mtavari
2014 clis ambebi
2013 clis ambebi
2012 clis ambebi
2011 clis ambebi
2010 clis ambebi
2009 clis ambebi
2008 news
2007 news
2006 news
jurnali VARSKVLAVEBI
konkursi
tv
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI

საქართველოს მუსიკლაური დაჯილდოების "მეგას" მე-14 ცერემონიალი (სრული ჩანაწერი - ნაწილი I)

საქართველოს მუსიკლაური დაჯილდოების "მეგას" მე-14 ცერემონიალი (სრული ჩანაწერი - ნაწილი II)

ქართული, მოკლემეტრაჟიანი მხ.ფილმის "ტრაქტორი" დახურული ჩვენება "კინოს სახლში"

სარეკლამო ჟურნალ "ექსკლუზივის" საიუბილეო მე-10 ნომრის პრეზენტაცია

ქართველი ვარსკვლავების საახალწლო-საშობაო კონცერტი ქუთაისში

ექსკლუზიური რეპორტაჟი "იუმორინა-2013"-ს კულისებიდან

საქველმოქმედო დეფილე რესტორან "თეთრ სახლში"

ლიკა ყაზბეგის პროექტი "წარმატებული ქალები პოდიუმზე"

საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-14 ცერემონიალი

საბავშვო სპექტაკლის პრემიერა - "კარის თეატრისგან"

ეთერ კაკულიას ახალი კლიპი - "აფხაზეთო ჩემო"

ქართული ტრადიციული სიმღერების ინტეგრირებული საქველმოქმედო საღამო

მაკა ქაჯაია და მისი მეგობრები

რეპორტაჟი ეთერ კაკულიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან - "თბილისი-მერიოტი"

სამოდელო სააგენტო "მაქსიმუმის" ჩვენება-ფართი კლუბ "მოსკოვში"

იოანე არაბულის კონცერტი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდისთვის

ქართული მხ.ფილმის "სახლი, რომელიც ფანჯრიდან გაიპარა" დახურული ჩვენება-პრემიერა

ბერას წინასაარჩევნო კონცერტი გიორგი მარგველაშვილის მხარდასაჭერად

გოგა გოგილაშვილის წიგნის პრეზენტაცია

BATUMI CALLING მუსიკალური ფესტივალი

მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაული - 2013 წელი

არა ოკუპაციას - ქართველი მუსიკოსების აქცია თბილისში

ახალგაზრდა პოეტების და მუსიკოსების საღამო

ქართველი მომღერლების ერთობლივი მუსიკალური აქცია - ჰიმნი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

ჟურნალისტების აქცია "არა რუსულ ოკუპაციას" სოფელ დვანში

ხობის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი "მზიური" და თამარ გვერდწითელის ექსკლუზიური კადრები

საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში - პაატა თედიაშვილი, ქეთი გომართელი, ეთერ კაკულია, ანი სირაძე, გოგა მესხი და სხვანი

ბონდო კოპაძის წიგნის პრეზენტაცია, მიძღვნილი ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლის იუბილესადმი

როკ-ფესტივალი აქცია მუშთაიდის ბაღში - "როკი ნარკომანიის წინააღმდეგ"

რა სჭირს სინამდვილეში ჯაბა ბოჯგუას, სცემებს თუ არა ის სინამდვილეში გლდანის ციხეში ყოფნის დროს, ვინ ავრცელებს ცნობებს მისი გარდაცვალების შესახებ, - სიმართლე ჯაბა ბოჯგუაზე, წარმოგიდგენთ ვიდეო-სიუჟეტს - "ჯაბა ბოჯგუას სიცოცხლის გზა"

უკრაინელი ლამაზმანი ვარსკვლავის - ლილუ ვეგას და ქართველი რეპერის - მასტერის საიდუმლო კავშირი, რატომ ეწვია ქერა ქალბატონი თბილისს?

ხატია წერეთლის საქველმოქმედო კონცერტი-ქაფი-ფართი აბასთუმანში

ლიკა ყაზბეგის პროექტი - პიარ-მენეჯერების ჩვენება

მხატვარ მონუმენტალისტ ნინო ბილიხოძის პირველი გამოფენა საქართველოში

ფესტივალ-კონკურსი "ნარინჯისფერი ქობულეთი 2013" - ხელოვნების ზეიმი ქობულეთში

ლილუ ვეგა თბილისში

lilu

ცნობილი უკრაინელი მომღერალი, ტელე და რადიო წამყვანი ლილუ ვეგა თბილისს ესტუმრა. მას უკვე კარგად იცნობს ქართველი მსმენელი და მაყურებელი. მისი სიმღერა „Кто ты такой“ უკვე კარგა ხანია ჰიტატ იქცა, ასევე აპრილში ლილუმ თბილისში უკრაინული მოდის კვირეულის დღეები გახსნა და თვითონვე მიიღო მონაწილეობა დიზაინერ თამუნა ზაუტაშვილის კოლექციის ჩვენებაში.

ამჯერად, ტელეკომპანია "იმედის" , „ავტო რადიოსა“ და „აფხაზეთის ხმის“ ეთერში მისი ახალი სიმღერის “Люби меня Dოლცე Vიტა” პრემიერა გაიმართა. ლილუ აწარმოებს მოლაპარაკებებს დუეტის ჩაწერის თაობაზე ერთ-ერთ ქართველ შემსრულებელთან. მან ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა რომ თავისუფალ დროს საქართველოში თავს ჰარმონიულად გრძნობს, სიამოვნებით ათვალიერებს თბილისს და მთლიანად გადაერთო ქართულ სამზარეულოზე და სახლისთვის უამრავი ქართული სანელებლები შეიძინა.

ლილუ ახალი კლიპის გადასაღებად რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში. ამ კლიპის პრეზენტაცია, მალე საქართველოშიც შედგება. ასევე, ერთ თვეში, ლილუ ბათუმში კონცერტს ჩაატარებს. კიევში გაფრენის წინ მან საქართველოს წინსვლა, არაჩვეულებრივი ზაფხული და წარმატებები უსურვა. ავტორი - კობა ბრეგვაძე

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი, ჟურნალისტების "ტუსოვკა" კლუბ "ფ1"-ში

კულტურის მინისტრის შეხვედრა ჟურნალისტებთან

საქველმოქმედო კონცერტი "ძალა ერთობაშია"

ჯგუფი "მუმბოქსი" აჭარის რეგიონში, კურორტი ჩაქვი, სასტუმრო "ოაზისი", სეზონის გახსნა

რუსთავის ანსამბლ "აკორდის" სოლო-კონცერტი

პოლიტექნიკური ინსტიტუტის 1963 წლის კურსდამთავრებულთ არქიტექტორებისა და მშენებლების შეხვედრა - 50 წლისთავი

„ტოქაფე“-ს და მეგობრების რეპ-საღამო

ეკა კვალიაშვილის და მისი მეგობრების საღამო კლუბ "ტრიუმფში" - ესქსკლუზიური კადრები

თვითნასწავლი ქუთაისელი მხატვრის ქრისტინე რობაქიძის გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში

საბავშვო-თეატრალური სტუდია "ჭინჭრაქას" საქველმოქმედო სპექტაკლი

2013 წლის 15 აპრილი - სიყვარულის დღე, აქცია-კონცერტი 8 წლის თენგო ზაკაშვილის დასახმარებლად, "ლეიკემია სიყვარულით იკურნება"

"მეგობრული ივენთი" "მაგთი-კლუბში"

"ტაში-ფართი" - მერაბ სეფაშვილი და მეგობრები

ეთერ კაკულია და მისი მეგობრები მარტვილში

ნინი შერმადინის ოფიციალური კომენტარი მის გარშემო ატეხილი ე.წ. "ებრაული სკანდალის" შესახებ

ზურა ჩინჩალაძის შემოქმედებითი საღამო

კომპანია "მარიგოლდის" ჟურნალ "ვიჟენ-მარიგოლდის" პრეზენტაცია საჯარო ბიბლიოთეკაში

მზია კვირიკაშვილის ხსოვნის საღამო ბათუმში, - დათო როსტომაშვილი, ეთერ კაკულია, ბიძინა მახარაძე, ვახო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, "ქალთა ტრიო", გურამ ჯაში - ექსკლუზიური რეპორტაჟი ბათუმიდან

"ქსოვრელების" საღამო "მაგთი კლუბში"

საქველმოქმედო პროექტი-ჩვენება საჯარო ბიბლიოთეკაში - "ბავშვები ბავშვებისათვის"

"სულ სხვანაირი მაია ასათიანი" - მას ყველა იცნობს, მასზე ჭორაობენ, მასზე ყველგან საუბრობენ, მის გადაცემას ყოველ ხუთშაბათს ელოდებიან, ხალხს ჰგონია, რომ მასზე ყველაფერი იცის... აქ მოუსმენთ მაია ასათიანს, რომელიც გულახდილად საუბრობს წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე, პასუხობს დიდი ხნის წინ დასმულ და აქამდე პასუხგაუცემელ კითხვებს, - ასეთი მაია აქამდე არ მოგისმენიათ... ის, თამამად საუბრობს ყველაზე და ყველაფერზე... "სულ სხვანაირი მაია ასათიანი" ბესიკ ჩუბინიძის საავტორო გადაცემაში "პირისპირ" (შედით საიტზე და მარტივი პროცედურების გავლის შემდეგ გადმოწერეთ ინტერვიუ მაია ასათიანთან)

nanuka jorjoliani

ეთერ ჭელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში - ეთერ კაკულია, მაკა ქაჯაია, ბესო კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, გურამ ჯაში, ბიძინა მახარაძე, ზურა კობეშავიძე, ვახო ტატიშვილი, ლადო ჯანელიძე.... ბიძინა ივანიშვილი და სხვანი :)

ელდარ შენგელაიას შემოქმედებითი საღამო თსუ-ში

გალა-კონცერტი "არტ-ჰოლში" - ეთერ კაკულია და მეგობრები

ქართველი ვარსკვლავები კახეთში, სოფელ აფენში, 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე ეთერ კაკულიასთან, თემო წიკლაურთან, ზურა კობეშავიძესა და ნუგზარ კვაშალთან ერთად (ექსკლუზიური რეპორტაჟი)

სილამაზის სალონ "ელინის" საჩუქარი-სიურპრიზი ქალბატონებს სარვამატოდ

საქველმოქმედო საღამო - „მარადისობა ხელოვნებაში“

გვანცა ბაგრატიონი გადაცემაში "პირისპირ" - რა საიდუმლოს ამჟღავნებს ბარბი-გოგონა ჟურნალისტთან, სად გაყოლაზე დათანხმდა წამყვანს სკანდალური ინტერნეტ-რეპერი, როგორი მამაკაცები მოსწონს გვანცა ბაგრატიონს, რა მიზნები აქვს ცხოვრებაში და საერთოდ - სულ სხვანაირი გვანცა ბაგრატიონი :) გადაცემაში "პირისპირ"

ვახო ტატიშვილი გადაცემაში "პირისპირ" - არის თუ არა განახლებადი იუმორის დეფიციტი საქართველოში, ვის უფრო მეტად აქვს იუმორის გრძნობა განვითარებული, ედუარდ შევარდნაძეს, მიშას თუ ბიძინას, რას ფიქრობს ლეგენდარული "ივერიელი" ამ პერიოდში მოსკოვში გასტროლების შესახებ და უამრავი საინტერესო და სახალისო თემა

ქართველი ვარსკვლავები ხაშურში

ლაშა ღლონტი გადაცემაში "პირისპირ ბესო ჩუბინიძესთან" (ვიდეო ჩანაწერი)

ოკუპაციის საწინააღმდეგო მუსიკალური აქცია "შარდენ-სკვერში"

ერთი იუმორისტის - გიორგი აფციაურის კონცერტი ფილარმონიაში

საქველმოქმედო საღამო "არტ-ჰოლში"

19 თებერვალს ''არტ-ჰოლში'' საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართაშორენა ბიბილეიშვილისა და გიორგი ხუციშვილის ორგანიზებით, 39 წლის მაკა ბარამიძის დასახმარებლად. საღამო მრავალფეროვანი იყო. მონაწილეობდნენ: - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "ერისიონი" და მასთან არსებული უამრავი ქორეოგრაფიული ანსამბლი;

კონცერტში მონაწილეობას ღებულობდა მარკუს მეტრეველი, რომელიც ყოველთვის მონაწილეობს მსგავს აქციებში; ქეთი გომართელი, ანი სირაძე, პაატა თედიაშვილი, ცოცხალი ლეგენდა თემურ წიკლაური, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ - - ქველმოქმედება, როგორც მოქმედება, დიდი რამ არის ჩემს წარმოდგენაში და როდესაც უფალი და ადამიანი მაძლევს ამის საშუალებას ეს სასიხარულოა. მართალია ასეთი ქველმოქმედება რთული ასატანია, როდესაც ავადმყოფს ეხმარები, მაგრამ ეს ავადმყოფობა ალბათ ღმერთმა მოუვლინა და ჩვენ ადამიანები იმიტომ ვართ, რომ მას გვერდით დავუდგეთ. ხაზგასასმელი ის არის, რომ საქართველოს კიდევ შემორჩა ის დიდი სულიერ სიმდიდრე, რასაც ქველმოქმედება და თანადგომა ჰქვია. სცენაზე შესრულდა საოპერო და კლასიკური სიმღერებიც, რომელთა შორის გამორჩეული იყო ნონა ბერაძის მიერ შესრულებული პატრიარქისადმი მიძღვნილი "ალილო" (კომპ. ნანა გველესიანი). კონცერტის წამყვანობა პაატა თედიაშვილმა მოირგო საკუთარ თავზე, რომელმაც სიმღერით გახსნა და შესანიშნავად წარუძღვა ღონისძიებას - კონცერტს ის უფრო საინტერესოს ხდიდა, რომ ყოველი საცეკვაო ნომრის ირგვლივ პაატა მცირე შემეცნებით ექსკურსაც აკეთებდა.

- მსიამოვნებს, რომ ამ ღონისძიების წამყვანი ვარ და წილად მხვდა ბედნიერება, ჩემი წვლილი შემეტანა, იმ საერთო სიკეთეში, რომელსაც ქველმოქმედება ჰქვია, მითუმეტეს რომ ყველაფრის მოთავე და სათავე იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ერისიონი“. მიმაჩნია, რომ ქველმოქმედება და სურვილი იმისა, რომ კეთილი სამე აკეთო - არის ადამიანის სულის უმაღლესი გამოხატულება". განაცხადა პაატამ „ვარსკვლავებთან“ საუბრისას. ავტორები - ხათუნა კორთხონჯია

ბიძინა ივანიშვილი: - ჯემალ აჯიაშვილი ორი ერის საამაყო შვილია

რუსთაველის სახელმწიფო თეატრში 19 თებერვალს ქართველი-ებრაელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას საშვალება მიეცა, დოკუმენტური ფილმი ენახათ ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრებაზე და საჩუქრად მიეღოთ მისივე ალბომი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. მისი სიტყვებით „ - ჯემალ აჯიაშვილი თანამედროვე სიმბოლო იყო ებრაელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრული ურთიერთობისა. როგორც ქართული ენის მესაიდუმლემ, ღრმა კვალი დატოვა ჩვენს მწერლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ სხვა უამრავ საპატიო სტუმართან ერთად ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, რომელმაც მოკლე წინადადებაში გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის ხსოვნისადმი პატივისცემა გამოხატა, ამ ადამიანისადმი - ჯემალ აჯიაშვილი ორი ერის საამაყო შვილია, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ჯემალ აჯიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის წინაშე, მან მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის შედევრები თარგმნა და ქართველ მკითხველს გააცნო: - ბიბლიის ფსალმუნები, ბერძნული და სპარსული პოეზია, დანტეს, მიქელანჯელოს შემოქმედება და ა.შ. ამასთანავე ის იყო პოეტი, სწორედ ამ საღამოს მისი შემოქმედებიდან რამოდენიმე ლექსი ქართველი ხალხის საყვარელმა მსახიობებმა მურმან ჯინორიამ, ლევან ხურციამ და მარინა კახიანმა წარმოადგინეს და თავისი ხიბლი შემატეს ამ აკადემიურ, მაღალორგანიზებულ და ლამაზ საღამოს.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ის, ემოციები, რასაც ისინი გრძნობდნენ და გამოხატავდნენ ლექსის წარმოთქმის დროს. შესრულდა ნაციონალური „ქართული“ და ტრადიციული ებრაული ცეკვა ანსამბლ „როკვას“ მიერ. მშვენიერი საღამო მრავალხმიანი სიმღერის ჰანგებით დააგვირგვინა ანსამბლმა „ალილომ“ და სოლისტმა მარიკა მირელაშვილმა, რომელთა ერთობლივი ნამუშევარიც ახალი მუსიკალური სიტყვა შეიძლება იყოს ქართულ მუსიკალურ რეალობაში. (ამ სიმღერის რადიო-პრეზენტაცია 26 თებერვალს, რადიო „საქართველოს ხმაზე“ შედგება საავტორო გადაცემაში „პირისპირ ბესო ჩუბინიძესთან“). ავტორები - მაგდა ილურიძე

ანრი ჯოხაძე და ვერიკო ტურაშვილი რადიო-გადაცემაში - "პირისპირ" (პირდაპირი ეთერი)

ნანა ცინცაძის ორგანიზებული საქველმოქმედო საღამო ლეიკემიით დაავადებული პატარა თენგო ზაკაშვილისთვის

ვერიკო ტურაშვილის კლიპის პრეზენტაცია (რეჟისორი ანრი ჯოხაძე)

საქველმოქმედო აქცია-კონცერტი "ლეიკემია იკურნება"

ვარსკვლავები გორში, ეთერ კაკულია, ნუგზარ კვაშალი, ვახო ტატიშვილი, მაკა ქაჯაია, ნუგზარ ერგემლიძე, ბიძინა მახარაძე, პაატა თედიაშვილი, ზურაბ კობეშავიძე - 8 თებერვალს, გორში

ნანუკა ჟორჟოლიანის გულახდილი ინტერვიუ

nanuka jorjoliani

ეკა ბესელიას პირველი გულახდილი ინტერვიუ, - გამოძახილი წარსულიდან ჩვენს "პირველ პოლიტიკურ რუბრიკაში"

ეკა ბესელიას პირველი გულახდილი ინტერვიუ, - გამოძახილი წარსულიდან ჩვენს "პირველ პოლიტიკურ რუბრიკაში" - ეს იყო რამდენიმე წლის უკან, როცა ეკა ბესელიას ერთი წლის დაწყებული ჰქონდა პოლიტიკური მოღვაწეობა ირაკლი ოქრუაშვილის გუნდში, აღნიშნულ მასალაში უამრავ საინტერესო დეტალს მოუსმენთ, უამრავ საინტერესო ფაქტს გაიხსენებთ, რაც დღევანდელ პოლიტ-სიტუაციასთან მიმართებაში ძალიან საინტერესოა, ეკა ბესელია - დედობრივი ინსტიქტებით, ეკა ბესელიას ქალური სისუტეები, ეკა ბესელიაა პოლტიკური ამბიციები და ზოგადად, საინტერესო ინტერვიუ წარსულიდან - პირველად, სულ სხვა ეკა ბესელია "ვარსკვლავებში"

დათო ხუჯაძე გადაცემაში "პირისპირ"

დათო ხუჯაძე რადიო "საქართველოს ხმის" საავტორო გადაცემაში "პირისპირ ბესო ჩუბინიძესთან" - საუბრის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ გადმოწეროთ ამავე ბმულიდან (დააწკაპუნეთ ნაწერზე). შეგახსენებთ, რომ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათიდან რადიო „საქართველოს ხმაზე“ ფმ 107.9 დარეკეთ პირდაპირ ეთერში გადაცემის მსვლელობის დროს ნომერზე 2-43-26-43

მომღერალი, კომპოზიტორი, მხატვარი და პოლიტიკოსი

ერგემლიძის გამოფენა, ჩაბნელებული ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში

ეროვნულ ბიბლიოთეკაში 27 იანვარს ნუგზარ ერგემლიძის ნახატების გამოფენა გაიხსნა, რომელიც კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება. ნუგზარ ერგემლიძეს საზოგადოება იცნობს, როგორც მუსიკოსს, კომპოზიტორს, პოეტს, მაგრამ როგორც მხატვარს ალბათ ცოტა ნაკლებად, თუმცა ფაქტია, რომ ისეთივე ნიჭიერი მხატვარია, როგორი მუსიკოსიც.

გამოფენაზე უამრავი ცნობილი სახე მობრძანდა - მუსიკოსები, მხატვრები, საზოგადო მოღვაწეები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყველასთვის მოულოდნელად შუქი ჩაქრა, ყველა მაინც დიდი ინტერესით ათვალიებდა ნამუშევრებს. როგორც აღმოჩნდა ლეიბორისტი სოსო შატბერაშვილი უდიდესი გულშემატკივარია ბატონი ნუგზარისა. რამოდენიმე თავის ნახატიც გვაჩვენა: - " ნუგზარის ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ დღიდან მისი გაცნობისა. სახლში უამრავი მისი ნახატი მაქვს. მისი მრავალმხრივი ნიჭი ყველას კარგად მოეხსენება. მე, როგორც პოლიტიკოსმა, მინდა ხაზი გავუსვა მის მოღვაწეობას პარლამენტში - აქტიურად იცავდა ხელოვანების ინტერესებს. ვულოცავ ნუგზარს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მთელი საქართველო განათებულია და მხოლოდ ეროვნული ბიბლიოთეკაა ჩაბნელებული დღეს. მეჩვენება, რომ ეს შემთხვევითი არ არის."- ლეიბორისტულად დაასრულა ბ-მა სოსომ. მსურველებს შეეძლოთ იქვე შეეძინათ ბ-ნი ნუგზარის წიგნი, სახელწოდებით - "არმაგედონის მათრახი". მალე კიდევ ერთი ახალი წიგნით გაახარებს მკითხველს.

ცისანა მჭდლიძე (მხატვართა კავშირის თავმჯდომარე) : - "ის არის ჩემი კურსელი, მხატვართა კავშირის წევრი. უნიჭიერესი მხატვარი, სულ ეწევა შემოქმედებით მუშაობას. საინტერესო გამოფენაა. მუშაობს სხვადასხვა სფეროზე, აქვს პორტრეტები, პეიზაჟები, ძალიან საინტერესოა ზამთრის თემა და ფიგურული კომპოზიციები. მისგან კიდევ და კიდევ მეტს უნდა ველოდოთ მომავალში." ზურა ცინცქილაძე: - "ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა. თითქმის ყველა სურათის დასაწყისი და განვითარება ვიცი. მიხარია, რომ ასეთი ინტერესი გამოიწვია მისმა ნამუშევბმა.'' პრეზენტაციამ ნორმალურ გარემოში, მაგრამ ნაჩქარევად ჩაიარა, უშუქობის გამო. ალა-ფურშეტი სანთლების შქზე გაიმართა. მიუხედავად ამისა დათვალიერება მაინც ყველამ მოახერხა, ყველა აღფრთვანებული და ნასიამოვნები დარჩა ბატონი ნუგზარის მრავალმხრივი ნიჭიერებით...

თავად მხატვარიც კმაყოფილი იყო, მაგრამ რათქმაუნდა უკმაყოფილებას გამოხატავდა: -'' ჩემი გამოფენის პრეზენტაცია არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოვიდა უამრავი სტუმარი და არ არის შუქი. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს შეიძლება ერთგვარი პერფორმანსი იყოს - ნახატები შეიძლება სიბნელეშიც ანათებდნენ." ავტორები - ხათუნა კორთხონჯია, ნანა სამუშია

შემოქმედებითი საღამო რუსთავში

ქ. რუსთავში , ''დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში'' გაიმართა ლელა ნინუას, ბენჯი ჩხაიძის და გიორგი თუშიშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც გივი სიხარულიძემ გახსნა: - '' დღეს არის ბრწყინვალე დღე - პოეზიის საღამო. სამივე უნიჭიერესი ახალგაზრდაა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან ეზიარენ პოეზიას, მისი ნიშა იციან დღევანდლამდე უყვართ და მით ცხოვრობენ. პოეზიით იძინებენ, უთენდებათ და ალბათ ღამითაც იღვიძებენ მისი სიყვარულით. საჭიროა მწერალთა კავშირში შემოვიდეს ახალი თაობა, ახალი სული." Gივი სიხარულიძემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ მალე გამოვა თავისი ახალი წიგნი.

შედგა რამოდენიმე დებიუტი ახალგაზრდა პოეტებისა: - გიორგი ბარამიძის, ოთო გურგენიშვილის და გაგა არაბულის. რამოდენიმე ლექსი წაიკითხა, როგორც ის ლელა ნინუამ მოიხსენია: ''ასჯერ პოეტმა'' ზვიად კეჭაყმაძემ. როგორც ზვიადმა განაცხადა:- ''რუსთაველებს გვაკლია ასეთი საღამოები, გავიგე თუ არა, მაშინვე მოვედი და პირველად წარვსდექი საზოგადოების წინაშე. არაჩვეულებრივი ლექსები მოვისმინე ბენჯის, ლელასი... წარმატებებს ვუსურვებ ყველა პოეტს, დიდი მადლობა მათ.'' მუსიკალურად აფორმებდნენ ჯგუფ ''ზარებისა'' და ''ივერიონის'' ბიჭები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები მწერალთა კავშირიდან. საღამო დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ნასიამოვნებ და კმაყოფილ საზოგადოებას დაშლა არ უნდოდა. მაყურებლის სიყვარულით გამთბარმა ბენჯიმ ექსპრომტად იქვე ლექსიც კი დაწერა და წაიკითხა. - "ძალიან ბედნიერი, აჟიტირებული ვარ, თბილი საღამო იყო, რუსთავში მესამედ ვარ და ვუსურვებდი ჩემ თავს ეს სამი გაასებულიყოს.'' გიორგი თუშიშვილი უკვე მეორედ იდგა საზოგადოების წინაშე და აშკარად აღარ შეინიშნებოდა ის დაძაბულობა რაც პირველად. საღამო დასრულდა. საზეიმოდ გაიჭრა ლელა ნინუას სახელობის ტორტი, თუმცა ხალხი არ დაშლილა და ცეკვა - სიმღერა გაგრძელდა...

აღსანიშნავია, რომ მათი პოეზიის საღამოები ყოველთვის ამაღლებულ და ამავე დროს შინაურულ და თბილ გარემოში მიმდინარეობს... ყოველთვის ბუნებრივები არიან. სითბოს და ყურადღებას გამოხატავენ ყველას მიმართ, რითიც კიდევ უფრო იმსახურებენ ხალხის სიყვარულს. როგორც ჩანს რუსთავი ტურის დასაწყისია, რადგან მათ ელოდებიან საქართველოს სხვადასხვა რაიონში და ქალაქში. ავტორი - ხათუნა კორთხონჯია

შეგიძლიათ დაგვირეკოთ და ჩვენი ჟურნალისტები მიიწვიოთ ნებისმიერი კულტ-ღონისძიების გასაშუქებლად. დარეკეთ 899-57-66-22