|
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი ”მეგა” - ზოგადი ინფორმაცია (დააწკაპუნეთ წარწერაზე)
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალი წარმატებით დაგვირგვინდა
ქართველი ვარსკვლავები რუსული აგრესიის წინააღმდეგ და დაზარალებულთა მხარდასაჭერად
მიუხედავდ უდიდესი წინააღმდეგობებისა, მიუხედავად საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალის ჩატარების თარიღის რამდენჯერმე ცვლილებისა, მიუხედავად ქართული შოუ-ბიზნესის საღათას ძილისა, მიუხედავად უსპონსორობისა, მიუხედავად ექსტრემალური სიტუაციისა და მიუხედავად კიდევ ბევრი ნეგატიური მოვლენისა – “მეგა” 2008 წლის 22 დეკემბერს მაინც ჩატარდა და ჩატარდა მაღალორგანიზებულად, დახვეწილად, ტრადიციული სკანდალების, დაუგეგმავი სახალისო შოუს და თვით ცრემლების ფონზეც კი, მაგრამ ამჯერად ეს ცრემლები არა რომელიმე ნომინაციაში გამარჯვების ან თუნდაც, დამარცხების ბრალი იყო, არამედ – იმ პატრიოტული სულისკვეთებისა, იმ მუხტისა და იმ ენერგიისაა რაც მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დარბაზში ტრიალებდა სადაც ერთად ისხდნენ ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, უბრალო მაყურებლები, ჟურნალისტები, კოდორისა და ცხინვალის რეგიონიდან დაზარალებულები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დაჯგუფების მებრძოლბი - ქართველი ჯარისკაცები)
ცერემონიალი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხელშეწყობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის 400 კაციან დარბაზში გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს დონეზე გარემონტებული და უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი თეატრი მაქსიმალურად პასუხობდა ცერემონიალის გამართვისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ დეტალს.
როგორც იცით მე-9 “მეგას” ჩატარება-არჩატარების საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ქვეყანაში შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, თუმცა საორგანიზაციო კომიტეტის წევრების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ იმდენი შეძლეს, იმდენად მოინდომეს, იმდენი ღამე თეთრად გაათენს და მართალია ყოველგვარი (!) სპონსორების გარეშე, მაგრამ ბევრი მეგობრის გვერდით დგომით – ცერემონიალი მაინც ჩაატარეს, რომელსაც როგორც უკვე შესავალში ავღნიშნეთ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოცეული, კოდორიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაზარალებულებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებას ამჯერად თავად საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის დამაარსებელი ბესიკ ჩუბინიძე უძღვებოდა
- სიმართლე გითხრათ, ცერემონიალის წამყვანობა ჩემი სტილი და მიზანი არაა, მაგრამ ეს იმდენად ექსტრემალურ პირობებში ჩატარებული ღონისძიება იყო, რომ ჩავთვალე, რომ სჯობდა სცენაზე ამჯერად კონფერანსიეს როლი მე შემეთავსებინა, და როგორც ამ საქმეში ჩემზე გამოცდილებმა და ჭკვიანებმა მითხრეს, არც ისე ცუდად გამომსვლია (ეღიმება) – აცხადებს ჩვენთან საუბარში “მეგას” დამაარსებელი.
ცერემონიალი ჩვეულებისამებრ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიწყო და ტრადიციული მადლობებისა და მოკითხვების შემდეგ, პირველი კონვერტებიც გაიხსნა და სცენაზე პირველი ნომინაციის “წლის აღმოჩენა ქალბატონი” ქეთი ორჯონიკიძეც (პროექტ “ვარსკვლავების აკადემიის ფინალისტი) წარსდგა,რომელიც ტრადიცილად ექტრავაგანტული იყო, მას “წლის აღმოჩენა მამაკაცის” ტიტულის მფლობელი ლევან ჯიბლაძე შეენაცვლა, რომლისთვისაც იმდენად მოულოდნელი იყო გამარჯვება და იმდენად გაეხარდა, რომ სცენაზე საუბარს, იქვე ცოცხლად სიმღერა არჩია. “წლის აღმოჩენა ჯგუფის” ტიტული კი, აშკარად ღირსეულ შემსრულებელთა კვარტეტს ჯგუფ “ქორალს” გადაეცა, რომელთა სიმღერის ფონზეც, პარალელურად ეკრანზე რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი კლიპის პრეზენტაცია მიდიოდა და ჩაბნელებულ დარბაზში კი, მაყურებელთათვის წინასწარ დარიგებული ხსოვნის სანთლები ბრწყინავდა, ეს იმდენად მაღალ დონეზე დადგმული და ორგანიზებული, გულშიჩამწვდომი სანახაობა იყო, რომ “ქორალის” სიმღერის დასრულების მერე განათებულ დარბაზში უამრავი ცრემლიანი თვალი ჩანდა, ქართველი ჯარისკაცები კი მთელი სიმღერის მანძილზე ფეხზე იდგნენ და სამხედრო წესით, ამაყად თავაწეულები მიაგებდნენ პატივს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს
- რათქმაუნდა წინასწარ გვქონდა სცენარში გათვლილი ეს ყველაფერი, მაგრამ ასე ამაღელვებელი თუ იქნებოდა ერთმუშტად შეკრული მებრძოლების, დაზარალებულების, ქართული ესტრადის ვარსკვლავების და უბრალო მაყურებლის ერთად, ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ამაყად დგომა - არ მეგონა! ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ყველაფერს, რომ ვუყურებდი სცენიდან! – აცხადებს ბესო ჩუბინიძე
ამის შემდეგ გამოვლინდა წლის პოპულარული საბავშვო დუეტი, რომლის “მეგაც” წილად ხვდა ულამაზეს დუეტს გიორგი ღოღობერიძისა და თათია ბააკაშვილის შესრულებით, მულტფილმიდან “ურჩხული და ლამაზმანი”, “წლის პოპულარული დუეტის” ნომინაციაში გამარჯვებულად კი “ლექს-სენისა და ნინო ჩხეიძის” დუეტი “სანთელივით დავდნები” დასახელდა. პირველად გამოვლინდა პოპულარული “ეთნო-დუეტი” რომელშიც ეთერ კაკულიასა და მაკა ქაჯაიას “მეგრულმა” გაიმარჯვა. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია ეთერ კაკულიას იუმორი, პროფესიონალიზმი და ხალისი სცენაზე, როცა ეგონა, რომ ის უპრიზოდ და ხელცარიელი გაუშვეს სცენიდან სწორედ მაშინ ჩაუტანა და პირდაპირ დარბაზში მიართვა წამყვანმა მას, კომპანია “მეგაკოს” მიერ დაწესებული ულამაზესი, საჩუქრებით სავსე დიდი კალათა
მე-9 “მეგაზე” ასევე პირველად გამოვლინდა ნომინაცია “ხალხის სიმპათია”, რომლის რჩეული პირველად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურამ ჯაში გახდა
- ჩავთვალეთ, რომ “მეგას” უკვე აქვს ისტორია და შესაბამისად უფლება იმისა, რომ თეატრალური სამყაროს ღირსეულ წარმომადგენლებსაც ფრთხილად და მოწიწებით შევეხოთ და ჩვენ, ჩვენის მხრიდან დავაფასოთ, რადგან თეატრი გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი დარგია და შესაბამისად იმ მიზეზის გამო რაც უკვე ვთქვი, თავს უფლებას მივცემთ, ჩვენც მოვეფეროთ ამ ხალხს სიცოცხლეშივე.
“მეგაზე” ე.წ. “ოძელას მეგა” (მუსიკოს დათო ოძელაშვილის სახელობის ჯილდო) ქართული საესტრადო კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა ბესიკ კალანდაძეს, რომელმაც მოწიწებით გადაიხადა სცენიდან მადლობა აღიარებისთვის.
რამდენიმე სიურპრიზთან ერთად საორგანიზაციო კომიტეტმა “მეგათი” დააჯილდოვა საქართველოს ცხოველთა დაცვის კავშირის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, გუჩი მეტრეველი და მისი პროექტი “ერთგული მეგობარი” რომელიც ძაღლების და საერთოდ ცხოველებისადმი ეთიკურ მოპყრობას ეძღვნებოდა და რომელშიც მონაწილეობა ქართული შოუ-ბიზნესის ვარკვლავებს აქვთ მიღებული, ლამაზი ჟესტისთვის თავის მხრივ გუჩი მეტრეველმა საორგანიზაციო კომიტეტს ჯიშიანი ძაღლის სახით საჩუქარი, ასევე მოულოდნელად და სიურპრიზად გაუკეთა და მის გადაცემას და მასზე მოვლა-პატრონობას უახლოეს დღეებში დაპირდა.
ასევე მოულოდნელი და დამაბნეველად სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის “მედია-ცენტრის” ხელმძღვანელის რაულ ქირიასთვის მისი “მეგათი” დაჯილდოება, სიმღერისთვის რომელიც მას გასულ წლებში აქვს ჩაწერილი და ნამღერი (შეგიძლიათ გადმოიწეროთ რუბრიკიდან “სიმღერები”)
- ეს, იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მეგონა ჩემი სახელი მომესმა სცენიდან, მაგრამ სიმართლე გითხრათ დავიბენი, გულწრფელად გამიკვირდა და ცოტა მომერიდა კიდეც ამხელა ვარსკვლავების გვერდით ჩემი სიმღერის შესრულება და ბესომ იმდენი ქნა, რომ მაინც მამღერა, არადა მეგონა დისკი იმიტომ გამომართვეს, რომ ჩვენ გვინდა მოვისმინოთ რედაქციაში, ჩვენთვისო, თურმე რა სიურპრიზს მიწყობდა! (ეღიმება)
მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო სამსახურში მოღვაწე ამ ადამიანის სიმღერას რა ხმამაღალი აპლოდისმენტებიც დარბაზში მოყვა, ისეთი ბევრ იქ მსხდომ ქართველ ვარსკვლავს შეშურდებოდა.
ასევე პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაცია “წლის საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი” რომლის “მეგას” მფლობელები ანსამბლ “ივერიელის” მოცეკვავენი გახდნენ, სცენაზე მათი ხელმძღვანელი გიორგი ალიმბარაშვილი ავიდა და გულწრფელი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ტაში, რომელიც “ივერიელის” გამოსვლას მოჰყვა, ალბათ არასოდეს ამ ბავშვებს არ დაავიწყდებათ.
“წლის საუკეთესო საბავშვო კლიპის” ნომინაციაში კი, პატარა საყვარელი მომღერალი მარიამ ჯღარკავა გახდა გამარჯვებული, რომელიც სხვათაშორის ინტერნეტ-ჟურნალ “ვარსკვლავების” მიერ ორგანიზებული “ფოტოგენურობის კონკურსის” ათეულის წევრი და მუსიკოს რომა რცხილაძის სიმპათიაა.
ასევე უდიდესი სტიმული იყო ნომინაციაში “მომავლის ვარსკვლავი” რუსკა ზაზაშვილის გამარჯვებაც, ამ პატარა მომღერლისთვის მიუხედავად იმისა, რომ მას სცენაზე მოულოდნელად ტექნიკური პრობლემა შეექმნა არც წამყვანი და არც რუსა არ დაბნეულან და ღისეულად გაართვეს თავი შექმნილ სიტუაციას.
ახალი ნომინაციის “წლის დებიუტის” გამარჯვებულად კი “მეგაზე” ახალგაზრდა, მშვენიერი გოგონა მაიკო ლომსაძე დასახელდა, რომელმაც ლამაზი სიმღერა შეასრულა და არც მადლობები დაიშურა იმ ადამიანებისათვის, ვინც გვერდში დაუდგა.
მადლობის გადახდის ფორმა ყველაზე ლამაზად “წლის საუკეთესო 5 სიმღერის” ერთ-ერთ გამარჯვებულს – პაატა თედიაშვილს გამოუვიდა, რომლის “სვანური” ნომინაცისს ადგილოსანი გახდა, - ყოველთვის მინდოდა “მეგას” ცერემონიალზე იმ მომღერლის სტატუსით ყოფნა, რომელიც “მეგათი” ხელში, ამ დიდი ვარსკვლავების გვერდით დადგებოდა. განაცხადა პაატამ და მადლობა გვერდში დგომისთვის დარბაზში მჯდომ დედას გადაუხადა.
ამავე ნომინაციაში დანარჩენ გამარჯვებულ 4 სიმღერად ნინო ჩხეიძის “ოსური”, თამრიკო მეჭიაურის “მოღალატე”, გია სურამელაშვილის “მე შენს ნაკვალევს დავეძებ” და ჯაბა ბოჯგუას “სიყვარულის ისტორია” გახდა (ეს უკანასკნელი რათქმაუნდა ვერ დაესწრო “მეგას” - შეგახსენებთ, რომ ის ჯერ კიდევ დაპატიმრებულია).
ნომინაციაში “წლის პოპულარული ვაპ-პოლიფონია” გაიმარჯვა რომა რცხილაძის მიერ დაწერილმა, ახალი ინტერპრეტაციით შესრულებულმა სიმღერამ “მე, რომ მენატრება”, რომელსაც მანჩოს, ქეთის და სალ.ჯის ტრიო ასრულებდა, თუმცა ამ სამიდან სცენაზე მხოლოდ მანჩო და რეპერი სალ.ჯი იდგნენ, ეს უკანასკნელიც დარბაზიდან სცენაზე ორიგინალური წესით, სიმღერის დროს ავიდა.
“ყველაზე აქტიურ კომპოზიტორად” ამჯერად ზურაბ ჩინჩალაძე დაასახელეს, რომელმაც სხვათაშორის რამდენიმე თვის წინ, სწორედ იგივე დარბაზში ანშლაგებით ჩაატარა თავისი შემოქმედებითი საღამოები (ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით) თამაზ ქაჯაიას პროდუსერობით, და სწორედ ამ უკანასკნელმა მიიღო “ყველაზე აქტიური პროდუსერის” ნომინაციაც.
ორიგინალურები იყვნენ დარბაზში სკამებზე მსხდომი “ბზიკები” – საბავშვო “ევროვიზიის” წლევანდელი გამარჯვებულები, რომლებიც “მეგაზე” წლის ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ მოვლენად დაასახელეს. ბავშვემა საკუთარი კლიპის ფონზე შეასრულეს სიმღერა და მერე “წლის საუკეთესო კლიპის” ნომინაციაში გამარჯვებული დიტო ქისიშვილის სიმღერის ფონზეც მშვენივრად მოილხინეს სცენაზე.
“მეგაზე” შედგა “მის ვარსკვლავები 2008” ფოტ-ოგენურობის კონკურსში გამარჯვებული ნათია ლეკიშვილის სიმღერის პრემიერაც, რომელმაც კარგი დასაწყისი და სტარტი აიღო გიორგი დათიაშვილის მიერ შექმნილი სიმღერით და აწი რა იქნება, მასზეა დამოკიდებული, რადგან მონაცემები აშკარად უწყობს ხელს, რომ ვარსკვლავი გახდეს, მთავარია სწორი მენეჯმენტი.
"ყველა დროის მეგა-ვარსკვლავად” ნომინაციაში საორგანიზაციო კომიტეტმა რომა რცხილაძე დაასახელა, რომელმაც 5 წუთიანი სამადლობელი სიტყვის განმავლობაში ბევრჯერ აღნიშნა “მეგას” არსებობის საჭიროება, ბევრი მადლობის გადახდა მოასწრო და ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა “ჭადრაკის დაფაც” აჩუქა მაყურებელს.
დარბაზში მის გვერდით მჯდომმა ზურა დოიჯაშვილმა კი “პოპულარული პატროტული სიმღერის” ნომინაციში სწორედ რომა რცხილაძის ძმის, თემოს მიერ დაწერილი და ზურას მიერ შესრულებული პატრიოზული სიმღერისთვის მიიღო “მეგა” - რადგან სიმღერა “სტოპ რაშა” რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე პოპულარული იყო.
საუკეთესო ავტორ-შემსრულებლად წელს “მეგაზე” ნუგზარ ერგემლიძე დასახელდა, რომლის გამოსვლის შემდეგაც, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალი, ახალი, საახალწლო ჰიმნის ფონზე დაიხურა და როგორც ორგანიზატორები დაგვპირდნენ, საიუბილეო მე-10 ცერემონიალსაც გამართავენ
- მთავარია ქვეყანაში მშვიდობა იყოს, ეკონომიური სიტუაცია გამოსწორდეს, კრიზისმა უკან დაიხიოს, ქართველებს ცხოვრების სტიმული არ დაეკარგოთ, თორემ ხელოვნებაში ყოველთვის იქნება შესაფასებელიც და დასაფასებელიც და ავტომატურად “მეგაც” ყოველთვის ჩატარდება და გაიმართება, თანაც ვისურვებდი, რომ ჩვენი “ვარსკვლავების”, მომღერლების, ვარსკვლავების, და საერთოდ ყველას, პასუხისმგებლობის დონე აწეულიყოს და ე.წ. “გერმანული სიზუსტით ცხოვრების წესი” ქართველებისთვისაც ისეთი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გამხდარიყოს, როგორც გერმანელებსითვის! - დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის ყველას ვინც მორალურად გვერდში დაგვიდგა “მეგას” ჩატარებაში, მადლობა ჩემს მეგობრებს კაკო სოფრომაძეს, თეონა სომხიშვილს, ხატია ყაულაშვილს, თემო მაჭარაშვილს, თამუნა საბიაშვილს და სხვებს, რომელთა ზურგზეც ყველა საორგანიზაციო საკითხმა გადაირა და დიდი მადლობა ღმერთს და ჩემს ოჯახს, რომ ჯერ კიდევ მაქვს ძალა და სტიმული წლების წინ დაწყებული “მეგა” - ტრადიციად გავარგძელო.
- ასე დაასრულა ჩვენთან საუბარი ბესიკ ჩუბინიძემ და მალე შეხვედრის სურვილით და პირობით, დროებით დაგვემშვიდობა.
ტრადიციულად ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა
|
"ქორალის" სიმღერის დროს დარბაზს მხოლოდ სანთლის მბჟუტავი შუქი ანათებდა
|
ბესიკ კალანდაძე ქართული საესტრადო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის "ოძელას მეგათი" დაჯილდოვდა
|
ნუგზარ ერგემლიძე პოპულარულ ავტორ-შემსრულებლად 2008 წლის მე-9 "მეგაზე" აღიარეს
|
წლის ყველაზე აქტიური მენეჯერის ტიტული თამაზ ქაჯაიამ დაიმსახურა
|
ეს მანჩოს პირველი "მეგა" იყო, მაგრამ ალბათ არა უკანასკნელი
|
ბესო ჩუბინიძე და ეთერ კაკულია სცენაზე ერთ დიდ მთლიან სიხალისეს წარმოადგენენ
|
"მეგას" დამფუძნებელს სიმბოლურად ყველაზე დიდი "მეგა" აჩუქეს სამსახსოვროდ
|
ეთერ კაკულია კომპანია "მეგაკოს" ულამაზესი საჩუქრების კალათით ხელში
|
ბ-ონმა ბესომ ქ-ონ ეთერს დარბაზშივე გადასცა "მეგაკოს" ულამაზესი საჩუქარი
|
შარშან ნუგზარ ერგემლიძე "მეგა ვარსკვლავის" ტიტულით დააჯილდოვეს, წელს...
|
პატარა "ბზიკებმა" ბევრი იბზუილეს თუ ცოტა... "მეგა" მაინც დაიმსახურეს
|
კაკი ბოლქვაძეს საუკეთესო ბექ-ვოკალისტის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადასცეს
|
ნინო ჩხეიძე 3 ნომინაციის გამარჯვებული გახდა, თუმცა ყველაზე ბოლო მოვიდა "მეგაზე"
|
ყველაზე მეტად იმ დღეს "ბზიკებს" ბესო ბიძია მოეწონათ :) ბესო ბიძიას კი - "ბზიკები" :)
|
დიტო ქისიშვილისთვის ეს პირველი "მეგა" იყო, საუკეთესო კლიპისთვის აღებული
|
"მომავლის ვარსკვლავს" რუსა ზაზაშვილს სცენაზე ამაყად ეჭირა თავი
|
მარი ჯღარკავა "საუკეთესო საბავშვო კლიპის" ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა
|
სალ ჯი და მანჩო "მეგას" სცენაზე
|
"ივერიელმა" სცენაზე ცეცხლი დაანთო
|
ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძესთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობა ძალიან მარტივი აღმოჩნდა
|
გურამ ჯაში "ხალხის სიმპათიის" ნომინაციაში პირველი "მეგას" მფლობელი და გამარჯვებული აღმოჩნდა
|
მაიკო ლომიძე "წლის დებიუტის" ნომინაციაში პირველი გამარჯვებულია "მეგაზე"
|
ნინო ჩხეიძეს თავისი კუთვნილი მორიგი "მეგას" მოლოდინშია
|
ზურა დოიჯაშვილს ამაყად ეჭირა თავი, რადგან რუსებს მაგრად აუწეწა ნერვები :))
|
თამარ მეჭიაურის "მოღალატე" ერთ-ერთია საუკეთესო "ტოპ 5"-ეულის სიაში
|
ამ ორ ადამიანს სხვათშორის 2 წლის უკან ფილარმონიის სცენაზე აქვთ ერთად ნამღერი :)
|
"წლის აღმოჩენა" ლევან ჯიბლაძე გაოგნებულია სიხარულით... მოულოდნელი წამი მისთვის...
|
ქეთი ორჯონიკიძე დღეს ვარსკვლავია, 5 წლის წინათ "მეგაზე" მისი დებიუტი შედგა
|
"ქორალი" - "წლის აღმოჩენა ჯგუფი" ამ ბიჭებმა საზოგადოება დაშოკეს და ააცრემლეს სიმღერით
|
"მეგას" შემქმნელმა "მეგა-ვარსკვლავის" ტიტული წელს რომა რცხილაძეს მიაკუთვნა
|
ცერემონიალის დასრულისას დარბაზში დიდხანს მიდიოდა დისკუსიები მე-9 "მეგაზე"
|
აფხაზეთის მედია ცენტრის უფროსი რაულ ქირია გაკვირვებული უსმენს ბესო ჩუბინიძეს
|
თუმცა 2 წუთში აღმოაჩენს, რომ ის სასიამოვნო სიურპრიზის ობიექტი გამხდარა
|
გია სურამელაშვილი, პირველი ქართველი ვარსკვლავი სცენაზე ისე, როგორც თევზი წყალში
|
პაატა თედიაშვილი თავისი "სვანურით" "წლის ტოპ 5"-ეულის ერთ-ერთი გამარჯვებულია
|
გიორგი ღოღობერიძე და თათია ბააკაშვილი - ულამაზესი სამავშვო დუეტი
|
"ამტანმა ნატამ" მორიგ ნომინაციაში გამარჯვებული მორიგი "მეგისტი" გამოავლინა
|
ზურა ჩინჩალაძე "პოპულარული კომპოზიტორის" ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა, "ამტანი ნატას" ხელით :)
|
ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძესთვის ჟურნალისტებთან ურთიერთობა ძალიან მარტივი აღმოჩნდა
|
|