miss17
mtavari
NEW interviuebi
me-17 konkursi
პირისპირ 2013
tv
2012 clis ambebi
mega2012
jurnali VARSKVLAVEBI
SPEC reportajebi
forumi MESIJI
bechdviti interviuebi
DJ max carmogidgent
chvens shesaxeb
POTO PAPARACI
datove chanaceri
kontaqti
mtavari
xazi

სიმღერისა და ცეკვის, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი "ქობულეთობა-2010"-

რატი მეგრელიძე: - ჩვენ ქართულ საქმეს ვემსახურებით

ქობულეთი უკვე მეოთხედ, 2010 წლის 28 ივნისიდან 7 ივლისამდე უმასპინძლებს სიმღერისა და ცეკვის, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს `ქობულეთობა-2010~-ს, რომლის ორგანიზატორი ტურისტული კომპანია `შავი ზღვის სამყარო~ და მისი პრეზიდენტი რატი მეგრელიძე არიან. `ვარსკვლავები~ დაუკავშირდა ბ-ონ რატის და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრი საინტერესო დეტალი გაარკვია, როგორც რესპოდენტმა განაცხადა ფესტივალი გარდა იმისა, რომ ქართული ფოკლორის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, უდაოდ დიდ როლს თამაშობს სხვადასხვა ეროვნების ბავშვთა დამეგობრებასა და ახლოს გაცნობაში, როგორც უკვე ცნობილია `ქობულეთობა 2010~-ზე აზერბაიჯანის, სასომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები უკვე მიიღებენ მონაწილეობას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი თაობის დამეგობრებას და ერთმანეთთან ინტეგრაციას. გთავაზობთ ბ-ონ რატი მეგრელიძესთან რადიო-ინტერვიუს სტენოგრამას, რომელიც მან ჩვენს გადაცემას და ჩვენს ჟურნალისტს მისცა. (დააწკაპუნეთ წარწერაზე და გადადით ინტერვიუების განყოფილებაში)

dato xudjadze - ბ-ნო რატი, უკვე მეოთხედ იმართება ფესტივალი, ეს ნიშნავს, რომ მან თავისი ადგილი და სახელი უკვე დაიმკვიდრა, როგორ ფიქრობთ მაინც რა არის ყველაფერ ამის პირველი შედეგი?
- უპირველეს ყოვლისა ის რომ მაქსიმალურად ხდება ქართული კულტურის, ფოკლორის და ცეკვის პოპულარიზაცია, მეორე და უმთავრესი – რეგიონის ახალგაზრდა თაობა ერთმანეთთან კონტაქტის საშუალებით ინტეგრირებას გადის, ისინი ეცნობიან ერთმანეთს, უახლოვდებიან და დამეთანხმეთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანთა შორის კონტაქტები და კავშირები.
- საკმაოდ წარმომადგენლობითი ჟიური განიხილავს ფესტივალს მსვლელობის 10 დღის განმავლობაში.
- დიახ ასეა, ვცდილობთ, რომ კომპეტენტურ ადამიანებს ვანდოთ შეფასება, მათ თავისი პროფესიონალური მიდგომა აქვთ საქმისადმი, მათ უკეთ იციან სად რა შეფასებაა საჭირო და რათქმაუნდა ეს არავის დაჩაგვრის ან ვინმეს წინ წამოწევის ხარჯზე არ გაკეთდება, მითუმეტეს, ახალგაზრდა ადამიანების შეფასებასთან როცა გვაქვს საქმე, მაგალითად მარიკა კვალიაშვილს, რომ მუსიკალური თვალსაზრისით შეფასება არ გაუჭირდება ბავშვის, ამაზე სადაო არაა, პირიქით მისი რჩევა და შენიშვნები უფრო მისაღები და გასათვალისწინებელიცაა.
- გეთანხმებით, ბ-ნო რატი, რამდენადაც ვიცი საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი აქვს წელს ფესტივალს, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ?
- დიახ, ასეა, წელს საპრიზო ფონდი 50.000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში და ასევე დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, მიიღებენ დიპლომებსა და მედლებს. Aაქედან ორი კოლექტივი გახდება გრან-პრის მფლობელი, ასევე განაწილდება - პირველი, მეორე და მესამე ადგილებიც.
- ბ-ნო რატი რამდენად გიდგათ სახელმწიფო ორგანიზაციები გვერდში?
- ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ა/რ განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა. ასევე სიმაყით მინდა გითხრათ, რომ ფესტივალი ტარდება ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით.
dato xudjadze - და ბოლოს, ერთ აბზაცში როგორ ჩამოაყალიბებდით ფესტივალის მიზნებს?
- ფოლკლორის საერთაშორისო სიმღერისა და ცეკვის ფესტივალ-კონკურსის ორგანიზატორთა უმთავრესი მიზანია სხვადასხვა ქვეყნების კუთხეში მიმობნეული ეროვნული ფოლკლორის თვალნათელი მარგალიტების წარმოჩენა, გაცნობა, ჩვენ ვაძლევთ უნიკალურ შანსს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ შემოქმედებით კოლექტივებს, კიდევ ერთხელ გამოავლინონ საკუთარი ნიჭი და შემოქმედება, თავიანთი წილი აგური დადონ ფოლკლორის, ამ ეროვნული საგანძურის განვითარების საქმეში და მიხარია, რომ `ქობულეთობაზე~ ამას ვახერხებთ, უკვე მეოთხედ.

"ვარსკვლავები" აღნიშნულ ღონისძიებას ყოველდღიურად ადგილზე მიადევნებს თვალს და საზოგადოებას ყოველდღიურ ფორმატში შეატყობინებს მისი მსვლელობის დროს განვითარებულ მოვლენებს, შემოგთავაზებთ ფოტო-რეპორტაჟებს, ხმოვან-რადიო ინტერვიუებს ჟიურის წევრებთან, ორგანიზატორებთან და მონაწილე კოლექტივებთან.
.

xazi

ქართველი ვარსკვლავების დიდი გასეირნება ლეჩხუმ-სვანეთში

ცაგერის რაიონის ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობისა და თბილისიდან კი ქალბატონ ნანა კელაპტრიშვილი და ია ქუთათელაძის ორგანიზებით ქართული შოუ-ბიზნესის დიდი ”კამანდა” ”მერსედესის” კომფორტული ავტობუსით (ამ ავტობუსზე ოდნავ ქვემოთ გაცინებთ ბევრს) რაჭა-ლეჩხუმის გზას დადგა, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ერთი ჩვეულებრივი გასვლითი ტური იყო საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში, მაგრამ ამ ჩვეულებრივ ტურს იმხელა დადებითი და ემოციური ფონი ახლდა, რომ ალბათ კაი ხანი არავის დაავიწყდება.

turne ეკა კვალიაშვილი, თამუნა ამონაშვილი (რომელსაც თან მეუღლე რეზიკო არჩვაძე ახლდა), ჯგუფი ”სეიშენი”, ნინო ძოწენიძე, მანჩო, ჯაბა ბოჯგუა და ენრიკო ჯანელიძე, თქვენი მონა-მორჩილი ”ვარსკვლავების” ჟურნალისტი და ყოფილი ”ამტანი” ნატა გულიაშვილი, ჩემი კოლეგა გიორგი საკარული და რა თქმა უნდა ორგანიზატორები – აი, ”კამანდა” რომელიც ამ ”დალოცვილ” ”მერსედერსში” თავისუფლად გადანაწილდა დილის 8 საათზე. seisheni უნდა გენახათ, ვინ ვის ასწრებდა ავტობუსის უკანა სავარძლებზე გამოძინების მცდელობას, რადგან თითქმის ყველა ”წუხანდელი ღამე ნათევები” იყვნენ და ეძინებოდათ :), ვინც უკან ვერ მოახერხა, ეგრევე საკუთარ სავარძლებზე ააშვირა ფეხები და გამოძინება სცადა, ზოგიერთი კი, ისე ღრმად შემოიჭრა ჟურნალისტის როლში, რომ ჩვენი – პროფესიონალების გაკვირვებაც კი გამოიწვია, გეტყვით – აი, მაგალითად ეკა კვალიაშვილი, ისე პროფესიონალურად პაპარაცობდა საკუთარი მობილური აპარატით, რომ ერთი გაფიქრება ისიც კი ვიფიქრეთ, ემანდ ეკას ჩვენს ”პაპარაცულ” განყოფილებაში აგენტის ვაკანსია, ხომ არ შევთავაზოთ-თქო, მაგრამ მერე ორმაგი აგენტობის შიშით გადავიფიქრეთ :)) და კიდევ – ჯაბა ბოჯგუა უნდა გენახათ, აქაოდა ჩემს ციფრულ აპარატში 2 გიგაბაიტიანი ჩიპი დევს და არ მენანებაო და მიდი-მოვდივარ – ყველაფერს აფიქსირებდა (სხვათაშორის აქ მისი შემოქმედებიდანაცაა წარმოდგენილი რამდენიმე ფოტო, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის).
stumar-maspinzeli სასაუბრო თემა გაინტერესებთ? – ქუთაისამდე პოლიტიკა, პოლიტიკა და მხოლოდ პოლიტიკა, მაგრამ ახლა, რომ აქ, ის დავწეროთ ვინ რა დოზით და ვისზე რას საუბრობდა – მეც დამიჭერენ, თქვენც დაგიჭერენ და ტრიფონსაც დაიჭერენ :)) მაგრამ რა თქმა უნდა ხალისის დონეს არ გასცდენია ეს ყველაფერი! აი, ქუთაისიდან ცაგერამდე გზა კიი – სულ საქართველოს ბუნების ფერებ-ფერებაში გაატარა ამ ხალხმა, მიზეზი მარტივი იყო – უმეტესეობა ამ ულამაზეს კუთხეში პირველად იყო, ერთი ეგაა საშინლად არაკომფორტულმა გზამ გავაწამა ყველა (დიახ, დიახ ასეთი გზები კიდევ დარჩა საქართველოში). ცაგერი – ულამაზესი ადგილი ყოფილა, ულამაზესი ბუნებით, სუნიც კი რაღაცნაირად ლამაზია ამ პატარა ქალაქში, ხალხიც, გარემოც, მოკლედ ერთი სიტყვით ყველა დადებითი აურით დაიმუხტა ამის შემხედვარე, ერთდერთი ჩვენი ”საწყალი” მძღოლი ნერვიულობდა, რადგან როგორც ჩანს – ამ გზაზე ამხელა ”მერსედერსის” ავტობუსი მგონი პირველად გადიოდა :))
seisheni კონცერტი კი, ცაგერთან ახლოს, 2 კილომეტრში, ე.წ. მწვანე თეატრში ჩატარდა, ეს ტყის პირას გაკეთებული, პატარა ამფითეატრია, სცენით და მდელოზე მაყურებლის დასაჯდომი სკამებით. კონცერტამდე მასპინძლებმა სტუმრები დააპურეს, დაასვენეს და საღამოს კი – საღამოს რა ცეცხლიც ამ სცენაზე დატრიალდა ალბათ არ დაავიწყდებათ ცაგერელებს დიდი ხანი, სხვათაშორის იქ იყვნენ ნაც-მოძრაობის გენ-დირექტორი დავით კირკიტაძე და ყველაზე დიდი ”პატრიოტი” ლადო ვარძელაშვილიც (რა თქმა უნდა ადგილობრივ ”ნაც.კამანდასთან” ერთად) – ერთი სიტყვით და მრავალი გაგებით კონცერმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ყველა კმაყოფილი იყო, წამყვანებად კი – ”ამტანი” ნატა და ჩემი კოლეგა გიორგი საკარული (ჟურნალ ”სარკის” ჟურნალისტი) ბოლომდე დაიხარჯნენ.
კონცერტის მერე გამართულ ბანკეტზე, ცაგერის ერთ-ერთ ულამაზეს ოჯახში ყველა სადღეგრძელო დაილია რისი წარმოდგენაც ქართველ კაცს შეუძლია, მერე კი ტურნეების ყველაზე სასიამოვნო პროცედურა – სტუმრების ოჯახში გადანაწილბა დაიწყო, მე, გიორგი საკარული და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი აბზიანიძე ერთ ლამაზ და მეტად საინტერესო ოჯახში მოვხვდით, სხვათაშორის დიდი მადლობა უჩვეულოდ საინტერესო და ლამაზი მასპინძლობისთვის ქალბატონ ნატოს და ლანას.
enriko janelidze აი, გაღვიძებულებს კი ახალი სირპრიზი დაგხვდა, საღამოს კონცერტს, სრულიად შემთხვევით ლენტეხის რაიონის გამგებელი ესწრებოდა, ამ კაცს ისე მოსწონებია ის ყველაფერი, ისე, ისე, რომ ეგრევე სვანური პირდაპირობით მოვიდა და ”ბრძანა” – ხვალ, ლენტეხში გამართავთ იგივე კონცერტსო! – მე შენ გეტყვი და უარზე იქნებოდა ვინმე? გარდა იმისა, რომ ”დაუსაქმებელ” ვარსკვლავებს ეს ჩვეულებრივ სამსახურად აქვთ, სხვა თუ არაფერი – სვანეთში ასვლა ყველას უნდოდა (ჩვენი ავტობუსის მძღლოს გარდა). ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო, სრულიად მოულოდნელად დაგეგმილი ლენტეხური კონცერტი – შედგა! და თან იცით როგორი კონცერტი? ბევრმა ინატროს ასეთი მაყურებელი როგორიც ჩვენ იქ ვნახეთ (იხილეთ ”ვიდეორგოლებში”), შეიძლება თამამად დავაფისქირო – ახალგაზრდა სვანებმა თავზე დაიმხეს იქაურობა, იმდენი იცეკვეს და იმდენი იმხიარულეს, პირდაპირ სცენაზევე, მომღერლების გვერდით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გამოგვაყოლეს თან.. მაგრამ..
jaba bojgua ყველაზე დიდი კურიოზი კი ამ ”მაგრამ”-ის შემდეგ დაიწყო, ჩვენი გენიალური ”მერსედერსი”, უკანა გზაზე, უკვე ღამით, ცაგერიდანmancho 12-15 კილომეტრის გავლის შემდეგ დადგა, დადგა და მოკვდა.. ავტობუსს, შუა ტყეში გზად ”კარტერი” გაეხა და ახლა თავად წარმოდგინეთ ეს რაც იქნებოდა.. საათნახევრის განმავლობაში ცაგერთან ახლოს, ტყეში დიდი ”ვარსკვლავური” ღრუბელი იქუფრებოდა :) თუმცა იქ გატარებული საათები ბევრს დიდი ხნის მოგონებად გაყვება, ბოლოს როგორც იქნა დამხმარე ძალაც მოვიდა, რომელმაც ქუთაისამდე ”პაზიკებით” გადაგვაბრძანა და ქუთაისიდან კი, თბილისში სხვადასხვა საშუალებებით ჩამოვბრძანდით :) დილის 3-4 საათისთვის.
ასე დამთავრდა ეს მოგზაურობა, მაგრამ რაჭველებმა შემოგვითვალეს – გავიგეთ დიდი ამბები დაგიტრიალებიათ ლეჩხუმში და სვანეთში და ჩვენ რაღა დაგიშავეთ ქვე შენი ჭირიმეთო?! ჩვენც გვეწვიეთო! - მოკლედ სანამ რაჭველი ნაციონალები ქართველი ვარსკვლავების მიპატიჟებას მოიფიქრებენ, ჩვენ მანამდე ცაგერელ და ლენტეხელ ნაციონალებს გადავუხდით მადლობას.
რეპორტაჟი მოამზადა ვაკო სოფრომაძემ
xazi

ოთარ რამიშვილი: - არ დაგღალოთ ფიქრებმა, ყველაფერი იქნება

ოთარ რამიშვილი: - ახლა ისე განვითარდა მოვლენები შეიძლება სუნთქვის გამო ცხვირზე მრიცხველები დაგვიყენონ

ყველას მოგესალმებით! ჩვენი დღევანდელი სტუმარი ასე ვიტყოდი ლეგენდარული ქართველი გიტარისტი ბატონი ოთარ რამიშვილი გახლავთ. ჩემი აზრით მას სიმღერაზე მეტად იუმორი უფრო ეხერხება. ინტერვიუში მისი მეუღლე ქალბატონი გულნაზიც ჩაერთო. ძალიან ბევრი გვახალისა ბატონმა ოთარმა და სხვათაშორის მიმღერა კიდეც, რასაც ბევრი ინატრებს.

- ბატონო ოთარ, გიტარაზე ბავშვობიდან უკრავთ?
- კი, ბავშვობიდან.
- ლექსების წერა როდის დაიწყეთ?
- დაახლოებით 10-წლის ასაკიდან.
- სკოლაში როგორ სწავლობდით?
- არც ფრიადოსანი ვიყავი და არც ცუდი მოსწავლე. მასწავლებლებთან გადასარევი ურთიერთობა მქონდა, ყველაფერზე მე მაგზავნიდნენ.
- ქალბატონო გულნაზი, როგორი ხასიათი აქვს ბატონ ოთარს?
- აბა რა გითხრა, პირველ რიგში რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ უნიჭიერესია. მშვიდი ხასიათისაა.
- ბატონო ოთარ, გაბრაზების დროს არ ფეთქდებით ხოლმე?
- საერთოდ არაფერზე ვფეთქდები, მაგრამ რა ვიცი, თუ ტროტილი უდევს ადამიანს მუცელში, აფეთქდება აბა რა მოუვა. (იცინის)
- ბატონო ოთარ, ამ ბოლო დროს, აღარ ჩანხართ...
- ჩრდილი მეფარება, მაგრამ ეს მთავრობა გვპირდება: გავკაფავთ ამ ჩრდილებს და ყველა გამოჩნდებითო, ჩვენ მაყურებლის როლში ვართ და ვნახოთ რა იქნება. საქართველოში ხელოვნება დიდი ხანია გარდაიცვალა, ყველაფერი ფულია, ახლა ისე განვითარდა მოვლენები შეიძლება სუნთქვის გამო ცხვირზე მრიცხველები დაგვიყენონ. (იცინის)
- ბატონო ოთარ, კურიოზი მომიყევით რამე.
- გურიაში მაქვს სახლი, რომელსაც მეზობლები და ნათესავები უვლიან. როგორც ჩავალ, მაშინვე მეკითხებიან: ოჰ, მიხაილოვიჩ, ჩამოხვედით ხო, როდის მიდიხართ? მე ვპასუხობ: თქვე კაი ხალხო, ჯერ არ ჩამოვსულვარ და რომელ წასვლაზე მელაპარაკებით-მეთქი, აბა კურიოზი არ არის? თუ გინდა, ერთ ანეგდოტსაც მოგიყვები სვანზე.
- მოყევით...
- სვანს მეთორმეტე გოგოს შემდეგ, მეცამეტეც გოგო გაუჩნდა და კმარა დაარქვა.
- ახლა, მითხარით რას უმზადებთ მსმენელს?
- მათ ძალიან ვუყვარვარ და გულს არ დავწყვეტ, კარგ სიმღერებს ვუმზადებ.
- ჩვენს მკითხველს რას ეტყვით?
- მოვიკითხავ. (იცინის)
- საზოგადოებას?
- რას ვეტყვი და, ისე ამუშავდება ფაბრიკა-ქარხნები, უმუშევარი არავინ დარჩება და ხელფასიც იქნება. “არ დაგღალოთ ფიქრებმა, ყველაფერი იქნება.” (იცინის)
xazi

ზვიად ძიძიგური: - მგონია, რომ უფრო მეტ როლს კომპიუტერი თამაშობს მუსიკის შექმნაში

ზვიად ძიძიგური: - ხუთ წუთში გამოჩეკილი ვარსკვლავები დიდხანს ვერ იკაშკაშებენ მუსიკალურ ცაზე

ყველას მოგესალმებით! ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრი ბატონი ზვიად ძიძიგური. მინდა გითხრათ, რომ იგი არაჩვეულებრივი რესპონდენტია. თუ რას ფიქრობს ის ქართულ და უცხოურ ესტრადაზე ამას ქვემოთ შეიტყობთ. მაშ ასე...

- ბატონო ზვიად, ბავშვობაში თუ გეხერხებოდათ სიმღერა?
- მაინცდამაინც არ მეხერხებოდა, ახლა უფრო ვმღერი ხოლმე სუფრასთან.
- მუსიკაზე ან ცეკვაზე თუ დადიოდით?
- არა, მიმიყვანეს, მაგრამ ვიპარებოდი ხოლმე, ეგ ამბავი ძალიან მეზარებოდა. (იცინის)
- რაიმე ღონისძიებებში თუ მონაწილეობდით?
- კი, როგორ არა, ვღებულობდი მონაწილეობას, ისეთ ღონისძიებებში, როგორიც იყო შატალო (იცინის), სკოლის და სტუდენტობის დროსაც ხშირად ვაკეთებდი ხოლმე მსგავს ღონისძიებებს, ქალაქგარეთ გასვლებით და ა.შ..
- ბავშვობაში როგორ მუსიკას უსმენდით?
- დიდად არ ვიკლავდი თავს მუსიკისთვის, მაშინ “ბონი ემი” იყო და როგორც ყველას, მეც მომწონდა.
- ახლა როგორ მუსიკას უსმენთ?
- ხალხური ფოლკლორი მომწონს, კლასიკური მუსიკა, კიდევ საგალობლებს ვუსმენ.
- უცხოელებიდან რომელი მომღერალი მოგწონთ?
- ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან გამომდინარე, ბიტლზებს ახლაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ. ოპერის მომღერლებსაც ვუსმენ ხშირად: მარია კალასს, ასევე ბეთჰოვენის ცნობილ მე-5-ე და მე-9-ე სიმფონიებს, მოცარტის მე-40-ე სიმფონიას. ესენი ჩემი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოებებია.
- ბატონო ზვიად, თანამედროვე მომღერლებიდან ვინმეს თუ უსმენთ?
- ყველაზე დიდი ხალისით და სიამოვნებით ვუსმენ ზუმბას...
- სხვებს არ უსმენთ?
- სიმართლე გითხრა, ეს ახალი ვარსკვლავები, რომლებიც ასე კაშკაშებენ, ქართულ ტელევიზიასა და ახალგაზრდებს თუ დავუჯერებთ... მე დიდად არ მხიბლავენ, კიდევ ვამბობ, რომ ზუმბა მომწონს, იმიტომ, რომ რაღაც ეროვნულია, პატრიოტულია და იუმორიც კარგი აქვს. თანამედროვე ესტრადას დიდად არ ვაქცევ ყურადღებას.
- ე. ი ადრინდელ ესტრადას უფრო ანიჭებთ უპირატესობას...
- რა თქმა უნდა, ადრინდელს, იმიტომ, რომ ვფიქრობ უფრო მეტად დახვეწილი და უკეთესი იყო ადრინდელი მუსიკა. ასე მგონია, რომ უფრო მეტ როლს კომპიუტერი თამაშობს მუსიკის შექმნაში, ვიდრე რომელიმე მომღერლის ნიჭი და შესაძლებლობა.
- ბატონო ზვიად, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მომღერლის ამპლუაში?
- არასოდეს მიფიქრია მომღერალი გავმხდარიყავი, თუმცა ყველანაირი სერიოზული მიმართულების მუსიკა მომწონს.
- და ბოლოს, რას უსურვებთ თანამედროვე ესტრადის მომღერლებს?
- ვუსურვებ, რომ უფრო სერიოზული გამხდარიყოს ეს ყველაფერი, ნაკლები კომპიუტერი, ნაკლები ფონოგრამა და მეტი შრომა, რაც მეტი შრომა ჩაიდება, მით უფრო სერიოზული გამოვა მუსიკალური ნაწარმოები, ეს არის უდაო ჭეშმარიტება. ვფიქრობ, რომ ხუთ წუთში გამოჩეკილი ვარსკვლავები დიდხანს ვერ იკაშკაშებენ მუსიკალურ ცაზე.
ესაუბრა ინგა ჩაგელიშვილი

xazi

რეპორტაჟი მეგრული სიმღერების ხობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალიდან

ხობის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი

პარლამენტარ და ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას მიერ ორგანიზებული ხობის, მე-3 საერთაშორისო, მეგრული სიმღერების, ფოლკლორის ფესტივალი დასრულდა. საერთო ჯამში 6 წლის წინათ საფუძველჩაყრილმა ღონისძიებამ წარმატებული გაგრძელება ჰპოვა და იმის გარდა, რომ სამი დღის მანძილზე ფესტივალს უამრავი მომღერალი და მოცეკვავე სტუმრობდა, იქ იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს პრეზიდენტიც მიშა სააკაშვილი, რომლის მეუღლემაც სხვათაშორის ხობში, ზურა სოტკილავას საიუბილეო კონცერტზე ფურორი მოახდინა, შეასრულა რა ამ უკანასკნელთან და ანსამბლ ”რუსთავთან” ერთად მეგრული ნანა. რეპორტაჟი ხობიდან, თავისი პლიუსებით, მინუსებით, კურიოზებითა და სასაცილო სიტუაციებით იხილეთ ”ინტერვიუების” რუბრიკაში.. (დააწკაპუნეთ აქვე და გადადით შესაბამის განყოფილებაში).

სტუმრების მიღება ხობში 1 ივნისის საღამოდან დაიწყეს, როცა სენაკის აერპორტში თვითმფრინავი დაეშვა ბორტზე 170-მადე რუსი სტუმრის თანხლებით, რომელთა შორის რა თქმა უნდა ჩვენი, ქართველი ერის რუსეთში წარგზავნილი სიამაყენიც იყვნენ, ზურა სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ელენა აბრაზცოვა, სხვანი და სხვანი ”შემოვლითი გზებით” ესტუმრნენ საქართველოს. მასპინძლებს აეროპორტში ფესტივალის ორგანიზატორი გოდერძი ბუკია დახვდათ. მე-2 დღეს, 2 ივნისს კი თბილისიდან დილის 9 საათზე, ფესტივალის სხვა სტუმრები და პრესის დესანტი გაემგზავრა, რაღა თქმა უნდა ყველაზე ხმაურიანი ავტობუსი მთელს კოლონაში ის იყო, სადაც ჟურნალისტები იყვნენ შეკრებილნი და საიდანაც ყველაზე ლამაზი სიმღერაც ისმოდა, ყველა სიკეთესთან ერთად, რადგან არც ჟურნალისტები ჩამოუვარდებოდნენ იმ პროფესიონალ შემსრულებლებს მეგრული სიმღერების შესრულებაში, რომლებიც ხობს სტუმრობდნენ. თუმცა ჟურნალისტები ცოტა არ იყოს გაკვირვებულნი დარჩნენ მათთვის შექმნილი, არც თუ ისე კარგი სამუშაო პირობებით და უყურადღებობით, რადგან რამდენჯერმე ჟურნალისტები ყაბულს იყვნენ თავად ჩაესხათ საწვავი გამოყოფილი მანქანებისთვის, ოღონდ დანიშნულების ადგილზე როგორმე დროულად მისულიყვნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ყველა კმაყოფილი დაბრუნდა დედაქალაში და პრესის მიმართ გამოჩენილი მცირე უყურადღებობა და უპატივცემულობაც დაივიწყეს.
dato xudjadze უამრავ ღონისძიებას შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი მაინც ხობის კულტურის ცენტრში გამართული ზურა სოტკილავას 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი იყო, რომელსაც პატრიარქთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა (მცირე დაგვიანებით შეურთდა დარბაზს). უდაოდ მაღალი საშემსრულებლო ნიჭი, სცენაზე მოქცევის კლუტურა, პროფესიონალიზმი, იუმორის გრძნობა და ყველაფერი დადებითი ერთად აზეილიყო სცენაზე და თავად მომღერლისგანაც იმხელა მუხტი მოდიოდა, რომ დარბაზი ტაშის დაკვრას აშკარად არ ზარმაცობდა.
შესანიშნავი იყო ”რუსული მუსიკალური დესანტიც”, რომლებმაც ის აუბეს მხარი ქართველ მომღერლებს, რომ დარბაზში სიხარულის ცრემლები ბევრს წამოუვიდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ზურა სოტკილავამ სცენიდან პრეზიდენტს დარბაზში გადასძახა: - ბატონო მიშა, ახლა ცოტახანი ქ-ნი სანდრა უნდა მოგტაცოთ, ოღონდ თქვენ არ იეჭვიანოთო, - მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დასტურის ნიშნად მხრები აიჩეჩა – კი, ბატონოო, ზურა სოტკილავამ მაყურებელს ქ-ნი სანდრა წარუდგინა, რომელთან ერთადაც შეასრულა დუეტში სიმღერა. (იხილეთ ვიდეორგოლები). დასასრულსითვის სცენაზე პატრიარქმა მოითხოვა სიტყვა და უდიდესი სიხარული გამოხატა იმ ადამიანების მიმართ ვინც მათ ასეთი ლამაზი საღამო აჩუქა, პატრიარქმა სახსოვარი მიართვა ელენა აბრაზცოვასაც და დიდი სიყვარულით მოეფერა მის ნიჭსა და შემსრულებლობას.
მთელი ნახევარი კონცერტის მანძილზე სცენაზე ერთი გზააბნეული შავი ღამურა დაფრინავდა, რომელიც ბოლოს ხობის მთავრობის ერთ-ერთ ჩინოვნიკს (სცენაზე მგზნებარედ, რომ კითხულობდა ფურცელზე დაწერილ (!) რაღაც ძველ-კომუნისტურ მაღალფარდოვან "რეჩებს" და ხშირ-ხშირად იცქირებოდა პრეზიდენტისკენ დარბაზში, აბა თუ მისმენს რასაც ვამბობო) მერცხლად მოეჩვენა და ზურა სოტკილავას მიმართა – აი, ბატონო ზურაბ, გაზაფხულის მერცხლებიც კი თავს დაგსტრიალებენ ამ დარბაზში, თქვენი შემოქმედებითი ნიჭი იმდენად მრავალმხრივი და საინტერესოაო (ამ სიტყვებმა დარბაზში ჩუმი ქირქილი გამოიწვია, რადგან ყველას ძველი, კომუნისტური დრო გაახსენა), არადა ერთი პატარა გზააბნეული შავი ღამურა დაფრინავდა თავისთვის…:)))
სოფელ ხეთაში 20 ახალი მეგრული სიმღერის პრეზენტაციაც შედგა, სადაც იმდენი მაყურებელი იყო შეკრებილი, რომ უბრალოდ არათუ დასაჯდომი, სასუნთქი ჰაერიც კი გაჭირდა, თანაც ეს სად? სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ…..:) სადაც შეკრებილიყო, ქართული სამსახიობო ელიტა და საზოგადოების ცნობილი სახეები - ეთერ კაკულია, ბუთხუზი ბასილაია, გოგი ქავთარაძე, ეკა კვალიაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ოტია იოსელიანი, დიმა ჯაიანი სხვანი და სხვანი.
უდაოდ დასამახსოვრებელი იყო ხობში ამ სამი დღის განმავლობაში გაშლილი ქართული სუფრა, ჩიტის რძე რომ არ აკლდა არასოდეს, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც პრეზიდენტთან ერთად ქეიფი აღმოჩნდა ხეთაში 3 ივნისს, ფესტივალის დამთავრების ბოლო დღეს გაშლილ სუფრაზე, რომელსაც თავად მასპინძელი გოდერძი ბუკია თამადობდა. საოცარია, რომ იმ დღეს ყველაგან წვიმდა, ყველგან გარდა ხობისა, ამის არ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგან სხვა თუ არაფერი ჟურნალისტები სხვადახვა ადგილებიდან ინფორმაციებს იღებდნენ რომ ამა და ამ რაიონში თავსხმაა, ამა და ამ ადგილას წარღვნაო, უცნაურია მაგრამ ხობში – წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა და ფესტივალს ღირსეულად ჩამთავრება დასცალდა.
ამ ერთ პატარა რეპორტაჟში ყველაფრის გადმოცემას და მოყოლას აზრი არ აქვს, დანარჩენის დათვალიერება ჩვენს ფოტორეპორტაჟში შეგიძლიათ, კომენტარებითურთ და ”ვიდეორგოლებში” კი ძალიან საინტერესო ფაილებს იხილავთ, შედით და დაათვალიერეთ.
xazi

ინტერვიუ გელა ჩარკვიანთან

გელა ჩარკვიანი: - მიკვირს, როდესაც ხალხს ჰგონია სხვა მოუვლის მათ ეზოსა და სახლს

“რა ავირჩიოთ, მეტი თავისუფლება და ამასთან ერთად მეტი საშიშროება, თუ ნაკლები თავისუფლება და ნაკლები საშიშროება” – ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევს გელა ჩარკვიანს. მაგრამ იცით თუ არა, რას ნიშნავს “ტემპოცენტრიზმი?” თუ არ იცით და არც სავარაუდო პასუხი გაქვთ, დიდხანს ფიქრით თავს ნუ მოიკლავთ, - ეს სიტყვა ბატონი გელას შექმნილია, “ეთნოცენტრიზმის” მოდელის მიხედვით. ჩვენი სტუმარია, არაჩვეულებრივი ადამიანი, ბატონი გელა ჩარკვიანი, კაცი რომელიც ყველა თაობის მისაბაძ მაგალითად ითვლება.

beo chubinidze - ბატონო გელა, ყველა ადამიანის ისტორია ბავშვობიდან იწყება, როგორი იყო თქვენი ბავშვობისდროინდელი თბილისი?
- გაცილებით პროვინციული, ახლანდელთან შედარებით. ორჯერ მცირე იყო მოსახლეობა, ქალაქს არ ჰქონდა გარეუბნები და თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობდა. ასე ვთქვათ: ანონიმური გარეუბნები არ იყო, ანონიმურს იმიტომ ვეძახი, რომ იქ არავის იცნობ და შენც არავინ გიცნობს.
- ნოსტალგიით ხომ არ იხსენებთ ხოლმე იმ დროს?
- ჩემი ასაკის ხალხისგან განსხვავებით, ახლანდელი ქალაქი უფრო მომწონს. ცოტა არეული ქალაქები მეტად მიყვარს, ვიდრე დალაგებული და პროვინციული. ეს შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს კიდეც. მოდი ვთქვათ, რას ნიშნავს კარგი და ცუდი. კარგი ქალაქი ალბათ ის არის, რომელიც მეტ სიხარულს აძლევს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, იმის გაზომვაც ცოტა ძნელია, რომელი ქალაქი აძლევს მეტ სიხარულს მას. ვფიქრობ, ახლანდელ ქალაქს მეტი ალტერნატივა აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლოს და ბოლოს, არჩევანი პირდაპირპროპორციულია თავისუფლებისა. რაც მეტი არჩევანი გაქვს, მით უფრო თავისუფალი ხარ. თავისუფლება კი ბედნიერების საზომია. აქ ერთი რაღაც უნდა ვთქვათ: თავისუფლება დაკავშირებულია საშიშროებასთან. მსოფლიოში საერთოდ ეს საკითხი დგას: “რა ავირჩიოთ, მეტი თავისუფლება და ამასთან ერთად მეტი საშიშროება, თუ ნაკლები თავისუფლება და ნაკლები საშიშროება?” ადამიანებს ახასიათებთ ასეთი რამ: ეს ტერმინი მე შევქმენი და მოდით შემოვიტანოთ თქვენი საშუალებით. “ტემპოცენტრიზმი” – ეს სიტყვა მე შევქმენი “ეთნოცენტრიზმის” მოდელის მიხედვით. თუკი “ეთნოცენტრიზმი” ნიშნავს, რომ ადამიანს თავისი ეთნოსის ცხოვრების წესი მიაჩნია ყველაზე სწორად, ანალოგიურად “ტემპოცენტრიზმი” ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი მიიჩნევს თავისი ახალგაზრდობის, ანუ აქტიურობის პიკის დროს ყველაზე კარგად. თანაც არა მარტო თავისი ცხოვრების მანძილზე, არამედ საერთოდ!
- ბატონო გელა, ახლა ვიცი, რომ საბურთალოზე გაქვთ სახლი, ახალგაზრდობაში რა უბნელი იყავით?
- სოლოლაკელი ვიყავი, სულხან-საბას ქუჩაზე ვცხოვრობდი, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს სახელმწიფო კანცელარიაა. მთელი ჩემი ბავშვობა მაგ პატარა ადგილთან არის დაკავშირებული.
- რა ხდებოდა იმ დროს სოლოლაკში?
- ბირჟებად იყო დაყოფილი, სადაც ახალგაზრდა ბიჭები იკრიბებოდნენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ბირჟა სკოლა იყო.
- თქვენ თუ იდექით ბირჟაზე?
- ნაკლებად, რადგან სულ სხვა პირობებში მიწევდა ცხოვრება, მამაჩემი, კანდიდ ჩარკვიანი, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო და დაცვა დამყვებოდა. როდესაც ბირჟაზე ვიდექი იგი შორიახლოს იდგა და მიყურებდა.
- ე.ი. ბირჟაზე თავისუფლად ვერ იდექით, დაცვა გზღუდავდათ...
- როდესაც იცი, რომ დაცვა გყავს, ალბათ ბოლომდე ადეკვატურად ვერ აღიქვამ სიტუაციას. თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი-ორჯერ ჩხუბიც მომივიდა, მაშინ დაცვა არ ჩარეულა, მაგრამ მერე ის ბიჭი გააფრთხილა –ამას მოეშვიო.
- და ბოლოს, რას ეტყვით საზოგადოებას?
- ვეტყვი, რომ ისინი ცხოვრობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და სასიამოვნო ქვეყანაში. ამიტომ მაქსიმალურად მოუარონ მას. მიკვირს, როდესაც ხალხს ჰგონია სხვა მოუვლის მათ ეზოსა და სახლს. ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა შექმნან პატარ-პატარა საზოგადოებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანიც იქნება ქალაქის მოვლა. მოდით, ყველამ თავისი საკეთებელი საქმე აკეთოს.
ესაუბრა ინგა ჩაგელიშვილი

xazi

გურამ შარაძის უკანასკნელი ინტერვიუ

გურამ შარაძე: - თანამედროვე ქართული საესტრადო სასიმღერო ხელოვნება ტრაგედიაა

beo chubinidze -ბატონო გურამ, ბავშვობაში თუ მღეროდით?
-ვფიქრობ, რომ არ ვმღეროდი, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ჩემი სიმღერის მასწავლებელი, დიდი ქართველი მომღერალი ბატონი ვლადიმერ ერქომაიშვილი. Iიგი ამბობდა, რომ კარგად ვმღეროდი.
-რაიმე ღონისძიებებში თუ მონაწილეობდით?
-კი, ძალიან აქტიურად ვმონაწილეობდი.
-მაინტერესებს, ახალგაზრდობაში, რომელ ქართველ მომღერალს უსმენდით?
-ყველაზე გამორჩეულად ზურიკო ანჯაფარიძეს ვუსმენდი.
-უცხოელებიდან?
-მარია კალასს.
-თქვენი კუმირი თუ გყავდათ?
-კი, მარია კალასი, ლუჩანო პავაროტი და ზურიკო ანჯაფარიძე.
-ბატონო გურამ, თანამედროვე ესტრადის მომღერლები თუ მოგწონთ და როგორ შეაფასებთ მათ?
-მოგეხსენებათ, სიმღერა მოწონებაზე მეტად სიყვარულს ნიშნავს. უნდა გიყვარდეს მომღერალი, მისი ხმა და მისი სიმღერა. ვფიქრობ, რომ დღეს რაც ხდება თანამედროვე ესტრადაზე, ეს პოლიტიკის შემდეგ ყველაზე დიდი კატასტროფაა. ერთის მხრივ მეცოდებიან ისინი და სიბრალულს იწვევენ ჩემში... გვარებს ნუ ჩამომათვლევინებთ. ჯერჯერობით თავის ფორმას და სასიმღერო კულტურას ნანი ბრეგვაძე ინარჩუნებს.
-ე.ი. სხვები არ მოგწონთ...
-იმას კი არა აქვს მნიშვნელობა მე მომწონს თუ არა, არა, ეს უბედურებაა. ამას უნდა შევხედოთ ჩვენი წმინდა სახელმწიფოებრივი, პილიტიკური და ეროვნული მნიშვნელობით, რომ თანამედროვე ქართული საესტრადო სასიმღერო ხელოვნება ტრაგედიაა. ტექსტებიდან დაწყებული მუსიკალური მელოდიებით დამთავრებული. “მომიკიდე, მოგიკიდებ,” “დავჯდეთ და გადავჯდეთ...” გთხოვთ 7-ჯერ ნუ გამამეორებინებთ...
-კარგით, ბატონო გურამ, მაშინ ის მითხარით როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მომღერლის ამპლუაში?
-ცუდად, ეს მსმენელის უბედურება იქნება, ჩემს უბედურებს თავი, რომ დავანებოთ. (იცინის)
-მომღერალი, რომ იყოთ ვისთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას?
-ძალიან მომწონს ცისანა ტატიშვილი და ალბათ მასთან ჩავწერდი.
-და ბოლოს, რას ეტყვით თანამედროვე ესტრადის მომღერლებს?
-ვინც მომღერლად არის დაბადებული, ვეტყვი, რომ ნუ აჰყვებიან ფულის ცდუნებას, ნუ აჰყვებიან ამ ეგრეთწოდებულ შოუ-ბიზნესს, სუფთად იმღერონ და თავის სინდისთან ყოველთვის მართლები ყოფილიყვნენ.
ესაუბრა ინგა ჩაგელიშვილი

xazi

ფიქრია ჩიხრაძე: - ქართულ ესტრადაზე არც ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს და არც ძალიან დაბალი.

ფიქრია ჩიხრაძე: - მსმენელს უფრო გემოვნებიან ქართულ მუსიკას ვუსურვებ

მოგესალმებით! ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალაბატონი ფიქრია ჩიხრაძე გახლავთ. მან როგორც ყოველთვის ახლაც გულახდილად ისაუბრა. თუ რას ფიქრობს იგი ქართულ და უცხოურ ესტრადაზე ამას ინტერვიუში ნახავთ. მაშ ასე...

beo chubinidze - ქალბატონო ფიქრია, ბავშვობაში თუ მღეროდით?
- ძალიან უსმენო ვიყავი და ამას ყოველთვის განვიცდიდი, ონში დავამთავრე საშუალო სკოლა და იქ ვოკალური, ინსტრუმენტული ანსამბლი იყო, სადაც მონაწილეობას ვიღებდი, ჯერ ბასგიტარაზე ვუკრავდი, შემდეგ დასარტყამ ინსტრუმენტზე.
- ცეკვით თუ ცეკვავდით?
- სიმღერისგან განსხვავებით ცეკვა კარგად გამომდიოდა. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი.
- თქვენს ბავშვობაში რომელი მომღერალი იყო პოპულარული, რომელს უსმენდით?
- სიმღერისგან განსხვავებით ცეკვა კარგად გამომდიოდა. ქართულ ცეკვებზე დავდიოდი.
- ქართველებიდან რომელს უსმენდით?
- სიმართლე გითხრა... ქართველებიდან გამორჩეულად არავინ მიყვარდა.
beo chubinidze - ახლა როგორ მუსიკას და სიმღერებს უსმენთ?
- ძალიან მიყვარს ქართული ხალხური სიმღერები.
- რომელიმე მომღერალი კერპად თუ გყავდათ გადაქცეული?
- კერპი... აი, ამ ტიპის დამოკიდებულებები არასოდეს მქონია მუსიკისა და მომღერლისადმი.
beo chubinidze - ქალბატონო ფიქრია, მომღერალი რომ იყოთ, ვისთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას?
- ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ისეთ რამეზე არ ვოცნებობ, რაც არ შემიძლია. (იცინის)
- როგორი წარმოდგენა გაქვთ თანამედროვე ქართული ესთრადის მომღერლებზე?
- ქართულ ესტრადაზე არც ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს და არც ძალიან დაბალი. თანამედროვე მომღერლებიდან ძალიან მიყვარს მერაბ სეფაშვილი და მის სიმღერებს სიამოვნებით ვუსმენ.
- ქალბატონო ფიქრია, ლექს-სენი არ გიყვართ?
- ლექს-სენი არ მიყვარს. (იცინის) გააჩნია ზოგი სიმღერა მომწონს.
- და ბოლოს რას უსურვებთ თანამედროვე მომღერლებს?
- ვუსურვებ უფრო გემოვნებიან მსმენელს... და მსმენელს უფრო გემოვნებიან მუსიკას.
ესაუბრა ინგა ჩაგელიშვილი

xazi

ინტერვიუ სიყვარულის დღის დამაარსებელთან

ბესიკ ჩუბინიძე: - 15 აპრილს ჩემს გარდა ძალიან ბევრი ადამიანია დაბადებული

აგერ უკვე მე-13 წელიწადია საქართველოში ყოველი წლის გაზაფხულის შუა თვის - აპრილის, შუა რიცხვი - 15, სიყვარულის დღედ აღინიშნება. მაშინ, როცა ყველა ქართველი ერთმანეთს ამდენი წელია სიყვარულის დღეს ულოცავს, მათმა ნახევარზე მეტმა არც კი იცის, რომ ეს დღესასწაული წლების წინ, ჩვენმა თანამემამულემ, ქართველმა დაარსა 1993 წელს, როცა პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. გთავაზოთ ინტერვიუს ბესიკ ჩუბინიძესთან, რომელიც 13 წლის განმავლობაში გაჩენილ უამრავ შეკითხვას კიდევ ერთხელ უპასუხებს.

beo chubinidze - ბესო, აგერ უკვე მე-13 წელია საქართველო ყოველ 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავს, რატომ გახდა ასე კონკრეტულად ერთი დღის გაცალკავება სიყვარულისთვის, როცა შეიძლება, რომ ყოველი დღე სიყვარულისა იყოს?
- გეთანხმებით, მართლაც ყოველი დღე უნდა იყოს სიყვარულისა და არა მარტო 15 აპრილი, ისე როგორც ყოველი დღე უნდა იყოს ქალთა, და არა მარტო 8 მარტი, ყოველი დღე დედათა და არა მარტო – 3 მარტი და ა.შ. მაგრამ სამწუხაროდ ეს ბანალური ფრაზებია, რამეთუ სამწუხაროდ ყოველი დღე ვერ ვიცლით ვერც სიყვარულისთვის, ვერც დედებისთვის და ა.შ. ეს დადებითი სიმბოლური დატვირთვის მატარებელი დღესასწაულია, ვიღაცას ხომ უნდა მოეგონებინა ეს? ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ სიყვარულის დღის დაარსების იდეის ავტორი, ანუ ეს ”ვიღაცა” მე ავღმოჩნდი.
- დამაჯერებელი ახსნაა, მაგრამ რატომ მაინცდამაინც 15 აპრილი და არა მაგალითად 3 თებერვალი? ხშირად გსაყვედურობენ ხოლმე, რომ საკუთარი დაბადების დღე დაუწესე ქართველებს სიყვარულის დღედ.
- უკვე 13-14 წელიწადია ამ შეკითხვას ვპასუხობ და გარწმუნებთ, არასოდეს დამეზარება ერთეულ ადამიანებს კიდევ მრავალი 13-14 წელი ერთიდაიგივე გავუმეორო: ჯერ ერთი - ჩემს გარდა უამრავი ადამიანია საქართველოში დაბადებული 15 აპრილს, მეორეც - მაშინ, როცა მე სიყვარულის დღის დაარსების იდეა შევთავაზე საქართველოს, იქვე შევთავაზე ამ დღისთვის ერთი კონკრეტული დღე შეგვერჩია (ამის დასადასტურებლად ბესო 1993 წლის მარტში მომზადებულ მაშინდელ ერთადერთ ახალგაზრდულ, დამოუკიდებელი გაზეთ ”კოქტეიილის” მე-3 ნომერს გვაჩვენებს, სადაც პირველად დაფიქსირდა ეს იდეა). ათასობით ადამიანს შორის რომლებიც რედაქციაში, მოდიოდნენ, იყო ცნობილი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი, 1-ლი არხის ჟურნალისტი ბატონი გიგა მახვილაძე (სამწუხაროდ ეს ადამიანი წლებია გარდაიცვალა), რომელმაც გააკეთა შეთავაზება, რომ 15 აპრილი ყოფილიყო სიყვარულის დღე და მას თავისებური ახსნაც მოუძებნა, ამ ადამიანმა საერთოდ არ იცოდა, რომ იდეის ავტორი ამ დღეს იყო დაბადებული! არვიცი სხვა რას ფიქრობს, მაგრამ მე ამას – ლოგიკურ დამთხვევას ვუწოდებ. და ყველაზე მთავარი – სიყვარულის დღე დავაარსე, სიძულვილის ხომ არა? მიკვირს რამდენიმე ადამიანს რატომ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ეს ლამაზ ტრადიციად დარჩება ისტორიას.
beso da maiko - საინტერესოა, ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი...
- ბევრმა დღემდე არ იცის და ამიტომ, ტრადიციული ქართული შურის ლაიტმოტივებით საუბრობს, იმაზე რა კითხვაც დამისვით.
- როგორც ვიცი ეს დღე საკუთარ მეუღლეს მიუძღვენით, სხვათაშორის აქამდე მეგონა, რომ 15 აპრილი, სწორედ მისი დაბადების დღე იყო.
- (ეღიმება) ბევრს ეგონა ასე, მაგრამ კითხვის დასმა ბევრს ეთაკილება და ურჩევნია პირდაპირ მონაჭორებით ილაყბოს. დიახ – ეს დღე ჩემს მეუღლეს ეძღვნება, მაშინ ჩემს შეყვარებულს, რომელსაც ერთი ჩვეულებრივი წაკინკლავების მერე ”დავემუქრე” რომ ისეთ რამეს ვაჩუქებდი, რასაც მთელი საქართველო გაიგებდა... და ეს გამომივიდა, 1994 წლის 15 აპრილს, სიყვარულის დღის დაარსების ე.წ. პრეზენტაციაზე, რომელიც რუსთაველის დრამატულ თეატრში მაშინდელ ხელისუფლებასთან ერთად გავაკეთე და რომელზეც საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 8 აპრილის კულტურის კომისიის დადგენილებით (მაშინ ელდარ შენგელაია იყო თავმჯდომარე) – პარლამენტმა მოიწონა და მწვანე გზა მისცა ამ ღონისძიებას (ბესო 194 წლის პარლამენტის დადგენილებსი ორიგინალს გვაჩვენებს).
- მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია რომ დღესასწაული ტრადიციად დამკვიდრდდა, დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ თვლი, სიყვარული ცვდება?
- არასოდეს! გამორიცხულია ნამდვილი სიყვარული გაცვდეს! ამასწინათ ერთ ჩემს ძალიან ახლო მეგობარს ვეუბნებოდი – მე თავად სიყვარული ვარ-თქო და სიცილით კვდებოდა, მაგას შენ თუ მოიგონებდი მარტოო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – პირიქით, ახლა უფრო მეტად მაქვს ეს გრძნობა გაღვივებული, ადამიანების მიმართ. მიყვარს ყველა ვისაც სიყვარული შეუძლია!!!
- ამბობენ, თითქოს აგრესიული ჟურნალისტი ხარ?
- რაღაც მომენტში კი, უბრალოდ ძალიან მომბეზრდა კონკრეტული თემების გარშემო თავისდაცვის პოზიციაში მდგომი ადამიანის როლი, მითუმეტეს მაშინ, როცა საამისო არაფერი არ მჭირს, ამიტომ მიწევს ქართული, ტრადიციული შურის ტრადიცია იმავე ხერხებით დავამარცხო, რა ხერხებითაც ჩემს წინააღმდეგ მოდის. ასეთია ეს ცხოვრება, რა თქმა უნდა ის იცვლება, და სულაც არ გავს 90-ანი წლების დასწაყისს, დროს როცა ყველაზე მეტად ხალხს სწორედ სიყვარული აკლდა., არადა რა სამწუხაროა - ხალხს ერთმანეთის სიყვარული სულ აკლდა!
beso da bacho - ვიცი, რომ წელსაც ტრადიციულად აპირებ სიყვარულის დღისადმი მიძვნილი კონცერტის ჩატარებას.
- ამ დღეს 13 წელია საქართველს თითქმის ყველა ქალაქში ტარდება მუსიკალური აქციები, სარეკლამო ღონისძიებები გიგანტი კომპანიებისგან, ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში იწერენ ჯვარს სიყვარულის დღეს და უამრავი საინტერესო და სახალისო რამ ხდება, მაგრამ მე პირადად კარგა ხანია ამ დღეს არანაირი ღონისძიება არ გამიკეთებია, თუმცა წელს რიყეზე გაიმართება ქართული ესტრადის ყველა თაობის ვარსკვლავთა გალა კონცერტი სლოგანით – დავუბრუნოთ ქართული ესტრადა ქართველ მსმენელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციას არანაირი სპონსორი და დამფინანსებელი არ ყავს, ვთვლი, რომ ამ დღეს ყველაფერი ლამაზად იქნება.
- ბოლო დროს მკვეთრი განცხადებები გააკეთე ვალენტინობის შესახებ, კონკრეტულად რას შეეხება 14 თებერვლისადმი შენი ასეთი ნეგატიური განწყობა?
- ადამიანი ხომ იცით როგორი მექანიზმია? ოღონდ სახალისო მიზეზი მიეცი და არ იხალისებს? მითუმეტს ქართველი – არ იქეიფებს? არ იზეიმებს? 14 თებერვალი ე.წ. კათოლიკეების შეყვარებულთა დღე, რომელიც ამერიკაში ძალიან დიდი ხნის წინათ შექმნილმა კომერციულმა სტრუქტურამ დააპიარა, ორიოდ წლის წინ კი, სრულიად მოულოდნელად თავად რომის პაპის განცხადებამ გააშიშვლა ეს ყველაფერი – კათოლიკური ეკლესიის მთავარი წინამძღვარის ოფიციალური წერილით გაირკვა, რომ ასეთ წმინდანს კათოლიკური ეკლესია საერთოდ არ ცნობს, თუმცა არსებობდა ერთი განკვეთილი მსახური, ვინმე ვალენტინი, რომელმაც გაბედა და პირველმა დაწერა ჯვარი ჰომოსექსუალისტებს, კომერციულმა მანქანამ ეს კარგად დამალა, შეფუთა და შექმნა სიყვარულსითვის ნაწამები მღვდლის ისტორია, ლეგენდა ჯალათის ბრმა ქალიშვილის შეყვარების შესახებ... საქართველო მართმადიდებლური ქვეყანაა, რომელსაც უწმინდესის და უნეტარესის, წმინდა ილია მეორეს მიერ დაწესებული მართმადიდებლური სიყვარულის დღე – გერგეტობის დღესასწაული აქვს, 3 ივლისი, ძალიან ბევრმა ეს არ იცის, უბრალოდ იმის გამო, რომ ამ ყველაფერს პიარი არ აქვს, ამერიკულმა საპროპაგანდო კომერციულმა მანქანამ 14 თებერვალი ისე დააპიარა, რომ მან დღეს ის სახე მიიღო რა სახეც აქვს! – ქართველ მართმადიდებლებს გვაქვს საკუთარი რელიგიური სიყვარულის დღე – გერგეტობის დღესასწაული!
- ამდენი მართლა არ ვიცოდი, მოკლედ რატომ არ ცდილობთ ეს ყველაფერი გამოასწოროთ?
- არვიცი, ცხოვრება გვაჩვენებს, მე ჩემი სათქმელი და გასაკეთებელი გავაკეთე ამ მხრივ, მერე რა იქნება არ ვიცი!
beso meuglestan ertad - შეცდომები?
- შეცდომები? უამრავი დამიშვია... სიცოცხლეს ვაგრძელებ და ალბათ კიდევ ბევრს დავუშვებ, ჩვენს ქალაქში, ჩემს გვერდით არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან მიყვარს, არსებობენ ადამიანები რომლებიც გულზე არ მეხატება, ადამიანები, რომელსაც სიამოვნებით მოვკლავდი ან დავასახიჩრებდი (იცინის), მაგრამ არ არსებობენ ადამიანები – რომლებსაც არ დავეხმარები და შანსს არ მივცემ!
- დიდი მადლობა საუბრისთვის, მგონი უამრავი მკითხველი დაიკმაყოფილებდა თავის ინტერესს სიყვარულის დღესთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებზე.
- (ეღიმება) არა მგონია, ადამიანებს კიდევ ექნებათ ეს კითხვები... ალბათ კიდევ ერთეული წლები, მერე კი ყველაფერი ლამაზი თანმიმდევრობით წარიმართება.
ესაუბრა თამუნა საბიაშვილი

xazi

ლექს-სენი * * * ლექს-სენი * * * ლექს-სენი * * * ლექს-სენი

ლექს-სენი: - საქართველოში ძალიან ბევრი გიჟი გვხვდება

ძვირფასო მკითხველო, მოგესალმები ჩემს სტუმართან – ლექს-სენთან ერთად, რომლის პასუხებიც ნამდვილად ვერ დააკამაყოფილებს თაყვანისმცემლების ინტერესს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეცადე სიმღერაში სულმოუთქმელი ლექს-სენი ინტერვიუს დროს ამელაპარაკებინა, მისი სიტყვაძუნწობა ყოველგვარ საზღვრებს გაცდა. მიზეზის გარკვევა არც მიცდია, თუმცა გულში აკვიატებულად ვიმეორებდი ნაწყვეტებს ლექს-სენის პოეზიიდან: ,,მითხარი, მითხარი სიტყვები საღი’’

- ლექსო, 15 აპრილს, “სიყვარულის დღეს” რამდენიმე კონცერტი იგეგმება თბილისში და შენ რას აპირებ, რომელ კონცერტში მიიღებ მონაწილეობას?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი, რაღაც რაღაცეები მაქვს დაგეგმილი.
- ახლახანს გადაღებები გქონდა და მკითხველს აინტერესებს ამის შესახებ...
- კი გადაღებები მქონდა, მე და აგნესამ დუეტში ვიმღერეთ და ამ სიმღერაზე კლიპი გადავიღეთ, სიმღერა სახალისოა.
- ლექსო, ის რეიტინგი რაც 2 წლის წინ გქონდა, დღეს თითქოს აღარ გაქვს შენარჩუნებული, ამაზე რას ფიქრობ?
- თუ ვინმე მასე ფიქრობს, იფიქროს. მე რასაც ვფიქრობ ამას ჩემთვის დავიტოვებ. ყველას თავის მოსაზრება აქვს, როგორც უნდა ისე იფიქრებს.
- გერმანიაში აპირებ წასვლას, მაგრამ როგორც ვიცი რაღაც პრობლემაა. იქ აღმოჩნდა შენი სახელი და გვარის მქონე ძებნილი ქართველი კრიმინალი ლექსო ქავთარაძე და შენს წასვლას ამან შეუშალა ხელი...
- კი, ზუსტად მაგის გამო იყო გაურკვევლობა. ამ ყველაფრის მოგვარებას გარკვეული ვადა სჭირდება. ეს საკითხი როგორც მოგვარდება დამირეკავენ და იმის მიხედვით ვიმოქმედებ.
- როგორც მახსოვს თბილისში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან გგავდა და შენს ძმად ასაღებდა თავს. ეს პრობლემა როგორ მოაგვარე?
- საქართველოში ძალიან ბევრი გიჟი გვხვდება და ყველა გიჟზე კომენტარს ხომ ვერ გავაკეთებ? “გიჟები მიდიან და მოდიან”.
- და ბოლოს რას ეტყვი მკითხველს?
- გამზადებული მაქვს რიგით მეხუთე ალბომი, რომელშიც ცამეტი სიმღერაა შესული, ყველა ახალი პროდუქციაა. ალბომში დუეტები იქნება: მურმან ჯინორიასთან, მინდოზასთან, კიდევ პატარა ბავშვებთან ჩავწერე სიმღერა.
- და ალბომის სახელწოდება რა იქნება?
- ეს ჯერ სიურპრიზია.
მოამზადა ინგა ჩაგელიშვილმა

xazi

ნუგზარ ერგემლიძე *** ნუგზარ ერგემლიძე *** ნუგზარ ერგემლიძე

ნუგზარ ერგემლიძე: - ჩემი “ბენეფისი 16 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება.”

ამჯერად “ვარსკვლავების” სტუმარი მომღერალი ნუგზარ ერგემლიძეა. თურმე ნუ იტყვით, ამ ჩვენს მომღერალს მწერლობაც დაუწყია და უკვე ორი წიგნიც დაუწერია, თუმცა იგი არც ძველ საქმიანობას ღალატობს და თავის თაყვანისმცემლებს 16 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში სოლო კონცერტზე ეპატიჟება. როგორც შევატყვე იგი ბენეფისისთვის განსაკუთრებულად ემზადება და ცოტას ნერვიულობს კიდეც, ინტერვიუს დროს ჩემი სათვალე იმდენი აწვალა, კინაღამ შუაზე გადატეხა. შეხვედრა რომ დასრულდა და სათვალეს ხელი წავავლე, შემცბარმა ნუგზარმა მორიდებით მითხრა: ,,უი, შენია? მე ჩემი პროდიუსერი სოსოსი მეგონაო” (ინტერვიუს დროს სოსო გვერდით მაგიდასთან იჯდა და შორიდან იღიმებოდა).

- ქართველი ხალხისთვის საინტერესო იქნება მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე მწერლის ამპლუაში, გვიამბეთ როდის გამოუშვით პირველი წიგნი.
- წიგნი 2003 წელს გამოვუშვი, სახელწოდებით “ისევ საბჭოთა კავშირში”. რომანი ფანტასტიკური ხასიათისაა, რომელიც მოგვითხრობს ადამიანის წარსულისა და დღევანდელი დღის ცხოვრებას.
- როგორც ვიცი ახალ წიგნზეც მუშაობთ...
- კი, მეორე რომანიც თითქმის უკვე მზად მაქვს, უბრალოდ მისი გამოშვება თანხებთან არის დაკავშირებული.
- თუ საიდუმლო არ არის იქნებ “ვარსკვლავებს” გაუმხილოთ რომანის სახელწოდება?
- რომანის სახელწოდებაა “მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე”.
- რა ამის პასუხია და... რატომ წამოხვედით “აჭარის ტელევიზიიდან”?
- სიმართლე გითხრათ, ყველაფერი გააჩერეს, ერთფეროვანი და მოსაწყენი გახდა, შესაბამისად მეც არ შემიწყვეს ხელი და იძულებული გავხდი წამოვსულიყავი.
- როგორც ჩემთვის ცნობილია ტელეკომპანიაში ახალ პროექტებზე მუშაობენ, რომლებიც ხალხისთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.
- ეს პირველად თქვენგან გავიგე.
- სამომავლოდ რას აპირებთ, რომელიმე ტელეკომპანიიდან შემოთავაზება ხომ არ გაქვთ?
- არავის არსად იწვევენ, თუ არ იციან რა უნდა შესთავაზონ, რამდენიმე ტელევიზიაში ვაპირებ პროექტის მიტანას და ვნახოთ.
- ახლა გადავიდეთ თემაზე რომელიც ძალიან აინტერესებს თქვენს თაყვანისმცემლებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია სოლო კონცერტის ჩატარებას აპირებთ.
- კი, ჩემი “ბენეფისი” 16 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. სადაც ჩემთან ერთად მეგობრებიც ჩემს მიერ ნაჩუქარ სიმღერებს შესრულებენ. ასევე ჩემს მსმენელს რამდენიმე ახალ სიმღერებს შევუსრულებ, რომლებიც იმედია ისეთივე პოპულარული გახდება, როგორც დანარჩენები.
- და ბოლოს, რა განსხვავებას ხედავთ თქვენი დროისა და თანამედროვე ესტრადას შორის?
- რათქმაუნდა, ბევრი რამ შეცვლილია, კომპიუტერის განვითარებამ ბარიერი ცოტათი დაბლა დაწია. ვინც კარგად ვერ მღერის მის ხმას ასწორებენ, სხვადასხვანაირ ეფექტებს ამატებენ, პრინციპში მომღერლად მოგეჩვენება. თანამედროვე სიმღერები თითქოს ყველა ერთნაირია, ამას მხოლოდ ჩემი თაობა არ ამბობს, ახალგაზრდებიც მეუბნებიან. მე პირადად ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი ერთი სიმღერა მეორეს არ დამსგავსებოდა.
მოამზადა ინგა ჩაგელიშვილმა

xazi

“ნატახტარმა” ზუგდიდი აათუხთუხა * * * “ნატახტარმა” ზუგდიდი აათუხთუხა

“ნატახტარმა” ზუგდიდი აათუხთუხა

naxtaris konkursi qeti gomarteli ვარსკვლავური სამარშრუტო ტაქსი წვიმიანი თბილისიდან 10 საათისთვის გავიდა და გზაში, ანეგდოტებიდან დაწყებული სპონტანურად მოფიქრებული გასართობებით დამთავრებული ყველაფერი იყო – თამამად შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ონაშვილმა თავისი საკუთარი – იუმორის თეატრი, რომ გახსნას გაცილებით დიდ ბიზნესს მოკიდებს ხელს, ვიდრე ახლა აქვს. გორამდე სულ გრიალით ჩასულნი “ვაშლების ბაზრობასთან” შევჩერდით და ერთი საათი მჟავე ტყლაპსა და მჟავე ვაშლს ვეძებდით – სანამ ონაშვილმა ყველა ტყლაპს გემო არ გაუსინჯა და არ შეამოწმა რომელი უფრო მჟავე იყო, ცოცხალი თავით ისე არ იყიდა! (იხილეთ “ვიდეორგოლები”). ცოტახანში კი დილისძილგატეხილ მომღერლებს ერთმანეთზე მიეძინათ და ლამის იყო ზუგდიდამდე ისე ჩავედით, რომ ხმა აღარავის ამოუღია, მაგრამ, როცა ცოტა არ იყოს მოშიებული ხალხი კუჭის ბრაგუნმა შეაწუხა – ჯიბეს გაირტყეს ხელი და დაოკდნენ :)) ქუთაისში სრულიად შემთხვევით სტილისტ ჯორჯ როვალსის მანქანამ ჩაუშხუილა ჩვენს “მარშუტკას” და ცისანა სეფიაშვილი და ირინკა ხომასურიძე ეგრევე მობილურებს ეცნენ :)) საბოლოო ჯამში ის ეგამოვიდა, რომ “ნატახტარის” აქციაზე – ისიც თავის ექსტრავაგანტური მანქანით გაეძრო (აღმოჩნდა, რომ ალა პუგაჩოვას უჩუქებია). ზუგდიდში შესულებს ულამაზესი ამინდი დაგვხვდა, სითბო, +25 გრადუსი, სასიამოვნო ატმოსფერო, გალამაზებული ქუჩები, მოჩუხჩუხე შადრევანი და სიწყნარე. მასპინძლებმა კაფე-ბარ “შოკოლადში” მეგრულ სუფრაზე მიგვიწვიეს და ძალიან მოკლედ შეიძლება რამდენიმე სიტყვის თქმა – თქვენ გაიხარეთ მაგარო დიასახლისებო, რა! Yველაფერი იმაზე მაგრად იყო, ვიდრე წარმოგვედგინა (იხილეთ “ვიდეორგოლებში”). mamuka onashvili cisana sefiashvili მთავარ მოედანზე კონცერტი საღამოს 7 საათზე დაიწყო, წამყვანების ფუნქცია ირინკამ და მამუკამ ითავეს და კარგადაც გაართვეს თავი ამ მოვალეობას. ზუგდიდელებმა კი თავი აშკარად გამოიჩინეს და მხარდაჭერა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ მომღერლებისადმი. პრინციპში ისინი “ნატახტარმა” სწორედ იმიტომ დაასაჩუქრა მუსიკალური აქციით, რომ გამოკითხვის თანახმად “ნატახტარს” ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ რომ ზუგდიდში მოიხმარენ.! 5000-ზე მეტი ადამიანი სცენის გარშემო ყველა მომღერალს ტაშით შეხვდა, განსაკუთრებული აპლოდისმენტები კი მამუკა ონაშვილმა და ზურა დოიჯაშვილმა დაიმსახურეს, ვიღაცა კი ქეთი გომართელს ზუგდიდში დარჩენას სთხოვდა, ვიღაცა ნინას სიყვარულით უბურღავდა ტვინს :)) და პოლიციამ სადაც ჯერ არს იქ მიაბრძანა. ხოლო როცა ყველასდამოულოდნელად მთელს ზუგდიდში დენი გაითიშა (სცენაზე ამ დროს ნეკა მღეროდა) ხალხმა ერთბაშად იწყო მთავრობის ლანძღვა :)) საბედნიეროდ – ყველაფერი 10 წუთში გამოსწორდა და კონცერტიც გაგრძელდა. mancho ყველაზე მხიარული ნაწილი კი ის იყო, როცა ირინკამ და მამუკამ სცენაზე მოხალისეები ამოიყვანეს და ლუდის სმაში შეაჯიბრეს ერთმანეთს, გამარჯვებულმა ერთი ამოსუნთქვით 5 კათხა “ნატახტარი” დალია და პრიზიც დაიმსახურა. საღამო ულამაზესი ფეირკერკით დამთავრდა (იხილიეთ “ვიდეორგოლები”), დაღლილი და კმაყოფილი ხალხი სახლებში დაიშალა, “ვარსკვლავური სამარშრუტო ტაქსი” კი თბილისკენ დაადგა გზას და დიდი დიდი სამტრედიამდე გაძლეს ჭორაობაში გართულმა მგზავრებმა და მერე კი ყველას, ან სიცივისგან ჩაეძინა, ან დაღლილობისგან :)))) ღამის 3 საათზე კი, თბილი ზუგდიდიდან წვიმიან თბილისში ჩამოვბრძანდით! “ნატახტარმა” თავსი საქმე გააკეთა და ყველა კმაყოფილი დაიშალა სახლში, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ – ლუდი “ნატახტარი” ძალიან მალე კიდევ მრავალი სიურპრიზით ასიამოვნებს მომხმარებელს!

xazi

ბაჩო ქართულ შოუ-ბიზნესში დაბრუნდა

ბაჩო: - მე აღარ ვარ პატარა და ნუღა მეძახიან პატარა ბაჩოს, უკვე დიდი ვარ.

ის ძალიან პატარა იყო, როცა სცენაზე პირველად დადგა ფეხი, 1999 წელს იმ დროისათვის პოპულარულ ჯგუფ ”სფინქსთან” ერთად ჩაწერილმა დუეტმა 4 წლის პატარას პოპულარობა მოუტანა და მერე იყო მისი პირველი ჰიტი ”შენ გაკოცებ” რომელიც ყველა ოფიციალური მუსიკალური ჩარტის ზედა ადგილებიდან წლების განმავლობაში არ ჩამოდიოდა. შემდეგ კი, პატარა ბაჩოდ მონათლული მომღერალი მთელმა საქართველომ პირველი ალბომით – ”პატარა უფლისწული” გაიცნო, მერე კი ამას მეორე ალბომი ”ოცნების ნაპირი” მოჰყვა, 7 წლიანი კარიერის შემდეგ დღეს უკვე 11 წლის ბიჭუნამ მესამე ალბომზე მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სიმღერა უკვე ჩაწერა.

bacho chubinidze - ბაჩო, ბოლო ორი წელიწადია ახალი არაფერი შეგითავაზებია მსმენელისთვის, სცენაზე აღარ ჩანხარ? რატომ იყავი გაჩერებული?
- მთელი ქართული შოუ-ბიზნესი გაჩერდა და მეც ამიტომ ახალი სიმღერები არ ჩამიწერია, მაგრამ თუ სადმე კონცერტი ტარდებოდა ყველგან ვღებულობდი მონაწილეობას, ეს დრო - ქართულ შოუ-ბიზნესში თითქმის ყველა გაჩერებული იყო.
- ალბათ სწავლას მეტ ყურადღებას აქცევ?!
- სწავლას სულ ვაქცევ ყურადღებას, ამ პერიოდში კი საფუძვლიანად ვსწავლობდი უცხო ენებს, ინგლისურს და რუსულს, ახლახანს კემბრიჯის თბილისის ცენტრში ჩავაბარე და იქ დავიწყე მეცადინეობა ინგლისური ენის სრულფასოვნად შესასწავლად, შეიძლება ცოტა რომ გავიზრდები ლონდონში მომიწიოს სასწავლებლად გადასვლა და მინდა ბოლომდე შევისწავლო ინგლისური ენა, პარალელურად დავდივარ წყალბურთზე, და ინტენსიურად ვემზადები მათემათიკაშიც.
- სკოლა?
- რა თქმა უნდა სკოლაშიც :) 51-ე სკოლაში ვსწავლობ, მე-6 კლასში, ალბათ იცით, ძალიან ლამაზი სკოლაა ჩემი სკოლა, სწავლაც მიყვარს და ვცდილობ არაფერში ჩამოვრჩე, ღონისძიებებშიც ვმონაწილეობ და სემინარებშიც – ბავშვები სიგარეტისა და ნარკოტიკების წინაღმდეგ.
- რა ნიშნებზე სწავლობ ბაჩო?
- ათიანებზე :) შეგიძლით შეამოწმოთ, ერთადერთი მასწავლებლები მეჩხუბებიან ხოლმე რომ მოუსვენარი ხარო... სულ ტრიალებ და ბზრიალებო (იცინის)
bacho chubinidze da ganatlebis ministri - ამასწინათ რადიოში შენი ახალი სიმღერა მოვისმინე, თუ არ ვცდები ”ნოსტალგია” ერქვა, ვის ეკუთვნის ეს სიმღერა?
- კი, ”ნოსტალგია” დავარქვით, ცნობილი იტალიური ჰიტის ქართული რიმეიქია, ყველას მოეწონა, სიმღერა სტუდია ”მეგა-ინტერნეშენელში” ჩავწერეთ, არანჟირება გიორგი დათიაშვილმა გააკეთა, ტექსტი კი მამიკომ დამიწერა :)
- კლიპის გადაღებას ხომ არ აპირებთ ამ სიმღერაზე?
- ალბათ ამ სიმღერაზე გადავიღებთ, რადგან ვინც კი მოუსმინა ყველას მოეწონა, ამბობენ უკვე გაჰიტდებაო, ყველა იმ რადიოში მივიტანეთ სადაც შეიძლება, რომ ბავშვის სიმღერა გადიოდეს... მაგრამ ზოგ რადიოში ბავშვის სიმღერებს არ უშვებენ :)) მე აღარ ვარ პატარა ბაჩო და ნუღა მეძახიან პატარას, უკვე დიდი ბიჭი ვარ. მაგრამ თუ სხვა სიმღერებმა აჯობა, რომელსაც ახლა ვწერთ სტუდიაში, შეიძლება იმ სხვაზე გადავიღოთ, ჯერ არ ვიცი....
- სხვა სიმღერები, როდის უნდა ჩაიწეროს?
- ახლაც სტუდიაში მივდივარ სამეცადინოდ თქვენთან, რომ მოვრჩები საუბარს, ძალიან საინტერესო სიმღერას ვაკეთებთ, ვნახოთ რა გამოვა – ქართული ხალხური სიმღერების პოპური იქნება.
bacho chubinidze - ვიცი, რომ დუეტებიც გაქვს დაგეგმილი, ვისთან აპირებ ჩაწერას?
- მაქვს დუეტები ”სფინქსთან”, ”საუნდთთან”, თათია ჯაველიძესთან, რეპერ ღამურასთან, ამჟამდ კი, ამ ალბომსითვის მე რაც ვიცი ერთი დუეტი უნდა გაკეთდეს ამიკოსთან, მეტი ჯერ არ ვიცი...
- ალბომი როდის გამოვა?
- ჯერ სიმღერებს ვწერ, როცა შევაგროვებთ 8-10 სიმღერას მაშინ.
- თავისუფალ დროს როგორ ერთობი ხოლმე ბაჩო?
- სადღა მაქვს თავისუფალი დრო? :( მაგრამ საღამოს გაკვეთილებს თუ მალე ვისწავლი ხოლმე, მამიკოს კომპიუტერთან ვჯდები და ვთამაშობ და ინტერნეტში ვჩათაობ ხოლმე, შაბათ-კვირას კი, ხან კინოში დავდივართ ბიჭები, ხან ეზოში ფეხბურთს ვთამაშობთ, ხან ჩემს საბავშვო ენციკლოპედიის წიგნებს ვკითხულობ ხოლმე.
- მშობლებს აბრაზებ ხოლმე?
- დედიკოს ვაბრაზებ ხოლმე ხანდახან, როცა მეზარება გაკვეთილების მომზადება მატყობს და მიბრაზდება, არა - კი არ მეზარება, დაღლილი ვარ ხოლმე და....
bacho chubinidze - როგორც ვიცი კვლავ აპირებ ტურნეს მოწყობას?
- კი, თითქმის ყოველ გაზაფხულს და შემოდგომას დავდიოდით ტურნეებში, ახლაც ასე იქნება, ახალ სიმღერებს, რომ დავაგროვებ რა თქმა უნდა ტურნეშიც დავიწყებთ სიარულს, ჩემი ახალი ალბომის სარეკლამოდ!
- როგორც გავიგე შენი პირველი ჰიტის ”შენ გაკოცებ” ახალი ვარიანტი ჩაგიწერია?
- კი, ”შენ გაკოცებ” ახლიდან ჩავწერეთ... ეგ სიმღერა დღემდე ყველს უყვარს და ახსოვს, ყოველთვის სადაც მივდივარ ხოლმე, ყველა ქალაქში მთხოვენ ეს სიმღერაც ვიმღერო, მაგრამ სჯობდა რომ ახალი ჩანაწერით მემღერა და ჩავწერეთ, ამიერიდან ახალ ”შენ გაკოცებსაც” ვიმღერებ ხოლმე :)
- დასასრულისთვის რას ეტყოდი ჩვენს მკითხველს?
- ვეტყვი იმას, რომ ერთმანეთი უყვარდეს ყველას, ნუ იჩხუბებენ ხოლმე, მუსიკას მოუსმინონ, იმღერონ, მე გპირდებით, რომ სულ მეყვარება ყველა და გიმღერებთ – შენ, შენ გაკოცებ, გაგაოცებ :)
წაიღიღინა ბაჩომ და უკვე არაბავშვური და დიდკაცური დამაჯერებლობით მოგვიწოდა, რომ ქართული შოუ-ბიზნესი ისევ დავაბრუნოთო! საკვირველია პირდაპირ საიდან იცის ამ პატარა ბიჭუნამ რა სჭირს ქართულ შოუ-ბიზნესს დასაბრუნებელი?! თუმცა, ის 4 წლიდან სცენაზე დგას და დიდი მიხვედრა არ უნდა! როგორც ჩანს ბაჩო ჩუბინიძე თავისი ახალი სიმღერებით კვლავ იბრუნებს ძველ პოპულარობას, რადგან რადიო არხებზე მისი ”ნოსტალგია” უკვე მოთხოვნებში ინტენსიურად ფიქსირდება! წარმატებებს ვუსურვებთ ამ ენერგიულ და საყვარელ ბიჭუნას!

მოამზადა ეკა ლემონჯავამ

xazi

ელენე თევდორაძეს უნდა მომღერლების დონე უფრო ამაღლებული იყოს...

ელენე თევდორადზე: - დღევანდელ ესტრადაზე ვერ დავასახელებ ისეთ მომღერალს, როგორიც ლუი ამსტრონგი იყო

ყველაფერში, რასაც ვწერთ ჩვენი სული არის ჩაქსოვილი, ჩემი რწმენის ღრმა დაჯერებით გეუბნებით: “გიყვარდეთ კითხვა, ის ცხოვრებას გაგიადვილებთ, კითხვა მეგობრულად დაგეხმარებათ გაერკვეთ აზრების, გრძნობების, მოვლენების ჭრელსა და ბობოქარ არევ-დარევაში, ნაწერები გასწავლით პატივი სცეთ ადამიანებს და თქვენსავე თავს.” თავს აღარ მოგაბეზრებთ ჩემი საუბრით და გეტყვით, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი ქალბატონი ელენე თევდორაძე გახლავთ, იგი ძალიან კარგი მოსაუბრეა და მასთან საუბრით ყოველთვის კმაყოფილი ვარ. ადრე რედაქტორი ბატონი ბესო ჩუბინიძე სულ მსაყვედურობდა, შესავლის სიმცირის გამო, ბოლო პერიოდში კი იმხელა შესავალს ვწერ, რომ მაგაზეც საყვედურს მეტყვის.

koba davitashvili - ქალბატონო ელენე, ყოველთვის მაინტერესებდა თქვენი წარმომავლობა, გვარი ქართული გაქვთ, თუმცა თქვენი რუსული აქცენთიდან გამომდინარე არ უნდა იყოთ ქართველი...
- მამა ქართველი მყავდა, მაგრამ ომში დამეღუპა და არ მახსოვს. არასოდეს დამიმალავს და ბევრჯერ მითქვამს ხმამაღლა... დედა რუსი ებრაელი მყავდა, აქედან გამომდინარე განათლებაც რუსულ ენაზე მივიღე.
- თქვენს ქმარ-შვილზე რას მეტყვით?
- ერთი შვილი მყავს და ორი შვილიშვილი. მეუღლეს დიდი ხანია დავშორდი.
- სხვა პოლიტიკოსების ოჯახის წევრები ხშირად ჩანან ეკრანზე და თქვენი ოჯახის წევრები არ ჩანან...
- ჩემი ოჯახის წევრები კატეგორიული წინაარმდეგი არიან ამის და მეც არ მომწონს როცა პოლითიკოსების ოჯახის წევრები ჩანან ეკრანზე, ეს არ არის მათი დამსახურება პოლიტიკოსი, რომ ვარ.
koba davitashvili - რა ამის პასუხია და... ახალგაზრდობაში როგორ მუსიკას უსმენდით, თუმცა არც ახლა ხართ მოხუცი...
- კლასიკურ მუსიკაზე გავიზარდე ძირითადად.
- დღეს თუ გრჩებათ თავისუფალი დრო მუსიკის მოსასმენად?
- სამწუხაროდ ამისთვის დრო არ მრჩება, თუმცა როდესაც სტრასბურგში ვარ, იქ ტარდება ხოლმე “მუსიკის კვირეული” და დეპუტატებს გვეძლევა ბილეთის მიღების საშუალება. მოკლედ წელიწადში ერთხელ მიხდება ასეთ კონცერტებზე მისვლა.
- ქალბატონო ელენე, როგორ შედარებას გააკეთებთ თანამედროვე და ძველ ესტრადას შორის?
- ამის შედარებაც კი შეუძლებელია, მაგალითად: ლუი ამსტრონგი შეუდარებელია და დღევანდელ ესტრადაზე ვერ დავასახელებ ისეთ მომღერალს, როგორიც ლუი ამსტრონგი იყო.
koba davitashvili - და ქართულ ესტრადის მომღერლებზე რას მეტყვით?
- ქართველ მომღერლებზე საუბარი არ მინდა, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მათი ფანი არ ვარ.
- თქვენ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეთ, და როგორ ფიქრობთ ამ დუეტმა მას წარმატება მოუტანა?
- არვიცი, ყოველ შემთხვევაში მის სოლო კონცერტზე შევასრულეთ ეს დუეტი და კონცერტის დაწყებამდე მან მითხრა რომ “თქვენ რომ მიიღებთ მონაწილეობას ამით ხალხს მოზიდავთო.”
- სანამ დუეტს ჩაწერდით მის შემოქმედებას თუ იცნობდით?
- არ ვიცნობდი, სტეფანე არც ვიცოდი თუ არსებობდა.
- კიდევ ვისთან ისურვებდით დუეტის ჩაწერას?
- არავისთან ვფიქრობ, რომ ერთხელ ჩავწერე და ეს საკმარისია, ეს დუეტი აღვიქვი როგორც “შაფი” და არა როგორც სერიოზული გამოსვლა.
- და ბოლოს რას ეტყვით თანამედროვე ესტრადის მომღერლებს?
- მინდა, რომ მათი დონე უფრო ამაღლებული იყოს, ვიდრე ახლაა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მუსიკას, არამედ ტექსტს, ზოგჯერ მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ტექსტზე მომღერალი არასოდეს ფიქრობს.
მოამზადა ინგა ჩაგელიშვილმა

xazi

კობა დავითაშვილი ახალ პარტიას ქმნის

კობა დავითაშვილი: - ძალიან რთული მდგომარეობაა თანამედროვე ესტრადაზე.

ჟურნალისტები ხშირად ამბობენ, რომ რესპოდენტები ცოტას საუბრობენ, ამა თუ იმ თემაზე, ამას ხან სიტყვა ძუნწობას ეძახიან და ხან ამბობენ: სიტყვის მარაგი აკლიაო, თუმცა ბატონ კობა დავითაშვილზე ამას ვერავინ იტყვის, უბრალოდ წინა ინტერვიუსთან შედარებით ცოტა ისაუბრა რამაც ძალიან გამაკვირვა, ისე კი “უნდა შევიგნოთ, რომ მრავალსიტყვაობა იმავე შედეგს იძლევა, რაც სიტყვაძუნწობა.” თქვა “ეპიკურემ”. ასე რომ...

koba davitashvili - ბატონო კობა, რამდენი შვილი გყავთ და როგორი მამა ხართ?
- ოთხი შვილი მყავს, ლუკა, თორნიკე, მათე და ბართლომე, ვცდილობ კარგი მამა ვიყო.
- თქვენი შვილების ნათლიები ბატონი მიხეილ სააკაშვილი და ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი არიან, არ შეგეცოდათ ბავშვები მათ რომ მოანათვლინეთ, კონტაქტი, რომ აღარ ექნებოდათ ნათლიებთან?
- როცა მოვანათვლინე, ეს არიყო ცხადი.
koba davitashvili - ბატონო კობა, ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, რაც ძალიან აინტერესებს ჩვენი საიტის მკითხველს... როგორ მუსიკას უსმენდით იქამდე სანამ დღევანდელი ესტრადის მომრერლები გამოჩნდებოდნენ?
- მაშინ ძალიან პოპულარული იყო ხალხური სიმღერები, “რუსთავი”, ჰამლეტ გონაშვილი. ახლაც მიყვარს ქართული მუსიკა და ჰამლეტ გონაშვილის მოსმენა.
- თანამედროვე ესტრადაზე რას მეტყვით, რომელი მომღერალი მოგწონთ, ან მათ თუ უსმენთ საერთოდ?
- როცა ტელევიზორი და რადიოა ჩართული ძალაუნებურად ვუსმენ.
- და რომელს გამოარჩევდით?
- რომელიმეს გამორჩევა მიჭირს, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობაა ჩვენს თანამედროვე ესტრადაზე.
- ე.ი. არ მოგწონთ?
- არა.
koba davitashvili - დღეს ვინც სცენაზე ფეხი დადგა ამბობენ: “უკვე გაგვიმართლაო”, (ყოველშემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ) და თქვენ რადგან პოლიტიკაში არ გაგიმართლათ ხომ არ ამღერდებოდით?
- არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში არ გამიმართლა. სიმღერას არ ვაპირებ, ამაზე არ ვფიქრობ.
- ბატონო კობა, ახალი პარტიის შექმნას ხომ არ აპირებთ?
- კი.
- და ეს როდის იქნება?
- როცა იქნება ნახავთ.
- რა სახელწოდება ექნება თქვენს პარტიას, თუ ჯერ საიდუმლოა?
- კი, ჯერ საიდუმლოა.
მოამზადა ინგა ჩაგელიშვილმა

xazi

მამუკა ონაშვილი: - ბედმა მომღერლობა მარგუნა, თუმცა ამითაც ძალიან კმაყოფილი ვარ

მამუკა ონაშვილი: - არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ცხოვრების. ბედის მადლიერი ვარ

ყველა თაობისათვის საყვარელი მომღერალი, ადამიანი რომელსაც უამრავი მოსაფერებელი მეტსახელი აქვს: “ბალუ”, “დათუჩა”, “სიყვარულის ბუშტი”, ადამიანი, რომელიც დიდს თუ პატარას ყველას ერთნაირად უყვარს, ჟურნალ “ვარსკვლავების” ძველი მეგობარი, “მეგა 2005”-ზე “ოძელას მეგას” მფლობელი, არაერთი ჰიტის ავტორი და უბრალოდ ყველა თაობისათვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ დღეს ჟურნალ “ვარსკვლავების” სტუმარია. მონატრებულ მეგობართან მცირე ინტერვიუს ჩაწერა ტელეფონის საშუალებით შევძელით, როგორც შევიტყვეთ 2006 წელი მომღერლისთვის საკმაოდ დატვირთული და წარმატებული აღმოჩნდა...

mamuka onashvili - მამუკა, “იუმორინას” კონცერტებს თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს თითქმის აღარ ჩანხარ მსმენელის წინაშე... რით არის ეს განპირობებული?
- ანუ გულისხმობ რომ დავიკარგე? არა, არ დავკარგულვარ. კონცერტებით ვიყავი დატვირთული. გასტროლები მქონდა სხვა და სხვა ქვეყნებში... ესპანეთში, საბერძნეთში, ამერიკაში და ინგლისში...
- ანუ გასტროლების მხრივ 2006 წელი საკმაოდ წარმატებული იყო?
- ნამდვილად და იმედი მაქვს 2007-ც ასევე წარმატებული იქნება.
- ისევ გეგმავ გასტროლებს საზღვარგარეთ?
- კი... საბერძნეთსა და ჰოლანდიაში იგეგმება კონცერტები.
mamuka onashvili MEGA-ze - როდისთვის?
- მარტის თვეში.
- რაც შეეხება შემოქმედებას, ამ მხრივ რა სიახლეა?
- ვმუშაობ ახალ ალბომზე, რომელიც სულ მალე დასრულდება... ასევე მალევე ვგეგმავ ორი ახალი კლიპის გადაღებას ახალ სიმღერებზე...
- ვის ანდობ ამ კლიპების გადაღებას?
- ჯერ არ ვიცი... არ გადამიწყვეტია. როგორც კი ალბომი მზად იქნება შევარჩევ ორ სიმღერას და შემდეგ ავირჩევ ადამიანს ვისაც მათზე კლიპების შექმნას მივანდობ. ამ ეპატზე ალბომის 8 სიმღერა უკვე მზადაა...
mamuka onashvili - ”იუმორინასთან” რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობ... ალბათ მომავალშიც აპირებ თანამშრომლობის გაგრძელებას…
- რა თქმა უნდა... ”ლომისს” თუ დავჭირდები მე სულ მზად ვარ მათთან თანამშრომლობითვის. - როგორც ვიცი ეხლაც არის მომზადებული პროგრამა ჩემთვის. ასე, რომ კვლავაც მიხილავთ “იუმორინას” გუნდის გვერდით.
- არჩევანის წინაშე რომ იდგე მსახიობობას აირჩევთ თუ მომღელობას?
- ისე მოხდა, რომ ბედმა მომღერლობა მარგუნა, თუმცა ამითაც ძალიან კმაყოფილი ვარ - საერთოდ ძალიან მინდოდა თეატრის მსახიობი გამოვსულიყავი, თუმცა გავხდი მომღერალი, მაგრამ ბედს არ ვუჩივი. პირიქით, კმაყოფილი ვარ.
- ალბათ მსახიობობის სურვილი ნაწილობრივ “იუმორინას” სცენაზე დაიკმაყოფილე.
- კი, ნაწილობრივ.
- არის თუ არა ისეთი რამ რაზეც გული გწყდებათ რომ ვერ გააკეთე?
- არა მგონია, არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ცხოვრების. ბედის მადლიერი ვარ.
ესაუბრა ინგა ქლიბაძე

xazi

ირაკლი მარხულია: - ყველა მოთამაშის თვითმიზანი გამარჯვება იყო

ირაკლი მარხულია: - "ჯეო-ბარმა" მომცა - გამოცდილება, ხალხის სიყვარული, თავდაჯერებულობა და რწმენა საკუთარი თავის მიმართ!

როგორც მის წინამორბედებში “ჯეობარ 3”_შიც გამარჯვება მამაკაცს ხვდა წილად. თითქოს სხვებისგან არაფრით გამორჩეული ირაკლი მარხულია ერთდროულად 35000 ლარის, კვადროციკლისა და “ნივის” მფლობელი გახდა. თუმცა როგორც შევიტყვეთ ნაჩუქარ კვადროციკლსა და “ნივას” უკვე ყიდის... რაც შეეხება 35000_ს ეს თანხა ჯერ არ აუღია და დღესდღეობით გეგმებს აწყობს თუ რაში დახარჯოს აღნიშნული თანხა. სიმართლე ვთქვა, როცა ირაკლის ინტერვიუზე ვითანხმებდი, რამდენჯერმე მან ჩემს მობილურზე ზარი გამოუშვა, გულწრფელად რომ გითხრათ, გამიკვირდა და გავიფიქრე 35.000 ნეტა მისცეს ჯერ თუ არა_თქო?

- ირაკლი, პირველ რიგში ელოდი თუ არა გამარჯვებას?
- გამარჯვებაზე მიფიქრია, ოღონდ ცალსახად. ყველა მოთამაშის თვითმიზანი გამარჯვება იყო. გამარჯვებაზე ვფიქრობდი მას შემდეგ რაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავითავისე.
- ფინალში სოფოსთან კონკურენციისას უფრო ძლიერად გრძნობდი თუ არა თავს?
- არა, სოფო ჩემთვის საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იყო. ვფიქრობდი რომ ორივეს თანაბარი შანსები გვქონდა.
- აიღე უკვე მოგებული თანხა?
- არა ჯერ არ ამიღია.
- რატომ?
- არ ვიცი ჯერ არ ყოფილა მაგაზე საუბარი.
- ნაჩუქარ კვადროციკლს და “ნივას” ყიდისო, მართალია?
- კი, მართალია, ჯერ არცერთი არ გამიყიდია და ყიდვას ხომ არ აპირებ?
- მოვიფიქრებ :))
- კარგი მოიფიქრე და შემატყობინე...:)
- და რაში აპირებ მოგებული თანხის დახარჯვას?
- რაში და ქალებში და რესტორნებში :) ვხუმრობ რა თქმა უნდა. ვალაგებ რეალურ გეგმას იმისთვის რომ ზუსტად გამოვიყენო მოგებული თანხა იმ მიზნებისთვის რაც დასახული მქონდა ჯეო-ბარამდე.
- და რა მიზნები გქონდა დასახული? როცა შედიოდი ფიქრობდი რომ გამარჯვებული გამოხვიდოდი?
- რა თქმა უნდა. როცა პროექტში შევედი გამარჯვებაზე ვფიქრობდი და არა უბრალო პოპულარობაზე, რომელიც შეეძლო მოეტანა ჯეო-ბარს, თუმცა მოგების სურვილი ყოველთვის მქონდა და რწმენა საკუთარი თავის რომელიც ბოლომდე მიმყვა და წარმატების მიღწევაში დამეხმარა.
- ამბობენ ირაკლის ოჯახს და მის ახლობლებს ირაკლის გამარჯვება 35 000_ზე მეტი დაუჯდაო...
- სისულელეა.
- სოფიასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- რაც ჯეო-ბარიდან გამოვედი ერთადერთხელ ვისაუბრეთ ისიც ტელეფონით.
- მელორი გემუქრებოდა: გარეთ გამოვა და ჭუას ვასწავლიო. გაარკვიეთ ურთიერთობები?
- ეს მუქარა თამაშის შემადგენელი ნაწილი იყო. მელოსთანაც ისეთივე ურთიერთობა მაქვს როგორც დანარჩენ სხვა ჯეო-ბარელებთან.
- არა ეგ მუქარა თამაშიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა მელომ ერთ_ერთ ინტერვიუში... რაც შეეხება სოფიას ის შენდამი სიმპათიებს არ მალავდა.... შენ უარყავი. იმიტომ ხომ არა რომ გამაღიზიანებლად იქცეოდა?
- მელოს და მე ურთიერთობები მუქარის გარეშე გარკვეული გვაქვს. სადავო და საკამათო არაფერია. სოფიას რაც შეეხება მისთვისაც ისეთივე თამაში იყო ჩემდამი სიმპათიები როგორც სხვა ნებისმიერ მონაწილესთან. ყოველ შემთხვევაში მისი სიმპათიები სიმპათიებადვე დარჩა.
- ჯეო-ბარში ერთ_ერთ ივენთზე რომ გოგოს კოცნიდი შემთხვევითი ნაცნობი იყო, თუ... ?
- ის, შემთხვევითი ნაცნობიც კი არ ყოფილა. იმ წუთას გაცნობილი ქალბატონი იყო... (იღიმის)
- იმის შემდეგ ნახე?
- კი შევხვდით, მაგრამ ურთიერთობა დამთავრებულია.
- და ის ქალბატონი ვინ იყო ლონდონში ბინის ყიდვას რომ გპირდებოდა?
- არ ვიცი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ალბათ.
- შეყვარებული ხარ?
- არა.
- და როგორი გოგონები გხიბლავს?
- ინტელექტუალური და ლამაზი.
- აფხაზეთიდან ხარ ხომ?
- კი. ბავშვობის რაღაც ნაწილი იქ გავატარე.
- თბილიში როდიდან ცხოვრობ?
- თბილისში უხსოვარი დროიდან.
- მოგებული ფულით თბილიში ბინის ყიდვას აპირებსო, _ ამბობენ.
- კი, ამბობენ. :)
- და აპირებ?
- ამ ეტაპზე ვერა...
- რა მოგცა ჯეო-ბარმა?
- გამოცდილება, ხალხის სიყვარული, თავდაჯერებულობა და რწმენა საკუთარი თავის მიმართ.
- რას საქმიანობ საერთოდ და შეიძინე თუ არა ამ პროექტში კარგი მეგობრები?
- თამაშში კარგ მეგობრებს არ ეძებენ. საქმიანობას რაც შეეხება ჯერ ძიების პროცესში ვარ. ისე, ენერგეტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში.
ესაუბრა ინგა ქლიბაძე

xazi

რატომ უჭირს რეჟისორ გოგა ხაინდრავას საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლა?

გოგა ხაინდრავა: - პროფესიით პოლიტიკოსი არასოდეს ვყოფილვარ

ყველას მოგესალმებით! არ დავწერ მრავალჯერ ნათქვამ ფრაზებს, უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი ბატონი გოგა ხაინდრავა გახლავთ, იგი როგორც ყოველთვის ახლაც უპრობლემოდ დამთანხმდა ინტერვიუზე, ჩვენი შეხვედრა სასტუმრო “ქორთიართ მარიოტში” შედგა.

goga - ბატონო გოგა, რას მეტყვით თქვენს ოჯახზე, რამდენი შვილი გყავთ?
- ორი შვილი მყავს, ბიჭი და გოგო, ბიჭი 23 წლის არის, გოგო 12 წლის. ერთი შვილიშვილი მყავს. ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა, მაგრამ ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრება, რომ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი.
- რა ამის პასუხია და... ასეთი კარგი ადამიანი როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში, თქვენი თავი არ შეგეცოდათ?
- არ შემეცოდა, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა იმ ქვეყნის მსახურება, რომელშიც ვცხოვრობთ. მე პროფესიით პოლიტიკოსი არასოდეს ვყოფილვარ, ცხოვრებამ ასე მოიტანა, მოიტანა იმ ქაოსმა, რომელშიც აღმოვჩნდით საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, როდესაც ქვეყანა ქვეყანას არ გავდა და მეც დამჭირდა ამ საკითხების შესწავლა.
- ბატონო გოგა, ფილმის გადაღებას არ აპირებთ?
- ნამდვილად ვაპირებ, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზე არის დამოკიდებული, ეს შენც იცი. სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ მაძლევს ამის სრულად რეალიზაციის საშუალებას. მეტსაც გეტყვი... ბევრი ადამიანია მსურველი, რომ ამ საქმეში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეშინიათ, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თუ გაიგო ხაინდრავას ვიღაც ადამიანი აფინანსებს, მისი ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ალბათ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩვენი საზოგადოების და პირადად ჩემი არის, რომ ვარდების რევოლუციით მოსული ადამიანები ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ წმინდა ბოლშევიკური მენტალიტეტის და აზროვნების მქონე ადამიანები, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია 21-ე საუკუნეში ქართველი ერის.
goga - დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენი აზრით პოლიტიკოსი რომ არ გამხდარიყავით, თქვენი ცხოვრება უკეთესად ხომ არ წარიმართებოდა?
- რათქმაუნდა, შეუდარებლად უკეთესად წარიმართებოდა, შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემს პროფესიაში ძალიან წარმატებული ვიყავი, პოლიტიკაში მონაწილეობამ უამრავი დრო და ენერგია წაიღო და ძალიან შეაფერხა ჩემი განვითარება, პროფესიონალურ კინო მატოგრაფიაში. შემიძლია თამამადD ვთქვა, რომ მსოფლიოში ყველა გზა ხსნილი მქონდა... ძალიან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მე მიჭირს საზღვარგარეთ ცხოვრება. დღესაც ასეა, სერიოზული წინადადებები მაქვს, მაგრამ ქვეყნის დატოვება არ მინდა, პრინციპულად არ დავთოვებ ჩემს ქვეყანას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ძალიან სერიოზულ განვითარების ეტაპზე ვართ და ნებისმიერი ხმა, ნებისმიერი ფიგურა, რომელსაც შეუძლია, რომ ამ ძალადობას, ამ უმსგავსობას, რასაც ჩადის დღევანდელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია ქვეყნის სათავეში დაუპირისპირდეს. ამიტომ დღეს ამ ქვეყნიდან წასვლა არანაირად არ შედის ჩემს გეგმებში, თუ არ მაიძულეს.
- ბატონო გოგა, როგორ ფიქრობთ აფხაზეთს დავიბრუნებთ?
- ამაში არცერთი წუთი ეჭვი რ მეპარება, უბრალოდ დღეს ქართველ საზოგადოებას მაინც და მაინც კარგად გააზრებული არ აქვს რას ნიშნავს ეს, რა არის ამისთვის საჭირო და აუცილებელი. ჩვენ აფხაზეთი კი არ უნდა დავიბრუნოთ, ერთობა უნდა აღვადგინოთ. ჩვენ ორ საზოგადოებას შორის ძალიან დიდი ნაპრალი, ეს ნაპრალი გააჩინა ბოროტმოქმედებამ, იმ უგუნურებამ რასაც ადგილი ჰქონდა 90- იან წლებში. ტერიტორიის დაბრუნება არდაბრუნების საკითხი ისე არ წყდება, როგორც ადამიანებს ჰგონიათ, ყოველ შემთხვევაში არც გაერო, არც ეუთო და არც მთავრობები ამას არ წყვეტენ, ამას წყვეტს ღმერთი, იმიტომ რომ ის განაგებს სამყაროს. ჩვენ დავისაჯეთ ძალიან მძიმედ და დამსახურებულად, და თუ დავიმსახურებთ იმას, რომ ეს ყველაფერი დაგვიბრუნდეს, დაგვიბრუნდება. მე ვხედავ ამის რეალურ გზას, ოღონდ ეს გზა არ გადის იმ მიმართულებით, როგორი მიმართულებითაც იყურებიან სააკაშილი, ბოკერია, რამიშვილი და ის ჯგუფი, რომელიც დღეს ხელისუფლების სათავეში არის მოკალათებული, მე ვფიქრობ, რომ ეს ცოტა განსხვავებული გზა არის და მაგის დროც მოვა.
goga - და ბოლოს რას ეტყვით მკითხველს და ჩვენი საიტის სტუმრებს?
- პირველ რიგში შობა ახალ- წელს მივულოცავ, ვუსურვებ, რომ ეს იყოს მათი მიზნების და სურვილების ასრულების წელი. ყველაფერი დროებითია, გაჭირვებაც, ლხინიც და რაც მთავარია მთავრობაც. თქვენ მინდა გისურვოთ, როგორც საინფორმაციო საშუალება, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, იყოთ გულწრფელები, ობიექტურები, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაც მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ და ამას ხმამაღლა იძახდეთ, ეს არის თქვენი დანიშნულება, მაგრამ ობიექტურობა არის ერთ-ერთი ძირითად რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ესა თუ ის გამოცემა იყოს პოპულარული და წარმატებული.
ინგა ჩაგელიშვილი

თამთა გოგუაძე: - ვგევარ მე ისეთ ადამიანს რომ ვინმეს და მითუმეტეს ყოფილ ქმარს სერენადები ვუმღერო? აქეთ მიმღერონ

ვის მიუძღვნა თამთა გოგუაძემ სიმღერა “შენი ბრალია”

ჩვენი დღევანდელი სტუმარი გამოგიტყდებით რომ “ვარსკვლავების” ძველი მეგობარი გახლავთ ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა პატარა გოგონა ერთი სიყვარულის ამბავს მღეროდა პატარა ბიჭისა და პატარა გოგოს შესახებ. თამთა გოგუაძის სიმღერები დღესდღეობით დიდი წარმატებით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ბოლო ჰიტი “შენი ბრალია”... მიუძღვნა თუ არა თამთა გოგუაძემ ეს სიმღერა ყოფილ მეუღლეს, რას ელოდება ახალი 2007 წლიდან და რა სიურპრიზებს გვიმზადებს თავისი დაბადების დღისთვის ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- თამთა, საუბარი შენი ახალი სიმღერითა და კლიპით დავიწყოთ, რომლის პრეზენტაციასაც როგორც ვიცი შენს დაბადების დღეს გეგმავ...
- დიახ, სულ ცოტა ხნის წინ გადავიღე ახალ კლიპი სიმღერაზე “რაც იყო, იყო”. სიმღერა ეკუთვნის ჭაბუკა ამირანაშვილს, ტექსტი მანანა გურგენიძეს, კლიპის რეჟისორი ლევან ტორონჯაძე გახლავთ. ამ სიმღერის მომზადებაში დამეხმარა ჩემი ვოკალის პედაგოგი მაკა დავითაია, სიმღერა ჩაიწერა გიგა კუხიანიძის სტუდიაში, არანჟირებაც გიგას ეკუთვნის, სკრიპკები, დუდუკები არის ცოცხალი, დააბალანსა კოტე ნონიკოვმა.
- გადაღების პროცესიც გავიხსენოთ და კიდევ, მაინტერესებს რეჟისორის არჩევისას რატომ შეაჩერე არჩევანი ლევანზე...
- კლიპი ერთ დღეში გადავიღეთ ბოტანიკურ ბაღში. დილიდან საღამომდე ვიღებდით. გადაღებაზე ძალიან მციოდა, მაგრამ კარგი იყო, რაც შეეხება ლევანთან თანამშრომლობას, მასთან იმიტომ ვთანამშრომლობ, რომ კარგი ადამიანია, მომწონს მისი ხედვა, ვმეგობრობ და ეს ყველაფერი მეხმარება რომ კომფორტულად ვიგრძნო თავი გადაღების პროცესში. ამ სიმღერას არ გავაჟღერებ, მანამ სანამ კლიპი არ გამოვა. კლიპის პრეზენტაციას კი 25 თებერვალს ვგეგმავ, ჩემს დაბადების დღეზე.
- თამთა, ძალიან პოპულარულია და დიდი წარმატებით სარგებლობს შენი სიმღერა "შენი ბრალია”. პირადად მე მომისმენია რომ რადიო ეთერში ამ სიმღერას ხშირად ყოფილ შეყვარებულებს უძღვნიან... შენ ვინმე კონკრეტულ პიროვნებას მიუძღვენი? ცხადია აჩიკოს ვგულისხმობ.
- არა, მე არავისთვის მიმიძღვნია, ალბათ ტექსტის ავტორმა მიუძღვნა ვინმეს, ვგევარ მე ისეთ ადამიანს რომ ვინმეს და მითუმეტეს ყოფილ ქმარს სერენადები ვუმღერო? აქეთ მიმღერონ... ძალიან მიხარია რომ ამ სიმღერამ ჩემს შემოქმედებაში თამამად ვიტყვი რომ ყველა სიმღერას გადაუჯოკრა პოპულარობის თვალსაზრისით. ასე ვთქვათ სახალხო გახდა.
- მე შემიძლია გამოგიტყდე და გითხრა რომ როგორც ბევრი ადამიანისთვის ჩემთვისაც ეს ძალიან საყვარელი სიმღერაა და დიდი სიამოვნებით ვუსმენ.
- კლიპიც ალამაზებს სიმღერას.
- კლიპი ვინ გადაიღო?
- ლევან ტორონჯაძემ. როგორც იცით, მე დიდი ხანი არ ვჩანდი შოუ_ბიზნესში, ამიტომაც მინდოდა დავბრუნებულიყავი სათანადო სიმღერით, რომ არავის არ ეთქვა ამდენი ხანი ამისთვის იცადაო? მე მგონი შევძელი ჩემი სიტყვა მეთქვა ამ სიმღერით.
- თამთა, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ აჩიკოზე საუბარს ვერ ავცდებით. როგორი ურთიერთობა გაქვს დღეს ყოფილ მეუღლესთან?
- აჩიკოსთან მაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა, მოდის და ბავშვს ნახულობს როცა სცალია. ოღონდ ის გამონაკლისია, რომ ვერასოდეს ვერ ვიმეგობრებ ყოფილ მეუღლესთან.
- დაშორების მიზეზებზე რას იტყვი? ჭორები დადის რომ აჩიკოს ღალატის გამო დაშორდი...
- ღალატი ნამდვილად არ არის მიზეზი, უბრალოდ აჩიკო არ იყო ის ადამიანი, რომელთანაც მე ცხოვრების გაგრძელების სურვილი მქონდა. მე სხვა ადამიანი ვარ, ის სხვა, ეს ყველაფერი გამომჟღავნდა თანაცხოვრების პერიოდში.
- ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, იმედები გაგიცრუა... ნანობ ამ ნაბიჯს?
- არ ვნანობ, იმიტომ რომ მე ამ ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა და ვიცი რომ ასეთ შეცდომას აღარ დავუშვებ. არ ვნანობ იმიტომ რომ ამ ურთიერთობამ დამიტოვა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი: ჩემი შვილი.
- ოჯახის წევრებმა შენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს? ყველა მშობლისთვის ტრაგედიაა შვილის ოჯახის დანგრევა.
- ოჯახის წევრები არ ჩარეულან, მითხრეს შენ როგორც საჭიროდ თვლი ისე გადაწყვიტეო. მეც სერიოზულად გავიაზრე და საბოლოო წერტილი დავუსვი.
- ძლიერი აღმოჩნდი არა?
- კი ნამდვილად ძლიერი აღმოვჩნდი, არ მეგონა თუ ასეთი ვიყავი.
- ანუ პატარა გოგო, პატარა ბიჭი დღეს არ არიან ერთად (ნაწყვეტი თამთას პირველი სიმღერიდან)...
- (იღიმის)...
- კარგი და ისევ შემოქმედებას დავუბრუნდეთ. ახალი ალბომის გამოშვებას ხომ არ გეგმავ?
- 25 თებერვალს გამოვა ჩემი ახალი ალბომი, სადაც შევა 10 სიმღერა, ასევე გამოვა DVD კლიპებით და ეს კლიპი, რომელიც ეხლა გადავიღე.
- ანუ დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნას აპირებ?
- ნამდვილად ასე იქნება.
- იმედი მაქვს ჩვენც მოვხვდებით ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან.
- აუცილებლად.
- მადლობა წინასწარ და დუეტის ჩაწერას ხომ არ გეგმავ?
- ჯერჯერობით არა, ამ ალბომში შევა მარტო ჩემი სოლო სიმღერები, ერთი ინგლისურ ენოვანიც იქნება, ძველი ჰიტი. ეს არის ჩემი რიგით მეხუთე ალბომი, რომელიც ვფიქრობ ხუთიანზე იქნება შესრულებული.
- კარგი და ბოლოს, რა გაკლია სრული ბედნიერებისათვის?
- არაფერი. მაქვს საყვარელი საქმე, მყავს უსაყვარლესი შვილი, მყავს არაჩვეულებრივი მშობლები. მეტი არაფერი არ მინდა ამ ეტაპისტვის.
- და ბოლოს, საახალწლო სამზადისი დაიწყე უკვე?
- კი. ეხლა ნაძვის ხე ავაწყვე. ჩემი წელი მოდის. მგონია რომ ამ წელიწადში ძალიან ბევრი სიხარული და წარმატებები მექნება.
კობა ხაბაზი: - სრულყოფილ ლუი დე ფიუნესამდე ბევრი მაკლია.

რატომ უდგება თმები ყალყზე კობა ხაბაზს?

- რაც ნინასთან დუეტი ჩაწერეთ უფრო პოპულარული გახდით ვიდრე მანმადე იყავით... და შოუ-ბიზნესს ხომ არ უნდა უმადლოდეთ თქვენს პოპულარობას?
- რათქმაუნდა ნინასთან დუეტმა პოპულარობა მომიტანა. ერთ ასეთ ისტორიას გავიხსენებ... ქობულეთში მივდიოდი, ერთ-ერთი პრომოუტერი მირეკავს და მეკითხება: -სად ხარო? –ვუთხარი ქობულეთში მივდივარ-მეთქი, -რა კარგია ჩვენ სურამში ვართ ოზურგეთში კონცერტი გვქონდა და იქიდან ვბრუნდებითო. მოკლედ გზაში შევხვდით... ამ დროს ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა და დაჟინებული მზერით მეკითხება: შენ მომღერალი არ ხარო? წარმოიდგინე იქ იყვნენ მომღერლები ჯგუფი “სეიშენი”, გიგა კვენეტაძე და ა.შ... ქალბატონს კითხეს ამის გარდა მომღერლები ვერ იცანითო? ქალბატონმა ყველა აათვალიერ-ჩაათვალიერა და თქვა:-არა თქვენ არ გიცნობთ, ეს კი ვიცი, რომ მომღერალიაო. (იცინის)
- ამ ბოლო პერიოდში ხშირად “იჩითებით” კონცერტებზე, ასეთი გართობები ძალიან გხიბლავთ როგორც ჩანს...
- ულამაზესი წლები, რომელიც ადამიანმა სწავლა, დასვენება, გართობა და ყველაფრის ერთად შეხამებაში უნდა გაატაროს, ეს პერიოდი ჩემთვის იყო ომების, რევოლუციების და მიტინგების პერიოდი. ასე რომ... დღეს როცა მეძლევა საშუალება დიდი სიამოვნებით ვღებულობ მონაწილეობას კონცერტებსა და ღონისძიებებში.
zaza gorozia da koba xabazi - ბატონო კობა, ამბობენ ქალები ძალიან უყვარსო, ამაზე რას იტყვით?
- აფსოლიტურად გეთანხმები, ქალი არამარტო მიყვარს, არამედ ჩემი თაყვანისცემის ობიექტია. საზოგადოდ ქალი არის სრულყოფილი ქმნილება, ქალის სხეული ჰარმონიაა, ქალი არის ნიჭიერება, აღმაფრენა, სტიმული, ქალი არის აფსოლიტურად ყველაფერი. ყოველთვის მექნება საოცარი თაყვანისცემა და პატივისცემა ქალის მიმართ.
- რამდენად მოგწონთ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან “დვიჟენიები”?
- ძალიან მსიამოვნებს მათთან ყოფნა, შინაგანად ვისვენებ. ეს არის ადგილი სადაც ხდება განტვირთვა ჩემი დაძაბული პოლიტიკური ყოფიდან, რომელიც ჩემი ყოველდღიურობაა.
- როგორ გგონიათ ბავშვობიდან მომღერლობაზე ხომ არ ჯობდა გეფიქრათ ვიდრე პოლიტიკოსობაზე... ჩემი აზრით მაგრად “გაქაჩავდით”
- თქვენ მოისმინეთ ხმის ჩამწერი სტუდიის სპეციალისტების ნაწვალები (იცინის) ყველაფერი შეიძლება გამოსულიყო ჩემგან, გარდა მომღერლისა.
zaza gorozia da koba xabazi - თქვენი საყვარელი მომღერალი ქართულ ესტრადაზე?
- ჩემი თაობისთვის ჰამლეტ გონაშვილი ძალიან ბევრს ნიშნავდა, მისი სიმღერა, რომ მესმის იმ წუთში თმები მებურძგლება, თმები ყალყზე მიდგება. (იცინის)
- ლუი დე ფიუნესს გადარებენ და ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა წარმატებული მსახიობიც გახდეთ, ისევე როგორც მომღერალი?
- ჩემი აზრით ყველა პოლიტიკოსს გარკვეულწილად რაღაც მსახიობური მონაცემები აქვთ. რაც შეეხება ლუი დე ფიუნესს, როდესაც ეს სახელი დამარქვეს სხვათაშორის ყურადღებით დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ მართლა კარგი შედარება გაუკეთებიათ. ძალიან პატივია, როცა ლუი დე ფიუნესს გადარებენ. იმდენი საერთო ჟესტი დავიჭირე, რომ მე თვითონ ძალიან ბევრი ვიცინე :) თუმცა სრულყოფილ ლუი დე ფიუნესამდე ბევრი მაკლია... და ალბათ ვერასორეს გავხდები, იმიტომ რომ იგი გენიოსი მსახიობი იყო.
zaza gorozia da koba xabazi - კობა თქვენი სახელი, რომ არის ეგ ვიცი, მაგრამ გვარი?
- პირველად, რომ გავიგე ჩემი გვარი კინაღამ გული გამისკდა, ვიფიქრე ჩემს გვარში პურს არავინ აცხობს და რატომ ვარ პურის მცხობელი-მეთქი (იცინის), მაგრამ საბოლოოდ დავადგინე, რომ ჩემი წინაპარი ჩამოსულა რაჭიდან და ქობულეთში დასახლებულა... რაჭველი კაცი რას გააკეთებდა, დაიწყო პურის ცხობა, და ჩემი გვარი სწორედ აქედან მოდის. ჩემი წინაპარის დანატოვარი გვარი შევეცდები ღირსეულად ვატარო.
- და ბოლოს რას ეტყვით ჩვენი საიტის სტუმრებს?
- ყველას მოგეფერებით, ძალიან მიყვარს თქვენი საიტი, ახალი წელი დგება და 2007 წელი ჩვენი ქვეყნის გამარჯვების წელი ყოფილიყოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ “ვარსკვლავების” მეშვეობით მეძლევა საშუალება საიტის სტუმრებთან საუბრის.
ინგა ჩაგელიშვილი

გიგა კვენეტაძე: - რუსეთში წასასვლელად მხოლოდ ვიზას და გზის გახსნას ველოდები!

გიგა კვენეტაძე : - გაორმაგებულად მიყვარხართ

ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელის გულიც ყოველთვის სიყვარულით სავსე გახლდათ და ამ სიყვარულის დამალვას არც ცდილობდა. “გიგას უყვარხართ”-ეს მისი საყვარელი გამოთქმა იყო და სცენიდან მსმენელის წინაშე მუხლმოდრეკილსაც არაერთხელ უთქვამს ეს სიტყვები. გიგა კვენეტაძის პირველი ინტერვიუ წლების წინ ჟურნალ “ვარსკვლავების” ფურცლებზე სწორედ თქვენმა მონა-მორჩილმა შემოგთავაზათ. მაშინაც ისევე როგორც ახლა გიგა დაუზარლად გვესაუბრა თავის პირად თუ შემოქმედებით გეგმებზე. თუმცა დღეს ვერც პოლიტიკაზე საუბარს ავცდით...

- გიგა, მოდი ჩვენი საუბარი ძველი ამბების გახსენებით დავიწყოთ, რომელიც შენს შემოქმედებით გეგმებს უკავშირდებოდა. რამდენიმე თვის წინ საქართველოდან წასვლასა და რუსეთში გამგზავრებას გეგმავდი. დღეს რა ხდება ამ მხრივ?
- დიახ, გამგზავრებას ვგეგმავდი და გეგმები არც შემიცვლია. უბრალოდ, ველოდები როდის გაიხსნება გზა რომ ვიზა ავიღო და გავემგზავრო.
- ასეთ რთულ და დაძაბულ ვითარებაში, როცა რუსეთში სასტიკად დევნიან ჩვენს თანამემამულეებს, როგორ ფიქრობ ღირს რუსეთში გამგზავრება?
- იცი? მე ვფიქრობ, რომ არც ისე რთული პერიოდია. ხალთან ურთიერთობაში და შემოქმედებითი გეგმების განხორცილელებაში პოლიტიკური მხარე ვფიქრობ ხელს არ შემიშლის. ეს რთული პერიოდი უფრო ჟურნალისტების გაბუქებულია. სინამდვილეში არც ისე რთულადაა საქმე. დრო სჭირდება და ყველაფერი დარეგულირდება.
amiko - როგორ გგონია, რუსეთში შენ ან ნებისმიერ ჩვენს თანამემამულეს სიხარულით მიიღებებნ?
- იცი? ხელგაშლილი არსად არ შეგხვდებიან, მაგრამ როცა ის საქმე გიყვარს რასაც ემსახურები, არაფერს არ აშავებ და ხალხსაც ცუდს კი არ უკეთებ პირიქით, მათი სიამოვნებისთვის და სიყვარულისთვის შრომობ, ხალხი ბრმა არაა და ამ შრომას დაგიფასებს.
amiko - კარგი, ვიდრე რუსი მსმენელი შენს შრომას დააფასებდეს, მანამ ქართველ მსმენელს რას შესთავაზებ ახალს?
- ქართველ თავყვანისმცემლებს ბევრ სიურპრიზებს ვპირდები. აქვე გაგანდობთ, რომ ჩავწერე ორი ახალი სიმღერა, და ერთ ერთ მათგანზეც კლიპსაც გადავიღებ, რომელსაც მაყურებელი 10 იანვრის შემდეგ იხილავს.
- ალბათ როგორც ყოველთვის ამჯერადაც ორივე სიმღერის ავტორი თავად ხარ. რაც შეეხება კლიპს, რომელ სიმღერაზე იწყებ გადაღებას და ვისი რეჟისორობით?
- დიახ, ორივე სიმღერის ავტორი მე ვარ. კლიპს გადავიღებ სიმღერაზე რომელსაც “გთხოვ, მაპატიე” ჰქვია. რეჟისორს რაც შეეხება ვფიქრობ ამ სფეროშიც მოვსინჯო ჩემი შესაძლებლობები და კლიპი საკუთარი ხედვით გადავიღო.
amiko - ალბომის გამოშვებასაც ხომ არ გეგმავ?
- დიახ. უკვე ვმუშაობ საავტორო ალბომზე. ორ-სამ თვეში დავასრულებ მასზე მუშაობას. ამჟამად ალბომისთვის მხოლოდ 6 სიმღერაა მზად.
- პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ. “ვარსკვლავებს” გვახსოვს შენი რომანი ნინო წიკლაურთან. სხვათაშორის, ეს ამბავი პირველი ჩვენ გაგვანდე და ექსკლუზიური ინტერვიუც მოგვეცი...
- არა, ასე არ არის ყველაფერი. ჩემსა და ნინოს შორის რომანი არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები და თანამშრომლები ვართ. ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს.
- თანამშრომლები? რომელ საერთო საქმეს გულისხმობ გიგა?
- ნინო ჩემი მენეჯერი გახლავთ.
- გასაგებია და ბოლო შეკითხვევა: გიგას კიდევ ვუყვარვართ? (ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, გიგას საყვარელი გამოთქმა: “გიგას უყვარხართ”)
- გიგას ყოველთვის უყვარდით. დღეს კი გაორმაგებულად, ორჯერ მეტად უყვარხართ.
ესაუბრა ინგა ქლიბაძე

ამიკო - კიდევ კარგი მექალთანე ვარ და არა მეკაცთანე :)

ამიკო - მუშა, მექალთანე და მომღერალი რეპერი

ჩვენი საიტის მეორე სტუმარი ბევრისათვის საყვარელი რეპერი ამიკო, იგივე ამირან ჯანელიძე გახლავთ, თუმცა ნამდვილი სახელითა და გვარით მას ცოტა თუ იცნობთ. ჩვენი საუბარი საკმაოდ გულახდილი გამოდგა და თქვენც ბევრს შეიტყობთ მექალთანე ამიკოს პირად ცხოვრებასა თუ შემოქმედებით გეგმებზე. აქვე იმასაც გაიგებთ რატომ ერიდება ცნობილი რეპერი თაყვანისმცემლებთან რომანის გაბმასა და რატომ არ ეჭვიანობს ამიკოს მეუღლე ქმრის წუთიერი გატაცებების გამო.

- ამიკო, ჩვენი საუბარი სიახლეებით დავიწყოთ. რა სიახლეებია შენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
- ვაკეთებ ახალ სტუდიას, რაც ყოველთვის ყველაზე ძალიან მინდოდა. სტუდიური რემონტის გამო ჩემი სიმღრების ჩაწერა დროებით შეფერხდა და კლიპისთვისაც ვეღარ მოვიცალე. თუმცა იანვრამდე რამდენიმე ახალი სიმღერის ჩაწერას მოვახერხებ, ხოლო იანვრის შემდეგ კლიპსაც გადავიღებ. ჯერჯერობით აღარ ვჩქარობ.
- ალბომის გამოშვებასაც ხომ არ გეგმავ?
- კი, ვაპირებ ალბომის გამოშვებას, ოღონდ თუ გონებამ ხელი შემიწყო და ხუთი ჰიტი გავარტყი, მერე ეღირება ალბომის გამოშვება.
-შენს ოჯახზეც გვიამბე. როგორც ვიცი დაოჯახებული ხარ...
-კი დაოჯახებული ვარ. მყავს მეუღლე და 2 შვილი. 3 წლის ამიკო და 2 წლის ლუკა.
-თუ სწორად მახსოვს შენც სახელი ამიკო მამისგან გერგო, ანუ გამოდის რომ მამას, შვილსა და შვილისშვილს ერთი სახელი გქვიათ. ასეა?
-(იცინის). კი. ასეა...
- გამოდის რომ ამიკოს გარდა სხვა სახელის დამკვიდრება არ გინდათ ჯანელიძეების საგვარეულოში, ხომ?
- რა იყო? ამიკო ცუდი სახელია? სხვათაშორის, რაც მე დავირქვი ამიკო, მას შემდეგ ბავშვები რომ იბადებიან იმათაც ამიკოს არქმევენ ისეთ ცვეტშია ეს სახელი.
- ისე, არც ისე საიდუმლოდ რომ ვთქვათ, მექალთანე კაცის სახელი გაქვს... ადასტურებ ამ მოსაზრებას?
- კაცი მექალთანე უნდა იყოს აბა მეკაცთანე კაცები ღმერთმა გვაშოროს (იღიმის). ოღონდ ზომიერება ყველგან საჭიროა, ამ საქმეშიც კი...
- მეუღლე არ ეჭვიანობს?
- არა, რადგან იცის რომ ყველაზე ძალიან და განსაკუთრებულად მიყვარს.
- ე.ი. როგორც გავიგე სხვა ქალებიც გიყვარს, ოღონდ მეუღლეზე ძალიან არა.
- (იცინის) მაგათზე ვაფრენ. 180 გრადუსით შეცვალეს ჩემი ცხოვრება. არა და ადრე სულ სხვა ამიკო ვიყავი..
- მაინც როგორი ამიკო იყავი? ან როგორ შეცვალეს შენი ცხოვრება?
- უფრო დინჯი და სერიოზული გავხდი.
- საერთოდ როგორი გოგონები გხიბლავს?
- რაღაც კრიტერიუმებით ამოჩემებული არ მაქვს, თუმცა შავგრემანი ქალები მაინც უფრო მომწონს, მგონია რომ უფრო სერიოზულები არიან.
- თაყვანისმცემლებთან როგორი ურთიერთიერთობა გაქვს. გადაზრდილა რომელიმეს სიყვარული რომანში?
- ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ თაყვანისმცელმებთან რომანი მიუღებელია. ყველა თაყვანისმცემელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგჯერ დისტანციასაც ვიჭერ რადგან არ მინდა იმხელაზე შევტოპო რომ მათთან რომანი გავაბა.
- იქნებ ჩვენი მკითხველისთვის რაიმე კურიოზული სიტუაციაც გაიხსენო?
- ამას წინათ სტუდიაში ვმუშაობდი, როგორც გითხარი რემონტი გვავქვს და აგურებს ვცლიდი. ჩემს საქმიანობას უბნის ბავშვები ადევნებდნენ თვალს. მიყურებდნენ და ალბათ მოსვლა ვერ გაბედეს. შემდეგ ვიღაც ქალი გამომიგზავნეს. შეიძლება რომელიმე მათგანის დედა იყო და ეს ქალი მეუბნება: უკაცრავად, მაგრამ თქვენ ბავშვები მომღერალს გამსგავსებენ და ის ხართო? მეც ხუმრობით ვუპასუხე: დავიღალე უკვე რამდენი ხანია, ვიღაც მომღერალს მამსგავსებენ, არა და ის არა ვარ, ჩვეულებრივი მუშა ვართქო. თუმცა ბოლოს მე თვითონ მივედი ბავშვებთან და ვუთხარი რომ ის ამიკო ვიყავი ვისაც მამსგავსებდნენ.
- და ბოლოს რას იტყოდი ყველას გასაგონად?
- ყველას გასაგონად არა, შენ გეტყვი უბრალოდ რომ წლების წინ ჩემი პირველი ინტერვიუ “ვარსკვლავებში” დაიბეჭდა, შენც პირველი ჟურნალისტი იყავი, რომელსაც ინტერვიუ მოგეცი, და მას შემდეგ კარგად ამეწყო საქმე ჟურნალისტებთან. როგორც იტყვიან კარგი ფეხი გქონია  მადლობა ყველაფრისთვის.

ესაუბრა ინგა ქლიბაძე

ექსკლუზიური ინტერვიუები