19 და 22 მარტს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში კომპანია “არტ-ფეისის” და “ფუჯიფილმის” ეგიდით ჟურნალისტ ბესიკ ჩუბინიძის მიერ 1991-2008 წლებში გადაღებული ფოტო-კადრების გამოფენა მოეწყო, რომელიც ავტორმა საზოგადოებას საინტერესო სლოგანით წარუდგინა - “ის, რაც არასოდეს არ უნდა განმეორდეს”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალისტის მიერ გადაღებული 60 ფოტო და დამატებით ათი საინტერესო კადრი, რომელიც სხვადასხვა დროს, უცნობი თუ ნაცნობი ფოტოგრაფების მიერაა გადაღებული (და რომელიც ე.წ. “დაშიფრული ფოტოს” სტატუსით გამოიფინა).
ორი დღის მანძილზე გამოფენილმა ფოტოებმა საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია, მისი მონახულება არ გადაუდიათ ძველ მებრძოლებს, საზოგადოების პოპულარულ სახეებს და ცნობილ ადამიანებს. ნუგზარ ერგემლიძე, ეკა ბესელია, დოდო გუგეშაშვილი, გოგა მესხი, ლალი ტოტიკაშვილი, გია ჯაჯანიძე და სხვა უამრავი ინტერესით ათვალიერებდნენ საქართველოს უახლოესი ისტორიის შეჩერებულ წამებს.
გამოფენას ესწერებოდა კომპანია “არტ-ფეისის” პრეზიდენტი ზვიად აბესაძე, რომელიც თავის დროზე ქუთაისის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი იყო და 21 წლის ასაკში იბრძოდა სამშობლოს დამცველთა რიგებში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გამოფენის თანაორგანიზატორთა შორის აღმოჩნდა
ზვიად აბესაძე: - როცა მე და ბესომ ამ გამოფენის იდეა განვიხილეთ, უყოყმანოდ გადავწყვიტე, რომ პროექტის განხორციელებაში მიმეღო მონაწილეობა, მითუმეტეს ჩემთვის ის ყველაფერი, რაც ამ სურათებშია ასახული და დაფიქსირებული ჩემი პირადი ისტორიაცაა, ეს ის დრო და პერიოდია, რომელიც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს და ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ თუნდაც აფხაზეთის, თუნდაც სამოქალაქო და თუნდაც ცხინვალის ომი, ერთი ობიექტის - რუსეთის ორგანზებულია და ვიმეორებ - ასეთი რამ აღარ უნდა გამეორეს! ეს ფოტოები კი, ყველას შეახსენებს გასული წლების ტრაგედიას.
ბესიკ ჩუბინიძე: - ჩემდაგასაკვირად გამოფენას მოწვეულ სტუმართაგან ისეთი ხალხი არ დაესწრო, რომლებსაც პირდაპირი ვალდებულებაც კი ჰქონდათ, ჩვენი წარსულის ეს რთული პერიოდი კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს ახსოვთ ეს ტრაგედია და არავის აქვს სურვილი მისი გამეორების.
ფოტოები რომელიც ჩემს მიერ სხვადასხვა დროსაა გადაღებული, შეჩერებული წამის რეჟიმში, კიდევ ერთხელ გაახსენებს ხალხს საქართველოს უახლოეს ისტორიას.
გამოფენის ორგანიზებაში დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია “არტ-ფეისს” და “ფუჯიფილმის” სტუდიას, რომლებიც პირველივე შეთავაზებაზე დადგნენ ამ პროექტის გვერდით და ამით ისტორიას შეუნახეს ბევრი კადრი, რომელიც ჯერ აქამდე არსად გამოქვეყნებულა.
დოდო გუგეშაშვილი და ბუბა კიკაბიძის პროდუსერი სოსო აბზიანიძე
დამთვალიერებელი თითოეულ კადრს ყურადღებით აკვირდებოდა
დამთვალიერებელი თითოეულ კადრს ყურადღებით აკვირდებოდა
ნუგზარ ერგემლიძეს მწარე წარსულის გახსენება კიდევ ერთხელ მოუწია
დამთვალიერებელი თითოეულ კადრს ყურადღებით აკვირდებოდა