მე-16 ფოტოკონკურსი

mtavari
mega2014
mega-2013
SPEC reportajebi
mega2011
mega
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
mega
tv
me-16 konkursi
jurnali VARSKVLAVEBI
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
zveli NEWS
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
datove chanaceri
kontaqti
xazi

ტრიუმფმა” ტრიუმფალურ მე-8 ”მეგას” უმასპინძლა

თავიდანვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ცერემონიალი გასული წლებისგან განხვავებით გაცილებით დახვეწილი, დალაგებული და აწყობილი იყო, რაც როგორც წესი დაჯილდოების ცერემონიალებს არ ახასიათებს, რადგან სპონტანურობა, მოულოდნელობა და პირდაპირი ეფექტი ყოველთვის იმ ხიბლს მატებდა ”მეგას”, რისი გულისთვისაც ის ასეთი სასურველი გახდა ქართული გასართობი ინდუსტრიის მონაწილეთათვის, არა მარტო შოუ-ბიზნესის მომღერლების, არამედ რადიო და ტელე ინდუსტრიისათვისაც კი. დაჯილდოების ცერემონია საღამოს 20:00 საათზე დაიწყო, 19:00 საათის მაგივრად და turne ესეც ტრადიციული ქართული მანია, სტუმარი ყოველთვის აგვიანებს და ერთი საათით გვიან მიდის დანიშნულების ადგილამდე. სწორედ ეს ფაქტორი გამოიყენეს ”მეგას” ორგანიზატორებმა და ყველა გააფრთხილეს, რომ 7 საათზე ადგილზე ყოფილიყვნენ, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ სტუმართა უმეტესი ნაწილი ერთი საათი მაინც დააგვიანებდა, თუმცა მასპინძელთა გასაკვირად უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი მაინც პუნქტუალური ან ზეპუნქტუალური აღმოჩნდა, მათ შორის თამთა გოგუაძე და თამუნა ამონაშვილი, რომლებიც წესების დაცვით გამოცხადდნენ დარბაზში

ცერემონია წამყვანმა ზაზა ალექსიძემ გახსნა და 3 საათის განმავლობაში ენერგიულად და ხმაშეწყობილად მიჰყავდა ”მეგას” სულიჩამდგმელ ბესო ჩუბინიძესთან ერთად, სხვათაშორის ორივე ისე აქო და ისე ადიდა, სიმპატიური მამაკაცების რა გარემოცვაში მოვხვდიო, სცენაზე ასულმა ეთერ კაკულიამ, რომ ორივეს სიწითლემ გადაჰკრა :)). ”მეგა” კი ყველსდამოულოდნელად, არატრადიციულად და უჩვეულოდ სასიამოვნოდ გაიხნა, სცენაზე პირველად ორგანიზატორების მიერ, ერთი კვირის წინ, ქუჩაში, შემთხვევით აღმოჩენილ 19 წლის ახალგაზრდა ყმაწვილს უხმეს, რომელიც ფლეიტაზე უკრავს დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე 4 წელია და რომელიც ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდა, რომ ის ”მეგას” დაჯილდოებაზე, ქართული ესტრადის უდიდეს გრანდებთან ერთად მოხვდებოდა, - კარლო სარქისიანი, ახალგაზრდა, რომელმაც ფლეიტაზე ენიო მორიკონეს დაუვიწყარი ჰიტი შეასრულა და მან პირველმა დაიმსახურა დარბაზის სტუმართა ხმაურიანი ტაში. შემდეგ კი, ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალიც დაიწყო. რიგითობის მიხედვით ცხადდებოდა ნომინანტები და სცენაზე ერთმანეთს ცნობილი სახეები ცვლიდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო წელსაც ყავდა ფავორიტი ”მეგას” და ეს - მომღერალი ნინო ჩხეიძე აღმოჩნდა, რომელიც 4 ჯილდოს მფლობელი გახდა და შეუერთდა ”მეგას” ფავორიტთა სიას – ლელა წურწუმიას, დათო ხუჯაძის და ჯაბა ქარსელაძის შემდეგ.
turne სერიოზული სკანდალი და ხმაური გამოიწვია სიმღერის საუკეთესო ტექსტის გამოცხადებამ, ამ პრემიის მფლობელი გახდა მერაბ სეფაშვილის სიმღერა ”დავბრუნდები” (იხილეთ განყოფილებაში ”სიმღერები”), რომლის ტექსტი სერგი კაკალაშვილს ეკუთვნის, მოულოდნელი გამარჯვებისგან პოეტი სცენაზეც კი დაიბნა იმდენად გულწრფელად მიიღო ეს ჯილდო, სამწუხაროდ მერაბ სეფაშვილს სწორედ ამ დროს, როცა ”მეგა” მიმდინარეობდა სოლო-კონცერტი ჰქონდა ”სითი კლაბში” და ფიზიკურად ვერ შეასრულა ეს სიმღერა, რომელიც ავტომატურად დისკიდან ააჟღერეს ორგანიზატორებმა. ცერემონიალს ესწრებოდა პოეტი ნანა ცინცაძეც, რომლის ტექსტებიც წარდგენილი იყო ამავე ნომინაციაზე და რომელიც სხვათაშორის სამჯერ უკვე იყო ”მეგას” პრემიის მფლობელი გასულ წლებში, მაგრამ როგორც ჩანს წელს ნამდვილად არ მოელოდა, რომ ”სიმღერის საუკეთესო ტექსტს” ის არ აიღებდა, უკმაყოფილება ნანა ცინცაძესა და ნუგზარ ერგემლიძეს შორის სცენასთანვე ურთიერთ კომენტარებით და რეპლიკების გაცვლით გამოიხატა, ნუგზარ ერგემლიძემ ხმამაღლა, მუსიკის ფონის გარეშე წაიკითხა სერგი კაკალაშვილის ტექსტი, რომელიც მერაბ სეფაშვილის სიმღერას ავსებს, ნანა ცინცაძემ კი – პრეზიდენტის მოწონებულ პოეტს წარმატებები ირონიულად უსურვა, აღმოჩნდა, რომ თურმე სერგი კაკალაშვილის ლექსები, საქართველოს პრეზიდენტს მიშა სააკაშვილსაც კი, სცოდნია. მოკლედ, ამ სკანდალმა თავისი ტრადიციული პეწი შესძინა ”მეგას”, მაგრამ რათქმაუნდა საორგანიზაციო კომიტეტს ეს ნაკლებად ადარდებდა, ალბათ იმიტომ, რომ სეფაშვილის სიმღერის ტექსტი მართლაც საუკეთესოდ მიიჩნიეს წელს.
turne ასევე ხმაურიანი და სასკანდალო აღმოჩნდა ”პოპულარული გასართობი ტელე-კომპანიის” ნომინაციაც, რომელშიც სიმართლე უნდა ითქვას არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ტელეკომპანია ”პირველ სტერეოსა” და ”მიუზიკ-ბოქს” შორის, იუმორით და ირონიულად უკმაყოფილო იყო ”სტერეოს” მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო turne წიკლაური (რომელმაც წლის პოპულარული მენეჯერის ტიტულიც მოიპოვა), რომელმაც განაცხადა, რომ – თუ საუბარია ტელევიზიებზე და არა საკაბელო არხებზე (იგულისხმა ”მიუზიკ-ბოქსი”) მაშინ ”სტერეომ” უნდა გაიმარჯვოსო. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ”წლის პოპულარული ტელეკომპანიის” ”მეგა” მიენიჭა ”პირველ სტერეოს” რომელიც მთელს საქართველსოთან ერთად ევროპის მრავალ ქვეყანაში მაუწყებლობს და რომელიც ქართული შოუ-ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება (”მეგასთვის” ეს პრიორიტეტია) რაც, არანიარად არ ახასიათებს ”მიუზიკ ბოქსს”, თუმცა ამ უკანასკნელის მუსიკალური ხელმძღვანელი ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია (ეს ფსევდონიმია) პრესაში მკვეთრად დაუპირისპირდა ”სტერეოს” მუსიკალურ ხელმძღვანელს, მაგრამ ”მეგას” ამ ნომინაციასთან დაკავშირებით, მას კომენტარები არ ქონდა, თუმცა ”მიუზიქ ბოქსმა” მაინც ტრადიციულად უკბინა ”მეგას” ხელმძღვანელს ბესო ჩუბინიძეს, რაზეც იგი სიცილით პასუხობს: - ლიზას ”ვეჩნად უკმაყოფილოს” ”მეგა” უნდა გადავცეთ მომავალ წელს, რადგან ჩემით სულ უკმაყოფიელბას გამოხატავს, თუმცა აღიარებს, რომ ჩვენ მაგრები ვართ :) ლიზას ჩემს მეგობრად ვთვლი და პროფესიული რჩევა მექნებოდა – თუ ასე ძალიან სურს ”წლის საუკეთესო გასართობი ტელეკომპანიის” ”მეგას” მიღება, სასურველია ქართული შოუ-ბიზნესის ხელშეწყობა დაიწყონ და არა უცხოურის პროპაგანდა, სიმართლე გითხრათ მე არც ”მიუზიკ ბოქსს” ვუყურებ და არც ”პირველ სტერეოს”, იმ არხს რასაც მე ვუყურებდი, დღეს ყადაღა ადევს :)) ახლა ”კავკასიის” მაყურებელი ვარ :)) – განაცხადა ჩვენთან საუბარში ბესო ჩუბინიძემ.
”მეგა-2007”-ის გამარჯვებულები
turne წლის პოპულარული რეალ-ტონი მობილურებისთვის – ნინო ძოწენიძე ”შინამანაკენა” წლის სკანდალი შოუ-ბიზნესში – ”მის-საქართველო 2007”-ს პროექტი წლის პოპულარული სიმღერების ხუთეული – თამუნა ამონაშვილი ”მერე რა” თამთა გოგუაძე – ”შენი ბრალია” ჯაბა ბოჯგუა – ”სიყვარულის ისტორია” ანრი ჯოხაძე – ”მომატყუე” ნინო ჩხეიძე – ”ოსური” წლის აღმოჩენა – ვალერი მიგინეიშვილი პოპულარული რეალითი-შოუ – ”ჯეო-ბარი 3” მომავლის ვარსკვლავი – ანი სირაძე თინეიჯერების ტელე-სიმპათია – სოსო ჯინჯიხაშვილი პოპულარული გასართობი რადიო – ”5 ლაინს რადიო” პოპულარული გასართობი რადიო-გადაცემა – რადიო ”ჰიტ ფმ” ”ზავადნოი აპელსინ” წლის დუეტი – თამთა ასათიანი და გიგა კვენეტაძე სიმღერის საუკეთესო ტექსტი – მერაბ სეფაშვილი ”დავბრუნდები” - ავტორი სერგი კაკალაშვილი წლის საუკეთესო კლიპი – ნინი ბადურაშვილი ”ფსოუ” - რეჟისორი დათო იმედაშვილი წლის საუკეთესო კონცერტი – ”თბილისობა 2007” turne პოპულარული პროდუსერი – სოსო აბზიანიძე პოპულარული მენეჯერი – ნინო წიკლაური ყველა თაობის საყვარელი მომღერალი (ქალბატონი) – ეთერ კაკულია ყველა თაობის საყვარელი მომღერალი (მამაკაცი) – ბუბა კიკაბიძე ქალაქური სიმღერების პოპულარული შემსრულებელი – ნინო ჩხეიძე პოპულარული ავტორ-შემსრულებელი – გიგა კვენეტაძე საუკეთესო საბავშვო მუსიაკლური პროექტი – ”საბავშვო ევროვიზია” megas statuetebi წარმატებული მუსიაკლური პროექტი – ”პატრინოტი 2007” წარუმატებელი მუსიკალური პროქეტი – ელეონორა ”იურმალა 2007”-ზე წლის პოპულარული მომღერალი – ნინო ჩხეიძე პოპულარული გასართობი ტელე-კომპანია – ”პირველი სტერეო” ”ოძელას მეგა” – ეკა კვალიაშვილი ”მეფეს მეგა” – უცნობი წლის რეპერი – ძვალი წლის ჯგუფი – ”სეიშენი” წლის ნაფტალინი (კარგად შენახული) – ”ქუჩის ბიჭები”, ბაჩო, ქეთი გომართელი საუკეთესო არანჟირებების სტუდია – თემურ ნიკოლაიშვილის სტუდია
არ მოსულ, ვერ მოსულ, არ მოპატიჟებულები :)))
სხვათაშორის არც წლევანდელი ”მეგა” იყო განსხვავებული, არ მოსულთა გარკვეული რაოდენობა ნომინანტებისა, წელსაც არსებობდა, საორგანიზაციო კომიტეტში აცხადებენ, რომ კარგა ხანია ეს მათში მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს, რადგან როგორც წესი უკვე მე-8 წელია ”მეგას” ვიღაცის არ მოსვლით არაფერი დაჰკლებია და არც მომავალში არ დააკლდება, რადგან რამდენიმე ”ვერ მოსულთა” გარდა ყოველთვის იარსებებს მომსვლელთა გაცილებით დიდი მსურველი და რაოდენობა. წლევანდელ ცერემონიალს, სადაც საუკეთესოებთან ერთად უფრო პოპულარულებს აჯილდოებენ, მის დაწყებამდე 1 turne საათით ადრე ”ფეხის ატკიების” გამო ვერ დაესწრო ”წლის საუკეთესო კლიპის” გამარჯვებული ნინი ბადურაშვილი (”მეგა” კლიპის რეჟისორმა მიიღო), ნახევარი საათით ადრე აღმოჩნდა, რომ კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს სურდო ქონდა და ვერა ახერხებდა მოსვლას ”წლის საუკეთესო კომპოზიტორის” ნომინაციის მასაღებად (საერთოდ აღარ გამოუცხადებით აღნიშნული ნომინაცია), ასევე მოპატიჟებულ და არმოსულთა შორის აღმოჩნდა ”პლეიბოის” ”ლეგენდა” ნინა წკრიალაშვილიც, რომელიც მერე გაიგეს, რომ ახლობლის ქორწილში ყოფილა (”მეგა” შაბათ დღეს ჩატარდა) და ვიღაცისთვის დაუბარებია, ბოდიში მოუხადეთ ვერ დავესწრებიო (მას ”წლის სიმპათიის” ნომინაცია უნდა მიეღო), ასევე ვერ გამოცხადდა მერაბ სეფაშვილი, რომელსაც ”მეგას” ცერემონიალის პარალელურად, სხვა კლუბში ”სოლო-კონცერტი” ჰქონია და ”ტრიუმფში” მისვლა ვეღარ მოახერდა ნომინაციისთვის ”სიმღერის საუკეთესო ტექსტი” რომელიც შესაბამისად ტექსტის ავტორს სერგი კაკალაშვილს გადაეცა.
საორგანიზაციო კომიტეტში ასეთი კომენტარი გააკეთეს: - დაგვერწმუნეთ კიდევ ერთხელ – ”მეგას” ცერემონიალს ვიღაცის არ მოსვლა ისე არ დაემჩნევა, როგორც ”გრემის” ცერემონიალს არ ემჩნევა ვიღაცის არ მისვლა, სხვადასახვა მიზეზების გამო! – პრინციპში, ჩვენი სუბიეტური აზრიც ასეთივეა – ეს ადამიანები საკუთარ თავს უკეთებენ ცუდს და უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს საზოგადოების წინაშე, რომლებმაც ისინი რაღაც კონკრეტული ტიტულისთვის აირჩია.

- ბატონო ბესო, კმაყოფილი ხართ ”მეგას” დღევანდელი ცერემონიით?
- აბსოლუტურ კმაყოფილებას არასოდეს გამოვხატავ, მე უფრო მეტად ორგანიზებული მინდა, რომ იყოს, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს ყოველთვის ასეა, ჩვენი ”ვარსკვლავების” გადამკიდე ალბათ აბსოლუტური ორგანიზება არასოდეს მიღწევადი არ იქნება არასამთავრობო და არაკომერციულ ღონისძიებებზე.
- რას გულისხმობთ კონკრეტულად?
- თუნდაც იმას, რომ ადამაინს გასაგებად, ასიათასჯერ უმეორებ, რომ ცერემონიალი საღამოს 7 საათზე იწყება და როცა 8 საათზე მოდის და ჩვენ იძულებულნი ვართ დაველოდოთ, რადგან ბოლო ჭანჭიკამდე გათვლილ და აწყობილ სცენარს ვერ ავურევთ! ან ის, რომ ცერემონიალის დაწყებამდე ერთი საათით ადრე იგებ, რომ ვიღაცას ფეხი უღრძვია, ვიღაცას სიცხემ აუწიია, ამ პასუხისმგებლობას ვგულისხმობ, უფრო სწორედ კი – უპასუხისმგებლობას.
turne - გეთანხმებით, ეს ტრადიციული და ალბათ, რომ არასოდეს აღმოიფხვრება ქართველ ვარკვლავებში, ასეთი სენია.
- სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ ეს ასეა და ასე იქნება, სანამ ”მეგას” თუნდაც ან მთავრობა არ ჩაატარებს ან დიდი სპონსორი არ ეყოლება :)
- შიშის და ფულის მომენტს გულისხმობთ?
- შეიძლება (იღიმება)
Giga kvenetadzis show - ბატონო ბესო, რატომ ხდება ყოველ წელს ”მეგაზე” სკანდალები?
- იმიტომ ხდება, რომ ეს არაა კონცერტი, ყველაფერი რომ გათვლილია, ეს არის დაჯილდოების ცერემონია, სადაც ყველა ყველაფრით კმაყოფილი ვერ იქნება, ძალიან ძნელის ქართველებისთვის იმის აღქმა, რომ – როგორ, თუ მე არა და სხვას რატომ? და სკანდალებიც ამიტომაა, არ მოსვლა და ვერ მოსვლა ეს მეორეხარისხოვანია! ”მეგა” ტრადიციული ღონისძიებაა და ეს უკვე აღარ გვიკვირს, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ
- როგორ თვლით, ავად თუ კარგად?
- თამამად და ხმამაღლა ვაცხადებ – კარგად! ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ სპონსორების, მთავრობის და ”შავი ფულის” გარეშე გავაკეთოთ მსგავსი სახის გრანდიოზული ტრადიცია, ისე რომ ის დამკვიდრდდეს, რა იქნება მომავალ წელს არვიცი, მაგრამ წელს მართლა მეგობრული გვერდში დგომით ჩატარდა ტექნიკურად ”მეგას” ცერემონია.
nino zocenidze - უფრო კონკრეტულად?
- თუნდაც ის, რომ შესანიშნავი კლუბი ”ტრიუმფი” გვერდში დაგვიდგა და ყველანაირად დაგვეხმარა, რისთვისაც კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრა მადლობა მის დირექტორს ბ-ონ თენგოს, უბრალო საქმე არაა კლუბის სახელით ჩატარდეს ასეთი სკანდალური ღონისძიება, ამ კაცმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ”მეგა” ჩატარებულიყო. თუნდაც ის, რომ სარეკლამო კომპანია ”ბარსა” მთლიანი პოლიგრაფიული მოსმახურეობით გვერდზე დაგვიდგა და მთლიანად უზრუნველყო ეს მხარე, რისთვისაც ასევე მადლობა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრა მის დირექტორს ბატონ მუხრანს, თუნცა იმ ხუთი რადიოს სარეკლამო მხარდაჭერა რად ღირს რასაც ისინი გვიწევდნენ ამ პერიოდის განმავლობაში, ასევე ის შესანიშნავი საჩუქრები რომელიც ”ორიფლეიმმა” გადასცა ყველა მონაწილეს, ”კომპანია” გრანდისა და კომპანია ”ფასთ-პლიუსის” საჩუქრები, ეს ყვეალფერი ერთ მძივად აეწყო და აი შედეგი – ”მეგა-2007” ღირსეულად შედგა.
tamuna amonashvili meugliturt - რას ფიქრობთ, რა იქნება ”მეგა-2008”-სთვის?
- რაც მთავარია ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, დიდი იმედი მაქვს რომ მომავალ წელს გაცილებით მეტი შესაფასებელი გვექნება და დიდი სურვილი მაქვს, რომ ”მეგა” კვლაბ დაუბრუნდეს ფილარმონიის სცენას, რადგან მენანება ის კლუბულური სიტუაციებისთვის, ამისთვის კი, ჩვენმა მომღერლებმა უნდა იაქტიურონ, რომ კვლავ დავუბრუნდეთ წითელ ხალიჩებს, ელიტარული მანქანებით ექსკორტით შემოსვლას, ქართული ჰიმნით ცერემონიალის გახსნას, სცენაზე ცოცხალ ბენდს და ა.შ. ამაში კი რეალურად გვჭირდება მთავრობის დახმარება, და რაზეც სხვათაშორის წელს ”მეგაზე” სურვილი გამოთქვეს, რადგან ქალაქის მერიის მიერ ორგანზიებული ”თბილისობა 2007” წელს ”წლის საუკეთესო კონცერტის” გამარჯვებული გახდა (და ”მეგა” მერიამ წაიღო), ხოლო საუკეთო მუსიაკლური პროექტი კი ”პატრინოტი” გახდა, რომლის ”მეგაც” ნაციონალურმა მოძრაობამ მიისაკუთრა :) ასე, რომ მათი დაინტერესება რეალური უნდა იყოს, ვნახოთ, მომავალი ”მეგას” ცერემონიაც მალე მოვა.
- დაველოდოთ და დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ”მეგას” მე-8 წარმატებას.
:)
ექსკლუზიური ინტერვიუები