პაატა თედიაშვილმა კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა სატელევიზიო თოქ-შოუებს მისი კლიპის არმიღებისთვის
ბაია გიორგაძემ ამ საღამოს საბოლოოდ გააჩუმა ყველა მისი მაკრიტიკებელი და პირდაღებული დატოვა დარბაზი, - ნინი შერმადიმა კი,
ბაიას "100 გრადუსში" კრიტიკისთვის სცენიდანვე მოუხადა ბოდიში :)
მარკო - კვლავ საუკეთესო იმიჯით
წლის რეპერმა - უდაოდ მაგარი "ვეში" შეასრულა სცენიდან
პატარა თორნიკე ჩუბინიძემ ბევრი ქართველის გული ააჩქროლა
ნინი გოთოშია უდაოდ წლის აღმოჩენა იყო
ბესომ შიმშილი მორთმეული პიცით მოიკლა :)
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების “მეგას” მე-12 ცერემონიალი წარმატებით დაგვირგვინდა
მადლობა - სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმოდა სცენიდან
1999 წელს დაარსებული საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია "მეგა" - 2011 წლის 20 დეკემბერს უკვე მე-12 ჩატარდა და ტრადიციულად დაგეგმილ ფორმატში: - მან, ერთ სცენაზე და ერთ სივრცეში გააერთიანა ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები, ნაცნობი და უცნობი სახეები, ტრადიციულად მხოლოდ "მეგას" დაჯილდოებაზე შეიძლება იხილოთ ერთ სცენაზე - ქართული ფოლკის, როკის, რეპის, ოპერის, ჯაზის წარმომადგენლები - რადგან, ეს ერთადერთი პოზიტიური ცერემონიალია, რომელიც ყოველი წლის შედეგებს ერთ კონკრეტულ ღონისძიებაზე აჯამებს
მერაბ სეფაშვილი (საუკეთესო ბრენდ-მომღერალი): - მადლობა, ეს ყველაზე მინიმალურია რისი თქმაც შემიძლია "მეგას" ორგანიზატორებისათვის, რადგან ეს ადამიანები ამდენი წელია თავდაუზოგავად ემსახურებიან ქართველ ხელოვანებს, ყველანაირად ცდილობენ და გამოსდით კიდეც, ამ ადამიანების გახარება. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო "მეგას" და შესაბამისად ხალს, რადგან წელს მე მერგო ამ ტიტულის "მეგა", ყველას მოვუწოდებ და ყველას ვთხოვ - გვერდში დაუდგნენ ბესო ჩუბინიძეს, რადგან ასეთი ღონისძიება გაცილებით მაშტაბური და გრანდიოზული უნდა იყოს, "მეგა" იმსახურებს ამას, და კიდევ ერთხელ მადლობა... მადლობა, ეს, ის სიტყვაა რაც ყველაზე მინიმალურად გამოხატავს ჩემს ემოციას!
.
ეთერ კაკულია (წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი): - მე "მეგაზე" პირველად არ ვარ და ვიმედოვნებ არც უკანასკნელად (იცინის), გადაწყვეტილი მაქვს, რომ 102 წლის სანამ არ გავხდები ყველა "მეგაზე" მოვახერხო პრიზის აღება, რადგან თქვენ არ იცით ეს რამხელა სიხარულია და რამხელა სტიმულია ჩვენთვის! ბესოს სცენაზე დავპირდი, რომ მიშა სააკაშვილს აუცილებლად ვეტყვი მის შესახებ, რომ ამ ადამიანს დაეხმაროს, რადგან ეს, რომ მან იცოდეს ბესო ჩუბინიძეს ყველანაირად ხელს შეუწყობდა, - აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანის ნიჭით, მონდომებით და დღემდე ვერ მივმხვდარვარ საიდან აქვს ამხელა ენერგია, რომ ამდენი ადამიანი ერთდროულად გაახაროს, მერე ამ ყველაფრის ორგანზიება გააკეთოს და მერე კიდე თავად გაუძღვეს ამ ყევლაფერს?! მოკლედ - მე პრეზიდენტს უნდა ვთხოვო, რომ ამ ადამიანს მიხედოს - რადგან მას გამოსდის ადამიანების გახარება და სტიმულის მიცემა!
.
აღსანიშნავია, რომ "მეგას" ცერემონიალს ტრადიციულად არ ქონია არანაირი სახელმწიფო მხარდაჭერა და რომ არა კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მინიმალური (!) დახმარების წყალობით უზრუნველყვეს ღონისძიების ორგანიზება, საკითხავია - იქნებოდა კი ამდენი ერთად (!) გახარებული ადამიანი ერთ დარბაზში შეკრებილი? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ "მეგას" დაჯილდოების დაწყებამდე მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდ დარბაზში დილიდან დენი არ იყო და ღონისძიების დაწყებამდეც სამჯერ წავიდა და მოვიდა :) - წარმოგიდგენიათ რა ძალისხმევა დასჭირდათ ორგანიზატორებს, რომ ყველაფერი რაც მანამდე მძივებივით ქონდათ აწყობილი, არ ჩაშლილიყო...
ბევრი ნათენები ღამე, 2 კაპიკის სპონსორობაზე ფირმიდან ფირმაში სირბილი, კულრურის სამინისტროდან მერიაში, მერიიდან საკრებულოში, საკრებულოდან ახალგაზრდობის (!) სამინისტროში - თხოვნები, განცხადებები, წერილები და ყველაფერი ფორმალურად :) რადგან როგორც "მეგას" ორგანიზატორი აცხადებს - ის რესურსი რითაც ჩვენ "მეგას" ვატარებთ, სხვა საპროდიუსერო კომპანიებისთვის ალაფურშეტების ფულია :):), მთავარი ჩვენთვის - მიზანია, მიზანი კი ერთია - ის, რამაც დროში გამოცდა გაიარა არ გავყინოთ, და სანამ მექნება ამის ძალა ყოველთვის ვეცდები "მეგამ" მაშტაბებიც დაიბრუნოს და პომპეზურობაც, ეს ყველაფერი უკვე გავლილი გვაქვს, ამიტომ მთავარი ისაა, რომ ადამიანებს მადლობის გადახდის კულტურა უბრუნდებათ!
ბესო ჩუბინიძე ("მეგას" დამაარსებელი): - უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადო ხობის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდს და მის პრეზიდენტს ბატონ გოდერძი ბუკიას, ასევე ქალბატონ ნაზი ალასანიას, კოსმეტიკურ კომპანია "ორიფლეიმს" რომელმაც საჩუქრებით უზრუნველყო ყველა ნომინანტი, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო სარეკლამო კომპანია "დეიზის" ახალგაზრდა კოლექტივს, ასევე დიზაინერ ნანა მელქაძეს, მოდის სახლ "მაქმანს" რომელმაც ამ საღამოს ჩემს ჩაცმულობაზე იზრუნა და როგორც აღმოჩნდა წარმატებულად :), მადლობა უნდა გადავუხადო ევროპული ბეწვეულის და ტანისამოსის მაღაზია "მოდარტს", მექსიკურ რესტორან "მეხიკოს", ფოტო-სტუდია "სმიტ-სტუდიოს" და ნათია და ირაკლი გედენიძეებს, რომლებმაც ისტორიას შემოუნახეს მე-12 "მეგას" სახეები...
.
ორგანიზატორის ამ ორაზროვან ფრაზებში ალბათ ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს, თუმცა ფაქტი ერთია - ყოველი წლის დაჯილდოების" ცერემონიალის შემდეგ სიტყვები - ეს "მეგა" გაცილებით სჯობდა წინასო! - უკვე ტრადიციად იქცა :) - მიუხედავად იმისა, რომ "მეგა" არც დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება და არც რომელიმე სატელევიზო არხის მუდმივი რეკლამირების ბადეში ზის :)
დანარჩენს კი ყველაზე კარგად ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო-რეპორტაჟი მოგიყვებათ
ნომინაციები და გამარჯვებულები, და ასევე ფოტო-რეპორტაჟი საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალიდან
.
საუკეთესო კომპოზიტორი - ლილიკო ნემსაძე წლის ყველაზე პროდუქტიული მომღერალი - ეთერ კაკულია საუკეთესო ბრენდ-მომღერალი - მერაბ სეფაშვილი საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი - ნატო გელაშვილი ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი - თამარ მეჭიაური ახალი თაბის ვარსკვლავი - გოგა მესხი ქართული როკი - კაკო ვაშალომიძე წლის საუკეთესო იმიჯი - მარკო მეტრეველი წლის აღმოჩენა - ნინი გოთოშია პოპულარული რეპ-შემსრულებელი - მასტერი წლის პოპულარული ტელე-შოუ - “100 გრადუსი ცელსიუსი” “მეგას” ლაურიატი - ანი ადუაშვილი “მეგას” ლაურიატი - თორნიკე ჩუბინიძე საუკეთესო საბავშვო სტუდია - ლურჯა ცხენები საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი - “უნივერსიტეტი 2” ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციისათვის - ნიკა წულუკიძე ყველაზე წარმატებული პროექტი - "ქენდი ევროვიზია" წლის კლიპ-ნამუშევარი - პაატა თედიაშვილი წლის რემიქსი - ჯგუფი "სეიშენი" "სახის" სიმღერით წლის ვოკალისტი - ნინი შერმადინი წლის პოპულარული სიმღერა - ჯგუფი "მირაჟი" - "წყაროზე" წლის ჩანგალი - გია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - თვითრეკლამის და თვით-პიარისთვის "წლის ჩანგლის" "მეგათი" დაჯილდოვდა
გია ჯაჯანიძემ კი ბესო ჩუბინიძეს სამაგიეროდ შესანიშნავი შარფი უსახსოვრა და სცენაზევე გადასცა
ნინი შერმადინმა "მეგას" მიწურულს გაიგო, რომ ის "წლის საუკეთესო ვოკალისტი" იყო - ცრემლი და ემოცია... უკომენტაროდ
ნინი შერმადინმა "მეგას" მიწურულს გაიგო, რომ ის "წლის საუკეთესო ვოკალისტი" იყო - ცრემლი და ემოცია... უკომენტაროდ
სკანდალისტი მოდელი გიორგი ნაზღაიძე, მარკუს მეტრეველს "წლის იმიჯის" სტატუსს ღიმილით ულოცავს, საბედნიეროდ ნაზღაიძე არ იყო "მეგას" წამყვანი, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა :)
"საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული ბავშვები, ყურადღებით უსმენენ ორგანიზატორის დარიგებებს და ითვალისწინებენ კიდეც მის რჩევებს "მეგაზე" გამოსვლის დროს
დღის ფრაზა: - უამრავი პრობლემების გამო უარყოფითად ვიყავი დამუხტული, მაგრამ ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ვამბობ: - მე დღეს ყველაზე მეტად დადებითმა ემოციებმა დამღალა...
ნინი შერმადინი - "წლის ვოკალისტი" და გოგა მესხი - "ახალი თაობის ვარსკვლავი" გულწრფელი ემოციებით ულოცავენ ერთმანეთს ხალხის სიყვარულს ანუ "მეგას" ჯილდოს 2011 წლის ბოლოს
ნიკა წულუკიძე იმ დღეს ფილარმონიაში დათო ოქიტაშვილის მიერ დანიშნული "ორერას" კონცერტის წამყვანი იყო...
... მაგრამ, მან ჯერ ხალხის ჯილდო ანუ "მეგა" მიიღო "ქართული თეატრისა და კინოს პოპულარიზაციისათვის"
"მის ვარსკვლავების" გამარჯვებულმა მარი შენგელიამ ცერემონიალის დამთავრების დროს ორგანიზატორს მოულოდნელად დიდი პიცა მიართვა
ახალზელანდიური მისალმება არ გეგონოთ, უბრალოდ ნინი "წლის ყველაზე პოპულარული სიმღერის" ნომინაციის გამარჯვებულებს ულოცავს
ჯგუფი "მირაჟი" უდაოდ იმსახურებდა "წლის ყველაზე პოპულარული სიმღერის" ნომინაციაში გამარჯვებას - "წყაროზე ჩაგიყვან..."
"ყველა თაობის საყვარელი მომღერალი" ნუგზარ კვაშალი, ამაყი იყო ამ სტატუსით და ამაყად მღეროდა ამ პატარა სცენაზე
ნინის რამდენჯერმე დაუცვივდა პროგრამის ფურცლები სცენაზე :)
ბესოსაც იმდენჯერვე მოუწია ამ ფურცლების სცენიდან აკრეფა :)
ნუგზარ კვაშალი და ნინი ხშირად იშვიათად მდგარან ერთმანეთის გვერდიგვერდ სცენაზე - "მეგაზე" ყველაფერი ხდება
"წლის საუკეთესო ვოკალისტის" "მეგა" ბესომ პირადად გადასცა მოულოდნელობისგან გაკვირვებულ-გახარებულ ნინი შერმადინს :)
ეთერ კაკულია ჩვეულ ამპლუაშია, - ენერგიული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი უდაოდ ნიჭიერი მსახიობი და შოუმენია, ის "ყველაზე პროდუქტიულ მომღერლადაც" დასახელდა
ეთერ კაკულია ჩვეულ ამპლუაშია, - ენერგიული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი უდაოდ ნიჭიერი მსახიობი და შოუმენია, ის "ყველაზე პროდუქტიულ მომღერლადაც" დასახელდა
ეთერ კაკულია ჩვეულ ამპლუაშია, - ენერგიული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი უდაოდ ნიჭიერი მსახიობი და შოუმენია, ის "ყველაზე პროდუქტიულ მომღერლადაც" დასახელდა
ეთერ კაკულია ჩვეულ ამპლუაშია, - ენერგიული და ყველასათვის საყვარელი მომღერალი უდაოდ ნიჭიერი მსახიობი და შოუმენია, ის "ყველაზე პროდუქტიულ მომღერლადაც" დასახელდა
"სეიშენმა" ჯგუფ "სახეს" ძველი სიმღერის კარგად გარემიქსებისთვის - სწორედ ეს ტიტული მიიღო, თუმცა ბიჭები სცენაზე სამნი ავიდნენ, "ბაბუ" არსად ჩანდა!
"საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლის" ტიტული უკვე მეორედ ერგო წილად ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ანსამბლს "უნივერსიტეტი - 2"
კაკო ვაშალომიძე - ლეგენდარული ქართველი როკერი თავადაც აღფრთოვანებული იყო "მეგას" ფენომენით და ორგანიზების დონით და მსმენელიც აღფრთოვანებული იყო მისით
"ბებერი ხარის რქაცა ხნავსო" - ასეთი ფრაზა მიაშველა კაკო ვაშალომიძეს წამყვანმა სცენაზე, ცოცხალი ლეგენდას, უმაგრესი ნომრის შესრულების შემდეგ
ლილიკო ნემსაძე - "წლის კომპოზიტორი", ის სულ რაღაც 7 საათის ჩამოსული უყო იტალიური გასტროლებიდან, სადაც მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ანი ადუაშვილი - ბარბარა სტრეიზენდის ლეგენდარული ჰიტის მისეული შესრულებით უდაოდ დიდ აპლოდისმენტებს იმსახურებდა, რაც მიიღო კიდეც
მე-12 "მეგასთვის" შერჩეული წამყვანთა იდეალურმა წყვილმა აშკარად გაამართლა და ვინმესთვის 500$-ც რომ გადაეხადათ, ასე ამომწურავად 3 საათიან ღონისძიებას ვერ გაუძღვებოდა :)
ნინი შერმადინმა შესანიშნავად შეითავსა წამყვანის ამპლუაც დაკიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხალხთან ურთიერთობაშიც იდეალური ვარიანტი იყო, და მისი წამყვანობაც "მეგაზე"
"მეგას" ორგანიზატორმა უმაღლესი დონის შოუ დაუდგა "იმედის" გადაცემა "100 გრადუსი ცელსიუსის" წამყვანს და მის გადაცემაშივე კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მომღერალი ბაია გიორგაძე დააჯილდოვებინა სცენაზევე - ნომინაციაში "წლის დებიუტი" და ფართო დებიუტიც ჟანრობრივად სწორი (!) მუსიკალური მიმდინარეობით მე-12 "მეგაზე" მოხდა
ბაია გიორგაძემ კი, 400 კაციანი დარბაზი გაკვირვებული და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დატოვა, მას შემდეგ რაც სცენიდან ყველა ფროფესიონალის განმარტებით უმაღლეს მუსიკალურ დონეზე შეასრულა საოპერო არია, აღმოჩნდა, რომ იმ გადაცემაში მომღერლის ერთადერთი დამცველი "მეგას" ორგანიზატორი - თურმე ამ შემთხვევაშიც არ ცდებოდა :)
ხობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, "მეგაზე" იმ უდიდესი ღვაწლის გამო დააჯილდოვეს, რომელიც "ხობის საერთაშორისო ფესტივალ - სიმღერა სამეგრელოზე" ჩატარებას ემსახურება
ხობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, "მეგაზე" იმ უდიდესი ღვაწლის გამო დააჯილდოვეს, რომელიც "ხობის საერთაშორისო ფესტივალ - სიმღერა სამეგრელოზე" ჩატარებას ემსახურება
ეს სწორედ ის ჩანგალ-მიმაგრებული სპეც დიპლომია, რომელიც გია ჯაჯანიძეს გადასცეს, როგორც "საუკეთესო თვით-პიარშიკს" :) - ლალი მაროშკინას სახელობის ნომინაცია :)
მარკუს მეტრეველი "წლის საუკეთესო სასცენო იმიჯი", ამ ნომინაციას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რესპოდენტის ნომინაციაც, რომ დამატებოდა არაფერი უჭირდა :)
"საუკეთესო საბავშვო სტუდიის ნომინაციაში" გამარჯვებული, 2011 წელს, მე-12 "მეგაზე" 18 წლის ისტორიის მქონდე, ნანა ბალახაშვილის სტუდია - "ლურჯა ცხენები" დამსახურებულად გახდა
მასტერი - უდაოდ ისმახურებდა "წლის რეპერის" ნომინაციაში გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეალური კონკურენტი ჰყავდა, პოლიტიკურმა რეპმა, ის მაინც ვერ გადაწონა :)
ნატო გელაშვილი - "წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი", ნომინაცია რომელიც ნატომ ერთხელ უკვე მოიპოვა "მეგაზე" 2006 წელს
ნატო გელაშვილი - "წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი", ნომინაცია რომელიც ნატომ ერთხელ უკვე მოიპოვა "მეგაზე" 2006 წელს
თამარ მეჭიაური, 2011 წლის "ქალაქური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი" ნომინაციის "მეგას" მფლობელი გახდა
პატარა გიორგი ჩუბინიძემ თავისი "მთიულურით" კიდევ ერთხელ ჩაუსახა ნიჭიერი მომავლის, იმედები დარბაზში მსხდომთ
მერაბ სეფაშვილი პირველად არ იყო "მეგას" სტუმარი, მაგრამ მას პირველად ერგო "საუკეთესო ბრენდ-მომღერალის" "მეგას" ტიტული
ყველაზე პოპულარული მომღერალი გულწრფელ მადლობას უხდიდა "მეგას" დამაარსებელს ყველაფრისთვის და ისიც უსიტყვოდ უსმენდა :)
"წლის წარმატებული პროექტი" უდაოდ ჯგუფი "ქენდი" უნდა გამხდარიყო, ამ ბავშვებმა საქართველო "საბავშვო ევროვიზიაზე" ასახელს
გოგა მესხი ოფიციალურად - "ახალი თაობის ვარსკვლავის" ნომინაციაში გამარჯვებული გახდა და კუთვნილი "მეგაც" მიიღო
კობა ხაბაზი დარბაზიდან აქტიურად აკვირდებოდა ყველა ნომინაციას და ყველა ნომინანტს
'მეგას" დამაარსებელს, პირველად "მეგას" არსებობის ისტორიაში მომღერალი თანაწამყვანი ედგა გვერდით
'მეგას" დამაარსებელს, პირველად "მეგას" არსებობის ისტორიაში მომღერალი თანაწამყვანი ედგა გვერდით
'მეგას" დამაარსებელს, პირველად "მეგას" არსებობის ისტორიაში მომღერალი თანაწამყვანი ედგა გვერდით
ნიკა წულუკიძე დააჯილდოვეს თუ არა მაშინვე პატიოსნად წავიდა "ორერას" კონცერტის წასაყვანად "ფილარმონიაში" - მიუსრო და მოასწრო :)
"მის ვარსკვლავების" გამარჯვებულმა მარი შენგელიამ ცერემონიალის დამთავრების დროს ორგანიზატორს მოულოდნელად დიდი პიცა მიართვა
ხობელი გოგონა - ნინო გოთოშია "წლის აღმოჩენა" გახდა, მისმა გამარჯვებამ, მისმა გულწრფელმა ცრემლებმა და ემოციებმა მთელი დარბაზი აღაფრთოვანა, ფეხზე წამოაყენა და დამსახურებული ტაშით გაუშვა სცენიდან
ხობელი გოგონა - ნინო გოთოშია "წლის აღმოჩენა" გახდა, მისმა გამარჯვებამ, მისმა გულწრფელმა ცრემლებმა და ემოციებმა მთელი დარბაზი აღაფრთოვანა, ფეხზე წამოაყენა და დამსახურებული ტაშით გაუშვა სცენიდან
მომღერალი და პრომოუტერი ჟურნალისტი, იდეალურად შეეწყვნენ სცენაზე ერთმანეთს, წამყვანის ამპლუაში
ნუგზარ კვაშალი - "ყველა თაობის საყვარელი მომღერალი", ღირსეული ნომინაცია ღირსეულ "ივერიელს"
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალი
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალი
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალი
საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" მე-12 ცერემონიალი