე სერიის გადაღებები დაიწყო და მისი საპრემიერო ჩვენებაც 2009 წლის თებერვალში დაიგეგმა. ფილმის კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძე იქნება, როლებში კი მიშა მესხი, ზურა ინგოროყვა, ლევან დობორჯგინიძე, გიორგი ყიფშიძე, ნუცა კუხიანიძე, კაბუ, ზურა ყიფშიძე და მომღერალი ნინი ბადურაშვილიც არიან. რამდენად წარმატებული გამოვა ფილმის მეორე ნაწილი, ამას მხოლოდ მომავალი წლის თებერვლიდან გავიგებთ, მაგრამ თბილისური კინო-თეატრების “ამირანისა” და “რუსთაველის” მფლობელმა კომპანია “მოვინგ ფიქჩარსმა” მართლა რისკიანი ნაბიჯი გადადგა. . . . თუმცა, ვინც არ რისკავს ის შამპანსაც არ მიირთმევსო, ნათქვამია . . . გვჯერა, რომ ახალი ქართული კინოს მოყვარულები, თებერვლიდან კიდევ ერთ წარმატებულ მხატვრულ ფილმს მიიღებს.

18.11.2008 ბუბა კიკაბიძის იუბილე ოპერაში დაიგეგმა

პოპულარული ქართველი მსახიობისა და მომღერლის, “მეგას 2007”-ზე ყველაზე პრესტიჟული ნომინაციის “ყველა დროის და თაობის საყვარელი მომღერლის” წოდების მფლობელი ბუბა კიკაბიძე 12-14 დეკემბერს თბილისის ოპერის თეატრში საკუთარ საღამოებს გამართავს, ცოცხალი მუსიკის და ბენდის თანხლებით. სხვათაშორის 12 დეკემბერს, ოპერაში პირველ კონცერტამდე ავლაბარში ყველაზე პოპულარული ფილმის “მიმინოს” მთავრი გმირების ძეგლი გაიხსნება და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა სტუმართა გარკვეულ კატეგორიას ბუბას გამოსახულებით ოქროსგან ჩამოსმული სპეციალური მედლებიც დაურიგდებათ.

04.11.2008 "არტისტორიუმი" თბილისში

თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი "არტისტორიუმი" ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმს თბილისის ისტორიული მუზეუმი "ქარვასლა" მასპინძლობს. პროექტში ქართველი და მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები მონაწილეობენ. გამოფენები 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა გალერეაში მოეწყობა. საერთაშორისო ფორუმი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რამდენიმე ქვეყნის საკონსულოს დახმარებით ხორციელდება. პირველად კულტურის მინისტრის რანგში "არტისტორიუმს" გრიგოლ ვაშაძე ესწრება. ("რუსთავი-2")

02.11.2008 “13”-ის რიმეიქში ჰოლივუდის ვარსკვლავები ითამაშებენ?

გელა ბაბლუანის ქართული მხატვრული ფილმი რომელიც 2006 წელს სენდენის საერთაშორისო ფესტივალზე, ჟიურის სპეციალური დიდი პრიზით დაჯილდოვდა მალე რიმეიქით წარსდგება საზოგადოების წინაშე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სათავგადასავლო ჟანრის რიმეიქში ბაბლუანი ჰოლივუდის ვარსკვლავების გადაღებას აპირებენ – მთავარ როლში სემ რაილის მონაწილეობით, ასევე გათვლილია მიკი რურკის, ჯეისონ სტეტემის და რეპერ 50 ცენტის მონაწილეობა. ფილმის სცენარის მიხედვით მოქმედება ვითარდება მოპარული, საიდუმლოებით მოცული გრაგნილის გარშემო, რომელსაც მისი მფლობელისთვის დიდძალი ქონების მოტანა შეუძლია. როგორც შევიტყვეთ ფილმის გადაღებები 17 ნოემბერს დაიწყება.

01.11.2008 ქეთი ორჯონიკიძე ლონდონიდან დაბრუნდა

“ვარსკვლავების აკადემიის” ერთ-ერთი ფინალისტი, მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე ცოტახნის წინ დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა, სადაც ის ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა. მომღერალი ჩამოსვლიდან მცირე დროის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა, ქეთის კენჭი აქვს და უახლოეს პერიოდში ოპერაციას ჩატარებას ელოდება, მაგრამ მანამდე არასასიამოვნო კურიოზი შეემთხვა, - საავადმყოფოში მისულს, ექიმები ისე მთვრალები დახვდნენ, რომ სიმწრის დონემდე მისულ ქეთის, გასიჯვა მეორე დღეს გადაუტანეს, საბედნიეროდ ყველაფერი ნორმალურად დამთავრდა და ამჟამად მომღერალი როგორც ავღნიშნეთ, ოპერაციისთვის ემზადება. სცენას სიგიჟემდე მონატრებული ქეთი ორჯონიკიძე (როგორც თავის თავს უწოდებს) “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალზე, ერთ-ერთი პრესტიჟული ნომინაციის ნომინანტიცაა და მას 29 ნოემბერს აუცილებლად მოუწევს მსმენელთან შეხვედრა.

31.10.2008 სოსო პავლიაშვილი კლინიკაში მოხვდა

ცოტახნის წინათ ქართველ ვარსკვლავს, ღირსების ორდენის კავალერს, მომღერალ სოსო პავლიაშვილს ისრაელში გასტროლები ჰქონდა, სადაც სამწუხარო ინციდენტი შეემთხვა, - ერთი სასტუმროდან მეორეში გადაბარგების დროს, მომღერალი გაქურდეს და სვარსოვსკის ქვებით გაწყობილი, ყველა გაგებით უძვირფასესი სასცენო კოსტიუმი მოპარეს რამაც რათქმაუნდა სოსო ძალიან გააღიზიანა, თუმცა ისრაელში კონცერტებმა კარგად ჩაიარა. კულუარებში ამბობდნენ, რომ სოსოს ებრაელი მასპინძლები ისე შეწუხებულან, რომ საკუთარ თავზე აუღიათ ანალოგიური, ძვირფასი კოსტიუმის სოსოსთვის ჩუქება. გასტროლებიდან დაბრუნებულმა სოსომ თავისი მესამე შვილი, პატარა სანდრა უახლოეს მეგობარს რუსეთის, ტულის ოლქის გუბერნატორს ვიაჩესლავ დუდკას მოანათვლინა. ისრაელიდან ჩამოსულ სოსოს თავი ცუდად უგრძვნია და საკუთარი ფეხით, მეუღლესთან ერთად მისულა მოსკოვის ერთ-ერთ წამყვან კარდიოლოგიურ კლინიკაში, ექიმებმა სოსოს არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები დაუდგინეს, ხოლო ზუსტი დიაგნოსტიკისთვის დამატებითი კვლევები დაუნიშნეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მომღერალს გვერდიდან არ მოშორებია მისი ახალგაზრდა მეუღლე ირინა. “ვარსკვლავები” მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს სოსოს.

30.10.2008 “იდიოკრატია” ანუ აბსოლუტური იდიოტიზმი ქვე-ქვე ტექსტებით

კინო-თეატრ “რუსთაველში” რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის და მისი ახლადდაარსებული კინო-სტუდიის პირველი ნამუშევრის, ქართული მხატვრული ფილმის, ექსცენტრიული კინოკომედია “იდიოკრატიის” პრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავრ როლს მსახიობი ნიკო გომელაური ასრულებს, ფილმში მონაწილეობენ მსახიობი კახა მიქიაშვილი, ჯაბა კილაძე, სანდრო მარგალიტაშვილი, სლავა ნათენაძე, ლარისა რეშეტკო და სხვები, ეპიზოდურ როლს ბუბა კიკაბიძეც ასრულებს (ფილმის მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორ კოტე მალანიას ეკუთვნის, რომელიც ადრე ჯგუფ “სეიშენის” პროდუსერი და მუსიკალური ხელმძღვანელი იყო) რაც შეეხება ფილმს: - ეს არის ფილმი, რომელიც იქნება კომერციული და რომელიც ქართველ მაყურებელს ძალიან მოეწონება, რადგან ის არის აბსოლუტური იდიოტიზმი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით :) და ავთო ვარსიმაშვილის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მან სწორი კომერციული გათვლა გააკეთა “თავისუფალი თეატრის” ამ სპექტაკლის ფილმად ქცევით, რადგან 2 წლის განმავლობაში თეატრში ანშლაგებით განებივრებულ სპექტაკლს იგივე, კინოდარბაზებშიც ელის (სხვათაშორის ფილმის პროდუსერმა ირაკლი ჩიკვაიძემ ჩვენთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ “იდიოკრატია” საქართველოს ყველა კინო-თეატრში პარალელურად იქნება ნაჩვენები). საინტერესოა, რომ ფილმი მხოლოდ 2-3 წელი თუ იცოცხლებს და ამ პერიოდში მაქსიმალურ პოპულარობას მოიხვეჭს, რაშიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბევრი-ბევრი წარმომადგენლის იდიოტურად დიდი წვლილიც იქნება :) ისინი რაღა შუაში არიან? შუაში კი არა, იქნებ თავშიც არიან :)) და რომ არა ისინი “იდიოკრატიაც” ასეთი იდიოტური აშკარად არ გამოვიდოდა. დეტალურად კი – უბრალოდ უნდა ადგეთ და კინო-თეტრებში “იდიოკრატიას” უნდა უყუროთ და ყველაფერს გაიგებთ. ისე, ჩვენში დარჩეს და ამ ფილმზეა სწორედ ნათქვამი – მაინც ვერ გავიგე, ვისი ვისაშიაო :))!!!

28.10.2008 “დიდგორის ომი”-ს პრემიერა 2 თვეში გაიმართება

როგორც ჩვენს მკითხველს ახსოვს, ჰოლივუდის კინო-სკოლის სტუდენტი ქართველი ნიკა ხომასურიძე სადიპლომო მხატვრულ ფილმს საქართველოში დიდგორის ომის შესახებ იღებდა, როგორც მან განაცხადა ფილმი უკვე მონტაჟის პროცესშია და მისი პრემიერა უკვე მაქსიმუმ ორ თვეში საქართველოს კინო-თეატრებშიც გაიმართება, თუმცა 60 წუთიანი ნამუშევრის, პირველ პრემიერას თავად რეჟისორი ვერ დაესწრება, რადგან, ის უკვე მეორე სრულმეტრაჟიან, მხატვრულ ფილმზე “ქართველი ღირსების მეომარი” (100 წუთიანი ფილმი) მუშაობს, რომლის გადაღებები ლოს-ანჯელესში “უნივერსალ სტუდიოს” პავილიონებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ “დიდგორის ომში” მთავარ, დავით აღმაშენებლის როლს, მსახიობი ელგუჯა ბურდული თამაშობს (რომელსაც ერთხელ უკვე აქვს ეს როლი შესრულებული). ქართველმა კინო-კრიტიკოსებმა და ისტორიკოსებმა რეჟისორს უკვე გაუკრიტიკეს ეს ნაბიჯი, რადგან რეალური დიდგორის ომის დროს 1125 წელს დავით აღმაშენებელი გაცილებით ახალგაზრდა იყო, ვიდრე მსახიობი გუჯა ბურდულია დღეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხევვაში მთავარი მაინც ფილმის პათოსია!

27.10.2008 სან მარინოს საერთაშორისო კონკურსზე ქართველებმა გაიმარჯვეს

სან მარინოს პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ქართველებს ხვდათ წილად. ტყუპმა დებმა ანი და ნია სულხანიშვილებმა საპრიზო ადგილი შუბერტის ''დრონდოს'' და მოცარტის ''რე მაჟორის'', რახმანინოვის პირველი და მეორე საფორტეპაინო სუიტებისა და ჩიკ კორეას ''კონტესტის'' შესრულებისათვის მიიღეს. ჩიკ კორეა კონცერტს პირადად ესწრებოდა. მან დებს განსაკუთრებული პრიზი გადასცა და აღნიშნა, რომ ქართველმა გოგონებმა ნაწარმოების შესრულებისას ინდივიდუალობა წარმოაჩინეს. გამარჯვებულებს პირდაპირი ეთერი რაიუნომაც დაუთმო. პირველი ადგილი დებს უნა მატინას სტუდიიდან მიულოცეს. საგანგებო საჩუქარი გადასცა სულხანიშვილებს იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა კოტე გაბაშვილმაც. ("რუსთავი-2")

26.10.2008 თამარ გვერდწითელმა ომის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა

ცოტა ხნის წინ სოჭში გამართულ კონკურსზე “ხუთი ვარსკვლავი” ორგანიზატორებმა მომღერალს ქართულად სიმღერა აუკრძალეს და წინააღმდეგ შემთხვევაში სცენაზე გასვლისგან თავის შეკავება მოსთხოვეს. ქართველმა მომღერალმა სტრატეგიული ნაბიჯი გადადგა, სცენაზე გავიდა, მაგრამ თავისი პოზიცია იქ ხმამაღლა დააფიქსირა – მე ყველა კონცერტზე ვასრულებდი ქართულ სიმღერებს და რატომ უნდა მომხდარიყო ასე, რომ ჩემთვის ეს პოლიტიკის გულისთვის აეკრძალათ? მსახიობი მსახიობია და პოლიტიკა პოლიტიკაა! ქართველ მომღერალს, რომლის ცხოვრების ბოლო 20 წელი რუსეთთანაა დაკავშირებული, სოჭში მაყურებელი ფეხზე წამოუდგა და აცახცახებულ თამარ გვერდწითელს ტაშით დაუჭირა მხარი. - აქედან ჩემს სამშობლომდე მხოლოდ 180 კმ-ია, რატომ უნდა ხდებოდეს ასე, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვნერვიულობდეთ?! რომელ დედას ემეტება თავისი შვილი ძმათამკვლელი ომისთვის? რუსს თუ ქართველს?! მთელი ზაფხული ჩემი ბიჭი საქართველოში ისვენებდა, ჩემი პატარა ძმისშვილი კი, გორთან ახლოს და როცა გორის და ცხინვალის განადგურება დაიწყეს, მაშინ მგზავრობაც და გაქცევაც კი სარისკო იყო მათთვის. გაჩუმება არ შემიძლია და როგორც ქალს, კიდე რომელიმე მხარესკენ მიმხრობა!!! ომი არ უნდა იყოს!!! – განაცხადა მომღერალმა.

24.10.2008 “ღამურამ” რუსული აგრესიის წინააღმდეგ გაილაშქრა

საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პერიოდში ბევრი პატრიოტული სიმღერა ჩაიწერა, რითაც მომღერლებმა საკუთარი დამოკიდებულება ნათლად გამოხატეს მტრის აგრესიის წინააღმდეგ. 23 წლის ქართველმა რეპერმა - ღამურამ, საკუთარი ძალებით მოახერხა კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევრის შექმნა, კლიპის გადაღება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სიმღერის ჩაწერა “სტოპ რაშა” - რომელიც ქართულის გარდა, ინგლისური და მოლდოვურ ენაზე შესრულებული მისამღერით გამოირჩევა. “ვარსკვლავები” აღნიშნულ კლიპს “ვიდეორგოლების” განყოფილებაში წარმოგიდგენთ და აქვე ვაფიქსირებთ, რომ არასწორი სტრატეგიაა ის, რომ ქართულმა ტელევიზიებმა შეწყვიტეს პატრიოტული კლიპების ტრიალი და ეთერში გაშვება, ქართველ ხალხს ყოველთვის (!) უნდა ახსოვდეს, რომ - ომი ჯერ არ დამთავრებულა!!! მთავარი ომი ჯერ კიდევ წინაა და პატრიოტული სულის ასამაღლებლად, ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რადგან ის - კვდომის პროცესშია!!!

23.10.2008 “სეიშენელი” ლაშა აბზიანიძე მეორედ დაქორწინდა

ოქტომბრის შუა წელს, ჯგუფ “სეიშენის” წევრმა, ლაშა აბზიანიძემ მარიამ დავითაძეზე ჯვარი მახათას მთაზე, მამა ზოსიმესთან დაიწერა. წყვილმა ლამაზი ქორწილი გადაიხადა, მანამდე კი ხელი, სიყვარულის ქალაქად მონათლულ სიღნაღში მოაწერა. პატარძალს ავთო ცქვიტინიძის მიერ შეკერილი ხორცისფერი, ლამაზი საქორწინო კაბა ეცვა. სტუმართა შორის უამრავი ცნობილი სახე იყო – ლელა წურწუმია და მამულიჩა, კახუჩელა და სტეფანე ცოლებით, დათო ოქიტაშვილი, ვერიკო ტურაშვილი, ნატო დუმბაძე (ჯგუფის მენეჯერი), ჩელე (რეალითი-შოუ “ჯეო-ბარი 4”-ს გამარჯვებული თავის მეუღლესთან ერთად, “კომედი-შოუს” ბიჭები. რათქმაუნდა ასეთ საზოგადოებაში ქორწილი ტრადიციული ქართული ვერ გამოვიდოდა, რადგან მღეროდა ყველა და ბოლოს კი, მუსიკალური პულტი ხელში დი ჯეიმაც ჩაიგდო და ხალისობა ლამის დილამდე გაგრძელდა. “სეიშენელი” ლაშასთვის ეს, მეორე ქორწინებაა და როგორც ჩანს დაღვინებულ ასაკში მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რომ უფრო სასურველია, ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ზოგადად. “ვარსკვლავები” წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

23.10.2008 ანრი ჯოხაძე მორიგი სკანდალისთვის ემზადება

ქართული ესტრადის ყველაზე გამოკვეთილი ვოკალისტი, მიმკვდარი შოუ-ბიზნესისთვის ახალი სკანდალის მომზადებას აპირებს და თამამად აცხადებს, რომ რამდენიმე კვირაში ისეთ კლიპს წარუდგენს საზოგადოებას, რაზეც ყველა დიდხანს ილაპარაკებს, თანაც თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქმე რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ ვიდეორგოლს ეხება, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს რამხელა ფანტაზია გადაიშლება მომღერლის წინაშე, რადგან მისგან ისიც კი მოსალოდნელია, რომ უკანალის ცალ დუნდულზე პუტინის სურათი დაიხატოს, მეორეზე კი - მედვედევის, მითუმეტეს მას მერე, რაც ანრი ჯოხაძესთვის უკანალის გამოჩენა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს :)). - მე ამ კონფლიქტს ვეცდები და სხვა კუთხით წარმოვუდგენ საზოგადოებას! აცხადებს ანრი, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს რას აპირებს და საზოგადოებასაც სრულ “ნეხვატკაში” ტოვებს ახალი კლიპის გამოსვლამდე!

22.10.2008 ნათია ნებიერიძეს ომმა ბოლივუდური გეგმები ჩაუშალა

ჩვენი ჟურნალი ადრეც წერდა ჯგუფ “ენსის” ყოფილი წევრის, მომღერლის და მოდელის ნათია ნებიერიძის შესაძლო სამსახიობო კარიერის განვითარების შესახებ, რომელიც მას ინდოეთში, კერძოდ კი ბოლივუდში წასვლის შემთხვევაში ელოდა. ამჯერად მომღერალიც თავს იკავებს საბოლოო კონტრაქტის სერიოზულ გაცნობამდე ინდოეთში წასვლისგან და თავად იქაური პროდუსერებიც ფეხს ითრევენ საქართველოში ჩამოსვლაზე, - მიზეზი მარტივად გასაგებია – ქვეყანაში სადაც ომია, საქმის დაწყება და მითუმეტეს მთელი გადამღები ჯგუფით ჩამოსვლა არავის აწყობს, ამიტომ როგორც ნათია ნებიერიძე ამბობს, უმჯობესია კარიერის გაგრძელება თბილისში და ახალი სიმღერების ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი კომაში იმყოფება და არც ახალი სიმღერების მოთხოვნილება აქვს ვინმეს და არც ახალი კლიპების, რაშიც ჩვენი აზრით სხვათაშორის დანაშაულის დიდი წვლილი ქართულ მუსიკალურ არხებს მიუძღვის, რომლებიც უბრალოდ – არ არეკლამებენ ქართულ კლიპებს და უპირატესობას უცხოურს ანიჭებენ, ანუ მოთხოვნას ქართულზე ხელოვნურად არ ქმნიან!

21.10.2008 “ფორტეს” და დიტო ქისიშვილის ახალი სტუდია

ვაკეში, ფალიაშვილის 62 ა ნომერში, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსის, ერთ ჩვეულებრივი სადარბაზოს, ერთ ჩვეულებრივ პირველ სართულზე, კიდევ ერთი ახალი, მაგრამ ამჯერად მართლა არაჩვეულებრივი ხმის ჩამწერი სტუდია გაიხსნა, რომელიც მეცენატმა ბიზნესმენმა, სამშენებლო კომპანია “კალასის” პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ, ყოფილ “ჯეოსტარელს” და ამჯერად “დამოუკიდებელ ვარსკვლავს” :) და ანსამბლ “ფორტეს” დაუთმო. სტუდიის გახსნა ვიწრო წრეში აღინიშნა და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, იქ “ფორტეს” და დიტოს გარდა კომპოზიტორ გია მაჭარაშვილს, გია ჯოხაძეს, ნუკრი კაპანაძეს, დათო არჩვაძეს, ანსამბლ “გვირილას” ხელმძღვანელს ერნა წიფურიას (სხვათაშორის დიტო ქისიშვილი ამ ანსამბლის პირველი თაობის გამოშვებაა) და უახლოეს მეგობრებს ნახავდით. სტუმრებმა, რომ ხმის ჩამწერი სტუდიის თვალიერებით იჯერეს გული, მერე ალაფურშეტისკენ გაიწიეს და ყველამ თითო ჭიქით მასპინძლები დალოცა, თამადობა ხელში გია ჯოხაძემ აიღო და შვედურ მაგიდას, ქართული ელემენტები ჩვეული იუმორით გაურია, ამასობაში ის ამბავიც გასკდა, რომ თურმე ამ დღეს გია ანდღულაძეს დაბადების დღეც ქონია და ჯერ ქართული მრავალჟამიერი დასჭექეს ბიჭებმა (და უნდა ითქვას, რომ მეზობლები გაოცებულნი გამოეფინენ აივანზე ამ ხმებით დასატკბობად) და მერე კიდე, ინგლისურად “ჰეფი ბერზდიც” მიაყოლეს. რაც შეეხება კონკრეტულად სტუდიას – უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ის უმაღლეს ტექნიკურ დონეზეა გადაწყვეტილი და წესით, იქ ჩაწერილი ყველა სიმღერა იდეალური ხარისხის უნდა გამოვიდეს!

20.10.2008 ქვენტინ ტარანტინომ ქეთი მელუა ფილმში გადაიღო

ცნობილი ქართველი ემიგრანტი მომღერალი, ბრიტანეთის დედოფლის რჩეული მუსიკოსი, გინესის რეკორდსმენი (მან პირველმა გამართა კონცერტი ზღვის ფსკერზე 40 მეტრის სიღრმეში), ოფიციალური მილიონერი 30 წლამდელ ქალბატონთა შორის, უნიჭიერესი ქეთი მელუა ნოემბრის თვეში, ჰოლანდიაში საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოსვის პატრონაჟით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულ ბავშვთა დასახმარებლად. პოპულარულ და ულამაზეს ქართველ მომღერალს კონცერტის გამართვა საქართველოში 2009 წელს აქვს დაგეგმილი და თუ მშვიდობა იქნა, ის ამ პროექტს აღარ გადადებს. გარდა იმისა, რომ ქეთის მუსიკალურ კარიერაში ტრადიციული წინსვლებია, მომღერალმა სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი და ქვენტინ ტარანტინოს შემოთავაზებას დათანხმდა შეესრულებინა მის ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდური, მაგრამ საპასუხისმგებლო როლი, რასაც ქეთიმ თავი მშვენივრად გაართვა და იმედია ტარანტინოს ახალ ფილმს თბილისური კინოთეატრებიც ტრადიციულად, მსოფლიო პრემიერების პარალელურად შემოგვთავაზებენ.

19.10.2008. მამუკა ონაშვილს ცოლი არ მოუყვანია

ქართული შოუ-ბიზნესის გამოკვეთილი სახე და პოპულარული მომღერალი და იუმორისტი მეუღლეს ირინა ონაშვილს ორი წლის წინ დაშორდა, რის შემდეგაც მამუკა ონაშვილზე ჭორების კასკადი არასოდეს არ წყდებოდა, - ხან ვინ შეაყვარეს, ხან ვინ შერთეს ცოლად და ხან ვისი საყვარელი გახადეს, მაგრამ “სიყვარულოვიჩს” არასოდეს გამოუჩენია ინიციატივა, რომ უარმყოფლის როლში ჩამდგარიყო, მაგრამ ეტყობა ახლა ყველაფერმა მომაბეზრებელი ხასიათი მიიღო და ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა აღიარებს, რომ – ის მართლა არავისზეა შეყვარებული, ამჯერად და დიდი სიყვარულის მოლოდინში კი – ნამდვილადაა, - ძალიან მინდა შევხვდე ადამიანს, რომელიც ძალიან მეყვარება და მისგანაც ასეთივე სითბოს და გრძნობას მივიღებ! - აცხადებს მომღერალი!

19.10.2008 “სვანი” კიდევ ერთხელ აღიარეს

ძმები ჯაჭვლიანების გახმაურებული ქართული მხატვრული ფილმი “სვანი” კიდევ ერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა, ანაპის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე “სვანმა” ჟიურის სპეციალური პრიზი - საუკეთესო სცენარისთვის დაიმსახურა. როგორც სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს – ეს “სვანის” კიდევ ერთი და არა უკანასკნელი წარმატებაა!!! შეუძლებელია ქართული, სვანური ადათ-წესების გაგეგებოდეს ადამაინს და ამ ფილმს აუღელვებლად უყურო, როგორც ჩანს, მსოფლიოში ჯერ კიდევ სცემენ პატივს ადათებს და წეს-ჩვეულებებს, რისი შედეგიც ფილმის ის აღიარებაა, რაც მან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ კინოფესტივალზე უკვე მოიპოვა!

18.10.2008. ლექს-სენი პოლიტიკაში წასვლას უარყოფს

გავრცელებული ხმები ქართველი პოპულარული რეპერის ლექსო ქავთარაძის (ლექს-სენი) პოლიტიკაში წასვლის შესახებ, ჭორი აღმოჩნდა, რასაც თავად რეპერი უარყოფს პრესასთან საუბარში, მეტიც – ის ახალ კლიპზეც მუშაობას - “ერთი გოგო” ასე ქვია ახალ სიმღერას, რომელზეც ახლახანს მორჩა მუშაობას რეჟისორ რამაზ ჩაჩანიძესთან ერთად. ლექსო პარალელურად სტუდიის განახლებითაა დაკავებული და წერს ახალ ანტირუსულ სიმღერას “თქვენი დედაც რუსებო”, სადაც მხოლოდ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ფონი იგრძნობა და არა ზოგადად ზიზღი რუსებისადმი! რეპერი სხვათაშორის ომის პერიოდში არ შეერთებია მთვარობის სახლის წინ მიმდინარე აქციის დროს სცენაზე ასულ მომღერლებს – მე ხალხში ვიყავი, სცენაზე ასვლა არც მიფიქრია, რადგან ვერაფერს ვეტყოდი ქართველ ხალხს, ხალისი არ მქონდა! აცხადებს ლექს-სენი – და ჩემი პოლიტიკაში წასვლაც ძალიან დიდი სისულელეა! მსგავსი ჭორები ალბათ იქიდანაა წამოსული, რომ რეპერი ნაციონალურ მოძრაობასთან საკმაოდ დაახლოებული პირია.

17.10.2008. კიდევ ერთი პატრიოტული ბავშვური სიმღერა

მას შემდეგ რაც ლამაზმა პატარა, 14 წლის ქართველმა მომღერალმა ანი სირაძემ საბავშვო “იურმალაზე” წასვლა შექმნილი პოლიტუკური ფონის გულისთვის და საქართველოს მიმართ, რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადაიფიქრა, გადაწყვიტა, რომ შარშანდელი საბავშვო “ევროვიზიის” ქართული ნაწილის გამარჯვებულთან – მარიამ რომელაშვილთან ერთად დუეტი პატრიოტულ სიმღერაზე ჩაეწერა, თქმა და ქმნა ერთი იყო და ანიმ თავისი ბებიის ეთერ ჭელიძის მუსიკა შეარჩია, რომელსაც თავის დროზეც არ ჰქონია ტექსტი და სწორედ მასზე გადაწყდა პოეტ ნანა ცინცაძეს ტექსტი დაეწერა. ბავშვებმა სიმღერაზე კლიპის გადაღებაც გადაწყვიტეს და სიუჟეტად რეალური ისტორია გამოიყენეს, თუ როგორ ეძებდა ომის დროს ერთი პატარა მეგობარი მეორე მეგობარს. “ვარსკვლავები” სიმღერას ჩაწერისთანავე მოგაწვდით განყოფილებაში “სიმღერები”.

16.10.2008. ქართველი პარაფსიქოლოგი ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფილმში ითამაშებს

თბილისი ჭორების სწრაფი გავრცელებისთვის, იდეალური ქალაქია, ამიტომ არ გაგვკვირვებია, როცა საქართველოში ცნობილი პარაფსიქოლოგის 25 წლის ირაკლი ლომაიას შესახებ გვაცნობეს, რომ – მან მუშაობას თავი დაანება, საქართველო სიცილის დედოფალ, მსახიობ მზია კვირიკაშვილთან ერთად დატოვა და მოსკოვში გადასახლდა და მსახიობობას მიჰყო ხელიო! ინფორმაცია პირველ წყაროსთან გადავამოწმეთ და ის მართალი აღმოჩნდა, - მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ირაკლი არანაირად არ აპირებს პარაფსიქოლოგიაზე უარის თქმას და სრულად მსახიობობაზე გადართვას, - მას მართლაც იღებენ სრულმეტრაჟიან, 2 სერიან რუსულ მხატვრულ ფილმში “გერი შვილები”, სადაც დედის როლს ცნობილი რუსი მსახიობი ირინა ალფეროვა ასრულებს, ხოლო მაქსიმ გალკინთან ერთად, ირაკლი ლომაია ერთ-ერთი “გერის” ამავდროულად, მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, იმ 12 ფილმიდან, სადაც ქართველ პარაფსიქოლოგს მოუწევს თამაში, ერთ-ერთი ჰოლივუდში, ანჯელინა ჯოლისთან ერთად ფილმში მონაწილეობაა! დაუჯერებელია – მაგრამ ფაქტია, რომ ცნობა მალე გამჟღავნდება. ისიც მართალია, რომ ირაკლი ლომაია თავის საუკეთესო მეგობართან მზია კვირიკაშვილთან (“წლის საუკეთესო იუმორისტის” “მეგას” ტიტულის მფლობელი 2006 წელს) ერთადაა წასული მოსკოვში, ეს უკანაკნელი კი, საქართველოდან სამუშაოდ მოსკოვში გადასახლდა, სადაც საკუთარი პროფესიით უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია!

15.10.2008. “სტოპ ვოვა” რეკორდებს ხსნის

თემო რცხილაძის მიერ შექმნილი და ზურა დოიჯაშვილის მიერ ნამღერი, რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული სიმღერა “სტოპ ვოვა” ინტერნეტიდან გადაქაჩვის ყველა რეკორდებს ხსნის და არ არსებობს თბილისში კომპიუტერი ალბათ, სადაც ეს სიმღერა “პლეილისტებში” არ ქონდეთ შეყვანილი, რადგან ქართველი კაცის გულის მოსაფხანად, სიმღერამ მართლაც კარგად იმუშავა, განსაკუთრებით ომის შემდგომ პერიოდში – ერთი თვის მანძილზე. “სტოპ ვოვა” უკვე ჩანაწერის სახითაც იყიდება აუდიო-მაღაზიებში და მის ყდაზე ვლადიმერ პუტინის გახმაურებულ ცოდვათა ჩამონათვალია – “ჩეჩნეთი” “ნორდ ოსტი” “კურსკი” “ბესლანი” “საქართველო” და მერე ცარიელი ხაზებია, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი არ გაჩერდება და თავის “მაგრობას”, კიდევ ბევრს ეცდება, რომ დაუმტკიცოს. სიმღერის გადმოქაჩვა შეგიძლაით ჩვენი “სიმღერების” განყოფილებიდან.

10.10.2008. Elite Model Look-ის გამარჯვებული სკოლის მოსწავლეა

Elite Model Look-ში ანა კოვაჩმა გაიმარჯვა. 17 წლის რუსთაველი ლამაზმანი სკოლის მოსწავლეა. კოვაჩს სამოდელო გამოცდილება არა აქვს. ეს მისი პირველი წარმატებაა ამ სფეროში. ანა კოვაჩი 22 ოქტომბერს ჩინეთში მიმეგზავრება, სადაც Elite Model Look-ის მსოფლიო ფინალი გაიმართება. ქართველი ლამაზმანი სამოცდაათი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსში. ("რუსთავი-2")

გადმოწერეთ ჯაბა ბოჯგუას ინტერვიუ

08.10.2008. ჯაბა ბოჯგუას 20 დღეში 25.000 ლარის შეგროვება მოუწევს

დღეს 12 საათზე დაგეგმილი ჯაბა ბოჯგუას სასამართლო პროცესი სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და მხოლოდ 20 წუთი გაგრძელდა, გამომძიებელმა და პროკურორმა განსასჯელისთვის ორთვიანი პატიმრობის ვადის შეფარდება მოითხოვეს, რადგან შანსი იყო, რომ ჯაბა ბოჯგუა გირაოს თანხის გადახდის შემდეგაც კი გამოძიებას დაემალებოდა და მასთან არ ითანამშრომლებდა. პროკურორმა და გამომძიებელმა დეტალურად წაიკითხეს და მოსამართლეს სრულად გააცნეს საქმის ვითარება და მომღერალს ბრალი დასდეს განსაკუთრებულად დიდი ოდენობის თანხის, მოქალაქისთვის თაღლითური გზით გამოძალვაში, კერძოდ იმაში, რომ ჯაბა ბოჯგუამ 17.000 ლარი და 5.500 დოლარი ქმრის (რომელიც ნარკოტიკების დიდი ოდენობით გაყიდვისთვის არის დაკავებული) განთავისუფლებაში დახმარებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროში გავლენიან (!) ნაცნობთან საქმის მოგავრებაში ვინმე ინგას წინასწარ გამოართვა. შემდეგ სიტყვა განსასჯელის ადვოკატმა მოითხოვა და ის პრიორიტეტები დაასახელა რის გამოც არ ღირდა ბოჯგუას ციხეში გაშვება და აღმკვეთ ღონისძიებად მისი წინასწარ 2 თვიანი პატიმრობის შეფარდება. მომღერლის ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეთანხმებით გირაოს სახით 10-15.000 ლარის გადახდა მოითხოვა და იქვე დააკონკრეტა, რომ დაზარალებულ მხარეს უკვე მთლიანად აუნაზღაურდა ფულადი ზარალი. ადვოკატის შემდეგ მოსამართლემ სიტყვა მომღერალს მისცა, რომელმაც სასამართლოს წინაშე აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობაც დადო, ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ პროკურორმა შეცვალა გადაწყვეტილება და პატიმრობის ნაცვლად მოსამართლეს სთხოვა მომღერალი მხოლოდ 25.000 ლარის გადახდის შემდეგ გაეთავისუფლებინა, თუ თანხას ოჯახი 20 დღის განმავლობაში ჩარიცხავს შესაბამის ანგარიშზე ჯაბა ბოჯგუა თავისუფლებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პატიმრობაში დატოვებენ.

07.10.2008. მომღერალი ჯაბა ბოჯგუა ფულის გამოძალვისთვის დააკავეს

ასეთი სათაურით გაავრცელა ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი-2”-ის ექვსაათიანი კურიერის დღევანდელმა გამოშვებამ, ხოლო ტელეკომპანია “იმედის” რვა საათიან გამოშვებაში კი, ნომერ პირველ ინფორმაციად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ფარული კამერით გადაღებული ჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც მომღერალი ვიღაც ქალბატონ ინგას (!) ქმრის ციხიდან გამოყვანას შესაძლებელი (!) გზებით დაპირდა და ამაში 17.000 ლარი და 5.500 დოლარი აიღო. საქმის ვითარებიდან გამომდინარე დაზარალებულმა ქალბატონმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლა, მკერდზე ფარული კამერა დაიმაგრა და მომღერლის კომპანია “მეგა ინთერნეშენელის” ოფისში ფარული გადაღება აწარმოა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ სასამართლო გაიმართება და გამოძიება დაწყებულია, ჯაბა ბოჯგუა კი, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. აქვე შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ორი დღის უკან ახალი კლიპის მასიური სცენების გადაღება აწარმოა კუს ტბის ტერიტორიაზე და პარალელურად ახალი მუსიკალური ფესტივალის “მუხამბაზი 2008”-ის ჩატარებას გეგმავდა ოქტომბრის ბოლოს, თბილისობის დღესასწაულზე. ჯაბა ბოჯგუა დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით და სავარაუდოდ აღნიშნულმა დაკავების ფაქტმა, მის ჯანმრთელობაზე სერიოზულად უარყოფითად იმოქმედა და როგორც ჩვენთვის წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა (გადაუმოწმებელი ინფორმაციით) წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენჯერმე დასჭირდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. ასევე აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მომღერლის მიერ დაარსებულ კომპანია “მეგა ინთერნეშენელს” არანაირი შეხება არ აქვს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალთან! სახელების დამთხვევამ დააბნია ტელევიზიის ჟურნალსიტები და ისინი ფაქტზე კომენტარებისთვის “მეგას” საორგანიზაციო კომიტეტში შეცდომით რეკავდნენ. “ვარსკვლავები” დეტალურ ინფორმაციებს უახლოეს ხანებში მოგაწვდით.

ბაჩო – საქართველოს მომავალი ჯარისკაცია

წლების წინ ყველაზე პოპულარულმა პატარა მომღერალმა (რომელსაც წელს 26 აგვისტოს 13 წელი შეუსრულდა) დროებით გაჩერებული სასიმღერო კარიერა ისევ გააცოცხლა და თავის რეპერტუარი კიდევ ერთი ახალი, ამჯერად პატრიოტული სიმღერით “მე საქრთველოს მომავალი ჯარისკაცი ვარ” გაამდიდრა. კომპოზიტორ ზურა ჩინჩალაძის მუსიკაზე ტექსტი თათია გაბეცაძემ დაწერა, სიმღერა ტექნიკურად მანჩოს სტუდია “სეივ”-ში ჩაიწერა (სხვათაშორის ეს ის მანჩოა, რომელსაც პატარა ბაჩოს პირველი ჰიტის “შენ გაკოცებ”-ის ტექსტი ეკუთვნის) და მისი მოსმენა და გადმოწერა მხოლოდ ამ ლინკიდან http://bin.ge/file/203222/bacho--master-.mp3.html შეგიძლაით ჯერ-ჯერობით. აღსანიშნავია, რომ პატრიოტულ მოტივებზე ჩაწერილი ამ სიმღერისთვის კლიპის გადაღებაცაა დაგეგმილი, რომელიც შესაბამისად ჩვენს საიტზეც განთავსდება.

ევა.ჯე-მ თავისი ფავორიტები გამოავლინა

ქალებისთვის განკუთვნილმა ინტერნეტ-საიტმა ევა.ჯემ “მის-ზაფხული 2008”-ის სილამაზის კონკურსი ჩაატარა და საიტზე გოგონათა შერჩევა, ორიოდ დღის უკან ვაკეში, კლუბ “კოფე.ჯე”-ში დაჯილდოებით აღნიშნა, სადაც ფინალისტ 8 გოგონაზე სხვადასხვა ნომინაციები გადანაწილდა. საიტის მომხივლელმა რედაქტორმა მონდომება არ დააკლო ამ საქმეს და მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და გარკვეული ხარვეზებისა, საბოლოო ჯამში ყელაფერმა კარგად ჩაიარა! გოგონების გამოსვლას 120-ამდე სტუმარი აკვირდებოდა, რომელთა შორის ბევრ ცნობილ სახეს შენიშნავდით - ლელა წურწუმია მამულიჩასთან ერთად აკვირდებოდა მონაწილეებს (თუმცა კლუბი ორივემ მალე დატოვა, ისე, რომ შედეგების გამოცხადებას არ დალოდებიან), დედასთან, ქ-ონ ლიზისთან ერთად იყო მოსული ჯგუფ “რონდოს” წევრი, ულამაზესი ფეხმძიმე ლელა ოთარაშვილი, რომელიც თებერვალში ბიჭის დედა გახდება თურმე, - თვალში მოსახვედრად გამორჩეულად ლამაზი იყო “რუსთავი-2”-ის დილის ეთერის წამყვანი, მოდელი გვანცა დარასელია, რომელიც ამჯერად იქ მხოლოდ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ლალი მოროშკინა და სხვა მრავალი პოპულარული, ნაკლებად პოპულარული თუ ადრე უფრო პოპულარული ვიდრე ახლა, ესწრებოდა :) 40 წუთიანი ჩვენების შემდეგ, ჟიურიმ ასევე 40 წუთი იმსჯელა გადაწყვეტილების გამოტანაზე და ნომინაციების გადანაწილებაზე, რომლის შედეგებიც შეგიძლაით ჩვენი მეგობარი საიტის ამ ლინკზე უფრო დაწვრილებით იხილოთ http://www.eva.ge/

ოთარ კუშანაშვილი მოსკოვში “მანდრაჟშია”

საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ რუსეთში მოღვაწე ქართველმა პოპულარულმა ადამიანებმა ან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთეს, ან საერთოდ პირში წყალი ჩაიგუბეს, ან საქართველოს სიტყვით მაინც (!) გვერდზე დაუდგნენ. ყველაზე მეტი გაღიზიანება და აგრესია საქართველოში თიკა კანდელაკის (ეს ის ჟურნალისტია, პოპულარობისთვის სკანდალებზე შეგნებულად წამსვლელი რომაა და ვინ იცის მერამდენე ავტოვარიაში, მერამდენე ვიღაცასთან ერთად ყვება) და ოთარ კუშანაშვილის (ეს, ის ჟურნალისტია, პოპულარობისა და სკანდალებისათვის ტიტლიკანა, რომ გადახტა საფეხბურთო მოედანზე მატჩის მსვლელობის დროს) განცხადებებმა გამოიწვია, განსაკუთრებულად აჟიტირებული ეს უკანასკნელი იყო, თორემ - თიკა კანდელაკისგან ასეთი გამოხტომა მას შემდეგ არავის გაუკვირდებოდა, რაც მან საქართველოს პრეზიდენტობაზე “პრეტენზიები” დააფიქსირა. ჩვენმა ოთარჩიკმა განაცხადა, რომ მასზე უკვე სერიოზული, მორალური ზეწოლა ხორციელდება და ცოტა არ იყოს შეშინებულია, თუმცა კიდევ ერთხელ იმეორებს რომ – მიშა სააკაშვილი ნაძირალაა! თურმე მამამისისთვისაც დაურეკავს ოთარს თბილისში – მამიჯან ვიცი, ჩემი გამოხტომებით შეიძლება პრობლემებს გიქმნი მანდ, მარა უნდა მაპატივოო! - მარა, მამა ყოველთვის როდისაა თავისი იდიოტი შვილის საქაციელზე პასუხიმგებელი! – ისე, ჩვენში დარჩეს და რუსეთი აჭმევს და ასმევს კუშანაშვილს და (დაახლოებით ასე თქვა კაბზონმა ბუბა კიკაბიძეზე) არ უნდა გაგვკვირვებოდა ქართველებს “ჩვენი ქართველის” ასეთი ტონი! – მიდი ოთარჩიკ! ტაკ დერჟატ ბრატან!

ქართველი მომღერლები ბაქოში

საქართველოში ბოლო არჩევნები წლის დასწყისში იყო, უახლოესი კი წლის ბოლოს იგეგმება და შესაბამისად, ქართველი მომღერლების უმეტესობასაც ამ მხრივ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ ხოლმე, მაგრამ როგორც იცით ზოგმა მოსკოვში (!) ომამდე გაქცევით უშველა თავს, ზოგმა საერთოდ სხვა ბიზნესი წამოიწყო და კარდინალურად განსხვავებულ საქმეს მოჰკიდა ხელი, საკუთარი თავის ფიზიკურად გადასარჩენად, ზოგი კი, დღემდე ჯიუტად მუშაობს და განაგრძობს გასტროლებზე სიარულს. ამჯერად გასტროლებზე წასვლის ბედნიერება კახა კუხიანიაძეს, ნინი ბადურაშვილს და ნინო ძოწენიძეს (კახა კუხიანის რძალს) ხვდათ წილად, რაშიც დამსახურება სალომე გოგიაშვილს, ყოფილ ტელეჟურნალისტს მიუძღვის, რომლის ორგანიზებითაც გაიმართა ბაქოში ეს კონცერტი. აღსანიშნავია, რომ “ბაქოს ხაზი” ალბათ რეგულარული გახდება და სხვა ქართველ მომღერლებსაც ექნებათ იქ კონცერტებში მონაწილეობის საშუალება.

კიდევ ერთი ახალი პატრიოტული კლიპი

კინოს სახლში, “ქოლგას” დარბაზში პატრიოტულ მოტივებზე გადაღებული კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა, ერთდროს ჯგუფ “ისინის” სოლისტი, შემდეგ რადიო “5 ლაინსის” მუსიკალური მენეჯერი და დღეს კი, სოლო-მომღერალი დავი (დათო მჭედლიშვილი) ახალ ამპლუაში წარსდგა სტუმრების წინაშე და ზაზა სვანაძის რეჟისორობით გადაღებული კლიპი წარადგინა. უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუთნახევრიან ვიდეორგოლს საქართველოს გასული საუკუნის ისტორიის მთელი რაკურსი გასდევს ფონად – საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა 1921 წლიდან დაწყებული, დამთვარებული 1993 წლის აფხაზეთის ომით. როკის სტილში გადაწყვეტილი სიმღერა მართლა მოუხდა სიუჟეტურად დატვირთულ ვიდეორგოლს და საერთო ჯამში “ქოლგაში” შეკრებილმა საზოგადოებამაც ორმაგი ტაშით დააჯილდოვა რეჟისორიც და შემსრულებელიც! დარბაზში უკბილოდ ხუმრობდნენ კიდეც, - ეს ომი, რომ არ მომხდარიყო, ქართველი მომღერლები არ აპირებდნენ ისე ამღერებას და ახალი პროექტების გაკეთებასო! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ – ბევრი ქართველი შემსრულებლისთვის მართლაც კატალიზატორის როლი ითამაშა ომმა და აგვისტოს აქეთ 10 კლიპი და ორჯერ მეტი მუსიკალური ნაწარმოები შეიქმნა ქართული შოუ-ბიზნესის ახალ რეალობაში! ვიღაცას ეს არ მოსწონს, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას სულ არ აინტერესებს, მაგრამ ფაქტი ერთია - რუსეთთან ომმა ახალ ქართულ რეალობაში ახალი პატრიოტული სიმღერების ბუმი გამოიწვია! მათგან საუკეთესოებს ისტორია შეინახავს…

ქართული ტრადიციები ამერიკაში გრძელდება

საპროდიუსერო ცენტრი ამერიკაში GELANY USA როგორც უკვე იცით დიდი პოპულარობით აგრძელებს მოღვაწეობას სხვადასხვა საინტერესო პროექტებით. როგორც შარშან ისე ამ წელს ტარდება "ქართული რთველი ამერიკაში 2008" 12 ოქტომბერს "პენსილვანიის" შტატ ქალაქ "ლანკასტერაში". ვინც ჯერ არ იცის ამ პროექტის შესახებ გვინდა მათ ორიოდე სიტყვით აუხსნათ ამ ღონისძიების არსი. ეს გახლავთ ერთდღიანი ექსკურსია "ნიუ–იორკიდან" – "პენსილვანიის" შტატში. სადაც მდებარეობს საუკეთესო ამერიკული ვენახები და ღვინის ქარხნები. ასეთ ერთ ერთ ვენახში იმართება პირდაპირი გაგებით "ქართული რთველი", მრავალი სახის ღვინის დეგუსტაცია, ქარხნის და ამერიკული ყურძნის დამუშავების ტექნოლოგიების დათვალიერება, ადგილობრივი მცხოვრებლების "ამიშების"ცხოვრების გაცნობა და კულტურის მიმოხილვა. რა თქმა უნდა ქართული ტრადიციული "ქეიფი" ვენახის პირას. ამ პროექტს კიდევ ერთი დიდი მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია. ეს ეხება იმ პატარა ქართველებს რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ და რომლებმაც არ იციან ამ დიადი ქართული კულტურის გემო და სიყვარული. ამის გარდა "ქართულ რთველს" უამრავი დადებითი დატვირთვა აქვს. პროექტს გააშუქებს ქართული ტელევიზია. როგორც ნიკა გელაშვილმა გაგვაცნო, "ქართულ რთველამდე" ანუ 12 ოქტომბრამდე GELANY USA –ის გეგმაშია ორი ახალგაზრდული, კლუბური საღამო. 26 სექტემბერს ამერიკის საუკეთესო და უზარმაზარ კლუბში PACHA რომელიც იტევს 2000 და მეტ ადამიანს. 27 სექტემბერს კი კლუბ PACHAში. ეს კლუბიც ერთ–ერთი საუკეთესოა ნიუ–იორკში განათების და ხმის სისტემით. საღამოებზე დაუკრავენ ქართველი ცნობილი "დიჯეები" ამერიკაში.

მოსკოვში გამოჩენილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

მოსკოვში ”კინოკლუბ ”ელდარის” დიდ დარბაზში სამამულო კინოს მოსკოვის მე-6 ფესტივალის ”მოსკოვური პრემიერა” ფარგლებში გამოჩენილი ქართველი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. როგორც ”ახალი ამბები - საქართველოს” რუსეთში ”ქართველთა კავშირში” აცნობეს, სოფიკო ჭიაურელის ხსოვნის საპატივცემულოდ მისი ნიჭის უამრავი თაყვანისმცემელი მივიდა - მოსკოველი მაყურებელი და მეგობრები, კოლეგები და თანამემამულეები. საღამო შაბათს ცნობილი რუსი კინორეჟისორის ელდარ რიაზანოვის ინიციატივით ჩატარდა. ”საქართველოს და სომხეთის სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საერთაშორისო კინოფესტივალების მრავალრიცხოვანი ჯილდოს მფლობელი სოფიკო, უპირველეს ყოვლისა, იყო და არის საყვარელი მსახიობი, რომელიც თითოეულის სახლში, თითოეული მაყურებლის გულში შევიდა. და მსახიობისთვის ამაზე მაღალი და ღირსეული ჯილდო არ არსებობს. მსახიობი, რომლის ცხოვრება და შემოქმედება ყველა ჩვენგანს აერთიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ერთ დიდ ქვეყანაში ვცხოვრობდით. საყვარელი მსახიობი, გასხივოსნებული, ნათელი ადამიანი... მისთვის არ იყო და არ არის არანაირი ბარიერი, არანაირი შეზღუდვა - არც ენობრივი, არც სასაზღვრო. მისი ერთი გახსენებაც კი ღიმილს იწვევს”, - განაცხადა რიაზანოვმა. ”მეგობრებო, უნდა გავმაგრდეთ! არ აჰყვეთ პროვოკაციებს! ჩვენი გადარჩენა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია... რუსეთი - ეს ჩემთვის, უპირველესად, რუსი ხალხია... რუსები და ქართველები... ჩვენ მეგობრობის და სიყვარულის ისეთი ღრმა ფესვები გავქვს! ვერავინ შეძლებს მის გაწყვეტას! ვერავინ! მე ამის მწამს”, - დასძინა თავის მხრივ რუსეთის სახალხო არტისტმა ალექსანდრ შირვინდტმა. შეხვედრა ქართული კინემატოგრაფის კლასიკის, გიორგი შენგელაიას მუსიკალური ფილმის ”ვერის უბნის მელოდიები” ჩვენებით დასრულდა.

მზია კვირიკაშვილი საქართველოს ტოვებს

ქართული სცენის და ესტრადის “სიცილის დედოფლად” აღიარებული მსახიობი, “მეგას” ტიტულის მფლობელი ნომინაციაში “საუკეთესო იუმორისტი” მზია კვირიკაშვილი საქართველოს ტოვებს და რუსეთში დიდი ხნით მიდის სამუშაოდ. მოგეხსენებათ ფილარმონიის რემონტის გამო “იუმორინას” სპექტაკლების რამდენიმე სეზონი ჩავარდა, რის გამოც ბევრი მსახიობი სხვა თუ არაფერი უსაქმურად დარჩა (თუმცა, “იუმორინას” დამაარსებლის, ჯემალ ბაღაშვილის გადაწყვეტილებით შემოდგომიდან წარმოდგენები ფილარმონიის ნაცვლად პროფკავშირების კულტურის სახლში მაინც გაიმართება). ჩვენთვის აქამდე ცნობილი იყო, რომ სიცილის დედოფალი სამუშაოდ კანადაში აპირებდა წასვლას, მაგრამ როგორც საბოლოოდ გაირკვა ქ-ნი მზია რუსეთს “შეაფარებს” თავს და სამწუხაროდ ის, ალბათ არც ბოლო და უკანასკნელი ხელოვანი იქნება, ვინც საქართველოს და ქართულ კულტურას აღარ გაამდიდრებს და თავის ძალას და ენერგიას სხვა ქვეყნის მაყურებელს მოახმარს, ქვეყანაში შექმნილი არასწორი “პრიორიტეტების” გამო. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ქ-ომ მზიას წარმატებები ვუსურვოთ რუსულ შოუ-ბიზნესში და გამარჯვებები პირად ცხოვრებაში.

პირველიQქართულ-აფხაზურუ დუეტი

ორი თვის წინ თურქეთში, ქალაქ სტამბულში დასრულდა უნიკალური პროექტის, ქართველი და აფხაზი მომღერლის დუეტის ჩაწერა, ბაიარ შაჰინ-გუნდარიძემ და აფხაზმა თულინ სარებაიმ უძველესი აფხაზური სიმღერა “აზამათი” ახლებური ინტერპრეტაციით ჩაწერეს და საზოგადოებას ნამუშევარს მალე წარუდგენენ. ამ იდეის ავტორი, თურქეთში მცხოვრები ქართველი ბაიარ შაჰინია, რომლის აზრითაც მშვიდობისა და მეგობრობის სურვილის გადმოცემა ყველაზე კარგად სიყვარულზე შექმნილ სიმღერაში შეიძლება, მომღერალი დარწმუნებულია, რომ აფხაზებიც და ქართველებიც ნამუშევარს მიიღებენ და შეიყვარებენ.

ქართველი ვარსკვლავები შეშფოთებულნი არიან რუსეთის აგრესიის გამო

ქართველმა მომღერლებმა სიმღერით გამოხატეს ქართული ჯარის მხარდაჭერა

ქართველი ვარსკვლავები სისხლის გადასხმის ცენტრში სისხლს აბარებენ დაჭრილი ქართველი ჯარისკაცებისათვის

ქართველი მეომრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მიდიან

05.08.2008 ნინი შერმადინი დედა გახდა

ქართული ესტრადის ახალგაზრდა ვარსკვლავი ნინი შერმადინი გასული თვის ბოლოს დედა გახდა, პატარა მარიამი ღუდუშაურის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა 18 ივლისს დილის 8 საათზე 3 კგ და 500 გრამი. ნინის ბედნიერ მეუღლეს ვაჟას, (პროფესიონალი ფეხბურთელს) ქალიშვილის დაბადება ისე გაეხარდა, რომ პროტესტი არ გამოუთქვამს ქართული ტრადიციული მილოცვის აპრობირებულ მეთოდზე – მარცხენა ყურის მთელი ძალით ქვემოთ ჩამოქაჩვაზე... :) ნინი პროფესორმა რეზო სულუხიამ ამშობიარო, ყოველგვარი დამატებითი ჩარევების, ბუნებრივი გზით, გართულებების გარეშე. განსაკუთრებულად ბედნიერია ახალგაზრდა დედიკო, რომელიც თავის პატარა მარიამს სულ თავს დაფოფინებს: - შვილი ჩემთვის მეტი სტიმულია საქმის კეთებისთვის, ახალი ენერგიის ახალი წყაროა და ვიცი, რომ მისი არსებობა ძალებს უფრო გამიათკეცებს, ამბობს ჩვენთან საუბარში მომღერალი. ჩვენ ისღა დაგვრჩენია მთელი “ვარსკვლავებისა” და მისი ასიათასობით ქართველი მკითხველის სახელით მთელი მსოფლიოდან, ბედნიერება ვუსურვოთ ნინის, ვაჟიკოს და მარიამს – ღმერთი გფარავდეთ!

05.08.2008 სოჭში საქართველოს სახელით სალომე კორკოტაშვილი წარსდგება

სალომე კორკოტაშვილი 17 აგვისტოს მოსკოვში მიფრინავს, სადაც რეპეტიციებს გაივლის, 24-ში კი სოჭში გაემგზავრება, სადაც მუსიკალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ცნობილია, მუსიკალური კონკურსი “ხუთი ვარსკვლავი” სოჭში 2005 წლიდან ტარდება და მასში მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წელს კი ამ კონკურსში ბალტიისპირეთის, საქართველოს და დსთ-ის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სოჭის მუსიკალური კონკურსი “ხუთი ვარსკვლავი” 24 აგვისტოს იწყება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

04.08.2008 "მძიმე ჯვარი" თურქეთში მიდის

9 აგვისტოს როკ ჯგუფი "მძიმე ჯვარი" heavy hross უკვე განახლებული შემადგენლობით გამოვა თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ როკ ფესტზე “BarisaRock - Rock For Peace 2008”-ზე, ფესტივალზე რამდენიმე სცენა იქნება, “მძიმე ჯვარი” კი ერთ-ერთი ჰედლაინერი იქნება ფესტივალის მთავარ სცენაზე! ფესტივალი ყოველწლიურია და შარშან მას 80 000 ადამიანი დაესწრო, ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ჰარდ ანდ ჰეავყ მეტალ ჯგუფი დატოვებს საქართველოს საზღვრებს და უცხოეთში წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ამასთან დაკავშირებით პარასკევს, პირველ აგვისტოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა “მძიმე ჯვარის” კონცერტი მათი მეგობრების, ნიკა ლეშჩენკოსა და რეზი აბესაძის მონაწილეობით, მიუხედავად ზაფხულისა, კონცერტს მაინც უამრავი ადამიანი დაესწრო და ერთსულოვანი გაცილება მოუწყო “მძიმე ჯვარს”, რომელიც უკვე 20 წელია სცენაზე დგას, ჩვენს დიდ წარმატებას ვუსურვებთ მათ და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ღირსეულად წარსდგებიან თურქი მსმენელების წინაშე.

04.08.2008 თამთა გოგუაძემ ახალი ვიდეო გადაიღო

მომღერალი არც ზაფხულის ხვატს ეპუება, არც დასვენებაზე წუწუნებს მაინდამაინც (მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში საკუთარ აგარაკზე ისვენებს სრულ სიმშვიდესა და იდილიაში) და ყველანაირად ცდილობს მწველი ზაფხული საქმიანად გამოიყენოს, ახერხებს კიდეც – თავისივე დაწერილ სიმღერაზე “მე”, რომლის არანჟირება გიგა კუხიანიძეს, ხოლო ბალანსი კოტე ნონიკოვს ეკუთვნის, თამთამ ახალი კლიპის გადაღება გიორგი რამიშვილს მიანდო, რომელმაც ადრე უკვე იმუშავა თამთასთან ერთად და კლიპი “ლექსი მითქვია” წარუდგინა საზოგადოებას. მომღერლის განცხადებით, ახალი კლიპის პრემიერას სექტემბერში გააკეთებს და თვლის, რომ ნამუშევარი ლამაზი და საიმიჯოდ საინტერესო გამოვა, თუმცა რაში ჭირდება ისედაც კარგი იმიჯის მქონე თამთას ახალი იმიჯი, კაცმა არ იცის :)) ვინ იცის იმიტომ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა ესტრადზე რამდენიმე ამ სახელის და გვარის სხვა მომღერალი აპირებს გამოჩენას და თავის დამკვიდრებას

03.08.2008 თემურ თათარაშვილი ქეთა თოფურიას ჩაუსახლდა

რამდენიმე თვის წინ, ციხიდან ვადაზე ადრე განთავისუფლებული ქართველი მომღერალი თემურ თათარაშვილი, მუდმივ სამუშაოზე რუსეთის დედაქალაქში გადაბარგდა და ჩვენს ქართველ ვარსკვლავთან ქეთა თოფურიასთან დასახლდა დროებით. მომღერალმა უკვე გამართა რუსეთის დედაქალაში ორი კონცერტი და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა ალბათ სხვანაირად წარმოუდგენელიცაა, რა გასაკვირია რუსულ შოუ-ბიზნესს კარგა ხანია ქართველი წარმატებული სახეები ზედა და ქვედა ეშელონებში აქტიურად ავსებენ, ეს ჩვენთანაა საქართველოში, არავის არაფერში, რომ არ სჭირდებიან და მხოლოდ წინასააარჩევნოდ, რომ ახსენდებათ ხოლმე, რომ საქართველოში-ც მღერიან და შეიძლება, რომ უბრალოდ საარჩევნოდ გამოიყენო ისინი, თორემ რუსეთში ამისგან ფული კეთდება, ისე როგორც ერთ დროს საქართველოში – სანამ მავანნი, ქართული შოუ-ბიზნესის ციხის დანგრევას შიგნიდან არ დაიწყებდნენ. წარმატებებს ვუსურვებთ თემურ თათარაშვილს რუსულ ესტრადაზე. (სექტემბრის თვეში კი, “ვარსკვლავები” შემოგთავაზებთ ინტერვიუს ეკა ჩიტაშვილთან, ქართველ პროდუსერთან, რომელიც მოსკოვში უკვე 2 წელიწადი აქტიურად მოღვაწეობს).

01.08.2008 პრეზიდენტმა მორიგი “ღირსების ორდერები” ჩამოარიგა

უცნაურად სასიამოვნოდ განვითარდა საქართველოში დაბრუნებული, “ახალი ტალღა 2008”-ის გამარჯვებულთა რატი დურგლიშვილისა და მაკა ზამბახიძის ბედი, ჩამოსვლიდან სამი დღის შემდეგ, ისინი საქართველოს პერზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა საგანგებო შეხვედრით მიიღო საკუთარ რეზიდენციაში და მაკას და რატის “ღირსების ორდერები” გადასცა, პარალელურად 1989 წლის “ახალ ტალღაზე” გამარჯვებისთვის და საქართველოს ღირსეულად დაცვისთვის პრეზიდენტმა სოსო პავლიაშვილიც დააჯილდოვა, რომელსაც ასევე “ღირსების ორდერი” გადაეცა და უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სჯობს გვიან ვიდრე არასოსდეს, რადგან ერთ დროს ედუარდ შევარდნაძის გუნდის მხარასაჭერ კონცერტ-აქციებში აქტიური მონაწილე სოსო, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც მინიმუმი “მოძულებული” ყავდა. ერთი უცნაურობა პრეზიდენტმა კიდევ ჩაიდინა და მორიგი “ღირსების ორდერი” ლელა წურწუმიასაც იქვე გადასცა, მართალია ნორმალურად ვერ ახსნა ამჯერად რა დამსახურებისთვის, მაგრამ ჩვენი გათვლებით იურმალაში დუეტ “ჯეორჯიას” აქტიური მხარდაჭერისთვის, რადგან ამ ადამიანს ყველაზე მეტად სჯეროდა “ჯორჯიას” “იურმალაზე” გამარჯვებისა. საერთოდ ფესტივალის დასაწყისიდანვე უცნაურად ღიად ჩანდა ამ ორი უნიჭიერესი ადამიანის მიმართ ჟიურის განსაკუთრებული მხარდაჭერა და საქართველოს თეთრი პიარი, მას შემდეგ რაც სცენაზე ალა ბარისავნამ მიშა სააკაშვილის წერილიც წაიკითხა, ეჭვი გაჩნდა, რომ “იურმალა 2008” პოლიტიკური სუნით იჟღინთებოდა, რაც რათქმაუნდა საბოლოო ჯამში ჩვენთვის მომგებიანი იყო – დუეტი “ჯორჯია” გამარჯვებული გახდა, რისთვისაც რატიმ და მაკამ ჟიურისგან 35.000-35.000 დოლარი და პრეზიდენტისგან ახალთახალი მანქანები მიიღეს.

დუეტ "ჯეორჯიას" დახვედრა თბილისის აეროპორტში /ექსკლუზიური კადრები/

30.07.2008 ქართველებმა "ახალ ტალღაზე" 19 წლიანი ტაბუ ახსნეს

ქართული დუეტი ”ჯორჯია” იურმალაში, საკონცერტო დარბაზში ”ძინტარი” მიმდინარე ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის ”ახალი ტალღის” გამარჯვებული გახდა. რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ სამი საკონკურსო დღის შედეგად 352 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ქულათა რაოდენობით სხვადასხვა ქვეყნის 16 მონაწილეს გაუსწრეს. ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი ”ახალი ტალღა” იურმალაში 23 ივლისს დაიწყო. შესარჩევ ტურებში მონაწილეობას დაახლოებით 5 ათასი პრეტენდენტი იღებდა, რომელთაგანაც ჟიურიმ 14 ქვეყნიდან 17 შემსრულებელი შეარჩია. მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა ირისმა დაიკავა, მესამეზე იტალიელი ალესანდრო რისტორი გავიდა. ლატვიის წარმომადგენელმა Dონს-მა კი მეოთხე ადგილი დაიკავა. კონკურსის პირველი ორი ტურის მანძილზე ქართული დუეტი მეორე ადგილზე მიდიოდა, თუმცა, რატიმ და მაკამ დასკვნითი სიმღერის შესრულებისას წინ წაჭრა შეძლეს. დუეტ ჯორჯიას დასკვნითი სიმღერა თვით რატი დურგლიშვილმა დაწერა. მისი თქმით, მან ეს სიმღერა ”იმედის ტალღაში” გამარჯვების შემდეგ დაწერა. ინგლისურენოვანი სიმღერა გია ჯოხაძის ტექსტზე შეიქმნა. დუეტ "ჯორჯიას" წევრები - მაკა და რატი თბილისელები არიან. ორივე უმაღლესი განათლებით: მაკა კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, ხოლო რატი - სამხატვრო აკადემიის. მათმა დუეტმა სატელევიზო კონკურსში ”იმედის ტალღა” გაიმარჯვა. ჟურნალსიტებთან საუბრისას მაკამ განაცხადა, რომ თავისუფალ დროს თავის ქალიშვილს უთმობს, ხოლო რატის კი ხატვა და მეგობრებთან დროს ტარება იზიდავს. დუეტის ორივე წევრი სამი წლის ასაკიდან მღერიან, ორივე გამოტყდა, რომ თავისი პირველი ფული ბარში სიმღერით გამოიმუშავეს. კითხვაზე, ”რატომ გადაწყვიტეთ ”ახალ ტალღაში” მონაწილეობა”, - მათ უპასუხეს: ”დრო დადგა”.

დუეტ "ჯორჯიას" დაჯილდოება "იურმალაზე"

30.07.2008 ირაკლი ფირცხალავას ახალი კლიპი

ჭორები გავრცელდა, რომ მოსკოვში აქტიურად დაიწყეს ქართველი მომღერლის ირაკლი ფირცხალავას დაბლოკვა და სწორედ ამის მიზეზია მისი ბოლო პერიოდში საქართველოში ხშირი სტუმრობებიო, თუმცა არაგვგონია რუს მსმენელს ასე მალე მობეზრებოდა ქართველი “მაჩო”, მაგრამ რუსი მსმენელი და რუსული შოუ-ბიზნესი ორის ხვადასხვა პოლუსია მაინც. . . მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალმა უკვე გადაიღო ახალი კლიპი რომელსაც სახელად “ასე არ ხდება” ქვია და ის, ტელე-ეთერში ჩაუშვა. როგორც ირაკლი აცხადებს კლიპის სიუჟეტი რეალურ ცხოვრებას ასახავს, შემთხვევით ბიჭი გოგონას კლუბში ხვდება (გადაღებები მოსკოვის პრესტიჟულ კლუბ “სოხოში” მიმდინარეობდა), სიყვარული, ვნება და მერე როგორც ზღაპრებშია ხოლმე. მომღერალს ბაიკერზე გადაჯდომაც მოუწია, რადგან სიუჟეტში მთავრი გმირი, სწორედ ბაიკერია. ირაკლიმ თავად მოინდომა როლის შესრულება, დუბლიორის გარეშე და შესანიშავად გაართვა თავი ამ როლსაც. 27 ივლისს მომღერალმა ბათუმში იმღერა სილამაზის კონკურსის “მის-საქართველოს 2008” დასკვნით კონცერტზე.

26.07.2008 “მის-ბიკინი 2008” ნონა დიაკონიძე გახდა

სამოდელო სააგენტო “ფავორიტის” მიერ ჩატარებულ კონკურსს “მის-ბიკინი 2008”, ჟიურიში დათო ოქიტაშვილის (!) (ქართული კონკურსების ჟიურის უცვლელი და უხუცესი ხან წევრი და ხან თავმჯდომარე) ხელმძღვანელობით ახალი გამარჯვებული ყავს, 18 წლის მშვენიერი გოგონა ნონა დიაკონიძე, რომელსაც დარბაზის სიმპათიაც ხვდა წილად და ყველა პარამეტრებში შესანიშნავად ჯდება. ახალგაზრდა ქალბატონი უჩვეულო გამბედაობით და სიამაყით აცხადებს პრესასთან ურთიერთობაში, რომ დედის და ნათესავების გარდა, მას შეყვარებულიც აქტიურად გულშემატკივრობდა დარბაზიდან და მასაც ძალიან გახარებია, რომ მისი რჩეული ქალბატონი ამ ტიტულის მფლობელი გახდა. მოდელი, დეკემბრის თვემდე “მის-ბიკინი მსოფლიოზე” აპირებს წასვლას და იქაც აქვს წარმატების მიღწევის სურვილი და განწყობა, რასაც ჩვენც მთელი გულით ვუსურვებთ, რადგან ყველა მონაცემები აქვს ამ ტიტულის ტარებისა მსოფლიოს მასშატაბით.

25.07.2008 ანი სირაძე “საბავშვო იურმალაზე” იმღერებს

ალბათ თვალყურს ადევნებთ იურმალაში ფესტივალ “ახალ ტალღაზე” ქართველების დესპანის დუეტ “ჯორჯიას’ წარმატებულ გამოსვლებს, სულ ცოტახანში, კერძოდ კი აგვისტოს ბოლოს, იურმალაშივე გაიმართება პირველი საბავშვო “ახალი ტალღა”. როგორც ჩანს რუსებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს – თუ “ევროვიზიას” აქვს საბავშო ფესტივალი, რატომ “ახალ ტალღას” არ უნდა ქონდესო?! თქმა და ქმნა ერთი იყო და “დიდების იურმალას” დასრულების მერე “პატარების იურმალა” გველოდება წინ, სადაც ქართველები უაღესად ნიჭიერ, ლამაზ და კარგ შემსრულებელს, 14 წლის ანი სირაძეს ვაგზავნით, რომელიც სხვათაშორის “მეგას” დაჯილდოებაზე “მომავლის ვარსკვლავის” ტიტულის მფლობელია. ანი სირაძე ექსპერიმენტალურად “კრიმანჭულის” ახალ ვერსიას შეასრულებს ფესტივალზე, რაც საკმაოდ თამამი ნაბიჯია და საინტერესოა როგორ მიიღებს ამას მსმენელი, ამასთან ერთა პატარა მომღერალი შეასრულებს ქრისტინა აგილერას სიმღერას მულფფილმიდან “მულანი”. შეგახსენებთ იმასაც, რომ ანი სირაძე 2007 წლის “ემთივის” მსოფლიო ფორუმის მთავარი პრიზიორიც გახდა “სულიკოს” ახლებური ინტერპრეტაციის შესრულებით.

24.07.2008 სოსო პავლიაშვილმა კასპში მოილხინა

21 ივლისს თბილისიდან გაემგზავრა ცოტახნით სტუმრად მოსკოვიდან ჩამოსული ქართველების უსაყვარლესი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, მოკლევადიან ვიზიტს, რაიმე განსაკუთრებული და სპეციალური დატვირთვა არ ქონია, სოსომ უბრალოდ ახლობლები მოინახულა და რადიო “ფორტუნაში” გვანცა კილასონიასთან თავისი ახალი სიმღერის პრეზენტაცია გამართა (რომელიც სხვათშორის უპოპულარეს საიტს “ადნაკლასნიკებს” მიუძღვნა, საიტს რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერაა შექმნილი და მოსახლეობის მაქსიმალურ ზომბირებას აწარმოებს – იხ. Gაზეთი “კვირის პალიტრა” #29). სოსომ ვანო ჯავახიშვილის შოუში მონაწილეობის მიღებაც მოასწრო და კასპში მეგობრის აგარაკზე მხიარული შეხვედრაც გამართა სამეგობროსთან ერთად.

23.07.2008 გოგა ნიქაბაძის ჩვენება ბათუმში

18 ივლისს, ბათუმში, დიზაინერ გოგა ნიქაბაძის ჩვენება 80-იან წლების ქალების მოდას ეძღვნებოდა, ხოლო ამ იდეის მუზა დედამისი ია ნიქაბაძე იყო. “ის დრო ჩემი ბავშობის მოგონებაა და კინოფირივით ტრიალებს ჩემს მეხსიერებაში”, ასე დაახასიათა დიზაინერმა დედამისის თაობის გემოვნებიანი და საინტერესო ქალბატონები. საოცარი დეფილე კლუბ “სან-რემოში” გაიმართა, რომელიც ბათუმელმა და თბილისელმა მოდელებმა წარადგინეს. მათ შორის ნახავდით სოფო ხუბერაშვილს, შორენა ბაიაშვილს, მაგდა ფერაძეს და სააგენტო “სილუეტის” ახალგაზრდა მოდელებს. ჩვენებას წინ უძღოდა ანი კეკუას გამოსვლა. მომღერალს გოგას შეკერილი ულამაზესი კოქტეილის კაბა ეცვა. როგორც ამბობენ გოგა და ანი კარგი მეგობრები არიან და მათი შემოქმედებითი ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება. მეორე დღეს კი, ჩინურ რესტორანში გოგას აღმოსავლური კოლექცია “მის საქართველოს” გოგონებმა წარმოადგინეს, როგორც ცნობილია ამ კონკურსზე საზღვაო კოსტუმების ჩაცმა სწორედ 22 წლის ნიჭიერ დიზაინერს მიანდეს. დეფილეს შემდეგ ანრი ჯოხაძემ და მანსურ ტაშმანოვმა ცნობილი ჰიტები შეასრულეს.

22.07.2008 მინგრეული ჟურნალისტები და კარტინგ-რბოლა

რამდენიმე დღის წინ გასართობ ცენტრ “ასტრა-პარკში” “ბიზნეს ტრეინინგების ასოციაციის” სასერთიფიკატო ტრეინინგის კურსდამთავრებულთა ინიციატივით და ორგანიზებით ჟურნალისტებს შორის შეჯიბრი ჩატარდა კარტინგებით რბოლაში. “პრემიერ ბიზნეს ჯგუფის” წარმომადგენლის ნუკა ლეჟავას მიწვევით მონაწილეობას შეჯიბრში ჩვენი წარმომადგენლებიც იღებდნენ. აღსანისნავია, რომ პროექტის გამარჯვებული, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს რბოლაში - სუსტი სქესის წარმოამდგენელი აღმოჩნდა, რომელმაც ბევრად დაჯაბნა მამაკაცი მრბოლელები. საინტერესო იყო თავად შეჯიბრი, 8 კაციან გუნდებად დაყოფილი სამი ქვეჯგუფიდან ორ-ორი გამარჯვებული ფინალში შეხვდა ერთმანეთს. უმეტესობა მონაწილეებისა საერთოდ პირველად იჯდა კარტინგზე და ინსტრუქტორთა დარიგებასაც ყურადღებით უსმენდა, მაგრამ რბოლის მომენტში არც ინსტრუქტაჟი ახსოვდა ვინმეს და არც ჭკუის დამრიგებელი :) ყველა იმას ცდილობდა ფინიშთან პირველი მისულიყო და რბოლა პირველს დაემთავრებინა, რაც არანარად არ იყო მთავრი (რადგან კარტინგებით რბოლაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორად სიარულს და მაქსიმალურ დროს, რომელსაც ანდომებ ერთი წრის გავლას) – სწორედ ამის გამო, ხშირი იყო ავარიები, რომლის დროსაც მინგრეულ-მონგრეული ჟურნალისტები ხალისით იშუშებდნენ ტკივილს, საბედნიეროდ ყველაფერმა ტრამვების გარეშე ჩაიარა და პროექტის ორგანიზატორებმა გამარჯვებულებიც სპოსნსორი კომპანიის საჩუქრებით დააჯილდოვეს.

20.07.2008 ნინო ჩხეიძემ ოპერაცია გაიკეთა

ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე პროდუქტიულმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ 2008 წელი უამრავი წინააღმდეგობით დაიწყო, ჯერ იყო და სააკაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ავარიაში მოყვა და მარჯვენა ხელიც კი, მოიტეხა, მერე იყო და ხმა დაკარგა, და ახლაადა ტუჩის ოპერაცია გაიკეთა. არა არ დაუბერია (რა სჭირს ნინოს ტუჩებს დასაბერი, ისედაც მშვენიერ ფორმაშია) უბრალოდ, კისტის ოპერაცია გაიეკთა. მომღერალს ექიმებმა რვა ნაკერი დაადეს, რომელიც ერთი თვის მანძილზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ნინო ჩხეიძეს, იმიტომ რომ ამ პერიოდის მანძილზე ნინოს საზაფხულო გასვლითი კონცერტები ქონდა დაგეგმილი. - ბოლო ერთი თვის მანძილზე ვატყობდი, რომ ტკივილები მიძლიერდებოდა და ექიმს, რომ მივაკითხე სასწრაფო ოპერაცია დამინიშნა! ექიმის წინაღმდეგ ვერაფრით წავალ, ჯანმრთელობა ყველა ნორმალური ადამიანისთვის უპირველესია. - განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინომ. შემოქმედებითად მომღერალის საქმიანობაში სიახლეა, ცოტახნის წინ მან ახალი კლიპის პრემიერა გამართა, რომელიც რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობითაა გადაღებული და სადაც ნინო ახალი და ლამაზი იმიჯითაა წარმოდგენილი, შეგახსენებთ, რომ კლიპის პრემიერაზე კინო-თეატრ “ამირანში” ცხინვალიდან სპეციალურად მოწვეული ბავშვები კინაღამ შარში გაეხვნენ, რადგან ეს სწორედ ის დღე იყო, როცა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტარციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ავტომანქანა დაცხრილეს, გზად მომავალი თბილისისაკენ. მოკლედ ნინოს მალე გამოჯანმრთელებას და ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას ვუსურვებთ, ეს წინააღმდეგობებია ალბათ მომღერალს რომ მუშაობის სტიმულს არ უკარგავს.

19.07.2008 წარმატებული ქალების დეფილე "მუზაში"

სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” ხელმძღვანელმა, ამ ბიზნესში ჭიპმოჭრილმა მშვენიერმა ქალბატონმა, თავის საქმის პროფესიონალმა ლიკა ყაზბეგმა კულტურის ცენტრ “მუზაში” 30 წელს გადაცილებული, წარმატებული საქმიანი ქალების დეფილე მოაწყო, რომელში მონაწილეობასაც ბევრი ცნობილი და პოპულარული სახე იღებდა - რეჟისორი ანი მაღლაკელიძე, როემლსაც ახლა თავად მოუწია რეჟისორის მითითებების პოდიუმზე შესრულება, მსახიობები ეკა ნიჟარაძე და ეკა ანდრონიკაშვილი, რომლებსაც მიღებული როლის თამაში ყველაზე ნაკლებად გაუჭირდათ, ჟურნალიტები ინგა დადიანი, ნატა ნიჟარაძე და ნინო ხაჟომია, რომელთათვისაც პირველი შემთხვევა იყო, როცა საქმის კეთება უწევდათ ლაპარაკის ნაცვლად :), მათივე ბედი გაიზიარეს კოლეგებმა მარინა სალუქვაძემ და ლალი მაროშკინამ, ამ ორ ქალბატონს განსაკუთრებით აჟიტირებულად მსახიობი გივი სიხარულიძე გულშემატკივრობდა, ლალიმ არც აცია არც აცხელა და დეფილეს ბოლოს ფეხზე გაიძრო და წითელ ხალიჩაზე ფეხშიშველა წაცუცნცულდა :). განსაკუთრებულად ლამაზად და სექსუალურად გამოიყურებოდა მასპინძელი, კულტურის ცენტრ “მუზის” მშვენიერი პიარ-მენეჯერი ნინო ლეჟავა, რომელმაც დეფილეს ბოლოს იმხელა პითონი მოიხვია ყელზე, გეგონება “ნორკის შუბა” ყოფილიყო და არა უზარმაზარი “გველუკა”… და სხვა უამრავი და უამრავი ცნობილი და პოპულარული სახე, რომლებმაც 2 საათიანი დეფილეთი მაყურებელი აშკარად გაამხიარულეს და გაართეს... დამსწრეთა შორისაც ბევრი პოპულარული სახე იყო, მორიგ გადაცემადახურული ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაზაგრული კანით აშკარად გამოსარჩევი იყო, ჩვეულ წვეტიან კომენტარებს აკეთებდა ანრი ჯოხაძე, პატიოსნად იჯდა და მთელი ჩვენების მანძილზე ადგილიდან არ განძრეულა ქეთი გომართელი და თავისი დის წამყვანობას აკვირდებოდა (დეფილე თამუნა გომართელს და ბავშვების საყვარელ გოგიჩას მიჰყავდათ). როგორც ლიკა ყაზბეგმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა - ეს არ იქნება ერთჯერადი პროექტი და ის მომავალ წელსაც გაიმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

19.07.2008. “არტ-გენი” ხურდება

11 ივლისს ფესტივალ “არტ-გენის” მორიგი დღეები დაიწყო, კარგად დაპიარებული და გემოვნებიანი მუსიკით შეფუთული ხელოვნების, ფოკლორის და ქართული ტრადიციების მხარდამჭერი პროექტი პრეზიდენტის დიდი სიმპატიებითაც სარგებლობს, შარშან ის პირადად ესტუმრა კუს ტბაზე შეკრებილ ხალხს და მხარდაჭერა გამოხატა ორგანიზატორებისადმი. კარგია, როცა ხელისუფლება ქართული კულტურის ამ მიმართულებისადმი მიანც იჩენს ინტერესს და სასაფლაოზე გადაგებულ თუნდაც მხოლოდ ქართულ, საესტრადო სიმღერებს, ფოლკლორი მაინც ანაცვლებს. როგორც იცით, ჯგუფ “33-ა”-ს სოლისტი ნიაზ დიასამიძე “ვაკის პარკის” ღია კინოთეატრის ოფიციალური მფლობელი გახდა და სწორედ აქ გაიმართება ბევრი და მნიშვნელოვანი ღონისძიება ფესტივლის ფარგლებში, ანსამბლ “სუხიშვილების” “ფრანის” “მგზავრების” გიგი გეგელაშვილის “სინათლის წელიწადის” კონცერტები. 23 ივლისიდან “არტ-გენი” ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლებს, სადაც ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას და 27 რიცხვში კი “არტ-გენს” “ზუმბა” დახურავს.

18.07.2008. ჯაბა ბოჯგუა ელენე გასანოვას პროდუსერი გახდა

1993 წელს დაბადებული, მარნეულში მცხოვრები, სკოლის წარმატებული მოსწავლე მომღერალი ელენე გასანოვა გაცილებით გამოცდილი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას და მისი შოუ-კომპანია “მეგა-ინთერნეშენელის” ყურდღების და პროტეჟეობის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ახალგაზრდა მომღერალმა მარნეულში ჩატარებულ კონკურსში “ოქროს მიკროფონი” დიდ წარმატებას მიაღწია. ელენე გასანოვამ მონაწილეობა მიიღო ოთხშაბათს გადაცემა “ტაბუში” მარინა სალუქვაძესთან, სადაც საკუთარი გულისტკივილი გამოხატა გადაცემის თემასთან “სკანდალური კონკურსები” – დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში მომღერალი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზარბეიჯანის მეგორობისადმი მიძღვნილ მუსიკალურ პროექტში, რომლის გამართვა დაგეგმილია ოპერის თეატრში და რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, პროექტი წამყვან ტელეარხებზე იქნება ტრანსლირებული. ელენე აქ ორ სიმღერას შეასრულებს – ქართულს და აზერბეიჯანულს, ამ უკანსკნელზე უკვე მზადდების პროცესშია ვიდეორგოლიც, სადაც 50-მადე პატარაც ღებულობს მონაწილეობს. ჯაბა ბოჯგუას შოუ-კომპანიამ ელენე გასანოვა უკვე წარადგინა პრეზიდენტის სტიპედიანტობის კანდიდატობაზე, ყველაფერ ამაში დახმარებას მომღერალს მამა ლონგინოზ გასანოვა უწევს, კომპანიაში კი, აზერბაიჯანს სწორედ ეს პატარა, დიდი მომავლის მომღერალი წარმოადგენს. წარმატებები არ მოკლებოდეს ელენეს.

16.07.2008 ჯაბა ბოჯგუა სიკვდილს კვლავ გადაურჩა

როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, ორი დღის წინ, თანამედროვე ქართული ესტრადის პოპულარულ მომღერალს, ჯაბა ბოჯგუას კვლავ დაემართა მწვავე გულის შეტევა, მოულოდნელად სტუდიაში მუშაობის დროს, - მომღერალი სასწრაფოდ კლინიაკში გადაიყვანეს, სადაც მისი პირადი მკურნალი ექიმი მუშაობს და რომელიც ჯაბა ბოჯგუას თითქმის ყველა დიდ შოუ-აქციაზე თან ახლავს. მოგეხსენებათ მომღერალი ზედმეტად ემოციურია (მას გულის მოციმციმე არეთმია აქვს) და ამ მიზეზით ის, არაერთხელ აღმოჩენილა პირდაპირ სცენიდან ან სტუდიიდან კლინიკაში. რაც შეეხება მის შემოქმედებით სიახლეებს, ჯაბა ბოჯგუა აქტიურად აგრძელებს მუშაობას, სტუდიაში ახალ სიმღერებს წერს და პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ახალი პროექტებისთვის მზადებას, რომელსაც ის, შემოდგომიდან პირდება მსმენელს, მანმადე კი, მისი ახალი ალბომის - “13” სიმღერები აქტიურად ტრიალებს რადიოარხებსა და ჩარტებში ლიდერ პოზიციებს არ თმობს. ფაქტია, რომ მომღერალი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალის (რომლის ჩატარება შემოდგომაზეა დაგეგმილი) ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფავორიტობის კანდიდატი უკვე არის, თუ რათქმაუნდა მანმადე თავს არაფერი მოუწია :) “ვარსკვლავები” ჯანმრთელობას უსურვებს თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესის აქტიურად პროდუქტიულ შემსრულებელს.

15.07.2008. ბესო კალანდაძე და ვეფხია კუტივაძე დუეტს წერენ

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვეფხია კუტივაძე, რომელიც წარმოშობით სამეგრელოდან, კერძოდ კი სენაკიდანაა ქართველი მსმენელისთვის ცნობილია, მისი კლიპი “ჩემი სამეგრელო” “პირველის სტერეოს” მუსიკალურ ათეულში დიდიხანი გადიოდა, - სამეგრელოს სიყვარულით გადაღებულ ულამაზესს პირველ კლიპს, მალე ახალი პროექტი მოყვება. თავად მომღერალი 1983 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობას და იქ ქართული რესტორან “სულიკოს” არტ-მენეჯერია”, თემურ ბოჯგუას სტუდიაში, მოსკოვშივე ჩაწერილი აქვს ბევრი სიმღერა და უახლოეს მომავალში მათ ქართველ მსმენელს აქტიურად წარუდგენს მუსიკალური არხების და რადიოს საშუალებით. ვეფხია კუტივაძე ხობის საერთაშორისო ფესტივალის აქტიური მონაწილეა, რომელიც სამეგრელოში ყოველ ორ-წელიწადში ერთხელ ტარდება საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას ხელშეწყობით (რიგით მე-4 ფესტივალი 2009 წლის ზაფხულში, კვლავ ხობში გაიმართება). უახლოეს მომავალში საზოგადოების წინაშე კიდევ ერთი ახალი დუეტი გამოჩნდება, ვეფხია კუტივაძე და ლეგენდარული ბესიკ კალანდაძე ერთობლივ დუეტს, სიმღერას სახელად “საქართველო” წერენ და კლიპსაც იღებენ, რომლის პრეზენტაცია აუცილებლად შედგება ქართულ მუსიკალურ არხებზე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვეფხია კუტივაძე მონაწილეობას მიიღებს ქალაქური სიმღერის ფესტივალში “მუხამბაზი 2008”, რომელიც შემოდგომაზე თბილისში გაიმართება. (უახლოეს დღეებში “ვარსკვლავები” განყოფილებაში “სიმღერები” გადმოწერის ლინკით წარმოგიდგენთ ვეფხია კუტივაძის რამდენიმე სიმღერას და “ვიდეორგოლების” განყოფილებაში კი, სამეგრელოსადმი მიძღვნილ ულამაზეს კლიპს “ჩემი სამეგრელო”)

14.07.2008 17 ივლისს წარმატებული ქალების ზეიმია

დღეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ “მუზაში” ღია ცისქვეშ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც სამოდელო სააგენტო “ლიკა ყაზბეგის” ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი უძღვებოდა, ცნობილი გახდა, რომ პროექტი “წარმატებული ქალი პოდიუმზე” 17 ივლისს საღამოს 8 საათზე გაიმართება “მუზაში”. პროექტის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობენ ჟურნალისტი ქალბატონები, სპორტსმენები, ბიზნესლედები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვები, ყველაზე მთავარი კი ალბათ ისაა, რომ თითოეული მათგანი აქტიურ 30 წელს უკვე გადაცილებულია. სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ლიკა ყაზბეგმა გერმანიიდან მოიწვია ბალერინა თათა ჯაშიშვილი. დეფილეს გენერალურ სპონსორობას კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავი” უწევს, პარტნიორობას კი სტუდია “კა ელ ცე” “როზალი” , სტუდია “ერგოლაინი” “ჯორჯიან ივენთსი” “სვაროვსკი” “ლიზადენტი” “ფაბერლიკი” და www.stars.ge + www.eva.ge სადაც საღამო სრულფასოვნად გაშუქდება. იდეის ავტორმა პრესკონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ პროექტი ყოველწლიურად გაიმართება და დიდი იმედია, 30-ს გადაცილებული წარმატებული ახალგაზრდა ქალები საქართველოში არასოდეს გამოილევიან, შესაბამისად პროექტსაც გარანტირებული აქვს წარმატება, სხვა თუ არაფერი ეს უბრალოდ სახალისოა. საღამოს წამყვანები თამუნა გომართელი და გიორგი გოგიჩაიშვილი იქნებიან, რომლებიც სხვათაშორის ერთი პერიოდი ერთადაც არიან ნამუშევრები სცენაზე. “ვარსკვლავები” მოთმინებით დაელოდება” 17 ივლისს და სრულ რეპორტაჟს დეფილეს შემდეგ შემოგთავაზებთ.

ხელოვნების ფესტივალი კოდორის ხეობაში

ზემო აფხაზეთში (კოდორის ხეობაში) 2008 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს და ასევე აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა, “ხელოვნების ფესტივალი”, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი ვაჟკაცები იქ მყოფი ქართველი ჯარისკაცები: ფესტივალი საზეიმოდ გახსნა ქართული ესტრადის ცნობილმა და ყველასათვის საყვარელმა იუმორისტმა ბიძინა მახარაძემ, მასთან ერთად ფესტივალის საღამოს ალამაზებდნენ თავისი დახვეწილი სიმღერით და პლასტიური მოძრაობით ანსამბლ: “გვირილას” აღზრდილები, თათია ბააკაშვილი, ირაკლი ნებიერიძე, ასევე ჯგუფ: “დაბლიუს” წევრები ნანიკო კოლელიშვილი და ანუკი იანვარაშვილი, ჯარისკაცებს მიესალმა და შემდგომ ხელოვნების ფესტივალის საღამოს წარუძღვა პროექტების მენეჯერი: ნინო ჩიხლაძე. თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდნენ ბატონი ალექსანდრე აპლაკოვი, ქ – ნი სალომე კაპანაძე, ბ – ნი ზაზა ძაძამია და ბ - ნი რაულ ქირია. კონცერტის, ბოლოს გაიმართა მონაწილეთა დაჯილდოება დიპლომებით, ხოლო ანსამბლ: “გვირილას” აღზრდილებმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსხურეს, რომ იქვე მიიღეს შემდეგი მოწვევა განმუხურში. ფესტივალი გრძელდება მასში მიიღებენ მონაწილეობას: აფხაზეთის მხატვრები, დათო გომართელი, “ცისფერი ტრიო”, “თავისუფალი თეატრი”, პანტომიმის თეატრი, მოხდება თეონა თავართქილაძეს კოსტიუმების ჩვენება სახელწოდებით: “პაემანი დალის ხეობაში”.

ქართველმა ჟურნალისტებმა ა.შ.შ.-ს დღე აღნიშნეს

4 ივლისს, უკვე მეოთხედ და შესაბამისად ტრადიციულად, ჟურნალისტმა კობა ბრეგვაძემ (ტელეკომპანია “1-ლი სტერეო”) ქართული მასმედიის წარმომადგენლები რესტორან “თავადურში” შეკრიბა და ხალისიანი საღამო ატარებინა. ჯერ - ერთი, მიზეზი ის იყო, რომ ამ დღეს ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყანა ა.შ.შ. დაიბადა და მეორე კი ის, რომ სწორედ ამ დღეს, თავად საღამოს ორგანზიატორი – კობა ბრეგვაძე დაიბადა და ეს ორი რამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოლხენა არავის დაეკლო! ჟურნალსიტების გარდა, სუფრას მომღერლები ქეთი გომართელი და გიორგი დათიაშვილი ამშვენებდნენ, რომლებმაც შესაბამისად სიმღერით გაახალისეს “თავადურის” სტუმრები (სხვათაშორის დარბაზის სხვა მაგიდის სტუმრებიც, აქტიურად რომ შემოუერთდნენ ჟურნალისტურ ტუსოვკას), მოგვიანებით სუფრას დიზაინერი თათა ვარდანაშვილი შემოემატა და როგორც რუსები იტყვიან “კაკრაზ ვსამამ რაზგარე”. სცენაზე სტუმართა შორის მყოფი “ყოფილი” მომღერალი ჯგუფ “სთეისის” ყოფილი წევრი ზურა მენთეშაშვილიც ავიდა და ძველი დრო გაიხსენა, მოკლედ იყო დიდი მოლხენა და გართობა. “ვარსკვლავები” კიდევ ერთხელ ულოცავს კობა ბრეგვაძეს დაბადების დღეს და შემოქმედებით წარმატებებს, ბევრ კარგ სიახლეს და სიძლიერეს უსურვებს მას.

ერნა წიფურიას შოუ-ბიზნესური იუბილე

პოპულარული ანსამბლ “გვირილას” ხელმძღვანელმა, ენერგიულმა და შემოქმედებითად წარმატებულმა ქალბატონმა ერნა წიფურიამ რამდენიმე დღის წინ რესტორან “აფხაზეთში” საკუთარი დაბადების დღე ცნობილი ადამიანების ვიწრო წრეში გადაიხადა. ტრადიციულ ქართულ სუფრას თამადობდა და წამყვანის ფუნქციასაც ლოგიკურად კარგად უთავსებდა ზაზა ალექსიძე (რომელსაც სერიოზული “ბაგაჟი” აქვს საიმისოდ, რომ წელს “მეგას” მე-9 ცერემონიალზე “ყველაზე პროდუქტიული კონფერანსიეს ტიტული მოიპოვოს), სტუმართა შორის იყვნენ მსახიობი გურამ ჯაში, მომღერალი ეთერ კაკულია (რომელმაც ჩვეული იუმორით ახალისა სუფრა და რომელმაც ქ-ონ ერნას სცენიდან უმღერა), ბიზნესმენი ნაზი ალასანია, ჟურნალისტი სვეტა კვარაცხელია, თამაზ ქაჯაია, ჯგუფი “დაბლიუ”, მარინა ბუჯიაშვილი (გალერეა “მარკოს” დირექტორი), მანანა გეგიძე (კომპანია “პროფილის” შეფი), თამრიკო ნადირაძე და სხვა უამრავი. რაც მთავარია ხალისიანმა იუბილემ სიმღერის და ცეკვის გარეშეც არ ჩაიარა და მოწყენის საშუალება არავის მისცემია. ქ-ნი ერნა ცოტა დაბნეულიც კი ჩანდა, რადგან ზაზა ალექსიძის გადამკიდე ვერ მიმხვდარიყო კონცერტზე იყო თუ საკუთარ დაბადების დღის სუფრაზე :), სტუმარ-მასპინძელს მოლხენა არ დაუკლია, და არც ერნა წიფურიას უგრძვნია კიდევ ერთი ლამაზი წლის მომატება, რადგან ჩვეული ენერგიულობით, ის უამრავ ახალ პროექტს აგრძელებს, ყველაზე უახლოესი კი, ივლისის ბოლოს, მისი ანსამბლის სახელით მარმარისში გასტროლებია! ჟურნალი “ვარსკვლავები” კიდევ ერთხელ ულოცავს დაბადების დღეს ქ-ონ ერნა წიფურიას, გამარჯვებებს, შემოქმედებით წინსვლას და ჯანმრთელობას უსურვებს მას.

08.07.2008 ნინო ჩხეიძის ახალი ნამუშევარი

ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა და პროდუქტიულმა ქართველმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ კინოთეატრ “ამირანის” მცირე დარბაზში რამაზ ჩაჩანიძის მიერ გადაღებული, თავისი ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და ბავშვები ცხინვალის რეგიონიდან დაესწრნენ. პრეზენტაციას ქობულეთიდან იმ წამს ჩამოსული და დარბაზში შემოსწრებული პარლამანეტარი კობა ხაბაზიც ესწრებოდა, რომელიც ნინო ჩხეიძის მუსიკის დამფასებელია. ღონისძიებას საქველმოქმედო ფონდი “რეჯინა” ედგა სათავეში, რომლის ინიციატივითაც დაესწრნენ კლიპის პრეზენტაციას ცხინვალელი ბავშვები (სხვათშორის სწორედ იმ დღეს, თბილისისკენ მომავალთ დაესხნენ თავს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ლიდერს დიმიტრი სანაკოევს). ნინო ჩხეიძის კლიპი ორიგინალურადა აგადაწყვეტილი და აქცენტი შემსრულებლის სილამაზეზა გადატანილი. სტუმრებს ორიგინალურ, საიმიჯო პაკეტებში ჩადებული ნინოს ახალი აუდიო-დისკიც გადაეცათ საჩუქრად, რომელშიც მომღერლის 13 ახალი სიმღერაა შესული, მათ შორის ბოლო დროის უდაო ჰიტებიც (3 მათგანს წარმოგიდგენთ რუბრიკაში “სიმღერები” – შეგიძლიათ შებრძანდეთ და გადმოიწეროთ).

08.07.2008 კახი კალაძემ ცოლი შეირთო

ქართულ პრესაში უკვე გაჩნდა შეპარვითი, მაგრამ პირველი პირისგან დაუდასტურებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა კახი კალაძემ ცოლად ახალგაზრდა, წარმატებული ქართველი, ულამაზესი მოდელი ანუკი არეშეძე შეირთო. მიხედავად იმისა, რომ კალაძის თხოვნით ეს ამბავი ქორწინებამდე არ უნდა გამჟღავნებულიყო, ანუკის პირადი უსაფრთხოების გამო (რომელსაც, სხვათაშორის უკვე კალაძის პირადი დაცვა დაყვება) როგორ გგონიათ საქართველოში რამე დაიმალება? ფეხბურთელმა, მოდელი მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში ოფიციალურად, ყველა ქართული წესის დაცვით ჩაიყვანა, მშობლებს გააცნო და წარუდგინა, საშემოდგომოდ კი დიდი და გრანდიოზული ქორწილიც გაიმართება. კახის თხოვნით ანუკი უარს ამბობს აქტიურ სამოდელო მოღვაწეობაზე, რის საკომპესაციოდაც კალაძე ახალგაზრდა მეუღლეს, საკუთარ სამოდელო სააგენტოს აჩუქებს იტალიაში, მილანში, რაც დაგვეთანხმებით საკმაოდ ძვირფასი საჩუქარია ნებისმიერი მოდელსითვის! ანუკის თავის ასაკში მიღწეული წარმატებების შენარჩუნება არ გაუჭირდება, როცა გვერდით ასეთი მეუღლე ეყოლება. რამდენიმე დღის წინ ანუკის 18 წელი შეუსრულდა, რესტორან “ქალაქურში” გადახდილ დაბადების დღეზე, საქმრომ საცოლეს ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი უსახსოვრა. ჟურნალ “ვარსკვლავების” სახელით ბედნიერ ქორწინებას ვუსურვებთ წყვილს, სიყვარული, ხალისი და სიმშვიდე არ მოკლებოდეს მათ ოჯახს.

“მის-ბიკინის” “მერიოტში” გამოავლენენ

11 ივლისს სამოდელო სააგენტოს “ფავორიტის” ორგანიზებით “მის-ბიკინი”-ს საფინალო, დასკვნითი შოუ გაიმართება, სასტუმრო “ქორთიართ-მერიოტში” (შეგახსენებთ შარშან კონკურსს “ევრო-პარკმა” უმასპინძლა). როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი და მისი მეუღლე ცნობილი ფოტოგრაფი ნუკრი ჯიოშვილი აცხადებენ, წელს საინტერესო მოდელები წარსდგებაინ მაყურებლის წინაშე, მოდიდან გადასული სუსტი აღნაგობის გოგოებს 26 ლამაზი, სექსუალური და ფერხორციანი მოდელი შეცვლის, საიდანაც არჩევანი სამ გოგონაზე გაკეთდება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსებზე გაემზაგვრებიან. წელს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა შარშანდელს გაცილებით აჭარბებდა, რაც შესაბამისად ხარისხსზეც აისახა, მონაწილე გოგოები მართლაც ლამაზები, სექსუალურები და გამარჯვებისთვის ღირსეული კანდიდატები არიან.

მერაბ სეფაშვილის ახალი კლიპი

გასული თვის ბოლოს მერაბ სეფაშვილმა კლუბ “ტრიუმფში” თავისი ახალი კლიპის პრეზენტაცია მოაწყო და დამსწრე საზოგადოებას ზაზა ორაშვილის მიერ გადაღებული კლიპი - “მე დავბრუნდები” წარუდგინა, რომლის ტექსტიც შარშან “მეგას” დაჯილდოების მე-8 ცერემონიალზე “წლის საუკეთესო ტექსტის” ნომინაციაში გამარჯვებული გახდა, მისი ავტორი ბიზნესმენი სერგი კაკალაშვილია. პროექტის ავტორი პროდუსერი სოსო აბზიანიძეა, რომელმაც “ტრიუმფში” თავი ღირსეულ საზოგადოებას მოუყარა და შესანისნავი საღამო აჩუქა დამსწრე საზოგადოებას. რაც შეეხება თავად კლიპს – ჩვენი შეფასებით ზაზა ორაშვილის ნამუშევრებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, რადგან ყველაზე მთავრი – ტექსტი და სიუჟეტი ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. “ტრიუმფში” მერაბის გარდა იმღერეს მუსიკის ავტორმა ნუგზარ ერგემლიძემ (ახლა დამატებითი პროფესიით პარლამენტარმა), ბესო კალანდაძემ (რომელიც საკუთარ ცოლ-შვილთან ერთად იყო მოსული), წაიკითხეს და მცირე ლიტერატურული საღამო მოაწყვეს სერგი კაკალაშვილის ლექსებზე, მაგრამ სამწუხარო ის იყო, რომ მოსმენის კულტურით ვერც უბრალო ქართული საზოგადოება დაიკვეხნის და ვერც ე.წ. “ელიტარული საზოგადოება”, მურმან ჯინორიას ყელგამოწვდილი უწევდა თხოვნა ხალხზე – ცოტა გაჩუმდით, თორემ ლექსებს ვერ ვკითხულობო! საერთო ჯამში მერაბ სეფაშვილის ახალი კლიპის პრეზენტაციამ სასიამოვნო გარემოში ჩაიარა და დაწყებიდან 3 საათში დაიშალა.

ქუთაისში იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი დაიდგმება

ქუთაისში ლადო მესხიშვილის დრამატული თაეტრის შენობის გვერდით, ცნობილი ქართველი მსახიობის იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი დაიდგმება. ძეგლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი დაიხარჯება. კულტურის სამსახურის უფროსის გიზო თავაძის, თმით, შესაძლოა, თანხა კიდევ გაიზარდოს. ძეგლს ახალგარზდა მოქანდაკე გიორგი კიკვიძე აკეთებს. აღნიშნული უფლება ადგელობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. ”ჯი-ეიჩ-ენი”

საფრანგეთი ქართველ ხელოვანთა გამოფენას მასპინძლობს

საფრანგეთში, ნანტის ეკლესიაში, მიმდინარეობს თანამედროვე ქართველ ხელოვანთა გამოფენა სახელწოდებით "მოგზაურობა თბილისში". ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოფენა საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი სამუზეუმო ინსტიტუციის ინიციატივით მეორედ მოეწყო. პირველი გამოფენა 1999 წელს გაიმართა და ის ფიროსმანის შემოქმედებას დაეთმო. ღონისძიება ნანტის ხელოვნების მუზეუმისა და ლუარის რეგიონის კულტურის საქმეთა რეგიონალური დირექციის მხარდაჭერით იმართება. ექსპოზიცია ნანტის ეკლესიაში 31 აგვისტომდე გაგრძელდება. “ჯი-ეიჩ-ენი”

ფესტივალი “ქობულეთი 2008” წარმატებით დამთავრდა

საქართველოში ფესტივალ-კონკურსებითა და დაჯილდოებების რაოდენობით, რომ ვერავის გააკვირვებ ეს ახალი ხილი არ არის, მაგრამ წარმატებული, ტრადიციული, ლამაზი და შინაარსიანი – აი, ისეთი, ადამიანი, რომ დაჯდები, უყურებ, შეაფასებ და მერე სალაპარაკო მოგეცემა, ცოტაა. . . . ან იმდენად ცოტაა, რომ კაცს ყურადღების მიქცევაც კი გეზარება. მაგრამ. . . ამ იშვიათთაგანთა შორის, ნადვილად მოხვდა შარშან ქობულეთში დაარსებული საერთაშორისო სიმღერისა და ცეკვის ფოკლორული ფესტივალი “ქობულეთი”, რომელიც წელს მეორედ ჩატარდა.

21.05.2008 მამუკა ონაშვილი: - ჩემი თხოვნაა საქართველოდან არ გამაქციოთ!

“ცოცხალი ინტერვიუების” რუბრიკა წარმოგიდგენთ მამუკა ონაშვილთან ჩაწერილ ხმოვან მასალას, სადაც მომღერალი გულისტკივილით საუბრობს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, თავის პირად ცხოვრებასა და დაკარგულ 14 წელიწადზე, - არასოდეს არ მეგონა მე თუ ოჯახი დამენგრეოდა! აცხადებს მამუკა და ცდილობს პირადი პრობლემები საზოგადოებრივი მოღვაწეობით გაანეიტრალოს. მომღერალს გადაწყვეტილი აქვს. . . თუმცა, შებრძანდით “ცოცხალ ინტერვიუებში”, გადმოწერეთ “ინტერვიუ მამუკა ონაშვილთან” და თავად მოუსმინეთ მას! გვერწმუნეთ საკმაოდ მხიარული ადამიანი ცოტახნით მაინც შეგიქმნით თბილ გარემოს.

19.05.2008 “ხმოვანი ინტერვიუ” თამთა გოგუაძესთან

“ცოცხალი ინტერვიუების” რუბრიკას დაემატა ინტერვიუ თამთა გოგუაძესთან, სადაც ის გულახდილად საუბრობს იმაზე თუ რატომ დაენგრა ოჯახი, თუ როგორი მამაკაცი წარმოუდგენია მომავალში თავის გვერდით, თუ რატომ და სად ეძებს სამსახურს ახალგაზრდა მომღერალი! “ვარსკვლავების” ჟურნალისტები თამთას სახლში ესტუმრნენ, ინტერვიუს ბეჭდვითი ვარიანტის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ “ვარსკვლავების” ფურცლებზე, რომელიც 23 ივნისიდან გამოვიდა გაყიდვაში, პარალელურად შებრძანდით აქვს, “ცოცხალი ინტერვიუების” რუბრიკაში, გადმოწერეთ და მოუსმინეთ თამთას ინტერვიუს ხმოვან ვარიანტს.

15.06.2008 პირველი “ამტანი” და რუსი მსახიობი დამეგობრდნენ

პირველი “რეალითი-შოუს” “ამტანის” ფინალისტი და სკანდალური მონაწილე მსახიობი ნატა გულიაშვილი თბილისში მხიარული, უშუალო და თამამი მსახიობი გოგონას სახელით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ გამჟღავნდა, რომ ნატა ყურებამდეა შეყვარებული რუსული მხატვრული ფილმის “ბედის ირონია 2”-ის მთავარი როლის შემსრულებელ სერგეი ბეზრუკოვზე, ეს ამბავი თავად მსახიობს კი, ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტმა, გადაცემა “პროფილის” წამყვანმა მაიკო ასათიანმა შეატყობინა და მოკლედ “დააბოლა” რუსი მსახიობი და იმასაც ისე მოსწონებია ჩვენი შავგბრემანი ნატალი, რომ თავში ფიქრებად მომავალიც კი აიწყო :)) – ნატალის საკუთარი ავტოგრაფით დიდი პლაკატი და ფილმები გამოუგზავნა მისივე მონაწილეობით, ფილმში პარტნიორობაც შესთავაზა და მოკლედ - ახლა ნატაზეა დამოკიდებული ბევრი რამ :) - იმედი მაქვს ჩვენი პარტნიორობა რეალურად შედგება და ყველაფერი ლამაზი და მოულოდნელი წინ მელოდება! აცხადებს აჟიტირებული ქართველი “ამტანი”. რატომაც არა? ყველაფერი ხდება და შესაძლოა აქედან კიდევ ერთი კონკიას ზღაპარს ჩაეყარა საფუძველი, - დრო გვიჩვენებს.

14.06.2008 ელენე ფოჩხუას 12 ენოვანი “იავნანა”

ყოფილი “ჯეოსტარელი” და მალაიაზიური “იავნანას” უბადლოდ შემსრულებელი, ქართველი ელენე ფოჩხუა, სერიოზულად დაფიქრდა და ახალი პროექტის შექმნას შეუდგა - “იავნანა” 12 სხვადასხვა ენაზე, რომელსაც ელენე შეასრულებს ნამდვილად არ არის ადვილი სამღერი, მითუმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ენაზე ნამღერი “იავნანა” ბავშვს კი არ დააძინებს, ალბათ უფრო გამოაღვიძებს და ძილსაც კი დაუფრთხობს :) ელენემ პროდიუსერად საკუთარი ძმა, ასევე მომღერალი და პროექტის “ჯეო-ბარი 1”-ის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გიორგი ფოჩხუა აირჩია და საქმესაც მონდომებით შეუდგა, რადგან სპეციალური ალბომი რომლის გამოშვებასაც და-ძმა ფოჩხუები აპირებენ მხოლოდ “იავნანებით” იქნება “გაძეძგილი” და ბევრ დედას შესაძლოა აღარც კი დასჭირდეს თავის შეწუხება ჯიუტი შვილის დასაძინებლად, ჩაურთე დისკი და 12 იავნანადან, რომელიმეზე მაინც არ დაეძინება ჭირვეულ პატარას? :)

13.06.2008 გოგი დოლიძის სახელობის მე-3 ფესტივალი წარმატებით დასრულდა

თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ინიციატივით სამი წლის წინ დაარსებული ფესტივალი, რომელიც დიდი ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის სახელს ატარებს და ქართული სიმღერების პოპულარიზაციას ემსახურება, ოპერის თეატრში წარმატებით დასრულდა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ფესტივლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 4.000-მადე ბავშვს მოუსმინეს და დიდი შრომის შემდეგ მათგან 30 მოზარდი საფინალო, დასკვნითი საღამოსთვის შეარჩიეს, რომელიც ოპერაში გაიმართა. ამაღელვებელი და მართლაც ლამაზად საყურებელი და მოსასმენი იყო გამომსვლელთა თითოეული ნომერი, დარბაზი აღფრთოვანებული და სასიამოვნოდ გაოგნებული დარჩა 163-ე სკოლის 11 წლის მოსწავლის პაპუნა შარიქაძის ნამღერით, რომელმაც ხალხს “აღმაშენებელი თბილისს მოაბიჯებს” შეუსრულა და პირდაპირი გაგებით ტანში დაბურძგლა დარბაზში მსხდომი 500-მადე მაყურებელი. სხვათაშორის ფესტივლის ორგანიზატორებმა სასიამოვნო პრეცედენტი დააფიქსირეს, არ გაანაწილეს არცერთი ადგილი და არცერთი პრემია, ყველა მონაწილეს ლაურეატის სტატუსი მიანიჭეს და ფასიანი საჩუქრებიც თითოეულ მათგანს ჩამოურიგეს, რაც შესაბამისად ღირსეული ნაბიჯია! “გოგი 2008” დასრულდა და ორგანიზატორები ახლა უკვე იმაზე მუშაობას იწყებენ როგორ გახდეს “გოგი 2009” უკვე საერთაშორისო დონის ფესტივალი!

12.06.2008 ნუგზარ ერგემლიძე დეპუტატობაზე უარს არ ამბობს

მოგეხსენებათ საპარლამენტო არჩევნებში 5%-ან ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიების ნაწილმა დეპუტატობაზე უარი განაცხადა და პარლამენტში არშესვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო. ამ პარტიათა შორისაა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) – შალვა ნათელაშვილის პარტია, რომლის საარჩევნო სიებში მე-5 ნომრად წარმოდგენილი იყო კოპოზიტორი და მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე, ის არ დაეთანხმა პარტიის გადაწყვეტილებას და პარლამენტში შესვლაზე და მუშაობაზე საბოლოო განაცხადი გააკეთა: - ვერ ვხვდები, რა მოაქვს პროტესტის ამ ფორმას და პარლამენტში არშესვლას? ხალხმა ჩვენ ხმა მოგვცა, გვენდო და ჩვენ მათი ნდობა უნდა ვეცადოთ, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან გავამართლოთ! – აცხადებს ნუგზარ ერგემლიძე. ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია აცხადებს, რომ არ აპირებს პოპულარული მომღერლის საქციელზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ საზოგადოდ, ოპოზიციურ პარტიებში, ზოგიერთი ერგემლიძის ამ ნაბიჯს, ღალატადაც ნათლავს, რაც ჩვენის აზრით არასწორია და ბ-ნი ნუგზარი მართალია იმაში, როცა აცხადებს – ოპოზიციას ხალხმა მხარი იმისთვის კი არ დაუჭირა, რომ კვლავ პროტესტები გამოეხატა და კვლავ ქუჩიდან ებრძოლა, არამედ იმისთვის, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოეყენებინა იმავე ხმამაღალი განცხადებების გასაკეთებლად, რასაც თუნდაც ქუჩიდან აკეთებენ! “ვარსკვლავები” ულოცავს ნუგზარ ერგემლიძეს პარლამენტარობას და იმედოვნებს, რომ ის მაინც იქნება ქართული კულტურისა და ქართული საეტრადო პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი საკანონმდებლო ორგანოში.

11.06.2008 ანრი ჯოხაძეს საქართველოში ვარსკვლავობა მოსწყინდა

შეგახსენებთ, რომ ანრი ჯოხაძე წელს “ევროვიზიის” კონკურსზე საქართველოს სახელით გამომავალ რუსული ესტრადის ვარსკვლავს დიანა ღურწკაიას ახლდა და მასთან ერთად იდგა სცენაზე, თუმცა მისთვის უჩვეულო ამპლუაში – ანრი “ბექ-ვოკლაში” მღეროდა დიანასთან ერთად. მომღერალი ჩვეული სითამამით აცხადებს, რომ “ევროვიზია 2008” ჩაწყობილი იყო და ყველამ წინასწარ იცოდა, რომ დიმა ბილანი გაიმარჯვებდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა (ეს იმას გავს, როცა საქართველოში გამართულ შესარჩევ კონკურსზე “სპორტის სასაახლეში” ყველამ იცოდა, რომ დიანა ღურწკაია გაიმარჯვებდა, მაგრამ ხმამაღლა არავინ საუბრობდა ამაზე). ანრი ჯოხაძე ხმამაღლა ამბობს, რომ უკვე მობეზრდა საქართველოში ვარსკვლავობა, აღიზიანებს ერთიდაიგივე სახეების ცქერა და დიდი სურვილი აქვს ახალი სახეების ხილვისა, ახალ ქართულ შოუ-ბიზნესში, - სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დაისვენოს და თავს ბევრი რამის უფლება მისცეს, - გამოვჩნდები მაშინ, როცა საქართველოში ახალი ჯანრმთელი სახეები გამოჩნდებიან შოუ-ბიზნესში! – ამბობს მომღერალი

10.06.2008 “პატრინოტში” გაგრაში დაბადებულმა ბოლო ქართველმა გაიმარჯვა

რამდენიმე დღის უკან მუსიკალური კონკურსის “პატრინოტის” მეოთხე დასკვნითი საღამო ჩატარდა, სადაც პატრიოტულ თემებზე დაწერილი სიმღერები გამოავლინეს, მათ შორის საუკეთესო კი, გამარჯვებულად დაასახელეს – 15 წლის გიგუშა მანაგაძე, გაგრის დაცემამდე 12 საათით ადრე წამოიყვანეს საკუთარი სახლიდან და ომს ახალდაბადებული ქართველი, ტყვიების წვიმაში გააცილეს. 15 წლის გიგუშამ აფხაზეთზე ნამღერი სიმღერა, მთელი გულით ქართველების უკან დაბრუნებას მიუძღვნა და როგორც თავად აცხადებს ბედნიერი იმით, რომ ჯილდო თავად საქართველოს პრეზიდენტის ხელიდან მიიღო! გამარჯვებულისთვის ასევე დაწესებული იყო ფულადი პრემია 5.000 ლარი, რომელსაც 15 წლის მომღერალი მალე მიიღებს. როგორც პროექტის ერთ-ერთი პროდუსერი ლელა ჯაფარიძე აცხადებს “პატრინოტი” წარმატებული პროექტია და ის მომავალ წელსაც ჩატარდება.

09.06.2008 პაატას “სვანური” “რუსთაველში”

კინო-თეატრ “რუსთაველის” მცირე დარბაზში დღეს პაატას (თედიაშვილის) ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სვანური ფოლკლორის მუსიკალურ წყობაზეა გადაღებული, კლიპსაც შესაბამისად ჰქვია - “სვანური”, რომლის რეჟისორებიც დაჩი დარჩია და ბასა სამხარაძე არიან, ხოლო უდაოდ ხარისხიანი არანჟირება კი, მუსიკოს ჭაბუკა ამირანაშვილს ეკუთვნის. კლიპის პრეზენტაცია და ზოგადად ახალი მუსიკალური ნამუშევარი თანამედროვე ქართულ შოუ-ბიზნესში იმდენად იშვიათობა გახდა, რომ ბევრს უკვირდა კიდეც – როგორ? ვინმემ რაიმე ახალი გააკეთაო? აღნმოჩნდა, რომ ვიღაცეები მუშაობენ და ისევ ქმნიან ხარისხიან პროდუქტს და თუ დღეს ამას აზრი არ აქვს, ხვალ – ნადვილად ექნება მუსიკოსების, მომღერლების და ჟურნალისტების გარდა პაატას კლიპის პრეზენტაციას საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის 2 დეპუტატი, გლდანის მაჟორიტარი გიორგი ასანიძე და კობა ხაბაზი ესწრებოდნენ. კლიპის დაწყებამდე სიტყვა თავად პაატამ ითხოვა და დამსწრე საზოგადოებას თამამად, ჯიგრულად და ომახიანად აუწყა, რომ “ერისონის” კლიპის მერე ასეთი კლიპი მას ჯერ არ უნახავს, კლიპი სადაც აშკარადაა გადმოცემული ქართული ხასიათი, - ძნელია არ დაეთანხმო, რადგან ზუსტად ჩანს ქართული, ვაჟკაცური სული, კლიპიც ლამაზადაა გადაღებული, თუმცა ჩვენ მოგვეჩვენა, რომ პაატა საჭიროზე მეტად ჩანს კადრებში და აქცენტი მაინც თუნდაც ხმალზე, ხანჯალზე, სხვანურ ცეკვაზე და ა.შ. უნდა ყოფილიყო გადატანილი, რაზეც პაატამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ – ეს ყველაფერი სისხლთან ასოცირდება და ამიტომ ვთქვით ამაზე უარიო! კლიპი მეგობრობის, ერთობის და ქართველთა ერთად დგომის სიმბოლო მინდოდა, რომ ყოფილიყოო! – ფაქტია, ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ქართველებს. “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს პაატას და ახალ შემოქმედებით წარმატებებს უწინასწარმეტყველებს ნიჭიერ მომღერალს.

06.06.2008 “რეალითი-შოუ” კვლავ აფხაზეთიდან ლტოლვილმა მოიგო

მუსიკალური ტელე-პროექტი “ვარსკვლავური აკადემია” ჩვენი შეფასებით ყველა პროექტს შორის ყველაზე შედეგიანი მარტო იმით იყო, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგა ხანია წავიდა დრო ძველი ავტორიტეტებისა, ე.წ. “პროფესიონალებისა” და “ელიტარული მომღერლებისა”. “ვარსკვლავური აკადემია” დამთავრდა და ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს პროექტი კვლავ აფხაზეთიდან ლტოლვილმა მოიგო – დიტო ლაგვილავა დამსახურებულად გახდა გამარჯვებული, ახალი ბინისა და ახალი “მერსედესის” მფლობელი. ახალგაზრდა ყმაწვილი აფხაზეთიდან დევნილია და მშობლებთან და რამდენიმე ნათესავთან ერთად, დღემდე საავადმყოფოს შენობაში, კუსტარულად ამოშენებულ ერთ 15 კვადრატულ ოთახში ცხოვრობდა, უდაოდ ნიჭიერმა და არაპროფესიონალმა მომღერალმა, საფუძვლიანად დაამტკიცა, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ ადამიანს გაქვს მონდომება, სურვილი და ოდნავი იღბალი მაინც. ჟურნალ “ვარსკვლავების” სახელით გამარჯვებას ვულოცავთ დიტო ლაგვილავას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ “ვარსკვლავურმა აკადემიამ” გაამართლა, თუ ამ ბავშვებს არ შეუწყვეტენ “აღზრდას” ქართული შოუ-ბიზნესი შევსებას მიიღებს და გაცვეთილ სახეებს, ახალი – გაცილებით ნიჭიერი თაობა ჩაანაცვლებს!

05.06.2008 “ბარი-4”-ს დედოფალს ნამდვილი დედოფლობაც სურს

დეა ადამია – ტელე-პროექტ “ბარი-4”-ს ბოლო გამარჯვებულია, შოუს დროს ის თავს ხშირად “ბარის დედოფლად” მოიხსენიებდა, მხიარული, კეთილი ამბიციებით შეპყრობილი ქალბატონი ახალი სიმაღლეების დაპყრობას აპირებს და თამამად ღებულობს მონაწილეობას “მის საქართველო 2009”-ის კონკურსზეც, სადაც მან შესარჩევი ტურები უკვე გაიარა! თუ ამ კონკურსის გასული წლების შეცდომებს გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს რატომ ამოწმებენ წელს მონაწილეთა ასაკს, გათხოვება-გამოთხოვება-განათხოვრების ამბავს საფუძვლიანად (მოგეხსენებათ შარშანდელი გამარჯვებულიც განათხოვარი აღმოჩნდა და 1-ლი ადგილის მფლობელიც, რამაც დამატებითი სკანდალები ად პრობლემები შეუქმნა “მის საქართველოს” საორგანიზაციო კომიტეტს სააგენტო “იმიჯ-ცენტრის” სახით). დეა ადამია უკვე ემზადება კონკურსის მოსაგებად და გახარებულია იმ ფაქტით, რომ წელს “მის საქართველოს” მოსახლეობა გამოავლენს მესიჯების საშუალებით (ალბათ მეტი ობიექტურობისთვის) და მასაც, იმ ხალხის იმედი აქვს ვინც დეა “ბარი-4”-ს დედოფლად აქცია, ამჯერად კი ტალანტ ქალბატონს “მის”-ის წოდება სურს მიიღოს!

04.06.2008 ნინო ქათამაძე დედა გახდა

მაისის ბოლოს მომღერალმა ნინო ქათამაძემ ვაკეში, “ლეჩკომბინატში” მენა-გინეკოლოგიურ კომერციულ განყოფილება “ჰერაში” საკეისრო კვეთით იმშობიარა და პატარა ნიკოლოზი მოუვლინა ქვეყანას. როგორც მისი პირადი ექიმი, მედცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუზა ტარტარაშვილი აცხადებს ბავშვი 3 კილო და 700 გრამი, 52 სმ. სიგრძის, სრულიად ჯანრმთელი დაიბადა, ნინოს საკეისრო კვეთა კი, წინასწარვე დაგეგმილი იყო, რადგან ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდი არ იძლეოდა ჩვეულებრივი მშობიარობის საშუალებას. მშობიარობას ნინოს ექიმი მეუღლეც დაესწრო (ის, ქირურგია). “ვარსკვლავები” ულოცავს მომღერალს პატარა ნიკოლოზის ქვეყნად მოვლინებას და ბედნიერ დედობას უსურვებს ნინოს.

31.05.2008 მულატკა: - ცხოვრებაში არასდროს მომიხდია ბოდიში და არც მოვიხდი!

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის "ინტერვიუების" სტუმარია ტელე-პროექტ “ჯეო-ბარი 4” სკანდალური მონაწილე მულატკა კირიაკი, რომელსაც პირდაპირ ეთერში სექსი ჰქონდა. საქართველოში განხორციელებულ არც ერთ პროქტში მსგავსი “ინცინდენტი” არ ყოფილა. ამ მხრივ მულატკას კონკურენტი და პირველობაში მოცილე ნამდვილად არავინ ყავს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ასეთი გზით მოპოვებული პოპულარობით ოჯახის წევრების უმრავლესობა გაანაწყენა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინტერვიუდან შეიტყობთ თუ რამ აატირა გულწრფელად მულატკა და პირველმა ვინ დაურეკა შესარიგებლად, რას და ვის როგორ ეკონტაქტება, რა არ მოსწონს და რა აღიზიანებს, რატომ არასოდეს ყოლია ნამდვილი შეყვარებული და კიდევ - რატომ სწყინს მულატკას, რომ ის ძალიან ცუდ გოგოდ მიაჩნიათ! აღნიშნული ინტერვიუს ხმოვანი ნაწილი (ცენზურის და მონტაჟის გარეშე) შეგიძლიათ გადმოწეროთ "ცოცხალი ინტერვიუებიდან" და მოუსმინოთ

30.05.2008 "ბროლის წერო" ლევან ჯიბლაძეს ერგო წილად

ყოველწლიურად მოლდავეთში ქ. ბელცში ტარდება საერთაშორისო საესტრადო სიმღერების ფესტივალი “ბროილს წერო”. 2008 წელს საქართველოდან ამ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ორმა კონკურსანტმა ლევან ჯიბლაძემ (“იმედის ტალღა 3” მონაწილე და იურმალის “ახალი ტალღა 2008” ნახევარფინალისტი) და მორის მელაძე (“ნუცას სკოლა 3” მონაწილე ) 18 ქვეყნის 22 მონაწილე კონკურსანტებს შორის ძლიერი კონკურენცია ნამდვილად იგრძნობოდა თუმცა წელს გრანპრი სწორედ რომ საქართველოს ერგო, რომელიც ლევან ჯიბლაძემ მიიღო, 12 ჟიურის წევრის მოწონება დაიმსახურა. L ფესტივალის გახსნაზე სპეციალური მოწვევით სოლო კონცერტი ჩაატარა რუსეთის ესტრადის ვარსკვლავმა “ბიანკამ”, ხოლო გალა კონცერტზე ქართული ესტრადის ერთ ერთი საყვარელი მომღერლის სოსო პავლიაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართა და სწორედ სოსომ გადასცა ლევან ჯიბლაძეს გრან-პრი. Kკონკურსი შედგებოდა 2 ტურისაგან პირველ ტურზე ლევან ჯიბლაძემ წარადგინა ნაციონალური ქართული სიმღერა “როცა სიყვარული მოვა” რომლის ავტორი არის გიგა კვენეტაძე და მეორე ტურში უცხოენოვანი ჰიტი მიკას რეპერტუარიდან გრაცე Kელლყ. Bროგორც უკვე იცით ამ ფესტივალზე კონკურსანტების წარდგენის ექსკლუზიური უფლება აქვს საკონცერტო სააგენტო “მაქსიმუმს”, ხელმძღვანელი ეკა ჩიტაშვილი რომელიც ამჟამად რუსეთში კერძოდ კი, მოსკოვში განაგრძობს მოღვაწეობას. “ბროლის წეროს” ფესტივალს საქართველოდან წელს კურირებდა პროდიუსერი ზვიად შელია. ლევანისა და ზვიადის ტანდემი სამომავლოთ გაგრძელდება და ისინი კონტრაქტს გააფორმებენ ახლო მომავალში. ლევანს პროდიუსინგს გაუწევს ივლისის თვეში უკრაინაში კერძოდ ლვოვში საერთაშორისო ფესტივალზე “მალადა გალიჩინაზე” და ასევე იალტაში საკონკურსო ფესტივალზე “მორე დრუზეი”.G ასევე უკრაინის ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტორმა, თემურ უსმანოვმა ლევანს აჩუქა რუსულენოვანი სიმღერა რომელიც ახლო მომავალში ჩაიწერება და დატრიალდება კიევში სხვა და სხვა რადიო სადგურებზე. გარდა ამ მიწვევებისა კიევში პროდიუსერს აქვს მოლაპარაკება ერთ ერთ საპროდიუსერო ცენტრთან, რომლის თანახმადაც ლევანს მოუწევს კიევში მუშაობა სხვა და სხვა კლუბებში. იმედს ვიტოვებთ რომ ლევანი მომავალში მიწვეული ფესტივალებიდანაც ისეთივე წარმატებას მოუტანს საქართველოს როგორც ბროლის წეროზე.

29.05.2008 1-ლი ივნისის საბავშვო ფესტივალი - "ბავშვები, ბავშვებს"

1 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პირველი ივნისი საქართველოში ბავშვები დიდი მღელვარებით ელიან ამ დღეს. პირველად თბილისში ამ თარიღთან დაკავშირებით ტარდება საბავშვო მუსიკალური ფესტივალი, ამ ღონისძიებას გეგმავს ერთობლივად ტელეკომპანია: “მზე” და საბავშვო ფონდი: “გვირილა”, თანაორგანიზატორია თბილისის მერია. ფესტივალის ჩატარება დაგეგმილია ყოველწლიურად და მასში მიიღებენ მონაწილეობას ცნობილი მომღერლები, საუკეთესო საბავშვო კოლექტივები, ბავშვები აფხაზეთიდან საქართველოს კონფლიქტის რეგიონიდან, მათ ჩამოყვანას უზრუნველყოფს აფხაზეთის მთავრობა. ასევე მიუსაფარ ბავშვთა სახლების აღსაზდელები. მოგახსენებთ, რომ ფესტივალის ხანგრძლიობა 3 დღეა. ფესტივალის 1 დღე - საზეიმო გახსნა შარდენზე: დაგეგმილია მოსწავლე – ახალგაზრდობისა და მიუსაფარ ბავშვთა სახლების აღსაზდელების, ნახატების, ნაკეთობების წარდგენა, მათი გამოფენა -გაყიდვა შემოსული თანხა გადაეცემა ბავშვთა სახლებს. ფესტივალის მე – 2 დღე - ბრიფინგი. მე - 3 დღე ფესტივალის საზეიმო დახურვა, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. ჩატარდება გალა-კონცერტი. ფესტივალის დახურვაში მიიღებენ მონაწილეობას თბილისის საუკეთესო საბავშვო კოლექტივები და ქართული ესტრადის ცნობილი სახეები. ფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერა ეკუთვნის ტელეკომპანია: “მზე”, “რუსთავი2”, “ალანია”, ჟურნალი: “თბილისელები.” და ინტერნეტ - ჟურნალი: “ვარსკვლავები”.

27.05.2008 ეთერ კაკულიას და მაკა ქაჯაიას მეგრული დუეტი

ხშირად აღგვინიშნავს, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი რთული და უპერსპქტივო სიტუაციია ზოგადად ქართულ შოუ-ბიზნესში, არიან ადამიანები რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ, შრომობენ და აკეთებენ საქმეს, ქმნიან ახალ სიმღერებს, აცოცხლებენ ძველს, ან საერთოდ - ამბობენ ახალ სიტყვას! მაკა ქაჯაიას სახელი უცნობი ნამდვიალდ აღარაა ქართველი მსმენელისთვის, რადგან არ არსებობობს საქართველოში კუთხე, ქალაქი და რაიონი სადაც, ის არ გამოსულა, არ უმღერია და აპლოდისმენტები არ მიეღოს! 22 წლის ლამაზ ქალბატონი არც თავყვანისმცემლების რაოდენობას უჩივის. სულ ახლახანს, საპროდიუსერო კომპანია “ჯადოსნური ხმების” ინიციატივით გადაწყდა მაკას მეგრული სიმღერების ალბომის გამოშვება, სადაც 12 სიმღერა უნდა შევიდეს, მათ შორის რამდენიმე დუეტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი – დუეტი ეთერ კაკულიასთან ერთი თვის წინათ ჩაიწერა და რამდენიმე კონცერტზე წარმატებითაც შესრულდა. როგორც საპროდიუსერო კომპანიის ხელმძღვანელი თამაზ ქაჯაია აცხადებს დისკი ნოემბრის ბოლოსთვის გამოვა ქსელში და ჩვენ ჩვენის მხრივ ზუსტად ვიცით, რომ მეგრული სიმღერის მოყვარულებს (და არა მარტო მათ) მართლაც ლამაზი საჩუქარი ელით.

26.05.2008 ევროპას ცრემლების არ სჯერა

სამწუხაროდ ისევ ჩავფლავდით, “ევროვიზია 2008”-ზე საქართველოს სახელით მონაწილე რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი დიანა ღურწკაია ათეულშიც ვერ მოხვდა, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით ერთი საფეხურით წაგვწია წინ და მე-11 ადგილი გვარგუნა, შარშან მე-12 ვიყავით და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, იმედია 2019 წელს საქართველოს წარმომადგენელი სამეულში მაინც მოხვდება, თუმცა - ესეც არ იქნება ასე, სანამ საქართველოში ვიღაცეების ანგარიშის გაწევას თავს არ დაანებებენ და მიხვდებიან, რომ შოუ - შოუა და იქ სენტიმეტალიზმებს და პოლიტიკურ გათვლებს ნულოვანი (!) შედეგი აქვს! თავად მომღერალი დიანა ღურწკაია არაფერ შუაშია, უბრალოდ – კარგი იქნებოდა “ევროვიზიაზე” მამაკაცი გაგვეშვა, ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საიტის ფავორიტი სალომე გასვიანი იყო) - გამართლებულად ჩაითვლებოდა ასევე რუსული ეესტრადის ქართველი ვარსკვლავის ირაკლი ფირცხალავას გაშვება, მარტივი მიზეზის გამო – “პატარა-პატარა” გოგოებს, რომლებიც მხარადასაჭერ მესიჯებს აგზავნიან ევროპის ქვეყნებიდან, ხშირად მოსწონთ ხოლმე ფეხბურთელი და ესტრადის ვარსკვლავი მამაკაცები, ეს მარტივი გათვლა კი - რუსეთმა კარგად გამოიყენა, პლიუს ამ გათვლის გამოც გახდა დიმა ბილანი წელს გამარჯვებული. საოცარია “ამხელა საქართველოში” რით ვერ მოვძებნეთ ერთი ლამაზუკა, ცოტა ნაზი, ცოტა ქალური, ცოტაც მამაკაცური ვარკვლავთბიჭუნა, რომ საერთაშორისო კონკურსებში ათეულს ზემოთ, ოდნავ მაინც აგვაცილოს, რაიმე სენტიმეტალიზმზე და ვინმეს პირად სიმპათიებზე კი არა - უბრალოდ შოუზე გავთვალოთ! კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ - დიანა ღურწკაია ჩვენს კრიტიკულ მასალაში არაფერ შუაშია, აქ საქმისადმი მიდგომაა გამოსაცვლელი.

25.05.2008 ახალი სიტყვა ახალი “ვენდეტასგან”

ყოველთვის ვამბობდით, რომ ქართულ, თანამედროვე შოუ-ბიზნესს რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებული და რაღაც ისეთი ჭირდება, რაზეც უბრალოდ იმას კი არ იტყვიან – ვა, რა მაგარიო! არამედ იმასაც, რომ - ვა, მართლა რა მაგარიაო :)). შეფასებებში იშვიათად შევმცდარვართ და გვჯერა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა არ ვცდებით - თბილიში სამმა თინეიჯერმა გოგონამ, შესაძლოა შესაბამისი ხელშეწყობის, გვერდში დგომის და სტიმულის შემთხვევაში სწორედ ის ახალი სიტყვა გაამყარონ, რასაც მოგახსენებდით – “ვენდეტა” ასე დაარქვეს საკუთარ ჯგუფს ემიმ, თეონამ და ემსიმ, თინეიჯერებმა (რომლის ლამაზ პლაკატსაც, სხავთშორის ჟურნალ “მესიჯის” მე-5 ნომერში გთავაზობთ) - მიუხედავად იმისა, რომ ისინი არავის მიმართ შურისძიებას არ აპირებენ, არც რაიმე არასერიოზულ მუსიკას აკეთებენ და არც “გიჟობენ”, ისინი ახალ სიტყვას ამბობენ – გოთური მუსიკა, ასე აფასებენ თავიანთ პირველ ნამუშევარს (რომლის გადმოწერაც და მოსმენაც ერთ კვირაში შეგეძლებათ ჩვენი საიტის “სიმღერების” განყოფილებიდან”) და უკვე იმაზე ფიქრობენ უკეთესი და უკეთესი გააკეთონ! “ვენდეტელები” არ უსმენენ ყველას, არ მოსწონთ ყველა მიმდინარეობა, აქვთ კონკრეტული გემოვნება და იციან რატომაც მოსწონთ ესათუის მომღერალი, ჯგუფი ან მიმდინარეობა! სამი მხიარული თინეიჯერი გერმანული ჯგუფის “ტოკიო ჰოტელის” ფანია, მეტიც – ჯგუფის სოლისტი ემი, ახლოს იცნობს “ტოკიო ჰოტელის” ბილის და ხშირად ესაუბრება “სკაიპში”, უფრო მეტიც - ბილი ემიზეა შემეგობრებული და მათი “სკაიპის” საუბრის ისტორია, რომ ნახოთ აშკარად მიხვდებით, რომ ბილის (რომელსაც კარგი გემოვნება ქონია) ძალიან უნდა საქართველოში ჩამოსვლა – ემისთან! - როცა კომპიუტერთან ზის და “სკაიპშია” ყოველთვის ვსაუბრობთ, ვაღიარებ რომ დილამდეც გვისაუბრია, ძალიან საყვარელია, ძალიან კარგი ბიჭია, - აცხადებს ჩვენთან საუბარში ემი – საქართველოზე, რომ ვეკითხებოდი, არ იცოდა, არც ის იცოდა, რომ აქ ფანები ყავს და მათ ჯგუფს უსმენდნენ, - ახლა უკვე ყველაფერი იცის საქართველოზე. ხალისიანმა თინეიჯერებმა მშობლებიც საკუთარ ასაკში დააბრუნეს და აიყოლიეს – ჯგუფი “ვენდეტა” უნდა არსებობდეს, ეს გოგონების სურვილია - იარსებოს! ეს კი მშობლების :)) – ჩვენ კი, ჩვენის მხრივ ერთს დავამატებთ: - ეს, ის ახალი სიტყვაა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით! “ვენდეტას” აქვს მომავალი. . .

24.05.2008 ნინი ჩხეიძე საზღვრებს გასცდა

ქალაქური სიმღერების შემსრულებელი მომღერალი ნინო ჩხეიძე აქტიურ მუშაობას კვლავაც განაგრძობს. 28 მაისს ის სოლო კონცერტს ოდესაში გამართავს, 15 ივნისს კი, იგივე პროგრამიტ ისრაელში გაემგზავება. გამგზავრებამდე, 10 ივნისს, კი ნინო თავის რიგით მესამე ალბომს და კლიპს გამოუშვებს. მესამე ალბოლში შესული სიმღერები მთლიანად მოსკოვში, კოტე ნონიკოვის სტუდიაში დაბალანსდებ. ალბომში 12 სიმღერა შევა, მათ შორის, 2 დუეტია, ლექს-სენთან და ქსოვრელებთან, რამოდენიმე ძველი და კიდევ ერთი თავად ნინოს დაწერილი სიმღერა, რომელზეც ახლახან რეჟისორმა რამაზ ჩაჩანიძემ მომღერალს კლიპი გადაუღო. ნინო ჩხეიძის რიგით მესამე ალბომი გამორჩეული იმითაც იქნება, რომ, მსმენელს ახალი სიმღერების მოსმენასთან ერთად, საშუალება ექნება დისკში ნინოს ფოტო ალბომიც იხილოს. ნინოს ფოტო ალბომში გამოყენებულ ჩაცმულობაზე დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი იზრუნებს. უახლოეს მომავალში კი ნინო ჩხეიძე საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიას გახსნის, რომლის ინტერიეის დიზაინზეც ამჟამად ცნობილი დიზაინერი პაატა ქურდიანი ზრუნავს. სტუდია მომღერლის პიარზეცზეც იმუშავებს და ნინოს თავყანისმცემლებისთვის მომავალში უამრავ სურპრიზს მოაწყობს.

20.05.2005 "არ დაიდარდოს" წამყვანმა, ბეგი გოგუამ პარლამენტთან უვადო შიმშილობა დაიწყო

პარლამენტის წინ რადიო "არ დაიდარდოს’" მუსიკალურმა წამყვანმა, ბეგი გოგუამ კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო. "პროტესტის ამ ფორმას იმიტომ მივმართე, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული. პრეზიდენტს სხვა ფორმით ხმა ვერ მივაწვდინე, ამიტომ ამ გზით მას უნდა ვუთხრა, რომ ისიც შვილია და დარწმუნებული ვარ, რომ მშობელი ჩემზე ნაკლებად არ უყვარს!" - განაცხადა ბეგი გოგუამ. მისი თქმით, დედამისს, გულნარა ჯინჯოლავას სახელმწიფო ქონების, 1 მილიონ ლარის მითვისებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა უკანონოდ ედავება. "ამ ბრალდებას კატეგორიულად ვერ მივიღებთ, რადგან ჩემს ოჯახს დანაშაული არ ჩაუდენია. ჩემს ოჯახზე მუქარა და ზეწოლა გრძელდება" - განუცხადა ფაქტს გოგუამ. ბეგი გოგუას თქმით, დედამისი ზუგდიდის 4 საპყრობილეში უკანონოდ 52 დღე იმყოფებოდა. მისივე თქმით, შიმშილობის აქცია პოლიტიკისგან შორსაა და მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემას ეხება. ბეგი გოგუამ შიმშილობა ერთი მოტივით დაიწყო: სისხლის სამართლის საქმე დაიხუროს და მისი ოჯახის შევიწროება შეწყდეს. გოგუა მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

19.05.2008 ლელას ძველი "ისამანი"

ვაჟა დურგლიშვილის, ნუნუ დუღაშვილის, რუსა მორჩილაძის და ლილიკო ნემსაძის ახალი სიმღერები ლელას ახალ ალბომში შევა. გარდა ამისა, გადაცემაში პრემიერ-შოუ ლელამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე თვის შემდეგ ლელას სახელობის მუსიკალური სტუდია იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება მუშაობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ამავე სტუდიაში საბავშვო მუსიკალური სკოლაც განთავსდება, სადაც რუსა მორჩილაძე პატარებს სიმღერებს შეასწავლის. გადაცემაში "პრემიერ-შოუ" ლელას ახალი სიმღერა მოისმინა მსმენელმა. ეს ვაჟა დურგლიშვილის “ძველი ისამანია”, რომლის მოსმენის საშუალება ამიერიდან რადიო "არ დაიდარდოს" მსმენელს მიეცემა. სულ მალე რადიო "არ დაიდარდო" მსმენელს ლელას კიდევ ერთ სიმღერას შეთავაზებს. ეს რუსა მორჩილაძის “ალალმეა”, სიმღერა, რომელიც სპეციალურად სპექტაკლისთვის “გაყრა” შეიქმნა. ეს სპექტაკლი მუსკომედიის თეატრში დათო დოიაშვილმა დადგა, მუსიკალური გაფორმება კი რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის. 21 მაისამდე ლელა წინასაარჩევნო კონცერტებით იქნება დაკავებული. (არ დაიდარდო")

17.05.2005 წერილი საპროდიუსერო ცენტრიდან GELANY USA

**როგორც იცით საპროდიუსერო ცენტრი GELANY USA 1 წელზე მეტია რაც ამერიკაში ქართველ ემიგრანტებისთვის სხვადასხვა პროექტებს ამზადებს. ყველაზე ხშირად ახალგაზრდული, კლუბური საღამოებს. 23 მაისს კი ყველაზე დიდი და დაუვიწყარი საღამო ელოდებათ ქართველებს. ყველას გაგონილი გექნებათ ღამის კლუბი “PACHA” მსოფლიოში ნომერი პირველი, მუსიკის და განათების სისტემით. იგი არა მარტო ნიუ–იორკშია, არამედ მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებშიც: BUENOS AIRES , IBIZA, SAO PAULO, SHARM EL SHEIKH, BUENOS AIRES, VALENCIA, MADRID, BARCELONA, TORREVIEJA და სხვა… ***ამ საღამოსთვის სპეციალურად ქართველებისთვის დაუკრავს ამერიკაში ცნობილი ქართველი “დიჯეი” TENGO. “House Dance Music” ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ ამ საღამოზე, რადგან ამ კლუბში შოუს გაკეთება არც თუ ისე ადვილია, შეიძლება ითქვას ამაზე დიდიხანია ვმუშაობთ და მიზანსაც მივაღწიეთ. პატარა სიურპრიზიც გაუკეთეთ ჩვენ ქართველებს… ყველას ვინც მოვა ღამის 10 საათიდან, შუაღამის 12 საათამდე ყველა შევა კლუბში უფასოდ. დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს საიტზე: www.gelanyusa.com ***აქვე გვინდა გითხრათ ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ: რამოდენიმე თვეში იგეგმება ტური საქართველოში. ნიკა გელაშვილი (White Snake) და თენგო სეფიაშვილის (DJ. Tengo) დიდი შოუ კონცერტები ჩატარდება სხვადასხვა ქალაქებში, ფინალური შოუ თბილისში გაიმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტთან მუშაობა და მოლაპარაკებები თბილისთან. ოქტომბრისთვის კი როგორც შარშან, გეგმაშია “ქართული რთველი” განსხვავებით წინა წლისა ეს პროექტი უფრო მეტად გრანდიოზული იქნება. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მანამდე ჩატარდება ერთ–ერთი ქართული, პროფესიონალური სალონის მიერ თმის დიზაინის და სტილის ჩვენება, შოუ–საღამო. გეგმაშია ასევე რამოდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება, რომლითაც ცოტათი დავეხმარებით მათ ვისაც ეს ძალიან ჭირდება. გვინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას ვინც ჩვენს გვერდშია. მადლობას უხდით ქართულ ვებ საიტებს, მადლობას უხდით ქართულ კომპანიებს ამერიკაში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით კიდევ და კიდევ გავახაროთ თქვენი გულები.

16.05.2008 "ღია ბოქლომმა" "იმიჯ-ცენტრის" მოდელს თამარ შედანიას სასამართლო პროცესი მოუგო

"მის სამეგრელო 2007-მა" და "ელიტე მოდელ ლოოკ ინტერნატიონალ 2007-ი საქართველო-ს" გამარჯვებულმა, 16 წლის მოდელმა თამარ შედანიამ 2007 წლის ოქტომბერში ზუგდიდის ყოველთვიური ჟურნალის "ღია ბოქლომის" წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ვინაიდან შედანია არასრულწლოვანია, საჩივარს ხელს მისი დედა ეკატერინე ჩუხუა აწერდა, ხოლო განცხადებას ბოლოში ჰქონდა მინაწერი: "ვეთანხმები დედაჩემის მიერ შედგენილ განცხადებას. თ. შედანია". მოდელის და მისი ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია ჟურნალ "ღია ბოქლომის" #7 დაბეჭდილმა სტატიამ www.opentext.org.ge/07/giaboqlomi/07/07-25.htm აღნიშნული სტატიის ავტორია ჟურნალისტი მაკა ქარცხია, რომელმაც თამთა შედანიას ინტერვიუს, რიგითი ზუგდიდელის საკმაოდ სკანდალური კომენტარიც დაურთო. შედანია რედაქციისგან გავრცელებული ცნობის უარყოფას მოითხოვდა, და მედიასაშუალებას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000 ლარს სთხოვდა. თუმცა 14 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ჯეირან მორგოშიამ მოდელის და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიოდან მომჩივანმა მხარემ ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტაციის წარმოდგენა. "ღია ბოქლომის" რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით "სასამართლო ობიექტური მხოლოდ ა-პოლიტიკური საკითხების განხილვისას არის, რაც დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფაა".

14.05.2008 ვის უნდოდა “ერისიონის” მოცეკვავეების გაშიშვლება?

სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, როგორც აღმოჩნდა ანსამბლის სახელით, აფიშებზე მათი მოცეკვავეების სურათებით და რეკლამით ბულგარეთში ჩატარებულა კონცერტი, რომელიც დიდი სკანდალით დამთავრდა, რადგან მაყურებელი შუა ცეკვის დროს, სცენაზე ავარდნილა და ჩაუშლია წარმოდგენა. ბ-ნი ჯემალი განმარტავს, რომ მათი ანსამბლის სახელი რბილად, რომ ვთქვათ ცუდად – ერთი პერიოდი “ერისონის” ხმის რეჟისორმა ფრანგმა პასკალ ჟორდანმა გამოიყენა, რომელიც ანსამბლიდან მაშინ გააგდეს, როდესაც ქართულ ცეკვებში ამ უკანასკნელს ახალი ელემენტების შემოტანა შეუთავაზებია, კერძოდ კი - მოცეკვავეების ნახევრად გაშიშვლება და ისე, სცენაზე გამოსვლა! ანსამბლ “ერისიონიდან” გაგდების შემდეგ ფრანგ პასკალ ჟორდანს საკუთარი ქორეოგრაფიული დასი ჩამოუყალიბებია და ჩანაფიქრი მაინც განუხორციელებია, როგორც ჯემალ ჭკუასელი აცხადებს, მის დასში მართლაც არიან ქართველი მოცეკვავეები. სცენაზე შესრულებული ქართული ცეკვები, არაქართული გაფორმებით ბულგარეთში განსაკუთრებულად გაუპროტესტებია ქართველ ებრაელობას, რომლებიც სცენაზე ავარდნილან და ჩაუშლიათ წარმოდგენა. – ეს ფაქტი ქართული ცეკვის გაუპატიურებაა! – განაცხადა “რეზონასთან” საუბარში ბ-ონმა ჯემალმა.

13.05.2008 გიგა კვენეტაძე: - მე მოსკოვში დავრჩები და აქ გავაგრძელებ მუშაობას

თითქმის ნახევარი წელია ქართული შოუ-ბიზნესის კიდევ ერთი სახე გახდა “მოძმე” რუსეთის დედაქალაქის სტუმარი – ამჯერად მოსკოვში გიგა კვენეტაძე წავიდა, თუმცა ეს არც მისი მსმენელისთვის ყოფილა მოულოდნელი და მითუმეტეს არც მისთვის, რადგან მომღერალი საზოგადოებას ამის შესახებ გაცილებით ადრე ეუბნებოდა და მიზეზებსაც ასახელებდა საქართველოდან გადახვეწისა. დღეს ყველაფრის შესახებ გიგა კვენეტაძე “ვარსკვლავების” მკითხველს ექსკლუზიურად მოსკოვიდან ესაუბრება. ინტერვიუს წაკითხვა შეგიძლიათ რუბრიკაში “ინტერვიუები”

11.05.2008 ბესიკ კალანდაძის საოჯახო დრამა გრძელდება

ყველა დროის და თაობის საყვარელი ქართველი მომღერლის ბესიკ კალანდაძის პირად ცხოვრებაში კვლავ კრიზისია, რასაც ვერ ვიტყვით მის შემოქმედებით ცხოვრებაზე – მომღერალი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ თითქმის ყველა ღირშესანიშნავ კონცერტზე, არ ტოვებს არცერთ დიდ და საქველმოქმედო აქციას და ის, თავდაც ხედავს, რომ ქართველებს ბესიკ კალანდაძე არ დავიწყებიათ, ის ისევ უყვართ და მას ისევ უსმენენ და უკრავენ ტაშს, როგორც ადრე. როგორც ავღნიშნეთ მას პირად ცხოვრებაში პრობლემები მოსკოვში გაცნობილ ქალბატონთან, მის მეორე მეუღლესთან ქართველ პლასტიკურ ქირურგთან ციცინო შურღაიასთან შეექმნა, ეს უკანასკნელი მომღერალს თაღლითობაში, ქურდობასა და მისი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. როგორც ბესიკ კალანდაძე აცხადებს აქამდე ცდილობდა ყველაფრისთვის ქრისტიანული განწყობით შეეხედა, მაგრამ ახლა მან თბილისის სასამართლოში სარჩელი შეიტანა ციცინო შურღაიას წინააღმდეგ და აპირებს, რომ დაამტკიცოს ამ ქალბატონის თაღლითობა. “ცოცხალ ინტერვიუებში” მალე წარმოგიდგენთ ბესიკ კალანდაძეს, რომელსაც შეგიძლიათ კითხვები თავად დაუსვათ მესიჯების საშუალებით, შეკითხვა გამოაგზავნეთ “მაგთისა” და “ჯეოსელის” ნებისმიერი ნომრიდან 1430-ზე.

10.05.2008 ჯაბა ბოჯგუას "13" (ექსკლუზიური რეპორტაჟი)

არცთუისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ქართულ შოუ-ბიზნესში მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, იმ იშვიათთა შორისაა, რომლებიც რეალურად მუშაობენ, ქმნიან პროდუქტს, ყიდიან მას და სრულად ექვემდებარებიან ცნებას - შოუ-ბიზნესი, გინდა-არგინდა, ავად თუ კარგად – ქართული შოუ-ბიზნესი მაინც არსებობს, მაგრამ რათქმაუნდა მცირე მასშტაბებში გამოკეტილი. როგორც ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი ადრე გატყობინებდათ, მომღერალმა თავისი მე-2 სოლო-ალბომის პრეზენტაცია რესტორან “აფხაზეთში” გააკეთა და ალბომსაც ბევრისთვის გაუგებარი სახელი – “13” უწოდა, უბრალოდ – 13, რომელიც როგორც აღმოჩნდა ჯაბას საყვარელი ციფრია, რამდენიმე მიზეზის გამო, თანაც სხვა თუ არაფერი ალბომში მომღერლის სწორედ, რომ 13 სიმღერაა შესული. რეპორტაჟი ჯაბას კონცერტიდან იხილეთ რუბრიკაში “რეპორტაჟები” (დააწკაპუნეთ ამ ტექსტზე)

09.05.2008 სოსო პავლიაშვილი ბიზნესში გადაერთო

ქართველების საამაყო მომღერალი, თბილისის და თბილისელების უანგარო დამფასებელი სოსო პავლიაშვილი, დიდიხანია მოსკოვში გადასახლდა, კარიერაც იქ აიწყო, ახალი ოჯახიც იქ შექმნა და კიდევ ერთი პატარა შემოიმატა, ოჯახის ნაბოლარას – მამიკოსგან “პეპლების პრინცესად” მონათლული ლიზის სახით, თუმცა რუსული პრესა იტყობინება, რომ სოსოს და ირას ოჯახში მალე კიდევ ერთი წევრი გაჩნდება – კიდევ ერთი, პატარა გოგონა. განსაკუთრებით ბოლო წლებში სოსო პავლიაშვილი აქტიურად ჩაერთო არამუსიკალურ ბიზნესში, ქართველ პარტნიორებთან ერთად კახეთში 350 ჰექტარი ვენახი შეიძინა და შესანიშნავ ღვინოებსაც ამზადებს, მისმა კომპანიამ ინგლისური ექსპერტ-კომპანიისგან “წლის საუკეთესო ბრენდის” ტიტულიც კი მოიპოვა. სოსოს ბიზნესი მალე სამშენებლო, სარკინიგზო გადაზიდვებს და საინფორმაციო-კომპიუტერულ ტექნოლოგიებსაც მოიცავს, რითაც მომღერალი წლების წინ დაინტერესდა.

08.05.2008 ჯაბა ქარსელაძემ ამოქოქა

ერთდროს თბილისში წარმატებული და ხუთი “მეგას” მფლობელი ახალგაზრდა, ლამაზი მომღერალი ყმაწვილი - ჯაბა ქარსელაძე საერთაშორისო ასპარეზზე გაიჭრა და როგორც აცხადებს, რამდენიმე მუსიკალური დუეტის ჩაწერის დეტალებს აგვარებს, რომელთაგან ერთი ჩინეთის ვარსკვლავთან დუეტი იქნება, მეორე კი - ყაზახ გოგონასთან, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყაზახეთში “ზვედზობს”. პარალელურად ჯაბამ ფესტივალ “აზიის ხმების” მთავარი რეჟისორისგან წამყვანის ადგილის დაკავების შემოთავაზება მიიღო, რაზეც როგორც მომღერალი აცხადებს სიამოვნებით დათანხმდა. “თბილისელებთან” საუბარში ჯაბამ გაამხილა, რომ პარიზში ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს სახე გახდა და ქალაქში მალე მისი ბოლბორდები გამოიკვრევა (სააგენტოს და ფირმის სახელს არ ამხელს) და რაც ყველაზე მთავარია, მალაიაზიაში მომღერალ ნოდიკო ტატიშვილთან ერთად დასვენების დროს, გაიცნო მომღერალი გოგონა სახელად - შილა, რომლის სასექტემბროდ თბილისში ჩამოყვანას აპირებს და ურთიერთობების სერიოზულ სტადიაში გადაყვანას გეგმავს, თუმცა ჟურნალისტთან საუბარში ჯაბა არ ამხელს რას გულისხმობს, მაგრამ აკონკრეტებს, რომ – ცოლის მოყვანას ხუთი წელი არ ფიქრობს! მოკლედ, ლამაზი ქართველი მომღერალი მამაკაცი, სერიოზულად ამოქოქილია, როგორც პირად გრძნობებში, ასევე საქმეებში (“ვარსკვლავები” მალე მასთან ექსკლუზიურ “ცოცხალ ინტერვიუს” შემოგთავაზებთ, თქვენი შეკითხვა ჯაბასთან გამოაგზავნეთ “მაგთისა” და “ჯეოსელის” ნებისმიერი ნომრიდან 1430-ზე)

07.05.2008 ნინო ჩხეიძემ ახალი კლიპი გადაიღო

წარმატებულმა მომღერალმა გუშინ რესტორან ქალაქურში თავისი სოლო-კონცერტი კიდევ ერთხელ გადადო, რომელიც 14 აპრილს ქონდა დაგეგმილი და რომელიც პრეზიდენტის მიერ 15 აპრილს - სიყვარულის დღეზე, ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნის ცერემონიალის გამო გადაიდო, სადაც ნინოც – ღებულობდა მონაწილეობას. ამჯერად სოლო-კონცერტის გადადების მიზეზი წინასააარჩევნო საკონცერტო აქციები გახდა ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად. გასული თვის დასაწყისში კი, მომღერალმა საკუთარ სიმღერაზე ახალი კლიპის გადაღება რამაზ ჩაჩანიძეს მიანდო (ეს უკანასკნელი ყოფილი მომღერალია, სხვადასხვა დროს იყო პოპულარული ჯგუფების “ფლეშის” და “სახეს” წევრი), რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი. “ვიცი გიყვარვარ” ასე ქვია სიმღერას, რომელიც როგორც ავღნიშნეთ, ნინომ თავად შექმნა, არანჟირება კი კოტე ნონიკოვს მოსკოვში გააკეთებინა. ნამუშევარი ცოტახანში გამოვა მუსიკალურ არხებზე. პარალელურად, ივნისის შუა რიცხვებისთვის იგეგმება ნინო ჩხეიძის რიგით მესამე აუდიო-ალბომის გამოსვლა . . .

06.05.2008 პაატა ხაჩიძეს გოგონა შეეძინა

ჯგუფი “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთ ყოფილ წევრს, “უხუცეს ქუჩის ბიჭს” პაატა ხაჩიძეს 30 აპრილს გოგონა შეეძინა, დედიკოს – ლილეს გადაწყვეტილებით პატარას, რომელიც 3 კილო და 600 გრამი დაიბადა, ქეთევანი დაარქვეს. როგორც მათი პირადი ექიმი დავით დავარაშვილი აცხადებს – ლილემ ადვილად იმშობიარა, პროცესმაც მშვენივრად ჩაიარა, ჯანმრთელი ნაყოფიც დაიბადა და დღეს ბედნიერი დედიკო და მამიკო თავინთ ქეთევანს დასციცინებენ. ქართული ტრადიციების მიხედვით როცა მამას პირველი შვილი გოგონა შეეძინება, ახლობლები მას ყურს ქვევით ქაჩავენ, ხოლო თუ პირველი ბიჭი დაიბადება – ზევით, ორივე ვარიანტში მამას ყურები “უნდა აეხეს” :) რაც, შესაბამისად არც პაატას დაკლებია ახლობლების მხრიდან, რომლებთან ერთადაც აღნიშნა ქეთევანის დაბადება. ინტერნეტ-ჟურნალ “ვარსკვლავების” და სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ “მესიჯის” სახელით ბედნიერ ოჯახს ვუსურვებთ პაატას და ლილეს, თავიანთ ქეთევანთან ერთად.

06.05.2008 წურწუმია ახალ ალბომს ამზადებს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი, ქართველი მომღერალი ლელა წურწუმია საკუთარი რეპერტუარის გასამდიდრებლად ემზადება და ახალ, მორიგ ალბომზე მუშაობას იწყებს, რომელშიც მისი განცხადებით სავარაუდოდ 14 სიმღერა უნდა შევიდეს, მათ შორის “წლის საუკეთესო კომპოზიტორის” “მეგას” ტიტულის მფლობელის 2003 წელს რუსა მორჩილაძის სიმღერებიც. მომღერლის მენეჯერი (და მეუღლე) კახა მამულაშვილი (მამულიჩა) აცხადებს, რომ რუსა მორჩილაძის სიმღერაზე გადაიღებენ კლიპს, რომელიც ახალი ალბომის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რაც ავღნიშნავთ, რომ სწორი სტრატეგიაა ალბომის შემდგომი პოპულარიზაციისათვის, თორემ მხოლოდ სამთავრობო გუნდის მხარდასაჭერ კონცერტებზე ხშირი მონაწილეობა შემდგომი პოპულარობის გარანტი ნამდვილად ვერ იქნება.

05.05.2008 ქართველი თამთა გოდუაძე საბერძნეთში აქტიურობს

მიუხედავად იმისა, რომ თამთა გოდუაძეს, როგორც მომღერალს ქართველი მსმენელი ნაკლებად იცნობს, ყველამ იცის, რომ საბერძნეთში არსებობს და მოღვაწეობს ლამაზი ქართველი გოგონა, რომელიც ამ ქვეყნის შოუ-ბიზნესში პოპულარობით სარგებლობს და მეტიც – ვარკვლავადაა აღიარებული. სხვათაშორის საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის საორგანიზაციო კომიტეტს გეგმაში აქვს თამთას მე-9 “მეგა-2008”-ის ცერემონიალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვევა ამ წლის შემოდგომაზე. მომღერალმა ერთი თვის წინ დაასრულა კლიპის გადაღება, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ბერძნული სატელევიზო სერიალის შემადგენელი ნაწილია, ამჟამად კიდევ ერთი ახალი ვიდეორგოლი კეთდება, რისი დასრულების შემდეგაც თამთა თავის ახალ, რიგით მესამე ალბომზე დაიწყებს მუშაობას. სხვათაშორის მან გარეგნული იმიჯიც შეიცვალა, ხვეული და გაბურძგნული ვარცხნილობა (რაც ძალიან უხდებოდა) სწორ და გადაწეულ თმაზე გაცვალა (რაც ორჯერ მეტად უხდება).

04.05.2008 ქართული “პლეიბოი” დაიუხურა

ორიოდ კვირის უკან მედია-ბაზარზე ქართული “პლეიბოის” ჯერ-ჯერობით უკანასკნელი ნომერი გამოვიდა (რომლის ყდაზე პოპულარული ქართველი მოდელი მაკოა გამოსახული) და დამფუძნებლებმა (რომლებიც ასევე ჟურნალ “კოსმოპოლიტენსაც” გამოსცემენ) განაცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით “პლეიბოი” აღარ გამოვა, მიზეზად კი რეკლამის დამკვეთთა სიმცირე დაასახელს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი გაყიდვებში რაოდენობას არ უჩიოდა, არც გამხდელი ქართველი გოგონები აკლდა და არც პოპულარობა, მაინც “მიუღებელი” აღმოჩნდა რეკლამის დამკვეთთათვის, რადგან მარტივი ქართული “ჭეშმარიტების” მიხედვით, ჩვენში ყველა “ანგელოზია” და “ბინძურ და ამორალურ” ჟურნალში რეკლამის განთავსებაც ხომ ლოგიკურად “ამორალური” გამოდიოდა?! თუმცა სავარაუდოდ თბილისში მალე გამოვა კახი კალაძის მიერ უკრაინაში დაფუძნებული ჟურნალ “მაქსის” ქართული ვარიანტი (სხვათაშორის ზუსტად ამ დასახელების ქართული ეროტიკული ჟურნალი, სხვა კიდევ 2 მსგავსი შინაარსის ჟურნალთან - “მატრიცა” და “სექსტაზი”, უკვე გამოდის საქართველოში).

04.05.2008 ნუგზარ ერგემლიძე "ლეიბორისტების" სიაშია

21 მაისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა საინტერესო სიები შემოგვთავაზეს და ხალხს ახალი სახეები წარუდგინეს რჩეულთა საკრებულოში - ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად. როგორც უკვე ვიტყობინებოდით ყოფილი "ქუჩის ბიჭი" ზურა ხაჩიძე "გაერიანებულმა ოპოზიციამ" - ბორჯომში წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ნაციონალურმა მოძრაობამ მსახიობ გია როინიშვილზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც სხვათაშორის ქართველი მილიარდელის ბიძინა ივანიშვილის ბანკ "ქართუს" თანამშრომელი და მილიარდელის ერთ-ერთი შვილის ნათლიაა, არ გამართლა ვარაუდები ნაციონალების სიაში "პლეიბოის" ვარსკვლავის ნინას ჩასმაზე, რეპერ ლექს-სენის გადეპუტატებაზე და მომღერალ ლელა წურწუმიას შესაძლო გაპარლამენტარებაზე, ან თავად ეს უკანასკნელნი მიხვდნენ, რომ ეს მათ კარიერაზე სავარაუდოდ ცუდად იმოქმედებდა ან თავად პარტიამ თქვა მ,ათზე უარი, დაინახა რა ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. ცოტახნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ქობულეთელ ამომრჩეველს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად კომპოზიტორ ნუგზარ ერგემლიძეს წარუდგენს, რომელიც თავისმხრივ პარტიის სიებში რიგით მეხუთეა და სავარაუდოდ ძალიან დიდი შანსი აქვს საკანონმდებლო ორგანოში ამ გზით მოხვედრისა. როგორც ნუგზარ ერგემლიძემ ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, ის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ქართული ხელოვნების დასაცავად იბრძოლებს და ამ მხრივ საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, იმუშავებს საავტორო უფლებების დაცვასა და ზოგადად ქართული კულტურის და ხელოვნების, გასაძლიერებლად და მის მხარდასაჭერად, - რაც ჩვენის აზრით უდაოდ სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან.

27.04.2008 "სინათლის წელიწადი" განახლებული პროგრამით

ჯგუფი "სინათლის წელიწადი" ქართველი ფართო მასების მსმენელებისთვის მაშინ გახდა ცნობადი, როცა პირველი ხმაურიანი და ცოტა არ იყოს უცნაურად საინტერესო სოლო-კონცერტი ქალაქ თბილისის მერიის შენობის ფოიეში გააკეთა წლების წინათ და მიუხედავად, რბილად რომ ვთქვათ ცუდი აკუსტიკისა, მოწონება დაიმსახურა. სხვათაშორის აღნიშნული ჯგუფის წევრი გიგი გეგელაშვილი ინტენსიურად მუშაობდა როკ-ჯგუფ "ზღვარის" მუსიკოსებთან ერთად პირველი ქართული როკ-ოპერის შექმნაზე, რომელ პროექტსაც "ზღვარის" კახა ბაციკაძე და სერგი ლომაძე ხელმძღვანელობდნენ, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი პირველი ქართული როკ-ოპერა წესით 2 წელიწადში უნდა მორჩეს. ამჟამად "სინათლის წელიწადი" ახალი შოუ-პროგრამისთვის "Dance at the cafe Ambassador" ("ცეკვა კაფე ამბასადორში") ემზადება, რომელიც "ლონდონ კლუბში" (მელიქიშვილის ქუჩა 4-ში) გაიმართება 3 მაისს საღამოს 8 საათიდან, სადაც ჯგუფის წევრები მსმენელს განახლებულ პროგრამას შესთავაზებენ, რათქმაუნდა წარმოდგენილი იქნება კომპოზიციები პირველი და მეორე ალბომიდან და ჯგუფის უდაო ჰიტი კომპოზიცია "ცეკვა კაფე ამბასადორში" რომელიც ჯგუფის მე-2 ალბომშია შესული. ლამაზ საღამოს "სინათლის წელიწადის" ახალი ინგლისურენოვანი სიმღერებიც გაალამაზებს, ახალი - მესამე ალბომიდან. დამატებითი ინფორმაციები და "სინათლის წელიწადის" სიმღერები, ვიდეორგოლები შეგიძლიათ ამ საიტზე იხილოთ www.myspace.com/sinatlistselitsadi

26.04.2008 ზურა ხაჩიძე დეპუტატობას აპირებს

სააგენტო “მედიანიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე ბორჯომის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს, გაერთიანებული ოპოზიციის წარდგენით. მას შემდეგ რაც მომღერალს გაუგია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას უჭირს კანდიდატის მოძებნა ბორჯომში, ზურას საკუთარი თავი თავად შეუთავაზებია მათთვის. როგორც “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი სახე მანანა ნაჭყებია ჟურნალსიტებთან საუბარში აცხადებს - მათთვის მიუღებელია შოუ-ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების დიდ პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევას იმით ამართლებს, რომ ზურა ხაჩიძემ თავისი დამოკიდებულებით, დაამტკიცა, რომ ის იქ დგას სადაც ხალხია! იგულისხმევა ის ფაქტი, რომ ნოემბრის აქციების დროს, ზურა ხაჩიძე მთავრობის სასახალის წინ მიტინგებზე აქტიურად ჩანდა. ჩვენის მხრივ დავამატებდით, რომ მსგავსი ტიპის ნაბიჯები მიუღებელი უნდა იყოს და ალბათ ეს, გარემოებებიდანაა გამოწვეული, რადგან “ვიღაცეების” მონდომებით და რუდუნებით ზურა ხაჩიძე და მისი “ქუჩის ბიჭები” თითქმის ყველა დიდ კონცერტზე ყოველთვის მონაწილეთა სიის გარეთ რჩებიან, რამაც ფაქტიურად მათი დაშლა გამოიწვია, სავარაუდოდ – ზურას ეს გადაწყვეტილება საკუთარი პროტესტის გრძნობაა ხელისფლების მიმართ დაფიქსირებული.

25.04.2008 ნინი შერმადინი ალმობს უშვებს

“ოპოზიციონერ მომღერლად” მონათლული წარმატებული ქართველი შემსრულებელი ნინი შერმადინი, რომელიც მალე ბედნიერი დედა გახდება, საკუთარი ალბომის გამოსაშვებად აქტიურად ემზადება და მიუხედავად იმისა, რომ იგი არცერთ სამთავრობო ღონისძიებაში და კონცერტში არ მონაწილეობს (არადა ძირითადად კონცერტებს მხოლოდ მთავრობაღა აწყობს), მაინც ახერხებს საკუთარი სახის ღირსეულად შენარჩუნებას და წარმოჩენას, ბოლოს ის 15.000 კაციანი მსმენელთა აუდიტორიის წინაშე, სიყვარულის დღეს, 15 აპრილს წარსდგა მუშტაიდში გამართულ კონცერტზე, რაშიც მის ლამაზ ფეხმძიმობას არანაირად არ შეუშლია ხელი. მომღერალი აცხადებს, რომ ალბომში, რომელიც უკვე წარმოებაში ჩაეშვა, შედის დუეტები მერაბ სეფაშვილთან, მამუკა ონაშვილთან, ზურა დოიჯაშვილთან, ჯაბა ბოჯგუასთან, ბაიარ შაჰინთან, გიორგი დათიაშვილთან და სხვებთან.

24.04.2008 ლიკა ყაზბეგის ახალი პროექტი

ცოტახნის წინ, სტუდია “ლიკა ყაზბეგმა” არსებობის ათი წლის იუბილე მიითვალა და თავისი უცვლელი ხელმძღვანელის, ლიკა ყაზბეგის მონდომებით ლამაზი საიუბილეო საღამოც აჩუქა სამოდელო ბიზნესით დაინტერესებულ მაყურებელს. ამჯერად, ლიკა ახალი პროექტის კეთებას შეუდგა, რომელიც 30 წელს გადაცილებულ ქალთა პოდიუმზე გამოყვანას ითვალისწინებს, პროექტსაც შესაბამისად ქვია “წარმატებული ქალები პოდიუმზე” და მასში მონაწილეობას სხვადასხვა სფეროში წარმატებული ქალბატონები მიიღებენ, მაგალითად მარინა სალუქვაძე (გადაცემა “ტაბუს” წამყვანი), ლალი მაროშკინა (ჟურნალისტი), ნანა დავითაძე (ბიზნესმენი), ეკა ანდრონიკაშვილი (მსახიობი), ნინო ტურაბელიძე (ანსამბლ “ნაბადის” ხელმძღვანელი), ხათუნა ნოზაძე (ბიზნესმენი) და სხვა, დაახლოებით 20-25 ქალბატონი, რომელთა საბოლოო შერჩევა, ლიკას განცხადებით ჯერ არ დასრულებულა, თუმცა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ფოტო-სესიები დათო ჭაბაშვილის ფოტოსტუდია KLC-ში. აღნიშნული პროექტი, საბოლოო სახეს მაისის ბოლოს მიიღებს და მაქსიმუმ ივნისის დასაწყისში შეფუთული სახით წარსდგება მაყურებლის სამსჯავროზე.

24.04.2008 ჯაბა ბოჯგუას ცოლი მოყავს

წარმატებულ ქართველ შოუ-მენს ჯაბა ბოჯგუას თბილისში სკანდალური იმიჯი ჯერ კიდევ წლების წინ ჩამოუყალიბდა და მომღერალი ქართულ შოუ-ბიზნესში არსებული მდორე სიტუაციისა მაინც ახერხებს წარმატებულ საგასტროლო ტურნეებს, რომელიც მისი სოლო-კონცერტების სახით, საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში ანშლაგებით იმართება ბოლო თვენახევარია. პარალელურად, მომღერალი აქტიურად ემზადება 6 მაისისთვის, სადაც რესტორან “აფხაზეთში” მისი მორიგი სოლო-საღამო გაიმართება და ახალი ალბომის, ერთი შეხედვით უცნაური დაასხელების “13” პრეზენტაცია მოეწყობა, სადაც ჯაბა ბოჯგუას 13 ჰიტი შევა. სხვათაშორის, შოუმენი იმ იშვიათ ქართველ შემსრულებელთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერ აქცია-კონცერტებში არ ღებულობენ მონაწილეობას და თვლიან, რომ მომღერლის საქმე ხალხისთვის სიმღერაა და არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისადმი. სხვათშორის ჯაბა უკვე საუბროს სექტემბრის თვეში მის შესაძლო დაოჯახებაზეც და საცოლეზეც, რომელიც ფოთში მცხოვრები ახალგაზრდა, თინეიჯერი გოგონაა და როგორც ჯაბა აცხადებს, უპირველესად ამ გოგონას ლამაზი სულით მოიხიბლა და მერე მისი გარეგნული სილამაზით, სიყვარულს კი, მეტი რა სჭირდება? სანამ სექტემბერი დადგება, შოუ-მენი აქტიურად ემზადება 6 მაისის სოლო-კონცერტისთვის (საიდანაც “ვარსკვლავები” ექსკლუზიურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ, მანამდე კი, ამ დღეებში “ცოცხალ ინტერვიუებში” თავად ჯაბა ბოჯგუას მოუსმენთ).

23.04.2008 მომღერლები ცხოველებზე ძალადობის წინააღმდეგ

თვენახევრის წინ გაცნობეთ, რომ მუსიკოსმა ბექა მეტრეველმა (გუჩი) გამოსცა სპეციალური წიგნი, რომელშიც საქართველოში გავრცელებული ძაღლთა ჯიშების აღრიცხვაა გაკეთებული და რომელშიც, საფუძვლიანი მიმოხილვაა ამათუიმ ძაღლის ჯიშის შესახებ. ჯერ კიდევ მაშინ, გუჩიმ დაპირება გააკეთა, რომ მალე სპეციალური კლიპის გადაღებაც დაიწყებოდა და ცოტახნის წინ აასრულა კიდეც - “ვაკის პარკში” “გოლფ-კლუბში” თექვსმეტამდე მომღერალი შეიკრიბა ოთხფეხა მეგობრებთან ერთად და გადაღებებიც შედგა. “მეგობრები ვართ მე და შენ” ასე ქვია სიმღერას რომელსაც ჰიმნად შეასრულებენ - ვერიკო ტურაშვილი, თემო და რომა რცხილაძეები, თემო თათარაშვილი, მამუკა ონაშვილი, ნინო ჩხეიძე, ნინო ძოწენიძე, თამთა გოგუაძე, ირაკლი ნოზაძე, ქეთი გომართელი და სხვები. კლიპის რეჟისორობა საკუთარ თავზე მსახიობმა თაკო აბაშიძემ აიღო. როგორც პროექტის ავტორმა, ბექა (გუჩიმ) მეტრეველმა “ვარსკვლავებთან” საუბარში განაცხადა - კლიპში გარდა იმისა, რომ უწყინარი კადრებიცაა, გამოყენებულ იქნება ცხოველებზე ძალადობის არც ისე ადვილად საცქერი სიუჟეტები, მოკლედ - ორ კვირაში კლიპი საბოლოო სახეს მიიღებს და რეალურ შედეგს პრეზენტაციაზე ვიხილავთ.

22.04.2008 პიკასო მამა გახდა

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი, რომელიც შარშან ელენე ტრუდნიკოვაზე დაქორწინდა, ხუთი დღის უკან, ზედ 15 აპრილს სიყვარულის დღეს, თავისი სიყვარულის ნაყოფის - პატარა ლუკას ბედნიერი მამა გახდა. შეგახსენებთ, რომ ოთხი-ხუთი წლის წინ ირაკლი ნოზაძის (“პიკასოს”) ჯგუფიდან წამოსვლის მიზეზი მისი და დანარჩენი წევრების კონფლიქტი გახდა, რაც ირაკლის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებით იყო გამოწვეული, რასაც პირველ ცოლთან დაშორების დეპრესიაც დაემატა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მომღერალმა სოლო-კარიერის გაკეთება სცადა, ჩაწერა და გამოუშვა რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი, მაგრამ ეს პერიოდი ქართული-შოუბიზნესის დასამარების მცდელობის ეპოქას დაემთხვა და პიკასომაც ბიზნესს მიჰყო ხელი! მას მერე, რაც მომღერალმა საკუთარ თავს სრული რეაბილიტირება გაუკეთა, ნარკოტიკებს თავი დაანება და საკუთარ ქალაქში, ბორჯომში პატარა კაფე გახსნა, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ელენე, - ირაკლი ნოზაძე ქართულ შოუ-ბიზნესს დაუბრუნდა და უდაოდ ნიჭიერი მუსიკოსი, ალბათ თავის სიტყვას კიდევ იტყვის, ჩვენ კი, ჩვენის მხრივ წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა მამას და შვილის ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მას.

22.04.2008 ეროტიკული კლიპი სენსაციების გარეშე

ახალგაზრდა, ქართველმა მომღერალმა, ბექა ლორიამ საზოგადოებას თავისი ახალი კლიპი შესთავაზა და თბილისური პრეზენტაცია განახლებულ კლუბ “დე ჟავუ”-ში მოაწყო, მოიწვია მეგობრები, ახლობლები, პოპულარული მომღერლები და ჟურნალისტები, ტრადიციული დაგვიანებით და ტრადიციული ქართული ჭუკჭუკით სტუმრები 2 საათი შეიყოლია და დაპირებული “სენსაცია” მხოლოდ ამის მერე გაუშვა ეკრანზე, - ანრი ჯოხაძე, აჩიკო მეფარიძე, კაკი ბოლქვაძე, ეკა კვალიაშვილი და სხვები ეკრანს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. ახალგაზრდა რეჟისორის - გიორგი ალთუნაშვილის მიერ გადაღებულ კლიპს არაფერი დაეწუნება, მაგრამ რატომ ვერ გახდა სენსაციური კლიპის ეროტიკული სიუჟეტი, ცოტა გაუგებარია, რადგან სიუჟეტში იმდენად თამამი კადრებია გამოყენებული, რომ ის, აშკარად ნებისმიერ პოპულარულ ქართველ მამაკაც მომღერალს შეშურდებოდა თავის ვიდეო-ნამუშევარში. თავად მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა - მშვენიერი, სექსუალური მოდელი 18 წლის ლიკაა, (რომელიც სხვათაშორის კლიპის პრეზენტაციას არ ესწრებოდა), კადრებიც (სექსი - საძინებელში, აბაზანაში) შესაშურად ეროტიკულია, ალბათ მიზეზი იმისა, რომ დაპირებული სენსაცია არ შედგა თავად ახალგაზრდა მომღერლის ბექა ლორიას ჯერ-ჯერობით არასაკმარისი დოზით პოპულარობაა.

21.04.2008 არჩევნებამდე ჟურნალისტები და მომღერლები კვლავ გააჯაზებენ

- დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება პროექტის “პოპულარული ჟურნალისტების და მომღერლების დუეტები” - სიმღერების ჩაწერა სტუდიაში, - განაცხადა ჩვენთან საუბარში თბილისის საკრებულოს პრესცენტრის თანამშრომელმა ჟურნალისტმა თეონა ფირანიშვილმა, რომლის ინიციატივითაც კეთდება აღნიშნული ივენთი. მოგეხსენებათ, ეს პროექტი 2005 წელს პირველად ჩატარდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ის, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შემოსული თანხა მაშინ სტიქიით დაზარალებულ რაიონებს გაეგზავნათ, ამჯერად შემოსული თანხები - მიუსაფარ ბავშვთა ფონდს გადაეცემა. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, დათო ფორჩხიძის სტუდიაში, საბოლოო სახეს მიიღებს სპეციალურად, ამ პროექტისადმი მიძღვნილი ჰიმნიც, დაგეგმილია მასზე კლიპის გადაღებაც ანი მაღლაკელიძის რეჟისორობით. წელს პროექტის მსვლელობის დროს დასახელებულ იქნება რამდენიმე ნომინაციაც – “საუკეთესო ჟურნალისტი” “საუკეთესო წამყვანი” “საუკეთესო გადაცემა” “საუკეთესო ჟურნალი” “საუკეთესო ინტერნეტ-გამოცემა” “საუკეთესო გაზეთი” და ა.შ. აღნიშნული ნომინაციები, სავარაუდოდ იმ პოპულარულ ჟურნალისტებში გადანაწილდება რომლებიც ამ პროექტში მიიღებენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ 21 მაისამდე არც ისე დიდი დრო დარჩა, თეონა ფირანიშვილი ენერგიულად აგრძელებს მუშაობას და გვიპრდება, რომ ყველაფერი მოესწრება, ჟურნალისტებსა და მომღერლებს შორის 20-22 დუეტი ჩაიწერება და პროექტიც კვლავ შედგება, სავარაუდოდ რომელიმე დიდ რესტორანში, ღონისძიების წამყვანად კი, მსახიობი კახა მიქიაშვილი დასახელდა. “ვარსკვლავები” პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, შემოგთავაზებთ სპეციალურ გამოკითხვებს და წარმოგიდგენთ ყველა ნამუშევარს, საიდანაც შეგეძლებათ თქვენი ფავორიტი გამოავლინოთ.

19.04.2008 მე-14 15 აპრილი საქართველოში

15 აპრილს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრებში, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი უამრავი ლამაზი ღონისძიება გაიმართა, გალა-კონცერტები, კერძო პიარ-აქციები, სახელმწიფო დანიშნულების ობიექტების გახსნები, ლიტერატურული საღამოები, სპექტაკლები და სხვა ათასი უამრავი რამ ამშვენებდა წელს სიყვარულის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით. ალბათ ყველაზე გრანდიოზული აქცია, ქალაქ ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნისადმი მიძღვნილი დიდი კონცერტი იყო, რომელიც ხელისუფლებამ რამდენჯერმე გადადო და საბოლოოდ, სპეციალურად სიყვარულის დღეს - 15 აპრილს დაამთხვია, იმ დღეს ფოთში ქართველმა მომღერლებმა ლამაზი კონცერტიც აჩუქეს ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებს. არანაკლებ გრანდიოზული და პომპეზური აღნიშვნა, თბილისში მუშტაიდის ბაღში მოეწყო, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ “მესიჯის” ინიციატივით დიდი გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც 15.000-მადე მაყურებელი ესწრებოდა. აღნიშნულ ღონისძიებაში იყო ჩართული თავად ამ დღის დაარსების იდეის ავტორი ბესო ჩუბინიძეც, რომელსაც კონცერტის დასრულებამდე არ დაუტოვებია ღონისძიება, სადაც 35-მდე მომღერალი იღებდა მონაწილეობას. სიყვარულის დღეზე, თითქმის ყველა ბარი, რესტორანი და კაფე გადაჭედილი იყო ხალხით, სადაც საკუთარი რეპერტუარით გადანაწილებულნი იყვნენ ქართველი მომღერლები და მისავათებულ ქართულ შოუ-ბიზნესჩიკებს მსგავსი ტიპის ღონისძიებები სულზე უსწრებს ხოლმე, რადგან ფინანსურად ეს შემოსავლიანი დღეა მათიდან დაწყებული, ყვავილების უბრალო მოვაჭრეებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის დღე ლამაზ ქართულ ტრადიციად, კარგახანია დამკვიდრდა და მას მთელი საქართველო უკვე 14 წელიწადია აღნიშნავს, აქა-იქ კიდევ შემორჩნენ პერსონები, რომლებიც გაგებაში არ ყოფილან რა დღეა 15 აპრილი საქართველოში :) (კი, მაგრამ საქართველოში არა ცხოვრობენ?) – მაგალითად ნატო გელაშვილი, თიკა ფაცაცია, ლელა წურწუმიას მეუღლე – მამულიჩა, სტიოპა (სტეფანე მღებრიშვილი) და რამდენიმე კიდევ . . . მათ, პრესასთან ურთიერთობაში, კომენტირების დროს, მკითხველის წინაშე იმდენად სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ ალბათ ვერც მიხვდნენ :)) გაზაფხულის ერთმა ლამაზმა ტრადიციამ კი, წელს მე-14 მიიხურა კარი და მალე საქართველო, საიუბილეო 15 აპრილისთვის მოემზადება, მე-15 სიყვარულის დღისთვის 2009 წელს.

17.04.2008 "თამრიკო უხმობს მეგობრებს" დიდი შოუ კონცერტი ამერიკაში

"თამრიკო უხმობს მეგობრებს" თამრიკო დავითაშვილის შოუ–საღამო ქალაქ ნიუ-ორკში (ა.შ.შ) მილენიუმის თეატრში: 1029 Brighton Beach Avenue (718) 307-5656, Sunday May 4, 2008 2:00PM თამრიკო წარსდგება სპეციალურად ამ საღამოსთვის განახლებული შოუ პროგრამითა და ახლად ჩამოყალიბებულ ქართველ მოცეკვავეთა ქორეოგრაფიული ჯგუფით "არგო". იგი დაკომპლექტებულია სუპერ პროფესიონალი მოცეკვავეებით. მანამდე, პირველი განყოფილება დაეთმობა თამრიკოს მეგობრებს მათ შორის ნიუ–იორკში საკმაოდ ცნობილ რეპერს ნიკა გელაშვილს. თამრიკოს დასახული აქვს მიზნათ მოკლე მომავალში სპეკტაკლის სახით წარსდგეს ნიუ-ორკის მაყურებელთა წინაშე ხოლო შედგომ აშშ-ის ქალაქებში; ხოლო მომავალ წლისთვის საქართველოში როგორც სპეკტაკლით ისე სოლო კონცერტით.. თამრიკო: - ,,რათქმა უნდა თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა და თუ მშვიდობა იქნა, რაშიც ეჭვი არ მეპარება. ღმერთი ჩვენთან არს ამინ!"- დიდ მადლობას ვუხდი მათ ვინც საორგანიზაციო მხარდაჭერა გამოხატა: Radio Davidzon, ნიკა გელაშვილი Gelany USA ასევე საინფორმაციო სპონსორებს: გაზეთი "მამული"ის რედაქტორს მანუჩარ კაჭახიძეს, გაზეთ "დავითის ფარი"-ის რედაქტორს და სხვა მრავალნი. გენერალური სპონსორი Shota Davitashvili & "STUDIO STVR"

07.04.2008 “იურმალაზე” საქართველოს დუეტი “ჯორჯია” წარადგენს

“იურმალა-2008” “ახალი ტალღა” ეს ის ფესტივალია, რომელმაც შარშან საქართველოში ყველაზე დიდი ხმაური და სკანდალი გამოიწვია, ქვეყანას ამ კონკურსზე შარშან ელეონორა წარადგენდა, რომელმაც სამარცხვინო ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა და ამას საზოგადოება მის არაპროფესიონალიზმს აბრალებდა, ნაწილი მის პროდუსერს მაია ყიფინს ადანაშაულებდა, რომ კონკურსზე გამოუცდელი მომღერალი წაიყვანა, ეს უკანასკნელი კი ყველაფერს ელეონორას, კონკურსის დღეებში გაცივებას აბრალებს. ამჯერად კი საქართველოს “იურმალაზე” კვლავ მაია ყიფიანის პროდუსერობით ახალი დუეტი “ჯორჯია” წარადგენს, რომლის წევრები რატი დურგლიშვილი და მაკა ზაბახიძე ძველი მეგობრები არიან. ჟგუფის ფინანსური უზრუნველყოფის მხარეს საკუთარ თავზე მთლიანად ტელეკომპანია “იმედი” იღებს (შარსანაც ასე იყო, მაგრამ კონკურსის ჩვენების უფლება “რუსთავი-2”-ს ჰქონდა, რამაც ამ ორ ტელეკომპანიას შორის უაზრო დაპირისპირება გამოიწვია). წინაშესარჩევი კონკურსისგან კი (რომელიც თბილისში უნდა ჩატარებულიყო და რატომრაც მოსკოვში ცაატარეს) თითქმის ყველა მონაწილე უკმაყოფილოა და კულუარებში ყველა აცხადებს, რომ გავიდა ის ვინც მაია ყიფიანს აწყობდა და ასე იქნება ყოველთვის, რადგან მას “იურმალას” ორგანიზატორებთან კარგი ურთიერთობები აქვსო. შესარჩევი კონკურსისგან უდაოდ გულნატკენი დარჩა სალომე გასვიანიც (ჩვენი ფავორიტი), მაგრამ გვინდა წარმატება ვუსურვოთ დუეტ “ჯორჯიას” რატის და მაკას და გზა დავულოცოთ იურმალასკენ. აქვე ავღნიშნავთ, რომ 21 აპრილს გაირკვევა გაუწევს თუ არა კონკურენციას “ახალ ტალღაზე” ქართულ “ჯორჯიას” საფრანგეთის სახელით კონკურსზე გამოსვლის მსურველი, ქართველი ჯაბა ქარსელაძე..

06.04.2008 “დიდგორის ბრძოლას” საქართველოში გადაიღებენ

ჩვენი ჟურნალი პერიოდულად გაწვდით ხოლმე ინფორმაციას ლოს-ანჯელესის უმაღლესი სკოლის ქართველი სტუდენტის, ნიკა ხომასურიძის მიერ დაგეგმილი ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “დიდგორის ომის” შესახებ. როგორც ნიკამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, ფილმის ძირითადი ნაწილის გადაღება საქართველოში დაიგეგმა და ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა კინოაკადემიის სტუდენტს უფლება მისცეს სადიპლომო ნამუშევარი არა აკადემიის ბაზაზე, არამედ, სხვაგან და მითუმეტეს სხვა ქვეყანაში გადაიღოს. რეჟისორს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ დაერწმუნებინა ხელმძღვანელები ფილმის საქართველოში გადაღების უპირატესობაში, აკი მოახერხა კიდეც – “დიდგორის ბრძოლას” საქართველოში გადაიღებენ, რომლის მთავარ როლზე როგორც იცით გუჯა ბურდულია დამტკიცებული. (სხვათაშორის ქართულ პრესაში, ამ ფაქტმა კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ისტორიკოსების ცნობებზე დაყრდნობით, დავით აღმაშენებელი დიდგორის ბრძოლის დროს გაცილებით ახალგაზრდა იყო, ვიდრე ამჟამად რეალურ ასაკში ელგუჯა ბურდულია) გადაღებები 29 აპრილს დაიწყება და 5 მაისამდე გაგრძელდება, სწორედ ამ დღეს მოეწყობა სპეციალური პრესკონფერენციაც, ხოლო 9 მაისს ჯგუფი ნიკა ხომასურიძესთან ერთად ამერიკაში გაემგზავრება, ივნისის ბოლოს კი, ფილმი მზად იქნება, საქართველოში მისი ჩვენება აგვისტო-სექტემბრისთვის იგეგმება.

04.04.2008 ანრი დიანას “ბექებში” იმღერებს

11 საერთაშორისო პრიზის მფლობელი, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის მრავალგზის ნომინირებული, საუკეთესო ვოკალისტის ტიტულის მფლობელი მომღერალი ანრი ჯოხაზე, წელს ბელგრადში, “ევროვიზია 2008”-ზე საქართველოდან წარგზავნილი მომღერლის - დიანა ღურწკაიას ბექ-ვოკალში იმღერებს, სხვა ორ მომღერალთან ერთად, დიანას ანტურაჟს სცენაზე 6 მოცეკვავეც გაუკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ დიანას ვოკალურ და ვიზუალურ მონაცემებში თბილისში ეჭვი ცოტას თუ ეპარება, ცნობილია, რომ მის გამარჯვებას თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ “ევროვიზია 2008”-ის წინაშესარჩევ კონკურსში პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ და ამის გამო ბელგრადში, რუსეთის ხმის მოპოვებასაც ვარაუდობენ. საზოგადოების ვიწრო წრეში ადრევე მუსირებდა ეჭვი, იმის შესახებ, რომ დიანა სახელისუფლო გუნდის და თავად პრეზიდენტის მხარდაჭერითაც სარგებლობდა და მისი გამგზავრება საქართველსო სახელით “ევროვიზიაზე” წინასწარ გადაწყვეტლი იყო, რაც სხვათაშორის ანრი ჯოხაძემ ახალგაზრდული-სტუდენტურ გაზეთ “მესიჯის” ჟურნალისთთან საუბარშიც არ დამალა შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე. ჩვენის მხრივ, წარმატება გვინდა ვუსურვოთ დიანას “ევროვიზია-2008”-ზე.

03.04.2008 ზაზა სვანაძე ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

ახალგაზრდა რეჟისორმა ზაზა სვანაძემ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ ტელევიზიის მესამე კორპუსის წინ მინი-აქცია მოაწყო და ჟურნალისტისგან გადაცემა “პრაიმ ტაიმში” მის მიერ გადაღებული ოპოზიციური განწყობის კლიპის გაშუქება ითხოვა, კლიპის რომლის პრეზენტაცია რეჟისორმა ერთი თვის წინ, კინოს სახლში მოაწყო. ზაზა სვანაძეს გადაღებული აქვს ოპოზიციური განწყობის სამი კლიპი, ერთი ოქტომბერში 7 ნოემბრის აქციის დარბევამდე ორიოდ კვირით ადრე - “არ მეშინია”, მეორე დეკემბრის თვეში – “იმედი გვექნება” და მესამე თებერვალში “მზეო” (პოეტ ზურა რთველიაშვილის ლექსზე). ჩვენთან საუბარში ზაზა აცხადებს რომ: - ინგამ გამომიცხადა, რომ შენი აქციისადმი ინდეფერენტული ვარ და შენთვის არაფერი დამიშავებიაო, არც ამ კლიპების მხატვრული ღირებულება მოსწონს ტელეწამყვანს. აქციაზე ხალხის არმისვლას, ახალგაზრდა რეჟისორი იმით ხსნის, რომ საზოგადოების კონკრეტულ ნაწილს, რომელიც შეიძლებოდა, რომ მის გვერდით დამდგარიყო არ სურს ინგა გრიგოლიას გადაკიდება, მათ შორის არც იმათ ვინც ამ სამი კლიპის თუნდაც მხოლოდ მონაწილეა. რეჟისორს სურს “პრაიმ თაიმის” საშუალებით ამ კლიპებს საზოგადოებამაც უყუროს.

30.03.2008 მამუკა ონაშვილი შეყვარებულია

ქართული შოუ-ბიზნესის სიყვარულის ბუშტად მონათლული მომღერალი, მამუკა ონაშვილი აქტიურ შემოქმედებით წვაშია ჩაფლული და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის აღარ იმართება კონცერტები (თუ არ ჩავთვლით სარჩევნო აქციებს) არც ნაღვლობს და თავისი შემოქმედებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ახარებს, არც ისე დიდი ხნის წინ მამუკამ წარმატებული კონცერტებით მოიარა საბერძნეთი, ესპანეთი და უკრაინა, რაც ყველაზე მთავარია მომღერალს სტიმული არ დაუკარგავს და ახალი სიმღერების ჩაწერითაცაა დაკავებული. სტიმულს კი, როგორც მამუკა აცხადებს მას ახალი სიყვარული აძლევს (შეგახსენებთ, რომ მომღერალი 2 წლის წინ დაშორდა მეუღლეს) და კატეგორიულად არ ამხელს ვინაა მისი რჩეული, და არც დაქორწინებას ჩქარობს ჯერ-ჯერობით. ჩვენ დაახლოებითი ეჭვი გვაქვს ვისზეა შეყვარებული მამუკა, მაგრამ მის უკითხავად ამას მაიც არ გავამჟღავნებთ და წარმატებებს გულით ვუსურვებთ პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში.

29.02.2008 საქართველოში ახალი სტუდენტური გაზეთი “მესიჯი” დაარსდა

ბოლო ოთხი წელიწადია თბილისში ახალგაზრდული და მითუმეტეს სტუდენტური გამოცემების განსაკუთრებული დეფიციტი შეინიშნება, მას შემდეგ რაც გასართობი ჟურნალ-გაზეთები წალეკა “ტოკიო ჰოტელისა” და “ას ფაივის” უაზრო ინფორმაციებმა და ჭყეტელა პლაკატებმა, მას შემდეგ რაც ქართულ გასართობ ინდუსტრიას აშკარად ქართული შოუ-ბიზნესური ორომტრიალი და დარდუბალა, რაც სტუდენტური ცხოვრება დღენიადაგ ლამისაა მხოლოდ პოლიტიკით იწონება, გამოჩნდნენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, მეორე კურსელ ნათია ბასილაიას მონდომებით და გადაწყვიტეს შექმნან ახალი სტუდენტური გამოცემა, რომელიც “დიდი ზურიკელას” სიტყვებს, რომ - სტუდენტობა უბედნიერესი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, - თეორიულადაც გაამართლებს და პრაქტიკულადაც. სტუდენტებმა გაზეთს “მესიჯი” უწოდეს და პირველი დამოუკიდებელი, ნაბიჯებიც სხვის დაუხმარებლად გადადგეს, მათ უკვე მოამზადეს გაზეთის პირველი ნომერი, რომლის პრეზენტაციასაც ისინი 10 მარტისთვის გეგმავენ სოხუმის უნივერსიტეტში. საწყის ეტაპზე გამოცემა მომცრო ზომისაა, თუმცა უკვე ვებ-გვერდიც აქვს მისამართზე www.mesiji.ucoz.ru. როგორც ჩვენთან საუბარში “მესიჯის” რედაქტორმა ნათია ბასილაიამ განაცხადა, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის საინტერესო გამოცემა გააკეთონ და მიუხედავად იმისა, რომ ამაში მათ ჯერ-ჯერობით ფინანსურად არავინ ეხმარება, იმედი აქვთ ჯერ საკუთარი ძალების და ენთუზიაზმის და სამომავლოდ უფროსების დახმარების. “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს “მესიჯის” რედაქციას და გაზეთის გამოსვლისთანავე წარმოგიდგენთ მის PDF ფაილს, მანამდე კი შეგიძლიათ მის ინტერნეტ-ვერსიას გადახედოთ მისამართზე www.mesiji.ucoz.ru

29.03.2008 ეკა კვალიაშვილი უარყოფს

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ ეკა კვალიაშვილი იმიტომ არ ჩანდა, პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ კონცერტებზე, რომ უარი მან თავად განაცხადა, მასში მონაწილეობისგანო - მცდარია, მომღერალი ამას კატეგორიულად უარყოფს და პრესასთან საუბრისას აცხადებს, რომ მას თუნდაც მარტო იმიტომ არავინ დაუძახებდა ამ კონცერტებზე, რომ 150.000 კაციან ოპოზიციურ მიტინგზე უმღეროდა ხალხს რამდენიმე დღის განმავლობაში. პოპულარული და პროფესიონალი მომღერალი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს “ვარსკვლავური აკადემიის” ხელმძღვანელობას, რომლებმაც მარინა ბერიძე ამ პროექტის კორდინატორად და მუსიკალურ პროდუსერად დანიშნეს, მკითხველს შევახსენებთ, რომ ეს ქალბატონი ბადრი პატარკაციშვილის მიერ ადრე შექმნილი კომპანია “არტ-იმედი”-ს მუსიკალური პროდუსერი იყო და ეკა კვალიაშვილის და მათი კონფლიქტიც იმ დროიდან იღებს სათავეს (ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალმა საერთო კრებაზე პროდუსერს საფერფლე ესროლა პირადი შეურაწყოფისვის).

28.03.2008 რუსული რომანსების საღამო თბილისში

საქართველოში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ, რუსულ რომანსებს ქართველები რუსებზე უკეთესად მღერიან, რასაც საბედნიეროდ თვით რუსებიც კი, მორიდებით აღიარენ. ამის მაგალითი იყო მუსიკისა და დრამის თეატრში ქართველების მიერ ნამღერი ახალი რუსული რომანსების დისკის პრეზენტაცია, რომელზეც უამრავი ცნობილი სახე იყო წარმოდგენილი, სოფო ხალვაში, თიკა ჯამბურია, ნუკრი კაპანაძე, დათო გომართელი, თემურ თათარაშვილი (რომელმაც ზედმეტადაც კი, ინერვიულა მაყურებლის წინაშე გამოსვლისას და მეტი-მეტი დაბნეულობისგან ტექსტი დაკარგა, თუმცა მაყურებელმა საყვარელი მომღერალი ტაშით გაამხნევა), მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის დილის პროგრამის წამყვანი ნინო არაზაშვილი, ეს ის ხალხია რომელთა მიერ ნამღერი რუსული რომანსები ალბომში შევიდა. თუმცა სიას აკლდა ნეკა სებისკვერაძე, რომელიც ალბათ იმდენად დაკავებლი იყო სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობით, რომ საღამოზე დასწრება და საკუთარი რუსული რომანსის შესრულება ვერ მოახერხა. ქეთი გაბისიანის მიერ ორგანიზებულმა პროექტმა გაამართლა, ხალხს მართლა მონატრებია რუსული რომანსები და ამაზე გადაჭედილი დარბაზიც აშკარად მეტყველებდა.

27.03.2008 სპორტსმენები “მასობრივად” ამღერდნენ :)

უკვე მეორე ინფორმაციის გაშვება გვიწვს საიტის საინფორმაციო პორტალში ქართველი სპრტსმენის ამღერების შესახებ, მაგრამ ამჯერად გაცილებით სერიოზულად გვაქვს საქმე, რადგან როკის სტილში ამღერება ათენისა და სიდნეის ოლიპმიური თამაშების პრიზიორმა და მსოფლიო თასის მფლობელმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აქტიური სპორტიდან წასულმა ქართველმა - მუხრან ვახტანგაძემ გადაწყვიტა! თქმა და ქმნა ერთი იყო და წარმატებულმა სპორტსმენმა “ტელევიზიონშიკი” მეგობრების გიგა ნასარიძისა და დევი დევიძის რეჟისორობით საინტერესო კლიპიც გადაიღო და პრეზენტაციაც შესაბამის გარემოში – თბილისი სპორტ-კაფეში მოაწყო, სადაც შოუ-ბიზნესის მომღერლებთან ერთად სპორტსმენებიც სტუმრობდნენ. ცნობილმა სპორტულმა წამყვანმა ჯამლეტ ხუხაშვილმა ფრთიანი ფრაზა ესროლა მოჭიდავეს: - ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვეძებე, მსოფლიო ისტორიაში ვერ აღმოვაჩინე ჯერ-ჯერობით ფაქტი, რომ მოჭიდავე ამღერებულიყო და შენ მგონი მოსალოცად ისიც გეკუთვნის, რომ ამ საქმეში პირველი ხარო! თავად მუხრან ვახტანგაძის განცხადებით, კი მან უკვე დაიწყო მუშაობა სხვა სიმღერებზეც და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იმ 80 (!), სტუდიურად ჯერ ჩაუწერავი სიმღერიდან რაც აქამდე დაუწერია, პირველი ალბომის სიმღერებს შეაგროვებს და წარმატებული სპორტსმენის ეს ნაბიჯი, წარმატებულ შოუ-ბიზნესურ განაცხადს გააკეთებს.

22.03.2008 აფხაზეთის მთავრობის მედია-ცენტრის უფროსი ამღერდა

დაახლოებით წელიწადნახევარია რაულ ქირია აფხაზეთის მთავრობის მედია-ცენტრის უფროსად მუშაობს, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე (და შესაბამისად მერეც) მას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები ქონდა ქართული შოუ-ბიზნესის ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავებთან, ალბათ ამ მეგობრობის გავლენით და ბავშვობის იმ სურვილის გათვალისწინებით, რომ რაულს სურდა მიკროფონით სცენაზე ოდესმე მაინც მდგარიყო, გაბედა და პაატა ფაცულიას სტუდიაში, ეთერ კაკულიას დახმარებით სოლო-სიმღერა ჩაწერა, რათქმაუნდა მედია-ცენტრის უფროსი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, საკუთარ თავს სცენაზე სერიოზულად არ ხედავს და ამას უბრალოდ, კეთილი ამბიციის დაკმაყოფილებად მიიჩნევს და სიმღერასაც მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში თუ გაბედავს. თუმცა ჩვენმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ რაულ ქირიას უკვე ქონია ჩაწერილი ერთი სიმღერა, დუეტი ყოფილ მეუღლესთან სოფია რაფაელასთან ერთად, რომელიც მათი სიყვარულის სიმბოლური გამოხატვა ყოფილა თავის დროზე.

21.03.2008 ქართველი ვარსკვლავების ბაირამობა მარნეულში

დღეს აზებაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, ქვემო ქართლში, კონკრეტულად კი, მარნეულში ანსამბლ “გვირილას” ხელმძღვანელის ერნა წიფურიას ხელმძღვანელობით ქართული ესტრადის ვარსკვლავების ღია გალა-კონცერტი გაიმართა, რომელში მონაწილეობასაც მერაბ სეფაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ეთერ კაკულია, გურამ ჯაში, ჯაბა ბოჯგუა, მაკა ქაჯაია, პაატა თედიაშვილი, ნუგზარ კვაშალი და სხვები ღებულობდნენ. აზერბაიჯანული ახალი წლის და გაზაფხულის დადგომა მარნეულელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც მიულოცა, რომელიც ჩვენდა გასაკვირად შორიდანაც კი, არ მიესალმა ქართული ესტრადის მომღერლებს, ბაირამობის დაწყება მიულოცა აზერბაიჯლებს, ჟურნალისტებს კომენტარები უხვად ჩამოურიგა და იქაურობას მალევე დაემშვიდობა. კონცერტს ტელეკომპანია “მზის” გადაცემა “ტაბუს” წამყვანი მარინა სალუქვაძე უძღვებოდა, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი მასობრივი ღონისძიების წამყვანობას, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ მარნეულის ცენტრში შეკრებილი სამიათასამდე ადამიანი შხაპუნა წვიმამ დაშალა, კონცერტმა მაინც მხიარულად ჩაიარა, ყველა გამომსვლელი ცდილობდა მსმენელისთვის თავის მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე მიელოცა ბაირამობა. კონცერტის დამთავრების შემდეგ კი, სტუმრებს მარნეულის გამგებელმა ზაზა დეკანოიძემ ქართული, ტრადიციული პურმარილით უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო, გულით უსურვა ვარსკვლავებს – მარნეულში მალევე დაბრუნება.

20.03.2008 “ემი” მშობლებს აუმღერდა

დებმა - ეკა და ია მანიჟაშვილებმა გადწყვიტეს სამი წლის წინათ, იას მეუღლის დავის და მისი ძმაკაცის, დიმკა თეიმურაზოვის მიერ დაწერილი სიმღერა გაეცოცხლებინათ, ჩაეწერათ და საკუთარი მშობლებისთვის დიდი სიყვარულით მიეძღვნათ. აკი გამოუვიდათ კიდეც – იას განცხადებით, დედას იმდენად მოეწონა ეს სიმღერა, რომ დისკზე 20-ჯერ ზედიზედ ჩააწერინა, რათა გამორთვის გარეშე უსმინოს :) სიმღერა სახელად “მიხვდები” “ემის” 2008 წლის პირველი ჩანაწერია, გოგონებმა გადაწყვიტეს აქტიურად დაუბრუნდნენ ქართულ (არსებულ თუ არარსებულ) შოუ-ბიზნესს და პარალელურად კიდევ სამი სიმღერა მოამზადეს, რომელსაც უახლოეს მომავალში პირველად, იმ რადიოეთერის საშუალებით გააჟღერებენ სადაც თავად მუშაობენ (რადიო “5 ლაინსი”). გოგონებმა გადაწყვიტეს სტუდიური კლიპიც გადაიღონ და სიმღერაც შეარჩიეს და რეჟისორიც, ჩვენდა გასაკვირად დასაკლიპ სიმღერად ჯგუფ “ვაკის პარკის” ძველი - “გნებდები” აიღეს და გადაღებებისთვის აქტიურად დაიწყეს ფორმაში ჩადგომა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში ჩასადგომი მათ არასოდეს, არაფერი სჭირდათ (ტრენაჟორები, საცურაო აუზი, სპორტ-დარბაზი და ა.შ.).

19.03.2008 სოფო ხალვაში და გიორგი ქორქია “ვარსკვლავურ აკადემიას” გაუძღვებიან

საბოლოოდ გადაწყდა, რომ “რუსთავი-2”-ის ახალი პროექტი “ვარსკვლავური აკადემია” 23 მარტიდან ყოველდღე საღამოს 19 საათიდან გავა ეთერში, ხოლო ყოველ კვირას, პირდაპირ ეთერში გაიმართება კონცერტ-კონკურსები, საიდანაც მაყურებელი 14 მონაწილედან ერთს დაატოვებინებს შოუს. რამდენიმე დღის წინ, პროექტის წამყვანებად დამტკიცდა გიორგი ქორქია (რომელსაც მიყავდა “რუსთავი-2”-ის არცისე რეიტინგული “რეალითი შოუ” მალაიაზიიდან “უკანასკნელი გმირი”) და მომღერალი სოფო ხალვაში. ისიც აღსანიშნავია, რომ მონაწილე 14 ადამიანიდან რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა, მაგალითად – მომღერალი გიორგი ერგემლიძე (ნუგზარ ერგემლიძის შვილი), ქეთი ორჯონიკიძე, ნინო ღავთაძე. პროექტის ორგანიზატორები მაღალი დონის შოუს გვპირდებიან, რისი შეფასების საშუალებაც მაყურებელს, კვირიდან უკვე გვექნება, ხოლო ის ვინც “ვარსკვლავი გახდება” წესით ნამდვილი ვარსკვლავი უნდა გახდეს. . . “აკადემიის” მთავარი ჯილდოც ეს არის.

18.03.2008 სოსო ჯაჭვლიანის “სვანი” ანშლაგით მიდის

პოპულარული ქართველი მსახიობის და სპორტსმენის, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის და მისი ძმის, ბადრის მიერ, 2 წლის წინ გადაღებულმა ფილმმა “სვანი” ქართული კინოთეატრების ეკრანი ცოტახნის წინ იხილა და უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ფილმი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, დარბაზს არცერთ სეანსზე მაყურებელი არ აკლია და იქიდან გამოსულებიც შთაბეჭდილებების ქვეშ არიან, თბილისში დღეს პრესა აქტიურადაა ჩართული ფილმის შინაარსის განხილვაში, რომელიც რეჟისორიდან და დასახელებიდან გამომდინარე :) რათქმაუნდა სვანურ ვენდეტაზე – სისხლის აღების სვანურ ადათ-წესებზეა აგებული, და რომელიც ამ კონკრეტულ სურათში სვანებისთვისაც მტკივნეულ პრობლემაზე – ინსცენტზეა (ნათესავენს შორის სიყვარული და სექსი) აგებული. ერთ-ერთ მთავრ როლს “სვანში” თავად სვანი რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი თამაშობს, ასევე იდეალურად ასრულებს ეპიზოდურ როლს, მომღერალი სალომე გასვიანიც, რომლის გმირსაც ალალი ბიძაშვილი შეუყვარდება და სწორედ ეს იქნება მიზეზი გვარებს შორის მორიგი გადამტერებისა. მოკლედ – ვისაც ჯერ არ გინახავთ “სვანი” – გირჩევთ, უახლოეს დღეებში მოიცალოთ და თბილისის რომელიმე კინოთეატრს ესტუმროთ, - “სვანი” ყველგან გადის.

17.03.2008 მომღერლებმა წმინდა მიწაზე მოილოცეს

ქართული ესტრადის ორი თაობის ვარსკვლავმა - თამუნა ამონაშვილმა და ანრი ჯოხაძემ ისრაელში საგასტროლო ტურნე ჩაატარეს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მათი ეს კონკრეტული ვიზიტი, ქართველი ებრაელის პოლიტიკურ ამბიციებს ემსახურებოდა, - მოშე მოთერაშვილმა საკუთარი საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერ ერთ-ერთ კონცერტზე 1000 კაციან დარბაზში (რომელიც ქალთა საერთაშორისო დღის საპატივცემულოდ თითქმის მთლიანად ქალებმა გაავსეს) ანრის და თამუნასთან ერთად შესანიშნავი ქართველი ფოლკლორისტი ციური მჭედლიძეც მიიწვია (ეს უკანსკნელი მონაწილეობას ღებულობდა ფილარმონიაში 3 წლის წინ ჩატარებულ “ფიროსმანის” მიუზიკლში, სადაც ირინეს როლს ანსახიერებდა). მომღერლები აღფრთოვანებულნი დაბრუნდნენ ისრაელიდან, მოინახულეს ქრისტეს საფლავი, მოილოცეს წმინდა მიწაზე და როგორც თავად კერძო საუბრებში აღნიშნავენ, სულიერი სიმშვიდით ჩამოვიდნენ საქართველოში, სხვა საქმეა რამდენად შეინარჩუნებენ ამ სიმშვიდეს ისედაც არეულ-დარეულ ჩვენს ქვეყანაში.

16.03.2008 თიკა ჯამბურიას ვარსკვლავი

ნუ გაგიკვირდებათ რადგან, ასეთი დასახელების ვარსკვლავი ცაზე მართლაც არსებობს და სხვათაშორის. არამარტო თიკას, ნებისმიერ მათგანს შეგიძლიათ ცის უკიდეგანო გალაკტიკაზე საკუთარი სახელობის ვარსკვლავი გქონდეთ (თბილისში არსებობს ოფიციალური ფირმა, რომელსაც მოპოვებული აქვს ცაზე ვარკვლავების გაყიდვის უფლება :) - ერთი ვარსკვლავის ფასი, თავისი სერთიფიკატის გაშანშალებით 299 დოლარი ჯდება). მომღერალს ეს რომანტიული საჩუქარი, საკუთარმა შეყვარებულმა გაუკეთა, რომლის ვინაობასაც თიკა კარგახანია საგულდაგულოდ მალავს, რადგან გახსოვთ ალბათ მომღერალს უაზრო ჭორებით ბევრჯერ ატკინეს გული, ცრუ გათხოვებებისა და ცრუ ორსულობების შესახებ, თუმცა “ვარსკვლავებმა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ 17 წლის მომღერლის შეყვარებული - პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას უმცროსი ვაჟია.

11.03.2008 აგნესა სომხურ შოუ-ბიზნესს გადასწვდა

საქართველოში პოპულარულმა მომღერალმა, აგნესამ სომხეთის ერთ-ერთი პრესტიჟული სატელევიზიო არხის რეალითი შოუში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსული “ვარსკვლავური ფაბრიკის” მსგავსი პროექტია და “მსოფლიოს ვარსკვლავი” ჰქვია, რადგან გარდა იმისა, რომ მასში მონაწილეობას იღებდნენ სომხები, ქართველები, ასევე ამერიკელები, რუსები, მართალია გამარჯვება მოსკოველ მომღერალ ბიჭს დარჩა, მაგრამ როგორც გაირკვა აგნესას წილად ხვდა ბედნიერება სომეხი ბიზნესმენისგან მიეღო კონკრეტული წინადადება ერევანში სერიოზული “პრომოუშენის” დაწყებაზე, რაც თავისთავად მომღერლის სასომხეთში გადაცხოვრებას ითვალისწინებს, რაზეც არც აგნესაა დიდად წინააღმდეგი. “ვარსკვლავები” ერევანში კოლეგებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ იქ მართლაც ცნობადი სახეა ჩვენი აგნესა, მისი სიმღერები რადიოში მოთხოვნადია და მისი კლიპები ტელევიზიაში ტრიალებს, ერთადერთი რაც “დისკომფორტს” ქმნის ეს ისაა, რომ აგნესა პროექტშიც კი, ქართულად მღეროდა, რაც ფარულ უკმაყოფილებას იწვევდა ალბათ პროდუსერებში, ახლა კი მომღერალს უკვე უწევს რუსული სიმღერების ჩაწერისთვის მზადება. . . . და ესეც ასე – კიდევ ერთი მამლუქი ქართველი მომღერალი.

11.02.2008 ჯაბა ქარსელაძე ჟურნალისტობასაც აპირებს

წარმატებული მომღერალი, ბიზნესმენი, ახლობლების წრეში წარმატებული ექიმი. . . არა, არ გეგონოთ, რომ ეს დავით გამყრელიძის საარჩევნო სლოგანია, საუბარია 21 წლის ლექტორზე, რომელსაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ყოველ ოთხშაბათს სამ საათიანი ლექციის წაკითხვა მიანდეს “კორპორაციული ფინანსების” სფეროში, თავისზე 2-3 წლით უმცროს სტუდენტებთან და ეს ლექტორი ჯაბა ქარსელაძეა, რომლისთვისაც არასოდეს იყო უხერხული იმის აღიარება, რომ მომღერლობა მისთვის მეორე ხარისხოვანი, გასართობი საქმე იყო, თუმცა ამ გართობა-გართობაში, თავის დროზე 2004 წელს, ნატო დუმბაძის პროდუსერობის დროს, მან 4 “მეგას” ტიტულის მოპოვება შეძლო დაჯილდოების ცერემონიალზე. ახლახანს კი, ჯაბამ ახალი ინიციატივა გააჟღერა და როგორც ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში აღნიშნა – თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც დაგეგმილი აქვს, სექტემბრის სატელევიზიო სეზონისთვის, ერთ-ერთ ქართულ ტელეკომპანიაში საკუთარ თოქ-შოუს გააკეთებს, რომელსაც თავადვე წაუძღვება, სადაც იქნება ყველაფერი შოუ-ბიზნესიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული. იმედია განათლებულ ახალგაზრდას არ გაუჭირდება ჟურნალისტური ლაბირინთების გავლა და საკუთარ თოქ-შოუს ღირსეულად წარუძღვება, რაშიც “ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს მას

10.03.2008 “მესიჯის “ მესიჯი სოხუმის უნივერსიტეტიდან

დღეს ნაშუადღევს, სოხუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სააქტო დარბაზში, ახალი სტუდენტურ-ახალგაზრდული გაზეთ “მესიჯის” ხმაურიანი და ფართომასშტაბიანი მუსიკალური პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც მცირე საკონცერტო დარბაზში ქართული ესტრადის ყველა თაობის ვარსკვლავებთან ერთად ანშლაგით ჩატარდა, - დარბაზში მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გაზეთი დახვდა, მანმადე, დილით კი, თბილისელი “კრიკუნების” დახმარებით 5.000 ცალი “მესიჯი” ახალგაზრდებს ქუჩაში უფასოდ დაურიგდათ. მუსიკალური პროგრამა ქართული ესტრადის გრანმა - ბესიკ კალანდაძემ გახსნა და დარბაზში შეკრებილ სამასამდე სტუდენტს, 18 წლის რედაქტორს - ნათია ბასილაიას და დამსწრე საზოგადოებას სიმღერით მიულოცა ახალი სტუდენტური გაზეთის დაარსება, რის შემდეგაც იგი აფხაზეთის განათლების მინისტრმა ალექსანდრე აპლაკოვმა და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა - ჯონი აფაქიძემ შეცვალეს, ფაქტია, რომ ორივეს სასიამოვნო გაკვირვება ეტყობოდათ სახეზე, როცა გაიგეს, რომ გაზეთის გამომცემლებიც და კონცერტის ორგანიზატორებიც, მათი უნივერსიტეტის მეორე კურსელი სტუდენტები იყვნენ. გაზეთ “მესიჯს” დაბადება ასევე სიმღერით მიულოცეს ნუგზარ ერგემლიძემ, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა გურამ ჯაშმა, ზურა ჩინჩალაძემ, პაატა თედიაშვილმა, გიორგი დათიაშვილმა, ბაჩომ, რეპერმა ბედინამ, მაკა ქაჯაიამ, სოსო ჯინჯიხაშვილმა და მანჩომ, დარბაზი და სცენა თითქმის ერთიანი იყო და შესაბამისად გართობა არც დარბაზში დაუკლია ვინმეს და არც სცენაზე, მაგრამ ყველაზე გაბედულს – უნივერსიტეტის მე-4 კურსელ ბადრი სერგიას გაუმართლა, რადგან თავისი აქტიურობა (გურამ ჯაშის სიმღერაზე სცენაზე გაბედულად ავარდა, კაცურად იცეკვა და “მესიჯის” რედაქტორი ნათია ბასილაიაც გაიცეკვა სცენაზე) პრეზენტაციის წამყვანმა ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ “რუსთაველის” კინოს ნაჩუქარი ორი ბილეთით დაუფასა :) ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” დაბადებას ულოცავს ახალგაზრდულ გაზეთ “მესიჯს” და პრეზენტაციის დეტალურ ფოტო-რეპორტაჟს “ფორუმის” შესაბამის განყოფილებაში გთავაზობთ (შედით განყოფილებაში “ფორუმი”)

09.02.2008 ახლა “იურმალასთვის” იბრძოლებენ

“ევროვიზიის” მზადებამ სულ გადაფარა “იურმალასთვის” მზადება და რახან უკვე გაირკვა, რომ საქართველოს 2008 წელს ბელგრადში დიანა ღურწკაია წარადგენს, ვნებებიც ჩაცხრა და ისევ წინა პლანზე გადმოიწია თემამ – თუ ვინ წავა “იურმალაზე” 2008 წელს, იმ უამრავი ქართველი მომღერლიდან, რომლებიც საკონკურსო შერჩევის წესით, უნდა შეარჩიოს რუსულმა ჟიურიმ 11 მარტს დაგეგმილ ტურზე. კონკურსანტებს შორის არიან ჯგუფი “სეიშენი”, “ჯეოსტარელი” ანი კეკუა, ელენე ფოჩხუა და ჩვენი ფავორიტი სალომე გასვიანი. რამდენადაც ცნობილია “იურმალაზე” თითო ქვეყნიდან ორ მომღერალს აქვს მონაწილეობის მიღების უფლება, თუმცა შარშან გემახსოვრებათ რა სკანდალი ატყდა ქართველებთან დაკავშირებული – როცა იგორ კრუტოიმ (რუსული შოუ-ბიზნესის ნათლიმამამ) გაგიჟებულმა იღრიალა – ეს ქართველები ვინა ყოფილან, ხან ვინ მირეკავს ამან უნდა გაიმარჯვოსო და ხან ვინ - არა, ამანო! არ დავინახო, რომ 2008 წელს ვინმე ჩამოვიდეს საქართველოდან “იურმალაში” მონაწილეობისთვისო! თუმცა, კრუტოის ღრიალი ღრიალად დარჩა და ქართველები ამ კონკურსზე ისევ გამოვლენ, სხვა საქმეა შიდა სამარეულოში, აქ – თბილისში რა მოხდება და ვის “გაუღიმებს ბედი” 11 მარტს რუსული ჟიურის წინაშე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ – ხმას ვაძლევთ სალომე გასვიანს!

07.03.2008 გიოს და ქეთის დუეტი შედგა

ახალგაზრდა მომღერლებმა გიორგი დათიაშვილმა და ქეთი გომართელმა რუსულენოვანი დუეტი ჩაწერეს, რომლის ტექსტი ასევე მომღერალმა “რუსთავი-2”-ის პროექტ “ვარკვლავების აკადემიის” (რომელიც თვის ბოლოდნ გავა ეთერში) მონაწილემ ქეთი ორჯონიკიძემ დაწერა, მუსიკა კი თავად გიორგიმ შექმნა. სიმღერაზე ცოტახანში კლიპის გადაღებასაც დაიწყებენ და ამ საქმეს გიორგი დათიაშვილის სტუდია “არტ-მელოდიის” ბაზაზე განახორციელებენ. საინტერესო ისაა რატომ მოინდომეს ქართველმა თინეიჯერმა მომღერლებმა რუსული დუეტის ჩაწერა? იქნებ, ეს სტრატეგიულად გადაგმული ნაბიჯიც იყოს, რადგან კლიპი ტელეკომპანია “სტერეოს” ეთერში დატრიალდება, რომელიც საღამოს საათებში რუსეთის ტერიტორიაზეც გადის ეთერში და რომლის მუსიკალური ხელმძღვანელიც ნინო წიკლაური, ის გიორგი დათიაშვილის მენეჯერადაც ითვლება. თანაც წიკლაურმა მისდამი “დაქვემდებარებული” კიდევ ერთი წარმატებული ქართველი მომღერალი გიგა კვენეტაძე მოსკოვს უკვე გაისტუმრა :))

“რონდოს” “ბოლერომ” ანშლაგით ჩაიარა

4 მარტს სასტუმრო “ქორთიად-მარიოტის” საპრესკონფერენციო დარბაზში ჯგუფ “რონდოს” ახალი კლიპის, “ბოლეროს” თანამედროვე ვარიანტზე გადაღებული ნამუშევრის გრანდიოზული პრეზენტაცია მოეწყო. ფრანგი კომპოზიტორის, მორის რაველის ბოლერო მსოფლიო შედევრია, რომელიც ესპანური ცეკვის მოტივებზეა შექმნილი და რომლის ვოკალური ვერსია დღემდე არ არსებობდა და ფაქტიურად ჯგუფმა ნოვატორული ნაბიჯი გადადგა, ბოლერო აამღერადა თანაც ოთხ ხმაში გაშალა, რაც ჯგუფს უდაოდ ხარისხიანად გამოუვიდა (როგორც მათი ყველა ნამუშევარი). კლიპის რეჟისორები ბასა სამხარაძე და დაჩი დარჩია არიან, რომლებმაც გოგა ხაინდრავას სტუდიის ბაზაზე გადაიღეს კლიპი, რომელიც მშვიდობის მოწოდებას უფრო გავს თავის შინაარსით, ვიდრე ერთ უბრალო, რიგით კლიპს. პრეზენტაციას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, ქართული შოუ-ბიზნესის ელიტა, დიპლომატიური კორპუსი, ჟურნალისტები და ის, სულ რაღაც 50 წუთი გრძელდებოდა, გოგონებმა მაია დათუნაშვილის არცთუ ისე მცირე პრეისტორიული შესავლის შემდეგ, ცოცხლად შეასრულეს დარბაზში რამდენიმე სიმღერა და ხმამაღალი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს დამსწრეთა მხრიდან.

კახი კალაძე 30 წლის გახდა

პოპულარული ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქართველი კაპიტანი კახი კალაძე თებერვლის ბოლოს 30 წლის შესრულდა და საკუთარი იუბილეს გადახდა უკრაინაში, კიევში გადაწყვიტა. სპეციალურად ამ დღისთვის “მილანის” ფეხბურთელმა კიევში ლელა წურწუმია, გიო ხუციშვილი, ნატო გელაშვილი და სტეფანე მღებრიშვილი მიიწვია და შესანიშნავი მუსიკალური დაბადების დღეც გადაიხადა. საჩუქრებიდან გამორჩეული კი, ალბათ ის 500.000 დოლარად შეფასებული “როლს-როისის” ფირმის ავტომანქანაა, რომელიც ფეხბურთელს აჩუქეს (ვინ – ეს უცნობია)

თამთა გოგუაძე მეოთხედი საუკუნის შესრულდა

ახალგაზრდა მომღერალმა 25 თებერვალს თავისი მორიგი, ამჯერად ოქროს დაბადების დღე იზეიმა და ეს, უხმაუროდ, მხოლოდ ვიწრო წრეში აღნიშნა. კითხვაზე – თუ ვინ და რა საჩუქარი გაუკეთა, რომელიც ყველაზე მეტად გაეხარდა, თამთა ორიგინალურად პასუხობს და ამბობს, რომ საუკეთესო საჩუქარი მან თავად გაუკეთა საკუთარ თავს, პირველად თავის შემოქმდებით ცხოვრებაში თავად შექმნა მუსიკა, რომელზე ტექსტიც პოეტმა ირინა სანიკიძემ დაწერა, ხოლო არანჟირება კი, თამთამ ვერავის ანდო გარდა გიგა კუხიანიძისა, ბალანსი კი კოტე ნონიკოვს, რომელიც ამჟამად მოსკოვში მუშაობს, სწორედ იქ გაიგზავნა ჩანაწერები და იქიდან გამზადებული სიმღერა, თამთას დაბადებისდღის საჩუქრად 24 თებერვალს დაუბრუნდა. სიმღერა, რომელსაც თამთამ “მე” უწოდა უკვე ჩაჯდა რადიო “არ დაიდარდოს” ფორმატში და საკმაოდ რეიტინგითაც სარგებლობს უკვე. ზაფხულისთვის მომღერალი ახალი ალბომის გამოცემას აპირებს და კიდევ ერთი ახალი კლიპის გადაღებას, რაც სასიამოვნოდ გასაკვირია მისი მხრიდან, რადგან თამთა გოგუაძე იმ იშვიათ მომღერალთა სიაშია დღეს, რომელიც მიძინებული ქართული შოუ-ბიზნესის პერიოდშიც კი, წარმატებულად აგრძელებენ მუშაობას, ქმნიან ახალ სიმღერებს და კლიპებს. 25 წლის თამთას პირად ცხოვრებაში კი, არანაირი სიახლე არაა, როგორც თავად ამბობს, მისი პირადი ცხოვრება ჯერ-ჯერობით მხოლოდ მისი შვილით ლუკათი შემოიფარგლება, ხოლო მომავალში რა იქნება მაგას, ვერც ასტროლოგი ნოსტრადამუსი გამოიცნობდა და ვერც მკითხავი მიშა ცაგარელი იტყვის :))

02.03.2008 “ევროვიზიაზე” საქართველოს დიანა ღურწკაია წარადგენს

უდაოდ ღირებული შოუ აჩვენა გუშინ სპორტის სასახლეში “ევროვიზია 2008” საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოში, ექსკლუზივის მფლობელმა საქართველოს საზოგადიოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც უმაღლესი დონის შოუ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იტყობინებოდა ჩვენი საიტი, რომ შესარჩევი კონკურსი ფორმალობაა და რომ დიანა ღურწკაიას “ეუროვიზიაზე” წასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, ზედა, ქვედა და თუნდაც შუა ეშელონებში :)) - შოუს მაინც თავისი დატვირთვა ლამაზი ჰქონდა. სპორტის სასახლეში 8.000-მდე მაყურებელი შეიკრიბა, რომლებიც მეტ-ნაკლები აქტიურობით უჭერდნენ მხარს კონკურსანტებს, ე.წ. “ტაშომეტრის” (მასაში აპლოდისმენტების ხარისხის და ხანგრძლივობის დათვლით) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაყურებლის სიმპათია მართლა დიანა ღურწკაიას ერგო, მეორე რიგში ირაკლი ფირცხალავას და აშკარად თვალში (ყურში) საცემი იყო, ჩვენი საიტის ფავორიტის - სალომე გასვიანისადმი მხარდაჭერა. ვისაც აინტერესებდა, ალბათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კიდევაც უყურა შოუს, სხვა საქმეა ის რაც კულისებში ხდებოდა, არადა საინტერესო იქ, როგორც წესი ყოველთვის ხდება ხოლმე, ასეთუისე მღელვარება ყველა მონაწილეს ეტყობოდა, თუმცა მონაწილენი ერთმანეთთან ჭორაობაში ირთობდნენ თავს და ერთმანეთსაც კი “ბალეშიკობდნენ”, მიუხედავად იმისა, რო თითქმის ყვეალ დარწმუნებული იყო, რომ დიანა ღურწკაია იყო გამარჯვებული, აქ აშკარად “მონაწილეობაც კი გამაარჯვებაა”-ს პრინციპი მოქმედებდა და ალბათ ასეცაა, რადგან დიანა მართლაც ღირსეულია. კულისებში გამოჩნდა გოგა ხაჩიძეც, რომელსაც ძველი, ჯგუფ “სახეს” დროინდელი, სცენის ნოსტალგია მოეძალა თუ სპეც.დავალებით იყო იქ მისული, გაურკვევლი დარჩა, მაგრამ ის კი გაამხილა, რომ ერთი სერიოზული იდეა აქვს, რომელსაც ალბათ მალევე გაახმოვანებს – იდეა კი, იმედია ქართული შოუ-ბიზნესის ქართულ სცენაზე დაბრუნებას ეხება . . :) შოუს მსვლელობას დარბაზიდან ადევნებდნენ თვალს ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა, რომა რცხილაძე და სხვა პოპულარული მომღერლები, რომლებმაც 12 გამომსვლელის შემდეგ კულისებში გადაინაცვლეს და იქ ელოდნენ სხვებთან ერთად გამარჯვებულის დასახელებას - ჯგუფი “ვივო”, ალეკო ბერძენიშვილი, სალომე გასვიანი, ირაკლი ფირცხალავა, დიანა ღურწკაია, სალომე კორკოტაშვილი, ჯგუფი "თეატრონი", თიკა ფაცაცია, ჯგუფი “სამი გოგო”G (ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე), თამთა ჭელიძე, თაკო გაჩეჩილაძე და გუგა აფციაური, ეს ის 12 კონკურსანტია, რომლებმაც “ეუროვიზიისთვის ომში” მიიღო მონაწილეობა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ euroviziaმათგან იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხმადაბლა “ეგუებოდნენ” წინასწარწაგებული თამაშის თამაშს.. ოფიციალური ჯილდო 10.000 დოლარი დიანა ღურწკაიამ გამარჯვებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, საღამოს “მეიდან-კლუბში” გამართულ ღონისძიებაზე მიიღო, მეორე ადგილის მფლობელად კი ოფიციალურად დასახელდა სალომე გასვიანი. ჩვენი საიტის შეფასებით შოუს მსვლელობის დროს ულამაზესი, ყველაზე ლამაზი სასცენო კოსტიუმით წარსდგა სალომე გასვიანი, ყველაზე უგემოვნოდ სალომე კორკოტაშვილი, და ყველაზე ორიგინალურით თამთა ჭელიძე.

01.03.2008 ზაზა სვანაძის ახალი პროტესტი

გუშინ კინოს სახლში, სკანდალურად ცნობილმა ახალგაზრდა რეჟისორმა ზაზა სვანაძემ, საკუთარი ინიციატივით გადაღებული კიდევ ერთი და უკვე მესამე საპროტესო კლიპის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც კვლავ დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკას ემსახურება. ამჯერად კლიპს ფონად გასდევდა ჯაბა ჯიშკარიანის მიერ ომახიანად წაკითხული ლექსი “მზეო” და სიუჟეტურად ის, კვლავ ხელისფლების მხრიდან 7 ნოემბერს დარბეულ მიტინგს და რეჟისორის ნეტატიურ დამოკიდებულებას ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობის მიმართ, კადრობრივად ასახავდა. კინოს სახლში პრეზენტაციას ესწრებოდა ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც დარბაზში ხმამაღალი საყვედური გამოხატა ტელევიზიის ჟურნალისტებისადმი, რომ ისინი ცუდს შვებიან, რომ მსგავსი სახის კლიპებს არ ატრიალებენ, რაზეც ტელეკომპანია “მზის” ჟურნალისტმა უპასუხა – გპირდებით, რომ აუცილებლად გავუშვებთო. კლიპის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მომღერალი გიორგი დათიაშვილი და მანჩო, ეს უკანასკნელი ზაზა სვანაძის ბიზნეს-პარტნიორია საპროდიუსერო კომპანია “კრეატივის” ამავე სახელწოდების მუსიკალურ-ხმისჩამწერ სტუდიაში. გავა თუ არა კლიპი რომელიმე სატელევიზო არხზე ძნელი სათქმელია, რადგან პრეზენტაციას მხოლოდ ტელეკომპანია “მზისა” და “კავკასიის” ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ზაზა სვანაძის ახალ კლიპს კი, უახლოეს მომავალში ჩვენი საიტი “ვიდეორგოლების” განყოფილებაში შემოგთავაზებთ.

28.02.2008 მაია ბარათაშვილის დიდი ტიტული

სამწუხაროა, რომ საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალზე არ არსებობს ნომინაცია “წლის საუკეთესო შემსრულებელი ჯაზში”, მაგრამ ალბათ რომც არსებობდეს, ყოველ წელს ის სამმა-ოთხმა ადამიანმა უნდა გადაინაწილოს ხოლმე, რომელთა შორის აუცილებლად მოხვდებოდა მაია ბარათაშვილი, ქალბატონი რომელიც მონტეკარლოში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე (რომელსაც თავად მომღერალი ვერ ესწრებოდა) – “ჯაზში 2007 წლის საუკეთესო ვოკალისტ ქალად აღიარეს”, ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი სახლში გამოუგზავნეს და მონტე კარლოში სპეციალური კონცერტის ჩასატარებლადაც მიიწვიეს, რომელზე წასვლა-არწასვლის საკითხიც კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მაიასთვის, რადგან ხარჯების მხოლოდ ნახევარს იღებს საკუთარ თავზე კონცერტის მონტეკალოში ორგანიზატორი, ქართველ ჯაზმენს ნახევარის დაფარვა უწევს (როგორი დასაფარია?). სხვათაშორის ეს ჯილდო, ტიტული ქართველმა ჯაზმენმა თავისი ალბომისთვის სახელად “მაია” მიიღო.

27.02.2008 პროექტი “ოქროს სავარცხელი” დაიხურა

გუშინ, საბოლოოდ დაიხურა პროექტი, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საუკეთესო სალონების გამოვლენით და დაჯილდოებით იყო დაკავებული. შოუმენ ჯაბა ბოჯგუას მიერ ორგანიზებული დასკვნითი საღამო, ამჯერად სასტუმრო “ძველ მეტეხში” ფირმა “რემინგტონის” სპონსორობით ჩატარდა და მასში მონაწილე 14 სალონი (13 თბილისიდან და ერთიც ქუთაისიდან) საკუთარ ვარცხნილობებს ცნობილი და პოპულარული ქალბატონების დახმარებით წარმოადგენდნენ. დაჯილდოებაში მუსიკალური ნომრებით მონაწილეობას ღებულობდნენ “რონდო”, “ჯეო-სტარელი” ანანო მჟავია, გვანცა ზაქარეიშვილი და სხვები, რათქმაუნდა თავად ჯაბა ბოჯგუა. სხვადასხვა სალონებს წარმოადგენდნენ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ეკა ბესელია, ყოფილი მის-საქართველო, ულამაზესი ქალბატონი ირინა ონაშვილი და სხვა უამრავი. მოგეხსენებათ პროექტის ნომინაციების განაწილება 10 კაციან, კომპეტენტურ ჟიურის დაევალა, ჟიურის თავმჯდომარის – პარლამენტარ კობა ხაბაზის ხელმძღვანელობით, პროდუსერი სოსო აბზიანიძე, მომღერლები ბესიკ კალანდაძე და თემურ თათარაშვილი, მსახიობი გივი სიხარულიძე, ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე, “პირველი სტერეოს” ხელმძღვანელი კობა ბრეგაძე, დიზაინერი ზალიკო ბერგერი, მსახიობი, გორის თეატრის ყოფილი რეჟისორი რამაზ იოსელიანი და ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე. – ეს ის ხალხია, რომელთა მხრებზე გადაიარა სალონების და მათ მიერ წარმოდგენილი სახეების საბოლოო შეფასებამ. “ძველ მეტეხში” ღონისძიება 4 საათი გაგრძელდა, რომელსაც სხვათაშორის აჩი ფურცელაძე უძღვებოდა (რომელიც გუშინ გაემგზავრა მოსკოვში), სანამ ჟიური გადაწყვეტილების გამოსატანად ცალკე ოთახში თათბირობდა დარბაზში ცეკვა-თამაში არავის დაუკლია, მეორე დღეს კი, ტელეკომპანია “მზის” გადაცემა “ტაბუს” წამყვანმა მარინა სალუქვაძემ მთელ “ბრიგადას” თავისთან უმასპინძლა და “ოქროს სავარცხელს” მთელი გადაცემა მიუძღვნა, თემურ თათარაშვილიც გიტარაზე აამღერა, იმ დღის იუბილარი გივი სიხარულიძეც ააცეკვა, აჩი ფურცელაძეს გადაცემის თანაწამყვანობის უფლებაც მისცა და გადაცემის მიწურულს, თავადაც გულიანად იცეკვა, აკი აღიარა კიდეც, რომ მას ასეთი მხიარული და ორდინალური “ტაბუ” ჯერ არ ჰქონია. “ოქროს სავარცხელი” კი, როგორც ორგანიზატორმა განაცხადა საბოლოოდ დაიხურა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ჯაბა ბოჯგუა უახლოეს მომავალში ახალ სიურპრიზებს არ შესთავაზებს საზოგადოებას.

27.02.2008 საპროდიუსერო კომპანია “ლელა წურწუმია”

თბილისში კიდევ ერთი საპროდიუსერო კომპანია იხსნება, რომელიც მომღერალ ლელა წურწუმიას სახელს ატარებს და რომელსაც სათავეში ხელმძღვანელის სტატუსით მისი მეუღლე, პროდუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) ჩაუდგება, ეს უკანასკნელი თვლის, რომ ეს სახელი და გვარი, უკვე ქართულ ბაზარზე ბრენდია, რაც თავისთავად კომპანიისთვის უკვე წარმატების გარანტია იქნება საწყის ეტაპზე, მომავალში კი საპროდიუსერო კომპანიის სახელით მოეწყობა კონცერტები, საღამოები და მუსიკალური აქციები. მამულიჩა თვლის, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება.

26.02.2008 სალჯის მხიარული ქორწილი

ახალი კლიპის უჩვეულო პრეზენტაცია მოაწყო რეპერმა გიორგი ჯიხვაშვილმა, მეტსახელად სალჯიმ, როემლმაც თავის ქორწილში, მოწვეულ სტუმრებს იმის გარდა, რომ უმშვენიერესი პატარძალი სალომე ბიბილაშვილი წარუდგინა, თავისივე შემოქმედების პირველი ნაყოფი – ახალი კლიპიც გამოიტანა დამსწრეთა წინაშე. რესტორან “იბერიაში” ქორწილი ყველა წესის და ტრადიციის დაცვით ჩატარდა, თუმცა ცოტა უჩვეულო, მაგრამ აშკარად სასიამოვნო კლიპის პრეზენტაცია იყო, რომელსაც სახელად “მალიშა” ჰქვია და რომელშიც ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის პროექტ “უკანასკნელი გმირის” მონაწილის კიგ-ბოქსიორ დათო შველიძის ზედმეტსახელია, ის თავად ასრულებს მთავარ როლს ამ კლიპში, სადაც ქართველი კაცის მებრძოლ სულზეა საუბარი. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ქართველი მომღერლები - მანჩო, თემო ხვიბლიანი, ბიგ თიკო, “ჯეო-სტარელი” დიტო ქისიშვილი და სხვები, რომლებმაც თავისმხრივ ქორწილის მეორე, ყველაზე მხიარული ნაწილი თავისებურად გაამხიარულეს, სტუმრებიც საცეკვაოდ განაწყვეს და არც არავის დაუკლია მოლხენა და გართობა. საღამოს წამყვანი ხატია სიჭინავა და ზაზა სვანაძე იყვნენ, რომლებსაც არ დაზარებიათ ემოციურად ბოლომდე დახარჯვა. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ სალჯის (გიორგი ჯიხვაშვილი) და უახლოეს დღეებში მის საბრძოლო სულისკვეთებით გაჯერებულ ქართულ კლიპს “ვიდეორგოლების” განყოფილებაში წარმოგიდგენთ.

26.02.2008 მომღერლები ბავშვთა სახლ “ლაპიონს” სტუმრობენ

ახალგაზრდა ენთუზიასტთა ჯგუფი, პროექტ “ლამპარის” სახელით და ელენე ხუხიას ხელმძღვანელობით, არც ისე დიდი ხანია რაც ვარკეთილის ბავშვთა სახლ “ლამპიონის” ობოლ ბავშვთა სახლისთვის წამახალისებელ აქციებს ატარებს და სახლის აღსაზრდელებთან ცნობილი და პოპულარული ადამიანები მიჰყვას, რომელთა შორის უკვე იყვნენ კახი კალაძე, ირინა ონაშვილი, “ჯეოსტარელები” და რამდენიმე დღის წინ კი მომღერლები თამთა გოგუაძე და დიტო ქისიშვილი სტუმრობდნენ პატარებს, რომლებმაც სტუმრებს თავიანთი სურვილები გაანდეს, პატარა კონცერტიც ჩაუტარეს და მოკლედ, როგორც შეეძლოთ სტუმრების გახარებასაც შეეცადნენ და საკუთარი თავისაც. როგორც პროექტის ორგანიზატორმა ელენე ხუხიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მალე ისინი სპეციალურ ვებ-გვერდსაც შექმნიან, რომელზეც საქართველოში არსებილი ყველა ბავშვთა სახლის სიას, მათში მცხოვრები ბავშვების სიას, სურვილებს და ოცნებებს დააფიქსირებენ, რის მიხედვითაც კეთილ ადამაინებს მარტივად შეეძლებათ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თამთა გოგუაძემ განაცხადა, რომ ის იმდენად მოიხიბლა ამ ბავშვებით, რომ გადაწყვიტა თავის პატარა ლუკასთან ერთად ისევ ეწვევა მათ. “ვარსკვლავები” პერიოდულად მიადევნებს თვალს პროექტ “ლამპარის” აქციებს და სიამოვნებით გააშუქებს და მონაწილეობას მიიღებს ყველა პროექტში.

25.02.2008 Gelany USA-ის ახალი შოუ–საღამო

14 მარტს, საპროდიუსერო ცენტრი ამერიკაში Gelany USA კიდევ ერთ კლუბური სტილის საღამოს ატარებს ნიუ–იორკში. SPRING LOVE PARTY ეს საღამო გამოირჩევა ბევრი სიახლით და სიურპრიზებით, პირველი ის რომ, მიიღებს მონაწილეობას ამერიკაში ცნობილი და პროფესიონალი „დიჯეი–თენგო“, ალბათ სახელზე მიხვდით რომ ქართველია , თენგო გახლავთ ელექტრონული მუსიკის მიმდევარი, 1994 წლიდან უკრავდა Hip-Hop, Rock, Dance Music. უკრავს ყველანაირ D.J.–ის ინსტრუმენტზე, ასევე: აკუსტიკური, ელექტრო, ბას გიტარა, ფორტეპიანო და სხვა ინსტრუმენტებზე, უკრავს ისეთ მაღალი დონის კლუბებში, როგორიცაა: New York: Pacha, Panjia, Nocturnal, One. MIAMI: Sagamore, Shore Club, Brazil- Rio: Privolidje. Maisის და სხვა... გვინდა ავღნიშნოთ რომ 3 წლიდან საქართველოს გარეთ იმყოფება და მიუხედავად ამისა ის შესანიშნავად საუბრობს ქართულად, ეს მისი ქართველი მეგობრების დამსახურებაა. მას ძალიან უყვარს საქართველო და როგორც რეპერმა ნიკა გელაშვილმა გვითხრა, სულ მალე დიდ და გრანდიოზულ შოუ–საღამოებს გვთავაზობენ, „ეს ადამიანი შემთხვევით აღმოვაჩინე MYSPACE-ის საიტზე და მაშინვე დაუკავშირდი, დღეს ძალიან ახლო მეგობრები ვართ, დავგეგმეთ ბევრი პროექტი და მალე საქართველოშიც ჩამოვალთ ლამაზი და არნახული შოუ–საღამოებით. რაც შეეხება 14 მარტის საღამოს: მასში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი, ამერიკელი ,,დიჯეები“ და მომღერლები, აქვე დავამატებ რომ ამ დღეს ჩვენი საპროდიუსერო ცენტრი 1 წლის ხდება და ყველა ის ხელოვანი ადამიანი ვინც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყო, ყველას იხილავთ 14 მარტის საღამოზე“ Spring Love party, March 14th. Nightclub Adam’s, Address: 2424 Coney Island Avenue. NEW YORK, USA.

24.02.2008 “ოქროს სავარცხელი 2008” მე-4 ტარდება

რამდენიმე დღეში სასტუმრო “ძველი მეტეხის” დიდ დარბაზში კომპანია “მეგა ინტერნეშენელი” რომლის ხელმძღვანელიც შოუმენი, ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუაა, ტრადიციულ კონკურსს “ოქროს სავარცხელი 2008”-ს უმასპინძლებს, სადაც გასული ოთხი წლის მანძილზე გამარჯვებულები, გრან-პრის მფლობელნი და მონაწილენი წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. სილამაზის ათი სალონი (სია იხილეთ მარცხენა სვეტში, სპეციალურ გამოკითხვაში – რის მიხედვითაც ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” საკუთარ ფავორიტ სალონს დაასახელებს), თავის მხრივ პოპულარულ ადამიანებს წარადგენს მაყურებლის და ქალების შეფასებაში გამოცდილი მამაკაცებით დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე :), რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტარი, თბილისი ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი, პარლამენტარი კობა ხაბაზი, ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე, ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე, მსახიობი რამაზ იოსელიანი, ტელე-წამყვანი ნიკა ქავთარაძე და სხვები, ამ ადამაინებს მოუწევთ სხვადასხვა ნომინაციებში პოპულარული ქალბატონების ადვოკატ ეკა ბესელიას, პარლამენტარ ნაზი არონიას, მსახიობ გოგოლა კალანდაძის, მომღერალ ნინო ჩხეიძის და ეკა კვალიაშვილის, ანსამბლ “ფორტეს” წევრების, ჟურნალისტ ლალი მაროშკინას და სხვათა ვარცხნილობების შეფასება. პროექტს მხარდაჭერას და პარტნიორობას უწევს სარეკლამო სააგენტო “დეიზი”, კომპანია “ორიფლეიმი” “ულტრამედია ცენტრი”, “როზალი” და ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები”.

24.02.2008 “ევროვიზია 2008”-ზე დიანა ღურწკაია წავა?

სენსაციური ცნობა ჩაუვარდა ხელში ინტერნეტ_ჟურნალ “ვარსკვლავების” ჟურნალისტს, რომ თითქოს კულუარებში უკვე გადაწყვეტილია, საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე “ევროვიზია 2008” რუსეთში მოღვაწე, წარმატებული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია წარადგენს. ინკოგნიტო წყარო იყტობინება, რომ არჩევანი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშია გადაწყვეტილი და 1 მარტს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ შესარჩევ კონკურსზე, სადაც ხალხმა პირდაპირ ეთერში მესიჯების საშუალებით უნდა აარჩიოს გამარჯვებული, მხოლოდ ამ ყველაფრის ფორმალური ფიქსაცია მოხდებაო! მიზეზად კი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიმპათიებს ასახელებენ და კიდებ რუსეთის მხრიდან უდაო და გარანტირებულ მხარდაჭერას “ევროვიზიის” კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში, რადგან დიანა მართლა რუსული ესტრადის აღიარებული ვარსკვლავია! რაც მართალია-მართალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სიმპათიებს სალომე გასვიანზე ვაფიქსირებთ, დიანა ღურწკაია რამდენიმე ასპექტით უდაოდ წარმატებული განაცხადი იქნება საქართველოსთვის “ევროვიზიაზე”, მაგრამ ვნახოთ რამდენად გამართლდება 1 მარტს ჩვენი კულუარული წყაროს ეს ცნობა და ვისი სახელი და გვარი გამოცხადდება გამარჯვებულად, ჩვენი ჟურნალი ექსკლუზიურ რეპორტაჟს მოგაწვდით სპორტის სასახლის შესარჩევი კონკურსიდან!

23.02.2008 ნინო ქათამაძე 6 თვის ფეხმძიმეა

“წლის საუკეთესო ვოკალისტის” “მეგას” ტიტულის მფლობელი ქალბატონი, შესანიშნავი ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მან შვიდთვიანი საგასტროლო ტურნე დაასრულა, უამრავი ქალაქი ანშლაგებით მოიარა, მსმენელიც ასიამოვნა, თავადაც დადებითი ენერგიით დაიმუხტა და ქართველ თაყვანისმცემლებს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ჩამოუტანა – მომღერალი ექვსი თვის ფეხმძიმეა და მალე დედა გახდება, მაგრამ გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ ნინო ცოლად გაყვა მუსიკოს დათო სუხიტაშვილს, არც ადასტურებს და არც უარყოფს, ანუ ბავშვის მამა ასეთუისე მაინც გასაიდუმლოებულად რჩება. ის კი, ცნობილია, რომ ნინო ქათამაძე სამი თვის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ რომელიმე კლინიკაში იმშობიარებს, პირადი ცხოვრების სხვა დეტალების გახმაურებისაგან, როგორც ყოველთვის ის ამჯერადაც თავს იკავებს, რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას და გეგმებს, სიამოვნებით აღნიშნავს, რომ ამჟამადაც ახალი სიმღერების ჩაწერითაა დაკავებული და 2008 წლის სექსტემბერში ახალ ალბომსაც გამოუშვებს გაყიდვაში

22.02.2008 გიგა კვენეტაძე მოსკოვში გადაბარგდა

როგორც იქნა მომღერალი გიგა კვენეტაძე დიდი რუსეთის დიდ დედაქალაქში გადაბარგდა და საქართველოში მისივე მენეჯერის ნინო წიკლაურის ალალი ბიძის, მოსკოვში ბიზნესმენ ნუგზარ წიკლაურის ხმისჩამწერ სტუდიაში დაიწყო მუშაობა “არანჟიროვშიკად”, სხვათაშორის სწორედ ამ სტუდიაში მუშაობს საკუთარ ახალ სიმღერებზე მოსკოვში ვარდების რევოლუციის შემდეგ გადახვეწილი დათო ხუჯაძე. მოგეხსენებათ ნინო წიკლაური “მეგას” დაჯილდოების მე-7 ცერემონიალზე გასულ წელს “საუკეთესო მენეჯერის” ტიტულის მფლობელი გახდა და ალბათ ლოგიკურადაც, ამიტომ გიგა კვენეტაძის მოსკოვში წასვლაც არავის გაკვირვებია, მთავარია მანაც ივიე ბუმი ატეხოს იქ, როგორც დათო ხუჯაძემ. სავარაუდოდ 2012 წლის სოჭის ოლიმპიადაზე შესაძლოა, სწორედ გიგა კვენეტაძემ და მისმა პატარა მეგობარმა მარიამ წიკლაურმა, ოლიმპიადის გახსნაზე შეასრულონ ერთობლივი დუეტი გიგას სიმღერაზე ჩაწერილი, ყოველშემთხვევისთვის ამას ვარაუდობს და გეგმავს მათი მენეჯერი ნინო წიკლაური, რომელიც მარტის ბოლოს აპირებს მოსკოვში წასვლას და შესაძლოა თავისი ახლანდელი სამსახური - ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს, სხვათაშორის ამ სამსახურის გამო, მას ბევრი მტერი და მომდურავი გამოუჩნდა, რადგან მუდმივად იმას უჩიჩინებენ ხოლმე, რომ მუსიკალური არხის ფორმატში მის მიერ გატარებული რეფორმები არ ამართლებდა!

21.02.2008 საქართველოში “ვალენტიზმს” ივიწყებენ

“მას შემდეგ რაც ქართული მართმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელმა უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართმადიდებელ ქართველებს სთხოვა ე.წ. ვალენტინობის აღნიშვნისგან თავი შეეკავებინათ, მას შემდეგ რაც კათოლიკური ეკლესიის გახსნილი არქივებიდან ცნობილი გახდა, რომ ვინმე ვალენტინი ჰომოსექსუალისტების მფარველი ყოფილა, 14 თებერვალი საქართველოში გარდა იმისა, რომ განსაკუთრებული ყინვებით აღინიშნა, არანაირად საინტერესო არ ყოფილა, არ ჩატარებულა არცერთი მასობრივი აქცია, თითო-ოროლა კინკილა ღონისძიების გარდა ე.წ. ვალენტინობა არავის გახსენებია და ხალხიც შესაბამისად თბილი გაზაფხულის და მისი შუა თვის, შუა რიცხვის 15 აპრილის, სიყვარულის დღისთვის ემზადება, ასევე სერიოზული მზადება იქნება 16 ივლისისთვის, ჭეშმარიტი მართმადიდებლური სიყვარულის დღისთვის. უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი საქართველოში პოპულარულმა ასტროლოგმა მიშა ცაგარელმა, როცა “ქართულ სიყვარულის დღეებს” (საერო სიყვარულის დღედ აღიარებულ 15 აპრილს), კონკრეტული ადამიანების ამბიციების დაკმაყოფილება უწოდა, თუმცა მსგავს სასაცილო მდგომარეობაში ცაგარელი ალბათ ბევჯერ ჩავარდნილა, რადგან მისი მკითხაობა ვარკვლავებზე, მართლაც ხშირად ღიმილის მომგვრელია ხოლმე, სხვა თუ არაფერი მთელი საქართველო მაინც მის ე.წ. ჰოროსკოპებზე ერთობა.

16.11.2008 "მის და მისტერ სპორტი 2008" არჩეულია

14 თებერვალს ბაკურიანში საქართველოში პირველად უჩვეულო სილამაზის კონკურსი “მის და მისტერ სპორტი 2008” ჩატარდა, რომლის “ლაივ ინტერვიუ” რეპორტაჟი შეგიძლიათ გადმოიწეროთ ჩვენი შესაბამისი რუბრიკიდან და 35 წუთის განმავლობაში დეტალურად მოუსმინოთ, ხოლო “რეპორტაჟების” ახალ განყოფილებაში კი, წარმოგიდგენთ განხილვას და ფოტო-მასალას, რომელიც ჩვენმა აპარატმა ბაკურიანში კონკურსის მსვლელობის დროს და მის გარეთ დააფიქსირა

13.02.2008 “მის-დეკოლტე” :) თამუნა ლეკვეიშვილი გათხოვდა

“საუკეთესო იუმორისტული გადაცემის” “მეგას” ტიტულის მფლობელი 2007 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე - “კომედი შოუს” მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი (გადაცემის წამყვანისგან ლამის “მის-დეკოლტედ” მონათლული) გათხოვდა და ცოლად, ასევე მუსიკოსს გიგი ოქროპირიძეს გაჰყვა. ოთხი წლის წინათ კონსერვატორიის ფოიეში დაწყებული ნაცნობობა ქორწინებით დამთავრდა, თუმცა წყვილი ჯერ-ჯერობით ქორწილის გადახდას არ აპირებს გიგის ახლადგარდაცვლილი დედის ხსოვნის გამო, წყვილმა ჯვარი უკვე დაიწერა. გაბედნიერებას ვულოცავთ მშვენიერ ქალბატონს, ამიერიდან ვანო ჯავახიშვილი, თავის შოუში აშკარად მოერიდება თამუნას დეკოლტეებზე სახალხოდ საუბარს :))

12.02.2008 თბილისში ახალი ჯგუფი შეიქმნა

ტელეკომპანია “მაესტროს” სატელევიზიო, რეალითი-შოუ “ამტანის” მონაწილემ 19 წლის მშვენიერმა გოგონამ ეშლიმ (ეს ზედმეტსახელია) ახლახანს ახალი ელექტრონული როკ-ჯგუფი “ენდი” შექმნა, რომლის განმარტებაÝ ცოტა უცნაურია – ემო არასოდეს მოკვდება”, თავისმხრივ ემო, კი – ახალგაზრდული მიმდინარეობაა, რომელსაც რატომღაც გოთებს, პანკებს და ანარქისტებს ადარებენ ხოლმე (თუმცა ეს ასე არ არის). ჯგუფმა უკვე ჩაწერა პირველი რუსულენოვანი სიმღერა “ფიქრები”, რომელზეც უახლოეს მომავალში კლიპსაც გადაიღებენ, “ენდი” ანტინაკორტიკული აქციების ჩატარებას აპირებს და ამისკენ სხვა მუსიკოსებსაც მოუწოდებს. შხავთაშორის, ეშლი ერთი თვის წინ, თავისივე ჯგუფის წევრზე გათხოვდა, ბედნიერებას ვუსურვებთ ახალგაზრდებს საქმეშიც, პირად ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც.

11.02.2008 მანანა ჯაფარიძე გათხოვდა

აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავი მანანა ჯაფარიძე გათხოვდა, მისი მეუღლე გიორგი, თბილისელია, ქალაქის მერიის თანამშრომელი, თუმცა მას უკვე მოუწევს მეუღლესთან ერთად ბაქოში საცხოვრებლად გადაბარგება, სადაც ქართველი მომღერალი მართლაც ვარკვლავივით ცხოვრობს. თბილისური ქორწილი ყველა ტრადიციის დაცვით, ჯვრისწერის თანხლებით ჩატარდა, წყვილი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც დალოცა, ხოლო ქორწილი ბაქოში უფრო ელიტარულ ხასიათს ატარებდა და შოუ-პროგრამებით იყო გაფორმებული. ბევრისთვის გასაკვირად მანანა ჯაფარიძის მეჯვარეები მომღერალი ნინი ბადურაშვილი და მერიის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნეკა სებისკვერაძე იყვნენ, რომლებთანაც როგორც აღმოჩნდა, მანანას ბავშვობიდან მეგობრობა აკავშირებს. რაც შეეხება მომღერლის კარიერას, ის ჯერ-ჯერობით აღარ აპირებს ინგლისში გადასვლას, თუმცა ამისთვის ნიადაგი უკვე მომზადებული აქვს, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის სპეციალური პრიზის მფლობელი 2003 წელს, ჯერ-ჯერობით კვლავ ბაქოში აპირებს მუშაობას და ისევ გასტროლების დაგეგმვითაა დაკავებული. “ვარსკვლავები” ბედნიერებას და მარადიულ სიყვარულს უსურვებს მანანას და გიორგის.

09.02.2008 ”ვალენტინი” განკვეთილი ბერი, რომელმაც 14 თებერვალს პირველად დაწერა ჰომოსექსუალისტებს ჯვარი

საქართველოში რელიგიურად სიყვარულის დღე - 16 ივლისს, ხოლო საერო - 15 აპრილს აღინიშნება

თითქმის ნახევარი მსოფლიო ბოლო ათწლეულის მანძილზე, ყოველ 14 თებერვალს ინტენსიურად აღნიშნავს ე.წ. წმინდა ვალენტინის დღეს (მონათლულს შეყვარებულთა დღედ), თუმცა ორის წლის წინ რომის პაპის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს მსგავსი სახის წმინდანს სახელად ვალენტინი და ეს კონკრეტული თარიღი, ამერიკელების მიერ მოგონილი და შექმნილი არარეალური კომერციული ისტორიაა, მითი, რომელიც არანაირ რეალობას არ ექვემდებარება! კომერციის სახე კი ფულის მოყვარულმა ამერიკელებმა მას 1846 წლიდან მისცეს, როცა ”ვალენტინის” ბიზნეს-ხაზი შექმნეს და ფულის კეთება დაიწყეს. არსებობს ერთადერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ინახავს და ეს არის ვინმე ვალენტინოს, ეკლესიის მიერ განკვეთილი ბერის შესახებ ცნობა – რომელმაც პირველმა დასწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტებს და ამით განარისხა მთელი ქრისტიანული სამყარო და ეს ზუსტად 14 თებერვალს მოხდა! აღიარებული დღესასწაული, რომელსაც მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი რეალური ისტორია – განკვეთილი ბერის ვალენტინის მიერ ჰომოსექსუალისტებზე დაწერილი ჯვრისწერა უდევს, ამერიკელებმა კომერციის დღესასწაულად აქციეს. 2005 წლიდან რომის პაპის და ვატიკანის საელჩოს განცხადებით ჭეშმარიტ ქრისტიანებს აეკრძალათ 14 თებერვლის, როგორც შეყვარებულთა დღის აღნიშვნა. ასეთივე აკრძალვა გააკეთა მართმადიდებლურმმა ეკლესიამაც (მათ შორის უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა ილია მეორემ), რამეთუ ეს არის დღე როცა ჰომოსექსუალისტებს პირველად დაწერეს ჯვარი! მართმადიდებლური ეკლესია, სიყვარულის დღეს საქართველოში აღნიშნავს ივლისში გერგეტობის დღესასწაულზე, რომელიც უწმინდესმა ილია მეორემ დააწესა, ხოლო ჭეშმარიტი, საერო სიყვარულის დღე საქართველოში - 1994 წლიდან გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვში ყოველ 15 აპრილს აღინიშნება, რომლის დარსებასაც კონკრეტული ქართული წყვილის, კონკრეტული სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად! ჩვენ, რომ გვკითხოთ ყველა დღეს რომ სიყვარულისა იყოს უკეთესია, მაგრამ ახლა, ზემოთნაამბობიდან გამომდინარე, თქვენთვის მოგვინდვია რომელ რიცხვში უნდა აღნიშნოთ სიყვარულის ერთი კონკრეტული დღე!

09.02.2008 ირაკლი ფირცხალავა ქართულ “ვარსკვლავების ფაბრიკას” წარუძღვება

როგორც გაცნობეთ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ შეძენილი პროექტი “ვარსკვლავური ფარიკა” უკვე ამთავრებს კასტინგს და უახლოეს მომავალში შოუში მონაწილეთა ზუსტ სიასაც გამოაქვეყნებს, რომელთა შორის შესაძლოა რამდენიმე უკვე პოპულარული სახეც ამოიცნოთ, სავარაუდოდ შესაძლოა მათ შორის “ბარი 4”-ის გამარჯვებული დეა ადამიაც იყოს, მაგრამ პროექტის პროდუსერი გიორგი ხაბურძანია აცხადებს, რომ სხვა რეალითი შოუების გამარჯვებულნი მონაწილეობას ვერ მიიღებენ “ქართულ ფაბრიკაში”. ცნობილი გახდა, რომ პროექტის მთავარი რეჟისორი რუსეთიდან მოიწვიეს, ასევე რუსეთიდანაა მოწვეული წამყვანიც, მაგრამ ამჯერად ის ქართველია – მომღერალი ირაკლი ფირცხალავა, ადამიანი რომელიც რუსული პროექტის “ვარსკვლავური ფაბრიკა 2”-ს მონაწილეა, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ფირცხალავა “წამყვანადაც ივარგებს” და სხვა ქართველ მომღერლებთან ერთად, რომლებიც კვირაში ერთხელ შევლენ მონაწილეებთან, ბევრ სასარგებლო რჩევასაც გაიმეტეს მათთვის.

08.02.2008 არჩილ მეფარიძე ბომბს ამზადებს

გასულ წლებში ეს მომღერალი იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი გარეთ, ქუჩაში გამოსვლა და უცებ, მის გარშემო შეკრებილი ფანების რაოდენობა, ნებისმიერი მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორს შეშურდებოდა. “დაკარგულ ვეტერანს” მდუმარების პერიოდი ახალი შემოქმედებითი სიახლეებისთვის გამოუყენებია და ახლა “იმუქრება” – ქართულ შოუ-ბიზნესში იმხელა ბომბს ვდებ და იმხელა გასროლას ვამზადებ, რომ ჩემი შემოქმედება სხვანაირად წარმოჩინდებაო" – არა, ნუ იფიქრებს ვინმე რომ აჩიკო მეფარიძე ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საერთო სახალხო აჯანყებისთვის საგანგებოდ ემზადება, აქ საუბარია შემოქმედებით ბომბზე, რომელიც უწყინარ ახალ ალბომში ჩაიდება, ალბომში, რომელსაც მეფარიძე გაზაფხულისთვის ამზადებს გამოსაცემად. სხვათაშორის, მომღერალმა უკვე გააჟღერა ერთი საიდუმლო, - მან უკვე ჩაწერა დუეტი რუსული ესტრადის ვეტერან მომღერალთან – ლარისა დოლინასთან. ყოველთვის ექსცენტრიულობითა და ორიგინალურობით გამორჩეული მომღერალი დიდ სცენაზე ხმაურიანად დაბრუნებას აპირებს! – ჩვენ “ზა”, ბოლო-ბოლო ვიღაცამ ფითილს ცეცხლი ხომ უნდა წაუკიდოს, არაა?! თორემ, გავიგეთ უკვე, რომ “მიშა მაგარია” და “გამარჯობა აფხაზეთო შენი” “ფსოუს წყლის” დალევით უნდა დაგვირგვინდეს :))

08.02.2008 ენრიკო ჯანელიძე “დაქოქილია”

ექსცენტრიულმა და ენერგიულმა, პროფესიონალმა მომღერალმა, ამასწინათ თავისი მეხუთე კლიპის პრეზენტაცია თბილისის “კინოს სახლში” მეგობრებთან ერთად აღნიშნა, კლიპი სიმღერაზე “ბაი-ბაი” მისივე რეჟისორობითაა გადაღებული, თუმცა იდეის განხორციელებაში არანაკლები წვლილი დავით თათარაშვილსაც ეკუთვნის. კლიპში პანტონიმის თეატრის მსახობებიც მონაწილეობენ, მათ შორის ბურდღუ შალიკაშვილიც. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ენრიკო ჯანელიძის ახალ კლიპზე და სიამოვნებით ულოცავდნენ ახალ წარმატებულ ნაბიჯს (სიმართლე გითხრათ რომელ არხზე ან სად უნდა დატრიალდეს ეს კლიპი, უცნობია – მუსიკალური არხების დიდი დეფიციტის გამო). თუმცა, მომღერალი უკვე მეექვსე კლიპის გადაღებებზე ფიქრობს, რომელსაც სიმღერაზე “ცვივა თოვლის ფანტელი” აპირებს გადაიღოს, უახლოეს მომავალში. (რუბრიკაში “სიმღერები” შეგიძლიათ გადმოიწეროთ და მოუსმინოთ ენრიკო ჯანელიძის ამ სიმღერებს).

07.02.2008 ჭორები ფურცელაძის დაქორწინებაზე არარეალურია

მომღერალი აჩი ფურჩელაძე ჯერ ციხიდან ერთი თვეც არაა რაც გამოვიდა და უკვე მისმა ინტერვიუებმა საზოგადოებაში ათასი ჭორის საფუძველი წარმოშვა, საქმე კი ძირითადად მისი მოსკოვში გადაბარგების მიზნებს ეხება, რასაც იმით “ხსნიან” რომ თურმე ფურცელაძეს “ასაკოვანი მილიონერი” რუსის ქალბატონი მოუყვანია ცოლად. ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება, ჯერ ერთი აჩი ფურცელაძე ისევ თბილისშია (მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში გადასაბარგებლად მართლაც ემზადება), მეორეც ის ქალბატონი ვისზედაც ჭორაობენ – არა “ასკოვანი” მილიონერი”, არამედ აჩიზე რამდენიმე წლით უფროსი, ულამაზესი ქალია, სახელად ელენე (ჩვენი საიტი გთავაზობთ აჩის და ელენეს ერთობლივ ექსკლუზიურ ფოტოსურათს) და მესამეც, მომღერალი ჯერ არ დაქოწინებულა მასზე, თუმცა სავარაუდოდ რუსეთში ჩასვლის მერე, მალევე დაუკავშირებს მას ბედს. ჩვენ წარმატებებს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ აჩის, სადაც არ უნდა იყოს, მოსკოვსა თუ თბილისში, ციხესა თუ “სვაბოდაზე” ის მაინც “ჩვენი ერთგული აჩი ფურცელაძე” დარჩება!

07.02.2008 გუჯა ბურდული დავით აღმაშენებელი იქნება

არავითარი ბრედ პიტი, არავითარი ჯორჯ კლუნი და რასელ ქროუ, დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის როლს, ნიკა ხომასურიძის 30 წუთიან სადიპლომო ფილმში, რომლის გადაღებებიც ჰოლივუდუს კინო-სკოლაში გაზაფხულის ბოლოს დაიწყება, ლეგენდარული ქართველი მსახიობი ელგუჯა ბურდული შეასრულებს, რომელმაც ერთხელ უკვე განასახიერა დავით აღმაშენებლის სულის როლი, ქართულ მხატვრულ ფილმში “დემეტრე თავდადებული”. 67 წლის ელგუჯა ბურდული, ცნობილი მუსიკოსების ლადო და ბაკურ ბურდულის მამაა და ბევრისთვის უცნობია, რომ ის თავადაც გენიალური მომღერალია, მართალია მის შემოქმედებას საქართველოში ერთეულები იცნობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ის რუსული ესტრადის არც ისე იშვიათი სტუმარია და უკვე ორი დისკის ავტორიცაა ქართულ-რუსული მიქსით. როგორც “კვირის პალიტრასთან” საუბარში ელგუჯა ბურდულმა განაცხადა, მართლა ღელავს დავით აღმაშენებლის როლის შესრულებაზე და უპირველესად სულიერად ემზადება ამისთვის. შეგახსენებთ, რომ 30 წუთიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორი ჰოლივუდის კინო-აკადემიის სტუდენტი ნიკა ხომასურიძეა, რომელმაც სხვათაშორის 1999 წელს ჟურნალ “ვარსკვლავებთან” პარტნიორობით მუსიკოსების დაჯილდოების ცერემონიალი “ეკო” ჩაატარა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართულ მთავრობას, ჯერ კიდევ სამი წლის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გადაეღო სრულმეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმი “დიდგორის ბრძოლა”, სადაც სავარაუდო მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობი გია ბურჯანაძე მოიაზრებოდა! შემდეგ, ალბათ პოლიტიკური “სიამტკბილობის” გამო მთავრობამ ამ ფილმზე მუშაობა დაივიწყა და გადადო.

07.02.2008 ნიაზ დიასამიძე ბიზნესს აფართოვებს

მომღერალმა, ჯგუფ “33-ა”-ს სოლისტმა ნიაზ დიასამიძემ ცოტახნის წინ ვაკის პარკში, ადმინისტრაციულ შენობაში გამართული აუქციონი, მოიგო და 15 წლიანი საიჯარო ხელშეკრულების ნიადაგზე, პარკში არსებული ღია კინოთეატრის მართვის უფლება მოიპოვა. ამ მნიშვნელოვანი შენაძენის გამოყენებას ნიაზ დიასამიძე და მისი გუნდი, ექვსი თვის შემდეგ, საზაფხულოდ გარემონტებული ღია კინოთეატრის სახით გვპირდება, სადაც ჩატარდება კონცერტები, განხორციელდება კონკრეტული პროექტები და იგი იქნება კულტურული ცენტრი, სადაც ყველას ექნება საკუთარი ნიჭისა და უნარის წარმოჩენის საშუალება. მომღერალს, მეგობრებთან ერთად დიდიხანია აქვს მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე, ასევე მუსიკალური ხმის და განათების აპარატების მომსახურების სერვისი - კომპანია “მი-ფა-სი”.

06.02.2008 მამუკა ონაშვილი საქართველოდან მიდის

. . . საბედნიეროდ მხოლოდ საგასტროლოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამუკა ონაშვილი, ის ქართველი მომღერალია, რომელიც აშკარად ანებივრებს საკუთარ თავსაც და საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებსაც თავისი კონცერტებით. მომღერალი 9 რიცხვში საბერძნეთში მიფრინავს, სადაც ქვეყნის დედაქალაქში სოლო-კონცერტს ჩაატარებს, მასთან ერთად იქნება მისი მეგობარი, შესანიშნავი მომღერალი, მსახიობი გურამ ჯაში. ათენის შემდეგ, მამუკა ონაშვილი მეგობრებთან ერთად უკრაინის დედაქალაქს დალაშქრავს. (დეტალურ ინფორმაციებს საიტზე აუცილებლად მოგაწვდით, პირდაპირი ხაზით მამუკა ონაშვილთან). ეს, მოგზაურობები მამუკა ონაშვილს სულაც არ უშლის ხელს ქართულ შოუ-ბიზნესშიც არ დაავიწყოს ხალხს თავი და მიუხედავად იმისა, რომ ის, არც პრეზიდენტის წინასარჩევნო კონცერტებში მონაწილეობდა და არც ოპოზიციის აქციებში (თუმცა, ის ხალხთან ერთად ნადვილად იდგა ნოემბრის მწარე დღეების დროს) მომღერალი თავს ნამდვილად არ ავიწყებს ქართულ საზოგადოებას. მის პირად ცხოვრებაშიც სიახლეებია, მეუღლესთან დაშორების შემდეგ მამუკა ონაშვილი აღიარებს, რომ კვლავ შეყვარებულია, თუმცა დაოჯახებას ნამდვილად არ ჩქარობს, ეს როცა მოხდება, არავისგან ამის დამალვას არ ვაპირებო – აცხადებს მამუკა.

05.02.2008 თემურ თათარაშვილი: - თუ პრეზიდენტს ჩემი თავი დასჭირდება, მე მისთვისაც ვიმღერებ

ციხიდან ამინისტიით განთავისუფლების შემდეგ, ბევრისთვის სენსაციური ინტერვიუ მისცა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტს, სადაც ის გულწრფელად ნანობს თავის საქციელს და აცხადებს, რომ ბევრ უარყოფითთან ერთად ციხემ მას მისცა საშუალება თავი დაენებებინა ნარკოტიკებისთვის, ბევრი ფიზიკური და სულიერი ტკივილის გადატანის შემდეგ, ხმადაკარგული მომღერალი უჩვეულო მიმტევებლობას ავლენს და ხმამაღლა აცხადებს, რომ – მიშა სააკაშვილმა მას აჩუქა 7 წელი, სიცოცხლის 7 წელი, რომელიც მას წესით ციხეში უნდა გაეტარებინა, ციხეში სადაც მომღერალმა აღიარა, რომ მართლაც სცადა საკანში თავის მოკვლა და ამაზე ხელი სრულიად შემთხვევით ციხეში შემოსულმა სასულიერო პირმა ააღებინა. თათარაშვილი დათრგუნული, გამოცლილი და გამოფიტულია ჟურნალისტთან საუბარში, მაგრამ აშკარაა, რომ მას აქვს იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გადატანილი ტკივილის მიუხედავად, თემური კვლავ აპირებს სიმღერას, დიდ სცენაზე დაბრუნებას და ამაში მას კვლავ მეგობრები დაეხმარებიან, ეკა კვალიაშვილმა მომღერალს უკვე 2 სიმღერაც კი, გაუმზადა . . . უჩვეულოა, მაგრამ თემურ თათარაშვილის შემთხვევაში სწორედ, რომ ციხე აღმოჩნდა ის ადგილი სადაც დამნაშავის გამოსწორება მოხდა, მძიმედ, უდიდესი სულიერი ტკივილის გადატანით, მაგრამ მაინც, რადგან ერთდროს ნარკოტიკების მომხმარებელი ქართველი ვარსკვლავი, დღეს ყველას გასაგონად და ხმამაღლა აცხადებს: - ადამიანებო შეეშვით წამალს! მოიშორეთ ის, თორემ ნარკოტიკები სიცოცხლეს დაგინგრევთ! ჩვენი რედაქციის და მრავალმილიონიანი მკითხველის სახელით, თემურ თათარაშვილს ახალი გამარჯვებებისთვის ბრძოლის ხალისს ვუსურვებთ! – ხალხი მას ისევ მიიღებს, რადგან მონანიება პირველია, რითაც დამნაშავე ფასდება!

02.02.02008 “მაესტრო” პოლიტიკურ არხად გარდაისახება

ერთ დროს რეიტინგში პირველი მუსიკალური სტუდია “მაესტრო”, ცოტახანში პოლიტიკურ “პრეტენზიებს გამოაცხადებს” და ეს სულაც არ უკავშირდება არხის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან წინასაპარლამენტო არჩევნებისთვის, არხის შესყიდვას, ან რაიმე პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნას, - უბრალოდ ასე გადაწყვიტა “მაესტროს” დამფუძნებელმა, ბევრი პროექტის პიონერმა მამუკა ღლონტმა. ალბათ, ამაში კომერციული გათვლაც დევს და ვინაიდან მამუკა ღლონტი ჭკვიანი პროდუსერიცაა, დიდი მიხვედრა არ დასჭირდებოდა იმაზე, რა უფრო კომერციული და მომგებიანია დღეს საქართველოში, - პოლიტიკაზე საუბარი (მითუმეტეს გამოკვეთილი ოპოზიციური ნიშით) თუ შოუ-ბიზნესი! რათქმაუნდა – პირველი. თუმცა, უსამართლობა იქნებოდა არ აღგვენიშნა “მაესტროს” შეფის აშკარა ოპოზიციური განწყობა ხელისუფლებისადმი, სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ დირექცია “მუსიკალურ-გასართობი არხის” ლიცენზიას მალე “საზოგადოებრივ-პოლიტიკური” არხის ლიცენზიით შეცვლის, რის შემდეგაც “მაესტრო” სრულ პოლიტიკურ ფორმატში, კვლავ კაბელზე გააგრძელებს მაუწყებლობას. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” დახურვის შემდეგ ოპოზიციური სიტყვის ერთადერთ ტრამპლინად საქართველოში (თბილისის მიდამოებში), პატარა ტელეკომპანია - “კავკასია” იქცა.

01.02.2008 ვინ წავა “ევროვიზია 2008”-ზე საქართველოდან?

ზუსტად ერთ თვეში, 1 მარტს, სპორტის სასახლეში ჩატარებული წინასწარი შესარჩევი კონკურსიდან, ცნობილი გახდება ვინ წარადგენს საქართველოს “ევროვიზია 2008”-ზე, მონაწილე კონკურსანტთა სია ასე გამოიყურება: - ჯგუფი “ვივო”, ალეკო ბერძენიშვილი, სალომე გასვიანი, ირაკლი ფირცხალავა, დიანა ღურწკაია, სალომე კორკოტაშვილი, ანს.“თეატრონი”, თიკა ფაცაცია, ჯგუფი “სამი გოგო” (ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე იმედაძე), თამთა ჭელიძე და გუგა აფციაური. სწორედ ამ მიმდევრობით შეასრულებენ საკონკურსო სიმღერებს ქართველი მონაწილენი სპორტის სასახლეში გამართულ კონცერტზე, სადაც გამარჯვებულს მესიჯების რაოდენობის მიხედვით აარჩევენ, ხმის მიცემა ასევე შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით მისამართზე www.eurovision-georgia.ge სხვათაშორის, სალომე გასვიანი ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად უნდა გამოსულიყო კვარტეტში, საზოგადოების წინაშე, მაგრამ სალომე “4 გოგოს” ჯგუფს დროებით ჩამოშორდა, თუ შესარჩევ ტურში ვერ გაიმარჯვა, მხოლოდ ამის მერე დაუბრუნდება “4 გოგოს”, რაც სტრატეგიულად აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან სალომეს მსგავსი ვოკალური და ვიზუალური მონაცემების მომღერალი, აშკარა პოზიტივია ნებისმიერი ნაკრებისთვის.

31.01.2007 ჯაბა ბოჯგუა კრიმინალზე ალაპარაკდა

ცნობილი შოუ-მენი და სკანდალურად პოპულარული მომღერალი 13 მარტისთვის, საკუთარი დაბადების დღის გრანდიოზული აღნიშვნისთვის ემზადება, როგორც ცნობილია ის, ჯერ თეატრალიზებულ კონცერტს ჩაატარებს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ხოლო იმავე საღამოს დახურულ საღამოს, ვიპ-სტუმრებისთვის რესტორან “მონოპოლში”. მომღერლის ბოლო დროის ჰიტი “სიყვარულის ისტორია” კვლავ ლიდერობს წამყვანი რადიოების ჩარტებში, თუმცა მასზე გადაღებული კლიპი ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” (ერთადერთი ქართული მუსიკალური არხი) ეთერში არ გადის (კლიპი შეგიძლიათ იხილოთ საიტის “ვიდეორგოლებში”), რაშიც ჯაბა ბოჯგუა არხის მუსიკალურ ხელმძღვანელ ნინო წიკლაურს ადანაშაულებს და მენეჯმენტს უწუნებს – მისთვის მუსიკალური შემოქმედება გიგა კვენეტაძით იწყება და მთავრდება! – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში ჯაბა ბოჯგუა. მომღერალი ასევე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს კახა ცისკარიძეს და სტეფანეს, რომლებიც ბოლო დროს მონოპოლიას ფლობენ სამთავრობო კონცერტებზე გამომსვლელთა სიის შედგენაში და მათ კრიმინალებს უწოდებს. სხვათაშორის ჯაბამ საკუთარი სოლო-კონცერტისთვის ახალი სიმღერა “ქსოვრელებთან” ერთად ჩაწერა, დებიუტი 13 მარტს შედგება.

30.01.2008 ლექს-სენი “ვერ ამბობს”

ხელისუფლებისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მხარდამჭერმა რეპერმა ლექს-სენმა (მას მოპოვებული აქვს “წლის საუკეთესო რეპერის” “მეგას” ტიტული 2004 წელს) მორიგი საინტერესო პროქტი განახორციელა და ახალი დუეტი, თავისი ოჯახის მორიგ წევრთან – ამჯერად 16 წლის დაიკოსთან, თაკოსთან ერთად ჩაწერა (ლექსოს უკვე აქვს ერთი დუეტი ძმასთან – მინდოზასთან, რომელიც თავის მხრივ ამ ეპატზე უკვე ძმის პროდუსერია). სწორედ ასე ქვია ლექსოს და თაკოს დუეტს - “ვერ ვამბობ”, რაზეც კლიპი რეჟისორმა რამაზ ჩაჩანიძემ (ერთდროს ძალიან პოპულარული ჯგუფი “ფლეშის” წევრმა) გადაიღო და რომლის შეფასება, მხოლოდ ინტერნეტ-საიტებზე შეგიძლიათ, ანუ კლიპი ჯერ-ჯერობით სატელევიზიო ეთერში არ ჩაეშვება და მხოლოდ ინტერნეტ-მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რეპერი პარალელურ რეჟიმში ახალი ალბომისთვის მზადებას იწყებს, ალბომის გამოსვლა წლის ბოლოს აქვს გადაწყვეტილი და თან ნინო ჩხეიძესთან ერთად ჩაწერილი დუეტის “სანთელის” რემიქსზე კლიპის გადასაღებად ემზადება.

29.01.2008 გიორგი დათიაშვილის ახალი კლიპი

ახალგაზრდა, პოპულარული, თინეიჯერი მომღერალი გიორგი დათიაშვილი მსმენელს მალე საკუთარი ვიდეოს-სტუდიის პირველ ნამუშევარს წარუდგენს, რომელიც საკუთარ სიმღერაზე გადაიღო, “განშორება” ასე ქვია გიორგის ახალ სიმღერას, რომლსი ტექსტის და მუსიკის ავტორიც თავადაა, კლიპის რეჟისურაშიც დიდი წვლილი მიუძღვის და სავარაუდოდ ეს პროექტი, რომელსაც ჩვენ მეგობრულად “სამ ტანცუეტ სამ პაიოტ, სამ ბილეტი პრადაიოტ” დავარქვით, გაამართლებს, მითუმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კლიპში მონაწილეობას სკანდალურად ცნობილი “ბარი-4”-ელი “მულატკა” იღებს, რომელსაც მამა მოსაკლავად კვლავ დასდევს პროექტის მონაწილე დათო ჩხეტიასთან უღიმღამო (ჩვენი შეფასებით) სექსის გამო. მაყურებელს წინასწარ ვაფრთხილებთ :) რომ ნუ დაელოდებიან კლიპში შიშველი “მულატკას” ხილვას, ან მისი და გიორგის საბანგადაფარებულ სექსს :)) რადგან კლიპი იმდენად უწყინარი, სევდიანი და სასიამოვნო საყურებელია, რომ. . . სხავთშორის მასში “მულატკა” ჩაცმულია . . . :)) ცოტახანში კლიპის პრეზენტაცია ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” ეთერში გაიმართება (მას ჩვენი საიტის მომხმარებლებსაც შევთავაზებთ, მანამდე კი “ვიდეორგოლების” განყოფულებაში შეგიძლიათ ნახოთ აზერბაიჯანელი მომღერლის კლიპი სადაც “მულატკა” მონაწილეობს მთავარ როლში . . ამჯერად შიშველი)

28.01.2008 გუჩიმ წიგნი გამოსცა

გასული წლების პოპულარულმა მომღერალმა, მუსიკოსმა გუჩიმ (ბექა მეტრეველი) გუშინ საღამოს თბილისურ კლუბ “პრემიერში” ულამაზესი საღამო მოაწყო, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამჯერად, საქმე მის შემოქმედებასთან არ გვქონია, გუჩიმ დამსწრე საზოგადოება თავისი წიგნის “ჯიშიანი ძაღლები საქართველოში” პრეზენტაციაზე მიიწვია, წიგნის - რომლის ავტორიც თავად გახლავთ და იმდენად რამდენადაც რეპერი ექსპერტ-კინოლოგიცაა და კომპანია VIP Aნიმალს-ს აღმასრულებელი მენეჯერიც, ეს უკვე გასაკვირი არ უნდა იყოს. უმაღლესი ბეჭვდითი ხარისხის გამოცემაში, მსოფლიოში გავრცელებული 438 ჯიშიდან საქართველოში არსებული 67 ჯიშის ძაღლის ისტორია და ფერადი ფოტოსურათებია მოყვანილი. წიგნში ფაქტიურად ამომწურავი ინფორმაციაა თუნდაც დილეტანტისთვის, რომელსაც უბრალოდ სურს ყავდეს ოთხფეხა მეგობარი და სურს შეიძინოს ის. უჩვეულოდ ლამაზ საღამოს გუჩის ძველი მეგობრები, მომღერლები და რეჟისორებიც ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესის სამყაროდან, თამთა გოგუაძემ, ქეთი გომართელმა, თემო ხვიბლიანმა და რეპერმი “ჯოკერი” თავიანთი სიმღერებით საღამო უფრო ხალისიანი გახადეს. ხანმოკლე პრეზენტაციისა და მინი-კონცერტის შემდეგ კლუბში “ევროპულ-შვედურად” გაწყობილ ლამაზ სუფრას ქართული ტრადიციული ქეიფი მოყვა, როემლიც გვიანობამდე “ქართულ სიყვარულობაში და ჩახუტებაში” გაგრძელდა. . . :))

27.01.2008 პატიმრობიდან განთავისუფლებულმა თათარაშვილმა ხმა დაკარგა

გუშინ, ნაშუადღევს, სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულებიდან, მოულოდნელად გაანთავისუფლეს 2006 წლის 25 სექტემბერს ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის მუხლით დაპატიმრებული მომღერალი თემურ თათარაშვილი, რომელსაც სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შარშან მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები თემურ თათარაშვილის განთავისუფლებას ორი თვის განმავლობაში ელოდნენ, გუშინდელი დღე თავად მომღერლისთვისაც მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა, იგი ამ პერიოდის განმავლობაში პირდაპირი გაგებით ჩემოდნებზე იჯდა და ელოდა გარეთ გამოსვლას, რადგან პრესა ყოველ კვირა წერდა მის შესაძლო განთავისუფლებაზე, ამ ლოდინმა კი მომღერალს დეპრესია აკიდა, როგორც ციხიდან გამოსვლის შემდეგ თათარაშვილმა განაცხადა – მან ხმა დაკარგა, მაგრამ მისი დაბრუნების შემდეგ იმედია რეაბილიტაციას გაივლის და თუ ხალხი მას ისევ მიიღებს, თავის საყვარელ საქმეს, სიმღერას დაუბრუნდება. აღსანიშნავია თემურის მეგობარი მომღერლების როლიც ამ პრობლემური საკითხის უპრობლემო გადაწყვეტაში, რამდენადაც ცნობილია საპრეზიდენტო კანდიდატ მიშა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში მონაწილე ქართველი ვარსკვლავები, სწორედ თემურის განთავისუფლების თხოვნით “აწუხებდნენ” ხელისუფლებას, და უპრეცენდენტო შემთხვევაც დაფიქსირდა – ამინისტირებულ და ციხიდან გაშვებულ იქნა, პირველი ადამიანი, უმძიმესი ბრალდების - ნარკოტიკების გავრცელების მიზნით დაპატიმრებული, რასაც თემურ თათარაშვილის შემთხვევაში ჩვენც მხარს ვუჭერთ, რადგან მომღერალს ბოლომდე ქონდა შეგნებული დანაშაულის პასუხისმგებლობა, და ის ნადვილად არაა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება.

26.01.2008 დავით აღმაშენებელის როლში – ბრედ პიტი?

ივლისის ბოლოს, საქართველოს თითქმის ყველა მოქმედ კინოთეატრში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმის “დიდგორის ბრძოლის” პრემიერა, რომელიც ჰოლივუდში გადაღებული, პირველი ქართული ფილმი იქნება. ფილმის რეჟისორი (რომლის სადიპლომო ნამუშევარსაც წარმოადგენს “დიდგორის ბრძოლა”) ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის სკოლის სტუდენტი ნიკა ხომასურიძეა, რომელიც ფილმის გადაღებებს მარტის ბოლოდან იწყებს, სცენარი დამუშავებულია, მიმდინარეობს მსახიობების შერჩევა 20 ძირითად როლზე დასამტკიცებლად, რაც შეეხება დავით აღმაშენებლის როლზე მსახიობის დამტკიცებას, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს, ნიკა ხომასურიძე არანაირად არ გამორიცხავს დავითის როლზე თუნდაც ბრედ პიტის ან რასელ ქროუს მოწვევას, შესაბამისი კასტინგის გავლის შემდეგ, რაც არარეალური ნამდვილად არაა, რადგან ჰოლივუდის კინოაკადემიის სტუდენტებს, ჰოლივუდის მსახიობებთან ურთიერთობაში კონკრეტული ბონუსები აქვთ. როგორც რეჟისორი გვპირდება, ფილმი შინაარსობრივად დატვირთული გამოვა, გამოყენებული იქნება უახლოესი ტექნიკა გადაღებებისას და დავითის მიერ მოგებული “დიდგორის ბრძოლის” თითქმის ყველა ნიუანსი, მისი 200 მებრძოლის ნახევარმილიონიან მტრის ჯარში შეჭრიდან დაწყებული, მეფის სიტყვით დამთავრებული, სიტყვით, რომლითაც ის ხალხს ბრძოლის მოგების შემდეგ მიმართავს. სხვათაშორის ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია სცენარის ამ ნაწილში, მეფის სიტყვის შედგენაში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი ვერსია რეჟისორს მაილზე გადაუგზავნოს didgori1121@yahoo.com

25.01.2008 “ვარსკვლავური ფაბრიკა” “რუსთავი-2”-ზე

ტელეკომპანია “რუსთავი-2” ასრულებს პოპულარული ტელეპროექტების “ჯეო-ბარისა” და “ჯეო-სტარის” ისტორიას და საზოგადოებას ახალი სეზონიდან ახალ რეალითი შოუს - “ვარკვლავების ფაბრიკას” წარუდგენს, რომელიც რუსული პროექტის - “ფაბრიკა ზვიოზდის” პირდაპირი ანალოგიაა. 13 ამბიციური ახალგაზრდა, რომელიც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, ყოველი კვირის ბოლოს საკუთარ სოლო ნამუშევარს წარადგენს, რომელსაც საზოგადოება და მაყურებელი მესიჯებით შეაფასებს, ისინი ერთ ბინაში იცხოვრებენ, ჩვეული სკანდალები და ჩვეული ურთიერთობები (“ჯეო-ბარის” მსგავსად აქაც მოსალოდნელია), მიუხედავად იმისა, რომ პროდუსერები აცხადებენ, - ეს განსახვავებული რეალითი-შოუ იქნებაო, საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა მსგავსი პროექტების ნიშა, თუმცა - აქ არც 40.000 თამაშდება და არც 15.000, აქ უბრალოდ – გაქცევენ პოპ-ვარსკვლავად (ყოველ შემთხვევისთვის ეცდებიან). სხვათაშორის პროექტში განაცხადების შეტანა უკვე პოპულარულ, ან მეტნაკლებად პოპულარულ მომღერლებსაც შეუძლიათ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ჯერ-ჯერობით “ვარსკვლავების ფაბრიკაში” ასეთი განაცხადი ჯერ არ შესულა. (გარდა დეა ადამიასი, რომელიც “ბოლო ბარის” პროექტის გამარჯვებულია)

24.01.2008 ნინი ბადურაშვილის და სავადმყოფოშია

მომღერალ ნინი ბადურაშვილის და, მსახიობის და მომღერალ ეკა კახიანის შუათანა ქალიშვილი 18 წლის ანასტასია თოფურიძე, რამდენიმე დღის წინ ბაკურიანში დასვენების დროს თოვლმამავალი ბურანიდან გადმოვარდა, მის ქვეშ მოყვა და თავის უმძიმესი ტრამვა მიიღო. ბაკურიანიდან ანასტასია რეანომობილით სასწრაფოდ თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ცნობილი ექიმი ალეკო გველესიანი მკურნალობს. ტრამვების სიმძიმის გამო ანასტასია 2 დღე კომაში იყო, მაგრამ ამჯერად მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმეს უწოდებენ, გოგონა კონტაქტური გახდა, თუმცა, ამის მიუხედავად ექიმები მას საუბარს მაინც უკრძალავენ.

22.01.2008 მერაბ სეფაშვილი "კუდ"-ში დააშინეს?

სენსაციურ მოსაზრებას ავრცელებს სკანდალურად ცნობილი რეჟისორი ზაზა სვანაძე, რომელსაც ბოლო დროის გახმაურებული "ანტი-მიშა სააკაშვილისტური" კლიპების რეჟისურა ეკუთვნის, მისი ინფორმაციით პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილე ქართული ესტრადის ვარსკვლავი მერაბ სეფაშვილი "კონსტუტიციური უსაფრთხოების დეპარტამენტში" დაიბარეს და "მეგობრულად შეახსენეს" რომ მას ორი შვილი ყავს და მათ უნდა გაუფრთხილდეს, ზაზა სვანაძე ასევე გადაკრულად აცხადებს იმაზე, რომ - სავარაუდოდ "კუდ"-შივე დააშინეს ვიღაც-ვიღაცეები და უთხრეს, რომ - იცოდეთ თქვენს წამლის "ბარიგა" და "სუტენიორ" ქმარს დავიჭერთ, თუ საარჩენო კამპანიაში არ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟისორი ასევე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს კახა ცისკარიძისა და სტეფანე მღებრიშვილის კომპანია "არტ-ფორუმს", რომლის ჩატარებულია სხვათაშორის მერიის მიერ დაფინანსებული რამდენიმე სერიოზული მუსიკალური პროექტი, მათთან ერთად რეჟისორი არც მომღერალ ნეკა სებისკვერაძეს ინდობს, რომელიც დღეს მერიის კულუტრის სამსახურის ამჟამინდელი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. აღსანისნავია, რომ ეს სამკუთხედი - "არტ-ფორუმი" მერიის ფინანსები და ნეკა სებისკვერაძის სამსახური ეჭვის საბაბს ბევრში იძლევა. სხვათაშორის "ვარსკვლავები" გთავაზობთ სპეციალურ გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც გავარკვევთ როგორ უყურებს საზოგადოება პოპულარული მომღერლების აქტიურ მონაწილეობას, წინასაარჩევნო კამპანიებში. "ვარსკვლავები" კი, კვლავ (!) ეცდება მერაბ სეფაშვილის "ცოცხალი ინტერვიუ" უახლოეს მომავალში შემოგთავაზოთ.

21.01.2008 აჩი ფურცელაძე თავისუფალია

დღეს შუადღის 2 საათზე რუსთავის ციხიდან გაანთავისუფლეს 6 თვის უკან დაპატიმრებული მომღერალი, ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ძველი ვეტერანი, შოუ-მენი აჩი ფურცელაძე. ციხის წინამდებარე ტერიტორიაზე აჩის და მასთან ერთად განთავისუფლებულ 3 პატიმარს (რომლებიც ერთ საქმეში "გადიოდნენ") ახლობლები, ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და მეგობრები დილიდან ელოდნენ. ყოფილმა პატიმრებმა თავისუფლება შამპანურის გახსნით აღნიშნეს, რის შემდეგაც გულშემატკივრები აჩის სახლისკენ, ვაზისუბანში დაიძრნენ. ინტერნეტ-ჟურნალი "ვარსკვლავები" წარმოგიდგენთ პირველ ექსკლუზიურ "ცოცხალ ინტერვიუს" ყოფილ პატიმართან, მის დედიკოსთან და მეგობრებთან!

20.01.2007 კარერასმა გალა-კონცერტში მიიღო მონაწილეობა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მაღალი რანგის ოფიციალური პირები, რომლებიც დაესწრნენ სააკაშვილის ინაუგურაციას, დაესწრნენ 'საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტს'. 'საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტში' მონაწილეობა მიიღო ესპანელმა ტენორმა, ხოსე კარარასმა, რომელიც თბილისში გასულ ღამით ჩამოვიდა. ("რუსთავი 2")

18.01.2007 სუხიშვილების მემორიალური დაფები გაძარცვეს

საქართველოს ნაციონალური ბალეტის დამფუძნებლების ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მემორიალური დაფებიდან ბრინჯაოს ბარელიეფები მოიპარეს. ბარელიეფი თბილისში, აბაშიძის 21-ში სუხიშვილების საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხსნეს. ქურდობის შესახებ დასის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა დღეს დილით შეიტყო და პოლიციას შეატყობინა. მიმდინარეობს გამოძიება, საქმეს წვრილმანი ხულიგნობის კვალიფიკაცია მიენიჭება. ("რუსთავი 2")

18.01.2007 როდის და რა პროცედურების დაცვით მოხდება შალვა რამიშვილი გათავისუფლება

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ შალვა რამიშვილისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად გარკვეული ზომები იყოს მიღებული. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გუშინ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ჟურნალისტების შალვა რამიშვილთან დაკავშირებით მისდამი მიმართვაზე განაცხადა. მისი თქმით, იგი შალვა რამიშვილის პოლიტპატიმრის სტატუსს არ ეთანხმება და იქვე დასძინა, რომ არც ის გაუხარდება, ჟურნალისტმა სასჯელი ბოლომდე მოიხადოს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებისგან რამიშვილთან დაკავშირებით მიმართვა მიიღო, საქმის შესწავლის თხოვნით შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა. ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ როგორც მინიმუმ, შალვა რამიშვილისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად ზომები იყოს მიღებული, თუმცა როდის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვერ დააკონკრეტა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძისთვის გაურკვეველია, რა პროცედურით უნდა მოხდეს შალვა რამიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება. როგორც ელენე თევდორაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გასულ წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა ამ საკითხზე და პრეზიდენტი მზად იყო, რამიშვილი დავით კოხრეიძესთან ერთად შეეწყალებინა, თუმცა შეწყალებაზე თავად რამიშვილმა თქვა უარი. მისივე ინფორმაციით, რამიშვილის შეწყალება ნინო ბურჯანაძესაც სურდა, თუმცა აქ პრობლემა ისევ რამიშვილის დამოკიდებულებაშია, რომელიც არა შეწყალებას, არამედ გამართლებას ითხოვს. დეპუტატს აინტერსებს, რა ფორმით იქნება შესაძლებელი შალვა რამიშვილის გათავისუფლება მაშინ, როდესაც მას ერთის მხრივ ბრალი დამტკიცებული აქვს და მეორეს მხრივ თავად შეწყალების ნაცვლად გამართლებას ითხოვს. “ინტერპრესნიუსი”

11.01.2007 ხელისუფლება თემურ თათარაშვილს ანთავისუფლებს

წელიწად-ნახევრის წინ დაპატიმრებული, ქართული ესტრადის ვარსკვლავი თემურ თათარაშვილი სავარაუდოდ ერთ კვირაში თავისუფლებაზე გამოვა და ეს იქნება უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, როცა მთავრობა და ხელისუფლება შეწყალებას უკეთებს ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდებით – ნარკოტიკების შენახვა, მოხმარება, რეალიზაცია, დაპატიმრებულ ადამიანს, მაგრამ საბედნიეროდ ხელისუფლებასაც აღმოაჩნდა გონივრული ნება და ცოტა უფრო ადრე მისაღები გდაწყვეტილება თემურ თათარაშვილის შეწყალებაზე, ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების პერიოდში მიიღო. ქართულ პრესაში აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში დასაქმებულმა მომღერლებმა (რომლებმაც კოლოსარული შრომა გასწიეს მის გასამარჯვებლად, რა თქმა უნდა შესაბამისი მატერიალური ანაზღაურების ფასად) ჯერ თავის დროზე და მერე კი, ამ საარჩევნო კომპანიის დროს, შუამავლობის წერილი შეადგინეს და თხოვნით მიმართეს ხელისფლებას თემურ თათარაშვილის განსათავისუფლებლად. ფაქტია, რომ მომღერლის ციხიდან გამოშვების ცნობა დასტურდება, რასაც გულითადად მივესალმებით, რადგან ამ ადამიანმა თავისი წილი სასჯელისა უკვე კაი ხანია შეიგრძნო

10.01.2007 ნინა წკრიალაშვილი “გაჩეჩილაძის ქალებმა” სცემეს

პირველი “პლეიბოის” პირველ გაშიშვლებულ ვარსკვლავს, ამჯერად ქართული ოპოზიციის მომხრე ქალბატონების რისხვა დაატყდა, რაც მის ფიზიკურ შეურაწყოფაში გადაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი მიშა სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი, რომელსაც საკუთარ მანქანაზე ციფრი “5” ჰქონდა სტიკერით მიმაგრებული სიტყვებთან ერთად “მიშა მაგარია”, ოპოზიციის მშვიდობიანი მიტინგის დროს, ლევან გაჩეჩილაძის მხარდამჭერმა ქალბატონებმა სცემეს, რასაც დღეს თვითონ ნინა იუმორით და სიცილით იხსენებს, მაგრამ იქვე აფიქსირებს, რომ რომ არასრულიად უცნობი მამაკაცები, სერიოზული დაზიანებების გარეშე იქაურობას ვერ გაასწრებდა. შეგახსენებთ, ნინა საქართველოს ერთ-ერთი უმაღელესი მედლით – “ღირსების ორდენით” მიშა სააკაშვილმა კლიპში “გამარჯობა აფხაზეთო შენი” მონაწილეობისთვის შარშან დააჯილდოვა (სხვა 15 მომღერალთან ერთად).

09.01.2008 აჩი ფურცელაძეს თვის ბოლოს გაანთავისუფლებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, როგორც იქნა ბევრი მსჯელობის მერე, განაჩენი გამოუტანა გასული წლის 24 ივლისს დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაპატიმრებულ მომღერალ აჩი ფურცელაძეს და მას 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მისი დაკავების დღიდან იწყებს ათვლას და იანვრის ბოლოს მთავრდება, რის შემდეგაც აჩი ფურცელაძე თავისუფლებაზე გამოვა. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი სასწრაფოდ აპირებს საქართველოს დატოვებას და 6 თვის წინათ მისდაუნებურად ჩაშლილი გეგმების განხორციეებას, ცნობილია, რომ აჩის მეგობარი ქალბატონი ელოდება მოსკოვში, რომელზეც შესაძლოა დაქორწინდეს კიდეც. როგორ გაუძლო და როგორ გადაიტანა ექვსთვიანი პატიმრობა აჩიმ შევეცდებით ეს თავად მას მოვაყოლოთ ჩვენი მკითხველისათვის მოსკოვში წასვლამდე, ირონიაა მაგრამ მომღერალს სასამართლოზეც კი ეგონა, რომ ის “ფარული კამერის” მსხერპლი გახდა და გულით ითხოვდა ტელეკომპანია “მზის” პოპულარული ფარული კამერის გადაცემა “მზის დარტყმის” წამყვანის პაატა გულიაშვილის გამოჩენას.. ყველაფრის მიუხედავად “ვარსკვლავები” თვლიდა და ახლაც თვლის, რომ მომღერალი გაუგებრობის მსხვერპლი გახდა და ის არც იმ 6 თვიან პატიმრობას იმსახურებდა, რომელიც მან რუსთავის ციხეში გაატარა.

08.01.2008 “ბოლო ბარი” ქალმა მოიგო

წლის საუკეთესო რეალითი შოუს” “მეგას 2007” ტიტულის მფლობელი გადაცემა “ბარის” მე-4 და უკანასკნელი შოუს გამარჯვებული ამჯერად სუსტი სქესის მოთამაშე – 21 წლის დეა ადამია გახდა, რომელმაც პრიზის სახით 40.000 ლარი მოიგო (რომელსაც მოგვიანებით მიიღებს). მოთამაშე, რომელიც პროექტის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ თანაგუნდელებმა ე.წ. “პლიუს-მინუს” შეხვედრაზე გაწირეს და თამაში დაატოვებინეს, ორგანიზატორებმა “ბარი-4” დამთავრებამდე სამი კვირით ადრე ყველა წესის დაცვით კვლავ პროექტში დააბრუნეს. დეა ადამიამ მაქსიმალურად მოახერხა მაყურებლის თავისი უშუალობით და უბრალოებით მოხიბვლა, აჯობა ასევე პროექტში მასავით მეორედ შემობრუნებულ მაყურებლის ანტიპატიას – ელენეს, ნახევარფინალში დაამარცხა ფარული ეშმაკობით გამორჩეული დათო და ფინალში გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო ზედმეტად თავდაჯერებულ, მაგრამ აშკარად კარგ სტრატეგიულ მოთამაშეს გიორგის. ინტერნეტ-ჟურნალი “ვარსკვლავები” უახლოეს მომავალში დეას აუდიო-ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც თქვენ პირველად და ექსკლუზიურად მოისმენთ ისეთ ამბებს, რაც “ბოლო ბარის” გამარჯვებულს, ჯერ არსად არ უთქვამს და დაუფიქსირებია.

შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22