მას შემდეგ, რაც ქართულ რეალობაში გაჩნდა რუსეთ-საქართველოს ომი, შარშანდელი აგვისტოს მოვლენები ქართველი მუსიკოსების ერთგვარ მუზადაც იქცა. სცენაზე გამოჩნდა “სტეფანეს და სამი გოგოს” (სტეფანე მღებრიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინა იმედაძე) საკმაოდ სკანდალური პროექტი, რომელიც შარშან რუსეთში გამართულ “ევროვიზიაზე” პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ დაუშვეს, თუმცა “ვივო ნოვა პუტინ”-მა თავისი საქმე ისედაც გააკეთა, რადგან პოლიტიკურმა მესიჯმა მთელი ევროპა მოიარა, თუმცა. . . მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მომღერალი (დანარჩენ გოგონებთან შედარებით) როგორც სოლო-მომღერალი, - აბსოლუტურად დაიკარგა. “სამი გოგოს” პროექტმა მსმენელს დაავიწყა ნინის სიმღერები, რაც შესაბამისად შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ნინის დედამ მსახიობმა ეკა კახიანმაც ეს ადვილად იგრძნო.
პრესასთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ნინი უნდა მოემზადოს სოლო-კონცერტის გასამართავად და ეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, თუ მისი სოლო-გამოსვლა ფილარმონიაში არ მოხერხდა (სხვა თუ არაფერი, მისი დაქირავებაც კი, კოლოსალური თანხა 15.000 ლარი ღირს), მაშინ მუსიკისა და დრამის თეატრი “პლეხანოვზე” ამისთვის აშკარად მისაღები ადგილია, რადგან ცოცხალ ბენდთან ერთად ჩაატარებულ სოლო-კონცერტს თავისი ხიბლი ექნება (თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალი წლის შემდეგ “სტეფანეს და სამი გოგოს” ჯგუფი მათი ახალი 12 სიმღერიანი ალბომის მხარდასაჭერად და სარეკლამოდ მიემგზავრებიან ევროპაში).
ნინი ბადურაშვილის და დათო გომართელის ჯაზურმა დუეტმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა და სავარაუდოა, რომ ნინის ახალ სიმღერებს მსმენელი მოთმინებით დაელოდება და მიიღებს.
15.12.2009. ნიკა გელაშვილი ნიუ–იორკშიDJ გახდა
როგორც იცით ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი ნიკა გელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. მუსიკის, საპროდიუსერო საქმის და რადიო "გელანის" გარდა ნიკა ეხლა უკვე DJ გახდა. 21 ნოემბერს ნიუ–იორკის ერთ–ერთ საუკეთესო კლუბში WEBSTER HALL მისი დებიუტიც შედგა. "3 წელია რაც პროდიუსერად და პრომოუტერად ვმუშაობ ნიუ–იორკის სხვადასხვა ღამის კლუბებში, ვმუშოაბ ისეთ ცნობილ დიჯეებთან როგორიცა: MIKE CHACH, DJ TENGO, CHARLES LIMA და სხვები... რამოდენიმე თვის უკან გადავწყვიტე მე თვითონ დამეწყო დაკვრა. სტილი HOUSE მუსიკა, ელექტრო
და პროგრესიული, ხანდახან "მინიმალსაც" ვუკრავ. კლუბი სადაც პირველად დაუკარი ეს WEBSTER HALL იყო. შეგახსენებთ ეს ღამის კლუბი 19 საუკუნიდან მუშაობას და ნიუ–იორკში ყველაზე დიდ და საუკეთესო კლუბად ითვლება. როგორც უკვე იცით რამოდენიმე დღის უკან ტელე–იმედზე, გადაცემა "ჟურნალისტის დღიურში" გავიდა რეპორტაჟი ჩვენი საქმიანობის შესახებ. ამის შემდეგ ძალიან ბევრი წერილები მივიღეთ საქართველოდან. გადავწვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და შოუების ჩატარება... ამ ეტპაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას თანადგომისთვის... ნიკას Dჟ ოფიციალური უკვე გახსნილია და შეგიძლიათ ეწვიოთ: WWW.DJNIKA.COM
12.12.2009. “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს-2”
ქართულ კინო-ინდუსტრიაში, რომ რაღაც პოზიტიური ხდება, ამას ყველა შეამჩნევდა. კინო-თეატრებში ერთიმეორის მიყოლებით, უამრავი ახალი ქართული ფილმი გამოდის, კეთდება ახალი ქართული სერიალები და რაც ყველაზე სასიამოვნოდ გასაკვირია - ეს ყველაფერი, გემოვნებასთან მწყრალადაც აღარაა. ფილმებს და სერიალებს ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელის, უცქერს და აფასებს.
25 დეკემბერს კი, კინო-თეატრებში, კომედიური ჟანრის ქართული მხატვრული ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” მეორე სერია გამოდის . ფილმის პირველმა ნაწილმა წინა წელს, მაყურებელთა დასწრების აბსოლუტურად ყველა რეკორდი მოხსნა და ალბათ ფილმის რეჟისორი და მსახიობები სხვას არც არაფერს მოელოდნენ, რადგან საქართველოში კომედიის, იუმორის და შესაბამისად სიცილის დიდი დეფიციტია, ამიტომ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო ეს რეკორდი, ისე როგორც არასოდეს იქნება გასაკვირი ასევე ჯანსაღი იუმორით გაჟღენთილი მუსიკალური პროექტის “იუმორინას” წარმატება.
ახალ ფილმში, ტელე-კომპანია “რუსთავი 2”-ის სერიალის “ჩვენი ოფისის” მსახიობები, კვლავ უამრავ იდიოტურ სიტუაცაიში ეხვევიან, ძირითადი სიუჟეტი კი, რომელზეც ფილმია აგებული ისაა, რომ მთავარი მომქმედი გმირებიდან ორ ქალბატონს, ახალდაბადებული შვილები ერთმანეთში აერევათ და მთელი ფილმის მანძილზე იმის გარკვევაში არიან, რომელი რომლისაა. “რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს 2” - 25 დეკემბერს წარსდგება პრემიერით, ხოლო რატი რამიშვილის რეჟისორობით გადაღებული ფილმის კოლექტივი, იმედოვნებს რომ მეორე სერია პირველის რეკორდს გააუმჯობესებს.
08.12.2009. 12 დეკემბერს მე-10 “მეგას” დაჯილდოების ცერემონიალი იმართება
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართული შოუ-ბიზნესი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და აპარატზე მიერთებული ძლივსღა სუნთქავს, 1999 წელს დაარსებულ საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალს, რომელიც რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, აგერ უკვე ათი წელიწადია ტარდება თბილისში, - მაინც იმართება.
იყო დრო, საქართველოში შვიდი სხვადასხვა დასახელების მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი არსებობდა, მაგრამ როგორც ჩანს დროს მათგან მხოლოდ ერთმა – “მეგამ” გაუძლო. ჩვენთან საუბარში მისი დამაარსებელი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე აცხადებს - მთავარი იმ საქმის სიყვარულია რასაც აკეთებ და მხოლოდ ამის მერე ყველაფერი დანარჩენი, საქართველოში 10 მომღერალიც რომ დარჩეს, მათი და კიდევ 10 ახალის სტიმულის ასამაღლებლად “მეგა” ყოველთვის ჩატარდება.
როგორც გავიგეთ წელს ცერემონიალი მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება და არა ტრადიციულად ფილარმონიაში, ტრადიციული წითელი ხალიჩებისა და ფეშენებელური სამანქანო ექსკორტების თანხლებით, რაც თავისთავად ეკონომიური კრიზის ბრალია, თანაც “მეგას” არასოდეს სახელმწიფო ხელშეწყობა არ ქონია - მათ სხვა უფრო ფეშენ-აქციები აქვთ დასაფინანსებელი და ქართული შოუ-ბიზნესის დესანტი ხელისუფლებაში ნინა წკრიალაშვილის, ნეკა სებისკვერაძის და ნუგზარ ერგემლიძის სახით ჩვენს შემთხვევაში უსარგებლო აღმოჩნდა, - აცხადებს ბესო ჩუბინიძე.
შინაარსობრივად კი, კვლავ არაფერი შეცვლილა “მეგაზე”, ისევ იქნება პოზიტიური ნომინაციები, და რათქმაუნდა ე.წ. “ჟოლოს მეგა”-ს დარიგდება, საინტერესოა რომ წელს პირველად გამოვლინდება “წლის ყველაზე სასირცხვილო ჰიტის” შემსრულებელი, არადა რამდენი იქნება ამ ნომინაციის პრედენტენტი, ჩვენი თანამედროვე ჰიტების გადამკიდე :)
საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი – წელს მე-10 “მეგაზე” ათი წლის განმავლობაში არსებულ ასე თუ ისე შემორჩენილ და ჰიტებად ქცეულ სიმღერებსაც გამოავლენენ და დააჯილდოებენ.
მოკლედ, 12 დეკემბერს “მეგაზე” ტრადიციული სკანდალების მომსწრენი გავხდებით.
07.12.2009. ზალიკო ბერგერის აქსესუარების ჩვენება კლუბ “გურუში”
ორიოდ დღის უკან, დიზაინერმა ზალიკო ბერგერმა კლუბ “გურუში” თავისი ახალი აქსესუარებსი ჩვენება მოაწყო და ამაში სააგენტო “ადიტის” და დამოუკიდებელი მოდელები დაიხმარა. (სხვათაშორის ჩვენებაში მონაწილეობას ღებულობდა “მის-ვარსკვლავები-4”-ს ტიტულის მფლობელი თაკო ჯღარკავაც).
დაახლოებით ორსაათიანი (!) ლოდინის შემდეგ, გაბეზრებული და ერთმანეთთან ჭორაობაში უკვე ენადაღლილი სტუმრები, დაშლას აპირებდნენ და ჩვენებაც მაშინ დაიწყო :) (ეს ალბათ იმისთვის გაკეთდა, რომ კლუბის ბარს აქტიურად ემუშავა გამაგრილებელ სასმელებზე და კოქტეილებზე).
ჩვენებას ზალიკოს ბიძაშვილი - მომღერალი ზურა ხაჩიძე მეუღლესთან ხათუნა ჟორდანიასთან ერთად ესწრებოდა), იქვე იყვნენ ქართული ესტრადის სხვა მომღერლებიც, ზოგიერთმა ჩვენების დამთავრების შემდეგ რამდენიმე სიმღერაც შეასრულა.
04.12.2009. კიდევ ერთი ახალი სახე - სოფო თევზაძე რუსეთიდან
რაც პირველ რიგში სასიამოვნოა ამ ცნობაში, ისაა რომ რუსეთიდან საქართველოში გადმობარგდა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) 24 წლის, ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი ქართველი გოგონა, მომღერალი - სოფო თევზაძე, რომელიც მამით ქართველი და დედით რუსია, მიუხედავად იმისა, რომ სოფო ქართულად ჯერ თამამად ვერ საუბრობს, ფაქტია, რომ - მონდომებულია და გამოსდის, ნელ-ნელა :)
რამდენიმე დღის უკან, სოფომ საქართველოში დახურული ტიპის საღამოზე ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა, რომელიც გიგა კუხიანიძის სტუდიაში დამზადდა, ამ უკანასკნელმა აიღო საკუთარ თავზე ულამაზესი ქალბატონის პროდუსერობა და შესაბამისად მასზეა დამოკიდებული სოფოს ქართულ შოუ-ბიზნესში დამკვიდრებაც.
პრეზენტაცია რესტორან “მეიდანში” გაიმართა, რომლის წამყვანობაც ჟურნალისტმა ლიზა ვადაჭკორიამ შეითავსა და რომელიც მომღერლის პიარზე აქტიურად ზრუნავდა დამსწრე ჟურნალისტებთან.
საღამოს ქართული ესტრადის მომღერლებიც ესწრებოდნენ - გიგა კუხიანიძის მეუღლე ნინო ძოწენიძე, ძმა - კახა კუხიანიძე, მეგობრები - თამთა ჭელიძე, ვერიკო ტურაშვილი, ჯაბა ქარსელაძე, რატი დურგლიშვილი და სხვები. ტრადიციული მილოცვების შემდეგ “მეიდანში” ასევე ქართული ტრადიციული ქეიფი გაიმართა.
რაც შეეხება კონკრეტულად სოფო თევზაძის კლიპს რუსულ სიმღერაზე - “შენ უცხო ხარ” - მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ გიგა კუხიანიძისეული კლიპია, კომპიუტერულ გრაფიკაში დატვირთული, სასიამოვნო საყურებელი, რაშიც თავისთავად მთავარი გმირი - სასიამოვნო გოგონა სოფო თევზაძეა “დამნაშავე”.
“ვარსკვლავები” ვარსკვლავად ეტაპობრივ დამკვიდრებას უსურვებს სოფოს და მას სწორი გზით სიარულს უსურვებს ქართული შოუ-ბიზნესის ლაბირინთებში.
03.12.2009. 40 წლის ლალი მაროშკინამ თბილისურად მოილხინა
ექსცენტრიული ქალბატონი, ჟურნალისტი და ახლა უკვე მწერალ-დოკუმენტალისტიც - ლალი მაროშკინა 40 წლის გახდა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საკუთარი დაბადების დღე ტრადიციულად დიდი მხიარულობის, ტაშ-ფანდურისა და მეგობრული “სხადნიაკის” ფონზე გადაიხადა, სადაც უამრავი ცნობილი სახე იმყოფებოდა, - ოპოზიციური ტელე-კომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელები ცოლ-ქმარი დათო აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი, მსახიობი გივი სიხარულიძე (რომელიც ლალის დაბადების დღების სუფრის მუდმივი თამადაა ხოლმე), მუსიკოსი რომა რცხილაძე, ბოლო დროს სკანდალრი ტელე-წამყვანი მარინა სალუქვაძე, ანი გიუნტერი, მარიამ ჯოლოგუა და სხვები.
ლალი მაროშკინას დაბადების დღეზე მისი ექს-მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც მეგობრული მიდგომით აშკარად გამოირჩეოდა თავისი ექს-მეუღლისადმი.
ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჟურნალისტმა ჩამოაყალიბა ახალი კრეატიული კომპანია “მაროშკინა და პარტნიორები” (რა უცნაური სახელია) და პირველ ღონისძიებას 31 დეკემბრის ღამეს შესთავაზებს თბილისელებს “თბილისის ზღვაზე” ახალგახსნილ რესტორანში.
“ვარსკვლავები” დიდხანს სიცოცხლეს და მუდმივ ენერგიულობას უსურვებს ლალის.
02.12.2009. ლიკა ყაზბეგის დისშვილი “მსოფლიოს დედოფლობისთვის” იბრძოლებს
3 დეკემბერს ბერლინში იმართება სილამაზის კონკურსი “მსოფლიოს დედოფალი” (რა სასიამოვნო და ხმამაღალი განაცხადია) - რომელზეც ამჯერად უმშვენიერესი გოგონა 18 წლის თათია ჯაშიაშვილი მიიღებს მონაწილეობას და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის ქართული სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახის - ლიკა ყაზბეგის ალალი დის შვილია.
თათია პოპულარული დეიდის წყალობით რამდენიმე ჩვენებაზეც გამოსულა წარმატებულად, რაშიც უპირველეს ყოვლისა ხელს მისი გარეგნობა, მომხიბვლელობა და სექსუალურობა უწყობს, თანაც თათია გერმანიაში ცხოვრობს და პროფესიონალი ბალერინაა.
სხვათაშორის წლების წინ, აღნიშნულ კონკურსზე ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს მოდელმა ნათია ნებიერიძემ (ერთდროს პოპულარული გოგონათა ჯგუფ “სეთის” წევრი) “მის-ელეგანტურობის” ტიტული მოიპოვა.
27.11.2009. რეპერმა ლექს-სენმა წიგნი გამოუშვა
ერთ დროს თბილისში ქართველი რეპერების სერიოზული ბუმი იყო, კვირა არ გავიდოდა რომელიმე მათგანს ახალი კლიპი არ “შემოეგდო” მუსიკალურ ბაზარზე, რათქმაუნდა ტრადიციულად ბევრი ლამაზი გოგოთი, მაგარი მანქანებით, ბილწსიტყვაობით, არცთუ მთლად რეპული ტექსტებით, მაგრამ მაინც ამ ყველაფერს თავისი მსმენელი ყავდა, თანაც - არც ისე ცოტა.
მერე გამოჩნდა ლექს-სენი და ქართული რეპის სამყაროში დიდი აურზაური გამოიწვია, საკუთარი დამოუკიდებელი კლანი ჩამოაყალიბა და დანარჩენ რეპერებსაც თამამად გაეჯიბრა, მაშინ ჯერ კიდევ მუსიკალურ პროდუსერ მამუკა ღლონტთან ერთად (რომელიც დღეს, ლამის დამოუკიდებელი პოლიტიკოსის სტატუსით სარგებლობს) და ლექს-სენი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალზე პოპულარობის გამო “წლის საუკეთესო რეპერის” სტატუსის მატარებელიც გახდა.
ამჟამად კი, რეპერმა ვიდეოსტუდია გააკეთა, ჯგუფი ჩამოაყალიბა და ცოტა უცნაური სახელი “მე და ჩემი პროდუსერი” უწოდა, კლიპის გადაღებაც დასასრულს უახლოვდება და საინტერესოა რა გამოვა საბოლოო ჯამში.
პარალელურად ლექს-სენმა (ლექსო ქავთარაძე) პირველი პოეტური კრებულიც გამოუშვა და წიგნად შეკრა თავისი ლექსები, სათაურად კი “მგელი პოეტი - 18 ივლისი” უწოდა (ეს, მისი დაბადების დღეა).
რეპერი ახლახანს დაბრუნდა უკრაინიდან, სადაც კარგად დაპიარებული და გათვლილი პროექტი იქაურ ჯგუფებთან ერთად პოლიტიკურად გამწვავებული სიტუაციის გამო ჩაეშალა, თუმცა ის არ კარგავს იმედს და მომავლსაც პოზიტიურად უყურებს.
15.11.2009. “ქუჩის ბიჭები” დიდი რუსეთისკენ ილტვიან
ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურიამ, საქართველოში ერთ დროს უპოპულარესი ჯგუფის “ქუჩის ბიჭები”-ს წევრებს მოსკოვში სამუშაოდ გადასვლა შესთავაზა და და თითქოს მათი რეალურად იქ გადაყვანისთვისაც ემზადებაო , რაც როგორც მინიმუმი არასწორი ინფორმაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთა და ჯგუფის წევრები მართლა ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ამ შემთხვევაში თავად ბიჭები ფიქრობენ (!) თავიანთი მუსიკალური პოტენციალი მოსკოვში გამოიყენონ და ყველაფერი თავიდან დაიწყონ, თუნდაც ბარებსა და კლუბებში სიმღერით, რადგან არცერთ მათგანს იმის ილუზია არ აქვს, რომ მოსკოვი ისევე ადვილად მიიღებს მათ, როგორც თბილისმა უმასპინძლა თავის დროზე! სხვა თუ არაფერი, ისინი ქართველები არიან და მოსკოვში კი, ცალი ფეხის, ცალი თითი მაინც, რომ შეყო შოუ-ბიზნესის სამზარეულოში, დიდძალი ფულია საჭირო. თუმცა ზურა ხაჩიძე აცხადებს, რომ - ჯგუფის წევრები რეალურად ფიქრობენ ამ ნაბიჯის გადადგმაზე, რადგან მათ უბრალოდ საქართველოში მუსიკალური გასაქანი აღარ აქვთ.
14.11.2009. ოქიტაშვილი წავიდა, ბერიძე მოვიდა
ყველსთვის მოულოდნელად ქართული შოუ-ბიზნესის სამთავრობო ხაზის მთავარი მამოძრავებელი ძალა, უამრავი პროექტის, შესაბამისად უამრავი სკანდალის ობიექტი, ექსცენტრიული პიროვნება - დათო ოქიტაშვილი თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ საკუთარი (!) ნებით გადადგა და ამის ოფიციალურ მიზეზად, მან ფილარმონიაში გამართული “რივერდანსის” სკანდალური კონცერტი დაასახელა (გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “რივერდანსის” ნაცვლად იქ “სხვა ვიღაცეები” ცეკვავდნენ), თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მერიის კულტურის სამსახურის ღონისძიებათა მოწყობის დეპარტამენტის უფროსს არ სცოდნოდა ვინ ჩამოყავდა და ვინ არა, რადგან მას ამაში არც გამოცდილება აკლდა და არც მდიდარი წარსული. ოქიტაშვილის ადგილი კი, რამდენიმე დღეში ასევე სკანდალურად ცნობილმა მარინა ბერიძემ დაიკავა (რომელიც ასევე ცნობილია თავისი ხანდახან ზედმეტი ექსცენტრიულობის გამო), ქალბატონი მარინა წლების წინ სწორედ იმ კომპანიის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც ქართული თანამედროვე შოუ-ბიზნესის დანგრევა დაიწყო (ჩვენი შეხედულებით) და რომელიც ცხონებულმა ბადრი პატარკაციშვილმა “არტ-იმედად” მონათლა, ამჯერად კი მარინა ბერიძე ერთ-ერთი სახელმწიფო არხის (!) “რუსთავი-2”-ს მუსიკალური ხელმძღვანელია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დათო ოქიტაშვილს, ბოლო წლებში ხშირად დებდნენ ხოლმე ბრალს “ოპოზიციონერობაში”.
საუბარი იყო ოქიტაშვილის ადგილზე ღირსების ორდენის კავალერის (არანაკლებ სკანდალური პერსონის) ნინა წკრილაშვილის დანიშვნაზეც, მაგრამ ვიღაცა ჭკვიანმა ზემოთ, დროულად გათვალა, რომ ეს ხალხში დამატებით აგრესიას გამოიწვევდა ხელისუფლების კულტურის პოლიტიკისადმი და გადაწყვეტილება მარინა ბერიძის სასარგებლოდ შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ მარინა ბერიძე საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-7 ცერემონიალზე დაჯილდოებულია ე.წ. “ყანჩელის პროექტის” წარმატებული რეალიზებისთვის.
დათო ოქიტაშვილი კი, ახალ საპროდუსერო კომპანიას აყალიბებს და კვლავ აგრძელებს საქმიანობას ამ ბიზნესში, უახლოეს პერიოდში ის საქართველოში სტინგის ჩამოყვანასაც გეგმას, მანამდე კი, მის მიერვე დაპატენტებულ “ხელოვანთა ვარსკვლავების” გახსნას კვლავ გააგრძელებს.
13.11.2009. დათო ხუჯაძე მამა გახდა
ქართველი მომღერლის ცხოვრებაში შემოქმედებით სიახლესთან ერთად, ცხოვრებისეული მატებაცაა - ქვეყანას ერთი კვირის წინ ხუჯაძის შვილი, - პატარა გოგონა მოევლინა, რომელიც 3.5 კილო და 51 სმ. დაიბადა, სრულიად ჯანმრთელი, საღსამალათი და ლამაზი, რასაც შესაბამისად ვულოცავთ დათოს და მის მეუღლეს ნათია ონიანს, რომლის გამოჩენაც მასთან ქორწინების 5 წლის მანძილზე, არცერთხელ არ მოუნდომებია სახალხოდ.
რაც შეეხება შემოქმედებით მატებას: - ხუჯაძე შეერთებულ შტატებში მუსიკალურ დაჯილდოების ცერემონიალზე “დიდი ვაშლი” (?) გაემგზავრა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ის, ამერიკაში ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს სახელით გამოვა (რაც უპრეცედენტო შემთხვევაა), დათო ამ ფესტივალზე ორ სიმღერას “ჯანაიას” და “მახინჯი ვარ” წარადგენს, სავარაუდოდ პირველს რუსეთის სახელით, მეორეს - საქართველოს.
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ამ ფესტივალის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ინტერნეტში ვერ მოვიძიეთ, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, 22 ნომინაციაში უნდა გამოავლინონ გამარჯვებულები, რა ტიტულის მფლობელი და რაც მთავარია, რომელი ქვეყნის სახელით, გახდება საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის მრავალგზის ნომინანტი - დათო ხუჯაძე, ამას მოგვიანებით შეგატყობინებთ!
6.11.2009. აჩიკო მეფარიძემ საქართველოს კიდევ ერთხელ უთხრა – “მშვიდობით”-ო
ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სკანდალური ვარსკვლავი აჩიკო მეფარიძე ორი წელიწადია მოსკოვში ცდილობს თავისი შემოქმედებითი ნიჭის რეალიზებას და რამდენადაც გასაკვრი არ უნდა იყოს, თბილისში “პოპ-მუსიკის” მიმდევრად აღიარებულ მეფარიძეს, მოსკოვში “ჯაზის-კაცის” სახელი აქვს, როგორ აჯაზებს მომღერალი ჯაზს მოსკოვში ერთი შეხედვით არცისე რთული გასაგებია, რადგან რუსები ამ მაღალი მუსიკალური მიმდინარეობის ნაკლებ მიმდევრები არიან, თუმცა ლარისა დოლინასთვის ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ აჩიკო მეფარიძესთან ერთი ლამაზი დუეტი ჩაეწერა.
მომღერალი ცოტახნის წინ საქართველოში სტუმრად (!) იყო ჩამოსული და ერთი კვირაა ისევ მოსკოვში დაბრუნდა, არც ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და არც თავს აპიარებს, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია (ის უკვე მორჩენილი ამბავია, რომ რუსეთში 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ ქართველი, - ვარსკვლავი ვეღარასოდეს გახდება და ვარსკვლავებად დარჩებიან ისინი, ვინც აქამდე მოასწრო დამკვიდრება მოსკოვის მეგაპოლისში).
სხვათაშორის აჩიკო მეფარიძე არ მალავს, რომ ესტრადიდან წასვლის შემდეგ თავის ძველ, სამედიცინო საქმიანობას დაუბრუნდეს და პლასტიკური ქირურგიის კლინიკის გახსნასაც კი, ფიქრობს (რაც რუსეთში საკმაოზე მეტად დიდი ფულის შოვნის პირდაპირპროპორციულია).
შემოქმედებითი კუთხით, კი გაცნობებთ, რომ აჩიკომ უკვე ჩაწერა ერთი “ჯაზ-ალმობი” რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველოში კონცერტების არარსებობის გამო ვერ აჯაზებს, მოსკოვში რა ხდება – რას გაიგებ?!
5.11.2009. თამთა გოგუაძე მსოფლიოს გარშემო
არა, ნუ შეშინდებით, პოპულარულ მომღერალს არც ველოსიპედით, არ იახტით და არც ლიჟებით არ გადაუწყვეტია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, მან უფრო ჰუმანური, სასიამოვნო და ერთბაშად შედეგიანი რამ - სიმღერა აირჩია. ხუმრობა იქით იყოს და თამთა გოგუაძე აგერ უკვე წელიწადზე მეტია ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ქართული ლეგენდა სამაიას” წევრია, რომელსაც სხვათაშორის ჩვენი ქვეყნისთვის ასე თუ ისე ცნობილი პროდუსერი პასკალ ჯორდანი ხელმძღვანელობს.
გამომდინარე იქიდან, რომ ქართული შოუ-ბიზნესი ვარდივით ბოლო ოთხი-ხუთი წელია აღარ ყვავის და არც ვარდივით სასიამოვნო სურნელი ასდის, ქართველ მომღერლებს, რომ სხვა საქმის გამოჩხრეკვა მოუწია ახალი არაა, გამონაკლისებმა გზა დიდი რუსეთისკენ იპოვეს, მაგრამ თამთა გოგუაძის შემთხვევა ალბათ ყველაზე ორიგინალური გამოდგა, მან საქართველოს სახელით მოიარა ჰოლანდია, საფრანგეთი, ლიბანი, გაერთიანებული ემირატები (დუბაი), მექსიკა და დეკემბრის თვიდან კიდევ ახალი ტურნე ეწყება მსოფლიოს გარშემო, რაც თავისთავად ახალი წარმატებების გარანტია, როგორც ანსამბლის, ასევე პიროვნულად თამთა გოგუაძის, რომელიც კარგახანია ესტრადაზე აღარ გამოჩენილა.
26.10.2009. “სამ ტანცუეტ, სამ პაიოტ, სამ ბილეტი ბრადაიოტ” – ანრი ჯოხაძის მორიგი “სუპერი”
ერთ დროს სათაურში გამოტანილ ამ რუსულ ანდაზას, იმ ადამიანებზე ამბობდნენ, რომლებსაც მარტო უწევდათ ყველაფრის კეთება და ეს არცთუისე კარგ ტონად ითვლებოდა, მაგრამ დრომ ისე მოიტანა, რომ შენ საქმეში შენ თუ ყველაზე მეტად არ ჩაერიე, ვერც დაქირავებული მუშაკი, ვერც მეგობარი და ვერც ოჯახის წევრი, ისე ვერ გააკეთებს როგორც შენ გინდა, - ასე იფიქრა ანრი ჯოხაძემაც და თვითონვე ჩაუდგა სათავეში საკუთარი ახალი პროექტის განხორციელებას და ახალი სუპერ-კლიპიც გამოაცხო!
გოგი ცაბაძის “თბილისო” რომ თბილისობის დღესასწაულზე უნდა გაჟღერებულიყო ეს ნოვაცია არ ყოფილა, მაგრამ წელს “განსაკუთრებული გრანდიოზულობით” იყო ყველაფერი ქალაქის ქუჩებში, რადგან ედუარდ შევარდნაძის (!) მიერ დაარსებული თბილისობის დღესასწაული 30 წლის იუბილეს ითვლიდა.
ჩვენთვის ექსკლუზიურად, სანდო წყაროზე დაყრდნობით ისიც გახდა ცნობილი, რომ საუბარი იყო ამ უკვდავი სიმღერის დუეტში ანრი ჯოხაძისა და ბუბა კიკაბიძის შესრულებით (მოგეხსენებათ სწორედ ეს უკანასკნელი ასრულებდა აქამდე “თბილისოს”), მაგრამ რატომღაც პროექტი ამ სახით არ შედგა და ჩვენი სუბიექტური აზრით ასე, რომ მომხდარიყო ის, ისეთი კარგი ვერ გამოვიდოდა როგორიც მხოლოდ ანრის შესრულებით - მითუმეტეს კლიპში, რომელშიც ამ ხელისუფლების სამი დიდი მონაპოვარი საუკეთესო კუთხითაა წარმოჩენილი – საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო სამსახური, მეტი არამონოტორულობა და მოძრაობაა.
ეპიზოდურ როლებში თბილისის კოლორიტებიც ჩანან - სახელმწიფო ტელევიზიის ძველი სახეეები დონარა კინწურაშვილი და დავით სოკოლოვი, მსახიობი ოთარ კობერიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლეილა აბაშიძე და სხვები. მოკლედ ნამუშევარი მართლა კარგი საყურებელია და მართლაც ორიგინალურადაა გადაწყვეტილი - ანუ ეს “ჯოხაძის სტილია”.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზენტაციას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა - ეკა კვალიაშვილი, ლევან ლაზარიშვილი, თამთა ჭელიძე, ზურა მანაგაძე მეუღლესთან და 2 წლის შვილიშვილთან ერთად, მსახიობი მაკა შალიკაშვილი, ბუბა კიკაბიძე პრეზენტაციას არ ესწრებოდა (სამაგიეროდ, იქ იყო მისი პროდუსერი სოსო აბზიანიძე), მოსვლა ვერც გოგი ცაბაძის შვილმა კახა ცაბაძემ შეძლო, რომლისგანაც ანრი ჯოხაძემ პირადად მიიღო სიმღერის შესრულების უფლება.
მომღერლის მორიგი ორიგინალური ნამუშევარი, რამდენიმე დღეში გავა ეთერში.
24.10.2009. ქართული “ომი და ქორწილი”, თუ ჰოლივუდური “საქართველო”?
რუსეთ-საქართველოს ომიდან ერთი წლის თავზე, რუსულმა მხარემ როგორც ვიცით, სამი მხატვრული ფილმი გადაიღო და კინოგაქირავებაში ჩაუშვა. რა თქმა უნდა, სამივე ფილმში საქართველო სისხლიან დამპყრობლად, სასტიკ ადამიანთა ხროვად, ოსი ერის გენოციდის მომწყობად და ჯალათად არის გამოყვანილი.
ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი იძახა - დაუძლურებულია რუსული ეკონომიკა, რუსული ბიზნესი და ყველაფერი რუსულიო, რომ ეტყობა სადღაც კრემლში პატარა კასპელ ნაბიჭვარს ჩუმად გაეცინა და რუსულ კინოწარმოებას საქართველოს წინააღმდეგ გადაღებული სამი უმაღლესი ხარისხის მხატვრული ფილმი დაუკვეთა და საინფორმაციო ომში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს წინააღმდეგ.
მერე, როგორღაც აქ, ჩვენს მთავრობაშიც მიუხვდნენ კრემლში მოკალათებულ კასპელ ნაბიჭვარს განზრახვას და სასწრაფოდ დაიწყეს ფიქრი ჰოლივუდურ ბლოკბასტერზე - აუცილებელია ფილმი ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილებით გადავიღოთ! თქვეს მთავაროაბში, თქმა და ქმნა ერთი იყო და – ენდი გარსია, ველ კილმერი – ჰოლივუდის ეს ვარსკვლავები ქართული მხატვრული ფილმის “საქართველოს” (პირობითი სახელია) მსახიობები გახდნენ და გაზაფხულზე ფილმის პრემიერაც დაიგეგმა.
აფერუმ ჩვენს ოპერატიულობას, მერე რა, რა ფული დაიხარჯა საქართველოს ბიუჯეტიდან ამ ფილმის გადასაღებად, მერე რა რომ საუბარია 40.000.000 დოლარზე (ნულები არ აგერიოთ), მერე რა, რომ ასე მალეც შეიძლება ხარისხიანი ფილმის გადაღება, მერე რა რომ. . . მოკლედ მერე რა, სამაგიეროდ ამ ფილმს მთელი მსოფლიო ნახავს და კიდევ ერთხელ – დარწმუნდება, ამჯერად რუსეთის აგრესიულობაში!
მერე რასთან ერთად.. . გაგვახსენდა, რომ დიდი ხნით ადრე “მურტალომ” ქართულად დაინახა ეს ომი, “მურტალო” ქართულად ჩაუდგა სათავეში ამ საქმეს, დათვალა, დაახარისხა 90.000 დოლარი და ქართული მხატვრული ფილმის “ომი და ქორწილის” გადაღებას შეუდგა. მერე რა, რომ მსახიობებისთვის ჰონორარი არ გადაუხდიათ ჯერ (უფულობის გამო), მერე რა რომ ზაზა კოლელიშვილს (“მურტალოს”) ვიღაცეებმა სცენარის და სიუჟეტის მოპარვაში დასდეს ბრალი, მერე რა რომ დაპირებული პრემიერა არ შედგა ოქტომბერში, მერე რა, რომ. . . ზაზა კოლელიშვილი ენდი გარსია არაა (მე, რომ მკითხო ერთი ზაზა კოლელიშვილისგან 10 ცალი ენდი გარსია გამოიჭრებოდა) და საერთოდ. . . მერე რა, რომ გვგონია რომ ჰოლივუდური “საქართველო” უფრო მალე იხილავს დღის სინათლეს, ვიდრე ქართული “ომი და ქორწილი”. მერე რა?
რამდენიმე თვის წინათ რუსთავიდან სალონიკში მეუღლესთან, ვაჟიკო ციცაგთან ერთად გადასახლებული ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი პოპულარული რეალითი შოუს “იქს-ფაქტორის” წევრი გახდა, ეს სწორედ ის მუსიკალური პროექტია რომელში მონაწილეობამაც თავის დროზე უდიდესი წარმატება მოუტანა საბერძნეთის ქართველ ვარსკვლავს თამთა გოდუაძეს.
წყვილმა წლის და ორი თვის შვილი საქართველოში დროებით, ბებოსთან გასაზრდელად დატოვა და თამამად შეუდგა დიდებსიკენ მიმავალი გზის გავლას და უეჭველი ვიცით, რომ ნინი შერმადინი ნოემბრის დასაწყისისდან არამხოლოდ ბერძნული პოპ-მუსიკის ვარკვლავობისკენ მიმავალ გზას დაადგება, არამედ მსოფლიო ესტრადაც მალე დააფასებს ამ უნიჭიერესი მომღერლის მონაცემებს.
ჩვენი საიტი ექსკლუზიურად გთავაზობთ ნინის გამოსვლის ვიდეოჩანაწერებს და შევეცდებით ნინის ყოველი წარმატებული ნაბიჯის შესახებ, ყველა ვიდეომასალა უპრობლემოდ წარმოგიდგინოთ.
“იქს-ფაქტორში” 15.000 მსურველიდან უმკაცრესი ჟიურის გადწყვეტილებით 14 საუკეთესო აირჩა, რომელთა შორისაც ნინი შერმადინი პირველია, რომელმაც უითნი ჰიუსტონის სიმღერის თავისი შესრულების მანერით მოხიბლა ჟიურის ყველა წევრი (იხ.ვიდეო).
პროექტის შარშანდელ გამარჯვებულს ორგანიზატორებმა 150.000 ევრო და ბინა გადასცეს ათენში, მეორე ადგილზე გასულს – 100.000 და პრომო-დისკი ჩაუწრეს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 50.000 ევრო ხვდა წილად, ეს თანხები თავისთავად მეტყველებს ამ მუსიკალური პროექტის მაშტაბურობაზე და ხარისხზე.
“ვარსკვლავები” წარმატებას უსურვებს ნინი შერმადინს, გამარჯვება და ახალი შემოქმედებითი მწვერვალების დაპყრობა ყოფილიყოს მისი შრომის და ნიჭის შედეგი.
თბილისის განახლებულ დიდ საკონცერტო დარბაზში, სამი დღის განმავლობაში ანსამბლ “ქუჩის მუსიკოსების” ტრიუმფალური კონცერტები მიმდონარეობდა - გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით შეკრებილი ექვსი უნიჭიერესი მუსიკოსი სამი დღის განმავლობაში, ორსაათნახევრის მანძილზე, სცენაზე ბოლომდე იხარჯებოდა.
გია დავითიანი (საქსაფონი), მერაბ სამყურაშვილი (ანსამბლ “რუსთავის” ერთ-ერთი წვრი, საოპერო არიების უბადლო შემსრულებელი), დიტო საკანდელიძე (“ერისიონის” ყოფილი წევრი), ხვიჩა მაღლაკელიძე (ვირტუოზი გიტარისტი და “ქუჩის მუსიკოსების” ყველაზე მხიარული და ენაწყლიანი წევრი), გუჯა მარდალეიშვილი (უბადლო მევიოლინე, კაცი რომელსაც 16 წლის ასაკიდან უკვე მოვლილი აქვს მთელი ევროპა, ლიანა ისაკაძესთან ერთად) და სულიკო ბაღაშვილი (აკარდეონი) - ეს, ის ბიჭები არიან, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე ვირტუოზული შესრულების მანერით, მთელი საქართველო მოხიბლეს და რომლებმაც პირველი გაბედული ნაბიჯი კარიერაში - სოლო-კონცერტი, წარმატებულად დააგვირგვინეს.
კონცერტში მონაწილეობას ღებულობდა სოფო ხალვაში და რაც ყველაზე საინტერესო და ცოტა უცნაურია, მხოლოდ პროლოგთან ახლოს, სცენაზე წამყვანებად მოგვევლინენ განუმეორებელი დუეტი გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის სახით, თმაჭაღარა მსახიობებს ძალიან უხდებოდათ თეთრი კოსტიუმები და “ქუჩის მუსიკოსების” გამომცდელთა ამპლუა.
თითქოს დროში გაწელილ პროგრამას მაყურებელი არ დაუღლია, რადგან აშკარა და შესამჩნევი იყო მუსიკოსების ის დიდი მონდომება, რითაც ისინი ყველა დანარჩენისგან გამოირჩევიან - ვირტუოზობა.
სხვათაშორის არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, ჩვენი მცირედი გაკვირვება განახლებული ფილარმონიის აგრე რიგად დარეკლამირებულ მართლაც უმაღლესი ხმის აპარატურზე, - მუშაობა რა, როცა სცენაზე დისტანციური მიკროფონები იყო ჩართული (უმეტესად წამყვანების საუბრის დროს), დინამიკებიდან საუბართან ერთად არასასიამოვნო შუილის ხმები შემაწუხებლად მოქმედებდა მაყურებელზე, რაც ჩვენის მცირე, არამუსიკალური ყურით :) დარბაზში ჩართულ მობილურების ხშირ რეკვას და დაცვის სამსახურის რაციების მოქმედებას მივაწერეთ.
19.10.2009 “მის-ვარსკვლავები 5” მისის გვენეტაძე გახდა
ლატვიიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა აქტიურად დაიწყო ახალ სიმღერებზე მუშაობა და მთელი დღის განმავლობაში საკუთარ ხმის ჩამწერ სტუდიაშია შეკეტილი. როგორც “ვარსკვლავებისთვის” გახდა ცნობილი, მომღერალი მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისათვისაა განკუთვნილი. დათიშვილის ინიციატივით, ჩაიწერება ჰიმნი, რომელსაც თავად ეს ბავშვები შეასრულებენ და მასში არცერთი ცნობილი სახე არ მიიღებს მონაწილეობას. სიმღერაზე ვიდეო რგოლის გადაღებაც იგეგმება და საქველმოქმედო კონცერტიც, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები იმღერებენ. ამის პარალელურად მომღერალი ახალ სიმღერებზეც მუშაობს, რომელსაც მსმენელი სულ მალე მოისმენს.
პოლიციამ ბესო სარჯველაძე დააკავა
სიტყვიერი შეურაცხყოფა, წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა - ამ ბრალდებებით ოპოზიციის აქტივისტი ბესო სარჯველაძე საპატრულო პოლიციამ წუხელ გვიან ღამით დააკავა.
ინიციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მანქანის საჭესთან მჯდომი ნასვამი სარჯველაძე ქუჩაში გააჩერეს. ოპოზიციის აქტივისტმა პოლიციელებს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი პატრულის მანქანის შუშა ჩაამსხვრია. სარჯველაძე ამ წუთებში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მას ბრალად ხულიგნობის მუხლს წაუყენებენ. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალგაზრდა მომღერლის - ნუცის ახალი წარმატებები
ომპოზიტორ ზურა ჩინჩალაძესთან ჩაწერილი წარმატებული დუეტის შემდეგ ახალგაზრდა, 18 წლის პერსპექტიული ნუცი (ნინი პატარაშვილი) სერიოზულად ამუშავდა საკუთარ რეპერტუარზე, იმიჯზე და კარიერაზე.
მომღერალმა ვოკალში მომზადება მუსიკოს კაკი ბოლქვაძესთან დაიწყო, “მანჩოს სტუდიაში” ჩაწერა ორი ახალი, ლამაზი სიმღერა, რომელთაგანაც ერთ-ერთის ტესქტის და მუსიკის ავტორი მანჩოა, მეორის ტექსტის ავტორი თავად ნუცია, მუსიკის კი, ზურაბ ჩინჩალაძე.
ნუციმ გარეგნული იმიჯიც შეიცვალა და მოკლე სწორი თმა, დაიგრძელა.
ღამდენიმე დღის წინ ბათუმი-ქობულეტში გამართულ “შავი ზღვის” მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებლის სიმპათიის წოდება, მე-3 ადგილი და მედალი, ლაურეატეს წოდებით მოიპოვა. მომღერალი ივლისის ბოლომდე თბილისში გაარძელებს მუშაობას, რის შემდეგაც ერთი თვით ალბათ საბერძნეთში გაემგზავრება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, მომღერალი ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე “ვარსკვლავების” ეგიდით აგვისტოს თვეში კლიპს გადაიღებს, რის შემდეგაც აქტიურად დაიწყებს მუსიკალური კარიერის შექმნას, რაც პირველ ნაბიჯად სოლო-ალბომის გამოშვებაში აისახება.
ჯგუფი "ქორალის" პირველი სოლო-კონცერტი
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-9 ცერემონიალზე, გასული წლის შემოდგომის ბოლოს, ჯგუფმა “ქორალმა” “წლის აღმოჩენა” ჯგუფის ნომინაციაში მოიპოვა “მეგა”, გავიდა რამდენიმე თვე და ბიჭებმა პირველი სოლო-კონცერტი ივნისიში გამართეს “პროფკავშირების კულტურის სასახლეში”.
გიორგი მაღლაფერიძე, დათო მესვერიძე (რომელიც ახლახანს დაემატა კვარტერტს და “ქორალი” კვინტეტად აქცია), აკაკი კიკვაძე, გურამ ლომინაძე და რამაზ ტყეშელაშვილი, სერგი ეგოიანის მენეჯერობით და გიორგი შალვაშვილის რეჟისორობით 20 სიმღერით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.
ჯგუფის პერსპექტიულობა პოლონელმა იმპრესარიომაც შეამჩნია კონცერტზე და ისინი 14-16 აგვისტოს პოლონეთში, ქალაქ ნისას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვია, სადაც თავის მხრივ გერმანიიდან რამდენიმე იმპრესარიო ჩამოდის ბიჭების საშემსრულებლო მანერაზე დასაკვირვებლად და მათ მოსასმენად.
უახლოეს მომავალში, ჯგუფის წევრები საქართველოს რაიონებში გასვლით სოლო-კონცერტებსაც გეგმავენ და პოლონური ფესტივალისთვისაც აქტიურად ემზადებიან.
ჩვენება წვიმიან ქუჩაში
შეასძლოა მაკა ნაცვლისშვილს სულაც არ ჰქონდა თავიდან განასზღვრული და ჩაფიქრებული, რომ მისი მაღაზიის ახალი კოლექციის ჩვენება მოდელებს თავსხმა წვიმაში მოუწევდათ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ამ ყველაფერს ცოტა რომანტიულობის მომენტიც დაკრავდა და ვიზუალურადაც უფრო ლამაზიც იყო, სველ ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მაღაზიის წინ, სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე მონარნარე მოდელები და მათი სამოსი.
დაახლეობით 15 გოგონა ნახევარი საათის მანძილზე, მოქუფრული ცის ქვეშ, წვიმიან ამინდში (რომელმაც სხვათაშორის მაშინ გადაიღო, როცა მოდელებმა ფეხი ხალიჩაზე დადგეს) მაკა ნაცვლიშვილის სამოსს აპიარებდა, შედეგით მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა, მოდელებიც და თავად მაკაც. სტუმართა შორის პოპლულარული სახეების სიხალვათე ნადვილად არ იგრძნობოდა, იქ იყო ლიკა ქავჟარაძე, ლიკა ყაზბეგი, გიორგი ჯაჯანიძე და სხვები.
იან გილანი ქართველ ფანებს პირადად შეხვდება
ლეგენდარული როკ ჯგუფის Dეეპ Pურპლე ვოკალისტი იან გილანი ქართველ ფანებს სტამბულის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე პირადად შეხვდება. ეს გადაწყვეტილება თავად გილანმა ქართველი ფანის მიერ მისთვის გაგზავნილი მეილის შემდეგ მიიღო.
როგორც იცით ჯგუფი 20 ივლისს კონცერტს მართავს თურქეთში, სტამბულის თურკცელლ Kურუცესმე Aრენა-ზე. ამასთან დაკავშირებით ქართველმა მსმენელებმა გადაწყვიტეს ყველანი ერთად გაემგზავრონ 2 000 კილომეტრით მოშრებულ ქალაქში საყვარელი ჯგუფის ლაივის სანახავად. ყველაფერს სათავეში ერთ-ერთი ფანი გიორგი კიკონიშვილი ჩაუდგა. სწორედ მის მიერ გაგზავნილი მეილი გახდა გილანის ინიციატივის მიზეზი.
გიორგი კიკონიშვილი: დაახლოებით 3 თვის წინ, როდესაც ყველაფრის ორგანიზება დავიწყეთ, იან გილანს მივწერე მეილი, სადაც ვუყვებოდი თუ როგორ ვემზადებოდით ათეულობით ქართველი ფანი სტამბულში მათი კონცერტის სანახავად, აგრეთვე გავახსენე მისი თბილისური ვიზიტი 1990 წელს, როდესაც იანმა 5 კონცერტი გამართა სპორტის სასახლეში და შემდეგ მის მეუღლესთან ერთად დაიწერა ჯვარი სვეტიცხოველში, ჩოხაში გამოწყობილმა. აგრეთვე მოვუყევი პირადად მე როდის და რატომ დავიწყე ამ ჯგუფის მოსმენა. საბოლოო ჯამში წერილი იმდენად ემოციური გამოვიდა, რომ 6 მაისის ღამეს Dეეპ Pურპლე-ს ტურ მენეჯერმა გვამცნო: “იან გილანს იმდენად გაუხარდა თქვენი მეილი, რომ გამოთქვა სურვილი, მოვაწყოთ მისი და თბილისიდან ჩასული ქართველი ფანების შეხვედრა კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე“
მსოფლიოს ყველაზე ცნობილ როკ-ვოკალისტთან და ცოცხალ ლეგენდასთან შეხვედრის მოლოდინით გახარებულ ქართველ ფანებს სტამბულში წასასვლელად ყველა საორგანიზაციო საკითხი გადაწყვეტილი აქვთ და როგორც ამბობენ გზა, 3 დღე სტამბულში, კონცერტი და იან გილანის პირადად ნახვა არცთუ ისე ძვირი უჯდებათ. ასე რომ, მსურველებს შეუძლიათ შეუერთდენ და მათთან ერთად წავიდნენ სტამბულში.
თიკა კანდელაკი ქმარს გაშორდა
რუსეთში მოღვაწე ქართველ ვარსკვლავებს, აშკარად კრიზისული პერიოდი უდგათ, ვალერი მელაძის შემდეგ, ყვითელი პრესა ამჯერად თიკა კანდელაკმა ააფორიაქა, სკანდალურად ცნობილმა ტელე-წამყვანმა, თავისი ბიზნესმენი ქმარი ამჯერად საბოლოოდ მიატოვა. როგორ მისი მეგობრები ამბობენ კანდელაკი იმდენად დაღალა ქმრის წუწუნმა თავის ბიზნესზე, რომ მზად იყო ყველგან წასულიყო ოღონდ მისგან შორს ყოფილიყო. თუმცა დაშორების თაობაზე ანდრეი კონდრახინი და თიკა კანდელაკი კომენტარს არ აკეთებენ
ვალერი მელაძემ ოჯახი მიატოვა
რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი, ვალერი მელაძე მარტოხელა ვარსკვლავთა რიცხვს შეუერთდა, ეს ამბავი მედიასთან რამდენიმე დღის წინ აღიარა, იმაშიც გამოტყდა რომ უკვე 9 თვეა რაც ოჯახისგან ცალკე ცხოვრობს და მთელი ამ ხნის მანძილზე ამ ამბავს პრესას გულმოდგინედ უმალავდა, მელაძის მეგობრები აღნიშნავენ, რომ ახლა ვალერის რთული პერიოდი აქვს და სიმშვიდე სჭირდება.
შემოქმედებითად კი მომღერალს კვლავ პოზიტიური მიმართულებისკენ აქვს გეზი აღებული, სავარაუდოა, რომ ოჯახურ ტრაგედიასთან დაკავშირებული პრობლემები მის შემოქმედებაშიც აისახება.
საქართველოს ახალი "მის-ბიკინი" ყავს
წელს უკვე მეოთხედ საქართველოში სამოდელო სტუდია "ფავორიტის" ხელმძღვანელის მაია ზაალიშვილის ორგანიზებით კვლავ გაიმართა "მის-ბიკინის" კონკურსი, რომელიც ამჯერად კახეთში, კერძოდ კი თელავში გაიმართა, თავიდანვე გვინდა ავღნიშნოთ რომ კონკურსის მთავრი მონინაციის და "მის-ბიკინის" ტიტულის მფლობელი 2009 წელს გახდა სოფი რომანიშვილი, ხოლო პირველი და მეორე "ვიცე-მისს"-ების ნომინაცია კი მარი სარჩიმელიამ და ქეთი ცისკარიძემ გადაინაწილიეს.
უნდა ითქვას, რომ "მის-ბიკინი საქართველოს" არსებობის ისტორიაში რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები ყოფილან ქართველი ნომინანტები, ისეთები როგორიცაა miss earth, miss queen international, miss bikini world , miss tourism world, წლევანდელი გამარჯვებული კი MISS BIKINI OF THE WORLD-ში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება.
აქვე ავღნიშნავთ, რომ საქართველოში ეს კონკურსი ჯერ-ჯერობით ერთადერთია რომელიც მსგავსი აბრევიატურით ტარდება, თუმცა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი იგეგმება იგივე აბრევიატურით ე.წ. "სხვა მის-ბიკინის" კონკურსის ჩატარება, რაც სიმართლე გითხრათ არც ისე გასაკვირი იქნება, რადგანს საქართველოში ყველაფერი 2-2 კეთდება, 2-2-ად აღინიშნება და გასაკვირი არაა თუ 2 ან მეტი "მის-ბიკინი" გვეყოლება.
არადა, რაც მეტი ლამაზი გოგონა იქნება სტიმულმიცემული საქართველოში ახალი წამოწყებებისა და ახალი გამარჯვებებისათვის მით უკეთესი, ეგება ასე მაინც შევძლოთ პოლიტიკური დებატების აპოლიტიკური თემებით შეცვლა... რა, უფრო კარგი საყურებელია მაყურებლისთვის - ლამაზი ქალი სცენაზე და პოდიუმზე (თუნდაც ტელე-ეკრანზე) თუ დუბინკებმომარჯვებული სპეცნაზი და ოპოზიციონერი კასტეტიანი აქტივისტები....:)
21.05.2009 ბესო კალანდაძეს სტრასბურგში უჩივლეს
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “ყველა დროის საყვარელი მომღერლის” ნომინაციის ორგზის მფლობელი მომღერალი ბესო კალანდაძის ოჯახური სკანდალი კვლავ გრძელდება. ქართული ყვითელი პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვში ნცობილი ნეიროქირურგი ციცინო შურღაია, რომელიც მომღერლის ოფიციალური მეუღლეა ბრალს სდებს ამ უკანასკნელს და სასამართლოს სტარსბურგში მიმართავს (როგორც ჩანს სარჩელი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო), სადაც მოითხოვს ბესო კალანდაძისა და მისი ქართველი მეუღლის (თბილისში) მედეა კალანდაძის ქორწინების ოფიციალურ გაუქმებას, იმ მიზეზით, რომ მომღერალმა ცნობილი ნეიროქირურგი მოატყუა, რომ პირველ ცოლთან ოფიციალურად გაშორებული არ იყო თბილისში და ისე დაქორწინდა მოსკოვში. ამ უარყოფასთან ერთად ციცინო შურღაია მომღერლისგან 70.000 დოლარსაც ითხოვს და აცხადებს, რომ ამ ფულს ფონდ “იავნანას” მთლიანად გადაურიცხავს.
ბესო კალანდაძის განცხადებით, ეს ქალბატონი პოტენციური ცილისმწამებელია, მომღერალი არ აღიარებს მას მეუღლედ და შემხვედრი სარჩელითაც მიმართავს სასამართლოს, სადაც მოსკოველ ნეიროქირუგს, ის ცილისწამებაში სდებს ბრალს და ოფიციალურად მისგან ბოდიშის მოხდას ელოდება.
სადამდე გაგრძელდება ეს დავა არავინ იცის, ფაქტია, რომ ქართველებისთვის საყვარელი მომღერალი თბილისშია, ოჯახთან და აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობასაც ეწევა.
20.05.2009 თამარ გვერდწითელი გათხოვებაზე კვალავ ფიქრობს
რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მის მიმართ ინტერესი არამხოლოდ როგორც მომღერლის, არამედ როგორც ქალის – არ ნელდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეოთხე წელი დაიწყო რაც ის თავის რუს ქმარს (პროფესიით ქირურგს) დაშორდა, თამრიკოს სასიყვარულო რომანების შესახებ არსად არაფერი გაჟღერებულა, ქართველი მომღერალი ან კარგად მალავს ახალ სიყვარულს, ან უბრალოდ სიტყვაზე დაეჯერება, რომ – მარტოა და არ ჩქარობს არაფერს, თუმცა ახალი სიყვარულისადმი ინტერესი არ ჩამქრალა, - მეუღლეს სამი წლის წინათ იმიტომ გავშორდი, რომ უბრალოდ მივხვდი სიყვარული გაქრა, უამისოდ ცხოვრება კი, არაა კომფორტული, არც ადვილად მისაღწევი ქალი ვარ და არც იმაზე ვარ თანახმა, რომ მარტო დავრჩე, ქალი სიყვარულს სულ ელოდება, - აცდახებს ჟურნალისტებთან საუბარში პირველი თაობის “მზიურელი” თამრიკო გვერდწითელი.
19.05.2009 “გაღმა ნაპირის” შემდეგ ახალი ფილმი რუსულ-ქართულ ომზე
არავინ იცის როდის განახორციელებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილი თავის ახალი იდეას, რომელიც პირველ ქართულ მხატვრულ ფილმს ეხება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, მაგრამ რადგან რეჟისორმა ამის შესახებ უკვე ხმამაღლა განაცხადა, ფაქტია, რომ დროული იდეა (იქნებ დაგვაინებულიც) სულზე მოუსწრებს ქართულ განწყობას, რადგან მას მერე რაც რუსებმა უმოკლეს დროში, უმაღლესი დონის მხატვრული ბლოკბასტერი გადაიღეს აგვისტოს ომის შესახებ და მსოფლიოში ამ ფილმით საქართველო სისხლისმსმელ, ოსების გენოცის მომწყობ ხალხად წარმოაჩინეს, საჭიროა ფილმი, რომელიც რუსულ ვიდეოს კონკურენცაის გაუწევს მსოფლიოს ბაზარზე.
მანმადე კი, გიორგი ოვაშვილის ფილმმა “გაღმა ნაპირი” (რომელიც აფხაზეთის ომის თემატიკას ეძღვნება) სამი კინო-ფესტივალი მოაიარა და “ოქროს შროშანის” ჯილდოს მფლობელიც გახდა, ხოლო ფილმის მთავარ გმირს პატარა, არაფროფესიონალ მსახიობს თედო ბექაურს ბერლინში როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჟიურის სპეციალური ჯილდოც გადაეცა.
17.05.2009 ჯაბა ბოჯგუა ცოცხალია და სახლშია
თითქმის ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც, პოპულარული ქართველი მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, რომელიც გულის მოციმციმე არითმიითა დაავადებული ღუდუშაურის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში, საწოლს მიჯაჭვული იმყოფებოდა, ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავრცელად ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეეფერება, თუმცა მომღერლის მდგომარეობა მაინც არასახარბიელოა, იგი უკვე 4 თვეა უგონოდაა და ამჟამად სახლში გადის ე.წ. რეაბილიტაციის კურსს, რადგან საავადმყოფოს ხარჯების ანაზღაურება ვერავინ შეძლო და ოჯახის ახლობლები იძულებულნი გახდნენ, ჯაბა სახლში გადაეყვანათ და მხოლოდ ღვთის იმედად დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ რა მოხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ფინანსური მაქინაციების ბრლადებით დაიჭირეს, გლდანის ციხეში ყოფნის პერიოდში მას გულის დაავადება გაურთულდა, რამაც საბოლოოდ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დააყენა და როგორც კულუარებში საუბრობენ, გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი – ჯაბა ბოჯგუა ვერასოდეს შეძლებს აქტიური მოღვაწეობის გაგრძელებას. სასამართლომ კი, ცოცხალ-მკვდარ მომღერალს პატიმრობა მოუხსნა და ოფიციალურად გაანთავისუფლა
15.05.2009 ამერიკამ “დიდგორი” იხილა
როგორც ჩვენს მკითხველს ახსოვს ქართველი სტუდენტი ნიკა ხომასურიძე, რომელიც ლოს-ანჯელესის კინოსკოლის სტუდენტია, საკურსო ფილმს საქართველოში “დიდგორის ომის” შესახებ იღებდა, რომლის პრეზენტაციას აგვისტოს ბოლოს უნდა შემდგარიყო საქართველოში, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო პრემიერა საქართველოში გადაიდო! თუმცა შეერთებულ შტატებში ნიკამ ფილმის პრეზენტაცია კინოსკოლის ბაზაზე მოაწყო და მაყურებლის უდიდესი სიმპათია და მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებული სიმპათიები ფილმის მიმართ კინოსკოლის პედაგოგებმა გამოხატეს, რაც დამატებითი სტიმული აღმოჩნდა ქართველი რეჟისორისთვის და გარდა იმისა, რომ “დიგორის ბრძოლა” საჯარო ჩვენებისთვის მზადდება, დაგეგმილია მისი საფესტივალო ჩვენებებისთვის მომზადებაც. – სან-ფრანცისკო, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ეს ის ამერიკული ქალაქებია სადაც ნიკა ფილმის ჩვენებას აპირებს. რის შემდეგაც, სავარაუდოდ ზაფხულში რეჟისორი ფილმს თბილისშიც ჩამოიტანს.
14.05.2009 “ვარსკვლავების აკადემია” შეიძლება გაგრძელდეს
მას შემდეგ რაც “რუსთავი-2”-სა და კომპანია “მაგთის” ერთობლივი მუსიკალური პროექტი “ვარსკვლავური აკადემია 2” სკანდალურად, ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო ჩაიშალა, არავინ იცის მისი გაგრძელება-არგაგრძელების შესახებ ინფორმაცია. მაგრამ “ვარსკვლავებმა” გაარკვია, რომ ტელევიზიაშიც და “მაგთიშიც” უკვე საუბრობენ პროექტის გაგრძელებაზე, დარჩენილი 8 მონაწილით, სავარაუდოდ განსხვავებულ ფორმატში. თავად აკადემიის ე.წ. სტუდენტები რომლებიც აშკარად ღვთის მადლით გადარჩნენ ცოცხლები საშინელი ნგრევის დროს, უარს აცხადებდნენ “ვარსკვლავობაზე”, მაგრამ მას შემდეგ რაც ემოციები დაცხრა, შოკმაც ცოტათი გაიარა. კულუარებში რეალური საუბრები დაიწყო “ვარსკვლავების აკადემიის” ახალ ფორმატში გაგრძელებაზე და მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიამ უდიდესი მატერიალური ზარალი განიცადა, ვერაფერი შეცვლის პროექტში დარჩენილ-გადარჩენილი ბავშვების მორალურ ზიანს, რომელმაც ისინი როგორც თავდ ამბობენ საბოლოოდ შეაკავშირა ერთმანეთთან.
13.05.2009 ირაკლი ლომაია: - ყველამ უნდა შთააგონოს თავის თავს რომ კარგად იქნება და ეს ასეც მოხდება