რამდენიმე დღის უკან, გლდანში მდებარე თბილისის 39-ე სკოლაში მდებარე, მამუკა ლომაშვილის მიერ დაარსებულ პატარა თეატრში სახელად „სახლი თეატრში“ გაიმართა პოეზიის საღამო. საღამოზე შინაურული გარემო იგრძნობოდა, მონაწილეები ისეთი სითბოთი იყვნენ განწყობილნი ერთმანეთის მიმართ, თითქოს მართლა ერთი ოჯახი ყოფილიყოს.
ლექსებს კითხულობდნე - ლელა ნინუა, ბენჯი და გიორგი. მათ მუსიკალურ ფონს უქმნიდა ბიჭების ახალი ბენდი, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ სახელიც კი არ აქვს. საღამოს ორგანიზატორი მამუკა ლომაშვილი იყო. აღმოჩნდა რომ სწორედ იმ დღეს, მისი პატარა თეატრი 7 წლის გახდა. იქვე გახმოვანდა ინფორმაცია, რომ თეატრი თვეში ერთხელ უმასპინძლებს ახალგაზრდა პოეტებს და მცირე ხელოვნების ზეიმი ტრადიციულ სახეს მიიღებს ხოლმე.
მონაწილეების გარდა ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობადი სახეები: - ყოფილი "კომედი შოუ"-ელი ნიკა გრიგოლია და მსახიობი, პაროდისტი ბიძინა
მახარაძე. საღამოს დასასრულს მათ კარგად გაამხიარულეს მაყურებელი. ქალბატონმა ლელამ კი, ერთი საიდუმლო გაამჟღავნა: - თურმე ბიძინა მახარაძეც წერს სიმღერის ტექსტებს და ეს ტექსტები მასლ თემურ წიკლაურმა სთხოვალ მან კი იხცპთჰხძვა უარი განუცხადა...
პოეზიის რამდენიმე საათი რეალურად ძალიან პატარა დარბაზში ჩატარდა, მსმენელი ფიზიკურად ვერ ეტეოდა, მაგრამ ხელოვნების მოყვარულებს ამან ხელი არ შეუშალა და ისინი ფეხზე დამდგრები უსმენდნენ შესანიშნავ ავტორებს. სამწუხაროა, რომ დღეს ახალგაზრდა პოეტები „სარდაფებში’’ იკრიბებიან იმისთვის რომ თავისი შედევრები გააცნონ მასას, მაგრამ ეს ალბათ უფრო ჩვენი ბრალია რადგან სათანადოდ ვერ ვაფასებთ ჩვენივე საგანძურს.
ავტორი - შაკო სომხიშვილი
შემოქმედებითი საღამო სტუ-ის კულტურის ცენტრ "გალერეაში" - ერთი წიგნით გაზრდილი დედამიწა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურის ცენტრ "გალერეაში" ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, პროფესიით ქიმიკოსის - ლეილა გრძელიძის პოეზიის საღამო და მისივე პირველი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა და მასთან ერთად 16 წლის რუსთაველი, თვითნასწავლი მხატვრის - გიორგი ჯალიაშვილის ნახატების გამოფენაც მოეწყო. გიორგი ნიჭიერი, თავდაჯერებული და ამბიციური ახალგაზრდაა. რომელიც ნეფსით თუ უნებლიედ, აშკარად განიცდის პიკასოს გავლენას.
ქ-ნმა ლეილა გრძელიძემ კი, რამოდენიმე ლექსი თავად წარადგინა, ხოლო მათი უმრავლესობა თეატრალიზებურად წაიკითხეს საპატრიარქოსთან არსებულმა ლიტერატურული კლუბის ''დალკის'' ახალგაზრდებმა.
ქალბატონი ლეილა ძალიან ღელავდა, რაც ბუნებრივია, ის თავის შემოქმედებას წარადგენდა თავისი მშობლიური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ქართველი პოეტების წინაშე, თან პოეტების ქვეყანაში პოეტობა მიუხედავად მისი თავმდაბლობისა, ამბიციურიცა და საპასუხისმგებლოც.
აღსანიშნავია პოეტ ემზარ კვიტაიშვილის კრიტიკული შეფასებები, რომელიც სასიამოვნო მოსასმენი იყო, როგორც ავტორისათვის ასევე იქ მყოფი საზოგადოებისთვის , რადგან ეს იყო ნამდვილად ჯანსაღი კეთილისმოსურნე კრიტიკა და შენიშვნები, რომელიც სტიმულს აძლევს შემოქმედს და რომლის დეფიციტიც არის დღეს საზოგადოებაში. ბატონმა ემზარმა მისი შემოქმედება შეადარა "აკაკისეულ გზას, როცა ლექსი არის გულისა და გონების ნაზავი, ასევე იგრძნობა გალაქტიონის და ტერენტისეული ინტონაციები".
ერეკლე საღლიანის შეფასებით: " - დღეს ერთი წიგნით გაიზარდა დედამიწა" ... ასეთი ადამიანების კრიტიკა და შეფასება კი, უკვე გამარჯვებაა. დებიუტი შედგა.
ავტორი - ხათუნა კორთხონჯია
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-13 ცერემონიალი
(სამოყვარულო კამერით გადაღებული მე-13 "მეგას" სრული, დამონტაჟებული, ჩანაწერი)
ჯგუფ "ფორტეს" საქველმოქმედო კონცერტიი
ნიკა მახვილაძის დახმარების აქცია ალ.გრიბოედოვის თეატრში
ქართველი ვარსკვლავები სენაკში
ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე და სხვები სამეგრელოში
თემურ თათარაშვილის სოლო-კონცერტი ფილარმონიაში
რამდენიმე დღით თბილისში დაბრუნებული მომღერლის გალა-კონცერტი - რეპორტაჟი კულისებიდან
ეკა კვალიაშვილის სოლო-კონცერტი სამეფო უბნის თეატრში
გრანდიოზული თეატრალიზებული საკონცერტო პროგრამა მეგა-ვარსკვლავისაგან
16 დეკემბერს "სამეფო უბნის თეატრში" მომღერალ ეკა კვალიაშვილის სოლო-კონცერტი გაიმართა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს - "ერთი მომღერლის სპექტაკლი". დიზაინერ გიგა ნიქაბაძის წითელ კაბაში ეკა არამარტო მომღერალი, არამედ მსახიობიც იყო, ყოველი სიმღერის საშემსრულებლო მანერით, თუ ფორმატით და თავისი გარდერობით სცენაზე. მომღერალმა ორი საათის განმავლობაში შეასრულა როგორც ქართული რეპერტუარი, ასევე რუსული რომანსები. ცნობილი იყო, რომ უნდა ემღრა ეკას შვილსაც, რომელმაც გაციების გამო ვერ იმღერა, ხოლო ფონოგრამით შესრულებაზე უარი განაცხადა.
აღსანიშნავია, ის ემოცია, ცრემლები და ტაში, რაც ეკას ნამღერმა გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, რომელიც სამწუხაროდ იმდენად მცირე იყო, რომ ორასკაციანი დარბაზი არც კი გაივსო. ძირითადად იყვნენ ცნობილი ადამიანები, მოწვეული სტუმრები: - ანრი ჯოხაძე, კახა კუხიანიძე, ნანა ცინცაძე, ლილიკო ნემსაძე და სხვa... იხილავდით ირინა სარიშვილსაც. ვინც ამ მომღერლის შემოქმედებას იცნობს, ყველა დაეთანხმება მის ნანა ცინცაძისეულ შემოქმედებას:
" - ის აბსოლუტურად არანორმალურია იმ სიტყვის გაგებით, რასაც ჰქვია უმაღლესი შემოქმედება. ეკას ყველა რეგალია ეკუთვნის. ეკუთვნის მთელი მსოფლიო, იმიტომ რომ არ შეიძლება ეკასნაირი მომღერალი იყოს ერთი ქვეყნის საკუთრება."
ეკა უდაოდ არაჩვეულებრივია, ამიტომ აუდიტორიის სიმცირეზე გული არ უნდა დაწყდეს. გულდასაწყვეტია ის ტენდენცია, რომელიც დღეს საქართველოშია - "საქეიფო" და "ტაშ-ფანდურა" სიმღერების შემსრულებელი რომ ყოფილიყო, ალბათ ფილარმონასაც გაავსებდა. ქართველი საზოგადოების უმეტესი წილის გემოვნება აქეთკენ მიდის, ან არადა პოლიტიკით იკმაყოფილებენ იმ ესთეტიკურ მოთხოვნილებას, რომელსაც მხოლოდ ადამიანი განიცდის და რომელსაც მხოლოდ ხელოვნება (ამ შემთხვევაში მუსიკა) აკმაყოფილებს.
ამ საღამოდან, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ერთი ცნობილი სიმღერის ფრაზა ამეკვიატა: "არაფერი არ გიშველის გულო, ლოდინის და მოთმინების მეტი"... მაგრამ საკითხავია - რას უნდა ველოდოთ? როგორც ეკამ აღნიშნა: - ეს პირველია და არა უკანასკნელი. ვაპირებ კიდევ უფრო დახვეწასა და დიდ მასშტაბებზე გადასვლას.
ავტორი - ხათუნა კორტხონჯია
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების მუსიკალური აქცია - ირმა სოხაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, მარკუს მეტრეველი, ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი და სხვანი...
ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა - ექსკლუზიური რეპორტაჟი კულისებიდან
გიორგი შალვაშვილის საღამო და სააგენტო "მაქსიმუმის" ჩვენება
რას აკეთებდა და რით იყო დაკავებული გურამ სიხარულიძე, როცა მის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვალების შესახებ მწუხარე განცხადებები ვრცელდებოდა (ექსკლუზივი) - კონცერტი რუსთავში
თინათინ მაღალაშვილის ჩვენება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად
22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დიზაინერმა თინათინ მაღალაშვილმა საქველმოქმედო ჩვენება გამართა, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, რომლის სახელწოდებაა „ფასჰიონ მარატჰონ”, დევიზით „ლეიკემია იკუენება“. ინიციატორი:–„საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისათვის“. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფიძნებელია თავად თინათინი, თავმჯდომარე - „საქართველოს პედიატრ ჰემატოლოგთა და ონკო ჰემატოლოგთა კავშირის წევრი – თამთა დემურიშვილია.
თინათინ მაღალაშვილმა და ფეხსცმლის დიზაინერმა– მადონა ხარატიშვილმა წარადგინეს უახლესი კოლექცია, რომელსაც სამოდელო სააგენტო–„ იმიჯ–ცენტრის“ მოდელები წარმოადგენდნენ. თითოეულ მათგანს სოლიდარობის ნიშნად თავსაფარი ეფარა. ჩვენებაში დაავადებულმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებას ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა: ირმა სოხაძე, მაკა შალიკაშვილი, ყოველთვის ექსტრავაგანტული გია ჯაჯანიძე, ალეკო თეთრაშვილი, მამუკა ლომაშვილი, მარკუს მეტრეველი დედასთან ერთად... თუმცა თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ამ საქველმოქმედო საღამოზე ცნობილი ქართველი დიზაინერების დეფიციტ აღინიშნებოდა
„ - იდეა იმისა, რომ ჩვენება საქველმოქმედო ხასიათისა ყოფილიყო დაიბადა მაშინ, როდესაც მე იაშვილის კლინიკაში ყოფნისას გავიცანი ელენიკო(ლეიკემით დაავადებული ბავშვი), მან გვითხრა, რომ მისი ოცნება მოდელობაა. მე შევპირდი– გამოჯანმრთელებისთანავე გავიყვანდი პოდიუმზე, დღეს მას ოცნება აუხდა. ია კიწმარიშვილი კი შეპირდა – როცა გაიზრდება, ის აუცილებლად „იმიჯ–ცენტრის“ მოდელი გახდება – განაცხადა თინათინმა.
საქველმოქმედო ფასჰიონ მარატჰონ – ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ამ ბავშვების დასახმარებლად ყოველი წლის 22 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი - ხათუნა კორტხონჯია
ვარდების რევოლუციის 9 წლისადმი მიძღვნილი პრემიერა, ბესიკ ჩუბინიძის დოკუმენტური ფილმი "ვარდების რევოლუცია - უშტატივოდ" - (ფილმში ჩასმულია ე.წ. შავი მასალის მხოლოდ 70%)
ჟურნალისტ ლელა ნინუას და მხატვარ ზურა სიმონიშვილის შემოქმედებითი საღამო
ნანა ცინცაძის შემოქმედებითი საღამო სამედიცინო უნივერსიტეტში
ნინო ჩხეიძის მეგობრული საღამო
დარდიმანდული სიმღერების “დედოფალმა” და ტელე-კომპანია „იმედის“ გადაცემა "ახალი ხმის" ერთ-ერთი გუნდის ლიდერმა - ნინო ჩხეიძემ კლუბ VIP თIME-ში თაყვანისმცემლებს უმასპინძლა და ლამაზი საღამო აჩუქა, - რომლებმაც ერთხმად მოიხსენიეს "უდიდესი სითბოსა და სიყვარულის საღამოდ". ნინომ მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში მომღერალმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა, ფაქტია, რომ ის ხალხი ვინც მას ადრე აკრიტიკებდა, დღეს უსმენენ და ცეკვავენ მის სიმღერებზე.
ნინო შვილთან და თავის გუნდის წევრებთან ერთად მოვიდა. როგორც ყოველთვის უზადოდ გამოიყურებოდა.უშუალო და ბუნებრივი , ყველას მიმართ თბილი და ყურადღებიანი იყო. მომღერალმა პირველი სიმღერიდან აიყოლია პუბლიკა
კლუბი სავსე იყო მისი თაყვანისმცემლებით და გუნდის მხარდამჭერებით, იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის უცხოეთიდან ჩამოსული მისი მეგობრებიც, რადიო „დარდიმანდის“ წამყვანები და ერთგული დარდიმანდელები... ნინოს სცენაზე მისივე მეგობრები ცვლიდნენ -კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი, შეზარხოშებული გელა გნოლიძე, რომელიც მოულოდნელად ავიდა სცენაზე, მაიასთან ერთად გარეპა და კარგადაც გაახალისა საზოგადოება, თამთა ასათიანი, რომელმაც თურმე თავისდა მოულოდნელად,
მოუმზადებლად იმღერა. ასევე მღეროდნენ ნინოს გუნდის წევრები - თიკა ჯამბურია, ია ტუღუში, რომელთა შესახებ ნინომ ვარსკვლავებთან საუბრის დროს განაცხადა: - ისინი ჩემი გუნდის წევრები კი არა, ჩემი შვილები არიან. ჩვენ ყველაზე რთული ეტაპი გადავლახეთ ერთად.მე მაშინ ვუწოდე მათ ჩემი შვილები. ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, რადგან შვილებს არ არჩევენ.
ავტორი - ხათუნა კორტხონჯია
საქველმოქმედო კონცერტი თსუ-ში ნანა კვარაცხელიას დასახმარებლად
ლევან ჯიბლაძის ევროპული დონის, ინგლისურენოვანი კლიპის პრეზენტაცია "ვარსკვლავებში"
ნინი შერმადინის აშშ-ში გაცილების საღამო ქართველ ვარსკვლავებთან ერთად კლუბ "ვიპ-თაიმში"
გიგა კვენეტაძის კლიპის პრეზენტაცია თბილისში და მონატრებული ქართველი ვარსკვლავების შეხვედრა
ქართველი ვარსკვლავების კონცერტი ხონში
ქართველი ვარსკვლავები რესტორანში
თემო წიკლაურის ნაღდი ქართული სულის სიმღერა, ვანო ჯავახიშვილი და თეფშზე დავარდნილ-ვერშერგებული ფხალის ნაჭერი :), ეთერ კაკულია და საქართველოს ჰიმნი :) ...და სხვა მრავალი ექსკლუზივი
საქველმოქმედო კონცერტი პატარა ოთიკოს დასახმარებლად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სომხურ-ქართული კომედიური ფილმის "პოკერი სიყვარულის წესებით" თბილისური პრემიერა
ბერას სოლო-კონცერტი თბილისში
მაიკო კაჭკაჭიშვილის შემოქმედებითი საღამოს ექსკლუზიური დეტალები - ფილმი II
"ძველი" ქართველი ვარსკვლავების ნოსტალგიური საღამო კლუბ "ვიპ-თაიმში"
ჯგუფი "თბილი-სი"-ს სოლო-კონცერტი კლუბ "ვიპ-თაიმში"
ეთერ კაკულიას და მამუკა მესხის დუეტი "ო, სოლე მიო" - უნიკალური კადრები
მაია მიქაშავის ახალი კოლექციის ჩვენება
ვაკეში, ქალთა სალონ „ჩაინაში“ აქესუარების დიზაინერ მაია მიქაშავიძის ახალი კოლექციის ჩვენება გაიმართა. ეს დიზაინერის ნამუშევრების პირველი გამოფენა არაა, მაია მიქაშავიძე პერიოდულად ახალი კოლექციის გამოფენას აწყობს და მომხმარებელს სხვადასხვა სახის (მეტწილად - ქალბატონებს) სამკაულებს სთავაზობს,
რომელთა ფასი საშუალოდ 100 ლარიდან იწყება. თუმცა დიზაინერი ხშირად საქველმოქმედო აქციებსაც ატარებს და სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულებს თავის ნამუშევრებსაც ჩუქნის.
მხატვრული ფილმის "100,000 წამი" პრესკონფერენცია
„მის-ტურიზმი საქართველო 2012“ კასტინგი თბილისში
საქართველოში არსებულ და მიმდინარე უამრავი სხვადასხვა აბრევიატურის კონკურსს, კიდევ ერთი, ახალი, სამოდელო სააგენტო „ფავორიტის“ მიერ ორგანიზებული სილამაზის კონკურსი - „მის-ტურიზმი საქართველო“ დაემატა,
რომლის ხელმძღვანელი მაია ზაალიშვილი აცხადებს, რომ 7 სექტემბერს ბაკურიანში არჩეული, კონკურსში გამარჯვებული გოგონა დეკემბრის დასაწყისში ჩინეთში გასამართ „მის-ტურიზმი მსოფლიოს“ კონკურსზე გაემგზავრება.
მანამდე კი, მონაწილეობის მსურველმა 25-ამდე გოგონამ წინასწარი შესარჩევი ტური თბილისში გაიარა.
ნარდის ფესტივალის მორიგი ტურნე მარნეულში (რეპორტაჟი მარნეულიდან)
საქართველოს ნარდის ასოციაციის და მისი პრეზიდენტის თემურ ქურციკიძის ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად შესანიშნავი ღონისძიებების - ნარდის ფესტივალის მორიგი ტური წარმატებით დაასრულა მარნეულის რაიონში.
ტურნირი მოკლე და გრძელი ნარდის მოთამაშეთა ასპარეზად გადაიქცა და გარდა ფულადი პრემიებისა მონაწილეებს და გამარჯვებულებს საჩუქრად ხარისხობრივი მედლები, დიპლომები და თასები. ხოლო ცალ-ცალკე მოკლე და გრძელ ნარდში გამარჯვებულ პირველ ოთხეულს შესაბამისად 250-150 და 50-50 ლარი გადაეცათ საჩუქრად.
როგორც ჩვენთან საუბარში სნა-ს ადმინისტრატორი თამუნა სულხანივილი აცხადებს - ნარდის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კვლავ გაგრძელდება და უახლოესი ტურნე იმერეთში, სამტრედიაში და სექტემბრის დასაწყისისთვის კი, მცხეთაშია დაგეგმილი. ტელეკომპანია "სთარს.ჯი" ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვრცელ სიუჟეტს აღნიშნული ქალაქებიდან
ნარდის ფესტივალი ბორჯომში
აჩიკო მეფარიძის კონცერტი "სქაი ბარში"
მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული ხელოვნების ფესტივალი ბათუმში
მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული ხელოვნების ფესტივალი ქუთაისში
რეპორტაჟი აჭარიდან, ფესტივალი "ნარინჯისფერი ქობულეთი 2012" - საინტერესო კადრების ნაკრები
გივი სიხარულიძე, გია ჯაჯანიძე და სხვები ბათუმში
ახალი მომღერლის ახალი კლიპი - მესხეთზე
კლუბ-რესტორან „მეხიკოში“ დამწყები მომღერლის ხატია წერეთელის კლიპის „მესხეთო“ პრეზენტაცია გაიმართა. გადამღები ჯგუფი 4 დღე იმყოფებოდა მესხეთში და ყველა მნიშვნელოვანი კულტურის ძეგლის ასახვა შეძლო კადრებში. სიმღერა, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ერთ-ერთ შესანიშნავ და ძირძველ კუთხეზეა თვითონ შემსრულებელმა ხატია წერეთელმა დაწერა და მიუძღვნა ადგილებს, სადაც მან მთელი ბავშვობა გაატარა. კლიპის რეჟისორია კობა ბრეგვაძეა, ოპერატორი - გია კაიშაური. პრეზენტაციაზე კლიპმა დამსწრეთა მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.
როგორც თავად მომღერალმა განაცხადა მას პრეტენზია პოპულარობაზე არ აქვს, და ეს ნამუშევარიც თავისი შინაგანი სამყაროს და გრძნობების გამოხატვისთვის გადაიღო. როგორც ჩვენთან საუბარში ხატიამ განაცხადა, ამ განცდით მას კიდევ რამდენიმე სიმღერა აქვს დაწერილი - „ვარსკვლავები“ წარმატებებს უსურვებს ახალბედა მომღერალს.
"ქუჩის ბიჭები" და ნინი ქარსელაძე "სითი კლუბში"
„ქსოვრელები“ 50 წელია მღერიან - საიუბილეო საღამო გრიბოედობის თეატრში
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ 2010 წლის ცერემონიალზე მთავარი „მეგას“ მფლობელი მედუდუკეთა ქართული ანსამბლი „ქსოვრელები“ საზოგადოების წინაშე საანგარიშო კონცერტით გრიბოედოვის სახელობის თეატრში წარსდგა და მეგობრებთან ერთად მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
თემო წიკლაური, გურამ საღარაძე, მედეა კარტოზია, მურმან ჯინორია, გურამ ჯაში, მამუკა ონაშვილი და სხვები, „ქსოვრელების“ გევრდით გამოდიოდნენ სცენაზე და ქალაქური მუსიკის ამ უბადლოდ დახვეწილ საღამოს, თავის ხიბლს ჰმატებდნენ.
სცენაზე „დაბერებული“ ეს ხალხი იმხელა პასუხსიმგებლობით ეკიდებოდა თითოეული ნომრით გამოსვლას, რომ არც რეპეტიციას ზარდებოდნენ, არც რამდენჯერმე ერთიდაიგივე ნომრის განმეორებას და არც იმას, რომ შეცდომები თუ რამე იქნებოდა იქვე გამოესწორებინათ, კარგი იქნებოდა პროფესიონალთა ამ საღამოს, თანამედროვე ქართული ესტრადის ე.წ. ვარსკვლავებიც დასწრებოდნენ, დღეს რომ ქალაქური მუსიკის „უბადლო შემსრულებლები“ ჰქვიათ და იმდენიც ვერ მოუხერხებიათ, რომ ნაღდ შემსრულებლებს მოუსმინონ და მათგან ისწავლონ....
ვაჟა აზარაშვილმა თქვა სცენაზე - „ქსოვრელები“ მღეროდნენ, მღერიან და დარწმუნებული ვარ კიდევ დიდხანს იმღერებენო! - თაობები შეიცვალა ამ ანსაბლმა, მაგრამ ელდარ შოშიტაშვილი ჯიუტად აგრძელებს ანსამბლის ტრადიციას და მედგრად ხელმძღვანელობს ყოველ მის გამოსვლას, არც პეწს უკარგავს ანსამბლს და არც ხიბლს. მისი შესრულებული და როგორც თავად ამბობს, ხუმრობით ჩაწეერილი „კაკლის მურაბა“ კი, დღესაც ჰიტ-ალღუმების სათავეშია რადიო-არხებზე.
გაგვიკვირდა, როცა „ქსოვრელების“ ე.წ. საანგარიშო საღამოს ტელევიზიებმაც ნაკლები ყურადღება დაუთმეს, არადა აქ ჟურნალისტების ბუმი უნდა ყოფილიყო, ექსკლუზივებზე მონადირეთათვის წყვეტა და დავა უნდა გამართულიყო, თუმცა რაოდენ სამწუხაროა, რომ ისე როგორც ბევრ სხვაგან ამ შემთხვევაშიც, კულსიებში ერთადერთი „სთარს.ჯეს“ კამერა აღმოჩნდა გამონაკლისი, რომელმაც ისტორიას ძვირფასი ხალხის ძვირფასი კადრები შემოუნახა.
დიდი მაესტროს - მარის ლიეპას საღამო, დიდ საკონცერტო დარბაზში - თამარ გვერდწითელის „საქართველო“ და ნანი ბრეგვაძის - ბრავო მაესტრო
7 ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული ღონისძიება გაიმართა ბალეტის მოყვარულებისთვის (და არა მარტო მათთვის)ლ უფრო კონკრეტულად - ეს იყო მსოფლიოში ცნობილი ბალეტის მოცეკვავის - მარის ლიეპასადმი მიძღვნილი საიუბილეო, საქველმოქმედო კონცერტი. მარის ლიეპა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, წარმოშობით ლატვიელი ბალერონი იყო. ის აგრეთვე ქართველი პრიმა ბალერინა - ნინო ანანიაშვილის მასწავლებელიც იყო. საღამო ლიეპას ვაჟს - ანდრის ლიეპას მიყავდა, რომელიც აგრეთვე რუსეთის სახალხო არტისტია, მოსკოვის დიდი თეატრის რეჟისორი და პროდიუსერიც. მისი და, ილზე ლიეპა კი, ამ კონცერტზე ნიკოლოზ ცისკარიძეს უწევდა პარტნიორობას. კონცერტში ასევე მონაწილეობას ღებულობდა თამარ გვერდწითელიც, რომელმაც ორი სიმღერა შეასრულა.
კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს საშუალება მიეცათ ფოიეში გამოფენილ მარის ლიეპას შესრულებული პარტიების სურათებით დამტკბარისყვნენ. შემდეგ კი, უკვე დარბაზში, ვიხილეთ 10 წუთიანი ფილმი, რომელიც ასახავდა ლიეპას მოღვაწეობის განვლილ გზას.
თუმცა ეს ფილმი ყველამ ვერ იხილა, რადგან ჩვენი მაყურებლი პუნქტუალურობით ნამდვილად არ გამოირჩევა და დარბაზშიც დაგვიანებით უნდა შევიდეს, სამაგიეროდ, გამოირჩევა ემოციურობით და, როგორც ანდრის ლიეპამ აღნიშნა - თბილი მიღებით. სცენაზე ილზეს და ნიკოლოზის გამოჩენამ, ნამდვილი ფურორი მოახდინა, განსაკუთრებით მაყურებელს მათი შესრულებული საფინალო ბალეტი - "პიკის ქალი" მოეწონა. მაყურებელი ემოციებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა, რომელთა შორის განსაკუთრებით ნანი ბრეგვაძე გამოირჩეოდა, რომელიც აღფრთოვანებით უყურებდა მე-13 რიგიდან შვილთან და შვილიშვილთან ერთად ამ დიდ სანახაობას.
ამის გარდა, დარბაზში საოცარი ვნებები ტრიალებდა: - ვიღაცას შუა სპეტაკლის დროს ლოცვა მოუნდა, ვიღაცას ტკბილეულის მირთმევა, ვიღაცას ჩათვლიმა, მაგრამ სცენაზე საბოლოო ჯამში ყველაფერი ხარისხიანად იყო... კონცერტი 3 საათი გრძელდებოდა, რომლის პირველი ნაწილი თამარ გვერდწითელმა დახურა. ანტრაქტის დროსაც ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ყველგან გვერდწითელის გამოსვლაზე ჭორაობდნენ. ჩვენდა გასაკვირად, მისმა გამოსვლამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. " - გვერდწითელი რა შუაში იყო?", " - სიმღერა "საქართველო" რატომ შეასრულა?" - გაისმოდა ჩვენთვის გაუგებარი რეპლიკები (სხვათა შორის, კონცერტის შემდეგ, კულისებში, თამრიკოს გარდა ყველა ჩანდა)
თავად ღონისძიება მეტად დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ჩვენთვის მერე, კულისებში დაიწყო, სადაც ჩვენს გარდა არცერთი ჟურნალისტი და ტელევიზია არ შეყოვნებულა. (არადა ჩვენს კოლეგებს წესით ყველაზე მეტად სწორედ ეს მომენტი უნდა აინტერესებდეს) ჩვენი სიუჟეტი კი, რომელიც შეგიძლიათ იხილოდ აქვე ინტერნეტ-ტელევიზიაში, ნამდვილად გამოირჩევა ექსკლუზიური კადრებით.
ქველმოქმედი დი-ჯეი, რემბო - კლუბში თუ ბავშვებთან? - არჩევანი თქვენზეა...
- ბევრი ადამიანია დღეს ქველმოქმედებით დაკავებული? გავბედავ და ვიტყვი, რომ არა. ქველმოქმედ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში ცოტას თუ შეხვდებით. მათი რიცხვი არც საზღვარგარეთაა დიდი. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანებიც კი არც თუ ისე ხშირად წირავენ თანხას სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
- საქართველოში ამ მხრივ მეტყ-ნაკლებად სტაბილური ვითარებაა, ზოგი ღიად, ზოგი ფარულად, ზოგი კამერების დასანახად, ზოგიც ალალი გულით ჩადის ქველმოქმედებას, - პოპულარული ქართველი დი-ჯეი რემბო, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თავის საქველმოქმედო საქმიანობას უხმაუროდ ეწევა – რემბო, უფრო ზუსტად კი, ლევან მდინარაძე. დი-ჯეის ფუნქციებს წელიწაში რამდენჯერმე, განსაკუთრებით ახალ წელსა და ბავშვთა დაცვის დღეს, ასევე შეძლებისდაგვარად სხვა დღესასწაულებზეც იტავსებს ხოლმე, და თურმე - გლდანის ბავშთა სახლებში ნამდვილ ზეიმებსაც აწყობს. რემბო ბავშვებს ხან თოვლის პაპის და ხან კლოუნის ფორმაში ეცხადება. როგორც აღმოჩნდა, ის უკვე 5 წელია ბავშვებისთის ამდაგვარ ღონისძიებებს აწყობს.
რემბო: - ბავშვები ყოველთვის მიყვარდა, ცოტახნის წინ გავიცანი ადამიანი, რომელიც გლდანის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სახლს მფარველობდა. ამის შემდეგ მეც აქტიურად ჩავები ამ საქმიანობაში. მივხვდი , რომ მათი დახმარება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენ შევქმენით ბავშვების დასახმარებლად სპეცილაური ფონდი, რომლის პრეზიდენტიც მე გახლავართ. მათთვის დღესასწაულებს ვაწყობთ და ვახალისებთ, ჩვეულებრივ დღეებში კი უბრალოდ მივდივარ მათთან სათამაშოდ და დროის გასატარებლად.“ - ამბობს მდინარაძე.
რემბო წუხს, რომ არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსები მათ დასახმარებლად. დი-ჯეიმ ფეისბუქზეც კი, დადო სტატუსი, რომლითაც იგი ბავშვებისთის დღესასწაულის მოწყობაში დახმარებას ითხოვდა. თუმცა მისი 3 ათასი მეგობრიდან მხოლოდ რამდენიმე გამოეხმაურა (დაფიქრება გვმართებს). რემბოს, რომ დაედო ინფორმაცია თუ რომელ კლუბში დაუკრავდა. უამრავი ადამიანი გამოეხმაურებოდა. ისეთი სერიოზული ღონისძიებისთვის კი, როგორიცაა ბავშვების დახმარებაა - თურმე ცოტას თუ სცალია.
რემბოსთან ერთად ორჯერ ვიყავი ბავშვთა სახლში, პირველად გიორგობას და მეორედ 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის დღეს. ვნახე როგორ უყვართ ის პატარებს და როგორ უხარიათ მისი იქ ყოველი მისვლა. მათ ყველაზე მეტად უხარიათ ყოველი წვრილმანი და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ. ძალიან უყვართ ცეკვა , სურათების გადაღება, სხვადასხვა კონკურსების მოწყობა, თამაშები და რაც მთავარია მათ თვალებში სიხარულია - ყველაფერი ეს კი, თავისთავად უკვე მიზნის მიღწევას ნიშნავს.
მოამზადა - მარი ქავთარაძემ
ორიგინალური სილამაზის კონკურსი-დაჯილდოება სტანდარტების გარეშე - "მის ვარსკვლავები 14"
ქართულ რეალობას რა გამოულევს სილამაზის კონკურსებს სხვადასხვა დასახელებებით და არც არავის გვიკვირს, როცა კიდევ რაიმე ახლის შესახებ შევიყტყობთ ხოლმე, თუმცა კონკურსი რომელზეც ახლა გვინდა გიამბოთ, არც ახალია და მეტიც, არც არანაირ სტანდარტებს არ ექვემდებარება - ეს არის, სილამაზის კონკურსი ყოველგვარი სტანდარტების გარეშე, უფრო ზუსტად კი, ეს ფოტოგენურობის კონკურსია, რომელიც რამდენიმე დღის უკან უკვე მე-14 ჩატარდა.
კონკურსის ორგანიზატორი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეა, რომლის განცხადებითაც - ფოტოგენურობაზე აქცენტი კეთდება იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეულ იქნას დადგენილი სტანდარტები - არა წონა, არა სიამღლე, არა სოციალური და ოჯახური მდგომარეობა, არ გვაინტერესებს არცერთი კონკურსანტისგან არანაირი პარამეტრი გარდა ერთისა - თავად მონაწილენიც და რა თქმაუნდა შემფასებლებიც უნდა თვლიდნენ, რომ ისინი ცოტა მაინც ფოტოგენურები არიან...
„მის-ვარსკვლავები ფოტოგენურობის“ მე-14 გაზაფხულის სეზონის კონკურსის გამარჯვებული „სითი კლუბში“ ამჯერადაც ათეულის სახით შეიკრიბა, ესეც ამ კონკურსის ერთგვარი ორიგინალობაა, რადგან მონაწილე 80 გოგონადან, რომელთა სურათები სეზონის მანძილზე ქვეყნდება ხოლმე www.stars.ge -ზე ათი საუკეთესო იმარჯვებს სხვადასხვა ნომინაციებში, რომელსაც თავის მხრივ კონპეტენტური ჟიური ანაწილებს, ამჯერად, მე-14 კონკურსის ჟიურიში იყვნენ ნიკა წულუკიძე, მამუკა ლომაშვილი, ბორის ბედია, ლალი ტოტიკაშვილი და სხვები.
მთავარი ნომინაციის „მის-ვარსკვლავები 14“-ის ტიტულის მფლობელი 15 წლის თბილისელი, 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ანი ცირეკიძე გახდა, რომელიც გამარჯვებას კი არა, ათეულში გასვლასაც არ ელოდა თურმე. თბილისელ გამარჯვებულთან ერთად ათეულში იყვნენ ზუგდიდელი, გორელი, სვანი, რუსთაველი და ბათუმელი გოგონები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის იყვნენ მოწვეულნი დაჯილდოების ცერემონიალზე.
ათივე გამარჯვებული და ჟიურის მხიარული წევრები კომპანია „სოფლის ნობათმა“ და საკონდიტრო „ნარცისმა“ დააჯილდოვეს, საორგანიზაციო კომიტეტმა კი მათ სხვა უამრავი საჩუქარი და პრიზი გადასცა. მუსიკალურ მხარეს კი, ბორის ბედია, გოგა მესხი, ნინო გოთოშია და გიოორგი ჯალაღანია უზრუნველყოფდნენ.
როგორც ორგანიზატორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა - დაწყებულია ზაფხულის სეზონის, რიგით მე-15 კონკურსის მონაწილე გოგონათა (ასაკი 14-28 წლამდე) სურათების მიღება, დაკავშირება შეგიძლიათ „სკაიპის“ საშუალებით ნიკზე beko777
ლევან ჯიბლაძე ევრო-ვარსკვლავობას უმიზნეს
„ევროვიზიის“ ქართულ შესარჩევ ტურზე დამარცხების და ანრი ჯოხაძესთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ, მომღერალი ლევან ჯიბლაძე, ამბიციურ გადაწყვეტილებას ახმაურებს და აცხადებს, რომ ეკა ჩიტაშვილის დახმარებით სრულიად სავარაუდოა, რომ ევროპულ ვარსკვლავობას გამოკრას ხელი.
პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღებები საზღვარგარეთ მიმდინარეობს, რომლის ორგანიზება საკუთარ თავზე შვედურმა კომპანია „იგუანა სტუდიომ“ აიღო, ინგილისურენოვანი სიმღერა რომლის ავტორიც თავად ლევან ჯიბლაძეა, მომღერლის პირველი განაცხადი იქნება ევროპულ ბაზარზე შესასვლელად და როგორც ეს უკანასკნელი გვპირდება - სიმღერა და კლიპი ევროპის 15 ქვეყნის რადიოებსა და ტელევიზიებში დატრიალდება.
პარალელურად ფორმდება კონტრაქტი ერთ-ერთ ლეიბლი კომპანიასთან, რომელიც ჯიბლაძის ევრო-ვარსკვლავობას შეუწყობს ხელს.
საქართველოში სკანდალური სახელით ცნობილი პროდუსერი ეკა ჩიტაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორი და ჟიურის წევრია და სავარაუდოდ ლევანს მისი კონტაქტები ნადვილად გამოადგება და ახალგაზრდა ამბიციური მომღერალი შესაძლოა, მართლაც ვიხილოთ ახალ ქართველ ევროპელ-ვარსკვლავად, თუმცა აქაც ტრადიციული ჩვენი რჩევა იქნება გასათვალისწინებელი - ამბიციები კარგია, მაგრამ მას ბეგრაუნდი და გაკეთებული საქმეები უნდა უმაგრებდეს ზურგს, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში - ვარსკვლავობა დროებითი, მითუმეტეს ქართველისთვის, ბოლო-ბოლო ჩვენც ვართ ღირსი გვყავდეს ერთი საერთაშორისო დონის ახალგაზრდა ვარსკვლავი მაინც პოპ-მუსიკაში... ხოდა, მიდი ლვან...:)...
ანრი ჯოხაძის კავკასიური „ჯოკერი“ ევროპულმა მოჯოკრა
ქართული შოუ-ბიზნესის შოკი
დამერწმუნებით წარუმატებლობის ასეთ შედეგს მართლა არავინ ელოდა, ყველა მხოლოდ ერთი განწყობით იყო აღვსილი - "ჯოხაძე მაინც შეძლებს იმდენს, რომ ფინალში ხუთეულს გარეთ არ დარჩესო", "ანრი მაინც დააჯერებს ნამდვილ ევროპას, რომ პირველი ევროპელები მართლა დმანისში ცხოვრობენო", "ჯოხაძე მაინც იქნება ის, პირველი ვინც შეძლებს და რეალურად საქართველოს, ერთხელ მაინც სიხარულს მოუტანს, ამ უაზრო, თუმცა პრესტიჟულ სატელევიზო კონკურსშიო".... მაგრამ...
თურმე არ ყოფილა ისე, რომ „რაც კარგები ვართ ქართველები ვართო“, რადგან ჩვენზე გაცილებით კარგებიც არსებობენ და ზოგადად ამ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურს საერთოდ არ აინტერესებს შენი ქვეყნის ვარსკვლავი ხარ, ამბიციების უსაზღვრო დოზა გაქვს, პრეზიდენტის ფავორიტი ხარ თუ მწვანეთა პარტიის, იქ - არავინ არ ხარ და მრავალ ფაქტორთა შორის სწორედ ეს უნდა იცოდეს ნებისმიერმა, ვინც ამის შემდეგ წავა „ევროვიზიაზე“.
ანრი ჯოხაძე, რომ კარგი ვოკლისტი და შოუმენია ეს ძველი ამბავია, 13 საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი (და არა გამარჯვებული), რომაა არც ესაა ახალი, მაგრამ არის კიდევ რაღაცეები რისი გათვალისწინებაც უნდა შეძლონ წინასწარშესარჩევ ტურებზე თბილისში და რაც მთავარია აბსოლიტურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, რატომღაც ამ პრესტიჟულ „ევროვიზიაზე“ ქართველი დესანტის არჩევისა.
თავად ანრი ჯოხაძე, როგორც ჩანს გარეგნულად დიდად არ გამოხატავს აშკარად მოულოდნელი დამარცხების შოკს (ამას პროფესიონალიზმი ქვია, რადგან წაგება და მოგება ორივე უნდა შეეძლოს პროფესიონალს), მაგრამ - შინაგანად ის აბსოლიტურად განადგურებულია, რადგან ეს მისთვის ყველაზე მძიმე და პირველი მსგავსი მაშტაბებსი დამარცხება იყო. რაც არ უნდა ინტერვიუები არიგოს, რაც არ უნდა თავი იმართლოს ვინმემ და რაც არ უნდა ამტკიცოს „ევროვიზიის“ შეფასებსი კრიტერიუმების სიმჩატე, ფაქტი ერთია, რომ - საქართველო წელს შერცხვა!
აგრესია და ცინიზმი, რომელიც მომღერლის და მისი თანმხლები პირების (ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, მაგდა ჯოხაძე, ნინო ძოწენიძე) მიმართ ეს დღეებია სოციალურ ქსელებში ვლინდება, ჩვენი აზრით უადგილოა, რადგან საქართველოში წაქცეულზე წიხლებით შედგომა უყვარდათ ყოველთვის. ხალხს პირს ვერავინ ამოუკერავს, მაგრამ სასურველი იქნებოდა ქართველებსაც შეგვძლებოდა დანდობა, მითუმეტეს ჩვენიანის! რაც ნამდვილად არაფერ შუაში არაა ანრი ჯოხაძის, როგორც მომღერლის პერსონასთან.
„ვარსკვლავები“ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის უკან ითხოვდა, „ევროვიზიაზე“ ჯოხაძის გაშვებას და ეს მაშინ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან მაშინ ანრის ქონდა შემართება ყოფილიყო პირველი, უამბიციოდ დაენახვებინა მსოფლიოსთვის, რომ იყო ერთ-ერთი კარგი მომღერალი, მაგრამ - არა ერთადერთი, და იმის ძახილი, რომ "შენ ყველაზე მაგარი ხარ", "შენ ვერავინ გჯობნის" და "შენ საერთოდ ქართული შოუ-ბიზნესის მამა ხარ", დამღუპველად მოქმედებს, - ვფიქრობთ, რომ იმასთან ერთად, რომ აბსოლიტურად გაუგებარი ფორმატის „ევროვიზიაზე“ პირველად ქართულ ისტორიაში, პირველად, პირველი მარცხდება - იმის დასტურია, რომ ქართული შოუ-ბიზნესის სტაფი აბსოლიტურად შესაცვლელია, საქმეს საქმის პროფესიონალები სჭირდება და არა უადგილო ამბიციების მომსახურეები.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სიმპათიას ანრი ჯოხაძის ვოკალურ-შოუმენური მონაცემების მიმართ და ვიმედოვნებთ, რომ ამ დამარცხებას ღირსეულად გადაიტანს და არც რეაბილიტაციისთვის დასჭირდება დიდი დრო.
.
10 წლის შემდეგაც „მეფე ლომი“ სცენაზე ყველაფერს ბრდღვნიდა
ზუსტად ათი წლის უკან, ზუსტად ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალის წინაპარმა, თავის დროის ყველაზე საუკეთესო ახალგაზრდულმა ჟურნალმა „ვარსკვლავებმა“ მერაბ სეფაშვილის სოლო-კონცერტს თავის ფურცლები ჭარბად დაუთმო და ყდაზე სათაურად სწორედ ეს სიტყვები გაიტანა - მერაბ სეაფშვილი, ქართული სცენის მეფე ლომი.
ისტორია განმეორდა, 20 მაისს საქართველოს მთავარი მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ ცერემონიალის ყველაზე სახელიანი ნომინაციების მრავალგზის მფლობელი, დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე თავის მეგობარ ბენდის წევრებთან ერთად წარსდგა და ორსაათნახევრიანი ცოცხალი კონცერტი აჩუქა ერთგულ მაყურებელს.
კონცერტის ორგანიზატორის გია გოგორიშვილის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ - ყველაფერმა 10-ანზე ჩაიარა, უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება თითქოს ერთი სულის ამობერვით გათავდა და მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა სცენიდან მერაბს, რომელიც ჩვენდა გასაკვირად კონცერტის დაწყებამდე ძალიან ღელავდა კულისებში, - მაგრამ ლომი ყოველთვის ლომია.... :) - სწორედ ამიტომ დაბრდღვნა სცენაზე მერაბმა ყველაფერი და ბოლო წვეთამდე დაიცალა მაყურებლისთვის.
სხვათაშორის ჩვენი ვიდეო-რეპორტაჟი აბსოლიტურ ექსკლუზივს გთავაზობთ და უკომენტაროდ წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც კულისებში ხდებოდა... იქ კი, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდებოდა. აუცილებლა უყურეთ ჩვენს ვიდეო-სიუჟეტს.
„ფრეშ-სანდის“ მორიგი „ვიქენ-ფართი“ თბილისში
არის ერთი ვგონებ ბერძნული გამოთქმა, რომელიც ერთდროს მსოფლიო მნიშვნელობის დონის სიტყვად იქცა, თუ არ ვცდები ის ასე ჟღერს - „გაუ დეა მუს“ - ანუ ქართულად „გავიხაროთ სანამ ახალგაზრდები ვართ“, - ალბათ ზუსტად ეს სლოგანი მოუხდებოდა თიკო და გიორგი ფილფანების (მეუღლეები არიან) ორგანიზებით, უკვე მეორედ მოწყობილ ვიქენდურ გართობას, რომელზეც რათქმაუნად 95% თინეიჯერი ახალგაზრდები არიან, ხალხი რომლებსაც თავისუფალი ქცევის კულტურა ყველაზე მეტად იზიდავთ, - არ აინტერესებთ არაფერი გარდა ერთი რამისა - დაისვენონ! (აი, ვისგან და რატომ ეს სულ სხავ საქმეა).
ასეა თუ ისეა, ამჯერად ვაშლიჯვართან ახლოს, რესტორან „ფიჭვების“ ეზოში გზიდან უცხო თვალისთვის მოშორებით, მოსახლეობისგანაც შორს (რადგან ზედმეტად არავინ შეწუხებულიყო თავისუფალია ახალგაზრდობის თავისებური სტილის ხმამაღალი გართობით), მშვიდ, სუფთა და საინტერესო გარემოში „ფეისბუქის“ თაობა უკვე მეორედ შეიკრიბა - კვლავ ბევრი დალიეს, კვლავ ბევრი მოწიეს საზიზღარი ნაგავი, სახელად - სიგარეტი (და არა სხვა რამ - რათქმაუნდა), ბევრი იცეკვეს, ბევრი იტინგიცეს, ბევრიც იზასავეს, იხტუნავეს, ი-თავისუფლეს და „ი-გაიდეამუსეს“ :)) - დაახლოებით 500-600 ახალგაზრდა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს მწვანე გარემოში.
თბილისისთვის ახალი ხილი - ვიქენდური ფართები, ზაფხულისთვის პერიოდულად ჩატარდება და ამჯერად წინა ფართის მსგავსად, შემდეგი კვლავ კრწანისის რეზიდენციის აგარაკებზე ჩატარდება, აუზის გვერდით და ასევე წინა ფართისგან განსხვავებით ამჯერად თინეიჯერებს წყლით სავსე აუზში ბანაობის საშუალებაც მიეცემათ - და აი, რა ამბავი იქნება იქ დაახლოებით ხომ მაინც წარმოგიდგენიათ? :)) მითუმეტეს ყველა (ბიჭებიდან) იმას წუწუნებდა, რომ ფართის - სველი ნაშების (ასე ეძახიან აუზში მოჭყუნპალავე გოგონებს) დეფიციტი ქონდა, რაც შემდეგ ფართიზე აშკარად შეივსება.
ორგანიზატორებს საკმაოდ კარგი გათვლა აქვთ გაკეთებული და უცხოეთიდან მოწვეულ დი-ჯეებთან ერთად, ქართველ დი-ჯეებასც უთმობენ სცენას, რაც თავისთავად უფრო კარგ პონტად ითვლება.
მოკლედ „გაუ დეა მუს“ და „ალბი ბექ“ და „შოვ მასთ გოუ ონ“ სულ მალე, ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად უფრო აქტუალური გახდება.
.
ხათუნა გვენეტაძის ალბომის პრეზენტაცია „მეტეხში“
ქართულ რეალობაში ახალი სახეების დეფიციტი მგონი ნელ-ნელა წარსულს ბარდება და მიუხედავად იმისა, რომ ხათუნა გვენეტაძეს მაინც და მაინც ახალი სახე აღარ ეთქმის, ქართულ ესტრადაზე მას მაინც ამ რიგებში წერენ.
ლაშა ღლონტი, გიო ხუციშვილი, ზურა ვადაჭკორია, დათო გომართელი, დათო არჩვაძე, ივა ჭყონია... სხვები და სხვები, ეს იმ მეგობართა ვიწრო სიაა რომლებიც ხათუნას ალბომის პრეზენტაციაზე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ სასტუმრო „მეტეხში“ შეკრებილი ელიტარული საზოგადოების წინაშე.
საღამოს წამყვანად ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია მოგვევლინა, რომელმაც უნდა თქვას, რომ ამ ფორმატის ღონისძიების წამყვანობას არცთუ ისე ცუდად გაართვა თავი.
ამ დღეს, გარდა იმისა, რომ მომღერლის ალბომის პრეზენტაციაც იყო, ხათუნას დაბადების დღეც დაემთხვა და შესაბამისად ცოტაოდენი ბახუსის მოკიდების შემდეგ საზოგადოებასაც ქართული იერი დაუბრუნდა და ერთ ტრადიციულ სადღეგრძელოს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მერე როგორც ხდება ხოლმე ქართულ სუფრაზე... სიმღერა, ცეკვა და მხიარულობა. აქტიურობით თავად მასპინძელიც გამოირჩოდა, რომელმაც ერთი პერიოდი შესანიშნავად მოირგო თამადის როლიც :)
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ თბილისის მერიის ჩინოვნიკები (ხათუნას მეუღლეც თბილისის მერიის თანამშრომელია), ტელე-სახეები, რადიო-კომპანიების წამყვანები და ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და უბრალოდ ხათუნას მეგობრები, დაახლოებით 150 მოწვეული სტუმარი.
ხათუნა გვენეტაძის ალბომის ოფიციალურმა პრეზენტაციამ შედეგიანად ჩაიარა, ჩვენ კი მომღერალს ჩვენის მხრივ წარმატებულ კარიერას ვუსურვებთ, არსებულ თუ. არ-არსებულ ქართულ შოუ-ბიზნესში.
არენ-ბის ქართველი შემსრულებელი “მის-თიკას” ახალი განაცხადი
ეს მშვენიერი ქალბატონი არენ-ბის ქართველი შემსრულებელი “მის-თიკაა”, ახალგაზრდა გოგონა რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან 2003 წელს დაბრუნდა აქტიურად ცდილობს ფეხი აუწყოს არსებულ თუ არ-არსებულ ქართულ შოუ-ბიზნესს და პერიოდულად ახალი ნამუშევრებიც შესთავაზოს მსმენელს და მაყურებელს.
ერთი შეხედვით თითქოს რეპს ასრულებს, ბევრს სანამ გაიცნობდა “მის-თიკა” “ბიკ-თიკოში” ეშლებოდა, მაგრამ მათ შორის ვიზუალური სხვაობაც დიდია და მიმდინარეობრივიც, რადგან არენ-ბი მაინც და მაინც რეპი არ არის :)
რამდენიმე დღის უკან კლუბ “სენატში” გამართულ კლიპის პრეზენტაციას მიუხედავად საოცრად ცუდი, წვიმიანი ამინდისა, ტუსოვშიკების დიდი რაოდენობა დაესწრო, მათ შორის რამდენიმე ცნობად სახესაც მოკრავდით თვალს - ნინი შერმადინი, თამთა ჭელიძე, რეპერი მასტერი, ძვალი, “სეიშენის” ბიჭები, მაიკო კაჭკაჭიშვილი და სხვები.
თავად კომპოზიცია კი “ნაინ რაიმთან” ერთად სრულდება, პროექტის ორგანიზატორი კომპანია “იბერია-სთარი” და “ფერფექთ-სტაილია”, ხოლო კლიპის რეჟისორი კი, სერგო ეგოიანი (რომელიც სხვათაშორის “მეგა 2008”-ზე “წლის აღმოჩენის” ნომინაციაში გამარჯვებული ჯგუფ “ქორალის” პროდიუსერიც იყო) და გადაღებებიც მთლიანად მარმარისში მიმდინარეობდა, სადაც სხვათაშორის თავად “მის-თიკა” მუშაობს ერთ-ერთ პრესტიჟულ მარმარისულ კლუბ “არენაში”.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ მოინდომა ახალი ვიდეო-ნამუშევრის გაკეთება მაშინ, როცა საქართელოში ფაქტიურად სატელევიზო კლიპ-ინდუსტრია ნულამდეა დასული, “მის-თიკამ” გვიპასუხა, რომ მისი და “ნაინ რაიმის” დუეტი აქტიურად გავა “მიუზიქ-ბოქსის” ეთერში.
მომავლის გეგმებში კი, მომღერალს გეგმაში ზაფხულის სეზონის აქტიურად გამოყენება კვლავ თურქეთის კურორტებზე და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქში აქვს დაგეგმილი.
"სახის" "მაღლა აწეული ხელები" ისევ ზემოთ რჩება - ძველი ჰიტის ახალი სიცოცხლე
ერთდროს პოპულარული ქართული ჯგუფი "სახე" მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თინეიჯერ მსმენლთა შორის არ სარგებლოს პოპულარობით, მას მაინც ყავს ძველი დროიდან შემორჩენილი თაყვანისმცემლები, რომლებიც "სახის" პოპულარობის პერიოდში თავად იყვნენ თინეიჯერები და კარგად ახსოვთ მათი ყველა სიმღერა ....
სხვათაშორის, იყო რამდენიმე მცდელობა ამ ჯგუფის ნამღერის ახლებური ინტერპრეტაციით შესრულებისა, ახლებურად წარმოჩენისა თანამედროვე თინეიჯერებისთვის, იყო კლიპებიც,, იყო სერიოზული ნაბიჯებიც, მაგრამ სამწუხაროდ არცერთმა ნამუშევარმა არ გაამართლა, მაგრამ ამჯერად მომღერალმა ბოკა კვეკვესკირმა და რუსა სერგიამ იტვირთეს საკუთარ თავზე ეს ტვირთი და ჯგუფის რეპერტუარიდან სიმღერა - "მაღლა ხელები" ახლებური ინტერპრეტაციით ჩაწერეს, პარალელურად სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც გეგმავენ და სურვილი აქვთ ძველი ჰიტი ახლიდან წარუდგინონ თანამედროვე თინეიჯერებს, - საინტერესოა ამჯერად მაინც თუ მიიღებს ეს თაობა "სახის" ძველ ჰიტს.
უცნობია თავად დათო ფორჩხიძის აზრი მისი ჯგუფის მიერ თავის დროზე შესრულებული ჰიტების შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ რადგან ის უფლებას აძლევს ახალი თაობის მომღერლებმა სცადონ და თანამედროვე თინეიჯერებს წარუდგინონ რიმეიქები, ე.ი. ის ყაბულსაა ამ ექსპერიმენტებზე, მიუხედავად იმისა, რომ არც "ქუჩის ბიჭების", არც "სეიშენის" და არც სხვათა შესრულებულ "სახის" რიმეიქებს ჯერ შედეგი არ გამოუღია...
ბოკა კვეკვესკირი და რუსა სერგია ახალი თაობის უდაოდ ნიჭიერი შემსრულებლები არიან და ვიმედოვნებთ, რომ მათი შესრულბული "მაღლა ხელები" გზას იპოვის თინეიჯერების გულებისკენ, რათქმაუნდა თუ ის ხშირად შესრულდება კონცერტებზე, რომელიც აგრე რიგად იშვიათად ტარდება ჩვენს ქვეყანაში...
ქართველი ვარსკვლავები ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
ეთერ კაკულია, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი და გურამ ჯაში. . . ეს ის, ქართველი ვარსკვლავები არიან, რომლებსაც რამდენიმე დღის უკან ხონის ფსიქოლოგიური დახმარების კლინიკაში მოუწიათ ყოფნამ, - არა, ძალიანც ნუ იდარდებთ, ამ ადამიანთა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც წესრიგშია და ისინი არც არავის გაუზაგვნია იქ იძულების წესით ან მოტყუებით :) – უბრალოდ, მათ აღნიშნული საავადმყოფოს მედპერსონალმა და პაციენტებმა უმაპსინძლეს. მასპინძლობა კი მართლაც საკმაოდ ამაღელვებელი და ცრემლნარევი აღმოჩნდა, საქმე კი აი, რაშია. . .
საპროდისურეო კომპანია “ჯადოსნური ხმების” და “ვარსკვლავების” ორგანიზებით ხონის კულტურის სახლში ქართველ მომღერალთა გასვლითი კონცერტი იმართებოდა, რომლის პროგრამის ფარგლებშიც მომღერლები ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალთან შეხვედრაზე მიიწვიეს, უარის თქმა არც არავის მოსვლია აზრად და არც შემცდარან, რადან ადგილზე გამართული თბილი შეხვედრით არავინ დარჩენილა გულგრილი.
გაწკრიალებული და მოვლილი შენობის სააქტო დარბაზში 200-ამდე თანამშრომელი თეთრ ხალათში გამოწყობილი ელოდებოდა სტუმართა მოსვლას, საავადმყოფოს პაციენტებს კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმდენად საინტერესო პროგრამა ჰქონდათ მომზადებული, რომ მომღერლებმა აღფრთოვანება ვეღარ დამალეს და თავადაც სიამოვნებით ავიდნენ სცენაზე, პაციენტებთან ერთადაც იმღერეს, ისაუბრეს. ყველაზე აქტიური კი, მათ შორის თბილისელებისთვის ერთდროს ძალიან პოპულარული ახალგაზრდა ქალბატონი, დედაქალაქის ქუჩებში “გიჟ ირმად” მონათლული ირმა ქართველიშვილი იყიო, რომელიც აქ უკვე 7 წელია მკურნალობს და რომელიც ყველაზე ემოციურად გამოხატავდა სითბოს და სიყვარულს.
ფაქტია, რომ აღნიშნული კლინიკის დირექტორს ბ-ონ გოჩას პაციენტებთან განსაკუთრებულად თბილი მიდგომა აქვს, რადგან ეს სცენაზე ამ უკანასკნელთა ქცევას და დირექტორის მიმართ დამოკიდებულებაშიც კარგად ჩანდა.
იპროვიზირებული შეხვედრა-კონცერტი ერთი საათი გრძელდებოდა, რომლის შემდეგაც ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა უკვე ხონის კულტურის სახლში გადაინაცვლეს და 2 საათიანი კონცერტი ქალაქის ასობით მაყურებლის წინაშე ჩაატარეს.
“უმანკო სიშიშვლე” - კახა კუხიანიძე სცენაზე დაბრუნებას აპირებს
კარგა ხანია მისავათებულ ქართულ-შოუბიზნესს კორპორატიული და საკლუბო საღამოები თუ აცოცხლებენ და ამასთან ერთად უკვე მომაბეზრებელი ერთიდაიგივე სახეები ყველა შოუში, ყველა ტელევიზიაში, ყველა პროექტში და ყველა გადაცემაში, ყელში ამოუვიდა ხალხს, მაგრამ ბოლო დროს ძველი დროის ქართველი ვარსკვლავებიც გვახსენებ თავს და კარგია, ამას რომ აკეთებენ, რადგან სხვა თუ არაფერი ერთფეროვნების ბურუსს მაინც გაფანტავენ. . .
კახა კუხიანიძე 8-9 წლის წინ პოპულარობით აშკარად სარგებლობდა, უდაოდ ნიჭიერი მომღერალი ძმასთან, გიგა კუხიანიძესთან ერთად მუშაობდა ხოლმე და გაქრობამდე რამდენიმე ჰიტიც დაუტოვა საზოგადოებას, იყო ბევრი კონკურსები, ბევრი პირველი ადგილი, სკანდალების შექმნის ბევრი მცდელობა, ანუ ის რაც რეალურად საჭიროა თუხთუხა შოუ-ბიზნესისთვის, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ მერე “არა იყო რა”
…
რამდენიმე დღის უკან მომღერალმა დიდ სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა და საზოგადოებას თავი მეგობრებთან ერთად ჩატარებულ ცოცხალ (!) კონცერტზე შეახსენა, რომელიც “ფილარმონიის” ქვეშ გახსნილ კლუბ “გრაუნდ ჰოლში” გამართა.
ცოცხალი და კარგი ბენდი, კარგი საუნდი, კარგი ატმოსფერო, ძველი ნაცნობი სახეები, ნოსტალგია - ეს ყველაფერი კახას სცენაზე დაბრუნებას თან ახლდა, იყო ასევე ბევრი ბავშვი, რომელიც მომღერლის მიერ გახსნილ საბავშვო სტუდია “1 2 3 “-ში დადის და სწავლობს ხელოვნების სიყვარულს, ვოკალს, ცეკვას, მეტყველებას, სამსახიობო და სასცენო ხელოვნებას.
იყო ორი ახალი სიმღერის პრემიერაც, ძველების აჟღერებაც და უფრო ახლების დაპირებაც, თანაც კახა საქართველოს რაიონებშიც აპირებს ბენდთთან ერთად გასვლას და ადგილზე კონცერტების ჩატარებას, რაც რა თქმაუნდა - კარგი იქნება “წინა თაობის ახალგაზრდა მომღერლებმა” აკრიფონ სიჩქარე, “დუხი” და შეუტიონ, შეუტინ მთელი დარჩენილი ძალებით, თორემ რაღა დავრჩით? ქართული კულტურის საესტრადო დარგს კი, აშკარად სჭირდება ხელის წამორტყმა. . .
.
მ. თხელიძე, თ. ჯამბურია გადაცემაში „პ ი რ ი ს პ ი რ“
თავის დროზე ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი მესაჭე და პირველი მუსიკალური არხის და გასართობი პროექტების მამა - მამუკა ღლონტი სენსაციურ (!) განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ სულ მალე ეთერში გაუშვებს “მუსიკალურ მაესტროს” სადაც მხოლოდ (!) ქართული მუსიკა და ქართული კლიპები იტრიალებს, რაც რათქმაუნდა საფუძველი იქნება მიძინებული შოუ-ბიზნესის მეტი გააქტიურებისკენ. . . თუმცა. . .
მას შემდეგ რაც საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის “საუკეთესო პროდუსერის” ნომინაციის მფლობელმა ეს ბიზნესი დატოვა და შედარებით მომგებიან ბიზნესში - პოლიტიკაში გადაერთო, არცთუ ისე დიდი, მაგრამ არცთუისე ცოტა დრო გავიდა იმისთვის, რომ ანალიზის გაკეთება არ ღირდეს,
რადგან მაშინ როცა მამუკა “მაესტროზე” წარმატებულ მუსიკალურ პროექტებს აკეთებდა არ არსებობდა - ინტერნეტი (იმ დოზით, რა დოზითაც ის არის ახლა ხალხის ყოველდღიურობაშია გამჯდარი), არ არსებობდა - საავტორო უფლებების დაცვის მყარი გარანტიები (მაშინ, როცა ახლა ყველა ამით ცდილობს 2 კაპიკის გაკეთებას), არ არსებობდა - ამდენი სატელევიზო და მუსიკალური ტელე-შოუ (მაშინ, როცა ახლა თითქმის ყოველკვირეულად პოპულარული თოქ-შოუებია სადაც აპიარებენ ქართველ ვარსკვლავებს). . . და კიდევ ბევრი რამ... . .
მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ქართული მუსიკალური კლიპებით გაჯერებული ტელევიზის გახსნა უეჭველი სტიმული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ ამით სუნთქავდა და და შრომისნაყოფიერებაც ზეამაღლებული ქონდა, ისინი მიხვდებიან და მიეცემათ სტიმული, რომ მათ შრომას რაღაც აზრი კვლავ შეიძლება ქონდეს, თუ ისინი იმას შესთავაზებენ რაც მაყურებელს მოეწონება.
“ეცეკვე ვარსკვლავს” - პროექტი რომლის შედეგიც თავიდანვე იყო ცნობილი თუ, ახალი სიტყვა ქართულ შოუ-ბიზნესში?
მას შემდეგ რაც ტელე-ჟურნალისტების მხრიდან, თავის დროზე განადგურებულმა ძლივსშემდგარმა ქართულ შოუ-ბიზნესმა, ასპარეზი თამამად დაუთმო გასართობი ინდუსტრიის ისეთ დარგებს, როგორიცაა სატელევიზო პროექტები და უფასო სახალხო გართობები - დიდი დრო არ გასულა, - აღმოჩნდა, რომ არცთუ უსაფუძვლოდ.
ნოვაციებით განთქმულმა ტელეკომპანია “იმედმა” ამჯერადაც ივაჟკაცა და პოპულარული ქართული ტელე-პროექტი “ეცეკვე ვარსკვლავს” გადმოაქართულა, სხვა საქმეა ვინაა ვარსკვლავი ამ პროექტის მონაწილეთაგან, მაგრამ კარგად გამოაჩინა მათი სახეები რაღაც-რაღაცეებში, - ვიღაცას ვიღაცის შურს, ვიღაცა ვიღაცას ფეხს უდებს, ვიღაცა ვიღაცას ფარულად ლანძღავს, ვიღაცა ვიღაცას ებუტება…
სხვათაშორის პროექტის დაწყებისთანავე გავრცელებული ჭორები, რომ მას რათქმაუნდა ლელა წურწუმია მოიგებდა, მარტო იმიტომ არაა საფუძველს მოკლებული, რომ ლელა აშკარად გამოკვეთილი ვარსკვლავია იმ ხალხს შორის ვინც “ვარსკვლავის” სტატუსით გამოდის შოუში, აქვე იმასაც ამბობენ, რომ ლელა კიდევ იმიტომ მოიგებს ამ პროექტს, რომ ის ხელისფლებასთან ძალზედ დაახლოებული პირია და მისი გამარჯვება, მომღერლის მიმართ ერთგვარი რევერანსი იქნებაო, ამბობენ კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ფაქტიცაა, რომ მესიჯებით გადაწყვეტილი პროექტის შემოწმება, რომ ვინმემ მოინდომოს, ამას ადვილად გააკეთებს - წესით. . .
ჩვენი ფსონები ლელა წურწუმიასა და თიკო სადუნიშვილზე კეთდება (მომდევნო ჯერზე კი, ლელასა და ამ შოუში “არაფრისმაქნის” როსტოზე), ჩვენია ზრით ისინი გავლენ ფინალში და სავარაუდოდ ბინას ბათუმის “მაგნოლიაში” სწორედ, რომ წურწუმია მოიგებს, რადგან ის, ამ საქმესაც აშკარა პროფესიონალიზმით და გულით უდგება და დიდ რისკზეც წავიდა მასში მონაწილეობით, რადგან ლელას იმიჯი გაცილებით მეტი უღირს ვიდრე ოროთახიანი ბინა ბათუმში.
რაც შეეხება გაცოცხლებულ შოუ-ბიზნესს და “ეცეკვე ვარსკვლავის” როლს მის რეანიმაციაში, ვიქნებით ობიექტურები და იმასაც ვიტყვით, რომ დაძირვის პირას მყოფ საგაზეთო ბაზარს გადამრჩენლადაც კი მოევლინა, რადგან ყველა ჟურნალ-გაზეთის ყდაზე, სწორედ მისი მონაწილეები არიან თავისი ინტრიგებით და თავისი
ჭორებით, შესაძლოა ეს მეტი სტიმული აღმოჩნდეს მომავლისთვის იმ ადამიანებსითვის ვინც მაშინ არ იწყებს აქტიურობას, როცა არჩევნები მოდის და შესაბამისად ფულის კეთების პერიოდი დგება.
რუსა მორჩილაძემ სიყვარულის დღე “სითი კლუბში” აღნიშნა
15 აპრილს თბილისის ერთ-ერთმა პოპულარულმა კლუბმა “სითიმ”, რუსა მორჩილაძეს და მის მეგობრებს უმასპინძლა და დიდი თავყრილობაც სიყვარულით და სიამტკბილობით წარიმართა.
სცენაზე დაახლოებით ოცმა სიმღერამ გაიჟღერა და რა გასაკვირია, რომ 15 აპრილს ყველა მათგანი სიყვარულზე ყოფილიყო, როცა თავად ამ კომპოზიტორის მთელი შემოქმედებაა სიყვარულით გაჟღენთილი.
ლელა წურწუმია, დუეტი “ჯორჯია”, ეკა კახიანი, “თეატრალური კვარტეტი”, ტელე-პროექტს “ეცეკვე ვარსკვლავს” მონაწილეები და სხვები და სხვები, რომლებმა საღამო მნიშვნელოვნად გაულამაზეს იქ დამსწრე სტუმრებს, რითაც კმაყოფილებას თავად კომპოზიტორიც გამოხატადა, რადგან ძალიან დიდი ხანია მას მეგობრები, ასე ერთად და ასე ლამაზად არ შეუკრებია.
“იმედის ხელი” - საქველმოქმედო საღამოს ჩანაწერი 28 აპრილს 14:00 სათზე “1-ლი არხის” ეთერში გავა
საქველმოქმედო ფონდ “იმედის ხელის” მიერ ორგანზიებულ უამრავ ღონისძიებას შორის ეს ტელე-მარათონი განსაკუთრებულად მაშტაბური და ორგანიზებულია, რადგან მასში მონაწილეობას თითქმის მთელი ქართული ვარსკვლავეთი იღებს და რიგი კომპანიების დახმარებით მაქსიმალურად ეცდებიან თანხების შეგროვებას, შემდგომი ქველმოქმედებითვის
დათო დურგლიშვილი (ორგანიზატორი): - ამ ადამიანების დასახმარებლად ჩვენ ვიდეო-რგოლიც გადავიღეთ, და რამდენიმე მცირე აქციაც გავაკეთეთ. 28 აპრილს კი, ტელე-კომპანია “1-ლი არხი” და “ერთსულოვნება” 14:00 საათზე ეთერში გაუშვებს დიდი გალა-კონცერტის ჩანაწერს, რომელიც ჩვენ “თბილისი არტ-ჰოლში” ჩავატარეთ ქართველ ვარსკვლავებთან ერთად. ყველას მოვუწოდებ თანადგომის ზარი განახორციელოს ნომერზე 0-901-700-599 და მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ადამიანებს ვისთვისაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ.
ონკოლოგიური სნეულებებით დაავადებული ახალგაზრდების დასახმარებლად ასევე შეიძლება პირდაპირი გადარიცხვების გაკეთებაც თუ თქვენს ზარს დააფიქსირებთ ამ ნომრებზე 2-27-40-75 ან 5-95-55-24-24
1500 მსმენელის ადგილი, უახლესი ტექნიკა და განახლებული კლუბი „ტრიუმფი“ რუსი როკ-მომღერალი ზემფირა თბილიში ჩამოდის. 31 მარტს ის კლუბ „ტრიუმფში“ საათნახევრიანი პროგრამით წარსდგება მსმენელის წიაშე მომღერლის მოთხოვნით უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა საზღვარგარეთიდან ჩამოიტანეს და უკვე დამონტაჟეს.
როკ მომღერალი შეასრულებს ძველ და ახალ სიმღერებს და მსმენელს დაუვიწყარ საღამოს პირდება. მომღერალმა სცენიდან მოახსნევინა ყველა ბარიერი რათა უკეთესად იკონტაქტოს მსმენელთან.
კლუბი სავარაუდოდ 1500 მელომანს უმასპინძლებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ როკ ვარსკვლავი და მისი ჯგუფი სასტუმრო „მარიოტში“ დაბინავდება, რასაკვირველია აპარტამენტებში.
ბოლო ოცწლეულის პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე პოპულარულ მომღერლად აღიარებულმა მუსიკოსმა ექვსი
სტუდიური ალბომი გამოუშვა, რითაც დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს მილიონობით მელომანის რჩეულია.
ენერგიული, აგრესიული და ძლიერი ქალი ასეთია მუსიკალური კრიტიკოსების შეფასება რუსი მომღერლის მიმართ. მომღერალი საქართველოს მესამედ სტუმროს და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი ყველა გამოსვლა
ქართელმა მსმენელმა საკმაოდ დადებითად მიიღო. ის უბრალოდ თავისუფალი ადამიანია მღერის იმას რაც ეღერება და იქცევა ისე როგორც უნდა საინტერესოა ამჟამად რა სიუპრიზს მოუმზადებს ის საქართველოს. -
/სალომე დანელია/
ნატო გელაშვილის კაბების ჩვენება
- არა, რაც ახლა გაიფიქრეთ ის, არა :) – “წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებლის~ `მეგას~ ტიტულის მფლობელს, სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია და დიზაინერობა არ დაუწყია :), - ეს ხომ საქართველოა და ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს - აქ ორი ნატოს, ორივე გელაშვილის და ორივე გიორგის ასულის მოძებნა არ გაჭირდება, არც სამის და არც ოთხის :)
მცირე ლირიული გადახვევის შემდეგ მოგახსენებთ, რომ “სითი კლუბმა” მაია ჯანყარაშვილის სამოდელო სააგენტოს გოგონებს უმასპინძლა, რომლებმაც დიზაინერ ნატო გელაშვილის კაბების კოლექცია წარმოადგინეს და პატარა, მაგრამ ხალხით სავსე დარბაზს მშვენიერი სანახაობა შესთავაზეს, რომლის წამყვანიც (!) არც მეტი არც ნაკლები ქართული რეპის მამა ბედინა იყო :) – რომელმაც ისე ოსტატურად მოირგო ეს ამპლუა, რომ ადამიანი იფიქრებდა მთელი ცხოვრებაა ამ საქმეს აკეთებსო :)
რაც შეეხება ნატო გელაშვილის (დიზაინერის) კოლექციას - სადა, ლამაზი და ორიგინალური კაბები, დახვეწილი, თბილი ფერები, მაგრამ ცოტა მძიმე, თუმცა გამოკვეთილი, გოგონების ტანზე არმომდგარი და ჰაეროვანი იყო, - ზოგიერთმა ნამუშევარმა ხმამაღალი აპლოდისმენტები დაიმსახურა (კაბის წარმდგენ გოგონასთან ერთად).
დარბაზში რამდენიმე ცნობად სახესაც მოკრავდი თვალს, - კობა ხაბაზი ტრადიციულად ახალგაზრდა მანდილოსანთან ერთად იყო მოსული, კომპანია `არტ-ფეისის~ ხელმძღვანელი ზვიად აბესაძე მეგობრებთან ერთად. . .
ჩვენების შემდეგ კი, ტრადიციულად დი ჯეიმ ამოქოქა და სკამებზე მყარად მსხდომი სტუმრებიც, საცეკვაოდ ნელ-ნელა წამოიშალნენ, ბახუსმაც თავისი ქნა… :)
ცნობილი ქართველი მომღერალი სალომე კორკოტაშვილი პრესტიჟული სასწავლებლის
ბერკლის სტუდენტი გახდა. ბერკლი-ეს ის სასწავლებელია, რომლის კურსდამთავრებულებმა
სტატისტიკის მიხედვით 205 „გრემი“ მიიღეს.ის 4 წელი ისწავლის ასეთ პრესტიჟულ აკადემიაში, სადაც შაბათ-კვირას ლექციებს ჩიკ კორეა, სტინგი და მსგავსი შემსრულებლებლები ატარებენ.სალომეს ოცნებაა გახდეს გრემის მფლობელი და თუ დაინახავს საქართველოში განვითარებას მუსიკის მხრივ,სადაც ყველა ჟანრის მომღერალს ექნება დაფასება, ის აუცილებლად დაბრუნდება.
მომღერალი ფიქრობს, რომ საქართველოში თავისი ნიჭის რეალიზებას ბოლომდე ვერ
ახერხებს, ამიტომაც საკუთარი კარიერის გაგრძელებას საზღვრებს გარეთ აპირებს. „ჯერ
საქართველო არ არის მზად დააფასონ ნიჭიერი ადამიანები, ეს ხომ აქიდან წასვლის, სხვა
ქვეყანაში წარმატების მოპოვების მერე ხდება“-აცხადებს მომღერალი.
როგორც ცნობილია სალომე კორკოტაშვილი ხშირად თავს არიდებს მედიას და შოუ ბიზნესზე
საუბრისგან თავს იკავებს, „ვერ მოვატყუებ ჩემს მსმენელს და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს, რაც ახლა შოუ ბიზნესში ხდება.“-განმარტავს მომღერალი.
ალბათ დასაფიქრებელი და ყურადსაღებია ქართული შოუ ბიზნესის მესვეურებისთვის, თუ
რატომ ეძებენ ნიჭიერი ქართველი მომღერლები პროფესიული წარმატებისთვის გზას ქვეყნის
საზღვრებს გარეთ? - /თაკო ხახუბია/
ქართველმა კომპოზიტორმა სელინ დიონი და ბარბარა სტრეიზანდი მოხიბლა
თბილისში გავრცელდა ხმა, რომ ამერიკაში მცხოვრები ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი, თინათინ ჯაფარიძე, სიმღერებს მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლებისთვის წერს. საქართველოში მისი დებიუტი 3 მარტს გამართულ ფონდ ” იავნანას ” საქველმოქმედო საღამოზე შედგა. კონცერტზე თინათინმა ერთი სიმღერა ცნობილ მუსიკოსს, დეივ გრუზინს, მიუძღვნა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სექტემბერში ეწვევა.
ალბათ, სიმბოლური იყო ის, რომ მისი დებიუტი საქართველოში ”იავნანას ” თბილ და ლამაზ საქველმოქმედო კონცერტზე შედგა. თბილისში ამბობენ, რომ თინათინ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის აღმოჩენაა..
როგორც გაირკვა, თინათინი ნამდვილად თანამშრომლობს ბარბარა სტრეიზანდთან და სელინ დიონთან. თავად კომპოზიტორი ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია და ნამდვილად წერს მათთვის სიმღერებს. იგი შეხვდა პირადად სელინს, რომელმაც სთხოვა, მისთვის დაეწერა ისეთი სიმღერა, რომლის მოსმენა სელინ დიონის შესულებით თავად გაახარებდა კომპოზიტორს. ეს, ალბათ, იქედან გამომდინარე, რომ თინათინს ბავშვობიდან ძალიან უყვარდა სელინ დიონი და 14 წლის იყო, როცა პირველ კონცერტზე, კანში, სწორედ მისი სიმღერები შეასრულა.
საქართველოში ამბობენ ასევე იმასაც, რომ თინათინ ჯაფარიძე კარიერის გაგრძელებას თავის ქვეყანაში აპირებს, თუმცა, როგორც კომპოზიტორი ამბობს, ძალიან სასიამოვნოა სამშობლოში საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, მაგრამ ამერიკასა და ინგლისში ბევრი პროექტი აქვს განსახორციელებელი და ჯერ ვერ დარჩება აქ.
ფონდ ”იავნანას ” ინიციატივით სექტემბერში კიდევ ერთ კონცერტს ჩაატარებს თინათინ ჯაფარიძე საქართველოში, ამჯერად უკვე დეივ გრუზინთან ერთად.
- /თათა ცისკარიშვილი/
ბაკურ ბურდული ახალ ალბომზე მუშაობს
როგორც მუსიკოსმა განაცხადა, ალბომში 10 სიმღერა შევა. - ალბომში ყველა სიმღერა იქნება
ახალი, აქედან ნაწილი უკვე ჩაწერილია, მაგრამ ბოლომდე დამთავრება საკმაოდ რთულია და
კარგ სტუდიაში ჩაწერა ძვირი ჯდება. სპონსორების ძიებაში ვარ, მინდა დავასრულო ეს ალბომი და ახლო მომავალში გამოვცე", - აღნიშნა ბურდულმა.
ბურდული პირველად სცენაზე 1992 წელს ქიშო გლუნჩაძის მიერ მოწყობილ კონცერტზე გამოვიდა. მუსიკას და ლექსებს თავად წერს. 2003 წელს თავისი სახსრებით ალბომი "ფეთქავს" გამოსცა. გიორგი ლიფონავასთან ერთად გადაიღო კლიპი სიმღერაზე"ფეთქავს", მასთან ერთადვე გადაიღო საახალწლო კლიპი: "გილოცავთ ახალ წელს", სადაც როკმუსიკოსებს ბავშვები ასახიერებენ. - /ლალი შუკაკიძე/
საქორწილო კაბების პოპულარულმა ბრენდ-მაღაზია „მარიგოლდმა“ (ხელმძღვანელი თამარ ნადირაძე) ოთხი წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილ საღამოზე, საკუთარ ოფისში ქართული ელიტის წარმომადგენლებს მოუყარა თავი და მათ ლალი ტოტიკაშვილის სააგენტოს გოგონებთან ერთად ახალი კოლექციაც წარუდგინა.
სტუმართა შორის „მარიგოლდის“ მეგობარი ცნობადი სახეები მრავლად იყვნენ - დიზაინერები, მომღერლები, ჟურნალისტები (სხვათაშორის კომპანიის ხელმძღვანელმა პირველი მადლობა სწორედ ჩვენ გადაგვიხადა, რაც მისი მხრიდან სტრატეგიულად აშკარად სწორად გადადგმული ნაბიჯი იყო), მოდელები და უბრალოდ მეგობრები.
ალაფურშეტი, სახელობითი ტორტი, მოკლე მაგრამ ეფექტური მოდების ჩვენება და მილოცვის ტექსტები, ყველაფერი ერთად სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა სტუმართა შორის და ჭორაობას და ერთმანეთს მონატრებული ქართველი ბომონდელებიც აქტიურად იყენებდნენ სიტუაციას - ცვლიდნენ ახალ ამბებს, ახალ ჭორებს, და ტრადიციულად ცდილობდნენ გაეგოთ - ვინ რას შვება და რითაა დაკავებული :)
.
ინტერნეტ-ტელევიზია „სთარს.ჯე“ წარმოგიდგენთ სპეციალურ რეპორტაჟს საკუთარ გვერდზე (იხილეთ ინტ-ტელევიზიის გვერდი).
შავი პანტერა და „მაობენდი“ გაშავებულ ფერად სივრცეში
დიდი ხანია თბილისურ ელიტას მსგავსი ინოვაციური პროექტი არ უნახავს და მსგავსი სახის კონცერტზე არ დასწრებია, როგორიც 10 მარტს გაიმართა და რომლის მთავარი მასპინძელი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ 2004 წლის ცერემონიალზე „წლის საუკეთესო ვოკალისტის“ ტიტულის მფლობელი მაია დარსმელიძე იყო.
ნიკა მემანიშვილის (რაჭველი) ცოცხალი ორკესტრი, მაია დარსმელიძის სამკაციანი ბენდი და ხარისხიანი მუსიკოსები მთლიანობაში იმ სინთეზს ქმნიდნენ, რომ კონცერტი კარგი საყურებელი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს „შავი დედოფალი“ ცოტა უგუნებოდ იყო, შეყრილი გრიპის ვირუსის გამო, რისი მიზეზითაც თავისი მაღალი ვოკალური მონაცემების ბოლომდე გამომჟღავნების შესაძლებლობა არ მიეცა, - თუმცა მაია დარსმელიძე ის პროფესიონალია, რომელსაც გრიპი და გაციებაც ვერ მოერია და შესანიშნავი კონცერტი მისცა ყოფილ რკინიგზელთა კულტურის სახლის საოცარ დარბაზში...
ინოვაცია სწორედ ამ დარბაზის შერჩევაა, - წარმოიდგინეთ დაბომბილი, შიგნიდან მთლიანად გამომწვარი და გაუბედურებული დარბაზი, ხანძრისგან გაშავებული კედლებით, - აი, თითქმის მსგავსი იყო ეს დარბაზიც, მაგრამ კარგი განათების, ფერთა გამის და სწორად შერჩევის შემდეგ გაშავებული სივრცე ფერად წალკოტად გარდაიქმნებოდა ხოლმე.
სცენაზე მაიასთან ერთად მისი მეუღლე - სტეფანე მღებრიშვილიც ასრულებდა ერთ ნომერს, ქეთათო ჩარკვიანიც და დავით ევგენიძეც, რომლებსაც პერიოდულ ტაშს დარბაზიდან ქართული ცნობადი სახეების მთელი ჯგუფი აშველებდა. - ზაზა შენგელია, ნანუკა ჟორჟოლიანი მუღლე ირაკლი კოდუასთან ერთად, ნანიკო ხაზარაძე, კახაბერი, მარინა ბერიძე, ნეკა სებისკვერაძე, გვერდგვერდ მსხდომი ძმები ლადო და ბაკურ ბურდულები, ნოდიკო ტატიშვილი, იუმორისტი მიშა ანდღულაძე (რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი როკმენიცაა) და სხვები და სხვები.
ნახევარი საათის დაგვიანებით დაწყებული კონცერტი, ზუსტად საათნახევარი გაგრძელდა და მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა და თავად მაიაც, რომელიც იმდენად იყო დაცლილი ცალკე ემოციებისგან და ცალკე ავადმყოფობისგან, რომ მადლობასაც დაღლილი უხდიდა ხალხს.
(ვიდეო-სიუჟეტი იხილეთ ინტერნეტ-ჟურნალ "სთარს.ჯეს" ტელე-გვერდზე)
საქველმოქმედო კონცერტი პატარა გიორგის დასახმარებლად
ინტერნეტ-ჟურნალ „ვარსკვლავების“ და პროდუსერ თამაზ ქაჯაიას ხელმძღვანელობით დუმბაძის სახელობის თეატრში ერთი დღის განმავლობაში 2 საკონცერტო, საქველმოქმედო პროგრამა გაიმართა, თეატრის დირექტორის მოადგილის გია ხვადაგიანის შვილის, პატარა გიორგი ხვადაგიანის დასახმარებლად, რომელსაც პერიოდული სამკურნალო-პროფილაკტიკური ღონისძიებების გატარება სჭირდება საქართველოს საზღვრებს გარეთ.
კონცერტის (რომლის სლოგანი იყო „ძალა ერთობაშია“) წამყვანები ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და მომღერალი ნუგზარ კვაშალი იყვნენ, რომლებიც ეთერ კაკულიასთან, ბესო კალანდაძესთან, გივი სიხარულიძესა და ვახო ტატიშვილთან ერთად ცდილობდნენ ხალხით სავსე დარბაზის გამხიარულებას.
საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში მონაწილეობა რამდენიმე ქორეოგრაფიულმა და თეატრალურმა სტუდიამ მიიღო, რომლის პატარა აღსაზრდელები ენერგიული ცეკვებით და გამოსვლებით დამასხურებულ აპლოდისმენტებს იღებდნენ მაყურებლის მხრიდან.
როგორც ჩვენთან საუბარში კონცერტის პროდუსერმა თამაზ ქაჯაიამ აღნიშნა - ერთ დღეში ჩატარებული ორი კონცერტის მთლიანი შემოსავალი პატარა გიორგის მშობლებს პირადად გადაეცემათ, მაშინვე როცა ისინი მორიგი სამკურნალო ტურნედან საქართველოში დაბრუნდებიან.
(ვიდეო-სიუჟეტი იხილეთ ინტერნეტ-ჟურნალ "სთარს.ჯეს" ტელე-გვერდზე)
ვარსკვლავური კვარტეტი ბოლნისში
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროდუსერმა თამაზ ქაჯაიამ ბოლნისში ადგილობრივ მაყურებლებს ლამაზი სიურპრიზი მოუწყო და საჩუქრად ქართველი ვარსკვლავების კვარტეტი - სამი მამაკაცი და ერთი ქალბატონი ჩაუყვანა.
გურამ ჯაში, ბესო კალანდაძე, ნუგზარ კვაშალი და ეთერ კაკულია, - კვარტეტი, რომელიც ხშირად სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა რაიონების მონატრებულ მაყურებელს. ასე იყო ბოლნისშიც, სადაც მაყურებლით სავსე დარბაზში ტაშის დაკვრას არავინ იზარებდა...
საღამოს წამყვანობა „ივერიელმა“ კვაშალმა შეითავსა (რაც მისთვის ბოლო დროს უცხო აპლუა ნამდვილად აღარაა) და საკონცერტო პროგრამაც მან გახსნა, რის შემდეგაც სცენაზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გურამ ჯაში მოიხმო, მან კი, თავისმხრივ „ვია-75“-ელ ბესო კალანდაძეს დაუთმო სცენა და ფინალი კი კვარტეტის ერთადერთ ქალბატონს ეთერ კაკულიას დაუთმეს, რომელმაც თავისი ენაკვიმატობით დარბაზი უფრო მეტად გამოაცოცხლა.
ჩვენი ჟურნალის ინტერნეტ-ტელევიზია სპეც სატელევიზო გვერდზე გთავაზობთ ვიდეო-სიჟეტს და რეპორტაჟს ბოლნისიდან.
.
კვირა საღამოს, თბილისური ბომონდი ახლადგახსნილ კლუბ „სენატში“ შეიკრიბა ლილიკო ნემსაძის საღამოზე, სადაც კომპოზიტორის სიმღერებს დაახლოებით 15 მომღრალი ერთმანეთის მიყოლებით ასრულებდა.
მომღერალთა სიმრავლის მიუხედავად ანბანის მიხედვით მათი ამოკითხვა და სცენაზე გამოძახება არ გამოდიოდა, მაგრამ იპროვიზატორმა ხატია შამუგიამ წამყვანის დაკისრებულ მოვალეობას პროფესიონალურად მოაბა თავი და ერთმანეთს ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები შეანაცვლა.
მერაბ სეფაშვილი (რომელმაც მალევე დატოვა კლუბი), ნინი შერმადინი (რომელიც დიზაინერ ფატუმასთან ერთად იყო მოსული), სოფო ნიჟარაძე (რომელიც მარტო სტუმრობდა „სენატს“), ნოდიკო ტატიშვილი (რომელსაც ცოტახანში ფილარმონიაში სოლო-კონცერტი აქვს), ჯაბა ქარსელაძე (რომელიც კრისტი ყიფშიძის გარემოცვაში „ტუსოვკობდა“), დათუნა მგელაძე, რეპერი ძვალი, კომპოზიტორები მაიკო კაჭკაჭიშვილი და გია მაჭარაშვილი... სხვები და სხვები...
თავად კომპოზიტორი იმდენად იყო ჩართული საორგანიზაციო საკითხებში, რომ სცენიდან მისთვის გადახდილ მადლობების ნიაღვარს პასუხსაც ვერ სცემდა, უბრალოდ ვერ იცლიდა ამისთვის :) - თუმცა, როცა ხატია შამუგიამ მისივე გამოსახულებიანი დიდი ტორტის გასაჭრელად მოიხმო, ლილიკომ აღიარა: - ცაცია ვარ, კარგად არ გამომივა, დაე სხვამ მოახერხოს ეს ამბავიო :)
რაც შეეხება მუსიკალურ ნაწილს: - სცენაზე შესრულებული სიმღერებიდან ზოგი ძველი დროის ჰიტი იყო, ზოგი ახალი პერიოდის, ზოგი არც იყო ჰიტი, მაგრამ ლილიკოსეული იყო და წლის საუკეთესო კომპოზიტორის „მეგას“ მფლობელს (2011 წლის დაჯილდოებაზე) სხვანაირად არც მოეკითხებოდა, რადგან მისი დაწერილი სიმღერები აშკარად მეტი ხალხისთვისაა მოსასმენად განკუთვნილი, ვიდრე ეს „სენატში“ მოსული საზოგადოებაა, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობდნენ ლილიკოსადმი სიყვარულის გამოხატვას.
(ვიდეო-სიუჟეტი ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ჩვენს ინტერნეტ-ტელევიზიის გვერდზე 5 მარტს 21:00 საათიდან)
„სუხიშვილები“ – „რუსთავი“ - სირცხვილი თქვენი
ბოლო დღეებია ქართული სატელევიზიო სივრცე გადაჭრელებულია სიუჟეტებით ანსამბლ „სუხიშვილებისა“ და ანსამბლ „რუსთავის“ დაპირისპირების შესახებ, სადაც პირველი მეორეს პლაგიატში და საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ცეკვა „ჯუთას“ გადამღერებაში სდებს ბრალს, კონკრეტულად კი - დუბაიში ანსამბლ „რუსთავის“ 6 წევრის მიერ თითქოსდა „სუხიშვილების“ „ჯუთას“ შესრულება მომხდარიყოს.
დიდი დავის, ჩხუბის, ურთიერთ-შურაცყოფების, საქმის გარჩევის და ამავე საქმეში საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ჩართვის შემდეგ დადგინდა, რომ - პირდაპირ პლაგიატს ადგილი არ ქონია და უბრალოდ „რუსთავის“ 6-მა მოცეკვავემ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების ნიადაგზე იცეკვა დუბაიში „ჯუთას“ მიმსგავსებული მთიულური... ყველაზე მთავარი - მეცხვარის ფაფახის თანხლებით, რომელიც „სუხიშვილების“ ატრიბუტად „ითვლება“...
მოკლედ, დიდი დავიდარაბის შემდეგ სამარცხვინო, ქართული ხელოვნებისთვის შეუფერებელი და ორი ლეგენდის დაპირსპირების ფაქტი, წესით აქ დამთავრებულად უნდა გამოცხადდეს, მაგრამ რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ყველაფერმა ქართული ცეკვის უბრალო დამფასებლის - ხალხის თვალში? - მკვეთრად უარყოფითი!
ის, რასაც აკეთებს „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“ და ნებისმიერი სხვა ლეგენდარული ქართული ანსამბლი, არის ხალხური და მათ მიერ ოდნავ სახეცვლილებით და გარემიქსებული ელემენტებით წარმოდგენილი საზოგადოებისთვის.
ამ ორი ანსამბლის „ჯუთასთვის“ და მეცხვარის ფაფახებისთვის დავა, იმ სასაცილო მოვლენას ემსგავსება კახუჩელა ცისკარიძემ, რომ უჩივლა შამპუნების ფირმას, - თქვენს რეკლამას რატომ დაადეთ „ჩემი განდაგანას“ მუსიკა (გეგონება მართლა მისი ყოფილიყოს) სასწრაფოდ ამაში მაყუთი გადამიხადეთო.
სირცხვილი ორივე ლეგენდარული ანსამბლის ლეგენდარულ ხელმძღვანელობას, რომლებმაც პატარა შიდა გაუგებრობა საკუთარ სამზარეულოში ვერ მოაგვარეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ქართველებს რეალურად განსხვავებული აზრების მოსმენა გვიჭირს, - სირცხვილია რადგან, იმის მოგვარებაში თუ ვისია მეცხვარის ფაფახი, „სუხიშვილების“ „რუსთავის“ თუ ხაშურის საქალაქო ანსამბლის, ლამის სასამართლოს ჩარევა დასჭირდათ.
თურქეთში ქართველი დიზაინერის დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს
თურქეთში ქართველი დიზაინერი, რამაზ შამანაური, იგივე რამმაზო რომა დააკავეს, რომელიც ადამიანებით ვაჭრობდა და ახალგაზრდა გოგონებს პროსტიტუციას აიძულებდა - იუწყება თურქული პრესა, რომლის თანახმადაც სტამბულის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გამოვლინდა მთელი დანაშაულებრივი ქსელი. დაკავებულია 20 გოგონა, რომლებმაც გამოძიებას დეტალურად უამბეს რამმაზო რომას საქმიანობის შესახებ.
უკვე დადასტურებულია, რომ შამანაური-რომა იზიდავდა გოგონებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან და მათ სამოდელო ბიზნესში დასაქმებასა და ტელევარსკვლავის წარმატებულ კარიერას ჰპირდებოდა. თუმცა რეალურად, ის „სუტენიორი“ იყო და გოგონებს პროსტიტუციას აიძულებდა. რომა „მომსახურებას“ უწევდა საკმაოდ შეძლებულ ადამიანებს და ერთ გოგონასთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ, მათგან 1000-დან 10000 დოლარამდე იღებდა. რამმაზოს სტამბულში მეტსახელიც აქვს „ახალი სტამბულელი მანუკიანი“, - როგორც სტამბულის „დედა როზა“ №1 მატილდა მანუკიანი, წერს აზერბაიჯანული გაზეთი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დიზაინერი მხოლოდ გოგონებით ვაჭრობით არ იყო დაკავებული.
გამოძიებას აქვს საკმაოდ სკანდალური ფაქტები, რომლებშიც თურქეთის გავლენიანი ბიზნესმენებისა და შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლები ფიგურირებენ, და არა მარტო ისინი. შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი რომას საქმიანობის გამოვლენის შემდეგ, ძალიან შეშფოთდა და ცდილობენ სხვადასხვა გზით გაარკვიონ, შეიტანეს თუ არა მათი სახელები იმ კლიენტთა სიაში, რომელიც ახლა თურქ სამართალდამცველებს აქვთ ხელთ. გავრცელებული ინფორმაციით, რამმაზო რომას მოქმედების სქემა ასეთი იყო: მან თურქეთში სამოდელო ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები გაიცნო და დაუახლოვდა და თავისი მოდის სახლი „რამმაზო რომაც“ დააარსა. კონკურსების დროს არჩევდა გოგონებს, მათ პასპორტებს ართმევდა, შემდეგ კი პროსტიტუციას აიძულებდა.
აზერბაიჯანული გაზეთების თანახმად, რამაზზო რომათი პოლიცია მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სტამბულის პოლიციას აზერბაიჯანელმა მოდელმა გიუნაი მუსაევამ მიმართა და განაცხადა, რომ რამაზომ მისგან 10 ათასი დოლარი წაიღო და ცნობილ სააგენტოებთან დააკავშირებას დაპირდა, თუმცა ეს დაპირება „ბლეფი“ აღმოჩნდა. რამაზ შამანაური თურქეთში წლებია ცხოვრობს, თუმცა ის თბილისშიც კარგადაა ცნობილი. 90-იან წლებში მან დააარსა ქორეოგრაფიული ჯგუფი „ექსტაზი“, თუმცა შემდეგ სამუშაოდ აზერბაიჯანში წავიდა. საბოლოოდ კი სტამბულში აღმოჩნდა. გასულ წელს, თავისი საზაფხულო კოლექცია მან თბილისურ ჩვენებაზეც წარმოადგინა. (პრესა.ჯე)
ნინო ჩხეიძის გაზაფხულის პირველი გაელვება
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ უჟმური და გაზაფხულისთვის სრულიად შეუფერებელი ამინდი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნაწინასწარმეტყველევი გლობალური დათბობის მაგივრად, გლობალურ გამყინვარებას უფრო აქვს ადგილი :) პირველი მარტს „სითი კლაბში“ მაინც ნინო ჩხეიძისეული ამინდი იყო - მხიარულობა, ბახუსი, გართობა, დარდიმანდი და მეგობრები საერთო ჯამში ლამაზ ფონს ქმნიდნენ ნინოს სიმღერებთან ერთად.
პროექტის ავტორი მაია ჯანყარაშვილი იყო, რომელსაც აშკარად ჩაეთვალა ამ საღამოს ორგანიზება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როგორც წესი კლუბური ივენთები მინიმუმ ერთი საათის დაგვიანებით იწყება, რაც აშკარად არაა ორგანიზატორის ბრალი, - ხალხი უბრალოდ მიჩვეულია, რომ ყველაფერი ასეთ დროს მაინც ღამის 12 საათის შემდეგ იწყება.
თავად ნინო კი უმშვენიერეს ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი და დარბაზის აყოლიებაც მარტივად შეძლო, პრინციპში იქ ვინც იჯდა (თავის სვეცკი მოკლე იუბკიანი გოგოებით დაწყებული, ღიპიანი ბიძებით დამთავრებული) ყველა ნინოს ფანი იყო და სიამოვნებით ცეკვავდა მომღერლის ყველა სიმღერაზე.
ხალისობა არც ნინოს რადიოს (რადიო „დარდიმანდი“) თანამშრომლებს დაუკლიათ და განსაკუთრებულად ერთობოდნენ ჯერ ერთმანეთში, უფრო მოგვიანებით კი, როგორც წესია - ყველას ყველა უყვარს ხოლმე :) - აქტიური იყო ვახო ბიჭიკაშვილი, რეაქტიული იყო სოფო გორდაძე, თამთა ასათიანი, ნიკა ხაჩიძე...
ნინოს საღამოს ესწრებოდა ბაქოდან რამდენიმე დღის წინ ჩამოსული მუსიკოსი აჩიკო ცაკნაშვილი (თამთა გოგუაძის ყოფილი ქმარი), იუმორისტი, მსახიობი ბესო ბერულაშვილი, რომელზეც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თავზე დაიმხო ცეკვის დროს კლუბის თეფშები :), ოდნავი დაგვიანებით კლუბს საფრანგეთიდან 1 კვირით თბილისში კბილების გასაკეთებლად ჩამოსული ჯაბა ქარსელაძეც შემოუერთდა.
ნინო ჩხეიძემ 8 სიმღერა შეასრულა, ხალხი აცეკვა, ახტუნავა, დაღალა, გააოფლიანა და შემდეგ სცენა კლუბის დიჯეის დაუთმო, რომელმაც სტუმრები შუაღამემდე სულ თავის დაკრულზე ათუხთუხა. (ჩვენი ექსკლუზიური სატელევიზიო სიუჟეტის ნახვა შეგიძლიათ ჩვენსავე სატელევიზიო გევრდზე)
უდაოდ უნიჭიერესემა ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმა 18 თებერვალს ნიუ-იორკის „ფეშენ ვიკზე“ ქართველი დიზაინერის ფატუნა ბუშიჰედის ჩვენების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სცენაზე სიმღერა შეასრულა, რომელიც საკრარულად დაემთხვა უითნი ჰიუსტონის გარდაცვალებას.
ჰიუსტონის სიმღერის „ყოველთვის მეყვარები“ ნინისეულმა ნამღერმა, დარბაზის უდაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც შესაბამისად აისახა აპლოდისმენტების ხარისხზეც, მაყურებელმა რამდენჯერმა ტაშით „ჩაჭრა“ მომღერლის გამოსვლა.
როგორც ნინი შერმადინმა საავტორო გადაცემა „პირისპირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა - ამ ყველაფრისთვის პირველი მადლობა დიზაინერ ფატიმა ბუშიჰედს ეკუთვნის, რომლის დამსახურებაცაა ნიუ-იურკში მისი წასვლა და იქ წარმატებული გამოსვლა. მომღერალი აქტიურად ემზადება სხვა საზღვარგარეთული კონცერტებისთვის, რომელიც დიზაინერის ჩვენებების ეგიდით გაიმართება, სხვადასხვა ქვეყნებში.
.
ელტონამ - თქვენ მე რა უნდა გადამიხადოთ, მანდ, რომ ჩამოვიდეო?!
გიხაროდენ... მსოფლიოს ნომერ პირველი გეი და მსოფლიოს ნომერ 1-ლი მომღერალი ბათუმში აღარ ჩამოვა, აღარც პიაცაზე იმღერებს 2.000 სვეცკი ტიპისთვის, აღარც დუეტს ჩაწერს სოფო ნიჟარაძესთან და მოკლედ... არ ჩამოდის კაცი რა... ნუ, კაცი რა, - პერსონა...
ხუმრობა იქით იყოს და როგორც „ისთერპრომოუშენის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კახა კანდელაკმა განაცხადა - ელტონთან უბრალოდ ფინანსურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ, იმდენად ძვირი მოითხოვა ჰონორარი, რომ აზრი აღარ ქონდა მოლაპარაკებების გაგრძელებას, ამიტომ შევწყვიტეთ ურთიერთობა, მითუმეტეს არც არასოდეს მტკიცებულებით ფორმაში არ განგვიცხადებია, რომ 17 ივნისს ის ბათუმში იმღერებდა.
რათქმაუნდა ელტონა, რომ დიდ ჰონორარს მოითხოვდა ეს თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი და რატომ გავრცელდა კონკრეტული დღე 17 ივნისი არავინ იცის, ალბათ ელტონამ კახაბერის ხანუმებს უყურა, გაოგნებულმა ხელები შუბლზე შემოიწყო - ო, მაი გად, ამას თუ 7.000$ უხდიან მე 7.000.000$ მაინც უნდა გადამიხდიანო,
- თქვა და გაჭედა. თანაც ალბათ ისიც მოახსენეს, რომ მაინცდამაინც ტოლერატულები ვერ არიან ეს ქართველები ჩემნაირების (გეების) მიმართ და ემანდ აჭარული ხაჭაპური, კვერცხები ან შლოპანცები არ მესროლოს ვინმემ შუა კონცერტის დროს, თავი დამანებეთ არ ჩამოვდივარო! :)
კახუჩელა თავის ხანუმებთან ერთად 7000$ ღირს?
მკითხველს თავიდანვე გვინდა განვუმარტოთ, რომ დღეს არაა 1 აპრილი და არც ხუმრობის საერთაშორისო დღე დაუწესები ვინმეს, მოკლედ არ გეგონოთ რომ „ვკაიფობთ“ - პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთი წლის წინ შექმნილი პროექტის „კახაბერი და ხანუმები“-ს პროექტის სრული მომსახურეობის ჰონორარი - არც მეტი არც ნაკლები 7.000$-ა, არ შეგვშლია და არც ერთი ნული არაა ზედმეტი.
გაგეღიმათ ხო? :) და თუ ეს სიმართლესთან ოდნავ მაინცაა ახლოს - ჩვენც გვეღიმება, - რადგან უცხოელ ვარსკვლავთა არცთუ მცირე პროცენტს მსგავსი სახის ჰონორარები აქვს (არასაგასტროლო ტურნეების დროს) და საინტერესოა ვინ უხდის ამხელა თანხას ამ ბიჭს თანამედროვე (!) მუსიკისა და ფოლკის ელემენტების სინთეზში? ასეთი ჰონორარის გადამხდელი საქართველოში მხოლოდ სამი ვინმეა - სახელმწიფო, ბიძინა ივანიშვილი და გიჟი :)
- პირველი ორი გასაგებია და მესამე თუ მოიძებნება ვინმე ალბათ ისიც გადაიხდის „ხანუმების“ მოსმენაში 7.000$, - ლოგიკურია რომ მეორე (ანუ ბიძინა) ნადვილად არ გადაუხდის კახუჩელას ამხელა ფულს კი არა 7 თეთრსაც კი, რადგან ის მთავრობის მომღერლად მოიაზრება ხალხში, - რაღა დარჩა? - პირველი - ჰოდა ღმერთმა მისცეს სახელმწიფოს იმდენი ფული, რომ ამხელა ჰონორარები ყაროს (!) „ხანუმებში“ :)
სტატიის დაწერის მომენტში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევებში კახაბერი თანახმა ყოფილა 5.000 ლარიან ჰონორარზეც... რამხელა „სკიდკაა“ არაა? :)
ქეთა თოფურია - საქართველოს მოღალატე თუ უბრალოდ რუსეთის ვალ-დებული?
ფაქტია თავად მომღერალი 100% იყო დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო (!) მას საბჭოთა არმიის ჯარისკაცებისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოსვლას კვლავ (!) არ აპატიებდა, უფრო უარესი - ვლადიმერ პუტინის გვერდში დგომისთვის ერის მოღალატედ შერაცხავდნენ და ყველა ქართულ ტელევიზიაში გამყიდველის ტიტულს ააწებებდნენ შუბლში! მაგრამ...
გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქეთა თოფურიას რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები კატეგორიულად არ აინტერესებს, არც ფიქრობს და არც არასოდეს დაფიქრებულა ამაზე და სწორედ ესაა მიზეზი, რომ ის ბრმად აკეთებს თავის საქმეს - ის მღერის, და საერთოდ არ აინტერესებს ვინ რას იტყვის მასზე, ვინ როგორ გამოიყენებს მის კონკრეტულ საკონცერტო გამოსვლას და მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ - სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რას იტყვიან მასზე ვიღაცეები თბილისში (!).
გეკითხებით - არ უნდა ეკიდოს?! ალბათ კი, რადგან უპირველეს ყოვლისა ის მომღერალია, კომერციული მომღერალი იმ კომერციული ჯგუფისა, რომელიც რუსეთში სუპერ-პოპულარულია და რომელსაც სახელად „ა-სტუდია“ ქვია და მეტი არაფერი, - უბრალოდ მის ასეთ საკონცერტო გამოსვლებს ყველა სათავისოდ იყენებს - პუტინიც, საქართველოც და ვიეტნამიც :) - რომელსაც ისე არ აინტერესებს რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობები, როგორც ქეთა თოფურიას.
ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ქეთა თოფურია ქართველების მოღალატეა, იმიტომ რომ მას უყვარს თბილისი, ბათუმი, ახმეტაც და ხაშურიც, მას უყვარს მთელი საქართველო და ამის მტკიცებულებად ის ფაქტიც გამოდგება, რომ თავისუფალი დროის არსებობის შემთხვევაში თოფურია ყოველთვის საქართველოში გამორბის და ის, რომ ოკუპანტი ქვეყნის მმართველის რჩეულთა კვარტეტში მოხვდა, მისი ბრალი ნადვილად არაა - როგორც ჩანს პუტინსაც აქვს გემოვნება :) და ეტყობა უყვარს არანაირად რუსული (!) ჯგუფი „ა-სტუდიო“.
ისმის კითხვა - რატომ არ ჩანან ასევე აქტიურად მსგავსი სახის სახელმწიფო კონცერტებზე რუსეთში მცხოვრები სხვა ქართველები? მაგალითად სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი, დათო ხუჯაძე და სხვები?
- მიზეზები სხვადასხვაა, ზოგი იმ დონის პოპულარული ვერაა, ზოგს გასტროლები აქვს, ზოგს კლიპის გადაღება, ზოგის გამოსვლა კომერციული არაა, ზოგი საერთოდ ასე არ ჩანს, მოკლედ - ოკუპანტებს არჩევანს ვერ დავუწუნებთ, ქეთას კი, ვერც დავუწუნებთ და ვერც შევუქებთ პუტინის მხარდაჭერას, რადგან ზუსტად ვიცით, რომ - სააკაშვილსაც, რომ გადაეხადა „ა-სტუდიოსთვის“ იმხელა ჰონორარი რამდენსაც ლილიპუტინი იხდის ამ საქმეში - „ა-სტუდიო“ თბილისშიც იმღერებდა შარშან 26 მაისს, ისე რომ სულაც არ დააინტერესდებოდა წინა დღეს მიტინგი დაარბიეს, ხალხი დასაჯეს თუ დახოცეს, - სიმღერა მათი საქმეა და იმიტომ!
გაჭრის თუ არა ქართველი ანრის ჯოკერი აზერბაიჯანელი საბინას ტუზ-კოზირს
ვინმეს თუ ეგონა, რომ 24 მაისს ბაქოში „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენლად ანრი ჯოხაძის მაგივრად სხვას გააგზავნიდნენ, არვიცი :) მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვთქვით, რომ ანრი იქნებოდა 57-ე „ევროვიზიის“ დესანტი თბილისდან ბაქოში, როცა საბოლოოდ გაირკვა, რომ უკრაინელი ლამაზმანი ივანა მელაი გამოირიცხა ამ საქმისთვის.
რათქმაუნდა შესარჩევ კონკურსზე წარმოდგენილ 9 ნომერს შორის, 6 მძიმე თუ მსუბუქი როკ-კომპოზიცია ვერანაირად ვერ გაუწევდა კონკურენციას სამ სოლო მომღერალს - ბორის ბედიას, ლევან ჯიბლაძეს და ანრი ჯოხაძეს და შესაბამისად არჩევანიც ამ სამში უნდა გაკეთებულიყო და რათქმაუნდა ანრი ყველა ვარიანტში გამსვლელი ჯოკერი იყო, განა იმიტომ, რომ ან ბორის ბედია ან ლევან ჯიბლაძე ნაკლები ვოკალისტები და შოუმენები არიან, უბრალოდ... ისე, სტრატეგიულად :)
სხვა საქმეა რამდენად გაჭრის ჯოხაძის ჯოკერი ბაქოში საბინა ბაბაევას ტუზ-კოზირს (რომელასც უდაოდ მაგარი სიმღერა აქვს), მაგრამ ვისურვოთ, რომ როგორმე ათეულს ზედა ზღვარზე მაინც ვიქნებით, რადგან ვთვლით, რომ ნაციონალური ელემენტების მინიმალიზაცია სიმღერაში წამგებიანია, იმიტომ, რომ ინგლისურად სიმღერით „ევროვიზიაზე“ ვერავის გავაკვირვებთ.
ჯოხაძე თავისი ეპატაჟით, ვოკალური მონაცემებით და საშემსრულებლო მანერით უდაოდ კარგი კანდიდატია, მაგრამ თუ „ევროვიზიის“ სცენაზე იგივე სულელური ვარცხნილობით და იმიჯით წარსდგება მსმენელის წინაშე, როგორც ეს 1-ლი არხის ეთერში შესარჩევ კონკურსზე, ნამდვილად ცუდია, ანრის თავისი საშემსრულებლო ინდივიდუალიზმი თუ გაამარჯვებინებს, თორემ „ევროვიზიის“ სცენა არ გამოდგება მისეული სკანდალების მოსაწყობად, ასეთი რამეები მხოლოდ საქართველოში ჭრის :)
24 მაისს პირველი ქართული დამოუკიდებელი მუსიკალური ჟურნალი „ვარსკვლავები“ 16 წლის ხდება, იმედია, რომ ანრი ნამდვილ ვარსკვლავურ საჩუქარს გაუკეთებს თავის თავს, ჩვენც, თავის ქვეყანასაც და სრულიად ევროპასაც.
ნინი შერმადინი დროს უქმად ჯდომასა და „ტუსოვკებზე“ სიარულში არ ხარჯავს (სხვა ქართველი მომღერლებისგან განსხვავებით, რომლებსაც სხვა
საქმე არ აქვთ) და საბერძნეთის შემდეგ ამერიკის (კერძოდ, ნიუ-იორკის) დასაპყრობად ემზადება. შერმადინი არც მეტი, არც ნაკლები ნიუ -იორკის „ფეშენ ვიკს“ გახსნის.
ამისთვის ის ამერიკაში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, ფატუნა ბუშიჰედს (ქართულად ბუჩქისთავიან ნიშნავს) უნდა უმადლოდეს, რომელსაც ნინის მიერ „იქს-ფაქტორზე“ შესრულებული სიმღერების
ლინკები გაუგზავნია ორგანიზატორებისთვის, მათაც მოსწონებიათ და დაუპატიჯებიათ. ერთი შეხედვით, თითქოს რა მარტივი პროცედურაა, რომელსაც ამხელა წარმატება მოჰყვა.
ტყუილად კი არ ამბობენ, ამერიკაში ოცნებები ხდებაო, თუმცა ნინისთვის ოცნებების ამსრულებელი საბერძნეთიც აღმოჩნდა. ამ ფაქტით
გახარებული მომღერალი, აქტიურად მუშაობს სიმღერებზე, თან ცდილობს ფორმაში ჩადგეს (მაინც fasion week-ია და
ათასი კრიტიკული თვალი უყურებს) გახსნაზე ნინი ბარბარა სტრეიზანდის women in love -ს
შეასრულებს. მის სამოსზე კი თავად ფატუნა იზრუნებს. მოკლედ, მეგობარიც ამას ჰქვია, ნინის ბავშვობის ოცნება აუსრულა და ნიუ-იორკშიც ამღერებს. ჩვენ კი წარმატებებს
ვუსურვებთ ნინის, რომელმაც არაერთხელ გვასახელა და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. -
მოამზადა თამუნა ნადარეშვილმა
ვერიკო ტურაშვილს ბედუინებმა იმედი გაუცრუეს
ვერიკო ტურაშვილი ეგვიპტიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ქართველ და სომეხ კოლეგებთან ერთად ისვენებდა. ეს მოგზაურობა პროექტ „10+10“-ის მონაწილეებს ერგოთ საჩუქრად. ვერიკოს შარემ ელ შეიხში მშვენივრად დაუსვენია, არც გართობა და გარუჯვა მოუკლია, თუმცა კაიროში პირამიდების სანახავად წასულს, იქ შესვლა ვერ გაუბედავს, იქაურებს შეუშინებიათ შიგნით წყევლააო. (არადა ყოველდღე კი არ გეძლევა ადამიანს შანსი პირამიდებში შეხვიდე)
მოკლედ, შიშმაც და ცრურწმენამაც თავისი ქნა და ვერიკომ ეს სიამოვნებაც მოიკლო. გარდა იმისა, რომ ეგვიპტეში მიმდინარე არეულობის გამო მუზეუმს ვერ ეწვია, ბედუინებზეც დაჰკარგვია წარმოდგენა (ალბათ, აქლემზე ამხედრებულ პრინცებს ელოდა) ფილმ „საჰარაში“ ბრუკ შილდსის მიჯნურის მსგავსი ბედუინის მაგივრად ჭუჭყიანფრჩხილებიანი ბედუინები, რომ შერჩა ხელში. მოკლედ, ვერიკომ საბედო ვერც ეგვიპტეში იპოვა და ისევ ქართველებიდან მოუწევს ვინმეს არჩევა (ოღონდ ჰოლივუდელ მსახიობებზე ოცნებას თუ შეეშვება) მართალია, საქართველოში ბედუინი ვერ ჩამოიყოლა, მაგრამ სუვენირები მაინც ჩამოუტანია, თუმცა სარკოფაგების (სუვენირი სარკოფაგი, აბა ნამდვილს ვინ გამოატანდა) სახლში შენახვის მაინც შეშინებია, ტუტანხამონის წყევლაღა მაკლიაო. - მოამზადა თამუნა ნადარეშვილმა
ივანა მელაი: - "მე მიყვარს ქართველები" - პირველი კლიპი ქართველებისთვის, უკრაინელი მომღერლისგან
არავინ იცის საიდან გაჩნდა ეს ახალგაზრდა სექსუალური უკრაინელი გოგონა ქართულ მუსიკალურ რეალობაში, მაგრამ, როგორც დიდი მელომანები :) ამბობენ - ფრიად მოხიბლულნი არიან ივანას მომკალით... უკაცრავად - ვოკალით!
სიმართლე გითხრათ, არვიცი ვინ რითია აღფრთოვანებული ან მოხიბლული ამ გოგონასთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტია, რომ უდოზოდ გაკეთებულმა ქართულმა პიარმა უკრაინელი ლამაზმანისთვის „შედეგი“ გამოიღო, ანუ პირველი კლიპიც გაჩნდა (სიმღერაზე - „მე მიყვარს ქართველები“, რომელიც სავარუდოდ ინტენსიურად იტრიალებს იმ არხზე რომელზეც თავად ეს ლამაზმანი მუშაობს - ანუ „პირველ კავკასიურზე“).
კლიპის რეჟისორი კი, ერთდროს პოპულარული კლიპ-მეიკერი (რეჟისორი) ზაზა ორაშვილია, რომელმაც ივანას,
დავით მგელაძეს და ნოდარ ტატიშვილთან ერთად გადაუღო (ორ დღეში თურმე) ვიდეო-ნამუშევარი და სასწრაფო წესით მისი პრემიერაც შესთავაზა, რამდენიმე ადამიანს ერთ-ერთ თბილისურ კაფეში, სადაც სამწუხაროდ უკრაინელ სექსუალურ თოჯინას ქართველი ვაჟების გარეშე მოუწია სცენაზე დგომა, რადგან ეს უკანასკნელნი დასასვენებლად ეგვიპტეში ერთად არიან წასული. არადა, კაცი ამისთანა ქალს, ამ გამყინვარებაში დატოვებდა და ეგვიპტეში მცხუნვარე მზეზე გასარუჯად წავიდოდა უივანოდ? :)))
ხუმრობა იქით იყოს და გადაცემა „100 გრადუსი ცელსიუსის“ ჩაწერის დროს (ეს, მაშინ როცა ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები შეკრიბეს ეთერში), კონფიდენციალურმა წყარომ გაგვიმხილა, რომ ხმამაღალი აგრესია დაუფარავად გამოხატეს ამ გოგონასადმი, უფრო კი იმ ფაქტისადმი, თუ რატომ უკეთებდნენ ან ვისი თხოვნა-დავალებით ყველა შოუში ივანას პიარს? (თანაც,იმ ფონზე, როცა იგივე გადაცემაში ქართველ მომღერალს ლამის დასაცინად იმეტებენ)
რათქმაუნდა ივანასადმი გამომჟღავნებული ღია და ფარული აგრესია გადაცემაში არ გასულა, ის უბრალოდ დამონტაჟდა და ეთერში „სუფთა“ მასალა მოხვდა!
რაც შეეხება ამ კონკრეტულ კლიპს - მოკლედ, რომ ვთქვათ, - ის, ნადვილად ვერ ჩაითვლება ზაზა ორაშვილის საუკეთესო ნამუშევრად.
ცოცხალი ქართული მწყერები, მექსიკურ რესტორან „მეხიკოში“
დიღომში, ბელიაშვილზე ახლადგახსნილმა რესტორანმა „მეხიკომ“ დახურული ტიპის საღამო მოაწყო და სტუმრად მეგობრები, კორპორატიული მომხმარებელი და ჟურნალისტები დაპატიჟა, რომლებსაც მექსიკური სამზარეულოს უდაოდ გემოვნებიანი და გემრიელი კერძები შესთავაზეს. სხვათაშორის რაღაცით (ალბათ სიცხარით) მექსიკური კერძები ქართულ, მეგრულ ტრადიციულ კერძებსაც კი ჩამოჰგავს და ნადვილად მოეწონებათ გურმანებს, რომლებსაც ცხარე კერძები იზიდავთ.
რესტორანს უამრავი ცნობადი სახე სტუმრობდა, რომლებიც სიამოვნებით აგემოვნებდნენ შეფ-მზარეულის მიერ საგანგებოდ მომზადებულ კერძებს და „მეხიკოს“ დირექტორის ქ-ნი მარინას დაპირებულ სიურპრიზსაც მოუთმენლად ელოდნენ, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ ფრიად ორიგინალურ იდეაში მდგომარეობდა :)
მაშინ, როცა სტუმრები შამპანურით და ღვინით დამტკბარნი, სიურპრიზად რაღაც ისეთს ხატავდნენ წარმოდგენებში , რაც ან კერძის ორიგინალობაში აისახებოდა, ან კიდევ მის გაფორმებაში - სწორედ ამ დროს მექსიკურ სამოსში გამოწყობილმა მიმტანებმა, დარბაზში მცირე ზომის ქოთნები შემოიტანეს, ყველა მაგიდას ჩამოურიგეს და სტუმრებს სთხოვეს ქოთნებისთვის თავი მოეხადათ - წარმოიდგინეთ მათი გაოცება, როცა ყველა ქოთნიდან ცოცხალმა მწყრებმა ამოყვეს თავი :) - დიახ, მწყერი ყველა ქოთანში ცოცხლად იყო მიფუზული, - არვიცი მოახლოებული ცხელი ტაფისა ეშინოდათ თუ ამდენი ხალხის ერთად დანახვის, მაგრამ ფაქტია, რომ მათი „საწყალი მზერა“ თვალშისაცემი იყო :)
სხვათაშორის დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე გახსნილი ეს რესტორანი გარდა მექსიკური კერძებისა, ტრადიციული ქართული კერძებითაც მოიწონებს თავს და ყველაფერი ეს სამსართულიან, ორიგინალურად გაწყობილ მომცრო ზომის დარბაზებში, იდეალური ვარიანტია კორპორატიული წვეულებებისა და სხვა მცირე ფორმატის შეხვედრებისათვის (მაქსიმუმ 80-90 ადამიანზე), შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მენეჯმენტს და თავად ნახოთ ყველაფერი 5-93-61-82-85 ან 5-79-97-22-66
.
პატრიოტული ქართული სიმღერების დეფიციტს, ახალი მომღერლები ავსებენ
„ტრადიციული“ ქართული ფორმატის სიმღერები წვიმაზე, გაზაფხულზე, ცრემლებზე, ქეიფზე, დარდიმანდიზე და სუფრულ-ტაშფანდურულ თემებზე იმდენად მოსაწყენი ხდება, რომ ქართველი მსმენელი სანთლით ეძებს, რომელიმე რადიოში რაღაც განსხვავებულს, რომელიმე თოქ-შოუშიც ჯერ-ჯერობით უიმედოდ ელოდებიან რაღაც განსხვავებულს და რაღაც ახალს, თუნდაც ვინმე ახლისგან.
ჯაბა მესტვირიშვილს არ ეთქმის „ახალი მომღერალი“, მაგრამ მის ახალ ნამუშევარს რომელიც მთლიანად პატრიოტული გრძნობითაა გაჟღენთილი, სწორედაც, რომ ახალი ეთქმის, ეს ისაა რაც დღეს მსმენელს სჭირდება და თუნდაც ისე, როგორც 1989 წელს სოსო პავლიაშვილის „სამშობლომ“ მოახდინა ქართველთა პატრიოტული სულის ამაღლება, ასევე უნდა მოახდინოს ეფექტი ჯაბას ახალმა ქართულმა სიმღერამ, რომელიც ლეგენდარულ ნუგზარ თუშიშვილს ეკუთვნის და რომელიც უნიჭიერესმა „არანჟიროვშიკმა“ თემურ ნიკოლაიშვილმა ჩაწერა, არანაკლებ ლეგენდარული გია მაჭარაშვილის დახმარებით (გიტარა - გელა ვარდიძე).
სიმღერის მოსმენის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ სულმნათი გოგი დოლიძის ხმა გაცოცხლდა და გულანთებული ქართველების მაგივრად უმღეროდა ახალ საქართველოს, ამ მომღერლის ვოკალური მონაცემები ფაქტია, რომ ამის თქმის საბაბს გვაძლევს.
თუმცა, სავარაუდოდ სანამ რომელიმე „რეიტინგული ტელევიზიის“ რომელიმე „რეიტინგულ გადაცემაში“ ჯაბაც მოხვდება ბიჭოლას, ნინო ჩხეიძის, გია სურამელაშვილის, ანრი ჯოხაძის და სხვა ნიჭიერ ქართველთა გვერდით, ალბათ კიდევ დიდი დრო გავა, თანაც - პატრიოტული ქართული სიმღერები არის კი, რომელიმე ქართული თოქ-შოუს ფორმატი? :)
ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში კომპანია „ნიუ-სტარმა“ თბილისის მაშტაბით მორიგი სილამაზის კონკურსი ჩაატარა. კონკურსზე სამი ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. 6-დან 9 წლამდე და 9-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები "ფიფქია-2011”-ის ტიტულისათვის იბრძოდნენ, ხოლო 12-დან 17 წლამდე გოგონებში "საქართველოს ,,მის სკოლა 2011" გამოვლინდა.
ღონისძიება ტრადიციულად თეატრალიზებული დადგმებით იყო გაფორმებული, რაც მას ყოველთვის განასხვავებდა სხვა კონკურსებისაგან. ორგანიზატორი კომპანიის პრეზიდენტი გიორგი ბარამაშვილი გახლდათ. რაც შეეხება ჟიურის, ისინი სრულიად განსხვავებული პროფესიის, შეხედულებისა და ასაკის წევრებისგან იყო დაკომპლექტებული.
მათ აღნიშნეს, რომ კონკურსის ხანგრძლივობის მიუხედავად ძალიან ისიამოვნეს თეატრალური დადგმებითა და კონკურსანტების არტისტულობით. ჟიურის წევრებმა ვიზუალურობის გარდა კონკურსანტების არტისტულობასა და ჩაცმულობასაც დიდი ყურადღება მიაქციეს.
მონაწილეების ასაკიდან გამომდინარე, არც ერთი მათგანი საჩუქრისა და დიპლომის გარეშე არ დარჩენილა. კონკურსზე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სამიი გრან-პრი გამოვლინდა.
საქართველოს „მის-სკოლა 2011“ თბილისელი ანუკა შავიძე გახდა, რომელიც აშკარად გამოირჩეოდა არამარტო გარეგნობით, არამედ ჩაცმულობითა და სასცენო მოძრაობებით. "ფიფქია-2011"-ის გრან-პრის მფლობელი უფროს ასაკობრივ ჯგუფში ლიზი დგებუაძე გახდა, ხოლო უმცროს ასაკობრივ ჯგუფში მარიამ ონიანი. კონკურსი ახალგაზრდა ცნობილმა მომღერლებმა გააფორმეს
- მოამზადა ნანკა ქოქიაშვილმა
თიკო სადუნიშვილს კაცი გაექცა, - ბექა ელბაქიძე თავის ადგილს ვერ პოულობს
ტელე-კომპანია „იმედის“ გადაცემა „თბილისის ლაივს“ კვლავ ერთი წამყვანი - „ლეგნდარული“ თიკო სადუნიშვილი ეყოლება, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გადაცემის პროდუსერებმა, რადგან აშკარად ეტყობოდა, რომ ბექა ელბაქიძე და მისი დაყენებული „პროფესორას“ იმიჯი ვერანაირად ვერ ჯდებოდა სადუნიშვილის ფორმატში.
ზოგადად ამ ბიჭის გზა ცოტა უცნაურია, წლების წინ რადიო „საქართველოს ხმიდან“ დაწყებული და დღეს „იმედის“ დილის ეთერით დამთავრებული, ვერდამკვიდრებული და საკუთარ ადგილ-ვერ-ნაპოვნი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც საკუთარი „განათლების“ მიუხედავად, თითქოს მუდმივ ძიებაშია, მაგრამ საინტერესოა ასე, ვერცერთ სამსახურს როგორ ვერ უნდა მოერგო ადამიანი და როგორ ვერ უნდა იპოვო საკუთარი თავი, როცა შენს წინ გადაშლილი (ჩემდა გასაკვირად) ამდენი შესაძლებლობა ვერ გამოიყენო?
მოკლედ ბევრგან-ნავალი და ბევრ ადგილმოცვლილი ბექა ამჯერად „იმედის“ „დილის ეთერიდან“ აფრქვევს საკუთარ მაღალფარდოვან, მაგრამ არაფრისმომცემ სიტყვებს :), ვნახოთ აქ რამდენხანს გაჩერდება.
თიკო კი, ამჯერადაც კაცის გარეშე დარჩა (ეთერში რათქმაუნდა) და მიუხედავად იმისა, რომ ის ქართულ შოუ-ბიზნესში ნულოვანი კომპეტენციის ჟურნალისტია ყოველგვარი ანალიზის კეთებისა და შემაჯამებელი დასკვნების გაკეთების შეძლების საქმეში, მაინც აქტიურად უძღვება ლამის მხოლოდ მაღაზიების სარეკლამო გადაცემად გადაქცეულ „თბილისი ლაივს“, რომელშიც მგონი აღარც ქართველი „სელებრითები“ აღარ დადიან ინტერვიუებზე, ვგონებ მისივე აღმოჩენილმა ანზორ თეთრაძემაც (დიზაინერ ბიჭოლას, რომ ეძახიან და ლილოში ნაყიდ 5 ლარიან მასალებს, 800 ლარად, რომ ტენიდა გოიმ ქართველ ბომონდელებს და ელიტარებს) კი, ჭკუის დამრიგებლის როლი მოირგო თიკოზე, რომელსაც ამბობენ, გამორჩეულად მაღალი გემოვნება აქვსო... თუმცა რაში, ეს ვერ გავიგე?
სხვათაშორის ჩემი ქალური ინტუიცია ყოველთვის მკარნახობდა, რომ გადაჭარბებული სარკაზმი და დაუსაბუთებელი კრიტიკული დამოკიდებულება ქართველი მშრომელებისადმი )ლეიბორისტებს არ ვგულისხმობ - შოუ-ბიზნესში მშრომელებს ვამბობ), სტიმულს უგდებდა მათ და სურვილს უკარგავდა იმისას, რომ რაღაც ახალის შექმნის სურვილი გაუჩნდეთ, რადგან ვიღაცეებს თურმე ეშინიათ - ვაიმე, რამე ცუდი სიუჟეტი არ გაუშვას ამ გოგომ ჩემზე თავის გადაცემაშიო :) და საქვეყნოდ არ გამიფუჭოს ცხოვრება და კარიერაო! - და ასე გინდათ ქართული ესტრადის განვითარება? :)
- მოამზადა ირიშკა მეტრეველმა - (ქვევით შეგიძლიათ მოუსმინოთ ლექს-სენის და თიკო სადუნიშვილის ადრეული წლების "ჰიტს" :)
ტელე-კომპანია „მიუზიკ ბოქსი“ 6 წლის გამხდარა
ცოტახნის წინ ტელე-კომპანიამ, რომელიც კორპორაცია „საქართველოს“ საკუთრებას წარმოადგენს (მის საფარქვეშაა გაერთიანებული რადიოები - „ფორტუნა“ „ფორტუნა+“ „არ დაიდარდო“ და „აუტო რადიო“) დაარსებიდან თურმე უკვე ექვსი წლის იუბილე იზეიმა და სტუმრები რესტორან „კრუიზში“ შეკრიბა - საქმიანი პარტნიორები, კონკრეტული მომღერლები, კონკრეტული ჟურნალისტები, მხიარულობა, ტორტი, სანთლები და ტრადიციული გართობა- დროსტარება ვიწრო ახლობლურ წრეში.
მართალია „მიუზიკ ბოქსი“ პატარა საკაბელო ტელევიზიაა, რომელსაც სამწუხაროდ მხოლოდ თბილისის რამდენიმე უბანი უყურებს, მაგრამ მაშინ როცა საერთოდ არცერთი მუსიკალური არხი აქტიურობით არ გამოირჩევა (ანდა რომელი გვაქვს? – „პირველი სტერეოღაა“ დარჩენილი, რომელმაც თავის დროზე ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული შოუ-ბიზნესის განვითარებაში) სხვა გზა არაა და ვისაც აქვს საშუალება ამ არხს უყურებენ, - სხვათაშორის, მათი როლი ყველაზე დიდია უცხოელი ვარსკვლავების საქართველოში დროებით მაინც გაპოპულარების საქმეში - „ას ფაივი“ „ტოკიო ჰოტელი“ ჯასტინ ბიბერი და ბევრი სხვა ვისი სურათებიც დღეს აქტიურად იბეჭდება ჟურნალებში „მიუზიკ ბოქსის“ გაპოპულარებულია, - მაგრამ „კრუიზში“ გამართულ საღამოზე ისინი არ ჩამოვიდოდნენ, ამიტომ ადგილები ქართველი ცნობადი სახეებით შეავსეს.
გათამაშებულა უამრავი პრიზი და საჩუქარი, გამოვლენილა რამდენიმე ნომინაციაც, თურმე მარკუს მეტრეველი ტელე-კომპანიის აღმოჩენადაც დაუსახელებიათ (თუმცა მე მახსოვდა, რომ ეს მომღერალი საქართველომ 2009 წლის „მეგას“ დაჯილდოების ცერემონიალიდან გაიცნო), როგორც გავიგეთ ქართველ მომღერლებსაც უღიღინიათ სცენაზე და ჟურნალისტებსაც.
6 წლიანი არსებობის მანძილზე ტელე-კომპანია მაქსიმალურად ცდილობად ყველაფერი გაეშუქებინა რაც კი ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში ხდებოდა (ზოგადად გასართობ ინდუსტრიაში), გამოირჩეოდა სარკაზმული და მკბენარა ქართული სიუჟეტებითაც და თითქოს ეჯიბრებოდა კიდეც ბოლო დროს „გაჯაზებულ“ და „რეიტნგულ“ თიკო სადუნიშვილის გადაცემა „თბილისი ლაივს“, მაგრამ ალბათ ექვსჯერ ექვსი წელი დასჭირდება ისეთი ტელევიზიის საქართველოში გაკეთებას სადაც სიტყვა - ფორმატი, აღარ იარსებებს, რადგან ბევრი ქართველი ცნობადი სახე სწორედ ამ ერთ სიტყვას გაურბის რადიო-ტელევიზიებისგან : - იცით, თქვენი პროდუქცია ჩვენს ფორმატში არ ჯდება (ყველაზე ადვილია ამ სიტყვათა წყობით ადამიანი კულტურულად მოიშორო), - მერე კიდე გვიკვირს რატომ არაფერს არ აკეთებენ ერთეული მომღერლების გარდა არავინო და რატომაა ქართული შოუ-ბიზნესი მკვდარიო, თუმცა ეს სხვა თემაა...
მე კი, მინდა დაბადების დღე მივულოცო „მიუზიკ ბოქსის“ კოლექტივს და
წარმატებული მომავალი ვუსურვო მათ, მეტი ქართული სიუჟეტი, მეტი ქართულის პროპაგანდა და მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა - მოამზადა ირიშკა მეტრეველმა
ნინა წკრიალაშვილი გათხოვდა და კათოლიკე მონაზონი გახდა
ნუ იფიქრებთ, რომ მომღერალმა კულტურის სამინისტროში მუშაობა მიატოვა, მართმადიდებლური მრწამსი კათოლიკურზე გაცვალა და მონაზვნად აღიკვეცა :) - არა, უბრალოდ თანამედროვე ჩინოვნიმა გადაწყვიტა, რომ სიმღერას დაბრუნებოდა და ახალი სიმღერა და კლიპი გადაეღო, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
სხვათაშორის კლიპი ხარსიხობრივად იდეალურია, შინაარსობრივად მისი ეფექტურობა სადაოა, ალბათ დედა ეკლესიის გარევა ამ საქმეში არ გამოვიდა და სწორედ ამის გამო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კათოლიკურ (ვგონებ პეტრე-პავლეს ეკლესიაში) გადაეღოთ მონაზონი ნინას კადრები. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ქართული რეალობისთვის იდეალური ხარისხის კლიპია, თუმცა კრიტიკას ვერ უძლებს ტექსტის შინაარსის და სიუჟეტის აბსოლიტური აცდენა, ტრადიციულად „მატირეს“ სტილის ტექსტი და კლიპის შინაარსი მაინცდამაინც ერთ კონტექსტში ვერ ჯდება, თუმცა - მუსიკას აშკარად კარგი განწყობა მოაქვს და კლიპსაც უხდება.
თავად თანამედროვე ჩინოვნიკი იმდენად კარგად ასრულებს უმწიკვლო მონაზონის როლს, რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ნეტავ ეს მსახიობი რატომ მეცნობაო :)
სხვათაშორის ნინა წკრიალაშვილი ცოტახნის წინ მეორედ გათხოვდა და ახლა თავს ბენიერად გრძნობს, წყვილი უკვე დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ერთად გაატარეს საქორწინო მოგზაურობა. სულ რამდენიმეთვიანი ურთიერთობა 33 წლის ნინა წკრიალაშვილსა და 41 წლის თენგო წივწივაძეს შორის იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ნინას ოჯახის წევრებისთვისაც კი, საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯით - გათხოვებით დამთავრდა.
რასაც ჩვენი ჟურნალი ულოცავს და სიყვარულის მარადიულობას უსურვებს ახალდაქორწინებულებს.
მამუკა ლომაშვილის „სახლი თეატრში“ 5 წლის გახდა
პატარა, ლამაზი საბავშვო სტუდია, რომლის ხელმძღვანელი ნიჭიერი მსახიობი მამუკა ლომაშვილია ხუთი წლის იუბილეს ზეიმობს, რამდენიმე დღის უკან სტუდიამ „თეატრში ათონელზე“ ერთგვარი შემაჯამებელი და საანგარიშო ღონსიძიება ჩაატარა მოწვეული სტუმრების წინაშე, რომელთა შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იყვნენ - ეთერ კაკულია, გიორგი გეგეჭკორი, ბიძინა მახარაძე, რაულ ქირია, ნაზი ალასანია და სხვანი, სხვათაშორის სწორედ ამ ქალბატონის დიდი წვლილია იმაში, რომ 5 წლის უკან გლდანში დაარსებული ეს საბავშვო სტუდია და თეატრი ჩამოყალიბებულიყო.
უამრავი ფესტივალის და ღონისძიების ლაურიტი და გამარჯვებული „სახლი თეატრში“ იმ დღეს მაყურებლის წინაშე ხუთი წლის მანძილზე დადგმული სპექტაკლებიდან ნაწყვეტებით წარსდგა,
უდაოდ აღსანიშნავია მამუკა ლომაშვილის ენერგიულობა, საქმისადმი სიყვარული, ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა, ის წვლილი რომელიც მან შეიტანა ამ პატარა თეატრის წარმატებაში, - სხავთაშორის მისი დამსახურებაა საბავშვო-თეატრალური ფესტივალ „მაჩაბელას“ ჩატარებაც, რომელიც წელს უკვე მესამედ იგეგმება.
მამუკა ლომაშვილი: - დღეს მოყვარულთა დებიუტიც შედგა ამ საღამოზე, ბევრი ბავშვი პირველადაც მონაწილეობდა, კმაყოფილი ვარ და ვიმედოვნებ, რომ 10 წლის იუბილეს გაცილებით გრანდიუზულადაც ავღნიშნავთ. ძალიან კარგი ბავშვები არიან, ნიჭიერები და შრომისმოყვარენი.
ორსაათიანი ღონისძიების შემდეგ, შეკრება ქართულ სუფრაზე რესტორან „კოსმოსში“ გვიანობამდე ვიწრო წრეში გაგრძელდა.
ერევნიდან პირდაპირ ლონდონში
ჩვენი პრეზიდენტი, რომ გულუხვობით გამოირჩევა და დანაპირებსაც ყოველთვის ( ხანდახან მაინც) ასრულებს, ამაზე „ევროვიზია ჯუნიორ“-ის კონკურსზე გამარჯვებული ჯგუფ “ქენდ”-ის ლონდონური ვოიაჟი მიუთითებს, რომლის საგზურითაც ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე გასამგზავრებლად ისინი სააკაშვილმა დააჯილდოვა. ძველით ახალი წლისთვის ამაზე კარგ საჩუქარს ვერც ინატრებდა კაცი. (14 იანვარს გაემგზავრნენ ლონდონში) ჯგუფ “ქენდის“ „ბზიკები“-სგან განსხვავებით აშკარად გაუმართლად, მათაც ველოსიპედები რომ არ აჩუქეს. „ბზიკების“ გამარჯვებიდან (2008 წელი) სამი წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიც გაიზარდა და პრეზიდენტმაც ფანტაზიას მისცა გასაქანი. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა გადაწყვიტა ეს ბავშვებიც სასწავლებლად გაეშვა ჩვენი მინისტრების მსგავსად, თან დიდი დიდი რამდენიმე წელი იყოს მათ შორის სხვაობა :)).
ინგლისში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის ფუფუნებაც მისცა თავს, - წავლენ ბავშვები, ქვეყანას მაინც ნახავენ სხვა თუ არაფერიო. მოკლედ, პროგრესი ნამდვილად ჩანს ველოსიპედიდან - საგზურებამდე. საინტერესოა, რა სურპრიზი ელოდება „ევროვიზიის“ მომდევნო გამარჯვებულს, თუ მომოვალ წელსაც გაგვიმართლებს და ისევ საქართველოს წარმომადგენელი დაიკავებს პირველ ადგილს?
როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, მონაწილეების ასაკის ზრდასთან ერთად პრიზების „სერიოზულობაც“ იზრდება. ვინ იცის, იქნებ რომელიმემ მინისტრობასაც გამოჰკრას ხელი, ჩვენი მინისტრების ასაკის გადამკიდე არც ეგ გაგვიკვირდება. ჯგუფ “ქენდის“ „ევროვიზიამ“ კი ნამდვილად გაუხსნა გზა ევროპისკენ.
- მოამზადა თამუნა ნადარეიშვილმა
.
„აფხაზეთის ხმის“ დაჯილდოება „ჰოლიდეი ინნ“-ში
ერთ-ერთმა თბილსურმა რადიომ, კონკრეტულად კი „აფხაზეთის ხმამ“ (მას ნინო ჩხეიძის რადიოდ უფრო იცნობს ხალხი) კიდევ ერთხელ შეჰყარა ჩვენი (ჯერჯერობით დაუდგენელ მდგომარეობაში მყოფი) შოუ-ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, სადაც დაჯილდოება გაიმართა, ორი ეტაპად - წლის ყველაზე პოპულარული სიმღერის შემსრულებლებს „ზარაფხან“-ის მიერ დამზადებული მოოქრული ქანდაკებები გადასცეს თურმე (აბა ოქროს ღირსი რომელია?), ხოლო მეორე ტიპის დაჯილდოვება გულისხმობდა გასული წლის ყველაზე პოპულარული ათი მომღერლის დაჯილდოვებას, რომლებთაც სიმბოლურად უბრალო დიპლომები აჩუქეს.
მოკლედ, მთავარია სიმღერა იყოს კარგი, თორემ ვინ იმღერებს რა მნიშვნელობა აქვს, პრიზიც ამ ნომინაციაში გაცილებით მომხიბლავია. ისე, მთავარია ყურადღება, თორემ დიპლომი იქნება, ქვის ქანდაკება, ოქროს თუ ვერცხლის, ჩვენი ღვაწლმოსილი მომღერლებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მგონი :).
დიპლომები გადაეცათ: დუეტ „ჯორჯიას“, თიკა ფაცაციას, ჯგუფ „სეიშენს“, მარკუს მეტრეველს, ივანა მილაის, ჯგუფ „მეტს“. ამ უკანასკნელ ორ შემსრულებელს დარწმუნებული ვარ დიპლომიც ძალიან გაუხარდებოდათ, მოოქროვილ ქანდაკებებამდე ჯერ ბევრი აქვთ სამუშაო :), ამიტომ უნდა მიბაძონ ამ „საპატიო პრიზის“ მფლობელ მომღერლებს - ანრი ჯოხაძეს, სოფო ნიჟარაძეს (ძნელი კია მისი მიბაძვა) ნოდიკო ტატიშვილს, დათო არჩვაძეს და ჰიტების მქონე სხვა მომღერლებს და იქნებ ისეც დაუდგეთ საქმე, რომ თუ კარგად იმუშავებენ, ქვეყნის მთავარ მუსიკალურ პრემიას - „მეგას“, გამოჰკრან ხელი 2012 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე.
- მოამზადა თამუნა ნადარეიშვილმა
.
მამათა და შვილთა ბრძოლა, ანუ ბუბას და მერაბის „ჩხუბი“?
ლალი მოროშკინასა და თაკო ფხაკაძეს დიდად, რომ არ ეხატებოდათ გულზე ერთმანეთი ეს არავისთვის იყო ახალი ამბავი, მაგრამ ვინ ვინ და მშვიდი და გაწონასწორებული მერაბ სეფაშვილი მამისტოლა ბუბა კიკაბიძეს თუ „წაეჩხუბებოდა“, ვერავინ წარმოიდგენდა.
„ჩხუბი“ ახალი წლის ღამეს ანაკლიაში გამართულ საახალწლო კონცერტზე მომხდარაო, ჭორაობენ თბილისური გაზეთები, რომელთა უმეტესობა აჭრელდა მსგავსი სახის პუბლიკაციებით. თითქოს მერაბის სცენაზე ასვლისას ბუბას უთქვამს - ადი ახლა სცენაზე და „ჩემი გმირი გიწოდე“ იმღერეო. კიკაბიძის ნათქვამი სეფაშვილს სწყენია და უთქვამს, - თქვენგან განსხვავებით, ფული რუსეთში ჩატარებული კონცერტებით არ მიშოვიაო.
მოკლედ, ვიღაცას კუჭი აეწვაო, ვიღაცას მაზოლზე ფეხი დააჭირესო და კამათი ისე გამძაფრებულა, მანდილი სხვა ქართველ მომღერლებს ჩაუგდიათ. ჟურნალ „რეიტინგთან“ საუბრისას, მერაბმა უარყო გავრცელებული ჭორი - მამისტოლა კაცთან როგორ უნდა მეჩხუბა, ბუბა მამაჩემის უახლოესი მეგობარი იყოო! - მოკლედ, მთავარია ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და კიდევ კარგი „ჩხუბის“ დროს საახალწლო სუფრას არ უსხდნენ, თორებ მოროშკინას ჩანგლის ტრიალი, შეიძლება, მონაგონი გამხდარიყო :)
- მოამზადა თამუნა ნადარეიშვილმა
.
ძველი ახალი წლის შესახვედრად ტრადიციული საქველმოქმედო საღამო ჩატარდა რესტორან "მეხიკოში". ჯგუფი "მაქსპრომი", მედიის წარმომადგენლები, სამოდელო სააგენტო "მაქსიმუმი" ძეგვის ბავშვთა სახლისთვის სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოწირული საჩუქრები შეაგროვეს და საქველმოქმედო საქმიანობით დაიწყეს ძველით ახალი წლის შეხვედრა. საღამო საინტერესო, რომ გამოსულიყო დიზაინერმა თამარ კიკალეიშვილმა იზრუნა, რომლის სამკაულები "მაქსიმუმის" გოგონებმა მინი-ჩვენებაზე წარმოადგინეს. აქციაში ასევე, მონაწილეობა მიიღეს ილუზიონისტმა ზურა ვადაჭკორიამ და მომღერალმა ლევან ჯიბლაძემ. მასმედიის წარმომადგენლებმა: ტელეკომპანია "მუზიქ-ბოქსმა", ჟურნალმა “თბილისელებმა”, “პალიტრატივიმ”, საბავშვო ჟურნალმა “შოკოლადმა” ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის გადასაცემად თავიანთი საჩუქრები მიტანეს.
აქციას ერთჯერადი სახე არ ექნება და ის, პერიოდულ სახეს მიიღებს.
სირცხვილი სახელად - 14 იანვრის ბათუმური კონცერტი
არავინ იცის რა იყო ეს, მატრაკვეცობის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი, გულითადი სამადლობელი 15 ქართველი მეზღვაურისადმი (რისთის? ალბათ 16 თვიანი ამტანობისთის მეკობრეების ხელში), პრეზიდენტისადმი ზედმეტი თავის გამოჩენა თუ უბრალოდ ძველითახალი წლის საბაბით რაღაცა კონცერტის ბათუმის ცენტრში ჩატარება, რომელსაც მაქსიმუმ 200-300 ადამიანი ესწრებოდა.
არაორგანიზებულობის აპოგეა, ჟანრობრივად შეუსაბამო შემსრულებლები - ბოლო დროს გავარსკვლავებული ძმების დუეტი, ჯგუფი „მირაჟი“, ნიაზ დიასამიძე და მისი ჯგუფი „33-ა“, კახუჩელა და მისი ალბათ საუკუნის ყველაზე წარუმატებელი პროექტი - ტრიო ხანუმები და რათქმაუნდა - სოფო ნიჟარაძე, თუმცა კონცერტზე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ იმღერა ახალმა, ამ საქმეში შედარებით გვიან შემოსულმა თამთა ცხვიტავამ.
საგანგებოდ აწყობილი სცენის წინ შეკრებილ 200-300 ადამიანს დიდხანს ეხვეწებოდა ყელგამოწვდილი კახაბერი - ხელები დამანახეთ, ან ტაში დაუკარით ან რამენაირად გაგვაგებინეთ რომ აქა ხართო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საათნახევრიან უაზრო კონცერტზე ყველაზე საინტერესო პრეზიდენტის და იმ 15 მეზღვაურის გამოსვლა იყო, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ქალბატონი ვერა ქობალიას მოადგილის გიორგი კარბელაშვილის დახმარებით 16 თვიანი ტყვეობის შემდეგ გაანთავისუფლეს, რასაც სამწუხაროდ საბოლოოდ შეეწირა კიდეც გიორგი კარბელაშვილის ჯანმრთელობა, რომელიც იმ დროს როცა კახაბერი სცენის წინ შეკრებილ ადამიანებს ტაშის დაკვრას სთხოვდა, ის თბილისის ცენტრალურ კლინიკაში მალარიის დაავადებით იტანჯებოდა (იმედია საბოლოო ჯამში ბ-ნი გიორგი გამოჯანმრთელდება).
არ გვაინტერესებს რანაირად, როგორ და რა საშუალებებით გაანთავისუფლეს 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური (რათქმაუნდა სპეოპერაციაზე ფიქრიც კი სასაცილოა), მაგრამ საინტერესოა რომელი უცხოელი ქართველი ვარსკვლავის ბათუმში ჩამოსაყვანი მილიონები "შეეწირა" ქართველების 16 თვიან წამებას სომალელი მეკობრეების ხელში, ელტონ ჯონის ალბათ ნადვილად არა :)
მოამზადა ნიტა სამადაძემ
სოფო ნიჟარაძე ორსულადაოო?
ლამაზი, წარმატებული და ნიჭიერი თუ ხარ, მით უმეტეს თბილისში თუ ცხოვრობ, არავინ მოგცემს მოწყენის საშუალებას. შენზე იმდენ და ისეთ ჭორებს გაიგებ, რომ თავად დარჩები გაოცებული. აი, ჭორებზე თუ ვისაუბრებთ, გასულ წელს, ყველაზე მეტი მაინც სოფო ნიჟარაძეზე დაიწერა (სოფო ხალვაშის შემდეგ). რას და რა სახით არ საუბრობდნენ მასზე, - დაწყებული იმით, რომ მომღერალი ხშირად მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას და დამთავრებული მისი სექსუალური და გულუბრყვილო ბავშივით დაბურცული ტუჩები სულაც არ არის ბუნებრივიო, ამბობდნენ, - ვიღაცა უყვარსო, ვირაცას უყვარსო, ავტო-კატასტროფაში მოყვაო და ა.შ.
ბოლო პერიოდში კი, ქართველი ვარსკვლავის გერმანულმა ვიზიტებმა ჭორის მოყვარულებს იქითკენ უბიძგათ, რომ მის ავადმყოფობებზე დაეწყოთ საუბარი. დაავადებების ჩამონათვალი, საკმაოდ გრძელი გამოვიდა, რა აღარ ითქვა, მერე მაინც ვერ გაიმეტეს ალბათ ცუდისთვის, ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა ბოლოს ორსულობაზე შეჩერდნენ :) - ბავშვს ელოდებაო, - ვისგან? (ყველაფრის თქმაც ხომ არ შეიძება? :) სოფო ნიჟარაძის ირგვლივ ატეხილ მითქმა-მოთქმას არა, მაგრამ მის წარმატებებს გამოეხმაურა ჟურნალი ”რეიტინგიც”. მომღერალს რედაქციამ წლის ლუდმილა ზიკინა უწოდა. ”რეიტინგმა” სოფოსა და ლუდმილას შორის ყველაზე სერიოზულ მსგავსებად ხელისუფლების მომღერლობა დაასახელა. როგორც ჟურნალი წერს, საქართველოში ბევრად მეტი ნიჭიერი მომღერალია, სოფოს კი მათთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ პრეზიდენტი მფარველობსო. რატომ არის სოფო ნიჟარაძე მთავრობის ფავორიტი? სვამს შეკითხვას ჟურნალისტი და პასუხს ღიად სტოვებს...
ჩამოვა, ჩამოვა - სულ კუნტრუშით ჩამოვა ჯონი მეუღლესთან ერთად ბათუმში
17 ივნისს ბათუმს (და არა ხაშურს) მორიგი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მრავალგზის მუსიკალური პრემიის და ჯილდოს მფლობელი, მიუხედავად თავისი სექსუალური ორიენტაციისა მაინც სერ-ის წოდების მქონე ბრიტანეთის სამეფო კარისგან - ელტონ ჯონი ესტუმრება, სავარაუდოდ საყვარელ მეუღლესთან ერთად (რათქმაუნდა ბენდი და ტექნიკური პერსონალიც იგულისხმება).
ზაფხულის ამ საჩუქრის გაკეთება საკუთარ თავზე ოფიციალურად კომპანია “ისთერპრომოუშენმა” აიღო, რომელიც უკვე მეგა-ვარსკვლავების ჩამოყვანაზეა ორიენტირებული საქართველოში და მაღალი ხარისხის მუსიკის და მუსიკოსთა პოლულარიზაციაზე აკეთებს აქცენტს. კომპანიის პრეზიდენტი მიხეილ გიორგაძე მართალია გადაწყვეტილად ვერ ამბობს, რომ ჯონი 17-ში ბათუმში იმღერებსო, მაგრამ დაგვიჯერეთ ძვირფასო მკითხველო - ეს, ამბავი რომ უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილი არ იყოს ასე ხმამაღლა ელტონას სტუმრობაზე და მეტიც, კონკრეტულ თარიღებზე საუბარს ვერავინ გაბედავდა, თანაც ისეთი სერიოზული ხალხისგან როგორიც “ისთერპრომოუშენია” (სხვათაშორის იგი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის მფლობელია), ასე რომ თქვენ მაგაზე არ იდარდოთ - 17 ივნისს ჯონი ბათუმში ნადვილად ჩამოვა და სავარაუდოდ მასთან დუეტს კვლავ სოფო ნიჟარაძე შეასრულებს.
არგვაქვს ინფორმაცია იცის თუ არა ბ-ნმა ელტონმა რამდენად ტოლერანტულია ჩვენი ქვეყანა მისი ორიენტაციის მამაკაცებისადმი, მაგრამ ალბათ მანამდე გაიგებს, რომ შარშან ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში გეი-პარადიც ჩატარდა მცირე მაშტაბებით (არც თქვენ იცოდით ხო?) და ვინ იცის როცა ქართველი გეი-საზოგადოება, რომ თავიანთი მსოფლიო ლიდერის ჩამოსვლაში საბოლოოდ დარწმუნდება, რამხელა ზეიმი მოეწყოს ბათუმის ქუჩებში, რამდენი ტურისტი ეწვიოს საქართველოს ამ უმშვენიერეს ქალაქს არამარტო დანარჩენი საქართველოდან, არამედ თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და შესაბამისად რამხელა თანხები შევა აჭარელი ხალხის ოჯახებში, ღირს დაფიქრებად, რას იტყვით? :) - ჩვენ ხომ ტოლერანტული ქვეყანა ვართ?
ხუმრობა იქით იყოს და სერ ელტონი მეუღლესთან ერთად ალბათ რომელიმე მაღალი დონის (ასეთებს რა გამოლევს ბათუმში) სასტუმროს ლუქს-ნომერში დაბინავდება, რა საინტერესოა მათი წასვლის შემდეგ ამ სასტუმროს ამ ნომრის ღირებულება აიწევს თუ დავარდება? :) - (ხუმრობა იქით იყოს-თქო ხომ ვთქვით?)
მოამზადა მაკა ლოჩოშვილმა
კუტუნიო გლდანში ამღერეს და ათამაშეს
მორიგი კულტ-ღირშესანიშნაობა თბილისში ბრწყინვალე შობის საღამოს დაგეგმეს და დღეს უკვე ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში - გლდანში, ისეთი პრესტიჟული და მსოფლიო დონის ვარსკვლავი ამღერეს, როგორიც კუტუნიოა, რომელიც სხვათაშორის მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამედ იყო ჩვენს ქვეყანაში კიდე ვერ გაერკვა, რომ აქ - ნადეჟდები, გალაჩკები, ნატაშები და ოლიები არ ქვიათ ქართველ მანდილოსნებს (სულ ასე მიმართავდა მათ), მას დღემდე ეჩვენება, რომ რუსეთის ერთ-ერთ რაიონშია ჩამოსული, თუმცა იმხელა წრფელი გულით უმღერა ქართულად თბილისს, რომ გლდანში შეკრებილი ნაღდი თბილისელების თვალებზე ცრემლებიც კი ააკიაფა.
“ლაშანდე მიკანდარეს” ხულიოსავით თავპატიჟი არგამოუდია და რამდენიმე სიტყვა ქართველი ჟურნალისტებისთვის ალალად გაიმეტა, სადაც ლამის ზედ დაადნა თბილისს და თბილისელების სიყვარულით აღივსო.
სხვათაშორის კუტუნიოს, რომ ვუსმენდით, მისი ხმის ტემბრის გამგონეთ უცნაური კითხვა გაგვიჩნდა - ნეტავ ზურა დოიჯაშვილისთვის, რომ გადაეხადათ იმ ჰონორარის 20% რაც იტალიელს მისცეს, გლდანელები იგივე ტაშს დაუკრავდნენ თუ არა-თქო? ანდა ნეტავ ზურა დოიჯაშვილის გულს ეყოფოდა თუ არა სამკურნალოდ იმ ჰონორარის ნაწილი მაინ-თქო? მაგრამ - ხმამაღლა კითხვის დასმა, რომ გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ ესტუმრა გლდანს ქვეყნის მთავარსარდალი და ტრადიციულად ხალხში სიამოვნებით გაერია, ხალხიც ტრადიციულად ეფერებოდა და ესიყვარულებოდა ბ-ონ მიშას, პატარა ბავშვები გინდა თუ ხანშიშესული ბებიები, თუმცა ვერ დავადგინეთ რატომ იყვნენ სანდომიანი სახის მოხუცი ბებიები კუტუნიოს კონცერტზე იმ ჭყლეტვაში მისულები, როცა მინიმუმ ამ დროს ტაძარში უნდა ყოფილიყვნენ, ან საყვარელ შვილიშვილებთან ერთად (ალბათ არც შვილიშვილები ყავდათ და კუტუნიოს სიყვარული მაინც თავისას შვება, რადგან ასეთი დონის ვარსკვლავები (!) ხომ ვედრო მანეთად არ ყრია საქართველოში?)
საერთო ჯამში ხალხი კარგად გაერთო სანახაობით, სახლში დაბრუნებულებს პურიც ჯერ-ჯერობით დახვდათ კარადებში და მეტი რა გინდა ადამიანს? პური და სანახაობა? დანარჩენი? დანარჩენზე 2012 წლის 21 დეკემბრის 23:11 საათის შემდეგ ვიფიქროთ აწი :)
მოამზადა მაკა ლოჩოშვილმა
საახალწლო კონცერტები - განახლებული მარჯანიშვილიდან განახლებულ ბათუმამდე
ქვეყნის მთავარი მუსიკალური მოვლენის, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” ცერემონიალის შემდეგ ქართველი მომღერლებისთვის ვნებათამაღელვებელი ყოველთვის ახალი წლის საკონცერტო პროგრამებია, რადგან ეს იმ იშვიათ-შანსთაგანია, როცა ტაშთან ერთად, რაღაც ერთი-ორი კაპიკი ჰონორარიც მიიღო, მაგრამ არა შენი შემოქმედებით სალაროზე გაყიდული ბილეთებიდან, არამედ მთავრობის მიერ “დაქირავებული” “ტენდერ-მოგებული” :) საპროდიუსერო კომპანიებისგან, რომლებსაც აქვთ ბედნიერება წელიწადში რამდენჯერმე მსუყე ჰონორარებით გაახარონ და დაასაქმონ ქართველი შემსრულებლები, სხვათაშორის ნებისმიერი მათგანი ჯგუფი “მირაჟიდან” დაწყებული ლელა წურწუმიათი დამთავრებული, გააჩნია გამომსვლელთა სიას ვინ წერს. . .
თბილისში მარჯანიშვილის ნახევრადგარემონტებულ და ნაუცბათევად გახნილ მოედანზე ჩატარებულ კონცერტს, რომელსაც ორგანიზებას სტეფანე მღებრიშვილი და კახაბერ ცისკარიძე ხელმძღვანელობდნენ, რამდენიმე ათასამდე თბილისელი დაესწრო, რომლებმაც სახლში “ბეზპონტა” ჯდომას და სმას, ქუჩაში ქართველ შემსრულებლებთან ერთად 2012-ს შეხვედრა არჩიეს. ასევე რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა ბათუმში გამართულ გრანდიოზულ (ფინანსურად რათქმაუნდა) ღონისძიებას, რომელსაც მთავარი გმირი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ხულიო იგლესიასი ალამაზებდა, უფრო სწორად მას ტრადიციულად დიდ ვარსკვლავებთან მოდუეტე სოფო ნიჟარაძე ალამაზებდა, თორე ხულიო უკვე ბებერია, ეგ რისი გამლამაზებელია, ქართველი ჟურნალისტებისთვის სამათხოვროდ ერთი ფრაზაც კი არ უსროლია, - ენრიკე ხომ არაა ბოლო-ბოლო? :)
ძალიან ბევრ ქალაქში, რაიონში და დასახლებულ პუნქტში გაიმართა გრანდიოზული საახალწლო კონცერტები, რომლებზეც სხვათაშორის თბილისის მერიის კულტურის სამსახურმა ნეკა სებისკვერაძის და ზემოხსენებული სტეფანე-კახუჩელას ტანდემის დახმარებით დაიგეგმა, გადანაწილა მომღერლები, ზოგს თბილისში მიუჩინეს ადგილი, ზოგს ბათუმში, ზოგს ქუთაისში, ზოგს გორში და ზოგს ანაკლიაში, მთავარი იყო შავ სიაში არ მოხვედრილიყავი და აუციელბლად ჩაჯდებოდი რომელიმე კონცერტში, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ დავადგინეთ (აუცილებლად ვეცდებით) სად და რომელი ქალაქის სახალხო კონცერტებში მიიღეს მონაწილეობა - ეკა კვალიაშვილმა, მაია ჯაბუამ, ჯემალ სეფიაშვილმა, ბერამ და სხვა ვარსკვლავებმა.
ღმერთმანი კარგია, რომ წელიწადში სამჯერ მაინც ტარდება საქარველოში “მასოვკა” კონცერტები (სხვადასხვა საბაბით - 26 მაისი, თბილისობა, ვარდების ან აჭარის რევოლუციის რომელმე წლისთავი და ა.შ.) თორემ გაქრა სტიმული და ეს მოჩვენებითი ეიფორიაც დიდხანს აღარ გრძელდება ხოლმე, განა რამდენხანს უნდა ეყოს ახალი წლის კონცერტზე აღებული 700 ლარიანი ჰონორარი რომელმე ქართველ მომღერალს? დიდი-დიდი ერთი თვე და ისიც დენის, გაზის და ნაგვის გადასახადში თუ გახარჯავენ, თორემ ბიჭოლსანაირ დიზაინერებთან (ლილოში 5 ლარად ნაყიდ ნაჭრებს 500 ლარად, რომ ატენიდა) დიდი ხანია აღარ იზმანებიან - ახლა მოდაშია ევროპული, მერე რა რომ ჩინური დრაკონის წელია 2012 :)
მოამზადა მაკა ლოჩოშვილმა
პრეზიდენტის ახალი ფავორიტი
ეს ახალგაზრდა მოცეკვავე მშვენიერი, სექსუალური ქალბატონი - სოფო ბურდილაძეა, რომელიც პირველად ბათუმზე გადაღებულ ახალ კლიპში გამოჩნდა სახალხოდ, შემდეგ კი, ხულიო იგლესიასის კონცერტზეც იცეკვა 31 დეკემბერს.
ჟურნალ “გზასთან” საუბარში სოფო დეტალურად ყვება როგორ მოხვდა კლიპში და როგორ დაიწყო მისი კარიერული განვითარება. ახალგაზრდა მოცეკვავე ამბობს, რომ - ახალი კლიპისთვის იგი პრეზიდენტმა 250 კონკურსანტიდან აარჩია და კლიპში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. მანამდე კი ანაკლისს პატრიოტთა ბანაკში მოღვაწეობდა, ბ-ონ მიშასთან შეხვედრისას სააკაშვილმა მისი თავი გიგი უგულავას დედას ქ-ონ ლეილას ჩააბარა, ამ გოგოს მიხედეთო.
სოფო 31 დეკემბრის ღამეს გამართულ კონერტსაც იხსენებს - ხულიო იგლესიასი შეუდარებელი იყო. სპეციალურად მის სიმღერაზე “ნოსტალგია” კლიპიც გადავიღეთ, რომელიც თავად ძალიან მოეწონა და მადლობა გადაგვიხადა.
ბათუმზე გადაღებული ახალი კლიპი, რომელშიც ტანგოს ვასრულებ, ქუჩაში დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ტრიალებდა. ქუჩაში ხალხი მცნობდა და ლამაზად შესრულებული ცეკვისთვის მადლობასაც მიხდიდა” - ამბობს სოფო.
მოცეკვავეს უკვე ასახელებენ პრეზიდენტის ახალ ფავორიტად და შესაბამისად მორიგ ახალ წარმატებებსაც უწინასწარმეტყველებენ