|
დიდი მისალმებები და “რევოლუციური ფეირვერკები” ჩემს მკითხველს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაბნეულ ქართველ თინეიჯერობას,
იმათ ვისაც ვახსოვარ და იმათაც, ვისაც არ ვახსოვარ კიდე ვეტყვი, რომ - არანაირი შეხება არ მაქვს რადიოსთან და მაგ პონტში არ ვარ დი ჯეი, აი ეგრე - “პროსტა” მომწონს ეს
სახელი და მორჩა - მქვია დი ჯეი მაქსი!
10 წელია ვატრაკებ და კიდევ 100 წელი გავატრაკებ, ხოდა ვინც არ მიცნობს და ვინც არ იცის რა კლიენტი ვიყავი და ვარ ახლა ვეტყვი - მკიდია როჟა ვარ, არ მაღელვებს არაფერი,
არ მეშინია არავის, არ მაქვს არანაირი კომპლექსი და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ფსიქო-ანალიტიკოსი ვარ,
ახლა ვამთავრებ მეორად ფაკულტეტს იურიდიულზე, ქუჩაც ვიცი და “გალსტუკიც”, ცხოვრებაში
ჯერ არ შემშლია და თუ შემშლია კიდე, ჩემი დედა ვატირე არაფერი მინანია რა!!! ხოდა მოკლედ - მწერთ, გპასუხობთ! აი, ესაა ჩვენი ურთიერთობის ფორმატი - ჩემი რჩევები არის მწარე,
ცინიკური, მაგრამ საჭირო და გასათვალისწინებელი და ხალისიანი და ამ ჩემს ფეხებს კიდე თუ არ მოგეწონებათ!
მკიდია უზრდელობა, მე ერთადერთი ვარ ვისაც არასოდეს ეხებოდა ცენზურა და ვინც არასოდეს იყო ბოროტი.…მოკლედ, ეს მე ვარ დი ჯეი მაქსი და დანარჩენი თქვენ იცით, მსოფლიოში
მიმობნეულო და საქართველოში ჩარჩენილო ქართველო თინეიჯერებო (და არა მარტო თინეიჯერებო) - რამე გინდათ? მომწერეთ
იმეილზე djmax@narod.ru...
- მე 17 წლის მარი ვარ! ვცხოვრობ ბათუმში! ძალიან მომწონს მაქსის რუბრიკა და მიხარია, რომ ბოლოსდაბოლოს განახლდა! მაქს, მოგიყვები და არ დამცინო ძალიან! ბიჭი, რომელიც 7 თვეა მიყვარს, თბილისელია, შარშან აგვისტოში გავიცანით ერთმანეთი და ზღვაზე იყო დასასვენებლად ჩამოსული მეგობრებთან ერთად. ბარში თვითონ გამიცნო და მეორე დღიდან თითქმის ერთი თვე, მთელი აგვისტო ყოველსაღამოს ერთად ვიყავით, პირველი ბიჭია, რომელსაც ვაკოცე და რომელმაც სულ სხვანაირად მაგრძნობინა თავი, ქალური ბედნიერება მეწვია ასე მეგონა! აი, რამდენიხანი გავიდა და მხოლოდ მესიჯებით და ინტერნეტით ვსაუბრობთ ხოლმე, მეუბნება, რომ ვუყვარვარ და ვენატრები, მაგრამ ჩამოსვლა და ჩემი ნახვა ერთხელაც არ დასცდენია, 22 წლისაა, სტუდენტია, სწავლობს, ვიცი შეიძლება არ სცალია, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის სხვა ქვეყანაში ჩადიან მოსანახულებლად და თბილისიდან ბათუმამდე რა გახდა?! ახლაც იმ სურათებს ვათვალიერებ ზაფხულში, რომ გადავიღეთ ერთად, მაქს როგორ ფიქრობ – ჩემს ან ჩევნს სიყვარულს მომავალი აქვს? იქნებ, უბრალოდ მისი მორიგი შეყვარებული ვარ? მე კი ყოველდღე მახსენდება ის საღამოები რასაც ზღვის ნაპირზე, მარტო ყოფნის დროს, საყვარელ ადამიანთან ვატარებდი! – მარი (17 წლის, ბათუმი) - აუ, ჩესნად გითხრა? მაგარი გული უნდა დაგწყდეს, მაგრამ მირჩევნია მაგ ცარიელი თავით კედელს შეასკდე და სიმართლე გაიგო, ვიდრე ეგრე გატყუოს ვიღაცამ. არა, რათქმაუნდა არის იმის მილიონში ერთი შანსი, რომ სერიოზული გრძნობები და რაღაც მსგავსი დეგენერატობები განვითარდეს შემდეგში, მაგრამ მაინც რეალისტი იყავი რა: - ტიპს არც კი უნდება, რომ ცოცხლად გნახოს, მოგეფეროს ისევ და გიმტკიცებს მენატრებიო, ენატრები არა გამხმარი კვახის მოხალული თესლი რა, რო ენატრებოდე ჩემი დედა ვატირე თუ შენთან არ ჩამოსულუყოა! შენ კიდე, პროსტა პირველად იზასავე და მოგეწონა და ეგაა დამიჯერე რა! არც შენ გიყვარს და არც მაგას უყვარხარ, უბრალოდ საზაფხულო ფლირტი ქვია, მაგას რაც შენ გქონდა, პროსტა დიდხანს გაგიგრძელდა და ცოდო ხარ! შენ გვერდით, შენსავე ქალაქში ეძებე სიყვარულობა და იქნებ მანდ იპოვო რეალურად, თორე რამდენ ვიღაცასთან იზასავებ საზაფხულო სეზონზე შენ რა, გგონია ყველას შეუყვარდები და ყველა უნდა გიყვარდეს?! – მე რა უნდა გირჩიო? შენი პირადი მობილურის ნომერი გამომიგზავნე მესიჯად 1430-ზე და გარანტიას გაძლევ ამ ზაფხულს “მე შეგიყვარდები”!
- მაქს, არვიცი ფსიქოლოგობა შენ ვინ დაგაბრალა, მაგრამ რაღაც მომენტში მართლა საკაიფო რჩევებს და პასუხებს იძლევი! ვნახოთ ჩემს “პრობლემას” როგორ გაუმკლავდები: - ჩვეულებრივი 18 წლის თბილისელი გოგო ვარ, არც პაკლონიკების სიმცირეს ვუჩივი და არც არაფერს, მაგრამ სიმართლე გითხრა, შეყვარებული როგორც ასეთი არა მყავს, მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მომწონს ძალიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემზე უფროსია 11 წლით, კაი ტიპია ყველანაირად, ალბათ თავს მე არ ვაძლევ უფლებას, რომ სერიოზულად ვიფიქრო მასზე და ალბათ ასაკობრივი სხვაობის კომპლექსის გამო. შენ რას ფიქრობ, ღირს ამის გამო სერიოზულ მომავალზე ფიქრი შევწყვიტო? Aსაკობრივი სხვაობა რამდენად შემიშლის ხელს ადამიანის შეყვარებაში?! თანაც, კიდე გიმეორებ – მომწონს და იმათთან შედარებით, რომლებსაც ჩემი “პაკლონიკების” პაიკებსი არმაის ვეძახი ეს ბიჭი აშკარად მეფეა :) ღირს სერიოზული მიზნებსითვის ფიქრი და ჩემი ტოილ ცანცარა პაკლონიკებსი ჩამოშორება? თუ გაინტერესებს, მე როგორ მიყურებს ეგ ბიჭი, გეტყვი – ვუყვარვარ! არ უთქვამს, მაგრამ ვგრძნობ! ღას მეტყვი? – ლიკუნა (18 წლის, თბილისი) - ლიკუშ, დამაბრალეს კი არა, პროფესიით ფსიქოანალიტიკოსი ვარ გოგო...:) შენს მეფეს რაც შეეხება, ასაკობრივი სხვაობა ბარიერი არაა გრძნობისთვის, ნამდვილ სიყვარულს არ ირჩევენ, ის თვითონ აკეთებს არჩევანს. დაფიქრდი გოგო, “მეფე” პაკლოებისგან განსხვავებით სოლიდურია, დაბრძენებული და იქნებ მეტადაც იცის ქალის დაფასება, მაგრამ ეგ შენი პაიკებიც ასაკის მატებასთან ერთად ხდებიან “მეფები”, ეს გახსოვდეს, მაგრამ ვაი თუ მისი სოლიდურობა და ტაქტიანი ქცევები კი არა “გამზადებული” მატერიალური მდგომარეობა გიზიდავს...? ჰა, რას იტყვი?! ან ეგ მეფე რას აკეთებს ისეთს, ასე დარწმუნებული, რომ ხარ მის სიყვარულში...? “დასტოინია” და ყურადღებიანი, “დედოფლის” კარგი დამცველი და მფარველია? :) მთავარია დროს გაუძლოს ურთიერთობამ, რა დროს შენი სერიოზული მიზნებია, ან ეგ ცანცარა პაკლოვნიკები რატო უნდა ჩამოიშორო, აზრზე მოდი და იგულავე სანამ დროა, გყავდეს მეფეც და პაიკებიც, იპაკლონიკონ, მიგაცილონ, მოგაცილონ, აბა სერიოზული მომავალი და გათხოვება რა ჩემს ფეხებად გინდა...? შენი მეფეც თუ ენას ამოიდგამს და გეტყვის მიყვარხარო, მაშინ ჩაიხედე გულში და მხოლოდ სიყვარულის გამო შეაჩერე მასზე არჩევანი, გახსოვდეს რომ სერიოზული და განსხვავებული იმიტომაა, რომ “ვზროსლია” და ცხოვრებისეული გამოცდილება მეტი აქვს და არა იმიტომ რომ იდეალურია...
- პრივეტ! მე იანა ვარ, 19 წლის, წარმოშობით აზერბაიჯანელი, ვცხოვრობ რუსთავში, ძალიან მომწონს თქვენი საიტი და გამეხარდა მაქსმა, რომ თავისი გვერდი განაახლა, მეც მაქვს ერთი შეკითხვა და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს ყურადღებას მეც დავიმსახურებ და უპასუხოდ არც მე გამიშვებ! ქართველი ბიჭი მიყვარს, მასაც ძალიან ვუყვარვარ, ორივემ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, მაგრამ მარტივი მისახვედრი უნდა იყოს ის რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი მომავალი ოჯახი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ. ჩემი მშობლები მემუქრებიან, - თუ მაგას გაყვები და ქრისტიანობას მიიღებო, სახლიდან გამაგდებენ და ცხოვრებაში ხმას არ გამცემენ, გიოს მშობლები კი – რაათქმაუნდა იგივე აზრზე არიან, რომ გიო რომ მუსულმანი გახდეს, ვიცი, რომ მარტო ოჯახი კი არა, მთელი სანათესაო გარიყავს (არც მიკვირს, რადგან საქართველოს ისტორია კარგად ვიცი). მე თანახმა ვარ, რომ მართმადიდებლად მოვინათლო და მხოლოდ ამის მერე გავხდე ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, მაგრამ . . . მშობლები! მშობლები ყველანაირად ცდილობენ ხელი შემიშალონ და ძალით გამათხოვონ სხვაზე! რელიგია, უნდა გახდეს სიყვარულის დამსამარებელი? მაქს, როგორ მოვიქცე?! – იანა (19 წლის, რუსთავი) - რაქნა და ძველი და ახალი რუსთავის შემაერთებელ ხიდის მოაჯირზე ადი, ღრმად ჩაისუნთქე და მტკვარში გადახტი :) მოიცა გოგო, მართლა კი არა.. . . გაგეხუმრე! სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, მშობლების აზრი უნდა დაიკიდო ფეხებზე ამ შემთხვევაში, რადგან აქ შენს მომავალზეა საუბარი, რომლის აშენებასაც სიყვარულით აპირებ და არა წარსულზე, რომელიც შენმა მშობლებმა გაჩუქეს! კაროჩე – დაიმახსოვრე, მართმადიდებელი გახდები? ასმაგად დასაფასებელი იქნები შენც და შენი მომავალი ოჯახიც! და საერთოდ – ჯერ რა გეჩქარება გათხოვება? ან მაგას ცოლის მოყვანა?! იგულავეთ რა, გაერთეთ, თვალს წყალი დაალევინეთ და მერე იმტვრიეთ თავი მაგაზე, მაგრამ, დამიჯერე – შენი მშობლები ცდებიან! შენ კი, თუ მეტი პრობლემა არა გაქვს, უნდა მიიღო ქრისტიანობა და შენს საყვარელ ადამიანთან ერთად შექმნა ბედნიერი ოჯახი! და შენი მშობლები, რომ დაინახავენ, რომ მაგათი შვილი ბედნიერია – მერე ვსიო! შეგირიგდებიან! ქრისტესაც და ალაჰსაც ერთი პრინციპი აქვთ – ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი! ასე, რომ. . .. მაგრამ მე რაც გითხარი ისიც შეიგნე, ბავშვები ხართ ჯერ რა! რა ყრია მაგ გათხოვებაში? თუ ერთად ყოფნა გინდათ, ისე იყავით ერთად და გამოსცადეთ ერთმანეთი, თუ დროს გაუძლებს თქვენი სიყვარული, ე, მაშინ გათხოვდი შე კაი ქალო!
- გამარჯობა ცოტა უზრდელო, ცოტა ცინიკოსო, მხიარულო, მაგრამ მართლაც სამართლიანო მაქს, ცოტა უცნაური ფორმაა ვიღაცას ამ გზით გაუზიარო გულისტკივილი, მაგრამ ალბათ ამ უცნაურობამ გამაბედინა შენთვის 25 წლის გოგოს, რომ აზრი მეკითხა, თუმცა წინასწარ ვიცი, რომ შენს დამცინავ კილოს ვერც მე გადავურჩები! მიუხედავად ამისა, მაინც გაფასებ და გეკითხები - როცა გოგონას მამაკაცი მოწონს და როცა ამას ყველგან და ყველაფერში გამოხატავ, და როცა მამაკაცსიგან იგნორირებას იღებ, არა იმიტომ, რომ შეიძლება არ მოსწონხარ, ან სერიოზულად არ გიყურებს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ის ვერ ხვდება, რომ ძალიან მიყვარს, რა უნდა გავკეთო? მართლა და მართლა სანამ პირდაპირ არ ვეტყვი ადამიანს, რომ მომწონხარ, მიყვარხარ-თქო, მანამდე ვერ უნდა მიხვდეს?! და იცი რა მაქს – ეს ადამიანი, მგალობელთა გუნდის წევრია, სასულიერო აკადემიის სტუდენტი, რელიგიური ცხოვრების მიმდევარი, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, რომ იქნებ თავისი მრწამსის გულისთვის არ მაქცევს ისე ყურადღებას, როგორც კაცი ქალს-თქო?! მაქს – რას ფიქრობ? რას მირჩევ? პატარა გოგო არა ვარ და მესმის ბევრი რამის, მაგრამ ამ ადამიანის იქით ვერ მივდივარ! – ნუცა (25 წლის, თბილისი) - დავიწყოთ იქიდან, რომ არც შენს დაცინვას ვაპირებ და არც შენთან ცინიკოსობას, ჩემი ცოდვებიც მეყოფა რა :)) პროსტა ცოტას გიკბენ :) რაშია იცი საქმე ჩემო კარგო? იმაში ნაღდად ცდები, რომ რახან რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს, ეგ ან სიყვარულს უკრძალავს კაცს, ან რამე ეგეთ სუფთას და წმინდას.!…რა, ჯერ არ გაგიგია, რომ მღვდლებს იმდენი შვილები ყავთ, რომ მთელი კერძო საბავშვო ბაღი გაკეთდებოდა? :)) უბრალოდ რაღაცნაირად მიდგომა უნდა შეცვალო ალბათ და მე, რომ მკითხო პირდაპირაც არ უნდა გაგიტყდეს მოქმედებაზე გადასვლა, ანუ რას ვგულისხმობ – შენ ალბათ მხოლოდ ეკლესიაში ხვდები ხოლმე ხო მაგას? ადექი შე დალოცვილო და პირდაპირ შენ შესთავაზე – წირვის შემდეგ სადმე ყავა დავლიოთ-თქო, ან სადმე გამოფენაზე დაპატიჟე, ან სადმე სპექტაკლზე, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ურთიერთობის საშუალებები გააფართოვე, ბოლო-ბოლო კაცია და მიხვდება შენს რეალურ ინტერესს – სიყვარულს! და კიდე ვიმეორებ რა – რელიგიური და მორწმუნე ადამიანები, რომ ოჯახებს ქმნიან იმის დედა ვატირე, ინატროს ბევრმა ეგეთი ოჯახი, რა! შენ, უბრალოდ შენს თავს იკომპლექსებ, არადა…15 წლის ხომ აღარ ხარ, არაა? 25 წლის ქალი ხარ. . . დროა, უკვე ერთი ტკბილი და კარგი ოჯახის შექმნაზე იფიქრო! იმოქმედე!
- გამარჯობათ, ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი, განსაკუთრებით მიყვარს ახალი ამბების და მაქსის რუბრიკის კითხვა, ვიცი, რომ ცოტა ენამწარე პიროვნება ხარ, მაგრამ შენს სიმწარეში მაქს დიდი სიმართლის მარცვალია ყოველთვის! მაქხ – უბრალოდ ერთს გთხოვ, ძალიან არ გამანადგურო (ისედაც არ მაკლია), და თუ შეძლებ მირჩიე რა უნდა ქნას 19 წლის გოგომ, რომელიც 5 თვეა გათხოვდა და არა საკუთარი სურვილით და ქმრისგან ცემასაც კი იტანს იმის გულისთვის, რომ ოჯახი ყავდეს და სახელი არ გაუტყდეს, მცემს ყველაზე უბრალო მიზეზისთვისაც კი, რატომ გადავედი დედაჩემთან ისე, რომ არ გავაფრთხილე, რატომ წავედი მაღაზიაში, ისე რომ არ დავურეკე და მობილურზე არ გავაფრთხილე. ყოველი დილა ის, რომ სამსახურში მიდის, ცრემლით გრძელდება უკვე 5 თვეა, ოჯახს კი ვერ დავანგრევ, სითბოს და სიყვარულს მონატრებული უკვე. . . ცუდ რაღაცეებზე ვფიქრობ – ქეთი (19 წლის) - ახლა აღარ ვიცი, რისი ღირსიც ხარ პირდაპირ ისე დავიწყო თუ ჯერ დედაშენს და მამაშენს ვაგინო დედა, შენი გაუბედურებისათვის?!!! 19 წლის გოგო, რომ ასე დაგაბეჩავეს, რომ 5 თვის გათხოვილს ქმრის უმიზეზო ცემა-ტყეპას გატანინებენ?! ძალიან დამაეჭვა, შენი მეილის ბოლო სიტყვებმა, თვალი ცუდი რაღაცეებსიკენ გამირბისო? რა იგულისხმე. . . ფაიზაღი სხვა კაცები! რადგან პროსტა შენს ადგილზე წარმოვიდგინე ერთი წუთით თავი და მივხვდი, რის დეფიციტიც გაქვს! მოკლედ ჩემო კარგო, მაგ შარში დიდხანს დარჩები თუ შენს ქმარს (მე მაგის დედა თუ მართლა უმიზეზოდ გცემს) არ დაშორდები! ადექი და წადი დედაშენთან და დარჩი, აღარ დაბრუნდე სახლში, აი ეგრე, პროსტა აღარ დაბრუნდე და დარჩი დედაშენთან, არ გაინტერესებს რა სცენებს მოაწყობს? რაღაცა 5 თვის გათხოვილი 5 თვეა ცემა-ტყეპას უძლებ, თანაც უმიზეზოდ (როგორც შენ ამბობ) ამასაც გაუძლებ ერთხელ! იმ ბანალურ კითხვებს აღარ გისვავ, თუ - რაღას გათხოვდი ეგეთი სირი ქმარი თუ იცოდი, რომ გეყოლებოდა? თუ მოგიტაცა და ოჯახის პატიოსნება, რომ გადაგერჩინა და მეზობლებში სახელი, რომ არ გაგტეხოდა და განათხოვარი გოგოს იმიჯი, რომ არ მოგკვროდა, მაგიტომ დარჩი მაგასთან? – აზრზე მოდი, დრო კიდევ გაქვს!
- გამარჯობა მაქს, შეიძლება გაგიკვირდეს მაგრამ წერილს შენი ძალიან ძველი მკითხველი გწერს, რომელსაც 1998 წლიდან უყვარხარ და რომელიც უკვე 6 წელია საბერძნეთშია. ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის ჩემს მეგობრად მიგიჩნევდი, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არავინ არ გიცნობდა და ამაში იყო შენი ხიბლი, შენი მწარე ენის სიტკბო და შენი მამაკაცური შარმი. რატომ გამახსენდი? რავიცი – გკითხო მინდა რაღაც, სიყვარულს გამოქცელი საქართველოდან გადმოხვეწილი აქ გავთხოვდი, ათენში ვცხოვრობ და ერთადერთი რასაც ვაღიარებ ჩემი “ძალად” ქორწინებიდან, ეს ჩემი 3 წლის ქალიშვილია, რომელზეც მზე და მთვარე ამომდის, თუმცა ქმარიც მყავს. სხვამ, რომ შემომხედოს ყველაზე ბედნიერი ქალი ვეგონები, მაგრამ ვაი, რომ უსიყვარულოდ მზეც კი სუფევს ცის კამარაზე, ვაი, რომ უსიყვარუულოდ, რომ არსებობს ეს სილამაზე. . . სალომე (27 წლის) - და რა პასუხს ელი ახლა ჩემგან? სიმართლე გითხრა, რამდენჯერმე წავიკითხე შენი მეილი და არითმეტიკული გამოთვლებიც გავაკეთე და რაღაც დასკვნებიც გამოვიტანე, მარა ყველაზე მეტად იმ დასკვნის გაკეთება გამიჭირდა, რომ – კაროჩე, შენ ქმარი არ გიყვარს, რა! და იდეაში აქედანაც სიყვარულს გაექეცი და ატრაკებ ახლა მადედან, რომ იმოძღვრები – რას ქვია უსიყვარულოდ არსებობს მზე და სილამაზე? საიდან მოიტანე?! რეებს მიაც-მააცვავ? მა, ამხელა ანგელოზივით ქალი, რომ ხარ, შენი შვილის სიყვარულით არ ცხოვრობ?! ჰა?! ეგ სხვა ბაზარია, უსიყვარულოდ, რომ გააჩინე, მარა შვილი ხომ გიყვარს არაა?! ხოდა ნუ წუწუნებ რა! – და საერთოდ – ჩამობრძანდი საქართველოში და რა ბედნიერებასაც აქედან გაექეცი, იმ ბედნიერებას ეცადე, რომ დაუბრუნდე!
- მაქს გამარჯობა, შენ რომ დაგინახე ცოტა გულზე მომეშვა და გადავწყვიტე, უბრალოდ შენთვის მომეწერა და ჩემი გულისტკივილი გამეზიარებინა: - მე ახლა საფრანგეთში ვარ, 2 კვირის უკან მამა დამეღუპა საქართველოში და სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩამოსვლა ვერ მოვახერხე, ნერვიულობისგან ცუდად ვარ, სამი თვე არ მენახა, წამოსვლისას არ უნდოდა ჩემი გამოშვება და მე მაინც გამოვიპარე, იქნებ ჩემზე ინერვიულა? იქნებ დარდისგან? :(( და თან საქართველოში საქმრო მყავს. . . უცნობი (გოგონა საფრანგეთიდან) - აუ, მაპატიე მაგრამ იცი რაზე ვერ ვკაიფობ? თან, რომ იცი, რომ მამაშენი შენზე ნერვიულობდა, თან, რომ იცი, რომ საქართველოში საქმრო გყავს და თან, რომ გაიპარე მანდ და თან, რომ ვერ ჩამოდიხარ. კი მარა, ვერა ხარ შენ ცოტა?! სად ბაბუაჩემის ბაბუასთან გარბოდი მანდ?! რა ჯანდაბა და ოხრობა დაგრჩენია მაგ საფრანგეთში თუ შენი საყვარელი ადამიანები აქ გყოლია ყველა?! – ვერაფერი ვერ გავიე შენი! შენს საქმროს ტვინი არ აქვს მანდ, რომ გაგიშვა? ის მაინც დაგცდენოდა რამდენი წლისა ხარ სხვანაირად დაგელაპარაკებოდი, ასე რა ჭკუა უნდა გარიგო?! – მარა შენ მწუხარებას მართლა ვიზიარებ მამის გარდაცვალების გამო, ჩამოეთრიე საქართველოში, მამის საფლავზე ადი და იქ პატიება სთხოვე. . . იმ ქვეყანაზე, შვილის უნახავად, რომ გაუშვი!
- მოკლედ, როგორც ვატყობ მაქს, შენ არც ადრე ისვენებდი და ახლაც ერთ ამბავში ხარ ხო? ისევ ისე ეცემიან ხო შენზე გოგოები, როგორც ადრე? ისევ ისე იპუტავენ ხო? :) მოკლედ ერთი შენ გაუძელი დროს და მეორე სფინქსის პირამიდამ. ნუ, მოკლედ მე რომ შენი აზრის გაგება დამჭირდება რაღაცაზე, ხომ წარმოგიდგენია, რა დონეზე უნდა მიჭირდეს?! ეს ხუმრობით – არ გამიბრაზდე, კაი? ახლა სათქმელს რაც შეეხება – 24 წლის გოგო ვარ, 5 წელია გერმანაიში ვცხოვრობ და ვმუშაობ, აუ-პიარით წასული ვარ, ვარ ქობულეთელი, შარშან ვიყავი დიდი ხნის მერე ჩამოსული საქართველოში და არ მომეწონა სიტუაცია, ოჯახის წევრებსაც კი ვეჩხუბებოდი ჩემი თავისუფლებსი გამო, აღიზიანებდათ ის, რომ ქალიშვილი არ ვიყავი და ის, რომ ბოი ფრიენდი მყავს-თქო ვუთხარი, მოკლედ – როგორ გგონია, საქართველო კიდე იმ დონის დაბალი დონის ქვეყანაა, რომ ქალიშვილებს, პრასვეტი აქვთ და არაქალიშვილებს არა? სამ თვეში ვბრუნდები საქართველოში! – ნონა (24 წლის) მიუნხენი - მდა! მძიმე სიტუაციაა! რა პონტია იცი ჩემო ნონაჩკა? ფორმალურად აქ ეგ სიტუაცია ყოველთვის იქნება, რომ – ჩემი დედა ასე და ისე მე თუ არაქალიშვილი მოვიყვანო ოდესმეო! სხვისი ნახმარი ძმაო მე პალტო არ მინდა და რამეო, რა! მაგრამ, დამიჯერე – ეს მხოლოდ ფორმალურად, თორე სიყვარულის დედა ვატირე მე, ეგეთი ოხერი რაღაცაა, არაქალიშვილს კი არა, ბოზს მოაყვანინებს კაცს ცოლად თუ სიყვარულია! ეს კიდე, არავისი პირადი საქმე არაა და მე ამაზე სხვა აზრისა ვარ, მაგრამ დამიჯერე – ის დრო ნამდვილად აღარაა, გოგოს არაქალიშვილობა რომ უკვირდათ საქართველოში! დღეს ისეთი პონტია, რომ 15 წლის ბავშვები არიან ერთ ამბავში და 24 წლის ქალი, რომ ქალიშვილი არ იყო დიდი ამბავი! სიყვარული დამიჯერე, ძააააალიან ბევრ რამეზე დაახევინებს უკან ქართველ კაცს! შესაბამისად ქალსაც! ასე, რომ მთლად გულთან ნუ მიიტან, მხოლოდ ერთი გაფრთხილება – საყვარელ ადამიანს ნუ დაუმალავ მაგას!
- გამარჯობა მაქს! მაგრად მომწონს შენი გვერდი და მაგრად მჭირდება შენი დახმარება! კაროჩე – ეზოელი ბიჭი მომწონს და მგონი იმასაც მოვწონვარ, რომ ეკითხებიან სოფო გიყვარს და რამეო, პასუხობს - არაო, არადა ისეთი “ლოვე” მესიჯებს მწერს და ისეთ ამბებში მომიკითხავს ხოლმე, რომ მერე მეც შემიყვარდა. მერე მანამ მე გერმანიაში, წამოვედი (აქ ვსწავლობ) მითხრა, რომ რაღაც ოჯახური პრობლემების გამო ვერავის ვერ შევიყვარებო და თითქოს ასე დავშოირდით, რა! მაგრამ მერე გავიგე, რომ ვიღაც სხვა გოგო ყოლია (თუმცა მერე ამ გოგოს დაუდია, რა). ახლა მე მაგარი დამცირებული ვგრძნობ თავს, თბილისში, რომ დავბრუნდები რას მირჩევ “ნივიჟუ” ჩავურტყა თუ “პრივეტ, რავა ხარ?” და მორჩა? – სოფო (გერმანია) - პრივეტ სოფლარი! ნეტაი ერთი შენ მოგცლია მაგრად, რა! დაეტიე მაგ გერმანიაში პონტი თუ გაქვს, აქ სად მორბიხარ და აქ რა დაგრჩენია ერთი ვიცოდე? არ გაგიტყდეს, მაგრამ ეგეთ დეგენერატ ბიჭებს ყველგან იპოვი ჩემო კარგო, დღეს ერთი რო უნდათ და ხვალე სხვა. თუ ერთმანეთი მოგწონდათ, მა რა ჩემს ფეხებსღა გატყუებდა, ჰა? აუ, პროსტა გულაობს, უსწორდება რა ბიჭს, მაგრამ თბილისში, რომ ჩამოხვალ მაინც სიტუაციის მიხედვით უნდა იმოქმედო და არა ვინმეს ჭკუაზე (თუნდაც ჩემი), თუ კვლავ ინტერესს გამოიჩენს შეატყობ რა, შენც აჰყევი, გაერთე, მოეშვი და ისიამოვნე, შენც ისევე გამოიყენე, როგორც მან და პროსტა ერთი გახსოვდეს – დაუკრეფავში არ გადახვიდე, თორე ზასაობა და რამე მოსული პონტია! მედღეხვალიე როჟას შთაბეჭდილება დატოვა მაგ როჟამ ჩემზე და ძაააალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ არ გაგამწაროს მერე!
- გამარჯობა მაქს! ახლახანს აღმოვაჩინე შენი გვერდი და ფრიად ნასიამოვნები დავრჩი, ბავშვობაში ყოველთვის ვკითხულობდი ჟურნალ “ვარსკვლავებს” და შენს რუბრიკას, ახლა კმაყოფილი ვარ ინტერნეტში, რომ გიპოვნე! ჩემი საქმე კი ასეა: დედიკოს თხოვნით ამერიკაში ჩამოვედი და აქ ვცხოვრობ უკვე სამი წელია, მისივე თხოვნით ჩემი წამოსვლის ამბავი არც არავისთვის მითქვამს უცხოსთვის, მართლა ძალიან გამიჭირდა აქ დაქალებისა და მეგობრების გარეშე, მაგრამ ყოველთვის ვეკონტაქტები მათ! გასულ ზაფხულს ჩამოსვლაც მოვახერხე და ბებოსთან ვცხოვრობდი, მაგარი დროც ვატარე, თუმცა უფრო მაგარი დროის გატარებაც შემეძლო, ჩემს ძმას კუდში, რომ არ ედევნა, შევხვდი ჩემს კლასელ ბიჭს (ისიც ჩემს უბანში ცხოვრობს), გამაღლებულა, გასიმპათიურებულა, მერე კი სულ ერთად “ვაბირჟავებდით” ხოლმე! მოკლედ ძალიან მომეწონა ეს ბიჭი, სხვა თვალით შევხედე, მითხრა მეც მომწონხარო, მაგრამ მაინც მეშინია, რომ ვუთხრა, რომ მიყვარს, რადგან არ მინდა მისი სახით მეგობარი დავკარგო! მაგარი ადამიანი ხარ, მაქს და მგონი მიხვდი რა გაუგებრობაშიც ვარ ხო? ხომ დამეხმარები? – ანუკი (17 წლის) ა.შ.შ - დაგეხმარები, აბა სხვას აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ მე? თუმცა სიმართლე გითხრა შენი ნაბოდიალევიდან :) ის გავიგე, რომ მგონი მაგარი შეყვარებული ხარ და გეშინია ამ სიყვარულში გამოტყდომისა იმიტომ, რომ მეგობარს ამის თქმას ვერ უბედავ დაკარგვის შიშით! ერთი მითხარი რატომ გგონია, რომ ის ბიჭი მარტო მეგობრულად გიყურებს და სხვა არაფერი?! მერე კიდე ვინ გითხრა, რომ მეგობრობაში სიყვარულით დაბოლოება გრეხია?! აბა, პირდაპირ იმას ხო არ გაჯახებდა ბიჭი – მიყვარხარო?! ეგ ყველაფერი გარკვევადია ჩემო ანუშკი, მაგრამ შენ ერთი ეს მითხარი, ყველაფერი, რომ კარგად იქნება, როგორ აპირებთ შეყვარებულის როლის მორგებას, როცა ასე შორსა ხართ ერთმანეთისაგან?! შორით წვა და შორით დაგვა უნდა გქონდეს ხო? ცოდოები ხართ ადამიანო, დამიჯერე მე შენ! რეალური სიყვარული იქ იპოვო სადაც ხარ ეგრე სჯობს, და თუ მაინც ჩამოსვლას აპირებ და მაგის პერსპექტივა გაქვს რომ რეალობაში გადაზარდო შენი სიყვარული, მიდი მაშინ და ახლავე გაუგზავნე მესიჯი – საყვარელო, როგორა ხარ, მომენატრე, შენ? Pასუხს, რომ მოგწერს, მეც გამაგებინე!
- მაქსს გაუმარჯოს! ძალიან მომწონს შენი საიტი და შენც ძალიან მომწონხარ. მაქს – შენი სურათები, რატომ არ გიდევს საიტზე, მაინტერესებს როგორი ბიჭი ხარ! დადე რა გთხოვ! ახლა რა უნდა გკითხო: - ძველი “ლოვეა” რა, ეს ბიჭი ჩემი, მაგრამ ხანდახან მაინც ვუმესიჯებთ ხოლმე ერთმანეთს, ვიცი, რომ ვიღაც გოგო ყავს და იმანაც იცის, რომ მე შეყვარებული არა მყავს, მაგრამ ჩვენი მოკითხვები, მერე სულ ლანძღვაში გადადის ხოლმე, როცა იმ გოგოს კრაკადილობაზე ველაპარაკები, ფსიხდება :) როგორ გგონია ღირს, რომ საერთოდ არ მოვიკითხო ხოლმე? ლიკუნა (16 წლის) - ლიკუშკი, რაც შეეხება ჩემს სურათს, არვიცი რატომ არ ვდებ, პროსტა არ მინდა რა და ვისაც ჩემი პირადად გაცნობა სურს, იმათ მივმართავ, რომ მესენეჯერში შემაწუხონ :) ახლა საქმე: - დედას ვფიცავარ, მე მგონი შენ გამოდიხარ დამცირებული, რადგან მე, რომ ის ტიპი ვიყო სიხა, მეგონებოდა რომ ვერ მშორდები და ჩემი ახალი, კრაკადილი შეყვარებულისაც იმ პონტში გშურს, რომ ისაა ჩემს გვერდით ახლა და არა შენ!!! მიმიხვდი სიხა? ძაან მაგარი ტიპშა ხარ და არ გაარტყი ძველ შეყვარებულს? რომელი ბიჭი იტყვის უარს შენისთანა ლამაზ შეყვარებულზე? შემო, შემო ერთი შენ ჩემს მესენჯერში, დაგელაპარაკები ეთერს გარეთ :)))
- მაქს, მოგესალმები, ძალიან საყვარელი და ხალისიანი ბიჭი ხარ, ჩემს მეგობრად გთვლი უკვე და ამიტომ მინდა, რომ შენი რჩევა გავიზიარო: ბიჭი მიყვარს, მიყვარს და მომწონს კიდეც, მაგრამ ნუ იცი რანაირად ვარ მაქს: თითქოს უყურადღებოა ჩემს მიმართ, თითქოს ხანდახან პირიქით – ყურადღებიანი! ვეღარ გავრკვეულვარ რა ვერაფერში, არადა მეც ვატყობ, რომ სულ აფორიაქებული ვარ მასზე, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არც კი მიკოცნია მისთვის, მაგრამ რომ მთხოვოს და მითხრას აუცილებლად ვაკოცებ, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ყურადღებიანი და კარგი იყოს, რა! აღარ ვიცი რა ვქნა? :( - ნინკა (15 წლის) - გენაცალე შენ ჩემო საკალელო!!! გადაგრია ხო სიყვარულმა? აბა შენ რა გეგონა, სიყვარულმა გადარია ტარიელიც, :) შენისთან კი არ იყო, ჭკუა იყო ცარიელი :) რა პონტია იცი ნინკა? ვატყობ, რომ ურთიერთობის დეფიციტი გაქვს მასთან, რაც უფრო ხშირად შეხვდებით, ილაპარაკებთ, თუნდაც ათასნაირ უზარობაზე, მით უფრო კარგი შენს თავთან გასარკვევად მეტი შანსი მოგეცემა. მერე ვინ გითხრა, რომ ან კოცნა და ან ზასაობა აკრძალულია შეყვარებულთან? მარა მეტის უფლება ჯერ არ მისცე :) ჯერ პატარა ხარ და ტეხავს, მარტო იმიტომ, რომ ბიჭები ხო იცი რა ნაგლები არიან, შეიძლება მიგატოვოს მერე!!! რაც მთავარია ადამიანთან უბრალოდ მესიჯებით მაინც იქონიე ურთიერთობა, რომ გაერკვიო, ჯერ შენს თავში სიხ და მერე მაგ როჟაში!
- მოგესალმებით ძვირფასებო. თავიდანვე მინდა შეგიქოთ ნამუშევარი და მინდა, რომ სულ ასეთი ლამაზები და კარგები იყოთ როგორც ახლა ხართ. მაქს, ჩანს, რომ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მართალია ცოტა მოძველბიჭო, მაგრამ მაინც კარგი ბიჭი ხარ. მე ამერიკიდან გწერ, არც პატარა ვარ და არც თინეიჯერი, ალბათ დედად გეკუთვნი, ვარ 45 წლის, 8 წელია ჩემს სამშობლოს მოწყვეტილი და ემიგრაციაში მყოფი ვარ, ჩემი შვილები და შვილიშვილი თბილისში დავტოვე და სამუშაოს საძებნელად შტატებში წამოვედი აქედან ვეხმარები ხოლმე, 8 წელია ისინი არ მინახავს და 8 წელია, მათზე ფიქრში მიღამდება და მითენდება და ნოსტალგია ვერ მოვიკელი, მენატრება ყველა და ყველაფერი, ჩემი შვილიშვილის თამადობით. არ გაგიკვირდეს მაქს შენ, რომ გწერ, ეს იმიტომ რომ მართლა კარგი ადამიანი ჩანხარ და მართლა ისეთი ენა გაქვს ქვას გახეთქავ. ის რაც ჩემი მხრიდან შენს სათქმელად მინდა გავიმეტო, შეიძლება დაცინვის ღირსი გახდეს, მაგრა, ქვრივი ვარ და გადავწყვიტე აქ გავთხოვდე, ამერიკელ 58 წლის მამაკაცზე (ჯეკ ჰოვკინსი) რომელიც იმ ოჯახის ახლობელია სადაც მე ვმუშაობ. თბილისიდან, რომ წამოვედი უკვე ქვრივი ვიყავი, ამიტომ გამართლებულად მივიჩნევ ჩემს საქციელს. ქართველებს კი ვეტყვი, რომ სულ მომენატრებით. თქვენი დალი (45 წლის) - ჩემი პირველი რეაქცია ეგეთია – ეუფ!!! და ეს რეაქცია არა იმდენად შენს ნოსტალიაზეა აგებული დალი დეიდა, რამდენადაც იმაზე, რომ “ჩერეზ ჩემით” აბაზრებ იმ ამბავს, რომ თხოვდები, რა! და საერთოდ – რატომ გგონია, რომ ეგ დასაცინი თემაა, ტო?! რა პონტია, მე ვერ გავიგე 45 წლის ქალს არ აქვს ხელახლა გათხოვების უფლება, თუ რა?! თან ქვრივი ხარ! თან ბაზარი არა ამერიკაში მოქალაქეობასაც გაირტყავ და თან თუ ღმერთმა გადმოგხედა და შვილიც გააჩინე (45 წელი მაგარი ასაკია, მგონი) ხო საერთოდ, რა! Kაი, რა დალი დეიდა - ნოსტალგიის დედა არ ვატირე მე?! თუ იცი რომ შენ კარგად იქნები, არ გაავრტყი ამ ცას ფირუზსს და ხმელეთს ზურმუხტს?! იმის შიში მაინც არ გექნება, რომ ხვალ რუსეთი გაზს გაგიძვირებს და შეიძლება გაიყინო სიცივისაგან!!! გათხოვდი, იბედნიერე, ცხოვრება ახლა გეწყება 45 წლის ასაკში, რა დროს მოწყენაა დალი დეიიიდდდ :))
- მაქს გამარჯობა! მე ეკუშკი ვარ, 15 წლის, ვსწავლობ 51-ე საჯარო სკოლაში, ერთი რაღაც მინდა გკითხო, ერთი ბიჭი მომწონს ძალიან, ჩემი სკოლელია, მომწონს კი არა და მგონი მაგრად მიყვარს, ისეთი საყვარელი ბავშვია, ხო ხო, 12 წლისაა, ანუ 3 წლით პატარაა ჩემზე, მაგრამ რაღაც დიდი ბიჭური ქცევები აქვს და ძალიან მომწონს, ისე იქცევა, ბევრ თინეიჯერს არ ექნება ეგეთი დახვეწილი თვისებები, თან იცი რა სიმპო ბიჭია? ტეხავს, რომ მიყვარს? ეკუშკი (15 წლის) - რავი აბა რა გითხრა, მგონი არ ტეხავს, მაგრამ ორივე საერთო ჯამში პატარები ხართ მასეთი რაღაცეებისთვის და ნეტა ერთი მანახა 12 წლის ბავშვს ასეთი რა დახვეწილი თვისებები აქვს, რომ 15 წლის თინეიჯერი მოგხიბლა და თავი შეგაყვარა? რა, ბუფეტში გეპატიჟება, ხოლმე პავიდლოიან ბულკებზე, თუ მაგ სკოლის გვერდზე, რომ ბარია, იქ შეყავხარ ხოლმე ჯელტმენივით? :) ისე, მაგარი სანახავი იქნება 12 წლის ჯელტმენი, არა, პრინციპში გაერთეთ ჩემო ეკუშკი, მაგრამ ნამეტნავი არ მოგივიდეთ, ჯერ სწავლაზე უნდა ფიქრობდეთ ერთიცა და მეორეც და არა იმაზე, რომ შენზე პატარა შეგიყვარდა! ისწავლეთ სჯობს, თორემ ვერა ხედავთ რა ცხოვრება მოვიდა? კომპიუტერი და ინგლისური თუ არ იცი დარხეული გაქვს,ს სამახურს ვერ იშოვი.
- მოგესალმებით! ძალიან მომწონს თქვენი პროექტი და დიდ მადლობას გადაგიხდით მსგავსი სახის ინტერნეტ-ჟურნალის დაარსებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ცოტათი მიუღებელია დი ჯეი მაქსის კითხვა-პასუხის ფორმატი, ვთვლი, რომ ის ამართლებს და სწორად აქვს შერჩეული ახალგაზრდა მკითხველებთან მიდგომის სტილი. რაც შემეხება მე, მიუხედავად ყველაფრისა, მეც მაინტერესებს ამ იდუმალი ბიჭის, დი ჯეი მაქსის აზრი, ჩემს ე.წ. პრობლემაზე: ვცხოვრობ ევროპაში, მყავს შეყვარებული, რომელიც ცოცხლად არასოდეს არ მინახავს და რომელიც თბილისში ცხოვრობს, გავიცანი ინტერნეტით, და სერიოზულად დავმეგობრდით, როგორ თვლი ასეთი სიყვარული შეიძლება მყარი იყოს, თუ როგორც ყველა ქართველი ბიჭი ერთობა ამით და საქმე-საქმეზე, რომ მივა კურდღელივით გაიქცევა?! მანონი (23 წლის) - აუფ! დაგენაცვლეე – რა გამწარებული ხარ?! რა იყო, უკვე გაგექცა კურდღელივით ვიღაც ხო? არადა ნიანგს აშკარად არ გავხარ და რატომ გაგექცა ნეტა?! თან ბოდიში მოიხადე რა, ყველა ქართველი ბიჭი ეგეთი არაა, იცი მე რამდენი ბედნიერი ქართული ოჯახის ქორწილში ვყოფილვარ, რომლებმაც ვირტუალურად გაიცნეს ერთმანეთი და საკმაოდ მყარი ოჯახებიც შექმენს?! გენაცვალე – 21-ე საუკუნეა და გარდა იმისა, რომ გოგო და ბიჭი კაფე-ბარებსა და თეატრებსა და კინოებში შეიძლება ერთმანეთს გაეცნონ, უკვე ყველაზე მოსული პონტია ვირტუალური ნაცნობობა, რომელსაც მერე მოწონების შემთხვევაში რეალში გადაზრდი რა! შენც კიდე, ჩამოხვალ და შეხვდები ხო? მოგეწონებათ ერთმანეთი? გააგრძელებთ ურთიერთობას, არ მოგეწონებათ და დაილია ვირტუალური რესურსები?! მე პირადადა მომხრე ვარ ასეთი ნაცნობობის, მთავარი გენაცვალე სიყვარულია, თორე სად და რა საშუალებით გაიცნობ საყვარელ ადამიანს არ გკიდია?!
- მაქს, მოგესალმები, გული მწყდება, რომ წერილი ორჯერ გამოგიგზავნე და ორჯერვე უყურადღებოდ დამტოვე, რადგან სურათს არ გაძლევდი, მე კი მართლა მჭირდება შენი რჩევა და იმედი მაქვს, რომ შენებურად ბევრს არ დამცინებ და მართლა ჭკუას დამარიგებ, რადგან მე ჯერ კიდევ ბავშვი ვარ. ბიჭი მიყვარს, რომელიც ჩემზე 9 წლით დიდია, მიყვარს მთელი გულით და სულით და შემიძლია მისი გულისთვის ყველაფერი გავაკეთო, რასაც მეტყვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ყველაზე ცოდო იმიტომ ვარ, რომ – ის, ჩემს სიყვარულს არ პასუხობს. მიშველე! ნანუკა (16 წლის) - ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ არანაირად არ ხარ პატარა ბავშვი, ბაბოჩემი 14 წლის იყო, რომ გათხოვდა და საერთოდ, 16 წლის უკვე ჩამოყალიბებული ხარ, ვერა ხედავ რამისაა სიყვარულისა თუ უსიყვარულობისგან გასკდე?! ახლა მეორე – გრეხი ნაღდად არაა, რომ 16 წლის გოგოშკას 25 წლის მუტრუკი გიყვარს, მაგრამ რა მაინტერესებს იცი? რა ჩემს ფეხებად გინდა ეგ სიყვარული თუ გულში ჩაიკალი და ჩაიმდუღრე? მიდი რა, რამენაირად მიახვედრე, ან წერილი მისწერე, ან მესიჯები გაუგზავნე, ან რამე ქენი! ხო, ფაიზაღია, რომ ეგ შენი დებილური ბავშვური გატაცებაა და მალე გაგივლის, მაგრამ სანამ გაგივლის ეგრე ხო არ მოიკლავ თავს? ხოდა ჩემო კარგო, მე გირჩევ, რომ გაბედული იყავი, საერთოდ იცოდე, რა – ჭკვიანი მამაკცია ეგ შენი ლოვე, რადგან ამ შემთხვევაში შენ, როგორც პატარამ უნდა გამოიჩინო ინიციატივა, აბა, იმან რომ გამოიჩინოს ეს ინიციატივა, “მისაპიზდი” იქნება მაგარი!!! - გწერთ გერმანიიდან! მიუნხენში ვარ 7 წელია, ვნახე თქვენი ინტერნეტ-ჟურნალი და აღფრთოვანებული ვარ თქვენით, განსაკუთრებით მომეწონა დი ჯეი მაქსი, რომელთანაც ერთი შეკითხვა მაქვს – შენც ისეთი აზიატი ხარ, როგორც უმეტესი ქართველი ბიჭებისა? ხო, და კიდევ – მესენჯერში, რომ მოგწერე, რატომ არ მიპასუხე? ნინო (24 წლის) - ჯერ იმით დავიწყოთ, რომ არაფერი გიკითხავს მესენჯერში და უბრალოდ მოკაკუნებით, იცი ეგრე რამდენი მიკაკუნებს საყვარელო მთელი მსოფლიოდან? :)) ასე, რომ მაგაზე მაპატიე. ახლა, რაც შეეხება შენს შეკითხვას – აზიატი რას ნიშნავს? სხვისი ნახმარი, რომ არაფერი მინდა, იმას?! არა, არა ვარ მაშ აზიატი – რადგან, სხვისი ნახმარი მანქანა მყავს საყვარელო, “კაკრაზ” გერმანიიდან ჩამოყვანილი, კიდე - სხვისი ნახმარი სახლი მაქვს ნაყიდი, ადრე სომხები ცხოვრობდნენ, ახლა მე - ქართველი ვცხოვრობ, კიდე - რა გითხრა აბა, მობილური ნაღდად ახალი მაქვს ნაყიდი, კიდე - ჯერ არავინ შემყვარებია ცოლად, რომ მომეყვანა და თუ შემიყვარდა, კარგი იქნება თუ ისიც ჩემი მობილურივით “ცელკა” იქნება და არა სხვისი ნახმარი, მაგრამ აბა კიდე თუ რამე გაინტერესებს აზიატ, ქართველ ბიჭებზე თამამად და პირდაპირ მკითხე, ოკ?!
- მაქს, მე 16 წლის ვარ, ვიცი რასაც ახლა მოგწერ, შენს რისხვასაც გამოიწვევს, რადგან ვიცი, რომ შენ კარგი ბიჭი ხარ და კარგ ბიჭებს კი არ მოსწონთ ლესბიანკა გოგონები, დიახ, მე მომწონს გოგონებთან ურთიერთობა, ბევრჯერ მიკოცნია მათთვის, მე მომწონს, როცა ისინი მეფერებიან და მეც ვეფერები და ეს არავინ იცის. მითხარი მაქს, ავადმყოფი ვარ? :(( ეთო (16 წლის) ბათუმი – ავადმყოფი ხარ, მა რა ჩემი ფეხები ხარ, გოგო?! მაგრამ, კიდევ შეიძლება შენი მკურნალობა, ახლოს რომ იყო გნახავდი და გიმკურნალებდი და შენს მადლს მოვისხავდი, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ მაგხელა აჭარაში ისე გამოსირდა შენს გვერდით მყოფი ბიჭების კონტიგენტი, რომ ვერავინ ის სითბო და ყურადღება ვერ დაგანახა, რომ ეგეთი ლესბიანკური, თან კაი სტაჟიანი ლესბიანკური გადახრები არ გქონდეს?! გოგო! მისმინე ახლა მე შენ კარგად, – თუ მართლა ერთობი და პროსტა ინტერესის გულისთვის წაულესბიანკებ, ჯანდაბას შენი თავი, გაგივლის, რომ ნახავ, რომ ლესბიანკური სექსი არ მოგეწონება, მაგრამ ვაი უბედურო დი ჯეი მაქს, რომ მოგეწონს?! მაშინ, შვილო ერთს გირჩევ – იცხოვრე შენი ცხოვრებით, გააკეთე ის რაც გსიამოვნებს, მაგრამ აბა ერთხელ სცადე და მოძღვართან გაიარე და უბრალოდ უთხარი კაი?! თუ მანაც ვერ გიშველა – ღმერთმა გაპატიოს მაშინ მთელი ცხოვრება.
- მთელი გულით გეუბნებით, რომ ძალიან გამეხარდა თქვენი ჟურნალის ახალი სიცოცხლე, და ყველაზე მეტად მაქს, შენი დანახვა. ვიცი, რომ მიწასთან ასწორებ ხოლმე მათ ვინც დახმარებას გთხოვს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენში პილპილმოყრილი მადლია და ძალიან თუ არ გამწირავ კარგი იქნება, ბოლოსდაბოლოს ძველი მკითხველობის ხათრით მაინც. ჩემი პრობლემა კი იმაშია, რომ სამი წლის წინ გავთხოვდი და მეუღლე 4 თვეში დაიჭირეს წამალზე, ახლაც ზის, მისი ნახვის საშუალება ძალიან იშვიათად მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ლამისაა კონტაქტი აღარ მაქვს, მე კი აქ იმდენად მარტო დავრჩი, რომ სხვა მამაკაცს მივეცი ჩემთან ახლოს ყოფნის საშუალება, რომელც მეხვეწება, რომ მისი გავხდე და მართლა დაბნეული ვარ, რა გავაკეთო არ ვიცი, ვერასოდეს გავბედავ ახლობელს ვკითხო რჩევა, რადგან ეს საიდუმლო უკვე 2 წელია გრძელდება და ერთადერთი ხარ ვისაც გავუმხილე. გთხოვ ძალიან ნუ გამაცამტვერებ. ანუკა (23 წლის) – არა, არანაირად! მე რაღა უნდა გაგაცამტვერო, ისედაც ბოლომდე ხარ დორბლში ჩამდგარი. რა ვერ გავიგე საყვარელო იცი? – ეს შენი საიდუმლო, რომ 2 წელია გრძელდება, ანუ 2 წელია სექსი გაქვს ახალ კაცთან და ეს შეუმჩნეველია ყველასათვის?! საღოლ გენაცვალე! თუ არაფერი გაქვს მასთან და აი, ეგრე პროსტა მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ უკვე დროა ლოგინში ჩაწოლისა, რადგან იმის ნერვები აღარა გაქვს, რომ შენი ნარკომანი ქმრის გამოსვლას უცადო, ხო?! ახლა, კარგად მომისმინე, მე არვიცი სიყვარულით გათხოვდი თუ არა (ჩავთვალოთ, რომ სიყვარულით), მაგრამ ფაქტია, რომ გათხოვილი ქალი გქვია და ჩათლახობას აქვს ადგილი, ბოლო-ბოლო შენ თავთან იყავი მართალი იმაში, რომ მაგასთან მარტო სექსი გაქვს შენი ქმრის ციხიდან გამოსვლამდე, მაგრამ როგორც უმეტესობა დეგენერატკებისა, შეიძლება ამასობაში ეგეც შეგიყვარდეს და მაშინ უნდა გაშორდე შენს ნარკომანს და თუ ეგ კაციც არ გამოგადგა, მაშინ? ჩემი რჩევაა, რომ ეგ შენი ახალი, შენს ქმარს დაელაპარაკოს და თუ შენი ქმარი იმდენს შესძლებს, რომ მაგ შენს საყვარელს, “სვაბოდაზე” სხვის ცოლებს რომ ეკურკულება, დაარწმუნებს რომ – გამოვა და დედის ნაკერებს აახევს, ე, მაშინ შეეშვი მაგ საყვარელს და თუ არ შეეშინდება – მაშინ დაია, დარწმუნებული უნდა იყო, რომ არ შემცდარხარ საყვარლის არჩევაში! - ჩემს სკოლაში სხვა სკოლიდან ახალი ბიჭი გადმოვიდა, პარალელურ კლასში სწავლობს, მაგარი სიმპო ტიპია, მისი კლასი ჩემი კლასის წინაა და ყოველთვის ვხვდები ხოლმე, მაგრამ არ მიცნობს, უბრალოდ ვგრძნობ რომ იცის, რომ მომწონს, რადგან სულ ვუყურებ, ერთი ორჯერ გავუცინე და გამიცინა, მარა გაცნობის ინიციატივას არ იჩენს, შეყვარებული ყავს ხო ალბათ? ნინო, 15 წლის - რაო ნინიკელა, მოგეწონა პიკასო?!!! :) გენაცალე შენა, მერე ვინ გითხრა, რომ გრეხია შენგან გამოჩენილი ინიციატივით გაიცნო? მითუმეტეს გრძნობ, რომ იცის რომ მოგწონს, და უღიმით კიდეც ერთმანეთს, ერთ მშვენიერ დღეს, გამარჯობა უთხარი სიხარულო და ისევ გაუღიმე, მეორე დღესაც გამარჯობა უთხარით ერთმანეთს, მოკლედ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ადამიანთან ურთიერთობა, თორე ეგრე თუ იფიქრე, ვაიმე შეყვარებული ხო არა ყავს და არ მინდაო?! მერე კი, გამარჯობას – როგორ ხარ, რას შვები-თქო? მოაყოლებთ და ასე გენაცვალე – დაუახლოვდები და დეგენერატი ვიღაცა თუ არაა, შენისთანა ლამაზი გოგო არ უნდა გაუშვას ხელიდან! სცადე რაღააა!!!
- როგორ უნდა მოვიქცე, თუ ბიჭი, რომელიც მე მომწონს და შეიძლება ითქვას ერთდროს ძალიანაც მიყვარდა (მიკოცნია კიდეც), აბსოლუტურ უყურადღებობას იჩენს ჩემს მიმართ და ხანდახან თუ ვგრძნობ ხოლმე მისგან ქარაგმულ გადაკრულ სიტყვებს, რომ ჩემთან უნდა, რომ ერთად ვიყოთ და ვერ მივმხვდარვარ, ეს სიყვარულია მისებური თუ მე მეშლება რამე? ნია (20 წლის) - უიმე დაგენაცვლე რა ლამაზი სახელი ქგვია, გოგოვ?! Mარა, მოდი ჯერ შენს შეყვარებულს მივხედოთ, ან უფრო სწორედ - ვითომ შეყვარებულს, რას მაგონებ იცი – ჩაძირულ აისბერგს, რომ დნება წყალში და ფაიზაღი, რომ იცის, რომ ლღვება და არასოდეს აღდგება, კაცი რომ ყურადღებას არ გაქცევს და ქარაგმული გამოხტომებით მხოლოდ ვნებიან ფრაზებს მოგარტყოცნის, ეგეთი კაცი როგორ უნდა გიყვარდეს? დედა, რა დურაკები ხართ ეს პატარა გოგოები რა – დღეში 2-ჯერ ხო მაინც უნდა მოგიკითხოს, გოგო? მიგაცილოს, მოგაცილოს, მოგილოცოს მოსალოცი და საწუხარი გაიზიაროს, აბა გენაცვალე მე შეყვარებული და სიყვარული ეგეთი მესმის თორემ, შენს ტურტლიან შეყვარებულს თუ არ აკოცე, რა – სხვას ვერ მონახავ მაგ საქმისთვის?! ჭარსულით ნუ ცხოვრობ მაგ ამბავში მომავლით უნდა იცხოვრო, აწმყოში კი, გაერთე რა! ხვალ კი აღარ იქნები 20 წლის! - მთელი გულით და უდიდესი სიყვარულით მოგიკითხავთ მთელს “ვარსკვლავეთს”, არც კი იცი მაქს შენი დანახვა როგორ გამეხარდა, რადგან მახსოვს ბავშობაში შენი რჩევები ისე მადგებოდა ჭკუაზე არ ვიყავი ხოლმე, მაგრამ ახლა გავიზარდე და ისევ ისე ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, როგორც ადრე, წლების წინათ ვაფანატებდი შენზე :) მაქს ცოლი არ მოგიყვანია? ქეთი 21 წლის - 21 წლის? და შენი თავი ახლა დიდი გგონია? :)))))) ისე, კი გაქვს ჩაჟუჟუნებული თვალები სიხა, მარა ნამდვილად არ მახსოვხარ რომელი ხარ, არ შემხვედრიხარ ეტყობა, თორემ შენისთანა ანგელოზ ბოვშვს დავივიწყებდი მეე? :) რაიო, რას მეკითხები? ჩოლი ხომ არ მოგიყვანიოა? :) მე შვილო გიჟი კი ვარ მარა დებილი კი არა ვარ :) რა დეროს ცოლია? ჭკვიანი კაცი ახლა ცოლს მოიყვანს? ვისაც ყავს ის აგდებს და მე მოვიყვანო? Aრა გენაცვალე, ჯერ კაად უნდა გავერთო, ვიგულაო, თანაც გენაცვალე, სადღაა წესიერი გოგოები? მე კიდე – ჭეშმარიტი ქართველი, მამულიშვილი ვარ და არაქალიშვილს არ მოვიყვან ცოლად :)) სხვისი ნახმარი გენაცვალე მანქანა არ ვიყიდე გენაცვალე მე და ქალს მოვიყვან? :) ენაცვალოს ჩემი თავი ჩემს ვერცხლისფერ “ც” კლასს, კიდო ტაოტის სუნი აქვს, სახლიც კი ახალი აგურით ავაშენე, არათუ ცოლი :)) ისე, მოიცა რატომ მეკითხები? :)))))) - მოგესალმებით, მე თეკო ვარ, 20 წლის, 4 წელია საქართველოდან წამოსული ვარ და ვცხოვრობ გერმანიაში, მიუნხენში. საქართველოში რომ ვიყავი ვაფანატებდი თქვენს ჟურნალზე და განსაკუთრებით შენზე მაქს და უზომოდ მიხარია, რომ დღეს ისევ მაქვს შესაძლებლობა შენი მოსმენისა და შენთან საუბრისა, რადგან უზომოდ დიდ მონატრებას და ნოსტალგიას განვიცდი საქართველოზე, მენატრება ყველა და ყველაფერი ქართული და მიუხედავად იმისა, რომ აქ ძალიან ბევრი ქართველი ვართ, მე მაინც მანდ მინდა, თბილისში, სადაც ჩემი შეყვარებული ცხოვრობს, სადაც ჩემი ახლობლები არიან და ვენატრები, რა ვაკეთო მანდ არ ვიცი? ზაფხულში ვიყავი და თითქოს გაუცხოებული იყო ყველაფერი, ევროპული გაგების გოგო ოჯახმაც თითქოს ვეღარ მიმიღო, არადა მენატრება მადაურობა მაქს!!! გოგა მენატრება! თბილისი!!! - თეკო (20 წლის) მიუნხენი - შენ შვილო თვითონ ვერ გაგიგია რა გინდა, ეგრე სადაა ჩიჩიაც გინდა და ბაბაც?! თან ვერ გავიგე ევროპული აზროვნების გოგო არ მიგიღეს რას ნიშნავს?! რაიყო, ქალისშვილი აღარ ხარ? - ეუფ! დაიქცა ქვეყანა! აქ, ეგ სულ ცალ კაკალზე კიდია ყველას! თბილისი ევროპული ყაიდის ქალაქია, ვერა ხედავ რამდენი შადრევანია? ვერა ხედავ რა გაკრასკული სახლები გვაქვს? ვერა ხედავ რამდენი საქანელებია? თუ გენატრება აქაურობა და ვიღაცა გოგა (ალბათ შენი ლოვეა ხო სიხა?) ჩამო და იყავი აქ, რას გარბიხარ მაგ ტურტლიან მიუნხენში? ანდა რას გარბოდი ნეტა ზაფხულში, რომ იყავი ჩამოსული?! შენ დაიკო, შენს თავში გაერკვიე რა გინდა - კაი ხელფასიანი და ევროპული ძალად-კაიცხოვრება, თუ ცვრიანი ბალახი და გაკრასკული თბილისი, სადაც თურმე შენი გოგა გელოდება! სამსახურს აქაც იშოვი, ჩამო, ჩამო!!! - სიგიჟემდე მიყვარს ერთი ადამიანი, რომელიც ჩემზე 5 წლით დიდია და თვითონ პატარა ბავშვივით მიყურებს მხოლოდ, თან ჩემს გრძნობებშიც ვერ ვუყტდები, რადგან დაცინვის მეშინია მისი მხრიდან, არადა მე მართლა მიყვარს, როცა ის მოდის ტანში მაჟრიალებს ხოლმე, რომ გადამკოცნის, როგორ ჩავიკლა ეს სიყვარული? თამუნა (16 წლის) თბილისი - და რატო უნდა ჩაიკლა? რა დეგენერატივით ლაპარაკობ?! 5 წლით დიდია 50-თ ხო არა?! შენ იმის ხო არ გეშინია, რომ მამენტ უარი გაჯახოს ან გამოგიყენოს? ნუ ხარ მითქვამს მე შენთვის აცუნდრუკებული და სერიოზულად მიუდექი საკითხს და “ვაბშე” რატო გგონია, გრეხია, რომ პირველი შენ დაანახო ბიჭს შენი სიმპათია? რომელი საუკუნეა ეგეთები, რომ ტეხავდეს, ჰა?! ემესიჯე, მოიკითხე ხოლმე, თბილად ელაპარაკე და თუ დურაკი არაა, უნდა მიხვდეს რამეს და დანარჩენს თვითონ მოაყომარებს, ლამაზი გოგო ხარ და შანსი არაა, სულ პატარასავით გიყუროს, მარაააა…. ზასაობას არ გასცდეს შენი ურთიერთობა, თორეეეე დაგერხევა!!!
- წელს ქობულეთში გავიცანი ერთი სიმპათიური ბიჭი, დავმეგობრდით და 2 კვირა ერთად ვიყავით ყოველ დღე და ყოველ საღამოს, წამოსვლამდე 1 დღით ადრე, ღამე პლიაჟზე მაკოცა და რომ ნახა, რომ მომეწონა, დამპირდა თბილისში, რომ ჩავალთ ერთმანეთს შევხვდეთო, მას მერე ვურეკავ, მაგრამ ნომერი სულ გამორთული აქვს, მისამართი კი არ უთქვამს. არადა, ის იყო პირველი ვისაც ვაკოცე! ირაკლი სიჭინავა - მენატრები! ეკუშკი (16 წლის) თბილისი - კიდე კაი შე უბედურო, რომ მარტო ეზასავე და მეტი არაფაერი :)) გული უნდა დაგწყვიტო, მარა უნდა შეეგუო: - იმ ტიპისთვის, შენ ჩვეულებრივი გართობა, საზღვაო რომანის მსგავსი იყავი, ვინ მოთვლის ალბათ მერამდენე და ის, რომ შენთან ერთად იყო დღედაღამე 2 კვირა არაფერს ნიშნავს, შენც კაი დეგენერატი ხარ სახლის ნომერი რატომ არ გამოართვი?! და “მამენტ” რა იცი, რომ ვაბშე ცოცხალია? ან საიდან იცი, რომ თბილისელია? სულ “ტო”-ებითა და “ჩემი დედა მოვ???ნ”-ით ლაპარაკობდა? იქნებ სულ არაა თბილისელი? მოკლედ - ვეძებთ ვინმე ირაკლი სიჭინავას, რომელმაც წელს იზასავა ქობულეთში 16 წლის ეკუშკასთან :) ე, ბიჯო გამოჩნდი სადმე ცოდვაა ბოვშვი, კიდო უნდა ზასავი :))
- მაქს, ნეტა იცოდე როგორ გამეხარდა შენი დანახვა, არც კი იცი, რომ გავიგე, რომ ინტერნეტში შენც ბრუნდებოდი, “ვარსკვლავებთან” ერთად, რამხელა სიხარული ვიგრძნი, როგორ მახსოვს იცი ბავშობაში ბევრი სხვა გოგოსავით, რომ ვაფანატებდი უცხო, კაი ტიპ, ვიღაც დი ჯეი მაქსსზე, რომელმაც მთელი საქართველოს გოგოები გადარია… მეც ერთ-ერთი ვიყავი მაშინ და მიხარია, რომ შენ დავბრუნდი და ვიცი, რომ შენი მწარე ენით ძალიან ბევრს დაუბრუნებ რეალობას, მაგრამ აქაც უნდა იუზრდელო? :) თუმცა შენ ყველაფერი გიხდება, მათ შორის უზრდელობაც, ისეთი საყვარელი ხარ…. ნანა (22 წლის) თბილისი - დაგენაცვლე, ნეტა ვიცოდე ერთი რომელი იყავი ბოვშობაში? :) ხო გენაცვალე, მე დავბრუნდი და თუ რამე გაგიჭირდეს აგერაა შენი მაქსი და არ დაგზარდება დახმარებაზე, ახლა არც ინკოგნიტო ვარ და არც იდუმალი, ყველამ იცის ვინც ვარ და ყველამ იცის რა სირზე მკიდია როჟაც ვარ :), არ მოგერიდოს დაგენაცვლე, რამე თუ დაგჭირდება აუციელბლად მომწერე!!!
- სალამი მაქსუკელა! გწერ შტატებიდან, მე მარიკა ვარ 27 წლის, თბილისიდან 4 წლის წინ წავედი, ყოველთვის ვიყავი “ვარსკვლავების” მკითხველი და ახლაც არ იცი რამხელა ნოსტალგია მომაწვა, “ვარსკვლავების” საიტი რომ ვნახე ინტერნეტში და აი, შენც - ყველაზე საყვარელი ბიჭი, ისევ დაბრუნდი! მინდა შენი საშუალებით ჩემი მონატრება გავუზიარო ყველა ქართველს, ჩემს ქმარს და 2 შვილს, რომლებიც თბილისში დავტოვე და სამუშაოდ აქ წამოვედი, უზომოდ მენატრებით ყველა და მათ შორის შენც, ჩემო მაქსუკელა.. ელენე (27 წლის) ვირჯინია, აშშ - რაიოოო?!!! ქმარი და 2 შვილი დატოვე და წახვედიო?! იმედია მანდ არ გაგიჩენია ახლა ვინმე დეგენერატი და ზღვლინტიანი აფრო-ამერიკელი “ბოიფრენდი” და კვლავ შენი ქმრის და ოჯახის ერთგული ხარ!!! თორე, ხარ ღირსი დაბრუნების შემთხვევაში შამფურზე წამოცმისა! პრინციპში ვინ რას გაიგებს, მარა მაინც! ქალო - ქმარმა, რა პონტში გაგიშვა მარტო, ე, ანგელოზივით გოგო სამუშაოდ შტატებში?! ჰა?! განა ასეთი რა გაჭირევბა იყო, რომ დაშორებაზე დათანხმდი და ახლა მაგ ნოსტალგიით ხო “იასნია” რომ კვდები რა!!! ვერაფერი გამიგია შვილოსან, არ გვარტყი ამერიკასაც და ესპანეთსაც, თუ შენს ქმარ-შვილთან ერთად არ იქნები? მითუმეტეს ამბობ, რომ გიყვარს და გენატრება! ერთი შენი ტელეფონი მომწერე მაილზე, უნდა დაგელაპარაკო! varskvlavebi |